You are on page 1of 11

Richie

ქორწინება და ოჯახი &4


ქორწინება
პროფესორი პიტერ მერდოკი: „სქესობრივი ურთიერთობები შეიძლება ეკონომიკური
საფუძვლის გარეშე წარმოიქმნას. ასევე შესაძლებელია, თანამშრომლობა სექსის გარეშე .
ქორწინება კი მოიცავს ორივეს, როგორც სქესობრივ, ისე ეკონომიკურ
ურთიერთობებს“.

ნაიართა კასტა
ადრე ნაიარებში ქორწინება არ განიხილებოდა როგორც უფლებამოვალეობებისა და
ეკონომიკურ-სქესობრივი თანაცხოვრება. მომწიფების ასაკში ნაიარი გოგონები რიტუალურ
ქმრებს იძენდნე. საქმრო თავის საცოლეს ოქროს ყელსაბამს ჰკიდებდა. ამის შემდეგ ცოლ -
ქმარს ერთმანეთის მიმართ არანაირი უფლება-მოვალეობები არ გააჩნდა და ხშირად
ერთმანეთს აღარც კი ნახულობდნენ.

პატარძალი ნათესავებთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობდა, სადაც შემდგომი წლების


მანძილზე სტუმრად იღებდა ნებისმიერ მამაკაცს და კასტურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა .
ისინი მის „ქმრებად“ ითვლებოდნენ. ასეთი „ქმარი“ შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი
გამვლელი ან რეგულარული სტუმარიც. თუ ბავშვი ეყოლებოდა, ბავშვის მიმართ კაცს
არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნდა, მხოლოდ სამეანო ხარჯებს ფარავდა .

ქორწინების იშვიათი სახეები


ერთსქესიანთა ქორწინება ჩეიენის ინდიელთა შორის - მამაკაცის მიერ მეორე ცოლად
ბერდაჩეს, ანუ ტრანსვესტიტი მამაკაცის ყოლა.

სუდანელი აზანდეს ტომი - აზანდეს მეომრებს, რომლებსაც ცოლის შერთვის საშუალება არ


ჰქონდათ, შეეძლოთ „ბიჭი ცოლის“ მოყვანა სქესობრივი მოთოვნილებების
დასაკმაყოფილებლად. „ქმარი“ „ცოლის“ მშობლებს საჩუქრებს გადასცემდა. „ქმარი“
ჩვეულებრივად ემსახურებოდა „ცოლის“ მშობლებს და პარტნიორის მიერ საყვარლის
ყოლის შემთხვევაში სასამართლოში ჩივილი შეეძლო. ბიჭი ცოლები ასევე ცოლისთვის
დაკისრებულ სხვა საქმეებსაც ასრულებდნენ.

კენიელი ნანდის ტომი - ქალების ქორწინება ჩვეულებრივი ქორწინების შედეგად


ვაჟიშვილის არყოლის პრობლემის მოსაგვარებლად ხდებოდა. ქალი, რომელსაც ვაჟი არ
უჩნდებოდა, მაშინაც კი, თუ მისი ქმარი ცოცხალი იყო, „ცოლად“ მოიყვანდა უმცროსი ასაკის
ქალს და ითვლებოდა ამ უცროსი ქალის „ქმრად“ და მის მიერ გაჩენილი ვაჟების მამად .
„ქმარი“ ქალი ვალდებული იყო „ცოლისათვის“ ქმრობა გაეწია. ბავშვებიც თავიანთ მამად
სწორედ ამ ქალ-ქმარს თვლიდნენ.
რატომ არის ქორწინება უნივერსალური
მოვლენა
ქორწინება წყვეტს საზოგადოებრივ პრობლემებს:
● ბავშვების მშობლებზე ხანგრძლივი დამოკიდებულების პრობლემა - ბავშვების
დედაზე ხანგრძლივი დამოკიდებულება დედას მრავალ საქმიანობაში უშლის ხელს .
ამრიგად, ქალს მამაკაცის დახმარება დასჭირდებოდა საიმისოდ , რომ
გადარჩენილიყო. მამაკაცი ასრულებს ისეთ სამუშაოს, რაც შეუთავსებელია ბავშვის
მოვლასთან.
● სქესობრივი კონკურენციის პრობლემა - ქალს, სხვა მდედრი პრიმატებისაგან
განსხვავებით, მთელი წლის მანძილზე შეუძზლია სქესობრივი კავშირის დამყარება და
დაორსულება. ეს ფაქტორი განაპირობებდა მამაკაცებს შორის გამძაფრებული
სქესობრივი კონკურენციის წარმოქმნას და შესაბამისად, საზოგადოებამ ქორწინების
სახით იპოვნა გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ქორწინება დაწესდა იმისთვის , რომ
ერთმანეთი არ დაეხოცათ ქალების გულისთვის მამაკაცებს და ამით საზოგადოების
რეპროდუქცია საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინათ.
● შრომის გენდერული დანაწილების პრობლემა - ქალები და მამაკაცები
განსხვავებული საქმიანობით არიან დაკავებულები. ამგვარი დაყოფა ხშირად
მიიჩნევა ქორწინების მიზეზად. საზოგადოებას ქორწინების სახით უჩნდება შრომის
პროდუქტების განაწილებისა და გაზიარების ეფექტური მეთოდი .

ზემოთ ჩამოთვლილ თეორიებს სხვა ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე დაკვირვების


შედეგები ეჭვქვეშ აყენებენ. მაგალითად, ცხოველებში არ შეინიშნება შრომის გენდერული
დანაწილება, ხოლო რაც მეტია ნაშიერის დედაზე დამოკიდებულების დრო და რაც უფრო
მეტი სექსუალობით ხასიათდებიან მდედრები, მით ხშირია პარტნიორების ცვლაც . ამის
მიუხედავად, ცხოველებსა და ფრინველებში მაინც არსებობს ინდივიდებს შორის საკმაოდ
მყარი და ხანგრძლივი კავშირი, რომელიც ქორწინებას ჰგავს.

ფაქტი, რომელიც ხსნის ცხოველებს შორის არსებულ ურთიერთობებს და შესაძლოა ,


ქორწინების უნივერსალობასაც, გახლავთ მშობიარობის შემდგომი პერიოდის
მოთხოვნილებები. იმ სახეობებში, სადაც მდედრი შვილის გაჩენიდან მალევე ახერხებს
საკვების მოპოვებას, ინდივიდებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობა იშვიათია . ხოლო
სახეობებში, სადაც დედას ნაშიერის გაჩენიდან გარკვეული დროის მანძილზე არ შეუძლია
საკვების მოპოვება, ბუდის მიტოვება, ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია . იგივენაირადაა
ადამიანებში. ვინადან ქალს სხეულის ბალნიანი საფარველის ძირითადი ნაწილი
დაკარგული ჰქონდა და ბავშვი ვეღარ მოეჭიდებოდა მას, შესაბამისად , ქალი ბავშვთან
ერთად ვეღარ გადაადგილდებოდა და საკვებს ვეღარ მოიპოვებდა . ამიტომ დასჭირდათ მათ
ქმარი, რომლებიც ან შვილთან დარჩებოდნენ, ან თავადვე მოიპოვებდნენ საკვებს.

ამრიგად, სწორედ მშობიარობის შემდგომი პერიოდის ფაქტორი არის ის, რაც


განაპირობებს ცხოველებსა და ადამიანებში შედარებით მყარი სქესთაშორისი
კავშირების არსებობას.
როგორ ქორწინდებიან ადამიანები
ნიშნობა
დანიშვნის ცერემონია მრავალ საზოგადოებაში არსებობს, თუმცა არიან ისეთებიც ,
მაგალითად, ტარამიუტის ტომის ინუიტები, ტრობრიანდის კუნძულელები და
ახალგვინეელი კვომას საზოგადოება, რომლებიც განსხვავებულ სოციალურ სიგნალებს
იყენებენ იმის მანიშნებლად, რომ ქორწინება შედგა.

ინუიტ ტარამიუტები - აქ დანიშვნა მნიშვნელოვან რამედ ითვლება. ამის შესახებ


მომავალი ცოლ-ქმრის მშობლები თანხმდებიან შვილების სქესობრივი მომწიფების ან უფრო
ადრეულ პერიოდში. როდესაც ახალგაზრდები შესაბამის ასაკს მიაღწევენ , ვაჟი დანიშნულის
ოჯახში მიდის და გამოსაცდელი ვადით ცხოვრობს მათთან. თუ 1 წლის განმავლობაში
გოგონა დაორსულდა, მაშინ წყვილი დაქორწინებულად ითვლება. ამის შემდეგ , ცოლი და
ქმარი ვაჟის სახლში გადადიან საცხოვრებლად.

ტრობრიანდის კუნძულელები - აქ წყვილი ურთიერთობასა და ქორწინების


სურვილს ერთად ცხოვრებით გამოხატავს. მათ ერთად სძინავთ, საზოგადოებაში ერთად
ჩნდებიან და ა.შ. როდესაც ქალი ვაჟისგან საჩუქრის მიღებას თანხმდება , ეს მისი მშობლების
დასტურის ნიშანიც არის. ამის შემდეგ, წყვილი ვაჟის სახლში გადადის, სადაც ქალი საკვებს
იღებს და მთელი დღის მანძილზე დაჰყვება ქმარს. შედეგად ვრცელდება ხმა , რომ ეს ორი
ადამიანი ცოლ-ქმარია.

ახალგვინეელი კვომას საზოგადოება - აქ მიღებულია ქორწინების საცდელი


ვადა. საცოლე საქმროს სახლში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობს და საკვებს
მხოლოდ თავისთვის ამზადებს. საქმრო ძველებურად დედ-მამისა და ნათესავი ქალების
მომზადებულ საკვებს მიირთმევს. ერთ დღეს, როდესაც სადედამთილო დაასკვნის, რომ ეს
გოგონა მისთვის სასურველი სარძლოა და შვილისთვის კი სასურველი საცოლე,
სადედამთილო სარძლოს უფლებას აძლევს, მის შვილს სადილი მოუმზადოს. ეს ხდება მაშინ ,
როდესაც ვაჟი სახლში არ იმყოფება. როდესაც იგი სახლში ბრუნდება , მას საცოლის მიერ
გაკეთებულ სადილს მიართმევენ. ჭამის დროს დედა შვილს ამცნობს , რომ ეს საჭმელი მისი
ცოლის გაკეთებულია. საქმრო გადის ეზოში, იფურთხება და ხმამაღლა გამოხატავს
უკმაყოფილება საჭმლის უგემურობის გამო. ამის შემდეგ, ქალ-ვაჟი დაქორწინებულად
ითვლება.

ციმბირელ ტუნგუსთა ტომები - ქორწილის დღეს ხანგრძლივი მოლაპარაკებების


შემდეგ ნიშნავენ. ამ დღეს მთელი სანათესაო იკრიბება. ორი ოჯახის წარმომადგენლები
ცალ-ცალკე შლიან თავიანთ კარავს. მეფის მიერ პატარძლის ოჯახისთვის საჩუქრების
გადაცემის შემდეგ მზითვებით ირემს ტვირთავენ და საქმროს კარვისაკენ მიაქვთ .
პატარძალი იკავებს თავის ადგილს საქმროს მარჯვნივ და მასთან ერთად ჩამოუვლის
სტუმრებს, რომლებიც კარავში დიდ წრეზე სხედან. ესალმებიან თითოეულ სტუმარს, სტუმარი
პატარძალს პირზე და ხელებზე კოცნით პასუხობს. საბოლოოდ, ის ადამიანები, რომლებიც
ქორწილის დღის დანიშვნის მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ, პატარძალს სამჯერ
აფურთხებენ ხელზე, წყვილი ცოლ-ქმრად ცხადდება და ლხინი გრძელდება.

ქორწინების ეკონომიკური ასპექტები


ქორწინება კულტურათა 75%-ში ეკონომიკურ გაცვლას უკავშირდება. ეკონომიკური გაცვლა
სხვადასხვა ფორმისაა: საცოლის ფასი, საცოლის სამსახური, ქალების გაცვლა,
საჩუქრების გაცვლა, მზითევი და არაპირდაპირი მზითევი.
საცოლის ფასი, ანუ საცოლის ქონება - არის გადასახადი, რომელსაც მამაკაცი უხდის
საცოლის ოჯახს ქალზე უფლების მოსაპოვებლად. გადასახადი სხვადასხვა რამეს შეიძლება
მოიცავდეს, მაგალითად, პირუტყვი და საკვები.

ნანდის ტომში პატარძლის ფასი 5-7 პირუტყვის, 1-2 ცხვრის და 1 ძროხის საფასურ
ფულად თანხას შეადგენს.

ფილიპინებზე მცხოვრები სუბანუნებში პატარძლის ფასი საქმროს რამდენიმე წლის


შემოსავალს უდრის.

იმ საზოგადოებებში, სადაც „საცოლის ფასი“ არსებობს, განქორწინება რთულია , რადგან


პატარძლის ოჯახს განქორწინების შემთხვევაში მიღებული ქონების უკან დაბრუნება მოუწევს .

საცოლის სამსახური - საქმროს მიერ ქალის ოჯახისათვის მუშაობას გულისხმობს. ზოგ


საზოგადოებაში ეს რამდენიმე თვე გრძელდება, ზოგან კი რამდენიმე წელიწადი .

ქალების გაცვლა - ცოლის მოყვანის შემთხვევაში, მამაკაცი ვალდებულია, თავისი და ან


ნათესავი ქალი გაუშვას იმ საზოგადოებაში, საიდანაც მისი მეუღლე წამოვიდა .

საჩუქრების გაცვლა - ქორწინების დროს თანაბარი ღირებულების საჩუქრების გაცვლა.


მზითევი - გარკვეული ღირებულების ქონება, რომელსაც პატარძალს ოჯახი აძლევს.
მზითევის ტრადიციის ჩამოყალიბების რამდენიმე თეორია არსებობს : მზითევი პატარძალს და
მის შვილებს გამოადგება; მზითევი საუკეთესო, მაღალის სტატუსის მქონე სასიძოს
მოიზიდავს, რაც ზრდის ქალისა და მისი შვილების რეპროდუქტიული წარმატების
შესაძლებლობებს.

არაპირდაპირი მზითევი - მზითევი საქმროს ოჯახიდან მოდის. საქმროს მამა საჩუქრებს


პატარძლის მამას გადასცემს, ეს უკანასკნელი კი მათ თავის შვილს აძლევს.

ქორწინების შეზღუდვა: ინცესტის ტაბუ


ინცესტის ტაბუ კრძალავს სქესობრივ კავშირსა და ქორწინებას ახლო ნათესავებს
შორის.

ადრე ინცესტი ზოგიერთი საზოგადოებაში ნებადართული იყო. ამის ცნობილი მაგალთია


ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა, რომელიც სხვადასხვა დროს თავისი ორი სხვადასხვა
ძმის ცოლი იყო. ეს რელიგიური და ეკონომიკური მიზეზებით იყო განპირობებული : ფარაონი
ღმერთად ითვლებოდა და ჩვეულებრივ ადამიანთან დაქორწინება მისთვის მიუღებელი იყო .
სამეფო ოაჯხის ქონება ოჯახის გარეთ არ უნდა გასულიყო.

დღეს არც ერთ კულტურაში არ არსებობს ნებართვა ინცესტზე. რა არის ამის მიზეზი?
არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ამ მოვლენის ახსნას:

ბავშვობის მეგობრობის თეორია


ედუარდ ვესტერმარკის მიხედვით, ადრეული ბავშვობიდან ერთად გაზრდილი
ადამიანები, მაგალითად, და-ძმები, არ არიან ერთმანეთით სქესორივად
დაინტერესებულნი და არც ქორწინდებიან. ეს თეორია შემდგომში უარყვეს იმის გამო, რომ
კვლევების შედეგად, ზოგ ბავშვში შეამჩნიეს სქესობრივი ინტერესი მშობლების ან და -ძმების
მიმართ. თუმცა, მეცნიერთა აზრით, ვესტერმარკის თეორია ბოლომდე მცდარი არ იყო.

იონინა ტალმონმა დაადგინა, რომ ერთად გაზრდა და მუდმივი სიახლოვე ერთმანეთისადმი


ინტერესს აქრობს.

არტურ ვოლფმაც იგივე დაადგინა, რომ ერთად გაზრდა ადამიანებს შორის სქესობრივი
ინტერესის გაქრობას იწვევს. ჩინური ტრადიციის მიხედვით, გოგოს ორი წლის ასაკში ხშირად
ყიდიან ან აშვილებენ მეგობრის ან ნათესავის ოჯახში, სადაც იგი ოჯახის ვაჟის მომავალ
ცოლად მოიაზრება. ამგვარი ქცევა მნიშვნელოვან სირთულეებს იწვევდა ქორწინების
შემდეგ. ცოლ-ქმარს ერთმანეთისადმი ნაკლები ლტოლვა ჰქონდათ. შესაბამისად , ცოტა
შვილი უჩნდებოდათ. ამგვარად დაგეგმილი ქორწინებები ხშირად ირღვეოდა .

ამრიგად, ტალმონისა და ვოლფის შრომებმა განამტკიცეს ვესტერმარკის თეორია .

მაგრამ ამ თეორიას მაინც ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ ინცესტის ტაბუ არ კრძალავს
ბიძაშვილების ქორწინებას. რატომ? ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია


ფროიდი თვლიდა, რომ ინცესტის ტაბუ არის ადამიანის ფსიქიკის რეაქცია მიუღებელ,
ქვეცნობიერ სურვილებზე. ვაჟები დედისაკენ ილტვიან (და პირიქით) და მამისადმი
მტრობასა და ეჭვიანობას გრძნობენ. მაგრამ ვაჟმა იცის, რომ ეს გრძნობა უნდა დაითრგუნოს ,
წინააღმდეგ შემთხვევაში მამის საპასუხო რეაქცია მოჰყვება . ამიტომ, ეს გრძნობა
ქვეცნობიერშივე იდევნება. მაგრამ დედის დაუფლების სურვილი კვლავაც აგრძელებს
არსებობას და ფროიდის აზრით, ინცესტის შიში სწორედ ქვეცნობიერის მიერ განდენილი
სურვილების წინააღმდეგ გამომუშავებული მექანიზმია.

ფროიდის თეორია ხსნის მშობლებისა და შვილების ურთიერთობასთან დაკავშირებული


ინცესტის შიშს, მაგრამ ვერ ხსნის და-ძმას შორის ინცესტის აკრძალვას. ამ თეორიას
ვესტერმარკის ჰიპოთეზის დამადასტურებელი კვლევებიც ეწინააღმდეგება.

ოჯახის ნგრევის თეორია


ბრონისლავ მალინოვსკი - ინცესტის ტაბუ ოჯახის სიმტკიცის მცველად გამოცხადდა.
ოჯახის წევრებს შორის სქესობრივი კონკურენცია იმდენად ძაბავს სიტუაციას , რომ ოჯახი ვერ
იარსებებდა. იმის გამო, რომ ოჯახი საზოგადოების სიმყარეს განაპირობებს , საზოგადოებამ
თვითონ აკრძალა ოჯახის შიგნით დაძაბულობის გამომწვევი მიზეზი.

მაგრამ და-ძმას შორის ინცესტი არ დაარღვევდა ოჯახში მშობლების ძალაუფლებას, თუკი


შვილები ზრდასრულ ასაკში ერთმანეთზე დაქორწინდებოდნენ.ამრიგად , ინცესტის ტაბუს
ახსნას ვერც ოჯახის ნგრევის თეორია ახერხებს.

თანამშრომლობის თეორია
ეს თეორია წამოაყენა ედუარდ ტაილორმა და შემდგომში დაამუშავეს ლესლი უაითმა და
ლევი სტროსმა - ამ თეორიის მიხედვით, ინცესტის ტაბუ ხელს უწყობს სხვადასხვა ოჯახს
შორის ქორწინებას, ამით ზრდის თანამშრომლობას და საბოლოო ჯამში გადარჩენის
ხარისხს. საზოგადოების კეთილდღეობისათვის აუცილებელი სამუშაოები მხოლოდ
მრავალი ადამიანის თანამშრომლობით შეიძლება ჩატარდეს, ამ უკანასკნელს კი ორი
სხვადასხვა ოჯახის ქორწინება უკეთ განამტკიცებს.

მაგრამ რა საჭირო იყო მაშ ოჯახის შიგნით ქორწინების აკრძალვა? ოჯახებს შეეძლოთ ,
თავიანთი წევრი ოჯახის გარეთ დაექორწინებინათ, თუკი ეს გადარჩენისთვის საჭირო
იქნებოდა და თუ ამის საჭიროება არ იყო, ნება დაერთოთ ინცესტურ ქორწინებაზე .

ინბრიდინგის თეორია
ინბრიდინგის თეორია ინცესტის დამანგრეველ გენეტიკურ შედეგებზე ამახვილებს .
ერთი ოჯახის წევრები ერთი და იმავე მავნებელი რეცესიული გენის მატარებლები არიან .
როდესაც ადგილი აქვს ინბრიდინგს, ანუ ახლონათესაურ კავშირს, იზრდება ალბათობა
იმისა, რომ ბავშვი გენეტიკური დარღვევებით დაიბადება.

კვლევებით დადგინდა, რომ ინცესტის შედეგად ბავშვების 40% სერიოზული დარღვევებით


დაიბადა, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი კავშირების შედეგად დაბადებულ ბავშვებში ეს
მაჩვენებელი 5% იყო.

ინბრიდინგის თეორია ყველაზე კარგად ხსნის ინცესტის ტაბუს. შესაძლოა, ადამიანებმა


შენიშნეს ინბრიდინგიდან წამოსული საფრთხე და მის საწინააღმდეგოდ ინცესტის ტაბუ
შეიმუშავეს.

ვისზე უნდა დავქორწინდეთ?


საზოგადოებებში არსებობს მკვეთრად გამოხატული ტენდენციები და უპირატესობები ,
რომელთა მიხედვითაც ირჩევენ საუკეთესო პარტნიორს.

ძირითადად, ადამიანები საკუთარი კლასისა და გეოგრაფიული არის შიგნით


ამჯობინებენ დაქორწინებას.

დაგეგმილი ქორწინებები
მსოფლიოში არსებობს საკმაოდ ბევრი საზოგადოება, სადაც ქორწინებას გეგმავენ .
შუამავლებს ან უშუალოდ ოჯახებს შორის ხდება მოლაპარაკება. ხშირად შეთანხმების
დადების მომენტისთვის მომავალი მეუღლეები ჯერ კიდევ ბავშვები არიან. დაგეგმილი
ქორწინება დამახასიათებელია ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ და აღმოსავლეთ
ევროპისათვის. ქორწინებები იგეგმებოდა, რადგან ახალი სოციალური ერთხეულის გაჩენა
(ახალი ოჯახის) მეტად მნიშვნელოვან საქმედ ითვლებოდაა და ისეთ უმართავ რამეს,
როგორიც სიყვარულია, ვერ მიანდობდნენ.

ეგზოგამია და ენდოგამია
ეგზოგამია - ნათესაური წრის ან საზოგადოების გარეთ მეუღლის არჩევა. იგი შეიძლება
გულისხმობდეს ან სანათესაოს გარეთ, ან სოფლის, ან სოფლების ჯგუფის გარეთ
ქორწინებას. უხუცესები ამბობენ, რომ თუ ერთი სანათესაო ჯგუფის ორი წარმომადგენელი
დაქორწინდება, მათ გოგოები არ გაუჩნდებათ დაა ჯგუფი ამოწყდება .

ენდოგამია - პირიქით, ადამიანებს ავალდებულებს, რომ თავისი საზოგადოების ან


ჯგუფის შიგნით იპოვნონ მეუღლე. ინდოეთში მაღალ კლასებს მიაჩნდათ, რომ დაბალ
კასტებთან კავშირი მათთვის „წამბილწველია“ და შესაბამისად, აკრძალული იყო.

ბიძაშვილ-მამიდაშვილების ქორწინება
ზოგიერთ საზოგადოებაში ბიძაშვილ-მამიდაშვილების ქორწინება აკრძალულია , ზოგან
სასურველიც კია. მაგალითად, ქურთები, რომლებიც მუსულმანები არიან, ამჯობინებენ, რომ
ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლად თავისი მამის ძმის ქალიშვილი მოიყვანოს. მამა და მისი ძმა ,
როგორც წესი, ახლოს ცხოვრობენ და ქალი გათხოვების შემდეგ თავის ძველ ოჯახთან
ახლოს იცხოვრებს. მეფე-პატარძალი ერთი სოციალური ფენის წარმომადგენელი არიან.

ლევირატი და სორორატი
მრავალ კულტურაში არსებობს წესი, რომელიც პირვოენბას გარდაცვლილი ნათესავის
მეუღლესთან ქორწინებას ავალდებულებს.

ლევირატი - წესი, რომლის მიხედვითაც, მამაკაცი ვალდებულია ცოლად შეირთოს


გარდაცვლილი ძმის ქვრივი.

სორორატი - წესი, რომლის მიხედვითაც, ქალი ვალდებულია ცოლად გაჰყვეს


გარდაცვლილი დის ქმარს.

რამდენ ქორწინებაში უნდა იყოს ადამიანი?


მონოგამია - მამაკაცი ერთ ქალთან უნდა იყოს დაქორწინებული. ჩვენი საზოგადოება.
პოლიგინია - მამაკაცს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ცოლის ყოლა. / პოლიგამიის
სახეობა /

პოლიანდრია - ქალს შეუძლია ერდროულად რამდენიმე ქმარის ყოლა. / პოლიგამიის


სახეობა /

ჯგუფური ქორწინება - რამდენიმე მამაკაცი რამდენიმე ქალზეა დაქორწინებული.


პოლიგინია
პოლიგინიურ საზოგადოებაში მრავალცოლიანობა მამაკაცის სიმდიდრისა და მაღალი
სტატუსის მანიშნებელია. მაგრამ პოლიგინიის შემთხვევები ასეთ საზოგადოებებში მაინც
იშვიათია, რადგან ბევრი ცოლის რჩენა ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ .

თუმცა, ზოგჯერ მამაკაცს ყოველთვის არ სჭირდება სიმდიდრე, რომ მრავალი ცოლი ჰყავდეს.
ამის მაგალითი სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრები სივაის საზოგადოება,
სადაც ღორის ხორცი მთავარი საკვებია და შესაბამისად, ღორების მოშენება პრესტიჟული
საქმიანობაა. ღორების საკვები მცენარეები ქალებს მოჰყავთ. ამიტომ , სივაის საზოგადოებაში
მამაკაცის სტატუსს განაპირობებს არა ცოლების რაოდენობა, არამედ ღორებისა , რომლების
რაოდენობა ცოლების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მრავალცოლიანი სივაი მამაკაცები დიდი პატივისცემით სარგებლობენ , მაგრამ ისინი


ხშირად ჩივიან, რომ რამდენიმე ცოლის მოვლა რთულია.

ხშირად, მრავალცოლიანობა, ანუ პოლიგინია, ცოლებს შორის ეჭვიანობას იწვევს, მაგრამ ამ


მხრივაც არსებობს გამონაკლისები.

ახალგვინეელი არაპეშების ქალები, რომლებიც პოლიგინიურ ქორწინებაში იმმყოფებოდნენ ,


ერთმანეთის მიმართ კარგად იყვნენ განწყობილნი და ეჭვიანობა არ არსებობდა . ეჭვიანობის
შემცირება ზოგადად, შესაძლოა რამდენიმე ჩვეულებამ განაპირობა , კერძოდ :

1. ცოლებიც ცალ-ცალკე ცხოვრება. ცოლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქმარი თავის


პირად ქონებასა და ყურადღებას ყველა ცოლს თანაბრად უნაწილებს.
2. ცოლებთან მკაცრად არის დაცული თანასწორობა როგორც სქესობრივ, ისე
ეკონომიკურ და პიროვნულ საკითხებში.
3. უფროს ცოლებს ხშირად განსაკუთრებული მდგომარეობა უკავიათ.
პილინეზიაში მცხოვრებ ტონგას საზოგადოებაში პირველ ცოლს „მთავარი ცოლი “
ეწოდება. სხვა ცოლებს კი „პატარა ცოლები“. მთავარი ცოლის სახლის ქმრის სახლის
მარჯვნივ დგას, სხვა ცოლების კი - მარცხნივ. ქმარი რჩევას, პირველ რიგში, სწორედ
უფროს ცოლს ეკითხება. გამგზავრების წინ და დაბრუნების შემდეგ სწორედ მასთან
ერთად სძინავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვევას თითქოსდა უმცროსი ცოლების
ეჭვიანობა უნდა გამოეწვია, ისინი კმაყოფილები არიან, რადგან ისინი მიმზიდველები
და ახალგაზრდები არიან. უფრო ცოლი, რომელმაც დაკარგა გარეგნული ეშხი ,
პრესტიჟს იღებს კომპენსაციის სახით.

რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ საზოგადოებების


უმეტესობაში პოლიგია დაშვებული და ხშირად სასურველიც
კი არის?
რალფ ლინტონის აზრით, პოლიგინიის მიზეზი გახლავთ მამაკაცების სურვილი,
ჰყავდეთ მეტი ქალი.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, პოლიგინია მშობიარობის შემდგომ პერიოდში სექსის


აკრძალვის შედეგია. კაცს ქალთა სქესობრივი კავშირის დამყარება მშობიარობის
პერიოდში და შემდგომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში არ შეუძლია . ამ პერიოდში
ჩვეულებრივ ქმარი სხვაგან იპოვიდა ქალს. მაგრამ როდესაც მას სხვა ცოლიც ეყოლებოდა ,
ქმარი ქალის ძებნას ოჯახის გარეთ აღარ დაიწყებდა და შესაბამისად , უცხოსთან არ მოუწევს
ფულის ხარჯვა.

მეორე თეორიის მიხედვით, პოლიგინია ქალებისა და მამაკაცების რაოდენობის შედეგია.


სქესთაშორისი დისბალანსი, რაც უმეტესწილად ომების გამო იყო გამოწვეული და
შესაბამისად მამაკაცების ქალებთან შედარებით ნაკლებ რაოდენობას ნიშნავდა , ასეთ
საზოგადოებაში ქალების ”ზედმეტი“ ნაწილისთვის პოლიგინია მეუღლის მოძებნის ერთ-
ერთი გზა იყო.

პოლიანდრია
პოლიანდრიას 2 სახე აქვს:
● ფრატერნალური - ქმრები ერთმანეთის ძმები არიან. ამ შემთხვევაში, ბავშვის
ბიოლოგიური მამის ვინაობა არავის აინტერესებს. მამებად ყველა ქმარი მოიაზრება .
● არაფრატერნალური.
პოლიანდრიის შესაძლო მიზეზად შეიძლება დასახელდეს ქალების სიმცირე.

მეორე შესაძლო ახსნა ძლიერ შეზღუდული რესურსების პირობებში პოლიანდრიის


ადაპტაციურობა შეიძლება იყოს. ტიბეტელთა საზოგადოებაში, რომელიც პოლიანდრიით
გამოირჩევა, დასამუშავებელი მიწის რაოდენობა ნაკლებია. ფრატერნალური პოლიანდრია
ტიბეტელებს საშუალებას აძლევს ოჯახის მიწა და საქონელი ოჯახშივე დარჩეს.

ოჯახი
ოჯახები ყველა საზოგადოებაში არსებობს, თუმცა ყველგან სხვადასხვანაირია .

ოჯახი არის საზოგადოებრივი და ეკონომიკური ერთეული, რომელიც მინიმუმ ერთი


მშობლისა და შვილისაგან ან ცოლ-ქმრისგან შედგება. ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ
აქვთ უფლება-მოვალეობები. ოჯახის წევრები ერთ სახლში ცხოვრობენ.

ოჯახის სახეები
● მატრიფოკალური ოჯახი - მხოლოდ ერთი მშობელი.
● დიდი ოჯახი - ორ ან მეტ ერთმშობლიან, მონოგამურ ან პოლიგამურ ოჯახს,
რომლებიც სისხლით ნათესავები არიან. გაფართოებული ოჯახი შედგება მშობლებისა
და მათი დაოჯახებული შვილებისაგან, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

დიდი ოჯახის არსებობის შესაძლო მიზეზები


დიდი ოჯახები ძირითადად ისეთ საზოგადოებებშია, სადაც განვითარებულია
დაფუძნებული მიწათმოქმედური ეკონომიკა. ამრიგად, განმაპირობებელი როლი
ეკონომიკური ფაქტორია. ამ შემთხვევაში, ოჯახის ქონება, ანუ მიწა არ ნაწილდება.
„შეუთავსებელ საზოგადოებათა თეორია“ - დიდი ოჯახები არსებობს ისეთ საზოგადოებაში,
სადაც ოჯახებში შეუთავსებელი საქმიანობები არსებობს. მაგალითად , როდესაც დედას არ
შეუძლია სახლის მიხედვა, რადგან ყანაში აქვს სამუშაო ან როდესაც მამა სალაშქროდ ,
სავაჭროდ არის წასული და ოჯახი უმამაკაცოდ რჩება.

შეჯამება
● ამჟამად ცნობილ ყველ საზოგადოებაში არსებობს ქორწინების ჩვეულება . ქორწინება
არის საზოგადოებრივად მიღებული სქესობრივი და ეკონომიკური კავშირი ქალსა და
მამაკაცს შორის, მოიცავს ორმხრივ უფლება-მოვალეობებს მეუღლეებსა და მათ
შვილებს შორის.
● ქორწინების გამოცხადება სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვანაირად ხდება .
ზოგან ეს რთული ცერემონიაა, ზოგან კი ცერემონია საერთოდ არ არსებობს.
ვარიაციები შეიძლება მოიცავდეს ბავშვების დანიშვნას, საცდელ საქორწინო
პერიოდს, ლხინის მოწყობასა და ბავშვის დაბადებას.
● საქორწინო შეთანხმებები შეიძლება ეკონომიკურ ელემენტებსაც შეიცავდნენ . ამგვარი
შეთანხმების ყველაზე გავრცელებული სახე არის საცოლის ფასი - საქმროს მიერ
საცოლის ოჯახისთვის გადახდილი ფული ან საქონელი. საცოლის ოჯახისათვის
გარკვეული პერიოდის მანძილზე გაწეული სამსახური. ზოგ საზოგადოებაში, საცოლის
სამსახურში იგულისხმება საქმროს მიერ საცოლის ოჯახისათვის გარკვეული
პერიოდის მანძილზე გაწეული სამსახური. ზოგ საზოგადოებაში, საცოლის
სანაცვლოდ, ოჯახს ქალს საქმროს ოჯახიდან აძლევდნენ. სხვა საზოგადოებებში
ოჯახები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. მზითვი არის საცოლის ოჯახის მიერ
გაღებული თანხა ან საქონელი. არსებობს არაპირდაპირი მზითვიც , რომელიც
საქმროს ოჯახის მიერ გადაეცემა საცოლეს, ჩვეულებრივ საცოლის მამის ხელით.
● არც ერთ საზოგადოებაში არ იყო და არ არის მიღებული სქესობრივი კავშირი ან
ქორწინება და-ძმას, დედასა და ვაჟს, მამასა და ქალიშვილს შორის.
● ყველა საზოგადოებაში არსებობს წესები, რომლებიც კარნახობენ ადამიანს , თუ ვისზე
არ შეუძლიათ დაქორწინება, ვისზე შეუძლიათ და ხანდახან, თუ ვისზე უნდა
დაქორწინდნენ. ზოგ საზოგადოებაში საქორწინო შეთანხმებას წყვილის ნათესავები
დებენ. ბევრგან თვლიან, რომ ორი ოჯახის გაერთიანება მეტად მნიშვნელოვანი რამ
არის იმისთვის, რომ იგი რომანტიკულ სიყვარულს მიანდონ. ზოგ საზოგადოებაში
არსებობს ეგზოგამიის წესი, რაც საზოგადოების გარეთ დაქორწინებას უშვებს . ზოგან
კი არსებობს ენდოგამიის წესი, რომელიც საზოგადოების შიგნით დაქორწინებას
მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებების უმეტესობაში დაშვებულია
პირველი თაობის ბიძაშვილების, მამიდაშვილებისა და დეიდაშვილების შეუღლება ,
ზოგან შეიძლება დაშვებული ან აკრძალული იყოს მათი ქორწინება. მრავალ
საზოგადოებაში არსებობს ლევირატისა და სორორატის წესები. ლევირატი
გულისხმობს გარდაცვლილი კაცის ქვრივის მოყვანას გარდაცვლილი ძმის მიერ ,
ხოლო სორორატი კი გულისხმობს გარდაცვლილი ქალის დის ქორწინებას
გარდაცვლილის ქმართან.
● ჩვენ ქორწინებას ერთი მამაკაცისა და ერთი ქალის კავშირად მივიჩნევთ. ამას
მონოგამია ჰქვია, მაგრამ საზოგადოებების უმეტესობაში ნებადართულია მამაკაცის
მიერ რამდენიმე ცოლის ყოლა (პოლიგინია).
პოლიანდრია ეწოდება ქორწინებას, რომლის დროსაც ერთ ქალზე ორი ან მეტი
მამაკაცია დაქორწინებული. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
● საზოგადოებების უმეტესობაში ოჯახის გაბატონებული სახეა გაფართოებული ოჯახი .
იგი შედგება ორი ან მეტი ერთმშობლიანი, მონოგამური, პოლიგინიური ან
პოლიანდრიული ოჯახისაგან, რომლებსაც ერთმანეთთან სისხლით ნათესაობა
აკავშირებთ.

საკონტროლო კითხვები
1. დარჩება თუ არა ჩვენს საზოგადოებაში ქორწინების ჩვევა? პასუხი ახსენით.
2. ფიქრობთ თუ არა, რომ გაფართოებული ოჯახები უფრო მომრავლდება ჩვენს
საზოგადოებაში? რატომ?
3. რატომ არის პოლიანდრია ასე იშვიათი პოლიგინიასთან შედარებით?

You might also like