You are on page 1of 12

შუალედური გამოცდის საკითხები რომის სამართლის საფუძვლებში

I. ღია ტესტები (1 ქულა):

1. როგორ ახასიათებდა გამოჩენილი რომაელი იურისტი და პოლიტიკოსი მარკუს


ტულიუს ციცრონი რომის სახელმწიფოს ადგილმდებარეობას მ. ტიბრის ნაპირზე
განლაგებით?
1. ხმელეთზე, რომელიც ადვილად უერთდება ზღვას (ტიბროსის მეშვეობით), თუმცა
არა უშუალოდ ზღვის ნაპირზე მდებარეობით, რაც, მისი აზრით, გარანტიაა იმისა,
რომ გარეშე მტრები უეცრად ვერ შესძლებენ ქალაქზე თავდასხმასა (მარტივი
განსახორციელებელია დანარჩენი ზღვისპირა სახელმწიფოების მიმართ);
2. გარდა ამისა, აღნიშნული გეოგრაფიული ფაქტორი ხელსაყრელია ზნეობრივი
კუთხითაც, ვინაიდან ზღვისპირა ქალაქებში უცხოური ელემენტი - უცხო ენებისა და
ჩვეულებები ადვილად ვერ შესძლებენ ქალაქში შემოღწევას და ზნეობის შერყვნას;
3. ამრიგად, ზღვისპირა პოლისის არსებობის პოლიტიკური შედეგი მდგომარეობს
არასტაბილურ წყობასა და ხელისუფლების ხშირ ცვლაში.

2. მხოლოდ ჩამოთვალეთ ის მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებდა ქრ. შობამდე 180


წელს მიღებული lex Villia annalis
ძველრომაული ვილიუსის კანონი, რომელიც ადგენდა:
1. თანამდებობის დაკავების იერარქიულ წესს. certus ordo
magistratuum, ან cursus honorum: ქვესტურა, კურულის ედილი,
პრეტურა და კონსულატი. კონსულის თანამდებობაზე არჩევა
მხოლოდ ამ საფეხურების თანმიმდევრული გავლით იყო
შესაძლებელი.
2. კარიერული კიბის უდაბლესი საფეხურის - ქვესტურის
დასაკავებლად, ირიბად ადგენდა ასაკობრივ ცენზსაც:
კანდიდატს ჯერ სამხედრო სამსახური უნდა გაევლო 10 წლის
განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ მოიპოვებდა არჩევის
უფლებას.
3. სავალდებულო წესით, განსაზღვრავდა, მინიმუმ, ორწლიან
შუალედს, ვიდრე მაგისტრატი გადადგებოდა ძველი
თანამდებობიდან და აირჩეოდა მეორე - უფრო მაღალ
თანამდებობაზე.
4. სამივე პუნქტი ერთ მიზანს ემსახურებოდა: არ დაეშვათ მაღალი
თანამდებობის პირებად - მაგისტრატებად ძალზედ ახალგაზრდა
და გამოუცდელი - შემთხვევითი ადამიანების არჩევა.
3. პრინციპატის ხანაში ვინ ირჩევდა magistratus maiores-ბს:
პრინციპატის ხანაში magistratus maiores-ბს სენატი ირჩევდა პრინცეპსის მიერ
შედგენილი სიიდან.
4. რა იყო in integrum restitutio-ის სამართლებრივი საფუძველი:
პრეტორი ზოგჯერ პირადად გამოიკვლევდა საქმეს და თუ დარწმუნდებოდა, რომ
მხარეს მოუვიდა ზარალი, ის აუქმებდა აქტებს და აღადგენდა პირვანდელ
მდგომარეობას.
5. როგორ განმარტავდა Gaius-ი Senatusconsultum-ის ცნებას?
სენატის დადგენილება არის ის, რაც სენატმა ბრძანა და დაადგინა. მას აქვს კანონის
ძალა,თუმცა ამის შესახებნ ბევრს დაობენ.
6. რესპუბლიკის პერიოდში ვინ იწვევდა სახალხო კრებებს?
რესპუბლიკის პერიოდში რომში სახალხო კრებებს მაგისტრატების ინიციატივით იწვევდნენ.
7. რას ნიშნავს დებულება: რომაული ოჯახი (familia) პატრიარქალური იყო, ანუ?
ოჯახს თავში ყველაზე უხუცესი წევრი ედგა, რომელსაც წინაპრების ტრადიციების
გაფრთხილება ევალებოდა და ოჯაცის სხვა წევრებიც მას უსიტყვოდ
ემორჩილებოდნენ.
8. დაასახელეთ ძველ რომში არსებული კანონების სახეები:
რომში არსებობდა 4 სახის კანონები: ედიქტები, რესკრიპტები, მანდატები და
დეკრეტები.
9. ცნობილი რომაელი ისტორიკოსი – ტიტუს ლივიუსი ამბობდა, რომ ეს
ერთდროულად არის რომის კერძო და საჯარო სამართლის წყარო. რომელ აქტს
გულისხმობდა რომაელი მეცნიერი?
XII დაფის კანონს.
10. ჩამოთვალეთ რომაული ჩვეულებრივი მაგისტრატურის ნიშნები:
ჩვეულებრივი მაგისტრატურის ნიშნებია: არჩევითობა, ვადიანობა, კოლეგიალობა და
ანგარიშვალდებულება.
11. რას ნიშნავდა Iurisdictio-ს ინსტიტუციური გამოყოფა consul-ის აღმასრულებელი
ხელისუფლებიდან?
პრეტორის თანამდებობის შემოღებით, რომელსაც მართლმსაჯულების ფუნქციაც
მიენიჭა. მართლმსაჯულება აღმასრულებელ ხელიუფლებას გამოეყო.
12. ჩამოთვალეთ ძველ რომში მონობიდან (servi) გააზატების (manumissio) ყველაზე
გავრცელებული წესები:
1- მონათმფლობელი საჯაროდ აცხადებდა,მაგისტრატის წინაშე,რომ მონას
ათავისუფლებდა.
2- მოქალაქეთა სიების შედგენისას,თუ ბატონი მონის სახლელს ჩაწერდა
3- გააზატების საშუალება იყო მონათმფლობლის ანდერძი.
13. როგორ განმარტავდა Gaius-ი lex-ის ცნებას?
Gaius lex-ის მიხედვით: ის რაც ბრძანა და დაადგინა რომის ხალხმა.
14. პრინციპატი არის:
რომში არსებული, რესპუბლიკური ორგანოებით შენიღბულ-შელამაზებული
მონარქიული მმართველობის ნაირსახეობა.
15. ჩამოთვალეთ რომაული სასამართლო პროცესის სახეები:
რომში არსებობდა ლეგისაქციური, ფორმალური და ექსტრაორდინალური
სასამართლოს სახეები.
16. პრეტორული formula-ს მეორე ელემენტი – intentio ნიშნავდა:
Intentio პრეტორული სამართლის ნაწილი იყო. მასში ჩამოყალიბებული იყო
მოსარჩელეს თხოვნა.
17. მაგისტრატების ედიქტებს (edictum magistratuum) ჰქონდა:
მაგისტრების მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული
კანონმქვედებარე აქტები, რომლებსაც ზოგადსავალდებულო ხასიათი ჰქონდათ.
18. Rex-ების ეპოქა იყო:
რექსების ეპოქა ( ქრ.შ. 753-510წწ) იყო ადრეული ტიპის პოლიტიკური
წამრმონაქმნი.
19. ჩამოთვალეთ ფორმულის შემადგენელი ელემენტები:
1- უდიცატიო - მოსამართლის უფლებით აღჭურვა
2- ინტენტიო - მოსარჩელეს პრეტენზია
3- ჩონდემნატიო - მოსამართლისათვის მითითების მიცემა
4- ემონსტრატიო - საქმის არსი
20. რამდენი და რა სტადიისგან შედგებოდა ძველრომაული კანონისმიერი სასარჩელო
სასამართლო პროცესი?
1. ინ იურე - ის წარმოადგენდა საბოლოო სტადიას. საქმე გადაწყვეტილად
ითვლებოდა, თუ მოპასუხე სარჩელს ცნობდა.
2. იუდიციუმ - ამ სტადიაზე ხდებოდა არსებული მასალის საფუძვლინიად შესწავლა
და გადაწყვეტილების მიღება.
21. განმარტეთ Constitutiones principium-ის ცნება და ჩამოთვალეთ სახეები:
იმპერატორის მიერ გამოცემული აქტები, რომლებსაც ჰქონდათ კანონის ძალა.
22. რამდენ ნაირსახეობად იყოფოდა რომაული მაგისტრატურა?
1 - ჩვეულებრივი; 2 - ექსტრაორდინალური
23. ჩამოთვალეთ persona (პირის) ძირითადი ნიშნები:
1- დედის ორგანიზმიდან გამოყოფა
2- ცოცხლად დაბადება
3- ადამიანის იერ-სახის ქონა
24. ძველ რომში მოსამართლე – iudex უნდა ყოფილიყო:
იუდეხ - მოსამართლე. იგი უნდა ყოფილიყო მაღალი ფენის წარმომადგენელი,
საზოგადოების ნდობით აღჭურვილი და გონიერი, სმართლიანი პიროვნება.
25. ვის ჰქონდა Lex-ის გამოცემის უფლება?
კანონების გამოცემის უფლება ქონდათ მაღალი თანამდებობის პურებს: კონსულს,
სენატს.
26. დაასახელეთ რექსების პერიოდში მოქმედი წარმომადგენლობითი მმართველობის
უმაღლესი ორგანო:
რექსების პერიოდში უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენდა -
სენატი
27. ჩამოთვალეთ Ratio nonscripta (დაუწერელი გონის) ის ელემენტები, რომლებიც
Consuetudo-ში იყო ასახული:
1 - რელიგიური წესრიგი; 2 - მართალი სამართალი; 3 - ჩვეულება; 4 - წინაპართა
ნაანდერძევი; 5 - პატიოსნობა.
28. რამდენი და რა სტატუსი იყო საჭირო, რომ სრული მოცულობით დადგენილიყო
Persona-ს უფლება- და ქმედუნარიანობა?
1 - თავისუფლება; 2 - მოქალაქეობა; 3 - საოჯახო სტატუსი.
29. ჩამოთვალეთ ძველრომაული ქორწინების ნამდვილობის პირობები:
1- ქორწინების უფლება
2- ნათესაური კავშირის არ ქონა
3- მექორწინეთა ასაკი; ქალი -12 ვაჟი -14
30. რას ნიშნავდა Sponsalia?
შპონსალია - ნიშნობა
31. ჩამოთვალეთ ძველრომაული ქორწინების შეწყვეტის სახეები:
1- ივორტიუმ - ქორწინების შეწყვეტა შეთანხმებით
2- ღუპუდიუმ - ქორწინების შეწყვეტა ცალმხრივად
32. ჩამოთვალეთ Dos (მზითევის) სახეები:
1- ოს პროფეცტიცია
2- ოს ადვენტიცია
33. განმარტეთ ძველრომაული Nuptiae-ს ორი ლეგალური დეფინიცია:
ქორწინება. ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის კავშირი, მთელი ცხოვრების
ერთანობა, ღვთიური და ადამიანური სამართლის ერთბა.
34. დაასახელეთ ძველრომაული ქორწინების სახეები და რიტუალები:
1- ქმრის ხელით (ცუმ მანუ მარიტი)
2- ქმრის ხელის გარეშე (სინე მანუ მარიტი)
35. რას ნიშნავდა tutela და cura?
Tutela - მზრუნველობა
Cura - მეურვეობა
36. რას ნიშნავდა adrogatio და adoptio?
Adorgatio -თავისუფალი პირის შვილად აყვანა
Adoptio- არათავისუფალი პირის შვილად აყვანა
37. განმარტეთ პრეტორული ფორმულის მესამე ელემენტის - demonstartio არსი:
Demonstratio - ფორმულის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ნაწილის
დემონსტრაცია. მასში სახელდებოდა ის ფაქტები და გარემოებები, რომლის
საფუძველზეც მოსარჩელის უფლებები და მოპასუხის ვალდებულებები
განისაზღვრება.
38. ჩამოთვალეთ adoptio წესით შვილადაყვანის ნამდვილობის პირობები:
Adoptio-ს ნამდვილობის პირობები: მაგისტრების ნებართვა, საჭირო იყო რომ
მშვილებელი 60 წლის ყოფილიყო და შვილი არ ჰყოლოდა.
39. დაასახელეთ ძველ რომში, პრინციპატის ხანაში დამკვიდრებული ტახტის
მემკვიდრეობის სახეები:
1) უნივერსალური - სინგულარული; 2) კანონოთ - ანდერძით.
40. ჩამოთვალეთ paterfamilias ხელისუფლების წარმოშობისა და შეწყვეტის გზები:
წარმოშობა: 1. კანონიერი ქორწინებით ვაჟიშვილის ან ქალიშვილის დაბადებით
2. დაკანონებით
3. შვილებით
შეწყვეტა: 1.გარდაცვალება
2. დაქვემდებარებული შვილის გარდაცვალება
3. მამის მიერ დანაშაულის ჩადენა
4. ხელქვეითის პირის მიერ სასულიერო ან საერო წოდების მიღება
5. ემანციპაცია
41. ვისთვის იყო დადგენილი cofaerrartio ქორწინების რიტუალი?
უძველესი პერიოდის რომში არსებობდა საზეიმო რელიგიური რიტუალი -
cofaerrartio, რომელსაც 10 ქურუმი აღასრულებდა და მხოლოდ პატრიციებისთვის
იყო ნებადართული. რიტუალის დროს საპარტაძლო და საქმრო წმინდა პურს
ტეხდნენ და ქურუმების მითიტებებს ასრულებდნენ.
42. მხოლოდ ჩამოთვალეთ Leges duodecim tabularum შექმნის მიზეზები და შედეგები:
შექმნის მიზეზი: რომაელი ხალხის განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობა.
შედეგი: დეცემვირების მიეცათ უმაღლესი ხელისუფლება, უფლებრივად
გათანაბრდნენ საუკეთესოები და ყველაზე ცუდები.
43. რას ნიშნავდა დებულება: რომაული ქორწინება იყო პატრილოკალური?
პატრილოკალლური ქორწინება ნიშნავს როდესაც ცოლი ქმრის ხელისუფლებას
ექვემდებარება.
44. ვის ჰქონდა magistratus maiores გადაწყვეტილებებზე veto (intercessio)-ს დადების
უფლება?
ვეტოს დადების უფლება ჰქონდა ტრიბუნატს
45. დაასახელეთ Civitas Romani პერიოდში მოქმედი კრებების სახეები:
Civitas romani პერიოდში იყო კურიის კრება და ცენტურიის კრება.
46. დაასახელეთ დიოკლეტიანეს მიერ გატარებული რეფორმები:
მოსახლეობის აღწერა, ადმინისტრაციული რეფორმა (იმპერიის 4 რეგიონად
დაყოფა), სამხედრო რეფორმა, ედიქტების გამოშვება მაქსიმალური ფასების შესახებ.
47. რა განსხვავებაა სახელმწიფოს წარმოშობის თალასოკრატიული გზა?
იმ სახელმწიფოს (ანტიკური, შუა საუკუნეების ან თანამედროვე ეპოქის) ქვესახეობაა,
რომლის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება და საქმიანობა,
მიწის ფონდის სიმწირის ან განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო,
ასე თუ ისე, დაკავშირებულია ზღვასთან, საზღვაო ნაოსნობასა და საზღვაო სივრცის
ან/და სანაპირო რეგიონების კონტროლთან. თალასოკრატიის ანტიპოდს ან,
ზოგიერთ შემთხვევაში, მის შედეგს თელუროკრატია, ანუ ვრცელ კონტინენტურ
სივრცეზე, რომელიც სახელმწიფოს ბირთვს წარმოადგენს, კონტროლის დამყარება
მიიჩნევა.

48. ჩამოთვალეთ ძველ რომში არსებული ტახტის მემკვიდრეობის წესები:


1. აგნატურ-კოგნატური პრიმოგენიტურა, რომელიც ტახტის
მემკვიდრეობის ავსტრიული სისტემით არის ცნობილი, ანუ ე.წ.
„პრაგმატული სანქცია“. მემკვდრედ, უპირატესად, სამეფო
სახლის მამრობითი ხაზის წარმომადგენელი მიიჩნევა. თუმცა,
ქალბატონის გამეფებაც არის შესაძლებელი, თუ დინასტიის
მამრობითი ხაზი ამოვარდება. ეს წესი ავსტრო-უნგრეთსა და
რუსეთში დამკვიდრდა.
2. კოგნატური პრიმოგენიტურა, რომელიც ტახტის მემკვიდრეობის
კასტილიური სისტემით არის ცნობილი. ქალბატონები არ
გამოირიცხებიან ტახტის მემკვდრეთა რიგიდან, თუმცა
გარდაცვლილი მონარქის ორივე სქესის მემკვიდრეთა არსებობის
შემთხვევაში, ტახტს მამრობითი სქესის მემკვიდრე იკავებს.
ხოლო, თუ სახეზე არ არის პირდაპირი ხაზის მამრობითი სქესის
მემკვიდრე, ქალბატონს ტახტის მემკვიდრეობის უპირატესი
უფლება ენიჭება, მამრობითი სქესის სხვა ნათესავების წინაშე -
ბიძები და ბიძაშვილები.
3. მატრილინეალური პრიმოგენიტურა - ანუ მხოლოდ ქალის
ხაზით ტახტის დაკავების უფლება - ევროპისთვის უცხოა. ამ
წესის მიხედვით, მამაკაცი მთლიანად მოკლებულია ტახტის
მემკვიდრეობის უფლებას.
4. პრიმოგენიტურა ანუ პირმშოობა - მონარქიულ სახელმწიფოებში
ტახტის მემკვიდეობის სისტემა პირმშოობის უფლებით.

49. დაასახელეთ ძველ რომში არსებული ნათესაური კავშირის ხაზები:


1. აგნატური ნათესაობა - ოჯაცის ყველა წევრი (ცოლი, შვილები,
შცილიშვილები, რძლები და ა.შ) ოჯახის მამრობითი სქესის
უფროსის ხელისუფლებაში იყო.
2. კოგნატური, ანუ სისხლით ნათესაობა - გარდა
ზემოჩამოთვლილი პირებისა, ოჯახის წინაპრებთან ნათესაური
კავშირით ყველაზე ახლოს მდგომი მამრობითი სქესის აგნატი
ნათესავიც მოიაზრებოდა.
50. რას ნიშნავს დებულება: Patria potestas და პატრიარქალური ოჯახი - familia - წმინდა
რომაული ინსტიტუტებია?
იუსტინიანემ თქვა: ‘ მამის ხელისუფლება, რომელიც ბავშვებზე გვაქვს, მხოლოდ
რომაელი მოქალაქეებისთვის არის დამახასიათებელი; რამეთ არ არსებობს სხვა
ხლახი, რომელსაც ისეთივე ხელისუფლება ჰქონდეს შვილებზე, როგორიც ჩვენ,
რომაელებს გვაქვს.’’
51. რის შესახებ ამბობდა რომაელი იურისტი ულპიანე: „არის საღვთო და ადამინური
საქმეების შეცნობა, მეცნიერება სამართლისა და სამართლიანობის შესახებ“?
იურისპრუტენცია
52. განმარტეთ, რას ნიშნავს რომის სამართლის რეცეფცია შუა საუკუნეების ევროპული
ცივილიზაციების სამართაგანვითარებაში?
შუა საუკუნეებში ევროპული ქვეყნების სამართალგანვითარებაში დიდი წვლილი
შეიტანა რომის სამართალმა.
53. რას გულისხმობდა ცნობილი რომაელი იურისტი ულპიანე, როცა ამბობდა: „ეს არის
უცვლელი და ურყევი ნება, თითოეულისათვის თავისი უფლების მიცემისა“?
თავისუფლებასა და თანასწორებას
54. ცნობილი რომაელი იურისტის ულპიანეს მოხდენილი განმარტებით, „...პატიოსნად
ცხოვრება, სხვისთვის ზიანის არმიყენება, თითოეულისათვის თავისის მიზღვა,
არის“:
სამართლიანობა
55. ცნობილი რომაელი იურისტის ულპიანეს აზრით, ეს „...არის სიკეთისა და
სამართლისანობის ხელოვნება“
სამართალი
56. ძველ რომში დომინატის ეპოქა არის:
დომინატის უფლება არის ახალი პოლიტიკური სისტემის ეპოქა. იმპერატორს
ჰქონდა აბსოლიტური ხელისუფლება.
(პრინცეფსი - მბრძანებელი, მოქალაქეები - ქვეშემდრომები)
57. ვინ განაგებდა პროვინციებს დიოკლეტიანეს რეფორმის შედეგად?
რექტორი - პროვინცია
58. ვინ განაგებდა დიოცეზებს დიოკლეტიანეს რეფორმის შედეგად?
ვიკარიუსი - დიოციზები
59. დაასახელეთ Consuetudo-ს ნამდვილობის აუცილებელ პირობები:
1. გარკვეული წესის ხანგრძლივად, უწყვეტად მოქმედება.
2. ხალხის სამართებრივი მრწამსი
3. არსებული კანონის შევსება.
60. Ius civile-ს მიხედვით, ჩამოთვალეთ მონობის (servi) ყველაზე გავრცელებული
წყაროები:
1- დაბადებით მონობა
2- სამხედრო ტყვეობა ან უბრალოდ ტყვედ ჩავარდნა
3- მონად გაყიდვა
4- მონად დასჯა
ყველაზე გავრცელებული იყო - სამხედრო ტყვეობა
61. რას ნიშნავდა ტეტრარქია დიოკლეტიანეს რეფორმის შედეგად?
ოთხთა მმართველობას
62. რამდენი სახის condemnatio არსებობდა და რა განსხვავება იყო მათ შორის?
განსაზღვრული condemnation-intentios-ში ფულის გარკვეული ოდენობა იყო
მითითებული განუსაზღვრელი ყბელა დანარჩენ შემთხვევაში.
63. თანდაპირველად, per lege agere-ს პროცესში, რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა
პროცესის წამგებ მხარეს?
ვალის გადახდა
64. ჩამოთცალეთ ყველა უფლება, რომელიც მინიჭებული ჰქონდათ latini prisci-ს
(უძველეს ლათინებს)
1. რომაელებთან ნებისმიერი სახის იუს ცივილე გარიგების დადება, ვაჭრობის
უფლება. 2. რომის ტერიტორიაზე დასასხლება. 3. რომის მოქალაქედ გახდომა. 4.
რომაელებთან ქორწინებაში შესვლა.
65. დაასახელეთ ის სოციალური კატეგორია, რომელიც რექსების ხანაში პატრიციების
მფარველობით სარგებლობდა, თუმცა აღარ არსებობდა რესპუბლიკის პერიოდში
ედიოლი
66. რას ნიშნავდა postliminium-ი და რა შედეგი მოყვებოდა მას?
პოსტლიმიუმი - სამხედრო სყვისათვის მოქალაქის უფლების დაბრუნება
განთავისუფლების შემდეგ. მისი შედეგია სამართლებრივი ნორმა, რომლის
თანახმადაც ქონება, მოწინააღმდეგის მიერ ომის დროს ხელშ ჩაგდებული, ბრუნდება
პირვანდელ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც იგი აღმოჩნდა იმ სახელმწიფოს ხელში,
რომელსაც იგი ადრე ეკუთვნოდა.
67. რა შეაფასება მისცა ელინისტური ხანის ისტორიკოსმა პოლიბიუსმა რომის
სახელმწიფოს რესპუბლიკის ხანაში?
სრულყოფილ სახელმწიფო წყობილებად შეიძლება ჩავთვალოთ ის წყობილება,
რომელშიც ყველა ფორმის თავისებურებაა გაერთიანებული.
68. რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პროცესის წამგებ მხარეს per formula agere-ს
პროცესის დროს?
შესაძლო ზიანით ზარალის ანალიზი
69. რას ნიშნავდა extra ordinem cognitio და ვინ წარმართავდა მას?
extra ordinem cognitio - ექსტრაორდინალური პროცესი, მართავდა იმპერატორი.
70. ვინ იყვნენ libertinus-ები და როგორი იყო მათი სტატუსი?
libertinus-ები იყვნენ გააზატებულნი (კანონიერი მონობიდან გათავისუფლებულნი)

II. რომაული იურიდიული ტერმინების განმარტება ქართულ ენაზე (2 ქულა):

1)consuetudo - ჩვეულებით სამართალი

სამოქალაქო ბრუნვაში მუდმივად გამოყენებულლ სამართლის ნორმას , რომელსაც


ხალხის რქმენას ეფუძნება ჩვეულებითი სამართლი ეწოდება.

2) persona sui iuris – შიდასაოჯახო სოციალურ სივრცეში ოჯახის უფროსი.


ოჯახის უფროსი საკუთარ ხელისუფლებასა და უფლებას მორჩილდება, იმავდროულად
საკუთარი თვის ბატონ-პატრონი და დამოუკიდებელი პიროვნება იყო .

3) interdictum – მოდავე მხარეების მიმართ, პრეტორის აღმასრულებელი ხელისუფლების


ფარგლებში გამოცემული უპირობო და კატეგორიული ბრძანებაა. სულ 4 სახეა: 1 - მარტივი
და რთული; 2 - აღმდგენი; 3 - წარმდგენი; 4 - ამკრძალავი.

4) rex - რექსი.
რექსი უზეანესი სამხედრო და პოლიტიკური ბელადი იყო, რომელიც, ხალხის სურვილის
არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეთა საკრალური წარმომადგენლის ფუნქციასაც
ასრულებდა.

5) manumissio inter amicos – მონის გააზატება ბატონის მეგობრების თანასწორებით.


გააზატების შესახებ გადაწყვეტილებას, ზეპირი ან წერილობითი ფორმით აცხადებდნენ,
რათა აღნიშნული აქტი ყრუ-მუნჯებისთვისაც გასაგები ყოფილიყო. როდესაც ბატონის
მეგობრები, ერთდროულად გააზატების პროცესის პირდაპირი მოწმეებიც იყვნენ და აზატის
უფლებების გარანტირებადაც გამოდიოდნენ.

6) Senatusconsultum – სენატუსკნსულტი
სენატის გადაწყვეტილება/დადგენილება. ხალხის მონაწილეობის გარეშე მიიღებოდა.
სენატის დადგენილება არის ის, რაც სენატმა ბრძანა და დაადგინა, მას აქვს კანონის ძალა ,
თუმცა ამის შესახებ ბევრს დაობდნენ.
7) comitia centuriata – ცენტურიის სახალხო კრება.
სერვიუს ტიტულიუსის მიერ გატარებული რეფორმების თანახმად, მოსახლეობა ქონებრივი
ცენზოს მიხედვით ახალ სამხედრო-ადმინისტრაციულ და ფისკალურ ერთდროულად
დაყოფას დაექვემდაბარა და ახალი სახის კრებაც დაარსა. სწორედ ეს იყო COMITIA
CENTURIATA.

8) colonus - კოლონი
მიწაზე მიმაგრებული გლეხობა. მიწაზე მიმაგრების პროცესი, თავდაპირველად, მხოლოდ
იმპერატორის მიწაზე მონების, გააზატებულების და მოიჯარეთა შრომის გამოყენებას
ითვალისწინებდა. შემდეგ, სრული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ამ პროცესმა
საყოველთაო ხასიათი შეიძინა.

9) Plebiscitum – საერთო სახალხო კენჭისყრის ნაირსახეობა, იგივეა რაც, რეფერენდუმი .

10) per lege agere – კანონის მიერ სასამართლო პროცესი ნიშნავდა სასამართლოში
სარჩელის წარდგენას ზუსტად განსაზღვრული, გარკვეული სიტყვით, როდესაც სარჩელი იმ
კერძო კანონის სიტყვების შესაბამისად იყო შექმნილი.

11) capitis deminutio media - თავისუფლების ნახევრად დაკარგვა.

12) Constitutiones principium - იმპერატორების კონსტიტუციები. პრინცეფსის


გადაწყვეტილებას კანონის ძალა აქვს, რადგან ხახლი მთელ ხელისუფლებას იმპერატორს
გადასცემს. არსებობს 3 სახის იმპერატორის კონსტიტუციები: დიცტა, ეცრეტა , ღესცრიპტა .

13) scrinia – იმპერატორის პირადი კანცელარიის ძირითადი ფუნქციები იყო; იმპერატორის


სახელით ოფიციალური მიმოწერა, ქონების განკარგვა და ა.შ.

14) Edictum magistratuum - მაგისტრატების ედიქტები. უმაღლესი სამხედრო და საჯარო


ხელისუფლების მქონე რომაელ მაგისტრატებს, ქცევის წესების დადგენა და გამოცემა
ედიქტების სახით შეეძლოთ. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქრ. შბამდე მე-2 საუკუნეში
ლეხ ებუტიას გამოცემით შეეძინათ.

15) cooptatio - არჩვა???

16) intentio – ფორმალური პროცესის ძირითადი ნაწილი. მასში ჩამოყალიბებული იყო


მოსარჩელეს მოთხოვნა. ეს ნაწილი იწყებოდა სიტყვებით: ‘’ თუ გაირკვა რომ... ‘’

17) Nuptiae – ქორწინება. არსებობდა 2 სახის; სრულუფლებიანი და არასრულუფლებიანი.


სრულუფლებიანი - რომაელების (მოქალაქეების) ქორწინება; ის თავის მხრივ 2 ნაწილად
იყოფოდა: 1) თუ ცოლი ქმრის ხელისუფლებაში გადადიოდა და 2) მამის ან მამისეული ოჯახის
დაქვემდებარებაში რჩება.

18) lex – პოზიტიური სმართლის უზენაესი და ყველაზე სრულფყოფილი ფორმის კანონი. ის


დადგენილი და დამტკიცებული უნდა ყოფილიყო რომაელი ხალხის წარმომდგენი სახალხო
კრების მიერ.
19) demonstratio –ჩვენება. საპროცესო ფორმულის ნაწილი, რომნელიც გადმოსცემს
სასარჩელო მოთხოვნის არსს.

20) sponsalia – ნიშნობა. ტრადიციულად, ქორწინებამდე იმართებოდა ნიშნობა.


თავდაპირვბელად, ნიშნობა თითოეული დასაქორწინებელი პირის ოჯაცის უფროსების
შეთანხმებით ხდებობდა, მოგვიანებით კი, თავად მექორწინეთა თანხმობით .

21) confarreatio – უძველესი პერიოდის რომში არსებობდა საზეიმო რელიგიური რიტუალი -


ცონფარრეარტიო, რომელსაც 10 ქურუმი აღასრულებდა და მხოლოდ პატრიციებისთვის იყო
ნებადართული. რიტუალის დროს საპარტაძლო და საქმრო წმინდა პურს ტეხდნენ და
ქურუმების მითითებებს ასრულებდნენ.

22) tutela et cura –


მზრუნველობდა და მეურვეობა. თუტელა (მზრუნველობა)
არასრულწლოვანებსა და ქალებზე წესდებოდა, ხოლო ცურა (მეურვეობა ) სულით
ავადმყოფებზე :P , მფლანგველებზე, მცირემწლოვანებზე, ავადმყოფებზე, ზოგჯერ
არასრულწლოვანებზეც (იმპერიის პერიოდამდე).

23) divortium – განქორწინება ორმხრივი ნებით. ქორწინების შეწყვეტის 3 კანონიერი


საფუძველი: განქორწინება; ერთ-ერთ მეუღლის გარდაცვალება და ერთ-ერთი მეუღლის
მიერ თავისუფლების დაკარგვა. განქორწინება გაცხადება ხდებობდა ავგუსტუსის კანონით
ლეხ იულია დე ადულტერიის. აღნიშნული კანონი განქორწინებას მხოლოდ ცოლის
ღალატის შემთხვევაშ ითვალისწინებდა. >:/

24) adrogatio et adoptio - რომში შვილად აყვანის 2 სახე არსებობდა: 1) ადოპტიო -


არათავისუფალი პირის შვილად აყვანა და 2) ადროგატიო - თავისუფალი პირის შვილად
აყვანა. გაიუსის თანახმად, ადროგატიოთი პრინცეფსისა და მაგისტარტის ნებართვით
მშობლის ხელისუფლებაშ მყოფი პირების შვილება ხდებოდა.

25) dos – მზითვები თუ მზითვევი? ქორწინების დროს მზითვები როგორც ქმრისათვის


გადაცემული ქონება, განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმით რეგულირდებოდა .
ცოლის ქონების მართვის უფლება ქმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა , თუ ამას თავად
ცოლი გადასცემდა.

26) manumissio vindicta – ???

27) ius gentium – ხალხის/ხალხთა სამართალი. სამართალი, რომლიც შეიქმნა სასამართლო


პრაქტიკით უცხოტომელთა შორის არსებულ დავებში ან რომაელებსა და უცხოელთა შორის
დავაში.

28) condemnatio – მოსამართლეს ანიჭებდა მოპასუხის დასჯის ან გამართლების


უფლებამოსილებას.

29) postliminium – სამხედრო ტყვისათვის მოქალაქეობის უფლების დაბრუნება


განთავისუფლების შემდეგ.

30) dos profecticia – როდესაც მზითვევს მამა აძლევს ქალიშვილს.

31) in integrum restitutio – რესტიტუცია - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.


რესტიტუციის საფუძველი იყო: ქმედებით ან დაუდევრობით მიყენებული ქონებრივი ან
არაქონებრივი ზიანი. გულისხმობდა: ასაკის დაუცველობას, შეცდომის არსებობას ,
დროულობის დაცვას, ბოროტი განზრახვის გამორიცხვას, შემთხვევითობას , ადგილზე არ
ყოფნის გამორიცხვას, ხშირად ჩადენის გამორიცხვას.

32) per formula agere – ფორმალური პროცესი.


ქრ. შობამდე მე-2 საუკუნის მე-3 მეოთხედში დადგინდა სასამართლო პროცესის ახალი სახე
- ფორმულით ანუ დადგენილი სიტყვებით. ის სასამართლო პროცესის საკანონმდებლო ბაზას
ქმნიდა.

33) principatus – რესპუბლიკური ორგანოებით და თანამდებობების პირებით ‘’ შენიღბულ-


შელამაზებული’’ მმართველობის ფორმა, ადრეულ რომის იმპერიაში.

34) repudium – ქორწინების პირობის დარღვევა/გაუქმება (ცალმხრივად)

35) libertinus - გააზატებული. გააზატებულნი არიან ის პირები, რომლებიც კანონიერი


მონობიდან განთავისუფლდნენ.

You might also like