You are on page 1of 18

ფიზიკის შესავალი

I შუალედური გამოცდის საკითხები


1. სიგრძის დროის და მასის ძირითადი ერთეულები.
 L-სიგრძეს ,რომლის ძირითადი ერთეულია მეტრი.
 M-მასა რომლის ძირითადი ერთეულია კილოგრამი,
 t- დრო რომლის ძირითადი ერთეულია წამში

2. ტრაექტორიის, გავლილი მანძილის და გადაადგილების განმარტებები.


 ტრაექტორიის განმარტება-სხეულის მოძრაობის ტრაექტორია
არის წირი რომელზეც სხეული სინამდვილეში მოძრაობდა.
 გავლილი მანძილის განმარტება -გავლილი მანძილი
ეწოდება მოძრაობის საწყისი და საბოლოო წერტილებს შორის
მოთავსებული ტრაექტორიის მრუდის სიგრძეს.მანძილი
რომელსაც გადის მოძრავი სხეული ,გზა ან გავლილი მანძილი
ეწოდება.იგი სკალარული სიდიდეა.
 გადაადგილების განმარტება- წრფის მიმართულ
მონაკვეთს ,რომელიც სხეულის საწყის მდგომარეობას აერთებს
მის მომდევნო მდგომარეობასთან გადაადგილება ეწოდება.

3. გადატანითი მოძრაობა, ნივთიერი წერტილი (განმარტებები).


 გადატანითი მოძრაობა - სხეულის მოძრაობას როდესაც მისი
ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს გადატანითი მოძრაობა
ეწოდება.
 ნივთიერი წერტილი- სხეული რომლის ზომები მოძრაობის
მოცემულ პირობებში შეიძლება უგულებვყოთ ნივთიერი
წერთილი ეწოდება.. M
მოცემულ პირობებში ეს იმას ნიშნავს რომ ერთ შემთხვევაში
შეიძლება ჩაითვალოს ნივთიერ წერტილად სხვა შემთხვევაში
არა.მაგალითად დედამიწა მზის გარშემო მოძრაობისას შიიძლება
ჩაითვალოს ნივთიერ წერტილად, მაგრამ როდესაც ვიხილავთ
დედამიწის ბრუნვა საკუთარ ღერძის გარშემო მისი ნივთიერ წერტილად
ჩათვლა არ შეიძლება.

4. წრფივი თანაბარი მოძრაობა, სიჩქარე და სიჩქარის ერთეული.


(განმარტებები)
 წრფივი თანაბარი მოძრაობა- ისეთ მოძრაობას ,რომლის დროსაც
სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ერთნაირ
გადაადგილებას ასრულებს წრფივი თნაბარი მოძრაობა ეწოდება.
s-გადაადგილება
v-სიჩქარე
t-დრო
 სიჩქარე -წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე ეწოდება მუდმივ
სიდიდეს რომლიც ტოლია დროის ნებისმიერ შუალედში
სხეულის გადაადგილების ფართობისა ამ შუალედის
მნიშვნელობასთან. S=V*t
 სიჩქარის ერთეული -სიჩქარის ერთეულად მიღებულია ისეთი
წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე, რომლის დროსაც
სხეული 1 წმ-ში 1მ-ით გადაადგილდება.

5. კოორდინატის და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები


წრფივი თანაბარი მოძრაობისას.
წრფივ თანაბარი მოძრაობისას სხეულის კორდინატი იცვლება
ფორმულით x=x0+vt

6. წრფივი არათანაბარი მოძრაობა და საშუალო სიჩქარე (განმარტებები).


 წრფივი არათანაბარი მოძრაობა- მოძრაობას რომლის დროსაც სხეული
დროის ტოლ შუალედებში განსხვავებული მოძრაობას ასრულებს
არათანაბარი მოძრაობა ეწოდება.
 საშუალო სიჩქარე - არათანბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე იზომება
სხეულის გადაადგილების ფართობით დროის იმ შუალედთან,
რომელშიც ეს გადაადგილდება .

7. წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა, აჩქარება და მისი ერთეული


(განმარტებები).
 წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა-სხეულის მოზრაობას, როდესაც
მისი სიჩქარე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ერთნაირად
იცვლება თანაბარ აჩქარებული მოძრაობა ეწოდება.

 აჩქარება-თანაბარაჩქარებული მოძრავი სხეულის აჩქარება ეწოდება


მუდმივ სიდიდეს რომელიც ტოლია სხეულის სიჩქარის ცვლილების
ფართობისა იმ დროის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა.

 აჩქარების ერთეული- აჩქარების ერთეულად მიღებულია ისეთი


სხეულის თანაბარაჩქარებული მოძრაობის აჩქარება, რომლის
სიჩქარეც 1 წამში 1მ/წმ -ით იცვლება. a= 1მ/წმ2 - იგი ვექტორული
სიდიდეა.

8. დაწერეთ თანაბარაჩქარებული მოძრაობის კინემატიკის განტოლებები. x(t) =


?, vx(t) = ?, ax(t) = ?

9. დახაზეთ კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე


დამოკიდებულების გრაფიკები წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას
დადებითი აჩქარების შემთხვევაში.

 10. დახაზეთ კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების


გრაფიკები წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას უარყოფითი აჩქარების
შემთხვევაში.

11. რას ეწოდება სხეულთა თავისუფალი ვარდნა და რისი ტოლია მისი


აჩქარება.

 სხეულების თავისუფალი ვარდნა - ვაკუმში ვარდნას რომელსაც ხელს


არაფერი უშლის თავისუფალი ვარდნა ეწოდება.
 თავისუფალი ვარდნიოს აჩქარება ვერტიკალურად ქვევიათაა
მიმართული და g-თი აღინიშნება.იგი ყველა სხეულისათვის ერთნაირია
და ტოლია g=9,8 მ/წმ2

12. დაწერეთ საწყისი სიჩქარით ვერტიკალურად ზევით ასროლილი


სხეულის ასვლის სიმაღლისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების
ფორმულები ჩათვალეთ რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარება
ცნობილია

13. საით არის მიმართული და რისი ტოლია რადიუსიან წრეწირზე


კუთხური სიჩქარით თანაბრად მბრუნავი ნივთიერი წერტილის სიჩქარე და
აჩქარება? (შეასრულეთ განმარტებითი ნახაზი)

სიჩქარე მრუდწირული ტრაექტორიის ნებისმიერ წერტილში მიმართულია ამ


წერტილზე გამავალი მხების გასწვრივ. აჩქარების მიმართულება კი ემთხვევა
სიჩქარის ცვლილების მიმართულებას, ამიტომ აჩქარების მიმართულება
ცენტრისკენებულია.
14.დაწერეთ ცენტრისკენული აჩქარების ფორმულა რადიუსიან წრეწირზე
ნივთიერი წერტილის თანაბარი მოძრაობის დროს თუ არის ბრუნვათა
რიცხვი დროში.

ცენტრისკენული აჩქარება ტოლია წირითი სიჩქარის კვადრატის ფარდობისა


რადიუსთან, ან კუთხური სიჩქარის კვადრატის ნამრავლისა რადიუსზე.

15. რას ეწოდება ბრუნვის პერიოდი, სიხშირე და კუთხური სიჩქარე წრეწირზე


თანაბარი ბრუნვისას, დაწერეთ მათ შორის დამოკიდებულების ფორმულები.

 ბრუნვის პერიოდი ეწოდება T დროს რომლის დროსაც წრეწირზე


მოძრაობისას სრულდება ერთი სრული ბრუნვა.

 მობრუნების კუთხის ფარდობას იმ დროსთან, რომელშიც ეს მობრუნება მოხდა


მოზრაობის კუთხური სიჩქარე ეწოდება.
მისი ერთეულია რად/წმ.
16. რას ეწოდება ათვლის ინერციული სისტემა. დაწერეთ გალილეის
გარდაქმნის ფორმულები ერთი ინერციული სისტემიდან მეორეში გადასვლის
დროს.
ათვლის ინერციული სისტემა- ეწოდება ისეთ ათვლის სიტემასრომლის
მიმართაც ყველა თავისუფალი სხეული უძრავია ან მოძრაობა წრფივად და
თანაბრად.
17. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის პირველი კანონი. რომელი ათვლის სისტემის
მიმართ სრულდება ეს კანონი?
ნიუტონის პირველი კანონის თანახმად სხეული მოზრაობს წრფივად და
თანაბრად ათვლის ინერციული სისტემის მიმართ თუ მასზე არ მოქმედებს
გარეშე სხეულები ანდა მათი მოქმედება კომპენსირებულია.

18. რა არის სხეულის ინერტულობა, რა ფიზიკური სიდიდით ხასიათდება და


რა არის მისი ერთეული?

 სხეულის ინერტულობა თვისებაა,რომელიც ყველა სხეულს


ახასიათებს.იგი იმაში მდგომარეობს, რომ მოცემული სიდიდით
სხეულის სიჩქარის შეცვლისათვის საჭიროა, რათა მეორე გარკვეული
სხეულის მოქმედება მასზე გრზელდებოდეს რაღაც დროის
განმავლობაში. რამდენადაც ეს დრო მეტია, იმდენად ინერტიულია
სხეული.
 სხეულთა ინერტულობის ფიზიკური სიდიდეა მასა.
მასის ერთეული SI სისტემაში არის კილოგრამი.

19. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მეორე კანონი და დაწერეთ შესაბამისი


ფორმულა.

სხეულზე მოქმედი ძალა ტოლია სხეულის მასისა და ამ ძალის მიერ


მინიჭებული აჩქარების ნამრავლისა. F=m*a

20. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მესამე კანონი.


სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ ერთი და იმავე ბუნების ძალებით,
რომლებიც მოდულით ტოლია, ხოლო მიმართულებით -საპირისპირო.
F1=-F2

21. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი და დაწერეთ


შესაბამისი ფორმულა. გრავიტაციული მუდმივას ფიზიკური შინაარსი.

 მსოფლიო მიზიდულობის კანონი - ნებისმიერი ორი სხეული


ურტიერთმიიზიდება ძალით რომელიც პირდაპირ პროპორციულია
სხეულების მასების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის
მანძილის კვადრატისა.
 G- მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა (გრაავიტაციული მუდმივა).
G =6,67.10-11 ნ.მ2/კგ2
მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა რიცხობრივად ტოლია
მიზიდულობის ძალის მოდულისა რომელიც არსებობს 1მ-ით
დაშორებული თითო კილოგრამი მასის

22. რას ეწოდება სიმძიმის ძალა. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის


კანონიდან გამოიყვანეთ მიზიდულობის ძალის ფორმულა.
 სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა ტოლია ამ სხეულის მასისა და
თავისუფალი ვარდნის აჩქარების ნამრავლისა. F=mg
 მსოფლიო მიზიდულობის ძალის ერთ-ერთი გამოვლინებაა სიმძიმის
ძალა.დედამიწის ზედაპირის მახლობლად სხეულზე მოქმედი ძალის
სიდიდე მსოფლიო მიზიდულობის კანონის თანახმად იქნება.

M-დედამიწის მასა
R-რადიუსი
m- სხეულის მასა
სწორედ ეს არის სიმძიმის ძალა და ის მიმართულია ცენტრისკენ.

23. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე


გამოიყვანეთ თავისუფალი ვარდნის აჩქარების გამოსათვლელი ფორმულა.
როგორ იცვლება თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან
სიმაღლეზე ასვლისას. რა სიდიდეებზეა ის დამოკიდებული?

 ამ ფორმულიდან ჩანს რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარება(g) რა არის


დამოკიდებული სხეულის მასაზე(m).

 დედამიწის ზედაპირიდან დაშორებისას თავისუფალი ვარდნის


აჩქარება და სიმძიმის ძალა მცირდება.
24. დრეკადობის ძალა და ჰუკის კანონი. რას არის ზამბარის სიხისტის
კოეფიციენტი, რაზეა ის დამოკიდებული და მისი ერთეული.
 დრეკადობის ძალა არის ის ძალა რომელიც სხეულის დეფორმაციისას
აღიძვრება და მიმართულია სხეულის ნაწილაკების გადაადგილების
საპირისპიროდ.
 ჰუკის კანონი - სხეულის დეფორმაციისას წარმოქმნილი დრეკადობის
ძალა პროპორციულია სხეულის წაგრძელებისა და მიმართულია
სხეულის ნაწილაკების გადაადგილების მიმართულების
საპირისპიროდ. F=-kx

 k არის პროპორციულობის კოეფიცენტი,რომელსაც სხეულის


ზამზარის სიხისტე ეწოდება. სიხისტე დამოკიდებულია სხეულის
ზომაზე და ამ მასაზე რისგანაც სხეული არის დამზადებული.
 მასის ერთეულია ნ/მ.

25. რას ეწოდება სრიალის ხახუნის ძალა, საით არის ის მიმართული და რას
უდრის მისი სიდიდე? დადებითია თუ უარყოფითი სრიალის ხახუნის ძალის
მიერ შესრულებული მუშაობა? (ახსენით რატომ).
 ერთი სხეულის ზედაპირზე მეორისგასროლებისას წარმოიქმნება
სრიალის ხახუნის ძალა.

 სრიალის ხაუნის ძალა ტოლია ხახუნის კოეფიცენტისა და საყრდენის


რეაქციის ძალის ნამრავლის. F ხახ = μN
 მიმართულია მოძრაობის საწინააღმდეგ.

26. აღწერეთ სქემატურად დახრილ სიბრტყეზე მოთავსებულ სხეულზე (იხ.


ნახაზი) მოქმედი ძალები და მათი მიმართულებები (მიუთითეთ ნახაზზე).
(ისრით ნაჩვენებია სხეულის მოძრაობის მიმართულება). რომელი ძალის მიერ
შესრულებული მუშაობა არის დადებითი, რომლის უარყოფითი, ნულის
ტოლი.
27. როგორია ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობის
ხასიათი ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ? ვერტიკალური ღერძის
გასწრვივ? მოიყვანეთ
სხეულის კოორდინატების დროზე დამოკიდებულების ფორმულები.
დაწერეთ სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის განტოლება. მოიყვანეთ
განმარტებითი ნახაზი.

28. აღწერეთ ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის სიჩქარის


ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდგენელების ცვლილების ხასიათი
დროში. როგორი აჩქარებით მოძრაობს ეს სხეული? დაწერეთ კოორდინატების
დროში ცვლილების განტოლებები. აქედან გამომდინარე გამოიყვანეთ
სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის განტოლება.მოიყვანეთ განმარტებითი
ნახაზი.
29. რას ეწოდება პირველი კოსმოსური სიჩქარე. ნიუტონის მეორე და მსოფლიო
მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე გამოიყვანეთ მისი გამოსათვლელი
ფორმულა.
 პირველი კოსმოსური სიჩქარე ეწოდება სხეულის მოძრაობის
სიჩქარეს წრიულ ორბიტაზე დადმიწის ზედაპირის მახლობლად.

30. რას ეწოდება სხეულის იმპულსი, დაწერეთ მისი შესაბამისი


ფორმულა.იმპულსის ერთეული.
 ფიზიკურ სიდიდეს რომელიც სხეულის მასისა და მისი სიცქარის
ნამრავლის ტოლია, სხეულის იმპულსი ეწოდება. P=mv
 იმპულსის ერთეულია 1კგ მ/წმ , ანუ ისეთი სხეულის იმპულსი რომლის
მასა ერითი კილოგრამია და 1მ/წმ სიჩქარით მოზრაობს.

31. რას ეწოდება ძალის იმპულსი. რა კავშირია სხეულის იმპულსსა და ძალის


იმპულსს შორის. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მეორე კანონი იმპულსის
გამოყენებით.
 ძალის ნამრავლს მისი მოქმედების დროზე ძალის იმპულსი
ეწოდება.
 იმპულსსა და ძალის იმპულსს ერთი და იგივე ერთეული აქვთ.
როდესაც სხეულზე რაიმე ძალით ვმოქმედებთ, იმპულსის
ცვლილება ტოლია ძალის იმპულსისა.

32. ჩამოაყალიბეთ იმპულსის შენახვის კანონი სხეულთა სისტემისათვის.


ნიუტონის მესამე კანონისა და ძალის იმპულსის გამოყენებით აჩვენეთ, რომ
სრულდება იმპულსის შენახვის კანონი ორი სხეულისგან შემდგარი ჩაკეტილი
სისტემისთვის.
 ჩაკეტილი სისტემის სხეულტა ნებისმიერი ურთიერთქმედებისას მათი
იმპულსების ჯამი ტოლია.
 იმპულსის შენახვის კანონი ნიუტონის მესამე კანონის თანახმად .
სხეულების იმპულსები ურთიერთქმედამე და ურთიერთქმედების შემდეგ
ერთმანეთის ტოლია.
33. რას ეწოდება მექანიკური მუშაობა (განმარტება და შესაბამისი ფორმულა).
მუშაობის ერთეული.
 მექანიკური მუსაობა არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც სხეულზე
მოქმედი ძალის,სხეულის გადაადგილებისა და მათ შორის მდებარე
კუთხის კოსინუსის ნამრავლის ტოლია.

 მუშაობის ერთეულია 1 ჯოული=1ნ*1მ

34. როდის არის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა დადებითი, როდის


უარყოფითი, ნულის ტოლი? (ახსენით რატომ) მოიყვანეთ განმარტებითი
ნახაზი.
 თუ სხეულზე რამდენიმე ძალა მოქმედებს და მათი ტოლქმედი ნულის
ტოლია მაშინ ნულის ტოლი უნდა იყოს მათმიერ შესრულებული
მუშაობაც.
 როდესაც ძალისა და გადაადგილების მიმართულებანი
თანხვდნეილია მათ მიერ შესრულებული მუშაობა დადებიტია.
 მუშაობა რომელსაც გადაადგილების საპირისპიროთ მიმართული
ძალა ასრულებს უარყოფითია.

35. რას ეწოდება სხეულის კინეტიკური ენერგია. მისი შესაბამისი ფორმულა.


ერთეული.
 კინეტიკური ენერგია ეწოდება მოძრავი სხეულის ენერგიას.
 m მასის სხეულის კინეტიკური ენერგია რომელიც v სიჩქარით მოზრაობს
ტოლია იმ მუსაობის რომელსაც ასრულებს სხეულზე მოდებული ძალა
იმისათვის რომ ამ სხეულს მოცემული სიჩქარე მიანიჭოს.

36. რა მუშაობა უნდა შესრულდეს იმისათვის რომ k სიხისტის ზამბარა x მანძილით


გავჭიმოთ. (გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა). რისი ტოლია x -ით გაჭიმული - k
სიხისტის ზამბარის პოტენციური ენერგია?
37. რა მუშაობა უნდა შევასრულოთ რომ მასის სხეული სიმაღლეზე ავიტანოთ?
(გამოიყვანეთ ფორმულა). რისი ტოლია მისი პოტენციური ენერგია? m h
გამოიყვანეთ სიმძიმის ძალის მუშაობის ფორმულა როდესაც სხეული სიმაღლიდან
სიმაღლემდე ვარდება. დამოკიდებულია თუ არა სიმძიმის ძალის მუშაობა სხეულის
მოძრაობის ტრაექტორიაზე? 1 h 2 h
 სიმძიმის ძალის მუშაობა უდრის პოტენციური ენერგიის ცვლილებას
მოპირდაპირე ნიშნით.

 პოტენციური ენერგია სხეულისა რომელზეც სიმძიმის ძაალა მოქმედებს,


ტოლია მუშაობისა, რომელსაც ასრულებს სიმძიმის ძალა ნულოვან დონამდე
სხეულის დაშვებისას.

 სიმძიმის ძალის მუშაობა არ არის დამოკიდებული სხეულის მოძრაობის


ტრაექტორიაზე.

38. გამოიყვანეთ სხეულზე მოქმედი ძალის მუშაობის ფორმულა, თუ მასის სხეულის


სიჩქარე მნიშვნელობიდან მნიშვნელობამდე შეიცვალა. როგორ არის დაკავშირებული
ეს მუშაობა კინეტიკურ ენერგიასთან? როდის არის ის დადებითი და როდის
უარყოფითი? m 1 v 2 v
39. როგორ არის დაკავშირებული მუშაობა სხეულის კინეტიკური ენერგიის
ცვლილებასთან? პოტენციური ენერგიის ცვლილებასთან? სიმძიმის ძალის და
დრეკადობის ძალის მაგალითზე ჩამოაყალიბეთ ენერგიის შენახვის კანონი.
(მოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები)
40. რა ეწოდება მანქანის ან მექანიზმის სიმძლავრე და მარგი ქმედების კოეფიციენტი.
სიმძლავრის ერთეული. (განმარტებები და შესაბამისი ფორმულები).
მანქანის ან მექანიზმის სიმძლავარე ტოლია შესრულებული მუშაობის ფარდობისა იმ
დროსთან, რომლის განმავლობაშიც ეს მუსაობა შესრულდა.

You might also like