You are on page 1of 23

დასკვნითი გამოცდის საკითხები რომის სამართალში

I ღია ტესტები - 1 ქულა:

1. მხოლოდ ჩამოთვალეთ ძველრომაული სასამართლო პროცესის სახეები:

Lege agere - კანონისმიერი პროცესი

Per formulas agere - ფორმულარული პროცესი

Extra ordinem cognitio - ექსტრაორდინალური პროცესი

2. რას ნიშნავდა პრეტორული ფორმულის მესამე ელემენტი - demonstratio?

Demonstratio-ში ჩამოყალიბებული იყო საქმის არსი, ჰიპოთეზა. ის იწყებოდა კავშირით


„ვინაიდან“ და სახელდებოდა ის ფაქტები და გარმოებანი, რომელთა საფუძველზე
განისაზღვრებოდა მოსარჩელის უფლებები და მოპასუხის მოვალეობები.

სლაიდი 99

3. ჩამოთვალეთ dos დადგენის ხერხები.

Dotis promissio - სტიპულაციური ფორმით, ქმრისათვის მზითევის დაპირება.

Dotis dictio - ცალმხრივი სიტყვიერი ვალდებულების განსაკუთრებული ფორმა, რომლითაც


განმცხადებელი, საქმროს წინაშე, კისრულობდა ვალდებულებას შემდეგი ფორმულის
წარმოთქმით - მზითვებად გადმოგეცემა და სამზითვო ობიექტებს ასახელებდა.

Dotis datio - რეალური შეთანხმება იყო. თუ ქორწინება არ მოხდებოდა, მაშინ ქმარს


პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

სლაიდი 201

4. Ulpianus-ის მიხედვით, დაასახელეთ საკუთრების უფლების წარმოშობის გზები.

mancipatio,

traditio,

in iure cessio,

adiudicatio,

lege. სლაიდი 268


5. რას ნიშნავს ager vectigalis?

იჯარა.

იტალიის ქალაქებში სახელმწიფო და ქურუმები საკუთარ ნაკვეთებს იჯარით გადასცემდნენ,


მისი მთავარი პირობა იყო საიჯარო გადასახადის დროულად და უპირობოდ გადახდა. ის იყო
გრძელვადიანი და მემკვიდრეობით გადაცემადი.

სლაიდი 324

6. მხოლოდ ჩამოთვალეთ possessio-ს დაცვის საშუალებები:

ინტერდიქტები, ადმინისტრაციული და საპოლიციო ღონისძიებები

7. განმარტეთ ფლორენტინუსისეული legatum-იმ ცნება.

“ლეგატი არის მემკვიდრეობის შემცირება, რითაც მოანდერძეს სურს, მესამე პირს დაგდასცეს,
იმ ქონების ნაწილი, რასაც მემკვიდრე მთლიანად მიიღებს“

სლაიდი 355

8. ჩამოთავლეთ servitutem-ის სახეები.

სასოფლო-საადგილმამულო

სამეურნეო

საქალაქო-საადგილმამულო

პირადი

სლაიდი 306-307

9. რა სახის contractus-ი იყო depositum?

Depositum შენახვის ხელშეკრულება იყო. მის მიხედვით, უხრწნელი, მოძრავი ნივთი სხვა პირს
შესანახად გადაეცემოდა. ის იყო უსასყიდლო და ეფუძნებოდა მეგობრობას.

სლაიდი 455-456

10. განმარტეთ obligatio (ვალდებულების) ძველრომაული დეფინიცია.


ვალდებულება არის სამართლებრივი ბორკილი, რომლის ძალით, ჩვენ იძულებულნი ვართ,
რაიმე შევასრულოთ, ჩვენი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად

სლაიდი 368

11. რა ძირითადი ნიშნით ხასიათდებოდა ძველრომაული adgnatus ნათესაობა?

ოჯახის ყველა წევრი (ცოლი, შვილები, შვილიშვილები, რძლები და ა.შ.) ოჯახის მამრობითი
სქესის უფროსის ხელისუფლებაში შედიოდა;

სლაიდი 181

12. რატომ შეიქმნა Leges duodecim tabularum?

1. არ იყო საყოველთაო იურიდიული ძალის მქონე დაწერილი აქტი;

2. მიმდინარეობდა patricii და plebs შორის შეურიგებელი დაპირისპირება უფლებრივი


თანასწორობის გამო;

3. უნდა აღმოფხვრილიყო privillegium.

სლაიდი 20
13. ჩამოთვალეთ ძველრომაული მზითევის სახეები.

Dos profecticia - ოჯახის უფროსისგან მიღებულუ მზითევი;

dos adventicia - მესამე პირისგან მიღებული მზითევი;

14. განმარტეთ successio ex testamento (testamentaria) ცნება და დაასახელეთ მისი სახეები.

ანდერძი იყო, პირის ნების სამართლებრივად დადგენილი და საზეიმო ფორმით შედგენილი,


უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომელსაც, ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, სავალდებულო
ძალა მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ენიჭებოდა. successio ex testamento კი იყო
ანდერძით მემკვიდრეობა. ანდერძის არსებობის შემთხვევაში მამკვიდრებლის
გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება მარტივად და უბრალოდ კი არ გასხვისდებოდა, არამედ
მოანდერძე, თავის მაგივრად, სხვა პირს ასახელებდა, რომელიც მისი ამქვეყნად არყოფნისასა,
მას შეცვლიდა.

სლაიდი 349

მისი სახეები იყო:

testamentum per aes et libram (ლიბრალური აქტით),

testamentum in procinctu (ჯარის წინაშე),


საჯარო ანდერძი comitia calata-ს წინაშე

15. რას ნიშნავს per universitatem (in universum ius) და რა შედეგი მოჰყვება მას?

per universitatem (in universum ius) ნიშნავს უნივერსალურ მონაცვლეობას , როცა წინამორბედი
პირის სამართლებრივი ვითარება მთლიანად სხვა პირზე გადადიოდა.

სლაიდი 329
16. განმარტეთ ძველრომაული საკუთრების უფლება.

ეს არის სრული, აბსოლუტური და აბსტრაქტული უფლება.

17. Gaius-ის მიხედვით, ius civile საკუთრების უფლების წარმოშობის რა გზებს ცნობდა?

Mancipatio;

in iure cessio;

usucapio (მფლობელობითი ხანდაზმულობის ვადით).

(სლაიდი 267)

18. დაასახელეთ re (რეალური ხელშეკრულების) ძირითადი პირობები.

1. მხარეთა შეთანხმება;

2. ხელშეკრულების ობიექტად ქცეული ობიექტის მეორე მხარისთვის გადაცემა.

სლაიდი 440
19. კერძო სამართლის სისტემის დანაწესებით დაცულობის მიხედვით, დაასახელეთ
ძველრომაული obligatio-ს სახეები.

1. obligationes civiles (ცივილური ვალდებულება);

2. obligationes honorariae (პრეტორული ვალდებულება);

3. obligationes naturales (ნატურალური ვალდებულება).

სლაიდი 378
20. რას ნიშნავს superficium soli? (1 ქულა)

სუპერფიციუმი სხვისი მიწით, ასევე მასზე აგებული შენობით სარგებლობის უფლებას


ნიშნავს. მოსარგებლე სუპერფიციუმით სარგებლობისას იხდიდა გადასახადს, იგივე
სოლარიუმს. აღსანიშნავია, რომ ამ მიწაზე არსებული ნათესი, ნარგავი, ნაშენები მიჰყვება ამ
მიწას, ხოლო აგებული შენობა მაინც რჩება მესაკუთრეს.

21. დაასახელეთ ძველრომაული iustum matrimonium (სრულუფლებიანი ქორწინების) სახეები.


matrimonium cum manu mariti - ქმრის ხელით

Matrimonium sine manu mariti - ქმრის ხელის გარეშე.

22. ვინ და რა მიზნით ადგენდა dos profecticia-ს?

მზითვის ეს სახეობა ქალს საკუთარი paterfamilias-სგან ეძლეოდა. მიზანი?????

23. მხოლოდ ჩამოთვალეთ ძველრომაული საკუთრების უფლების თავდაპირველი შეძენის


გზები:

Occupatio

Thesaurus

Specificatio

24. რას ნიშნავს emphyteusis?

ემფიტევზისი არის სხვისი მიწის ნაკვეთით (გამონაკლის შემთხვევაში - ნაგებობით)


სარგებლობისა და ამ ნაკვეთიდან ნაყოფის მიღების სრული სამემკვიდრეო და გასხვისებადი
სანივთო უფლება.

სლაიდი 323

25. განმარტეთ usufructus-ის ცნება.

სხვისი ნივთით სარგებლობის ყველაზე გავრცელებული უფლება იყო.

პირს, რომელსაც ასეთი უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული, უზუფრუქტუარი


ეწოდებოდა; მას შეეძლო ნივთით სარგებლობაც (uti) და მისი ნაყოფითაც (frui), ოღონდ ნივთი
არ უნდა დაეზიანებინა და არც მისი ნაყოფით სარგებლობის უფლება დაერღვია (ანუ მისი
სამეურნეო დანიშნულება შეელახა)

სლაიდი 312

26. განმარტეთ legatum-ის მოდესტინუსისეული დეფინიცია:

„ლეგატი არის ანდერძით ჩუქება“

სლაიდი 354

27. დაასახელეთ actio bona fides-ით დაცული contractus-ის სახეები.

Fiducia,

commodatum,

depositum,

emptio-venditio,

mandatum,

societas

28. ჩამოთვალეთ ძველრომაული obligatio (ვალდებულების) შესრულების საშუალებები.

Solutio, novatio, intercessio, cessio, compensatio, confusio

29. რა სახის contractus-ი იყო societas?

Societas - ამხანაგობის ხელშეკრულება

ის იყო კონსესუალური კონტრაქტი, რომლის მიხედვით, ორი ან მეტი მონაწილე,


ურთიერთვალდებულებას იღებდა, ქონების ან სამუშაოს გაერთიანების გზით, ეწარმოებინათ
ერთიანი საქმე და ერთმანეთში გაენაწინალებინათ მოგება და განცდილი დანაკლისი.

სლაიდი 508
30. რა მოთხოვნას უყენებდა რომის მემკვიდრეობითი სამართალი heredes sui et necessarii-ს?

მათ ჰქონდათ უფლება მიეღოთ სამკვიდრო, მაგრამ არ შეეძლოთ მემკვიდრეობის მიღებაზე


უარის თქმა.

31. რას ნიშნავდა პრეტორული ფორმულის მეორე ელემენტი - intentio?

Intentio-ში (ინტენცია) ჩამოყალიბებული იყო მოსარჩელეს მოთხოვნა, ანუ პრეტენზია


(desiderium suum); ეს ნაწილი იწყება სიტყვებით: „თუ გაირკვა, (დადასტურდა) რომ...“ და
დასახელებული იყო ის უფლება, რომელსაც მოსარჩელეს მოთხოვნა ეფუძნება

32. ჩამოთვალეთ ძველრომაული საკუთრების უფლების სახეები.

Dominium ex iure Quiritium (კვირიტული, ცივილური საკუთრების უფლება)

პერეგრინების საკუთრება

პროვინციული საკუთრების უფლება

Res sua in bonis (ბონიტარული ანუ პრეტორული საკუთრების უფლება)

სლაიდი 278-281

33. განმარტეთ usucapio-ს ცნება და მხოლოდ დაასახელეთ მისი ნამდვილობის პირობები.

usucapio - შეძენა მფლობელობითი ხანდაზმულობის ვადით

პირის ნივთზე საკუთრების უფლებას მაშინაც იძენდა, თუ იგი, გარკვეული დროის


განმავლობაში და გარკვეული პირობების დაცვით, ფლობდა აღნიშნულ ნივთს.

სლაიდი 283

ნამდვილობის პირობები:

1. Possessio - უწყვეტად ფლობა

2. Tempus - დრო

3. მფლობელობა უნდა ყოფილიყო iusta causa-ზე (ანუ სამართლებრივ საფუძველზე)


დამყარებული.

4. bona fides პრინციპი

სლაიდი 284-285
34. ვინ და რა საშუალებით იცავდა პერეგრინების საკუთრების უფლებას?
პრეტორის განსაკუთრებული სარჩელით რომელიც ფიქციას შეიცავდა

სლაიდი 279
35. რას ნიშნავს in singulas res?

სინგულარული მონაცვლეობა

როცა მემკვიდრეობის სუბიექტი იძენდა მხოლოდ იმ უფლებების ნაწილს, რომელიც მანამდე


მის წინაბორბედს ეკუთვნოდა.

სლაიდი 329

36. რა მიზანს ემსახურებოდა lex Falcidia-ს მიღება?

lex Falcidia -თი (ფალციდიუსის კანონი), დადგინდა: ნებისმიერ შემთხვევაში, სამკვიდრო


მასიდან აქტივების ¼ მაინც, - ანუ, ე.წ. ფალციდიური მეოთხედის წილი, მემვიდრეს უნდა
დარჩენოდა. ამ კანონით, ლეგატარიუსის მოთხოვნათა ობიექტი, მხოლოდ ლეგატის
გარკვეული ნაწილიღა იყო.

37. დაასახელეთ Gaius-ის მიერ დადგენილი obligatio-ს წყაროები.

საკონტრაქტო ვალდებულება

დელიქტური ვალდებულება

წიგნი გვ.369

38. განმარტეთ ძველრომაული contractus-ის ლეგალური დეფინიცია.

ეს არის ცივილური სარჩელით დაცული ვალდებულებითი ხასიათის ხელშეკრულება,


რომელიც მხარეთა (კონტრაჰენტთა) შორის ორმხრივად ან ცალმხრივად წარმოშობდა
უფლებებსა და მოვალეობებს.
39. რა სახის contractus-ია mandatum-ი?

Mandatum (დავალების ხელშეკრულება) – უსასყიდლო კონსესუალური კონტრაქტია, რომლის


მეშვეობით, dominus negotii (მარწმუნებელი, პრინციპალი), procurator-ს (რწმუნებულს,
პროკურატორს) რაიმე მოქმედების შესრულებას ან გარიგების დადებას ავალებდა, საკუთარი
ან მესამე პირის ინტერესების შესაბამისად
სლაიდი 499
40. ჩამოთვალეთ emptio-venditio-ს ნამდვილობის სამი სავალდებულო პირობა?

1) მხარეთა შეთანხმება - conventio;

2) ხელშეკრულების საგანი (ნივთი - res (merx)) და

3) ფასი - pretium.

სლაიდი 480

41.განმარტეთ ძველრომაული საკუთრების უფლების შინაარსი.

სრული, აბსოლუტური, აბსტრაქტული უფლება, რომელიც შეიცავს ოთხ ელემენტს: uti, frui, habere,
posidere.

42. დაასახელეთ communio (condominium) (თანასაკუთრების) წარმოშობის გზები.

ნებაყოფლობითი და შემთხვევითი

დამატება
სლაიდი 265

43. მხოლოდ ჩამოთვალეთ ძველრომაული საკუთრების უფლების აღმნიშვნელი ტერმინები.

dominium,

proprietas,

bona,

patrimonium,

familia,

pecunia.

სლაიდი 226

44. მემკვიდრეობის რამდენი gradus (რიგი) განისაზღვრა 543 წლის 118 Novellae Iustiniani-თი?
4 რიგი.

სლაიდი 348

45. რას ამბობდა Digesta-ში Ulpianus-ი fideicommissum-ის შესახებ?

ლეგატი და ფიდეიკომისი ყოველმხრივ უთანაბრდებოდა ერთმანეთს, ფაქტობრივად,


გაიგივდა.

46. დაასახელეთ delictum privatum-ის სახეები:

damnum iniuria datum,

iniuria,

rapina,

furtum

47. რა სტატუსი ჰქონდა postumus-ს რომის მემკვიდრეობით სამართალში?

რომის სამართალმა დაადგინა, რომ მამის გარდაცვალებიდან, მთვარის კალენდრის


მიხედვით, ათი თვის განმავლობაში დაბადებული ბავშვი (postumus), მამის - მამკვიდრებლის
(de ciuis) მემკვიდრე ხდებოდა

48. ჩამოთვალეთ ძველრომაული obligatio (ვალდებულების) შინაარსის ელემენტები.

Dare

Facere

Praestare

სლაიდი 382

Oportere მგონი არ იყო ელემენტი

49. მხოლოდ ჩამოთვალეთ delicta privatae-ს 4 აუცილებელი ნიშანი.

მართლსაწინააღმდეგო ქმედება,

ბრალი,

მიყენებული ზიანის ანაზღაურება,

სამაგიეროს მიზღვა
50. მხოლოდ ჩამოთვალეთ რომის სამართალში მოქმედი, საკუთრების უფლების შეწყვეტის
გზები.

1) ნივთის განადგურება;

2) მისი ამოღება ბრუნვიდან;

3) მესაკუთრის გარდაცვალება;

4) მესაკუთრის მიერ ნივთზე უარის თქმა.

II. ლათინური ტერმინების ქართულ ენაზე განმარტება - 2 ქულა:

1) res mancipi;

მანციპირებადი ნივთები, ისეთი ნივთები, რომელიბიც მანციპაციის აქტს ექვემდებარებოდნენ


და, მხოლოდ ამ წესის დაცვით, დაიშვებოდა მათი შეძენა-გასხვისება. ეს იყო უძველესი
რიტუალი, რომლის დროს იყენებდნენ სპილენძის ნატეხსა და სასწორს. ასეთი ნივთების
შემძენი მხოლოდ რომის მოქალაქე შეიძლება ყოფილიყო და აღნიშნული გზით,
წარმოშობილი საკუთრების უფლება მხოლოდ რომაულ საკუთრების უფლებას
გულისხმობდა.

2) manumissio testamentaria;

მონის გააზატება ანდერძის საფუძველზე, რომელიც თავდაპირველად კომიციებში


მტკიცდებოდა ან ბრძოლისათვის მზადმყოფი ჯარის წინაშე წარმოითქმებოდა.

3) obligatio ex delicto;

ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი - დელიქტური ვალდებულება, ის არის ვალდებულების


ერთ-ერთი წყარო.

4) sine manu mariti;

ქორწინება ქმრის ხელის გარეშე, ანუ როცა ქალი საკუთარი მამის ხელისუფლებასი რჩებოდა
და ქმრის ხელისუფლებას არ ექვემდებარებოდა.

5) possessio et detentio;

რომაელები განასხვავებდნენ: 1. possessio civitae (სატიტულო (რომელსაც წინ უძღოდა iusta


causa) მფლობელობას და 2. უტიტულო მფლობელობას, რომელსაც ეწოდებოდა ბუნებრივი
მფლობელობა (possessio naturalis), ანუ ჭერა (detentio).
სლაიდი 297

6) sponsalia;

ნიშნობა, რომელიც არის მომავალი ქორწინების წინასწარი დათქმა და ორმხრივი დაპირება

7) locatio-conductio rei;

ნივთების იჯარა, ამ ხელშეკრულების თანახმმად, მეიჯარე უძრავი ან არამოხმარებითი მოძრავი


ქონებით სარგებლობის უფლებას, მოიჯარე პირს უთმობდა. მიწის ნაკვეთის მოიჯარეს - კოლონი,
ხოლო საცხოვრებელი სახლების მოიჯარეს - ინკვილინუსი ეწოდებოდა.

სლაიდი523

8) tutela et cura;

მზრუნველობა და მეურვეობა. tutela არასრულწლოვნებსა და ქალებზე წესდებოდა, ხოლო cura


სულით ავადმყოფებზე, მფლანგველებზე,მცირეწლოვნებსზე, ავადმყოფებსა და ზოგჯერ
არასრულწლოვნებზე.

9) adoptio et adrogatio;

როგორც იუსტინიანეს დიგესტებიდან ირკვევა, რომში შვილად აყვანის ორი სახე არსებობდა:
1. adoptio (სხვის ხელისუფლებაში მყოფი, არათავისუფალი პირის შვილად აყვანა)

2. adrogatio (თავისუფალი პირის შვილად აყვანის უძველესი წესი).

10) societas;

Societas - ამხანაგობის ხელშეკრულება

ის იყო კონსესუალური კონტრაქტი, რომლის მიხედვით, ორი ან მეტი მონაწილე,


ურთიერთვალდებულებას იღებდა, ქონების ან სამუშაოს გაერთიანების გზით, ეწარმოებინათ
ერთიანი საქმე და ერთმანეთში გაენაწინალებინათ მოგება და განცდილი დანაკლისი.

11) legatum;

საანდერძო დანაკისრი. ანდერძის ძალით, მოანდერძეს, სამკვიდროდან ცალკეული ნივთების,


მესამე პირებისათვის გადაცემაც შეეძლო.

12) dare-facere-praestare (oportere);

obligatio-ის შინაარსის ელემენტები:

1) გადაცემა (dare) ნიშნავს: რაიმე ნივთის მესაკუთრედ ქცევას ან სანივთო უფლების დადგენას,
აგრეთვე რაიმე მომსახურების გაწევას;
2) შესრულება (facere) ნიშნავს: ყველა მოქმედებას, რომელიც გარკვეული მოქმედების
შესრულებას გამოხატავს ან მოქმედებაზე უარის თქმას (facere an non facere), ან ნივთის, მისი
მესაკუთრისათვის, გადაცემას (reddare);

3) მინიჭება (praestare) ნიშნავს: რაიმეს გარანტირებას ან უზრუნველყოფას და, ამისათვის


საკუთარ თავზე, პასუხისმგებლობის აღებას (მარწმუნებელს (praedes) შეეხება).

Oportere?????

13) res extra commercium;

ბრუნვიდან ამოღებული ნივთები

ნივთების აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ:

ა) ჰაერი; გამდინარე წყალი, ზღვა და მთელი მისი სიმდიდრე;

ბ) საჯარო ნივთები - ამ ნივთების ერთ-ერთი და ძირითადი მეპატრონე იყო რომაელი ხალხი;

გ) საერთო საზოგადოებრივი გამოყენების ნივთები (გზები, მდინარეები);

დ) საკულტო ნივთები (sacrum).

14) obligatio naturales, civilis et honorariae;

შესაძლოა, “obligatio naturales” ცნება იულიანუსის დროს დამკვიდრდა, და მომდევნო


პერიოდის იურისტები, ახსენებენ მას, როგორც ისეთ ვალდებულებას, რომელმაც საკუთარი
სახელწოდება, საყოფაცხოვრებო ენაში მისი, გარკვეულწილად, ბოროტი გამოყენების
შედეგად, დაიმკვიდრა.

obligationes civiles ცივილური ვალდებულებაა, ხოლო obligationes honorariae პრეტორული


ვალდებულება.

რომის სამართლის არქაულ პერიოდში, მხოლოდ ის ვალდებულებები არსებობდნენ,


რომლებიც ცივილური სარჩელებით იყო უზრუნველყოფილი.

კლასიკური სამართლის პერიოდში, იურისპრუდენციის გამოყენების ფარგლების


გაფართოვებამ, ვალდებულებად მიიჩნია პირებს შორის წარმოშობილი ის ურთიერთობებიც,
რომლებსაც პრეტორული დაცვის საშუალებებით ან ინტერდიქტებით იცავდნენ.
15) successio testamentaria;

ანდერძით მემკვიდრეობა. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ქონება


მარტივად და უბრალოდ კი არ გასხვისდებოდა, არამედ მოანდერძე, თავის მაგივრად, სხვა
პირს ასახელებდა, რომელიც მისი ამქვეყნად არყოფნისასა, მას შეცვლიდა.

16) re et consensus;

Re- რეალური კონტრაქტი

იუსტინიანეს სამართალმა ორი სახის რეალური კონტრაქტები იციდა: conttractus nominati ანუ
სახელიანი კონტრაქტი, რომლებიც იყო:

mutuum - სესხი

commodatum - თხოვება

depositum - შენახვის ხელშეკრულება

pignus - გირავნობის ხელშეკრულება

contractus innominati - უსახელო კონტრაქტი -თუ ერთი პირი, მეორის სასარგებლოდ, რაიმე
მოქმედებას ასრულებდა და, ამავე დროს, არსებობდა არაფორმალური შეთანხმება იმის
თაობაზე, რომ მოვალე ზემოქმედებას განახორციელებდა, რესპუბლიკური სამართლით
დადგინდა, რომ მოქმედების მიმღების მიმართ, ვალდებულება არ წარმოიშობოდა. ის ოთხ
კატეგორიად დაიყო:

1. გაცვლა

2. გაძლევ, რათა მომცე

3. გაძლევ, რათა გამიკეთო

4. ვაკეთებ, რათა მომცე

5. ვაკეთებ, რათა გამიკეთო

ეს ხუთია და აბა ოთხიო?

სლაიდი 403

Consensu - კონსესუალური კონტრაქტები


კონსესუალური კონტრაქტების დროს, კანონიერი ძალის მქონე (nudas contractus)
ხელშეკრულების დადებისათვის, სავსებით საკმარისია concensus-ის არაფორმალური
გამოხატვა. ეს ხელშეკრულებები, მათთან შერწყმული ყველა ვალდებულებითურთ, შეიძლება
გაუქმებულიყო არაფორმალური ურთიერთობებით.

17) iniuria;

პიროვნების შეურაცხყოფა.

ის იყო ცივილური დელიქტი და 12 დაფის კანონების მიერ გამოყოფილი პირადი


შეურაცხყოფის სამი ჰიპოთეზიდან ერთ-ერთი.

სლაიდი 428-430

18) iura in re aliena;

19) furtum manifestum;

აშკარა ქურდობა; ნაქურდალით ხელში, ქურდის დაკავება.

ამას სხვა რა უნდა დაემატოს არ ვიცი

20) superficium soli;

სუპერფიციუმი სხვისი მიწით, ასევე მასზე აგებული შენობით სარგებლობის უფლებას


ნიშნავს. მოსარგებლე სუპერფიციუმით სარგებლობისას იხდიდა გადასახადს, იგივე
სოლარიუმს. აღსანიშნავია, რომ ამ მიწაზე არსებული ნათესი, ნარგავი, ნაშენები მიჰყვება ამ
მიწას, ხოლო აგებული შენობა მაინც რჩება მესაკუთრეს.

21) ager vectigalis;

იჯარა.

იტალიის ქალაქებში სახელმწიფო და ქურუმები საკუთარ ნაკვეთებს იჯარით გადასცემდნენ,


მისი მთავარი პირობა იყო საიჯარო გადასახადის დროულად და უპირობოდ გადახდა. ის იყო
გრძელვადიანი და მემკვიდრეობით გადაცემადი.

სლაიდი 324

22) rapina;
ძარცვა

ძალის გამოყენებით, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო ამოღება, მიიჩნეოდა


კვალიფიციურ ქურდობად.

23) verbis et litteris;

კონსესუალურ ხელშეკრულებებს ფორმალურ შეთანხმებები??????

სხვა????
24) ususfructus;

უზუფრუქტი, პირადი სერვიტუტის ერთ-ერთი სახე.

სხვისი ნივთით სარგებლობის ყველაზე გავრცელებული უფლება იყო. პირს, რომელსაც ასეთი
უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული, უზუფრუქტუარი ეწოდებოდა; მას შეეძლო ნივთით
სარგებლობაც (uti) და მისი ნაყოფითაც (frui), ოღონდ ნივთი არ უნდა დაეზიანებინა და არც
მისი ნაყოფით სარგებლობის უფლება დაერღვია

25) successio in singulas res;

სინგულარული მონაცვლეობა, როცა მემკვიდრეობის სუბიექტი იძენდა მხოლოდ იმ


უფლებების ნაწილს, რომელიც მანამდე მის წინაბორბედს ეკუთვნოდა.

26) emptio-venditio;

ყიდვა-გაყიდვა

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება აფორმებდა შეთანხმებას ნივთის სასყიდლიანი შეძენის


შესახებ

რომის სამართლაში გამყიდველის მოვალეობა იმაში მდგომარეობდა, რომ მყიდველისათვის,


გარკვეული გადაეცა, ხოლო მყიდველის მოვალეობა - ფულის გარკვეული თანხის გადახდას
გულისხმობდა, შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ.

27) obligatio ex contractu;

სახელშეკრულებო ვალდებულება

კონტრაქტი არის ვალდებულებითი ხელშეკრულება, რომელიც უკვე უძველესს ius civile-ში


არსებობდა. კონტრაქტები იყოფოდა ოთხ ნაირსახეობად.
კონტრაქტების დამახასიათებელი ნიშანი, - ე.წ. causa civilis - იმაში მდგომარეობდა, რომ ან
უნდა წარმოთქმულიყო გარკვეული სიტყვები (verba), ან უნდა გამოეყენებინათ წერილობითი
ფორმა (literae), ან კრედიტორის მიერ, გარკვეული მოქმედება უნდა შესრულებულიყო (res), ან
კონტრაჰენტებს შორის არაფორმალური შეთანხმება (consensus) უნდა მომხდარიყო.

მგონიიი?????

28) mutuum (mutui datio);

სესხის ხელშეკრულება

ius civile-ს ინსტიტუტი იყო. სესხის ხელშეკრულებით წარმოიშობოდა ცალმხრივი


ვალდებულება: მოვალე (სესხის მიმღები, მსესხებელი) საკუთრების უფლებით იძენდა,
კრედიტორის (განსესხებლის) კუთვნილ, გვარობით ნივთს (genus) და ვალდებული იყო
დაებრუნებინა (dare oportere), შესაბამისი ნივთების ასეთივე ოდენობა.

29) depositum;

შენახვის ხელშეკრულება

Depositum ხელშეკრულების მიხედვით, უხრწნელი, მოძრავი ნივთი სხვა პირს შესანახად


გადაეცემოდა. ვალდებულება პოტენციურად ორმხრივია: ჩვეულებრივ, კრედიტორად
გამოდიოდა დეპონენტი (შესანახად მიმცემი); თუმცა, შესანახად მიმღებმა
(დეპოზიტარიუსმა), შეიძლება, დეპონენტისგან მოითხოვოს ნივთის შენახვისა და მოვლის
ხარჯების ანაზღაურება.

30) dominium ex iure Quiritium;

კვირიტული, ცივილური საკუთრების უფლება.

კვირიტული სამართლის მიხედვით, საკუთრების უფლება მხოლოდ რომის მოქალაქეებსა და


res commercii-ის უფლების მქონე პირებს ენიჭებოდათ. რომაული სამართლის თანახმად,
გარდა სამართალსუბიექტობისა, საჭირო იყო, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის
პირობა ჰქონოდა ნივთსაც. პირველ რიგში, ასეთი ნივთები იყო: res mancipi და, კვირიტული
საკუთრების შესაძენად, ხელშეკრულებით დადგენილი ქონების საშუალებები, როგორიც იყო
მანციპაცია.

სლაიდი 278

31) damnum iniuria datum;

ზიანის მართლსაწინააღმდეგო მიყენება


ქმედების აღნიშნული შემადგენლობა განზოგადების ძალზედ მაღალ დონეს მოითხოვდა, რის
გამოც უძველეს ეპოქაში ის უცნობი იყო. ის განეკუთვნებოოდა უძრავ დელიქტს. ძვ.წ 286
წელს მიღებულმა აკვილიუსის კანონმა ის სრულყოფილად განმარტა. მოიაზრებოდა
მაგალითად ხეების თვითნებური გაჩეხვა, სხვისი მონისათვის მიყენებული დაზიანება.

32) res sua un bonis;

ბონიტარული ანუ პრეტორული საკუთრების უფლება

საკუთრების აღნიშნული კატეგორია წარმოიშობოდა იმ შემთხვევაში, როცა პრეტორი,


ცივილური მესაკუტრის სარჩელისგან, საკუთარი სარჩელით იცავდა იმ პირს, რომელსაც
მანციპირებადი ნივთი ჰქონდა შეძენილი.

თუმცა, აღნიშნული ნივთის გადაცემა mancipatio-ს ან in iure cessio-ს ფორმების დაუცველად


მოხდა.

33) res mobiles;

მოძრავი ნივთები

ესენი იყო: ავეჯი, საყოფაცხოვრებო საგნები, მონები, ცხოველები.

პრინციპატის პერიოდში ნივთების ასეთმა დაყოფამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. Usucapio-
თი მოძრავი ნივთების შეძენის ვადა 1 წელი იყო, იუსტინიანეს მიხედვით 3. მოძრავი
ნივთებისგან განსხვავებით, უძრავ ნივთებს განეკუთვნებოდა არა მარტო მიწის ნაკვეთი და
მიწის წიაღისეული, არამედ მიწის ზედაპირზე სხვისი ან მესაკუთრის შრომით შექმნილი
სიკეთე, რომელიც მიწის ზედაპირის ხელოვნურ ან ბუნებრივ ნაწილად ითვლებოდა

34) negotiorium gestio;

დავალების გარეშე, სხვისი საქმის წარმოება

Negotiorium gestio-ს ძირითადი ნიშნები (რეკვიზიტები) იყო: 1. სავალდებულო იყო, რომ


წარმოების ობიექტი, ნამდვილი ყოფილიყო სხვა პირის საქმეზე; 2. 2. gestor-ს შეგნებული უნდა
ჰქონოდა აღნიშნული ფაქტი, ანუ animus alieni negotia gerendi-ს (განზრახვა აწარმოოს სხვა
პირის საქმეები); 3. gestio-ს მიზანი მესაკუთრისთვის (dominium negotii-სათვის) სამეურნეო
სარგებელსი უნდა მდგომარეობდეს - utiler gerere-ს სახით; 4. უსასყიდლო მომსახურება.

35) familia et pecunia;

უძველესი რომაული სამართლით, ქონება გამიჯნული იყო ორ სახეობად - familia და pecunia.


Familia-თი ოჯახის უფროსის (paterfamilias) ხელისუფლებას დაქვემდებარებული, ქონებრივი
და არაქონებრივი სიკეთე მოიაზრებოდა.

Pecunia (pecus - პირუტყვი)-ს განეკუთვნებოდა ნივთთა ის კატეგორია, რომელიც


სამართლებრივი აქტების ობიექტი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „pecunia“ იყო „familias“-
ს შემადგენელი ის ქონება, რომელიც, სხვა ადამიანებთან (სხვა საოჯახო ჯგუფის წევრებთან)
ნებაყოფლობით გაფორმებული ურთიერთობების საფუძველზე, სასაქონლო ბრუნვაში იყო
ჩართული.

36) habere et possidere;

საკუთრების უფლების შინაარსის 2 ელემენტი

Habere გაგებული უნდა იქნას, როგორც რეალური შედეგის მქონე ფლობა.

Possidere მიეკუთვნებოდა possessio-ს, ანუ ნივთის ფაქტობრივი ფლობის ვითარებას,


რომელსაც პრეტორი იცავდა, საკუთარი ინტერდიქტების (ბრძანება) მეშვეობით.

ეს კია მაგრამ საკმარისია?????


37) ab intestato;

კანონით მემკვიდრეობა

543 წლის 118 ნოველით, კანონით მემკვიდრეთა ოთხი რიგი იყო დადგენილი.

1. დაღმავალი ხაზი;

2. აღმავალი ხაზი;

3. გვერდითი ხაზი;

4. სხვა სისხლისმმიერი ნათესავები.

38) successio per universitatem (in universum ius);

უნივერსალური მონაცვლეობა

როცა წინამორბედი პირის სამართლებრივი ვითარება მთლიანად სხვა პირზე გადადიოდა

39) servitutem praediorum rusticorum;

სასოფლო-საადგილმამულო ნაკვეთების სერვიტუტები

სასოფლო-საადგილმამულო სამეურნეო სერვიტუტებიზე რაც წერია ისიც უნდა? სლაიდი 308


40) communio (condominium);

თანასაკუთრება

საკუთრების უფლების განსაკუთრებულობა, რომაელ იურისტებს აიძულებდა, ერთსა და


იმავე ნივთზე, რამდენიმე პირის საკუთრების უფლება დაეშვათ.

თანასაკუთრების ვითარება ნებაყოფლობით ან შემთხვევით წარმოიშვობოდა.

41) usucapio;

შეძენა მფლობელობითი ხანდაზმულობის ვადით

პირის ნივთზე საკუთრების უფლებას მაშინაც იძენდა, თუ იგი, გარკვეული დროის


განმავლობაში და გარკვეული პირობების დაცვით, ფლობდა აღნიშნულ ნივთს. თუმცა ეს წესი
ნაქურდალ ნივთზე არ ვრცელდებოდა.

42) occupatio;

ოკუპაცია

Occupatio იყო ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის ყველაზე ძველი და უნივერსალური


საშუალება. შეიცავდა, ნადირობისა და თევზჭერის შედეგად, შეძენილ ნივთებს და ისინი
ჩვეულებრივ ფლობად ითვლებოდა. გარდა ამისა, occupatio მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო
შესაძლებელი, თუ ნივთი არავისი საკუთრება იყო

43) bonorum possessio contra tabulas;

პრეტორული ედიქტით განსაზღვრული სამკვიდრო

უნივერსალური ურთიერთობის განხორციელების ერთ-ერთი სახე.

44) transmissio;

სამკვიდროს ტრანსმისია

პოსტკლასიკურ პერიოდში, გამონაკლისის სახით, სამკვიდროს ტრანსმისია დაუშვეს: ანუ, იმ


შემთხვევაში, თუ ერთ წლამდე ასაკის (ჩვილობის ასაკი) მემკვიდრე, სამკვიდროს მიღებამდე,
გარდაიცვლებოდა, მაშინ მისი სამკვიდრო წილის მიღების უფლება მამამისს გადაეცემოდა,

45) thesaurus;

განძი
პავლიუსის მიხედვით „ განძი - დაფლული ნივთების გარკვეული რაოდენობაა, რომელთა
მიმართ შეუძლებელია მესაკუთრის დადგენა; განძი იმის საკუთრება ხდება, ვინც მას
აღმოაჩენს, ვინაიდან ის სხვას არავის ეკუთვნის; და პირუკუ, თუ ვინმე, ანგარებით ან შიშით
შეპყრობილი, ან ნივთის უკეთ შენახვის მიზნით, დაფლავს ნივთს მიწაში, აღნიშნული ნივთი
განძად არ შეიძლება ჩაითვალოს და, ამრიგად, შეიძლება ქურდობის ჩადენის გამო
პასუხისმგებლობის დაკისრების საგანიც კი გახდეს“.

ის საკუთრების შეძენის ერთ-ერთი ფორმაა.

46) heredes sui et necessarii;

სავალდებულო მემკვიდრეები

ანუ ის პირები რომლებიც მემკვიდრეობის მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობდნენ,


ანუ დაქვემდებარებული მემკვიდრეები sui hereses იყვნენ.

47) testamentaria per aes et libram;

ანდერძი ლიბრალური რიტუალით

მის, დასადებად, საჭირო იყო ხუთი მოწმისა და მესასწორეს დასწრება, (და მაგისტრატიც იყო
მგონი) რომლებიც დაადასტურებდნენ ანდერძის ნამდვილობასა და გამორიცხავდნენ,
ანდერძის გაბათილებას, მისი შედგენისას, დაშვებული ხარვეზების გამო.

სლაიდი 351

48) quarta Falcidia;

ფალციდიუსის მეოთხედის წილი

ქრ. შობამდე 40 წელს, გამოიცა lex Falcidia (ფალციდიუსის კანონი), რომლითაც დადგინდა:
ნებისმიერ შემთხვევაში, სამკვიდრო მასიდან აქტივების ¼ მაინც, - ანუ, ე.წ. ფალციდიური
მეოთხედის წილი, მემვიდრეს უნდა დარჩენოდა. ამ კანონით, ლეგატარიუსის მოთხოვნათა
ობიექტი, მხოლოდ ლეგატის გარკვეული ნაწილიღა იყო.

სლაიდი 357

49) commodatum;

ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის, უსასყიდლოდ, სესხად გადაცემა, სარგებლობის


მიზნით და იმ პირობით, რომ მისი დაბრუნება ნატურით მოხდეს თხოვება
50) pignus datum.

გირავნობის ხელშეკრულება

რეალური გირავნობის დროს, არამოხმარებითი ნივთი გადადიოდა გირაოს მიმღები პირის


მფლობელობაში იმ პირობით, რომ მან, გირაოს მიმცემ პირს, ნივთი უნდა დაუბრუნოს
ძირითადი ვალდებულების შესრულებისთანავე.

You might also like