You are on page 1of 2

1.

სავალდებულო წილი რომის სამართალში


2. მემკვიდრეობის რიგები რომის სამრთლის განვიტარების სხვადასხვა პერიოდში

1. რომის სამართალში იცნობდნენ მემკვიდრეობაში სავალდებულო წილს. ამას ადგილი


ჰქონდა მაშინ, როდესაც მოანდერძე თავის ქონებას სურვილის მიხედვით უტოვებდა არა
კანონიერ მემკვიდრეებს, არამედ გარეშე პირებს. ასეთი ქმედება მორალურ
მოვალეობათა დარღვევად მიიჩნეოდა. სასამართლო ასეთ ანდერძს უკანონოდ თვლიდა
და აუქმებდა მას.

ცივილური სამართლით უახლოეს ნათესავებად ითვლებოდნენ აგნატები ანუ სისხლით


ნათესავები. პრეტორმა გააფართოვა უახლოეს ნათესავთა წრე. მან სავალდებულო
წილის მიღების უფლება ემანსიპირებულ შვილებსაც მიანიჭა . კლასიკურ ეპოქაში კიდევ
უფრო გაფართოვდა უახლოეს ნათესავთა წრე. მასში შედიოდნენ მოანდერძის აღმავალი
და დაღმავალი ხაზის ნათესავები, ასევე მოანდერძის ღვიძლი დები და ძმები . მაგრამ
უნდა ვთვვათ ის, რომ ეს უკანასკნელნი სავალდებულო წილს მხოლოდ იმ პირობით
მიიღებდნენ, თუ ანდერძში მემკვიდრედ დანიშნული იყო სახელგატეხილი პირი .
სავალდებულო წილის ოდენობა უდრიდა იმ წილის მეოთხედს, რაც უნდა მიეღო კანონით
მემკვიდრეობისას. იუსტინიანეს კოდექსით, თუ კანონიერი მემკვიდრეობითი პირი
ღებულობდა ქონების არანაკლებ მეოთხედს, სავალდებულო წილი შეადგენდა ამ წილის
1/3-ს. თუ კანონიერი მემკვიდრეობით პირი მიიღებდა მთელი ქონების ¼-ზე ნაკლებს,
სავალდებულო წილი იქნებოდა მისი ნახევარი.

იუსტინიანეს კოდექსი ითვალისწინებდა სავალდებულო წილის გაუქმებასაც , თუ


კანონიერი მემკვიდრე საფრთხეს უქმნიდა ანდერძის დამტოვებლის სიცოცხლეს , თუ
მოანდერძის ქალიშვილი 25 წლამდე ასაკში გათხოვდებოდა მამის ნებართვის გარეშე .

რომის სამართალი ასევე ითვალისწინებდა, ისეთ შემთხვევასაც, როცა ანდერძის


დამტოვებელმა დაუტოვა ანდერძი კანონიერ მემკვიდრეს, მაგრამ ძალზე მცირე
მოცულობით, არასრულად. ასეთ შემთხვევაში კანონიერ მემკვიდრეს შეეძლო სარჩელი
შეეტანა სასამართლოში სავალდებულო წილის მისაღებად.

2. პრეტორმა კანონით მემკვიდრეობის შემდეგი კატეგორიები დაადგინა :

ა) შვილები, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი მამის ძალაუფლებაში. დატოვებული


სამკვიდრო თანაბრად იყოფოდა შვილებზე. შვილის გარდაცვალების შემთხვევაში
გარდაცვლილი შვილის ადგილს შვილიშვილი იჭერდა.

ბ) გარდაცვლილის სისხლის ნათესავები, ასევე გვარის წევრები, რომლებიც ძველი


კანონების მიხედვით კანონიერ მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ისინი მემკვიდრეობას
ღებულობდნენ თუ არ იყვნენ პირველი რიგის მემკვიდრეები.
გ) გარდაცვლილის სხვა ნათესავები როგორც პირდაპირი, ისე გვერდითი ხაზისა მე -6
თაობის ჩათვლით. ისინი მემკვიდრეობას ღებულობდნენ მეორე რიგის მემკვიდრეების
არარსებობის შემთხვევაში.

დ) ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს სამკვიდრო ეძლეოდა, თუ სახეზე არ იყვნენ წინა სამი


რიგის მემკვიდრენი.

პრეტორის მიერ შემოღებული კანონმდებლობით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა


ის წესი, რომ თუ ერთი რიგის მემკვიდრე არ იღებდა მემკვიდრეობას , ქონება უპატრონოდ
კი არ ითლებოდა, არამედ მასზე პრეტენზიას აცხადებდა მომდევნო რიგის მემკვიდრე .

მე-2 საუკუნეში რომის სამართალმა შემოიღო ახალი წესი, რომლის მიხედვითაც შვილების
შემდეგ მემკვიდრეობაში უპირატესობა მიენიჭა დედას.

იმპერიის პერიოდში განისაზღვრა ბეითალმანი (უპატრონო) ქონების ბედი , რომელიც


სახელმწიფოს ხელში გადადიოდა.

მე-6 საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს ნოველებით განისაზღვრა კანონით მემკვიდრეთა


შემდეგი თანმიმდევრობა:

ა) ქონების დამტოვებლის მშობლები, ბებიები და ბაბუები ანუ დაღმავალი ხაზის სისხლის


ნათესავებს.

ბ) სამკვიდროს დამტოვებელის შვილები და შვილიშვილები და ა.შ ანუ აღმავალი ხაზის


სისხლის ნათესავები, დები, ძმები, მათი შვილები, არაღვიძლი და-ძმა, ანუ ერთი დედის ან
ერთი მამის შვილები, ან მათი შვილები.

გ) კოგნატები ანუ ნებისმიერი რანგის ნათესავები ამასთან, ახლო ნათესავები


უპირატესობით სარგებლობენ მემკვიდრეობის მიღებისას.

დ) ცოცხლად დარჩენილი მეუღლე, მას უფლება ჰქონდა მიეღო დარჩენილი ქონების ¼ თუ


იგი ღარიბი იყო.

მემკვიდრეობის უფლების განხილვისას აუცილებელია ვახსენოთ უპატრონო ქონების


საკითხს. ეს იყო როგორც ანდერძით, ისე კანონით გათვალისწინებული ქონება, რომელიც
არ მიიღო, უარი თქვა მემკვიდრემ. უძველესი რომაული სამართლით ასეთი ქონება
არავის ეკუთვნოდა, უპატრონოდ ითვლებოდა და მას შეიძ₾ებოდა დაპატრონებოდა
ნებისმიერ მსურველი, ხოლო დომინატის პერიოდიდან ასეთ ქონებას ეპატრონებოდა
საქალაქო კურია, ეკლესია ან კიდევ სხვა.

You might also like