You are on page 1of 18

Რომის სამართლის საფუძვლები-ფინალური

10-ქულიანები
1. Რომის სამართლის წყაროები
Ძველ რომში სამართლის წყარო გულისხმობდა იმ საშუალებას, საიდანაც
მომდინარობდა სამართალი. Დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის რომის
სამართლის წყაროები: ადათი და ადათობრივი სამართალი, კანონები,
მაგისტრატების ედიქტები და იურისტების მოღვაწეობა.
Ადათი რომის სამართლის უძველესი წყაროა. Ადათები შერწყმული იყო
რელიგიურ და მორალურ ნორმებთან. Საზოგადოების კლასებად დაყოფის
პარალელურად გაბატონებული კლასი მისთვის სასურველ ადათებს
სანქციებს აძლევდა და მათი შეუსრულებლობისთვის აკისრებდა
პასუხისმგებლობას, რამაც ჩამოაყალიბა ადათობრივი სამართალი.
Სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად ადათობრივი სამართალი ვეღარ
აკმაყოფილებდა სახელმწიფოს პრინციპებს, რადგან ის არ იყო ზუსტად
ჩამოყალიბებული. Ამიტომ, ადათობრივი სამართალი ჩაანააცვლა
კანონებმა.
Კანონი რომის სამართლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. Კანონს
ეწოდებოდა ლეგეს. Რესპუბლიკის პერიოდში კანონებს იღებდა სახალხო
კრებები, თუმცა იმპერიის პერიოდში კანონების გამოცემის უფლება
მიისაკუთრა იმპერატორმა. Მის განკარგულებებს ეწოდებოდა
კონსტიტუციები და იყო ოთხი სახის: ედიქტები-მთელი მოსახლეობისთვის
საერთო სავალდებულო განკარგულებები, რესკრიპტები-ცალკეულ
საქმეებზე მიღებული განკარგულებები, მანდატები- იმპერატორის მიერ
მოხელეებისთვის მიცემული დავალებები და დეკრეტები- იმპერატორის
გადაწყვეტილებები მასთან შესულ განსახილველ საკითხებზე. Ასევე
აღსანიშნავია 12 ტაბულის კანონები და რომის სამოქალაქო
კანონმდებლობის კრებული.~
Მაგისტრატების ედიქტებსაც კანონის ძალა ჰქონდა. Მაგისტრატები რომის
პერიოდში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. Ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო პრეტორის ედიქტები. Მაგისტრატების მიერ
გამოცემული ედიქტები ერთი წლით მოქმედებდა, თუმცა პრეტორის
ედიქტები უფრო ხანგრძლივად მოქმედებდა. Შემდგომში მოხდა
მაგისტრატთა ედიქტების სისტემატიზაცია და კოდიფიცირება “მუდმივ
ედიქტში”, რომლის შეცვლაც მხოლოდ იმპერატორის პრეროგატივა იყო.
Იურისტების მოღვაწეობამ დიდი წვლილი შეიტანა რომაული სამართლის
განვითარებაში. Ის ძირითადად წარიმართა სამიმიმართულებით: კავერე,
ანუ იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ტერმინებისა და ფორმულების
ჩამოყალიბება; რესპონდერე, ანუ იურიდიულ საკითხებზე
კონსულტაციების გაწევა და ახსნა-განმარტებების გაკეთება; აგერე, ანუ
სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების დაცვა.
Მნიშვნელოვანია კანონი ციტირების შესახებ, რაც გულისხმობდა იმას, რომ
გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელათ 5 გამოჩენილი
იურისტის შეხედულებების მიხედვით.

2. Სახელმწიფო წყობილება და მმართველობის სისტემა


რესპუბლიკის პერიოდში (სახალხო კრებები, სენატი და
მაგისტრატები)
Რესპუბლიკის პერიოდში რომში მოქმედებდა სახალხო კრებები, სენატი და
მაგისტრატურა. Სახალხო კრებები არსებობდა სამი სახის: კურიის კრება,
რომელმაც რესპუბლიკის პერიოდში დაკარგა გავლენები და მის ფუნქციად
მხოლოდ დარჩა არჩეული თანამდებობის პირებისთის ხელისუფლების
ფორმალურად მინიჭება; ცენტურიის კრება, რომელიც ირჩევდა უმაღლესი
თანამდებობის პირებს, იხილავდნენ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის
საქმეებს, იღებდნენ კანონპროექტებს მაგისტრატებთან წარსადგენად და
ა.შ.; ტრიბას კრება, რომელიც წარმოადგენდა ტერიტორიული ოლქების
კრებას. Ის შესაძლოა ყოფილიყო ორი სახის: საეღტო პლებეებისა და
პატრიციებისთვის ან მხოლოდ პლებეებისთვის. Ტრიბას კრებებზე
ირჩევდნენ თანამდებობის პირებს და ექვემდებარებოდათ ქურუმების
არჩევაც. Სენატი ამტკიცებდა ცენტურიისა და ტრიბას კრებების მიერ
მიღებულ კანონებს, ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს 5 წლით და სამხედრო
ბიუჯეტს 1 წლით, აწესებდა გადასახადებს, შეეძლო დაენიშნა დიქტატორი.
Სენატი განაგებდა რელიგიური კულტის საკითხებსაც და
ხელმძღვანელობდა რელიგიურ ცერემონიალებს. Რესპუბლიკის პერიოდში
სენატმა მოიხვეჭა საკმაოდ დიდი ძალაუფლება და ამით შეამცირა სახალხო
კრებების როლი. Მაგისტრატურა სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად
საყრდენს წარმოადგენდა. Ის შედგებოდა უმაღლესი თანამდებობის
პირებისგან. Მაგისტრატებისთვის დამახასიათებელი იყო ვადიანობა
(ირჩევდნენ 1 წლით), კოლეგიურობა (ერთ თანამდებობაზე ირჩევდნენ
რამდენიმე პირს), უსასყიდლობა( მაგისტრატებს არ ეძლეოდათ
გასამრჯელო), ანგარიშვალდებულება (მათი საქმიანობა განისაზღვრებოდა
სპეციალური კანონით). Მაგისტრატები თავიანთი რანგის მიხედვით
იყოფონ ორ ნაწილად: იმპერიუმებად, ანუ უმაღლესი თანამდებობის
პირებად და პოტესტასებად, ანუ ისეთ მაგისტრატებად, რომელთაც არ
ჰქონდათ საკმაო ძალაუფლება. Მაგისტრატები იყვნენ კონსულები,
პრეტორები, ცენზორები, ედილები, კვესტორები და ა.შ.

3. Ნივთის ცნება და ნივთების კლასიფიკაცია


Რომაულ სამართალში ნივთებს ეწოდებოდა რეს. Ცნობილი იყო ნივთების
კლასიფიკაციის რამდენიმე სახე. Გასხვისების წესის მიხედვით ნივთები
იყოფოდა ორ კატეგორიად:
1. Res mancipi- ნივთები, რომლებიც მოითხოვდა გასხვისების
გართულებულ წესს (მიწები, შენობები, პირუტყვუი)
2. Res nec mancipi- ნივთები, რომელთა გასხვისება უბრალოდ გადაცემის
გზით შეიძლებოდა განხორციელებულიყო.
Რომის სამართალი ასევე იცნობდა:
1. Ნივთები, რომლებიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან;
2. Ნივთები, რომლებიც არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან.
Ასევე:
1. Საერთო, ანუ ყველას კუთვნილი ნივთები (ჰაერი, მდინარე)
2. Სახელმწიფოს კუთვნილი ნივთები (ციხეები, გზები, თეატრები)
3. Რელიგიური დანიშნულების ნივთები (ეკლესიები, სალოცავები,
შესაწირი ადგილები)
Რომის სამართალი იცნობდა:
1. Მარტივ ნივთებს, რომლებიც არ შედგებოდა სხვადასხვა
შემადგენელი ნაწილებისგან;
2. Რთული ნივთები, ანუ ნივთები, რომლებიც შედგებოდა სხვადასხვა
შემადგენელი ნაწილებისგან;
3. Შედგენილი ნივეთები, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ნაწილისგან
მაგრამ არა როგორც ერთი მთლიანობა (ჯოგი).
4. Სხვისი ნივთით სარგებლობის უფლება (სერვიტუტი)
საქმე ეხება ისეთი ნივთებით სარგებლობას, რომელთაც ჰყავს მესაკუთრე,
მაგრამ არამესაკუთრეს შეუძლია ამ ნივთით სარგებლობა. ნივთით
სარგებლობის ძირითად სახეს წარმოადგენდა სერვიტუტი. სერვიტუტი
არის ორი სახის: ნივთობრივი, ანუ საადგილმამულო და პირადი.

საადგილმამულო სერვიტუტის ძალით არამესაკუთრეს ჰქონდა უფლება


ესარგებლა სხვისი მიწით. ის იყო ორი სახის: სასოფლო და საქალაქო.
სასოფლო სერვიტუტებია მაგალითად მეზობლის ნაკვეთზე პირუტყვის
გრეკვა, მეზობლის ჭის წყლით სარგებლობა. ხოლო საქალაქო
სერვიტუტებია მაგალითად მეზობლის კედლით სარგებლობა, მეზობლის
ტერიტორიაზე წვიმის წყლისთვის არხის გაყვანა.
პირადი სერვიტუტის უფლების ძალით კერძო პირის სასარგებლოდ
ხდებოდა სხვისი ნივთიდან სარგებლის მიღება. ამის ყველაზე
გავრცელებული სახე იყო უზუფრუქტი ანუ სხვისი ნივთის ნაყოფით
სარგებლობა, თუმცა არ უნდა დაზიანებულიყო აღნიშნული ნივთი ან არ
უნდა შეცვლილიყო.
სერვიტუტი წყდებოდა თუ მასზე უარს იტყოდა სერვიტუტის უფლების
მქონე სუბიექტი ან ეს უფლება არ განხორციელდებოდა 10 წლის მანძილზე.
მისი შეწყვეტის საბაბი იყო ასევე ნივთის მოსპობა, მესაკუთრის უარი ან
სუბიექტის სიკვდილი.

5. Ხელშეკრულების სახეები მისი დადების წესის მიხედვით


ხელშეკრულებები მისი დადების წესის მიხედვით იყოფა ოთხ
ნაწილად.ესენია:
რეალური ხელშეკრულება- გულისხმობს ნივთის უშუალოდ გადაცემას;
ლიტერარული ხელშეკრულება- ნამდვილობისთვის მოითხოვს
დოკუმენტის შედგენას ანუ წერილობით გაფორმებას;
კონსესუალური ხელშეკრულება- ნამდვილობისთვის საკმარისია
შეთანხმება ყოველგვარი ფორმალობის გარეშე. აუცილებელი არ იყო
ნივთის გადაცემა;

ვერბალური ხელშეკრულება- იდებოდა სიტყვიერად, საჭირო არ იყო


წერილობით მისი გადორმება, მაგრამ საჭირო იყო განსაზღვრული
სიტყვების წარმოთქმა.

6. Დელიქტები და კვაზი დელიქტები


ტერმინი დელიქტი რომის სამართალში ნიშნავდა სამართალდარღვევას-
ზიანის მიყენებას კერძო პირის ან მისი ქონებისადმი. რომის სამართალი
იცნობდა ორი სახის დელიქტებს: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
სამართალდარღვევები და კერძო პირთა ინტერესების წინააღმდეგ
მიმართული სამართალდარღვევა. კერძო პირის წინააღმდეგ მიმართული
დელიქტისთვის სახეზე უნდა ყოფილიყო შემდეგი ელემენტები:
მიყენებული ზიანი, რომელიც ობიექტურად იყო სახეზე და ზიანის
მიმყენებლის ბრალეულობა. არსებობდა დელიქტის რამდენიმე სახე:
ინურია- ყოველგვარი სამართალდარღვევა რის შედეგადაც ზიანი მიადგა
კერძო პირს; ფურტუმ- ქურდობა, მითვისება, ბოროტი განზრახვით
დაპატრონება, რისთვისაც სასჯელი მეტად სასტიკი და მკაცრი იყო; რაპინა-
ძარცვა. კვაზი დელიქტები გულისხმობს სამართალდარღვევას განზრახვის
გარეშე. ის დელიქტს ჰგავს იმით, რომ სახეზეა ზიანი, თუმცა
განმასხვავებელი არის ის, რომ დელიქტის დროს არის ზიანის მიმყენებლის
განზრახვა, ხოლო კვაზი დელიქტის დროს მისი დაუდევრობა. კვაზი
დელიქტის ერთ-ერთი სახეა მოსამართლის მიერ არასწორი
გადაწყვეტილების გამოტანა, ვინაიდან მოსამართლის განზრახვა
რასაკვირველია ეს არ იყო. მეორე სახეა რაიმეს გადაყრა ან გადაღვრა, რამაც
ზიანი მიაყენა ვინმეს. მესამე სახედ კი ითვლებოდა ნივთების არასწორად
დადგმის, ჩამოკიდების თუ შენახვის შედეგად მოსალოდნელი ზიანი.

7. Ქორწინების სახეები, წესი და დამაბრკოლებელი


გარემოებები
Რომში არსებობდა ორი სახის ქორწინება: კანონიერი ქორწინება, როდესაც
ორივე მხარე რომაელია და რომაელ მოქალაქეთა ქორწინება
პერეგრინებზე.
Არსებობდა ქორწინება რომლის ძალითაც ქალი ექვემდებარებოდა
მამაკაცის ძალაუფლებას ან ქორწინება, რომლის ძალითაც ქალი არ
შედიოდა მეუღლის ძალაუფლებაში და რჩებოდა მამის ხელისუფლების
ქვეშ.
Რომაული სამართალი იცნობდა ფაქტობრივ ქორწინებას (კონკუბინატი) და
ეს გულისხმობდა ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებას ხანგრძლივ
პერიოდში, რომელთაც არ შეეძლოთ ქორწინება სოციალური
უთანახსწორობის გამო.
Ქორწინებისთვის აუცილებელი იყო საქმროსა და საცოლის თანხმობა,
მშობლების თანხმობა, საქორწინო ასაკი ქალებისთვის 12 წელოი, ხოლო
ვაჟებისთვის-14, მექორწინენი არ უნდა ყოფილიყვნენ ქორწინებაში,
მექორწინეთა შორის არ უნდა ყოფილიყო ნათესაური კავშირი და
ქორწინებისას აუცილებლად უნდა შესრულებულიყო გარკვეული
რიტუალოი. Ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა
ჩათვლილიყო სოციალურ კლასთა უთანასწორობა, მაგალითად
რომაელებსა და პერეგრინებს შორის.

8. Კანონით მემკვიდრეობა, მისი ეტაპები


Კანონით მემკვიდრეობა დგებოდა მაშინ, როდესაც გარდაიცვლებოდა
სამკვიდროს დამტოვებელი და აღმოჩნდებოდა, რომ მას ანდერძით ქონება
არავისთვის დაუტოვებია ან შეიძლება ანდერძი არსებობდა, თუმცა ყალბი,
გაუქმებული ან მემკვიდრეს უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე. Პრეტორმა
დაადგინა კანონით მემკვიდრეობის შემდეგი კატეგორიები: 1. შვილები-
სამკვიდრო თანაბრად იყოფოდა შვილებს შორის. Შვილის გარდაცვალების
შემთხვევაში მის ადგილს იჭერდა შვილიშვილი. 2. გარდაცვლილის
სისხლით ნათესავები ან გვარის წევრები. Ისინი სამკვიდროს იღებდნენ
მაშინ, თუ არ არსებობდნენ პირველი რიგის მემკვიდრეები. 3.
გარდაცვლილის სხვა ნათესავები როგორც არაპირდაპირი ისე გვერდით
ხაზისა მე-6 თაობის ჩათვლით. Ისინი მემკვიდრეობას იღებდნენ მეორე
რიგის მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში. 4. ცოცხლად დარჩენილ
მეუღლეს სამკვიდრო ეძლეოდა თუ არ არსებობდნენ სამი რიგის
მემკვიდრეები. Ბეითალმანი ქონება გადადიოდა სახელმწიფოს ხელში.
Მეექვსე საუკუნიდან Იუსტინიანეს ნოველების მიხედვით სამკვიდრო
გადადიოდა 1. დაღმავალი ხაზით სისხლის ნათესავები (მშობლები,
ბებიები და ბაბუები) 2. აღმავალი ხაზით ნათესავები ( შვილები,
შვილიშვილები, და-ძმები) 3. სხვა ხაზის ნათესავები 4. მეუღლე, რომელსაც
უფლება ჰქონდა მიეღო დარჩენილი ქონების ერთი მეოთხედი.ბეითალმან
ქონებას შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დაპატრონებოდა.

9. Ანდერძით მემკვიდრეობა
Ანდერძით მემკვიდრეობისთვის მნიშვნელოვანი პირობა იყო ანდერძში
მემკვიდრის დასახელება. Ანდერძს ნამდვილობისთვის აუცილებელი იყო
ანდერძის დამტოვებლის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნა.
Გამფლანგველების, სულით ავადმყოფების და ზოგიერთი
დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების ანდერძები არ ითვლებოდა
ნამდვილად. Ანდერძი შესაძლოა ყოფილიყო სიტყვიერიც და
წერილობითიც. Ანდერძი უნდა დაემოწმებინ 7 მოწმეს. Მემკვიდრე
შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთ პირი, რომელიც დაიბადა ან ჩაისახა
სამკვიდროს დამტოვებლის სიცოცხლეში. Რომაული სამართალი იცნობდა
მემკვიდრეობაში სავალდებულო წილს. Მას ადგილი ჰქონდა მაშინ,
როდესაც მოანდერძე თვის ქონებას უტოვებდა არა კანონიერ მემკვიდრეს,
არამედ გარეშე პირს. Ასეთი მოქმედება მორალურ მოვალეობათა
დარღვევაედ მიიჩნეოდა და სასამართლო ასეთ ანდერძს უკანონოდ
თვლიდა. Რომის სამართალი ითვალისწინებდა ისეთ ვითარებასაც,
როდესაც დამტოებელმა მართალია დაუტოვა ანდერი კანონიერ
მემკვიდრეს, თუმცა ძალზე მცირე მოცულობით. Ამ შემთხვევაში კანონიერ
მემკვიდრეს შეეძლო სასამართლოში სარჩელის შეტანა.

10. Დანაშაულის 4 კატეგორია და სასჯელთა სახეები


რომის განვითარებისა და აყვავების პერიოდში
Რომის სამართალი ითვალისწინებდა დანაშაულის ოთხ კატეგორიას:1.
Სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. 2. რელიგიის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები 3. ადათ-წესების, ჩვეულებებისა და
მორალის დასარღვევად მიმართული დანაშაულები 4. კერძო პირთა
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. რომის განვითრებისა და აყვავების
პერიოდი გამოირჩევა სასჯელთა სახესხვაობით, რაც მიზნად ისახავდა
სამაგიეროს მიზღვასა და ფიზიკურ წვალებას. სასჯელთა ზომის
განუსაღვრელობით გაბატონებულ ფენას საშაუალება ეძლეოდათ მეტი
თვითნებობისა. Საასჯელთა სახეებიდან გამოირჩეოდა სიკვილიდთ დასჯა,
რომელიც მეტად სასტიკი გზებით ხორციელდებოდა. Ასევე დასჯის სახე
იყო მოკვეთა და გადასახლება. Რესპუბლიკის პერიოდში პიროვნებას
შეეძლო საკუთრი ნებით გადასახლებულიყო, რთა თავიდან აერიდებინა
უფრო მძიმე სასჯელი. Დაბალი კლასის წარმომადგენლებში უფრო ხშირად
გამოიყენებოდა სხეულის დამაზიანებელი სასჯელები, სასჯელის ცალკე
სახე იყო ჯარიმა, რომლებსაც ადამიანებს აკისრებდნენ მაგისტრატები
როგორც დანაშაულის ჩადენის, ასევე მათი ბრძანების შეუსრულებლობის
გამო. Ჯარიმის პარალელურად გამოიყენებოდა კონფისკაცია და ქონების
სახელმწიფო ხაზინაში შესვლა.

11. Ფორმულარული პროცესი


Რომის რესპუბლიკის დასასრულს მეტად განვითრდა ვაჭრობა და კომერცია
ქვეყნის შიგნით. ლეგისაქციური პროცესი ამ განვითარებას აფერხებდა
იმიტომ, რომ ის გამოირჩეოდა პედანტური ფორმალიზმით და სარჩელის
შეტანის უფლებას მხოლოდ ამ წესების ზუსტი დაცვის შემდეგ და
ლეგისაქციური პროცესით ვერ სარგებლობდნენ პერეგრინები. Სწორედ ამ
ორი მოცემულობის გამო საჭირო გახდა ახალი ტიპის პროცესის
ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მარტივი და მოქნილი იქნებოდა. Შედეგად,
შეიქმნა ფორმულარული პროცესები და ჩაანაცვლა ლეგისაქციური
პროცესები. Ასეთი პროცესი პირებს აძლევდა შესაძლებლობას
სასამართლოში სარჩელი შეეტანათ გართულებების გარეშე. Ამ პროცესის
პირობებში მოსარჩელე იურისტების დახმარებით ადგენდა სასრჩელო
განცხადებას. Სარჩელი შესაძლოა მრავალგვარი ყოფილიყო. Ის
შეიძლებოდა ყოფილიყო სანივთო ან პირადი, მისი წარმომადგენელი
შეიძლებოდა ყოფილიყო კონკრეტული პირი ან ნებისმიერი პირი რომელიც
წარმოადგენდა ხალხთა ჯგუფის ინტერესებს, სარჩელი შესაძლოა
დაფუძნებული ყოფილიყო ცივილურ სამართალზე ან პრეტორის
დადგენილებებზე და სხვა. Საქმეებს განიხილავდა პრეტორი. Მისი წვლილი
ფორმულარულ პროცესებში დიდი იყო, ვინაიდან სწორედ ის ადგენდა
დოკუმენტს მოსამართლის მიმართ ბრძანების სახით, რომელშიც
განსაზღვრული იყო მოსამართლის ვინაობა, მისი უფლებები და ა.შ.
პრეტორი ადგენდა სარჩელის იურიდიულ შემადგენოლობას, ხოლო
მოსამართლე მხოლოდ აღნიშნული სარჩელის ფარგლებში განიხილავდა
მოცემულობას და იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც იყო საბოლოო და
აღარ ექვემდებარებოდა ხელახალ განხილვას.

12. Ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის


პრეტორული საშუალებები
Ფორმულარული პროცესებბის შემდეგ პრეტორი გამოსცემდა
სავალდებულო ედიქტებს, რაც უზრუნველყოფდა ვალდებულების
შესრულებას. Მათგან აღსანიშნავია;
1. Პრეტორი აიძულებდა მხარეებს, დაედოთ სიტყვიერი შეთანხმება,
რაც ვალდებულების შესრულების გარანტია ხდებოდა;
2. Პრეტორი ნებას რთავდა კრედიტორს, წინასწარ დაუფლებოდა იმ
მოვალის ქონებას, რომელსააც არ სურდა სასამართლოში მისვლა ან
არ ასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებას;
3. Პრეტორი ზოგჯერ თავად გამოიკვლევდა საქმეს და აუქმებდა
ყოველგვარ აქტებს, აღადგენდა პირვანდელ მდგომარეობას;
4. Პრეტორი გამოსცემდა ბრძანებას ამა თუ იმ მოქმედების
შესრულებისგან თავის შეკავების შესახებ.

4-ქულიანები
1. Იმპერატორის კონსტიტუციები (4 სახე)
იმპერატორის განკარგულებები (კონსტიტუციები) იყო 4 სახის:
ედიქტები- მთელი მოსახლეობისთვის საერთო სავალდებულო
განკარგულებები;
რესკრიპტები- კონკრეტულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები;
მანდატები- იმპერატორის მიერ მოხელეებისთვის მიცემული ინსტუქციები;
დეკრეტები- იმპერატორის გადაწყვეტილებები მასთან შესულ საქმეებზე.

2. Იურისტთა მოღვაწეობის სამი სახე


რომაელი იურისტების მოღვაწეობა შემდეგი მიმართულებებით
ხორციელდებოდა:
კავერე- იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების ჩამოყალიბება
რესპოდერე- იურიდიულ საკითხებზე კერძო პირებისა თუ სახელმწიფო
მოხელეებისთვის კონსულტაციების გაწევა, რჩევების მიცეა;
აგერე- სასამართლოზე მხარეთა ინტერესების დაცვა.

3. Ღვთაებრივი ნივთების კლასიფიკაცია იუსტინიანეს


ინსტიტუციების მიხედვით
საკრალური (საღმრთო) – ზოგადად საღვთო ნივთი ისაა, რასაც
შესწირავდნენ სალოცავს.
წმინდა ნივთი (სანქტა) - რაიმე საკრალური ნივთი, მაგალითად ქალაქის
კედლები
რელიგიური - ტაძარში დადებული ნივთები

4. Იუსტინიანეს სამართლის წიგნთა კრებულის შედგენის


დრო და შემადგენლობა
იუსტინიანეს სამართლის წიგნთა კრებული შედგენილია 529-534 წლებში. ის
შედგება:
ინსტიტუციები- სამართლის ელემენტალური სახელმძღვანელო, რომელიც
გამოიყენებოდა იურიდიულ სწავლებებში პირველ წელს. ის მოიცავს
სანივთო სამართალს, ვალდებულებით სამართალს, საოჯახო და
მემკვიდრეობით სამართალს და სამართლის სუბიექტებს.
დიგესტები, ანუ პანდექტები- რომაელ იურისტთა შრომებიდან
ამოკრებილი ფრაგმენტები.
იუსტინიანეს კოდექსი- იუსტინიანეს განკარგულებების, იმპერატორის
მიერ გამოცემული აქტების კრებული.
ნოველები- დამატებითი მასალა, რომელიც იუსტინიანემ კოდექსს დაამატა
მისი მოდერნიზაციის მიზნით.
5. Პირების სამი სტატუსი
რომში პირის სრული უფლებაუნარიანობა აღინიშნებოდა ტერმინით
„სტატუსი“ და მოიცავდა სამ კომპონენტს:
თავისუფლების სტატუსი- განასხვავებდა თავისუფალ ან არათვისუფალ
ადამიანს;
მოქალაქეობის სტატუსი- განასხვავებდა რომაელებსა და არარომაელებს
საოჯახო სტატუსი- განისაზღვრებოდა რომაელის მდგომარეობა ოჯახში,
იყო ის სრულუფლებიანი წევრი თუ ხელქვეითი.

6. Მონობის დამყარების გზები


რომში არსებობდა მონობის დამყარების რამდენიმე გზა: 1.დაბადებით
მონობა; 2. სამხედრო ტყვეობა ან უბრალოდ ტყვედ ჩავარდნა; 3. მონად
გაყიდვა; 4. მონად დასჯა (პირს სიკვდილით დასჯა ეცვლებოდა მონად
დასჯით)

7. Მონობის შეწყვეტის გზები


რომში არსებობდა მონობის შეწყვეტის რამდენიმე გზა: 1.
მონათმფლობელი საჯაროდ აცხადებდა მაგისტრატის წინაშე რომ
ათავისუფლებდა მონას; 2. მოქალაქეთა სიების შედგენისას, რომელიც 5
წელიწადში ერთხელ იმართებოდა, ბატონს შეეძლო თავისი მონა
თავისუფალ მოქალაქეთა სიაში შეეტანა; 3. მონათმფლობელის ანდერძი,
რომ მისი სიკვდილის შემდეგ მონა განთავისუფლდებოდა.

8. Საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი გზები


საკუთრების უფლების შეძენის თავდაპირველი გზაა ისეთი გზა, რომლის
დროსაც თავდაპირველი, ადრინდელი მესაკუთრე არ არსებობდა.
თავდაპირველი გზებიდან აღსანიშნავია „ოკუპაციო“, ანუ არავის კუთვნილი,
უპატრონო ქონების ხელში ჩაგდება. თუ პირი პოულობდა რაიმე ძველმანს
ის შეიძლებოდა მიტოვებულად მიჩნეულიყო, ხოლო ძვირფასი ნივთის
პოვნა და მისაკუთრება ქურდობას უთანაბრდებოდა. განძის პოვნის
შემთხვევაც აღსანიშნავია. ამ დროს ვის ტერიტორიაზეც იქნა აღმოჩენილი
განძი, ნახევარი მას ეკუთვნის, ნახევარი- მპოვნელს.

9. Საკუთრების უფლების შეწყვეტა


არსებობდა საკუთრების უფლების შეწყვეტის რამდენიმე გზა: 1. თუ ნივთი
განდგურდებოდა ფიზიკურად; 2. თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა
საკუთრებაზე; 3. თუ მესაკუთრეს ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება; 4.
თუ ნივთი ამოღებული იქნებოდა ბრუნვიდან; 5. კონფისკაცია.

10. Საკუთრების უფლების დაცვა


რომში არსებობდა საკუთრების უფლების დაცვის სამი გზა:
1.ვინდიკაცია- თუ მესაკუთრე დაკარგავდა ნივთს, მას შეეძლო წარედგინა
მოთოვნა, რომ ნივთი ჩამორთმეოდა უკანასკნელ მფლობელს და
დაბრუნებოდა მას.
2.ნეგატორული სარჩელი-გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნივთი
ჰქონდა მესაკუთრეს, მაგრამ გარეშე პირი მას ავიწროვებდა და არ აძლევდა
საშუალებას ნივთ გამოეყენებინა სურვილისამებრ.
3.აქციო პროჰიბიტოია-ეს ნიშნავდა მოთხოვნას, რომ აკრძალვოდა მესამე
პირს შეესრულებინა რაიმე მოქმედება ნივთის მიმართ მესაკუთრის
საზიანოდ.

11. Მფლობელობა
რომში ერთმანეთისგან განასხვავებდნენ მფლობელობასა და უბრალო
პყრობას. მფლობელობა გულისხმობდა ორ ელემენტს: ფაქტობრივ
ფლობასა და მფლობელობის ნებას, განზრახვას. მფლობელობა შეიძლება
იყოს კანონიერი და არაკანონიერი. კანონიერია ის, ვისაც გააჩნია ნივთის
ფლობის უფლება, ხოლო არაკანონიერია, ვისაც არ გააჩნია ეს უფლება.
არაკანონიერი მფლობელი შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი და
არაკეთილსინდისიერი. კეთილსინდისიერია ის არაკანონიერი მფლობელი,
რომელმაც არ იცის და არც შეიძლება იცოდეს რომ არ აქვს ნივთის ფლობის
უფლება. მას შეუძლია ხანდაზმულობით მოიპოვოს ნივთის კანონიერი
მფლობელობის უფლება.

12. Ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები


ძველ რომში იურისტთა უმრავლესობა მიუთთებდა, რომ არსებობდა
ვალდებულების წარმოშობის ორი გზა: ვალდებულებანი, რომელიც
წამოიშობა ხელშეკრულებიდან და ვალდებულებანი, რომელიც
წარმოიშობა ზიანის მიყენებიდან ანუ დელიქიდან. ხოლო გაიუსი ამას
ყოფდა 4 ნაწილად: ვალდებულებანი წარმოშობილი ხელშეკრულებიდან,
ვალდებულებანი წარმოშობილი თითქოს ხელშეკრულებიდან,
ვალდებულებანი წარმოშობილი ზიანის მიყენებიდან და ვალდებულებანი
წარმოშობილი თითქოს ზიანის მიყენებიდან.

13. Ხელშეკრულების ნამდვილობის პირობები


ხელშეკრულების ნამდვილობისთვის მთავარი მოთხოვნა იყო მხარეთა
შორის შეთანხმება. მეორე მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ იგი არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს სხვა სამართლის ნორმებს. მესამე-ხელშეკრულება არ
უნდა ყოფილიყო ზნეობის საწინააღმდეგო. მეოთხე- აუცილებელი იყო
ხელშეკრულების შესრულების რეალური შესაძლებლობა და არა ფანტაზია.
ხელშეკრულება არ უნდა დადებულიყო მოტყუებითა და ძალადობით.

14. Მესაკუთრის 5 უფლებამოსილება


1.სარგებლობის უფლება;
2.ნივთიდან სასარგებლო თვისებების შემოსავლის მიღების უფლება;
3.განკარგვის უფლება;
4.ნივთის ფლობის უფლება;
5.სხვისი ფაქტობრივი მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება.

15. Ქმედუნარიანობის შეზღუდვის პირობები


ქმედუნარიანობაში შეზღუდულად ითვლებოდნენ სუსტი ნებისყოფის
მქონე ადამიანები, ანუ გამფლანგველები, რომლებიც თავიანთი
ქმედებებით ქმნიდნენ გარიგებების ჩაშლის საფრთხეს. რომში
ქმედუნარიანობის შეზღუდვის კიდევ ერთი პირობა იყო სუბიექტის
აღაიარება უსირცხვილოდ და უპატიოსნოდ.

16. Მამის ხელისუფლების წარმოშობა და შეწყვეტა


Მამის ხელისფულება შვილზე წარმოიშობოდა შვილის დაბადების დღიდან
ან შვილის აყვანის დაკანონებით. Მამის ხელისუფლება ვრცელდებოდა
კანონიერი ქორწინების შედეგად დაბადებულ ყველა და უკანონო
ქორწინების შედეგად დაბადებულ იმ ბავშვებზე, რომელსაც მამა თავის
შვილად ცნობდა. Ხელისუფლება ვრცელდებოდა ნაყიდ და შვილად
აყვანილ ბავშვებზე. Მამის ხელისუფლება წყდებოდა მამის
გარდაცვალებით, ბავშვის გარდაცვალებით, მამისთვის მამის
ხელისუფლების ჩამორთმევით, ემანსიპაციით ან შვილად აყვანილის მიერ
რაიმე საპატიო წოდების მიღებით, რაც მას უფლებას აძლევდა გამოსულიყო
მამის ხელისუფლებიდან.

17. Ქორწინების შეწყვეტა და განქორწინება


Რომში ქორწინების შეწყვეტა ხდებოდა მეუღლის გარდაცვალების,
მეუღლის დაპატიმრების, მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ან
განქორწინების შედეგად. Განქორწინების ინციატივა ჰქონდა მეუღლეს, თ
მას მისი მეუღლე უღალატებდა, დაემუქრებოდა სიკვდილით ან ჩაიდენდა
სხვა სახის დანაშაულს მეუღლის წინაშე, აღიკვეცებოდა მონაზვნად. Ძალზე
გაძნელებული იყო განქორწინება ერთ-ერთი მეუღლის სურვილით, რაზეც
მეტყველებს ჯარიმა, რომელიც ეკისრებოდა განქორწინების ინიციატორს.

18. Პრეტორის ფორმულის შემადგენელი ნაწილები


Პრეტორის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი მოიცავდა
მოსამართლის ვინაობას, რომელსაც უნდა განეხილა კონკრეტული საქმე;
მოსარჩელის პრეტენზიებს; მოსამართლისთვის მითითებას, რომ
მოპასუხისთის მსჯავრი დაედო ან განეთვისუფლებინა ის; მითითებას
განსაკუთრებულ გარემოებებზე; მოსამართლისთის უფლების მინიჭბას,
რომ მიეკუთვნებინა მოსარჩელისთვის საკუთრების უფლება; მოპასუხის
შესიტყვებათა გადმოცემებს.

2-ქულიანები
1. Განმარტეთ “მუდმივი ედიქტი”
„მუდმივი ედიქტი“ ეწოდებოდა პრეტორთა ედიქტების დარედაქტირებულ,
შემუშავებულ, კოდიფიცირებულ კრებულს, რომელიც სენატმა უცვლელად
გამოაცხადა და მასში შესწორების გაკეთების პრეროგატივა მხოლო ჰქონდა
იმპერატორს.
2. Რა ეწოდებოდა რომაელ იურისტთა მიერ მოპასუხის ან
მოსარჩელის ინტერესების დაცვას სასამართლოზე?
1. რომაელ იურისტთა მიერ მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების
დაცვას ეწოდებოდა agree (აგერე).
3. Განმარტეთ ტერმინები cavere და agere
cavere- იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ტერმინების
ჩამოყალიბება
Agere - მოსარჩელის ან მოპასუხის დაცვა სასამართლოზე.

4. Იუსტინიანეს კოდიფიკაციის რომელ ნაწილს ეწოდება


ნოველები?
ნოველები ეწოდება იუსტინიანეს კოდიფიკაციის ბოლო ნაწილს, რომლის
შექმნის და დამატების მიზანი იყო კოდექსის მოდერნიზაცია.

5. Რექსების ხანაში რომელი ორგანოს უფლებამოსილებას


შეადგენდა ომისა და ზავის საკითხების განხილვა?
რექსების ხანაში ომისა და ზავის საკითხების განხილვის
უფლებამოსილება ჰქონდა კურიის კრებას.

6. Რა წარმოადგენდა სერვიუს ტულიუსის რეფორმების


ძირითად მიზანს?
სერვიუს ტულიუსის რეფორმების მთავარ მიზანს წარმოადგენდა
პატრიციებსა და პლებეებს შორის არსებული წინააღმდეგობის შერბილება,
მათი შერიგება.

7. Ჩამოთვალეთ რესპუბლიკის პერიოდში მოქმედი


სახელმწიფო ორგანოები
რესპუბლიკის პერიოდში მოქმედებდა სახალხო კრებები, სენატი და
მაგისტრატურა.
8. Რომელი სახალხო კრებები მოქმედებდა რესპუბლიკის
პერიოდში?
რესპუბლიკის პერიოდში მოქმედებდა კურიის სახალხო კრება, ცენტურიის
სახალხო კრება და ტრიბას სახალხო კრება.

9. Რომელი ორგანოს უფლებამოსილებაში შედიოდა


ცენტურიისა და ტრიბას კრებების მიერ მიღებული
კანონების დამტკიცება?
ცენტურიებისა და ტრიბის კრებების მიერ მიღებული კანონების
დამტკიცება შედიოდა სენატის უფლებამოსილებაში.

10. Დაასახელეთ ცენზორის ძირითადი ფუნქცია


ცენზორის მთავარი მოვალეობა იყო მოსახლეობის დანაწილება
ცენტურიებსა და ტრიბებში ასაკობრივი და ქონებრივი ცენზის
გათვალისწინებით.

11. Სერეალის ედილის ფუნქცია


სერეალის ედილები თვალყურს ადევნებდნენ არჩევნების ჩატარების
კანონიერებას.

12. Დიქტატორის დანიშვნის წესი


დიქტატორის დანიშვნა ხდებოდა არეულობის, ომის შემთხვევაში. სენატი
წინადადებას აძლევდა კონსულს ან სამხედრო ტრიბუნს და ის ნიშნავდა
დიქტატორს 6 თვით. დიქტატორს ემორჩილებოდა ყველა მაგისტრი.

13. Განმარტეთ ტერმინები ius civile, ius gentium


ius civile-სამოქალაქო სამართალი
Ius gentium- პერეგრინებისთვის ჩამოყალიბებული სამართალი

14. Განმარტეთ ტერმინები status, caput


caput-უფლებაუნარიანობის აღმნიშვნელი ტერმინი
Status-სრული უფლებაუნარიანობა

15. Განმარტეთ “პეკული”


პეკული არის მიწათმფლობელის ის ქონება, რომელიც სამართავად და
სარგებლის მოსატანად ჩაბარებული ჰქონდა მონას.

16. Განმარტეთ ტერმინები res mancipi, res nec mancipi


res mancipi- ნივთები რომელიც მოითხოვდა გასხვისების გართულებულ წესს
Res nec mancipi- ნივთები, რომელთა გასხვისება უბრალოდ გადაცემითაც
იყო შესაძლებელი

17. Რა შემთხვევაში წარმოებდა დავა ნეგატორული


სარჩელის საშუალებით?
დავა ნეგატორული სარჩელით წარმოებდა მაშინ, როდესაც მართალია
ნივთი ჰქონდა მესაკუთრეს, მაგრამ მას ავიწროვებდა მესამე პირი.

18. Ჩამოთვალეთ სასოფლო სერვიტუტები


სასოფლო სერვიტუტებია მაგალითად მეზობლის ნაკვეთზე პირუტყვის
გადაყვანა, მეზობლის ჭის წყლით სარგებლობა. ამას ეწოდება
ემფითევზისი)

19. Ჩამოთვალეთ საქალაქო სერვიტუტები


საქალაქო სერვიტუტებია მაგალითად მეზობლის კედლით სარგებლობა,
მის ტერიტორიაზე წყლის არხის გაყვანა. ამას ეწოდება სუპერფიციუმი.

20. Განმარტეთ ტერმინები dare, facere


1. dare- მიცემა, გადაცემა
Facere-გაკეთება

21. Ჩამოთვალეთ ქირავნობის ხელშეკრულების სახეები


ქირავნობის ხელშეკრულების სახეებია: ნივთების ქირავნობა,
მომსახურეობისთვის ქირავნობის ხელშეკრულება და სამუშაოს
შესასრულებლად დაქირავების ხელშეკრულება.

22. Ამხანაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის


საფუძვლები
ამხანაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლბია ერთ-ეღტი
მონაწილის სიკვდილი ან მისი რომელიმე წევრის მიერ საკუთარი
ვალდებულებების შეუსრულებლობა.

23. Ჩამოთვალეთ სასამართლო პროცესის განვითარების


სამი ეტაპი
Სასამართლო პროცესის განვითარების სამი ეტაპი მოიაზრებს:
ლეგისაქციურ, ფორმულარულ, ექსტრაორდინალურ პროცესებს.

24. Სინგულარული და უნივერსალური მემკვიდრეობა


Უნივერსალურია მემკვიდრეობა, როდესაც მემკვიდრეზე გადადიოდა
სამკვიდროს უფლებებიც და მოვალეობებიც. Სინგულარული
მემკვიდრეობის ძალით მემკვიდრეზე გადადიოდა მხოლოდ უფლებები.

You might also like