You are on page 1of 5

პრეზენტაცია N5 რომის საოჯახო სამართალი

(დაკონსპექტებულია მარიამ წამებულის მიერ )

რომაული ოჯახი პატრიარქატულ ხასიათს ატარებდა. ოჯახის სათავეში დგას pater


familias (ოჯახის უფროსი), რომელსაც ექვემდებარბოდა ოჯახის ყველა წევრი. მამის
ძალაუფლება უძველეს ხანაში, განუსაზღვრელი იყო, მისდამი დაქვემდებარებულნი
სრულიად უუფლებონი იყვნენ.

ერთსა და იმავე ოჯახის მამის ძალაუფლებისადმი დაქვემდებარებით


განისაზღვრებოდა თავდაპირველი ნათესაობა ანუ აგნატური ნათესაობა,
მაგალითად ამგვარი ნათესაობის შემთხვევაში ქალიშვილი რომელიც გათხოვდებოდა
და ახალი ოჯახის წევრი ხდებოდა, აღარ ითვლებოდა მამის ძმის და ა.შ ნათესავად .

პატრიარქალური რღვევის შედეგად მამის ხელისუფლება თანდათან შემცირდა და


აგნატური ნათესაობის ადგილი დაიკავა სისხლიით ნათესაობამ (კოგნატური
ნათესაობა). ასეთ შემთხვევაში გათხოვილი ქალიშვილი არ კარგავდა ნათესაურ
კავშირს და მემკვიდრეობის უფლებას.

საოჯახო სამართლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქორწინებაა. ქორწინებას წინ


უსწრებს ნიშნობა. ნიშნობას ( sponsalia) სახელი ეწოდა სიტყვისგან დაპირება (spondere).
აქედან წარმოიშობა საქმრო(Sponsus ) საცოლე- (sponsa). ნიშნობა კონტრაჰენტების
თანხმობის საფუძველზე ხორციელდება, ანუ საჭიროა რომ ქალიშვილმა , როგორც
ქორწინების ისე ნიშნობის დროს თანხმობა განაცხადოს. აქვე, ქალიშვილის მამა
ყოველთვის თანახმად ითვლება თუკი იგი საპირისპიროს არ გამოხატავს . ქალიშვილი ,
რომელიც მამის ნებას არ ეწინააღმდეგება თანახმაა, მაგრამ მას შეწინააღმდეგების
უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, როცა საქმრო ზნე ან სახელგატეხილია. თუ ვაჟიშვილი
თანახმაა არ არის მაშინ ნიშნობა არ შედგება. ნიშნობას აქვს საჭირო პირობები .
ერთერთია საქმროს ან საცოლის სულიერი ჯანმრთელობა. რაც შეეხება ასაკს-
კონტრაჰენტების დანიშვნის ასაკი განსაზღვრული არ არის. შეიძლება ადრეულ
ასაკშიც დაინიშნონ თუ ორივეს ესმის რას აკეთებენ ანუ არ არიან 7 წლამდე ასაკის
პირები. თითქმის ყოველთვის ნიშნობა შუამავალი პირების (მაცნეების) მეშვეობიტ
ხორციელდება. ნიშნობის შემდეგ ქორწინებამდე შეიძლება რამდენიმე წელიც კი
გასულიყო კონკრეტული მიზეზების გამო. მაგ: საქმროს ან საცოლის ჯანმრთელობის
მდგომარეობა, მშობლის გარდაცვალება...

ქორწინება- რომის სამართალი განასხვავებს ორი სახის ქორწინებას:

1. კანონიერი ქორწინება (ქორწინება იმ პირებს შორის ვისაც გააჩნდა ius conubii =,


ანუ რომის მოქალაქეთა შორის . კანონიერი ქორწინებისთვის აუცილებელი
პირობებია: ius conubii, მხარეთა თანხმობა, ასაკი, არ უნდა იყოს რომელიმე სულით
ავადმყოფი, მხარეები არ უნდა ყოფილიყვნენ ქორწინებაში, ნათესაური კავშირის
არქონა, სენატორს ან მის შვილს არ შეეძლო გააზატებულზე ან თეატრის მსახიობზე
დაქორწინება, პროვინციის მაგისტრატის წარმომადგენელს არ შეეძლო პროვინციის
მცხოვრებზე დაქორწინება, საქორწილო რიტუალი. (ასევე ცოლის შეყვანა ქმრის
სახლში)

2. ქორწინება იმ პირთა შორის, რომლებსაც არ გააჩნდათ ius conubii. მაგ:


პერიგრინთა შორის.
ქორწინებისგან განსხვავებულია კონკუბინატი რაც არის კანონით დაშვებული,
ქალისა და მამაკაცის მუდმივი თანაცხოვრობა, რომელიც არ პასუხობს კანონიერი
ქორწინების მოთხოვნებს. რესპუბლიკის ხანაში მამაკაცებისთვის დაშვებული იყო რომ
ერთდროულად ყოლოდა ცოლიც და კონკუბინაც.

რომის სამართალი განასხვავებდა ორი სახის ქორწინებას

1. cum manu- ქორწინების დროს ცოლი გადადიოდა ქმრის ხელისუფლებაში ( ან ქმრის


მამის, თუ ქმარი მამის დაქვემდებარებაშია.

2. sine manu- ქორწინების დროს კი ცოლი რჩებოდა თავისი ოჯახის მამის


დაქვემდებარებაში ან რჩებოდა დამოუკიდებელ პირად, თუ ასეთი იყო გათხოვებამდე .

12 წლამდე ასაკის ქალიშვილი მაშინ ხდება კანონიერი ცოლი, როცა მას ქმართან
ყოფნისას შეუსრულდება 12 წელი.

ნათესაობად განიხილებოდა სისხლით ნათესაობა, მოყვრობა, სულიერი


ნათესაობა (ქრისტიანობის მიღების შემდეგ)

სისხლით ნათესაობა- განისაზღვრება ხაზებით და ხარისხებით. პირდაპირი ხაზია


ერთმანეთისგან წარმოშობილი ნათესავები (მამა-შვილი, პაპა-შვილიშვილი ).
გვერდითი ხაზია საერთო წინაპრიდან წარმოშობილი (ძმები, ბიძაშვილები).
ნათესაობის ხარისხს დაბადებათა რაოდენობა განსაზღვრავდა (მამა-შვილი
პირველი ხარისხი, პაპა-შვილიშვილი მეორე). იკრძალება ქორწინება პირდაპირი
ხაზის ნათესავებს შორის, და იმ ხაზის ნათესავებს შორის, რომელთაგან ერთი საერთო
წინაპრის მიმართ პირველი ხარისხის ნათესავია. (ანუ, და-ძმას, დეიდა -დისწულს
შორის იკრძალება. დასაშვებია ბიძაშვილების ქორწინება). თუ ის პირი მოიყვანა
ცოლად რომელიც აკრძალულია ამბობენ რომ მან სისხლის აღრევა ანუ ინცესტი
ჩაიდინა. ასევე არ შეიძლება გერის ან რძალის (ქალიშვილებად აღიქმებიან) ცოლად
მოყვანა, სიდედრის ან დედინაცვლის ცოლად შერთვა (დედად აღიქმებიან ).

პირს, რომელიც პროვინციაში თანამდებობაზეა დანიშნული არ შეუძლია ცოლად ამ


პროვინციდან წარმოშობილი მოიყვანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულები
იყვნენ სანამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, ან გადადგომის შემდეგ.

ქორწინების შეწყვეტა- ერთერთი მეუღლის გარდაცვალება, ერთერთი მეუღლის


თავისუფლების ან მოქალაქეობის დაკარგვა, განქორწინება (შესაძლებელია ორივე
მხარის თანხმობით ან ერთი მხარის მოთხოვნით იმ შემთხვევაში თუ სახეეა ღალატი ,
მკვლელობის მცდელობა, სქესობრივი ცხოვრებისთვის უვარგისობა, მონასტერში
აღკვეცა.

მეუღლეთა შორის ურთიერთობა


1. cum manu- ქორწინების დროს ცოლი გადადიოდა ქმრის (ან ქმრის მამის)
დაქვემდებარეაში და იყო შვილების მდგომარეობაში. თავიდან ქმრის ძალაუფლება
განუსაზღვრელი იყო, მაგრამ მერე დაკარგა ცოლის მოკვლის ან გაყიდვის უფლება .
ცოლის მთელი ქონება გადადიოდა ქმრის საკუთრებაში. და ქორწინების შეწყვეტის
შემთხვევაში უკან აღარ ბრუნდებოდა.

2. sine manu- ქორწინების დროს ცოლი თავისი მამის ოჯახის წევრად ან


დამოუკიდებლად რჩებოდა. ის იღებდა ქმრის წოდებას და მეუღლის საცხოვრებელი
ადგილი სავალდებულო ხდებოდა მისთვის. მეუღლეთა ქონება გაყოფილი იყო. ქმარს
ცოლის ქონების მართვის უფლება მხოლოდ მისი თანხმობით შეეძლო. ცოის შენაძენიც
მის ქონებაში გადადიოდა.

მზითევი (dos)- ცოლ-ქმარს შორის იდებოდა ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვით


ქმარი იღებდა ვალდებულებას დაებრუნებინა მზითევი ქორწინების შეწყვეტის
შემთხვევაში. თუ ასეთი შემთხვევა არ იყო მზითევი რჩებოდა ქმარს , თუმცა ქმარი
ანდერძით უტოვებდა მას ცოლს. მოგვიანებით ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ცოლს
ნებისმიერ შემთხვევაში უბრუნდებოდა მზითევი.

შვილებისა და მშობლებს შორის ქონებრივი ურთიერთობა- შვილები გარიგებას


მამის სახელით დებენ, დელიქტის შემტხვევაში პასუხისმგებლობა მამაზე გადადიოდა
ან შვილს აძლევდა დაზარალებულს. პეკულიუმი მამის საკუთრებაა , სამხერო
პეკულიუმი ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მამის იყო . კვაზი სამხედრო
პეკულიუმი- არის სახელმწიფო, სასულიერო ან საადვოკატო საქმიანობიდან
მიღებული შემოსავალი.

მამის ხელისუფლება- შვილებზე ძალაუფლება აქვს მხოლოდ მამას. ძალაუფლება


წარმოიშობა:

1. კანონიერ ქორწინებაში შვილის დაბადებით

2. დაკანონებით- კანონიერი ქორწინების გარეშე დაბადებული შვილის კანონიერად


ცნობა (ძირითადად კონკუბინატის შედეგად დაბადებული ბავშვების შემთხვევაში ).
დაკანონება შეუძლებელი იყო ა) უკანონოდ დაბადებული ბავშვის მშობლების
დაქორწინებით, ბ) იმპერატორის რესკრიპტით, გ) შვილის მინიციპალიტეტის
სენატის (კურიის) წევრად ჩარიცხვით, ან ქალიშვილის გათხოვებით
მუნიციპალიტეტის წევრზე.

3. შვილად აყვანით- ორი სახისაა: ა) adrogatio (ადროგაციო)- თავისუფალი პირის


შვილად აყვანა. შვილად აყვანა ხდება პრინცეფსის ხელისუფლებით. ეკითხებიან
თანახმაა თუ არა რომ შვილად აიყვანონ ბ) adoptio (ადოფციო)- არათავისუფალი
პირის შვილად აყვანა. მაგისტრატის ხელისუფლებით შვილად აჰყავთ ის ვინც
მშობლების ხელისუფლებას ექვემდებარება. შვილად აყვანის აუცილებელი
პირობებია: ა) შვილად აყვანა შეუძლია მხოლოდ მამაკაცს ბ) შვილად ამყვანი არ
შეიძლება იყოს მამაზე დაქვემდებარებული. გ) შვილად ამყვანი, შვილად ასაყვანზე 18
წლით უფროსი უნდა ყოფილიყო. შვილად აყვანილი სხვა ოჯახის წევრების
თანასწორუფლებიანია.
მამის ძალაუფლება წყდება: 1) მამის გარდაცვალებით. 2) შვილის გარდაცვალებით.
3) ოჯახის მამის მიერ თავისუფლების ან მოქალაქეობის დაკარგვით (გადასახლებით ).
4) შვილის მიერ საპატიო თანამდებობის დაკავებით (მაგ: კონსული, პრეზესი). 5)
ემანსიპაციით (შვილის თანხმობით) - ემანსიპაცია შესაძლებელი იყო ა) იმპერატორის
რესკრიპტით, ბ) ოჯახის მამის განცხადებით. გ) ხანგრძლივი ფაქტორბივი
მდგომარეობით.

მეურვეობა- ცივილური სამართლის მიერ მინიჭებული და დაშვებული უფლება და


ხელისუფლება იმ თავისუფალი პირის დაცვისა, რომელსაც ასაკის გამო თავის დაცვა
არ შეუძლია (სერვიუსი). შესაძლოა ანდერძით მეურვეების დანიშვნა . მეურვეები
( tutores) არიან პირები, რომლებსაც ეს ძლაა და ხელისუფლება გააჩნიათ. ანდერძით
მეურვედ შეიძლებოდა დანიშნულიყო ოჯახის მამა, შვილი, მონა (გააზატების
შემდგომ, შეშლილი ან 25 წელს მიუღწეველი პირი (გამოჯანმრთელების ან 25 წლის
შესრულების შემდგომ). მეურვე ინიშნებოდა გარკვეული დროით ან პირობით . თუ პირს
მეურვე არ ენიშნებოდა ანდერძით მაშინ მეურვეები აგნატები გამოდიოდნენ . თუ პირს
არ ჰყავდა მეურვე მაშინ მას კონსული, პრეტორი, პლებსის ტრიბუნი ან პროვინციის
პრეზესი უნიშნავდა. მეურვეობა შეწყდებოდა: 1. სრულწლოვანების მიღწევისას (14/12
წ). 2. თუ არასრულწლოვანს ადროგაციოს გზით შვილად აიყვანდნენ. 3. პირობით
დანიშნული მეურვის შემთხვევაში- ამ პირობის დადგომით, ვადით დანიშნულის
შემთხვევაში- ვადის გასვლით. 4. მეურვის ან ობლის გარდაცვალების შემთხვევაში . 5.
თუ მეურვე დაკარგავს მოქალაქეობას ან თავისუფლებას. 5. თუ მეურვე არასანდრო
პირად იქნებოდა მიჩნეული. 1 პირს ორი მეურვე ვერ ეყოლებოდა.

მზრუნველობა- სრულწლოვან მამაკაცებს და სქესობრივად მომწიფებულ ქალებს,


სანამ მათ 25 წელი შეუსრულდებოდათ ეძლევათ მზრუნველები. მზრუნველებს ნიშნავენ
მაგისტრატები. ანდერძით მზრუნველი არ ინიშნებოდა, მაგრამ თუ ასეთი შემთხვევა
დაფიქსირდებოდა მაშინ იგი პრეტორის ან პრეზესის დეკრეტით უნდა
დამტკიცებულიყო. მზრუნველი ენიშნებოდათ შეშლილებს, მფლანგველებს, თუნდაც 25
წელს ზემოთ ყოფიიყვნენ. მათთვის მზრუნველს პრეტორი, პრეფექტი ან პროვინციის
პრეზესი ნიშნავდა, საკითხის წინასწარი გამოკვლევის შემდეგ. მზრუნველი
ენიშნებოდათ გონებასუსტებს, ყრუებს, მუნჯებს და ქრონიკული სენით დაავადებულებს .
მზრუნველი არასრულწლოვანს ენიშნებოდა იმ შემთხვევაში თუ მეურვე თავისი
მოვალეობის შესასრულებლად ვარგისი არ იყო.

You might also like