You are on page 1of 18

Reader N1

1. უნდა შეგეძლოთ, განმარტოთ, რას ნიშნავს: “სახეობა”, “ტაქსონი”(=ტაქსონომიური


ერთეული), “ბინომური ნომენკლატურა”, “ევოლუციური ინოვაცია”, “ჰომოპლაზია”. 
სახეობა- თუ ორი ინდივიდის შეჯვარების შედეგად ვიღებთ ნაყოფიერ მემკვიდრეობას,
მაშინ ეს ორი ინდივიდი ერთსა და იმავე სახეობას მიეკუთვნება.
ტაქსონი- სახეობათა კლასიფიკაციის შედეგად მიღებული ჯგუფი.
ბინომური ნომეკლატურა- სახელისა და გვარის მქონე ნომეკლატურა, მაგ: ჰომო საპიენსი
ევოლუციური ინოვაცია- ახალი ნიშან-თვისების შეძენა.
ჰომოპლაზია- თვისება მოიპოვა ან დაიკარგა დამოუკიდებლად ცალკეულ ხაზებში
ევოლუციის პროცესში.
2. რას ნიშნავს მეცნიერული კლასიფიკაცია და რით განსხვავდება ის ყოველდღიურობაში
გამოყენებული დაჯგუფებისა თუ დალაგებისგან?
ჩვენს ყოველდღიურობაში გამოყენებული კლასიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს
მიზანსა და უნდა იმ კონტექსტს, რომელშიც ვიმყოფებით, მეცნიერული კლასიფიკაცია კი
სახეობებს ადარებს ერთმანეთს და შემდგომ მათ შორის კავშირებს ადგენს.
3. უნდა შეგეძლოთ, ერთმანეთისგან გაარჩიოთ, ტექსტში მოყვანილ მოაზროვნეთაგან
რომელია ევოლუციონისტი და რომელი უფრო მეტად კრეციონისტი/ფიქსისტი. რა
ძირითადი მოსაზრება განარჩევს მათ? 
ფიქსისტური/კრეაციონისტური ხედვის მიხედვით სახეობები ღმერთის მიერ არიან
შექმნილები და არ იცვლებიან, ამ ხედვას მიეკუთვნება ლინესეული კლასიფიკაციის
მოდელი.
ევოლუციონისტები, ანუ ტრანსფორმისტები სხვაგვარად ფიქრობენ- ისინი სახეობათა
უცვლელობის იდეას უარყოფენ და ამტკიცებენ იმას, თუ როგორ ვითარდებიან სახეობები
წლების განმავლობაში.
4. რით განსხვავდება დარვინის სიცოცხლის ხე უწინ არსებული სიცოცხლის ხის
მოდელისგან?
დარვინამდე შექმნილ სიცოცხლის ხეში ადამიანი იყო სათავეში, ხოლო მის ქვემოთ ყველა
სხვა, მასზე უფრო „პრიმიტიული“ სახეობა. დარვინმა ეს ხედვა უარყო და თავისი
სიცოცხლის ხის ტოტების სათავეში მოათავსა თანამედროვე სახეობები, ხოლო მათ უკან ამ
სახეობათა წინაპრები.
5. რა განსხვვებაა გენელოგიასა და ფილოგენეტიკას შორის?
გენეოლოგია- ადგენს ვინ ვისი უშუალო წინაპარია.
ფილოგენეტიკა- ადგენს ვინ ვისთან უფრო ახლოს დგას.
6. ვინ არის ჰიპოთეტური წინაპარი, არის თუ არა ის რეალურად არსებული და რატომ
ვუწოდებთ მას “ჰიპოთეტურს”?
ჰიპოთეტური წინაპარი ჰიპოტეტური იმიტომაა, რომ წარმოსახვითა. ჰიპოტეტური
წინაპარი რეალურად დაშვებაა, რომ წარსულში ორ (ან მეტ) სახეობას ერთი საერთო
წინაპარი ჰყავდა.
7. თანამედროვე ფილოგენეტიკური ხეების აგების პრინციპი ვის სახელს უკავშირდება?
უილიამ ჰენიგის სახელს.
8. რა იყო “ეკლექტური სისტემატიზაციის” მთავარი ცდომილება?
ეკლექტური სისტემატიზაციის მიხედვით სახეობათა დაჯგუფებისას ადამიანი მათ
კლასიფიკაციას ცდილობდა არა ნათესაობის, არამედ „კომპლექსურობის“ მიხედვით
აჯგუფებდა. ამის კარგი მაგალითია „რეპტილიების“ კლასი.
9. რას ნიშნავს მონოფილეტური და პარაფილეტური ჯგუფები? რატომ “არ ვარგა”
პარაფილეტური ჯგუფები?
მონოფილეტური ჯგუფები- ტაქსონში არსებულ ყველა სახეობას უნდა ჰყავდეს ერთი
საერთო წინაპარი და თავად ტაქსონი ამ წინაპრის ყველა შთამომავალს უნდა
აერთიანებდეს.
პარაფილეტური ჯგუფები- ტაქსონში არაა მოცემული ყველა ის სახეობა, რომელიც
მოცემულ საერთო წინაპარს იზიარებს. მაგალითად დინოზავრების, ხვლიკების, კუების,
გველების და ნიანგების ერთ ტაქსონში გაერთიანება მაშინ, როდესაც მათი საერთო
წინაპრის შთამომავალთა რიცხვს ფრინველებიც მიეკუთვნებიან.
10. სიცოხლის ხეზე სად თავსდებიან განამარხებული ორგანიზმები?
განამარხებული ფორმები, ცოცხლების მსგავსად, ფილოგენეტიკური ხის ტოტების ბოლოში
არიან მოთავსებულები თავისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მათი წინაპარი კი
ჰიპოტეტურია.
11. რა სხვაობაა ჰომოლოგიურ და ანალოგიურ სტრუქტურებს შორის?
ჰომოლოგიური სტრუქტურები არიან მსგავსი აგებულებით და დამკვიდრებულები არიან
საერთო წინაპრისგან, ხოლო ანალოგიური სტრუქტურებიც ჰგვანან ფუნქციურად თუმცა
სხვადასხვა წარმოშობის არიან.
12. თანამედროვე სიცოცხლის ხე როგორ გამოიყურება, როგორი ფორმა აქვს? 
სფეროს ფორმისაა.
13. თანამედროვე სიცოცხლის ხის წვეროებში რომელი ორგანიზმებია მოთავსებული?
თანამედროვე სახეობები.
14. რომელი სამი დომენი წარმოიშვა უნივერსალური საერთო წინაპრისგან?
ბაქტერია, ევკარიოტი და არქეა.
15. რას ნიშნავს პარციმონიის მეთოდი და როგორ გამოიყენება ის მეცნიერული
კლასიფიკაციის დროს? 
პარციმონიის მეთოდი ამბობს, რომ ისეთი ჰიპოთეზა, რომელიც უფრო ნაკლებ დაშვებას
საჭიროებს, სჯობს ისეთ ჰიპოთეზას, რომელიც ბევრ დაშვებას საჭიროებს.
ფილოგენეტიკური ხის აგებისას ამ მეთოდის გამოსაყენებლად შეგვიძლია არჩევანი
შევაჩეროთ იმ ხეზე, რომელიც უმცირეს ევოლუციურ დაშვებათა რაოდენობას მოითხოვს.
16. რა ეტაპებს გავდივართ იმისათვის, რომ მოცემული ორგანიზმების ახლო-ნათესაობის
გამოსარკვევად(მაგ. რამდენიმე სახეობა გვაქვს მოცემული) ავაგოთ ფილოგენეტკური ხე?
ვადგენთ სახეობათა შორის არსებულ საერთო თვისებებს, შემდეგ ამ თვისებებს ვალაგებთ
ფილოგენეტიკურ ხეზე იმის მიხედვით, თუ მოცემულ სახეობათაგან რამდენი მათგანი
იზიარებს ამ თვისებებს. თვისებათა დალაგების შემდეგ კი ვიწყებთ უკვე სახეობათა
დალაგებასაც.

Reader N2
1. ვის სახელს უკავშირდება პირველი დასრულებული ევოლუციური თეორია?
ჟან ბატისტ ლამარკის.
2. რა იგულისხმება ტერმინში ‘“რბილი მემკვიდრეობითობა”?
ინდივიდები ცხოვრების განმავლობაში იძენენ ახალ ნიშან-თვისებებს და მათ თავის
შთამომავლობასაც გადასცემენ.
3. ჩამოაყალიბეთ ლამარკის ტრანსმუტაციის(ანუ ევოლუციის) თეორია(2 ძირითადი
პრინციპი)
(1)სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც ინდივიდი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად
იყენებს, ძლიერდება და ზომაში იზრდება, მის მიერ გამოუყენებელი ნაწილები კი
დეგრადირდება.
(2)ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში შეძენილი ნიშან-თვისებები
გადაეცემა მის შთამომავლობას.
4. დარვინის თანახმად, რა არის ევოლუციის პროცესის, ანუ ახალ სახეობათა წარმოშობის
მექანიზმი?
ბუნებრივი გადარჩევა.
5. ლამარკისა და დარვინის ნააზრევს შორის რა მსგავსება და განსხვავებაა და რაში
ცდებოდა ლამარკი?
ლამარკიც და დარვინიც ტრანსფორმისტები არიან, შესაბამისად მათ ნააზრევებს შორის
მსგავსებაც ევოლუციონისტურ მოსაზრებებში მდგომარეობს. ლამარკი იმაში შეცდა, რომ
ჩათვალა, რომ ინდივიდი ცხოვრებაშივე ანვითარებს ახალ ნიშან-თვისებას და შემდეგ მას
შთამომავალს გადასცემს. ამ აწ უკვე უარყოფილი მოსაზრების მიხედვით, ადამიანს რომ
ხელი მოაჭრა, მისი შვილიც ხელმოჭრილი უნდა დაიბადოს.
6. დარვინის თანახმად: 
-ა) სახეობები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სპონტანურად ჩნდებიან 
+ბ)ახალი სახეობების წარმოშობა უკვე არსებული სახეობებიდან ხდება 
7.  დარვინი ევოლუციის პროცესის ახსნასთან ერთად, მეორე მნიშვნელოვან მიგნებას
გვთავაზობს სიცოცხლის ხის მოდელთან დაკავშირებით. როგორ გამოიყურება მისი
სიცოცხლის ხე?
საერთო ღერძიდან თავდაპირველად განშტოვდებიან მარტივი და უძველესი სახეობები, 
ტოტების კენწეროებზე კი რთული და შედარებით გვიან ჩამოყალიბებული ფორმები
თავსდებიან. ამგვარად, კენწეროები ამჟამად არსებულ ორგანიზმთა მრვალფეროვნებას
ასახავს.
8. კონვერგენტული ევოლუციის შედეგად ყალიბდება:
-ა)ჰომოლოგიური ორგანოები
+ბ)ანალოგიური ორგანოები
9. კონვერგენტული ევოლუციის პროცესში, ევოლუციურად დაცილებულ ორგანიზმებში
მსგავსი ორგანოების ჩამოყალიბების მიზეზია:
-ა) მათი საცხოვრებელი ჰაბიტატის განსხვავება
-ბ) ჰაბიტატის მსგავსება
+გ) შემთხვევითობა
10. თანამედროვე ევოლუციური სინთეზის თეორიაში დარვინის თეორიას რა ემატება?
მენდელის ნაშრომები.
11. რას ნიშნავს გენომი?
გენომი-ადამიანის სომატურ უჯრედებში არსებულ დნმ-ის მოლეკულათა ერთობლიობა.
12. სწორია თუ არა: “ევოლუციის პროცესი თავიდან ბოლომდე შემთხვევითობას ემყარება.”
სწორია იმიტომ, რომ მუტაციას ემყარება და მუტაცია, მთელი თავისი არსებით,
შემთხვევითობაა.
13. რას ნიშნავს გენეტიკური წანაცვლება? რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გენეტიკური
წანაცვლება?
წანაცვლება- ერთ-ერთი ალელი პოპულაციაში დომინანტი ხდება. ეს ხდება იმ შემთხვევაში,
თუ კონკრეტული ალელის მატარებელი ინდივიდები უფრო სწრაფად გამრავლდებიან,
ვიდრე დანარჩენები.
14. რა ხდება მიკროევოლუციის პროცესში? მაკროევოლუცია, ანუ სპეციაცია, ანუ ახალი
სახეობის წარმოქმნა, რა შემთხვევაში მოხდება? რა კავშირია მიკრო და მაკრო ევოლუციას
შორის?
დიდი მასშტაბის ცვლილებებს, როცა ევოლუციური პროცესი გავლენას ახდენს არა მარტო
ცალკეულ ინდივიდებსა ან მათ მცირე ჯგუფებზე - პოპულაციებზე, არამედ მთელ
სახეობაზე ან სახეობათა ჯგუფებზე, მაკროევოლუცია ეწოდება. მაკროევოლუცია
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს
15. მუტაციის გარდა რა პროცესი ქმნის ევოლუციისთვის “მასალას”(ახალ ნიშან-თვისებებს)?
ბუნებრივი გადარჩევა
16.  რას ნიშნავს სქესობრივი დიმორფიზმი?
სქესობრივი დიმორფიზმი- განსხვავება სქესთა შორის, ანუ როდესაც ერთი სახეობის ორი
სქესის წარმომადგენლები განსხვავებულ ნიშნებს ავლენენ.
17. დააკავშირეთ სწორად:
 
ა) ალოპატრიული 1. მიზეზი: გარემო პირობების სხვაობა და, შედეგად,
სპეციაცია რეპროდუქციული იზოლაცია

ბ)პარაპატრიული 2. მიზეზი: არც გეოგრაფიული ბარიერი, არც გარემო,


სპეციაცია მაგრამ რაღაც ფაქტორი, რის გამოც რეპროდუქციული
იზოლაცია მაინც ხდება

გ)სიმპატრიული 3. მიზეზი: გეოგრაფიული ბარიერი და, შედეგად,


სპეციაცია რეპროდუქციული იზოლაცია
ესე იგი, ა და 3; ბ და 1; გ და 2.

18. რა ეტაპებს გადის სამეცნიერო თეორია ჩამოყალიბებისას? 


ყველაფერი იწყება მეცნიერის ცნობისმოყვარეობით, რომელიც მას იმისკენ იზიდავს, რომ რაც
შეიძლება მეტი კითხვა დასვას და, შესაბამისად, მეტი პასუხი მიიღოს. ცოდნის საკმაო
რაოდენობის შეგროვების შემდეგ ყალიბდება ე.წ სამეცნიერო თეორია, რომელიც ყველა იმ
ჰიპოთეზას აერთიანებს, რომელიც იქამდე მეცნიერმა დაადასტურა. თეორია ქმნის იმის
საფუძველს, რომ მის შემდეგ ჩამოყალიბდეს კიდევ ახალი ჰიპოთეზები და, შესაბამისად,
გაგრძელდეს ამ მეცნიერული თეორიის განვითარების პროცესი.
19. მეცნიერული მეთოდის მიხედვით, რა სამი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს სამეცნიეროდ
ვარგის ჰიპოთეზას(და თეორიას)? 
შემოწმებადობა, განმეორებადობა, გამტყუნებადობა.

20. ტექსტში მოყვანილ მოაზროვნეთაგან რომელია ევოლუციონისტი და რომელი უფრო მეტად


კრეციონისტი/ფიქსისტი. რა ძირითადი მოსაზრება განარჩევს მათ? 
ფიქსისტია, მაგალითად, კუვიე. ლინე არ იყო მთლიანად ფიქსისტი, მაგრამ იმის მაინც
სჯეროდა, რომ ყველაფერი ღმერთის დიადი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.
ევოლუციონისტები იყვნენ, რა თქმა უნდა, ლამარკი და დარვინი.
ამ ორ მოსაზრებას შორის ძირითადი განმასხვავებელია ის, რომ ფიქსისტებს სჯერათ, რომ
ცვლილებები არ ხდება- ყველა ცოცხალი ორგანიზმი უკვე განვითარების საბოლოო
ფორმაში გვევლინება და, ისტორიის განმავლობაშიც, არავითარი ცვლილება არ განუცდია.
ევოლუციონისტები კი ზუსტად ამ მოსაზრების საპირისპიროს ამტკიცებენ.
Reader N3

ნაწილი I

1. უნდა იცოდეთ შემდეგი ტერმინების მნიშვნელობა: “არქეოლოგიური ძეგლი”, “არტეფაქტი”,


“კომპონენტი”, “ეკოფაქტი”, “ნამარხი ფორმა”, “ნივთიერი კულტურა”
არქეოლოგიური ძეგლი- წარსულში მცხოვრები ადამიანის მოქმედების ადგილები, რომლებიც
მიწაშია შენახული.
არტეფაქტი- ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი ობიექტი, რომელიც დამზადებულია ან
გადაკეთებულია ადამიანის მიერ.
კომპონენტი- ადამიანის აქტივობის არაპორტაბელური (ანუ გადატანა შეუძლებელია) კვალი.
ეკოფაქტი- არქეოლოგიურ ძეგლებში ნაპოვნი ნივთები, რომლებიც ადამიანებს არ
გაუკეთებიათ. მაგ: ნიჟარები, ცხოველთა ძვლები, მცენარეები.
ნამარხი ფორმა- შენარჩუნებული ნარჩენები, ანაბეჭდები ან წარსულის ცოცხალი არსებების
ნაკვალევები.
ნივთიერი კულტურა-ადრეული საზოგადოების ფიზიკური ნარჩენები.
სიკვდილის სურვილი- თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის მუდმივი მეგზური.
2. უძველეს ადამიანებთან დაკავშირებულ რომელ ასპექტებს იკვლევენ პალეო-
ანთროპოლოგები? არქეოლოგები?
პალეოანთროპოლოგები კონცენტრირდებიან ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის
ევოლუციაზე და ადამიანის ადრეული წინაპრის ქცევაზე, ხოლო არქეოლოგები უფრო
მეტად შეისწავლიან ძველი ადამიანის კულტურას- მისი ცხოვრების სტილს,
ტეექნოლოგიებსა და სოციალურ სისტემებს.
3. როგორ იქმნება ნამარხი ფორმა?(ანუ აღწერეთ განამარხების პროცესი)
მაგალითი: ჰომინინი კვდება, მისი ნაკვალევი აღიბეჭდება ტალახში, დროის შემდეგ
ჰომინინისგან რჩება მხოლოდ ძვლები, გათელვის შემდეგ ხდება ჩონჩხის დანაწევრება,
ჩონჩხი და ნაკვალევი იფარება წყლითა და ნალექით, დროთა განმავლობაში ნალექის
აკუმულაცია ხდება და ძვლები განიცდიან განამარცების პროცესს, ეროზიის შედეგად კი
ხდება ძვლებისა და ნაკვალევის შემცველი სეფიმენტური ფენის ექსპოზიცია.
4. რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს კონტექსტს?
კონტექსტი ნიშნავს ნამარხის ან არტეფაქტის ზუსტ პოზიციას გარემომცველ ნალექთან ან
ნებისმიერ მასალასთან მიმართებით. თუ ზუსტი ლოკაცია და კონტექსტი ცნობილია,
მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი ნამარხი ფორმის დათარიღება და
ინტერპრეტაცია.
5. რა არის სადაზვერვო ჭრილები? რა დანიშნულებით აკეთებენ მათ
მკვლევრები(არქეოლოგები, პალეოანთროპოლოგები)?
ბევრი კვლევა მიწის ქვეზედაპირის შესწავლას მოიცავს. ეს შეიძლება მოხდეს გარკვეულ
ინტერვალებზე ბურღის ან ბარის მეშვეობით ნიადაგში სადაზვერვო ჭრილების
გაკეთებით. 

ნაწილი II
1. დათარიღების მეთოდების რა ორი ძირითადი სახე არსებობს? რომელ მათგანს შეუძლია
ნიმუშის ზუსტი ასაკის თქმა?
გამოყოფენ აბსოლუტურ და ფარდობით დათარიღებას, ამათგან ზუსტი არის
აბსოლუტური.
2. ძვლების დათარიღება
 არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ძვლების დასათარიღებლად შეგვიძლია, მათში
სამი სხვადასხვა ელემენტის დამოუკიდებელი ანალიზი გავაკეთოთ, რათა გავიგოთ,
მოცემულ ნიადაგში რომელმა მათგანმა მეტი დრო დაჰყო. დაასახელეთ ეს სამი
ელემენტი
FUN ტრიო, ანუ ფტორი, ურანი და აზოტი.
 დროთა განმავლობაში ძვლებში ამ სამი ელემენტიდანდან რომლების
აბსორბცია(შეწოვა) ხდება ნიადაგიდან/გამდინარე წყდებიდან და რომლის
გამოდევნა? 
ფტორის და უნარის შეწოვა ხდება, ხოლო გამოიდევნება აზოტი.
3. რადიოაქტიური ნახშირბადი

 რას ათარიღებთ ამ მეთოდით, უშუალოდ არტეფაქტს/ნამარხს თუ მასთან


ასოცირებულ მტვერს/ნაწილაკებს/ქანებს?
არტეფაქტებს/ნამარხს
 ნახშირბადის რომელი იზოტოპია არასტაბილური, C12 თუ C14?
C14
 რამდენი წელია C-14-ის ნახევრად დაშლის პერიოდი? 
5730
 რა ასაკის ნამარხების/არტეფაქტების დათარიღება შეგიძლიათ ამ მეთოდით? 
ზოგადად 45000 წლამდე არის ლიმიტირებული მაგრამ 80000 წლამდე დათარიღების
შემთხვევებიც არსებობს.

4. K-Ar
 რას ათარიღებთ ამ მეთოდით, უშუალოდ არტეფაქტს/ნამარხს თუ მასთან
ასოცირებულ მტვერს/ნაწილაკებს/ქანებს?
მტვრის/ნაწილაკების/ქანების
 რომელია კალიუმის არასტაბილური იზოტოპი, K39 თუ K40?
K-40
 რამდენია K40-ის ნახევრად-დაშლის პერიოდი?
1.3 მილიარდი წელი
 K40-ის დაშლის შედეგად რომელი ელემენტი მიიღება?
40
Ar
 სწორია თუ არა: რაც უფრო მეტი Ar40-ია ვულკანური წარმოშობის ქანში, მით
ძველია. 
სწორია
 რა ასაკის ნიმუშების დასათარიღებლადაა მეთოდი გამოსადეგი?
100000
 კიდევ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ნიმუში, K-Ar-ის გამოყენება რომ
შეძლოთ? :3
ამ მეთოდისთვის საჭიროა, რომ ნიმუში ვულკანური წარმოშობის იყოს.
5. თერმოლუმინესცენცია
 რას ათარიღებთ ამ მეთოდით, უშუალოდ არტეფაქტს/ნამარხს თუ მასთან
ასოცირებულ მტვერს/ნაწილაკებს/ქანებს?
მტვერს/ ნაწილაკებს/ ქანებს
 რა ასაკის ნიმუშების დასათარიღებლად გამოდგება მეთოდი?
100-დან 500000 წლამდე სიძველის ნიმუშები
6. ჩამოთვლილთაგან რომელია აბსოლუტური დათარიღების მეთოდი? ფარდობითი? :
თერმოლუმინესცენცია; ფაუნური თანმიმდევრობა; fission-track;
დენდროქრონოლოგია; FUN; C14; სერიაცია; სტრატიგრაფიული დათარირება; K-Ar. 

ლურჯი- აბსოლუტური
წითელი- ფარდობითი.

Reader N4

1. რომელ თანამედროვე ჰომინინს იცნობთ? :)


ჰომო საპიენსი
2. გეოლოგიური დროის რომელ მონაკვეთს(წლებს) მოიცავს მიოცენი? 
მესამეული პერიოდის მონაკვეთს, ანუ 20-25 მილიონიდან 6 მილიონ წლამდე.
3. რომელ ნიშან-თვისებებზე დაკვირვებით გამოვყოფთ ჰომინიდების ჯგუფიდან ჰომინინების უფრო
ვიწრო ჯგუფს?
კბილების ფორმით და გადაადგილების მანერით.

ავსტრალოპითეკი არის გვარი, პარასთროპუსი არის გვარი, ჰომო არის გვარი. სახეობა შედგება ხოლმე
ორნაწილიანი დასახელებისგან: გვარი + სახელი. ანუ, ავსტრალოპითეკ აფარენსისი, ავსტრალოპითეკ
ანამენსისი, ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი და ა.შ - ავსტრალოპითეკის სახეობებია. პარანთროპუს ბოისეი,
პარანთროპუს ეთიოპიკუსი, პარანთროპუს რობუსტუსი - პარანთროპუსის სახეობებია. და, ანალოგიურად,
ჰომო ჰაბილისი, ჰომო ერექტუსი, ჰომო რუსდოლფენსი, ჰომო საპიენსი და ა.შ. - ჰომოს სახეობებია. 
(ზოგჯერ, სახეობის დასახელებისას გვარს შემოკლებით აღვნიშნავთ. ანუ, თუ სადმე წერია ა. აფარენსისი, ეს
ნიშნავს ავსტრალოპითეკუს აფარენსისს, პ. ეთიოპიკუსი ნიშნავს პარანთროპუს ეთიოპიკუსს და ა.შ.)

 
1. რომელი უფრო ახლო ნათესავია თანამედროვე ადამიანისთვის(homo sapiens-თვის) - თანამედროვე
შიმპანზე თუ ავსტრალოპითეკების სახეობები? თანამედროვე შიმპანზე თუ პარანთროპუსის
სახეობები? თანამედროვე შიმპანზე თუ ჰომოს გვარის სხვა წევრები? 
თანამედროვე ადამიანისთვის უფრო ახლო ნათესავია ავსტრალოპითეკი, პარანთროპუსი, ჰომოს გვარის
სხვა წევრები.

1. რა განსხვავებაა ჰომინინებსა და ჰომინიდებს შორის? -  (ნახეთ სლაიდის ბოლო 2 გვერდი)


ჰომინოიდები- დიდი ზომის, უკუდო მაიმუნები.
ჰომინიდები- ეს არის უფრო პატარა ჯგუფი, რომელიც ჰომინიდებში შეგვიძლია გამოვყოთ
ბიპედალიზმისა და მცირე ზომის ეშვების საფუძველზე.
ყველა ჰომინინი ჰომინიდია, მაგრამ ჰომინიდების მხოლოდ მცირე ნაწილია ჰომინინი.

1. რომელი სამი მახასიათებელი გამოარჩევს ადამიანის სახეობას სხვა პრიმატებისგან? (სლაიდის გვ 3) 
თავის ტვინის მოცულობა, გადაადგილების მანერა ანუ ბიპედალიზმი, ხელების გამოყენება იარაღის
დასამზადებლად/მოსახმარებლად.
1. რომელი ნიშან-თვისება ჩნდება ამ სამიდან ყველაზე ძველი?
ბიპედალიზმი.
1. ნიშან-თვისება, რომლითაც ადამიანისა და შიმპანზეს ხაზი 7 მლნ წლის წინ გაიყო არის:
-ა) გაზრდილი ტვინის მოცულობა
+ბ) ბიპედალიზმი
-გ)იარაღების დამზადება

მენჯი

1. ბიპედალური გადაადგილების მთავარი გამოწვევაა ბალანსის დაცვა. პირველ ყოვლისა, ჩონჩხის


რომელი ნაწილის ფორმა და ორიენტაცია(ხერხემლის მიმართ) განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად
მოხდება ბიპედალური გადაადგილება?
მენჯის ძვლების.

1. როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან კვადროპედისა(4 კიდურზე მოსიარულე) და ბიპედალის მენჯი?


აღწერეთ 
კვადროპედში თეძოს ძვლები მიმართულია ვერტიკალურად, არის შედარებით მოგრძო, ხერხემლის
მიმართ ასე თუ ისე პარალელურად ორიენტირებული. ჰომინინებში მენჯის ძლები შედარებით მოკლე
და უფრო განიერია.

ბარძაყი, ტერფები

მენჯის ფორმის ცვლილებას სხვა ცვლილებებიც ერთვის.

1. როგორია ბარძაყის ფოსოს მდებრეობა ბიპედალისა და კვადროპედისთვის?


ამის ფოტოები არის სლაიდში მაგრამ განსხვავება როგორ დავწერო ეგ არ ვიცი ჰაჰა.
1. როგორია ბარძაყის ძვლის ფორმა ბიპედალისა და კვადროპედისთვის? 
მგონი ბიპედალისთვის უფრო გრძელი და ოდნავ მოხრილია ვიდრე კვადროპედისთვის მაგრამ ამ
კითხვაზეც იმავეს გეტყვით რაც ზედაში ვთქვი.
1. რით განსხვავდება ადამიანის ტერფი სხვა პრიმატების ტერფებისგან? (ყველა ეს განსხვავება ადამიანს
ეხმარება ეფექტურ ბიპედალურ გადაადგილებაში)
ადამიანის ტერფს აქვს ძლიერი ქუსლი, მოკლე თითები, ორმაგი თაღი და არაფლექსიბელური ტერფი.
1. რით განსხვავდება ადამიანისა და სხვა პრიმატების ხერხემალი?
ადამიანის ხერხემალი უფრო curled არი (ხო ასე დავწერ გამოცდაზეც)
Foramen magnum
1. რა არის foramen magnum? 
თავის ქალისა და ხერხემლის შემაერთებელი ფოსოს მდებარეობა.
1. ბიპედალიზმისთვის რომელია დამახასიათებელი, თავის ქალის ცენტრისკენ შეწეული foramen
magnum თუ უფრო განაპირა მხარეს მდებარე? 
ბიპედალისთვის დამახასიათებელია შეწეული.
1. მართალია თუ არა: “გამოყოფილი ცერი ავტომატურად ნიშნავს, რომ ორგანიზმი ბიპედი არაა”. 
ნუუუუ ახლაააა.... მასეც ვერ ვიტყოდი. ანუ მგონი გამოყოფილი ცერის მქონე ბიპედებიც
არსებობდნენ მაშინ, როდესაც ბიპედალიზმი ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ იყო.
___ ცოტა გეოგრაფია:

1. აფრიკის რომელ ნაწილებში კეთდება ძირითადად პალეოანთროპოლგიური აღმოჩენები? 


დიდი აფრიკული რიფტის ხეობაში
1. რა არის დიდი აფრიკული რიფტი და რითაა პალეოანთროპოლოგებისთვის მნიშვნელოვანი?
ეს არის უზარმაზარი რიფტი, რომელიც ჩამოყალიბდა დედამიწის ორ ტექტონიკურ ფილას შორის
გეოლოგიური რყევების საფუძველზე. ამ გეოლოგიურმა ფაქტორებმა დასაბამი მისცა მიწისძვრებს,
ვულკანთა გააქტიურებას და დანალექი ქანების სწრაფად დაგროვებას, რაც
პალეოანთროპოლოგებისთვის პლუსია: იქმნება ისეთი ლანდშაფტი, რომელშიც დიდია უამრავი
ცოცხალი ორგანიზმის ნაშთის აღმოჩენის ალბათობა.
__ახლოს გავიცნოთ ჰომინინები:

პრე-ავსტრალოპითები

“პრე - ავსტრალოპითებად “ მოვიხსენიებთ იმ ჯგუფს, რომელიც ადამიანისა და შიმპანზეს გაყოფის


შემდეგ, ადამიანის ხაზზე ყვეეეეეეელაზე ადრე გვხვდებიან; (ანუ ჰომინინების ყველაზე ძველი სახეობები
შედის ამ ჯგუფში). ესენია საჰელანთროპუსი, ორონინი და არდიპითეკები (კადაბა და რამიდუსი). (პ.ს.
ყურადღებით წაიკითხეთ, სად მიწერია ავსტრალოპითეკები და სად ავსტრალოპითები.)

1. რა შეგიძლიათ თქვათ “თუმაის” შესახებ? (სახეობა: საჰელანთროპუს ჩადენსისი. როდინდელია? რა


ვიცით მისი ბიპედობის შესახებ? რატომ ვფიქრობთ, რომ თუმაი ჰომინინია?)
თუმაი ადრინდელი ჰომინინის უძველესი მაგალითია, მისი ასაკი 7-დან 6 მილიონ წლამდე
განისაზღვრა, თუმცა 6 მილიონი უფრო სავარაუდოა. თუმაის თავის ქალისა და ხერხემლის
შემაერთებელი ფოსოს მდებარეობა არც ბიპედალისთვის დამახასიათებლად შეწეულია და არც
კვადროპედისთვის დამახასიათებლად გამოწეული. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი სახის ანალიზის
შემდეგ თუმაი ჰომინინების გარდა ვერც ერთ ჯგუფს ვერ მიაკუთვნეს.
1. რას იტყოდით არდის შესახებ? (სახეობა: არდიპითეკუს რამიდუს. როდინდელია? რა ვიცით მისი
ბიპედობის შესახებ? ) არდი
4.4 მილიონი წლისაა. ამბობენ არდი ბიპედალი იყო,
თუმცა მისი მენჯის სხვა ნაწილები ჰომინოიდული მახასიათებლებითაა
დატვირთული. პალეოანთროპოლოგები ასკვნიან, რომ არდის შეეძლო სიარული,
მაგრამ სირბილი გაუჭირდებოდა. აქვს დიდი ზომის ცერა თითი, რომელიც კარგი
მოჭიდებისთვის იქნებოდა გამოსადეგი, ამიტომაც საორჭოფოა არდის
ბიპედალობის საკითხი.

პრე-ავსტრალოპითების ჯგუფში შემავალი სახეობების არსებობის დროს შემოვსაზღვრავთ თუმაიდან


არდიმდე, ანუ 6-7 მლნ - 4.4 მლნ წლებს შორის. 

ავსტრალოპითები

“ავსტრალოპითების” ჯგუფში ვაერთიანებთ ორი გვარის სახეობებს: ავსტრალოპითეკის სახეობებს და


პარანთროპუსის სახეობებს. რა ახასიათებს ამ ჯგუფის წარმომადგენლებს? - ყველა ავსტრალოპითი
ჰომოსთან შედარებით მცირე მოცულობის ტვინის მქონე(1), დიდკბილებიანი(2) და ცალსახად(!)
ბიპედია(3). 

ავსტრალოპითეკების სახეობებიდან ა.აფარენსისს ყველაზე უკეთ უნდა იცნობდეთ. ლაეტოლის ნაკვალევი


სწორედ აფარენსისის დატოვილია. 
1. რამდენი ხნისაა ლაეტოლის ნაკვალევი? რომელ სახეობას ეკუთვნის ნაკვალევი? რატომაა ლაეტოლის
ნაკვალევი მნიშვნელოვანი, რისი პირდაპირი დასტურია? 
ლაეტოლის ნაკვალევი 3.7-3.5 მლნ წლისაა, მიეკუთვნება ავსტრალოფითეკებს, ეს ნაკვალევი იმის
პირდაპირი დასტურია, რომ ეს ჰომინინები ბიპედალები იყვნენ.

1. ვინ არის ლუსი? რამდენი წლისაა ლუსი? რომელი სახეობაა? არის თუ არა ლუსი ბიპედი? 

ლუსი 3.9-3.0 მლნ წლისაა, ის ავსტრალოპითეკ აფარენსისია, ბიპედალია.

1. რას ნიშნავს პრიმიტიული და დერივაციული მახასიათებლები?


დერივაციული თვისებები არის უნიკალური და სახასიათო, პრიმიტიული კი ამის საპირისპიროა.
ყველაზე ადრინდელი ავსტრალოპითეკები - ანამენსისი და აფარენსისი პრიმიტიულები არიან, ანუ
ბიპედალიზმს მორგებულ ანატომიასთან ერთად პრიმატებისთვის დამახასიათებელი ზოგი თვისებაც
აქვთ(მაგ. U-ს ფორმის თანკბილვა, გრძელი ხელები, უფრო ნაზი, მაგრამ მაინც ეშვები..); რაკი ორივე
სახეობა პრიმიტიულ ნიშან-თვისებებს ატარებს, ისინი ადრეული ავსტრალოპითების  ქვეჯგუფში
მოვათავსოთ. შესაბამისად, ადრეული ავსტრალოპითების გავრცელების პერიოდი მოვნიშნოთ ა.
ანამენსისდან    ა.აფარენსისის ჩათვლით, ანუ 4.2მლნ -დან 3.2 მლნ-მდე. 

უფრო გვიანდელი ავსტრალოპითეკები(აფრიკანუსი და სედიბა), ასევე, პარანთროპუსები უფრო


დერივაციული მახასიათებლების მქონენი არიან (ანუ უფრო გამორჩეული, სპეციფიკური,
წინამორბედთაგან განსხვავებული ნიშან-თვისებები უყალიბდებათ და პრიმიტიული თვისებები- ნელნელა
უჩინარდება). სწორედ ამიტომ, პარანთროპუსები და გვიანდელი ავსტრალოპითეკები შევიყვანოთ
ჯგუფში, რომელსაც გვიანდელ ავსტრალოპითებს ვუწოდებთ. ამ ჯგუფის არსებობის პერიოდად
მოვნიშნოთ 3.0-1.2 მლნ წლები. 

ზოგ სახეობას, როგორც ვთქვით, დერივაციული თვისებები განუვითარდა. პარანთროპუსის ადაპტაციები


განსაკუთრებით საინტერესოა დასაკვირვებლად.

1. პარანთროპუსის სახეობებისთვის დამახასიათებელ რომელ გამორჩეულ ნიშან-თვისებებს


გაიხსენებდით?

 
პარანთროპუსის სახე უფრო ბრტყელია, უფრო ფართე ლოყის ძვლები აქვს, აქვს ღრმა ქვედა ყბა,
დიიდ ზომის კბილები, საგიტალური ქედი.

ადრეული ჰომო

ჯგუფში, რომელსაც „ადრეულ ჰომოს“ ვუწოდებთ, შეგვყავს ჰომოს გვარის ყველაზე ადრეული
წარმომადგენლები: ჰომო ჰაბილისი, ჰომო რუდოლფენსი, ასევე ის ჰომოები, რომლებიც ძველია, მაგრამ
ჯერ სახეობად არ დაუიდენტიფიცირებიათ პალეოანთროპოლოგებს. ადრეული ჰომოები დაახლოებით 2.8
მლნ - 1.44 მლნ მონაკვეთში გვხვდებიან. 

ანუ 2.0 – დან 1,2 მლნ-მდე პერიოდში ჰომინინების მინიმუმ სამი ცალკეული შტო ცხოვრობდა (ზოგჯერ
გვერდიგვერდაც). ამათგან ერთი გვარი ავსტრალოპითეკებია(გვიანდელი), მეორე პარანთროპუსი, ხოლო
მესამე ჰომოს გვარის ადრეული წარმომადგენლები. 
1. რომელ გვარში იწყება ენცეფალიზაცია, ანუ თავის ტვინის მოცულობის ზრდა?
საჰელანთროპუსში 
1. რომელ სახეობას უკავშირდება პირველი იარაღის დამზადება?
ჰომო ჰაბილისს (მგონი) ((აღარ მინდა ეს რიდერი))
1.  პალეოანთროპოლოგების ორი სკოლა შეგვიძლია გამოვყოთ: splitting school და lumping school. რა
მიდგომას იზიარებს თითოეული? (რიდერი, გვ 32)
splitting school აღმოჩენილი ჰომინინების დაყოფაზეა ორიენტირებული, თითქმის ყველა ახალი
აღმოჩენილი განამარხებული ფორმა ახალი სახეობის შექმნის პირობას იძლევა. Lumping school-
ის წარმომადგენლებს მინიმუმამდე დაჰყავთ განამარხებულ სახეობათა რიცხვი.

1. რას ნიშნავს სქესობრივი დიმორფიზმი?


ერთი და იმავე სახეობის სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები განსხვავებულ მახასიათებლებს
ავლენენ.
იმისთვის, რომ ადრეული ჰომო შეაჯამოთ, რიდერიდან ყურადღებით წაიკითხეთ ქვეთავი “როგორ
გამოიყურებოდა ადრეული ჰომო?” -ასევე “დიდი სურათი: ადრეული აფრიკელი ჰომინინების
ადაპტაციური პატერნები”. ამ სათაურებს რიდერის სარჩევში ნახავთ

კომენტარი ზოგი ავსტრალოპითეკის გრძელ ხელებთან დაკავშირებით:

ძველ ავსტრალოპიტეკებს(ანამენსისს, აფარენსისს) გრძელი ხელები აქვთ - მათი ხელები და ფეხები


თითქმის ერთნაირი სიგრძისაა. თქვენ უკვე იცით, რომ ბიპედალებს კვადროპედებისგან განსხვავებით
ფეხებთან შედარებით მოკლე ხელები აქვთ. ავსტრალოპითეკის გრძელი ხელების გამო არსებობს დაშვება,
რომ ხეზე გადაადგილების გარკვეული უნარები, შესაძლოა, ჰქონოდათ. მაგრამ სხეულის სხვა ნაწილებზე
დაკვირვებით და ლაეტოლის ნაკვალევიდან აშკარაა, რომ ხმელეთზე ყოფნისას(და ძირითადად, წესით,
სწორედ ხმელეთზე იქნებოდა) ავსტრალოპთეკი ცალსახად ბიპედალური მანერით გადაადგილდება. 

Reader N5

1. ბიოლოგიურად როგორ განისაზღვრება გვარი?


ერთი და იმავე გვარის სახეობებს ერთი საერთო წინაპარი ჰყავთ. გვარი კლადში შედის
(კლადი*– სახეობათა, გვართა და ინდივიდთა ჯგუფი რომელთაც საერთი ნიშან–
თვისებები აქვთ).ერთ გვარში შემავალ სახეობებს შეგუების ერთნაირი დონე ახასიათებთ:
ერთნაირად გადაადგილდებიან, ჭამენ ერთი ტიპის საკვებს და ცხოვრობენ მსგავს
სოციალურ და ბუნებრივ გარემოში. მეტყველება, კულტურა, ნადირობა შემოთავაზებულ
იქნა გვარ ჰომოს განსაზღვრებისათვის.
2. აფრიკიდან პირველი განსახლებისას, დიდი ალბათობით, რომელი მარშრუტით
ისარგებლეს ჰომოს გვარის წარმომადგენლებმა?
ლევანტის დერეფნით.
3. რატომ შეიძინა დმანისის აღმოჩენამ განსაკუთრებული მნიშვნელოვნება?
დმანისის აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ აფრიკიდან გასვლა იმაზე ადრე დაიწყო,
ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ აღმოჩენამ
პალეოანთროპოლოგიაში გადატრიალება მოახდინა.
4. დაახლოებით როდის მოხდა აფრიკიდან პირველი გასვლა? რაზე დაყრდნობით ვასკვნით
ამას?
აფრიკიდან პირველი მიგრაცია დაახლოებით 2 მილიონ წელზე მეტი ხნისაა, ამას თვით
დმანისელ ჰომინინებზე დაკვირვებით ვხვდებით. დმანისელ ჰომოებს აფრიკელი Homo
erectus-ის სახეობის მსგავსი ანატომიური ნიშან-თვისებები აქვთ. მაგრამ, დმანისელი ჰომო
ასევე ჰგავს Homo habilis-ის სახეობას; და რაც უმთავრესია, დმანისელ ჰომოებს მხოლოდ
მათთვის დამახიასიათებელი  ნიშან-თვისებებიც აქვთ, რომელიც არ გვხვდება არცერთ
ზემოთხსენებულ სახეობაში. აქედან ვასკვნით, რომ ჰომინინების გადინება ჯერ კიდევ Homo
habilis-ის დროიდან მოყოლოებული უნდა მომხდარიყო, ანუ 2 მლნ. წლამდე. 

5. რომელმა სახეობამ დატოვა პირველად აფრიკა?


შესაძლოა, ეს ყოფილიყო Homo habilis-თან ახლოს მყოფი სახეობა. თუმცა, ზოგი
ანთროპოლოგის აზრით, დმანისელი ჰომოები არ უნდა გავაცალკევოთ ძველი აფრიკული და
ასევე აზიური ფორმებისაგან. მათი აზრით, ყველა მათგანი ერთ, Homo erectus-ის სახეობას
ეკუთვნის, რომელსაც 1.9 მლნ-50 ათასი წლების ინტერვალში უნდა ეცხოვრა აფრიკის,  
კავკასიისა და აზიის ტერიტორიებზე.

6. დმანისელ ჰომოებს საკმაოდ კარგად უნდა იცნობდეთ. უნდა შეგეძლოთ მათი დახასიათება
შემდეგი კრიტერიუმებით: 
 სახეობა(რომელ სახეობას მივაკუთვნებთ დმანისელ ჰომოებს და რატომ?)
ჰომო გეორგიკუსს იმიტომ, რომ ისინი სხვა ჰომოების ნიშან-თვისებებს იზიარებენ,
მაგრამ საკმარისი მსგავსება არც ერთ მათგანთან არ აქვთ, რომ რომელიმე უკვე
არსებულ გვარს მივაკუთვნოთ.
 მათი ასაკი(რამდენი მლნ წლის სიძველის არიან)
1.77 მილიონი წლის.
 თავის ტვინის მოცულობა(ენცეფალიზაცია რამდენად მკვეთრადაა გამოხატული?
დაახლოებით რა შუალედში ექცევა მათი თავის ტვინის მოცულობა?)

მანისელი ჰომოების ტვინის მოცულობა დაახლოებით 546 – 761 სმ -ია. ამ


3

მონაცემით ისინი ახლოს დგანან ჰომოს გვარის ადრეულ სახეობებთან (Homo


habilis: 510-674 სმ , Homo  rudolfensis: 750 სმ ) და ჩამორჩებიან Homo
3 3

ergaster-ის (850 სმ - ზე მეტი) მონაცემებს.


3

 ბიპედალიზმი(რა ვიცით დმანისელების გადაადგილების მანერის შესახებ. შეეძლოთ


მათ თავისუფალი ბიპედალური გადაადგილება?)
დმანისელებს შეეძლოთ თავისუფალი ბიპედალური გადაადგილება.
 ქვის დამუშავება(დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ქვის იარაღებიც. Როგორია მათი
დამუშავების ტექნიკა?)
მათი ქვის იარაღები პირდაპირი დარტყმის შედეგად არის მიღებული.
7. ასევე კარგად უნდა იცნობდეთ დმანისის ადგილსაპოვებელს.(ადგილსაპოვებელი ნიშნავს
იმავეს, რასაც არქეოლოგიური ძეგლი.):
o რა ასაკისაა დმანისის ძეგლი? (გაიხსენეთ, რა შუალედით თარიღდება A და B
ფენები)
1.85-1.77 წლებით თარიღდება.
o რა მეთოდები იქნა გამოყენებული ძეგლისა და აქ აღმოჩენილი ჰომინინების
დასათარიღებლად? (გაიხსენეთ სემინარის ბოლოს შესრულებული აქტივობა)
ბიოსტრატოგრაფია
8. მართალია თუ არა შემდეგი მსჯელობა: “ადრეულ ჰომოებში თავის ტვინის მოცულობის
ზრდამ კოგნიტური და ფიზიკური უნარების განვითარება გამოიწვია, რაც მათ აფრიკის
დატოვებაში დაეხმარათ.” 
მცდარია.
9. რა დასკვნამდე მივდივართ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო აფრიკიდან ჰომოების გასვლის
მიზეზი?
აუცილებლობას არ წარმოადგენს აფრიკიდან გასვლის განსაკუთრებული მიზეზი 
არსებობდეს. წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი სცენარი: ა) ერთ კონკრეტულ x ზონაში
იზრდება ინდივიდთა რიცხვი; ბ) ამ ზონაში იზრდება კვების წყაროზე კონკურენცია; გ) ეს
იწვევს ზონა x-ის მიმდებარე ტერიტორიების ათვისებას, თუ ეს უკანასკნელი
ხელსაყრელია დ) ეს კი გამოიწვევს პოპულაციათა გაზრდას y ზონაში და ა. შ. 

10. პირველი ქვის იარაღების დამადება ვის სახელთანაა დაკავშირებული? ~


ჰომო ჰაბილისის.
11. “დმანისის ძეგლზე რამდენიმე ათეული ათასი ცხოველის ძვალია აღმოჩენილი. მათი
შესწავლით მტკიცდება, რომ დმანისის ფაუნა პლეისტოცენის პერიოდის ევროპული
ფაუნის მსგავსი იყო. “ - დათარიღების რომელი მეთოდის შესაფერისია ეს მსჯელობა?
ფაუნური თანმიმდევრობის
12. ჰომო საპიენსის წარმოშობის ადგილია:
-ა) დმანისი
-ბ) ევროპა 
-გ) აზია
+დ) აფრიკა
13. რამდენი წლისაა ჩვენი სახეობა?
500 ათასი წლის.
14. რამდენი წლისაა ჰომოს გვარი?
2.4 მილიონზე მეტი მაინც უნდა იყოს.......
15. რამდენი ხნის წინ დატოვა ჰომო საპიენსმა აფრიკა?
დაახ. 150 ათასი წლის წინ.
16. ჰომო საპიენსის გაჩენასთან დაკავშირებით 2 ძირითადი ჰიპოთეზა არსებობს: ნოეს კიდობნის
ჰიპოთეზა და შანდლის ჰიპოთეზა. რას ამბობს თითოეული მათგანი ჰომო საპიენსის სახეობის
განვითარების შესახებ?

ნოეს კიდობნის ჰიპოთეზის მიხედვით ჰომო საპიენსი 200 ათასი წლის წინ გაჩნდა აფრუკაში
და იქიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მეორე, “მულტირეგიონალური ევოლუციის”
მოდელი ანუ “შანდლის ჰიპოთეზა” უარყოფს თანამედროვე ადამიანის მხოლოდ აფრიკაში
გაჩენას. ამ მოდელით, თანამედროვე ადამიანი აფრიკაში, ევროპასა და აზიაში ლოკალური,
უძველესი ჰომინინების ევოლუციის მეშვეობით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩნდება. ამ
მოდელის მიხედვით, ჩანაცვლება მხოლოდ ნეანდერტალელებმა განიცადეს - ისინი
თანამედროვე ადამიანმა ჩაანაცვლა. 

17. სად წარმოიშვა ჰომო ნეანდერტალელის სახეობა?


-ა) აფრიკაში
+ბ) ევროპაში
-გ)აზიაში

Reader N6

1. რა შემთხვევაში ვამბობთ, რომ სახეობა პოლიტიპურია?


სახეობას, რომელიც შედგება ცალკეული ფიზიკური თვისებების მიხედვით
ჩამოყალიბებული რეგიონული პოპულაციებისგან, პოლიტიპური ეწოდება.
2. ადამიანთა პოპულაციები მრავალფეროვანია - ვარიაციულია. დაასახელეთ ვარიაციების
გამომწვევი სამი ძირითადი ფაქტორი. 
ევოლუციური პროცესები, გარემო, კულტურა.
3. ახლა ამ სამი ფაქტორიდან თითოეული უფრო ახლოს გამოვიკვლიოთ. 
ევოლუციური პროცესი
 დაასახელეთ ევოლუციური პროცესები. 
მუტაციები, ბუნებრივი გადარჩევა, გენთა ნაკადი და გენთა დრეიფი.  

 რა როლი აქვს ვარიაციების შექმნაში მუტაციას? ბუნებრივ გადარჩევას?


მუტაციებს, ანუ გენეტიკური კოდის შემთხვევით ცვლილებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში 
შეუძლია ევოლუციური ცვლილების გამოწვევა, თუკი ის მოხდება სასქესო უჯრედებში, 
რადგან სწორედ ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ გაჩენილი ცვლილება შემდეგომ თაობებს
გადაეცეს. იმის მიხედვით, თუ რამდენად ეხმარება გაჩენილი მუტაცია ორგანიზმის
რეპროდუქციულ წარმატებას, შეიძლება ისინი დავაჯგუფოთ სასარგებლო, საზიანო ან
ნეიტრალურ მუტაციებად. ევოლუციურ პროცესში ის თვისებები(ის ალელები), რომლებიც
არსებულ გარემო-პირობებში რეპროდუქციულ წარმატებას უზრუნველყოფს,
შენარჩუნდება,  ხოლო რომლებიც აფერხებს - გაქრება.  

 რა როლი აქვს ვარიაციების შექმნაში გენეტიკურ დრეიფს? (აღწერეთ მისი მოქმედების


მექანიზმი) 
 გენეტიკური დრეიფი პოპულაციაში ალელების სიხშირის ცვლილებას ნიშნავს. ამ პროცესში
ზოგი ალელი უფრო ხშირი ხდება, ზოგი იშვიათდება, ზოგიც საერთოდ ქრება პოპულაციის
გენოფონდიდან
 რას ნიშნავს გენთა ნაკადი? რა როლი აქვს გენთა ნაკადს ვარიაციების თვალსაზრისით?
გენთა ნაკადი გულისხმობს სხვა პოპულაციებთან შეჯვარების შედეგად ახალი გენების
ჩართვას პოპულაციის გენოფონდში.
 ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ გენთა დრეიფისა და ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმები,
ჩამოააყალიბეთ ამ ორს შორის განსხვავება. 
ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ის ალელები, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმატებას,
შენარჩუნდებიან, ხოლო ნაკლებად გამოსადეგარი ალელები კი ქრებიან. გენეტიკური
დრეიფის შემთხვევაში ალელების სიხშირე იცვლება.
 ზოგი ნიშან-თვისება ნეიტრალურია, ანუ რეპროდუქციულ წარმატებასთან არ აქვს კავშირი.
მიუხედავად ამისა, ასეთი ნიშან-თვისებების ვარიაციებიც არსებობს და შესაძლოა,
კონკრეტულ პოპულაციებში კონკრეტული ვარიაცია სჭარბობდეს. რომელი ევოლუციური
პროცესი ხსნის ასეთ ვარიაციებს? 
მუტაცია

გარემო
 პოპულაციებს შორის არსებულ ვარიაციებზე რა მხრივ ახდენს გარემო გავლენას?
ზრდისა და განვითარების წახალისებითა ან შეზღუდვით.

კულტურა
 ადამიანთა პოპულაციებს შორის განსხვავების ერთ-ერთი მთავარი წყარო მათი
განსხვავებული კულტურაა. თუმცა კულტურას პოპულაციათა გენოფონდზეც შეუძლია
გავლენის მოხდენა. როგორ ხდება ეს? 
კულტურას ადამიანის გენეტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა; მაგალითად, როგორც წესი,
სხვადასხვა კულტურული ჯგუფის წარმომადგენლებს შორის ქორწინება არ ხდება ხოლმე
და, ამგვარად, ამ ჯგუფებს შორის გენთა დინება ჩახშულია. გარდა ამისა, კულტურული
წარმოდგენები განსაზღვრავს ხოლმე კვების რაციონს,  საცხოვრებელ პირობებსა და სამუშაო
გარემოსაც; თავის მხრივ ეს ფაქტორები კი ან ახალისებენ ან აბრკოლებენ ადამიანის ზრდას,
განვითარებას და განაპირობებენ ფიზიკურ მახასიათებლებში ვარიაციებს. 

4. სხეულის ბეწვის არქონა ჰომო საპიენსს სხვა პრიმატებისგან თვალსაჩინოდ გამოარჩევს.. 


o რა მხრივ არის ჩვენთვის ადაპტური ბეწვის დაცვენა?
სქელი ბალანი კარგად შეეფერება ტყიან გარემოს. თუმცა, რამდენადაც ადრეული ჰომინიდები უფრო ღია
სავანებში გადავიდნენ, ეს მახასიათებლები არახელსაყრელი გახდებოდა. აქ ადამიანის წინაპრები უფრო
მაღალი ტემპერატურის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ, ხოლო საკვების მოსაპოვებლად მეტი ენერგიის დახარჯვა
მოუწევდათ, რის გამოც გაიზრდებოდა დასიცხვისა და გადახურების რისკი. ასეთ დროს გამოსავალი
მეტად გაოფლიანება შეიძლებოდა ყოფილიყო - ეს სხეულს აორთქლების მეშვეობით გააგრილებდა.
სამომავლოდ, ბალნის დაკარგვა გაგრილების პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებდა.  თანამედროვე
ადამიანების სხეულზე 2 მილიონამდე საოფლე ჯირკვალია. 

5. ჰომო საპიენსის 300 000 წლიანი ისტორიის განმავლობაში ადამიანთა პოპულაციებში ეტაპობრივად
სხვადასხვა ვარიაციები განვითარდა. კანის ფერი ერთ-ერთი ის ნიშან-თვისებაა, რომელსაც
მრავალი ფორმა აქვს. ის გენეტიკურად განსაზღვრული ნიშან-თვისებაა. 
o Როგორ გესმით ის, რომ კანის ფერს “უწყვეტი ვარიაციები” აქვს, ანუ “სპექტრის” სახითაა
წარმოდგენილი?
განსხვავებების დაყოფა ცალკეულ, გამზადებულ ფერებად შეუძლებელია.
o კანის ფერზე სხვადასხვა ცვლადები მოქმედებს. გაიხსენეთ ორი მათგანის როლი:
მელანოციტების, ჰემოგლობინის. 
მელანოციტები წარმოქმნიან პიგმენტ მელანინს, რომელიც მუქი ფერის პიგმენტია და კანის
სიმუქესა ან სიღავეს განსაზღვრავს.
ჰემოგლობინი, ცილა, რომელიც რკინას შეიცავს, ერითროციტებს წითელ შეფერილობას
აძლევს. იმ ადამიანებში, რომლთა კანშიც ნაკლები მელანინია, წითელი ფერი უფრო
ძლიერად გამოიხატება, რაც კანს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს.
o რის მიხედვით ვარირებს მსოფლიო პოპულაციებში კანის ფერი? (სწორედ აქედან
გამოგვაქვს ის დასკვნაც, რომ კანის ფერი ბუნებრივი გადარჩევის შედეგია.)
ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს მიხედვით.
o რომელ გარემოში კანის რომელი შეფერილობაა ადაპტური? რატომ? 
6. როგორ მოხდა, რომ ნამგვლისებრი ანემიის გენი ბუნებრივი გადარცევის პროცესში არ გაქრა
გენოფონდიდან, ეს ხომ ლეტალური დაავადების გამომწვევი გენია…
ნამგლისებრი ანემიის გენსაც აქვს თავისი სარგებელი- მალარიის გადამტანი მწერი ნამგლისებრი ანემიის
მქონე ადამიანს არ ეკარება და, შესაბამისად, ასეთი ადამიანები მალარიით დაავადების საფრთხის წინაშეც
არ დგანან.
7. ახსენით, საერთო ჯამში, რატომ არის მოუხერხებელი, მოუხელთებელი და არარელევანტური,
ადამიანთა პოპულაციების რასებად დაყოფა
„მეცნიერულ კრიტერიუმებზე“ დაყრდნობით ადამიანის რასების კლასიფიცირება არ  ამართლებს, რადგან
ისინი ზედმეტად მოუქნელია იმისთვის, რომ ე.წ. რასებს შორის ვარიაცია  ან მსგავსებები
გაითვალისწინოს.
8. პოპულაციებს შორის და პოპულაციების შიგნითაც მრავალი ვარიაცია გვხვდება. ამ ვარიაციების
კვლევისას რასებად დაყოფა, როგორც აღმოჩნდა, არაა გამოსადეგი მიდგომა. რომელ მიდგომას
იყენებენ დღეს მეცნიერები?
ფიზიკური ანთროპოლოგების უმეტესობა, რომელიც ამჟამად ადამიანთა ვარიაციებს სწავლობს, თავს
არიდებს რასის განსაზღვრას. ამის ნაცვლად, ისინი კონცენტრირებულნი არიან სპეციფიკური ნიშან-
თვისებების ვარიაციების ახსნაზე. 

You might also like