You are on page 1of 6

ვალდებულებითი სამართალი

რომის სამართლის წყაროებში ვალდებულებას ეწოდება ობლიგაციო. ვალდებულების


ცნება რომის სამართალში სახელმწიფოს განვითარების ადრეულ ეტაპზე არ
ჩამოყალიბებულა. ვალდებულების ზოგადი ცნება რომაელმა იურისტებმა თანდათან
შეიმუშავეს და ეს პერიოდი დასრულდა იმპერატორ იუსტინიანეს დროს . ინსტიტუციებში
წერია: ვალდებულება სამართლებრივი ბორკილებია, რომლებიც ჩვენ გვაიძულებენ
შევასრულოთ რაიმე, ჩვენი სახელმწიფოს კანონების მიხედვით.ვალდებულება თავისი
ბუნებით არის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, ვალდებულებაში ორი მხარის
სამართლებრივი დაპირისპირებაა:

1. კრედიტორი- CREDITOR, რომელსაც აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარეს


ვალდებულების შესრულება
2. მოვალე- DEBITOR, რომელმაც უნდა შეასრულოს ვალდებულება.

რომაელი იურისტები აღნიშნავენ რომ ვალდებულება ნიშნავს:

1. რაიმე ნივთის გადაცემას- DARE


2. რაიმეს გაკეთება- FACERE
3. მომსახურების გაწევა- PRAESTAR

რომაელ იურისტებს განსხვავებული შეხედულებები გააჩნდათ ვალდებულების


წარმოშბის საფუძვლების საკითხზე. იურისტთა უმრავლესობას მიაჩნდათ რომ ორი
საფუძველი არსებობდა:

1. ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულებიდან- CONTRACTUS.


2. ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობა დელიქტიდან- DELICTUM

გაიუსი ფიქრობდა რომ სამი საფუძველი არსებობდა:

1. ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულებიდან


2. ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობა დელიქტიდან
3. ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობა სხვა დანარჩენი მიზეზებიდან

იუსტინიანეს ინსტიტუციებში მოცემულია ოთხმიზეზიანი კლასიფიკაცია:

1. ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულებიდან


2. კვაზი-ხელშეკრულება
3. ვალდებულებები რომლებიც წარმოიშობა დელიქტიდან
4. კვაზი-დელიქტი

რომის სამართალი ასევე ყოფს:

1. ნატურალურ ვალდებულებებად-ისეთი ვალდებულებები იყო, როცა სახეზე არ არის


სარჩელი, მაგრამ მოვალეს ვალდებულება ეკისრება ვალდებულების
შესრულებაზე. გაჩნდა პრინციპატის ეპოქაში და მისი წყარო ოჯახის უფროსის
დაქვემდებარებაში მყოფი პირების ქმედებანი იყო. PATERFAMILIAS-ს შეეძლო
მართებულად ეღიარებინა მისი ხელისუფლების ქვეშ მყოფი პირის მიერ აღებული
ვალი და შეეძლო უარიც ეთქვა.
2. ცივილურ ვალდებულებებად- ისეთი ვალდებულებები იყო, რომლებიც
წარმოიშობოდა სარჩელის წარდგენის შედეგად. მთავარი იყო ფორმალური
მომენტი- სარჩელის წარდგენა.
3. პრეტორული ვალდებულებებად- რომლებიც პრეტორის იურისდიქციით არის
დაწესებული და რომლებსაც საპატიოსაც უწოდებენ.

ვალდებულება არ წარმოშობს საკუთრების უფლებას მოცემულ ნივთზე. საკუთრება


მხოლოდ ნივთის გადაცემით წარმოიშვება.

იურიდიული ფაქტები
იურისიული ფაქტი ეწოდება სამართლის ნორმით გათვალისწინებულ გარემოებას
რომლის არსებობასთან არის დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის
წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. იურიდიული ფაქტები იყოფა:

1. ხდომილებად- წარმოიშბა ადამიანის ნების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად


2. მოქმედებად- დამოკიდებულია ადამიანზე. მოქმედება შეიძლება იყოს
მართლზომიერი და არამართლზომიერი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ იმ მართლზომიერ მოქმედებებს, რომლებიც


უშუალოდ იწვევენ უფლება-მოვალეობათა წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. მათ
გარიგებები ეწოდებათ. მათი ცნება არ არის შემუშავებული. გარიგებებში გამოიხატება მის
დამდებ პირთა ნება. თუ გარიგების ნამდვილობისთვის საჭიროა ერთი პირის ნება, მაშინ
გარიგება ცალმხრივია, თუ გარიგების ნამდვილობისთვის ორი მხარის ნებაა
აუცილებელი, მაშინ გარიგება ორმხრივია.

კონტრაქტები და პაქტები
კონტრაქტები ის ხელშეკრულებებია, რომლებიც სარგებლობდნენ სასარჩელო დაცვით ,

პაქტები კი- არაფორმალური შეთანხმებებია, რომლებიც თავდაპირველადარ


სარგებლობდნენ სასარჩელო დაცვით, თუმცა დროთა განმავლობაში ზოგიერთმა მიიღო
სასარცელო დაცვა. ძველი რომის სამართალი იცნობდა ხელშეკრულების სამ სახეს :

1. ნექსუმ (nexum) - ის ტარდებოდა მანციპაციის მსგავსად საკმაოდ რთული


რიტუალური წესის დაცვით სპილენძისა და სასწორის მეშვეობით.დებიტორი პასუხს
თავისი პირადი თავისუფლებით აგებდა.თუ იგი ვალდებულებას ვერ
შეასრულებდა,კრედიტორს შეეძლო მისი დატყვევება და საპყრობილეში დამწყვდევა
60 დღის განმავლობაში.ამ ხნის მანძილზე კრედიტორს სავაჭრო დღეებში სამჯერ
უნდა გაეყვანა დებიტორი და დაესახელებინა,რა რაოდენობით ვალი ჰქონდა
მას.მოვალეს უნდა ეთხოვა თავისი ნათესავებისა და ახლობლებისთვის,გადაეხადათ
ვალი მის მაგივრად.თუ დებიტორის სამჯერ გაყვანის შემთხვევაში მის ვალს არავინ
გადაიხდიდა,მოვალეს ან კლავდნენ,ან მონად ყიდდნენ.ძველი წელთაღრიცხვით
მეოთხე საუკუნეში ეს წესი აიკრძალა;
2. სტიპულაცია (stipulatio) - სიტყვიერი (ზეპირი) ხელშეკრულება,რომელიც იდებოდა
კითხვა-პასუხის ფორმით;
3. ლიტერალური (litteris) - წერილობითი ხელშეკრულება.

მოგვინებით გაიუსი გამოყოფს ხელშეკრულების ოთხ სახეს:

1. რეალური,როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ნივთის გადაცემის შემდგომ;


2. ვერბალური,როდესაც ვალდებულების წარმოშობისთვის საკმარისია სიტყვიერი
შეთანხმება;
3. ლიტერალური,როდესაც ვალდებულება წარმოიშობა წერილობით;
4. კონსესუალური,როდესაც ვალდებულება წარმოიშობა მხარეთა შეთანხმების
საფუძველზე.

გარდა ამისა,არსებობდა უსახელო კონტრაქტებიც.

ხელშეკრულება შეიძლება იყოს:

1. ცალმხრივი- ამის მაგალითია სესხის ხელშეკრულება, როდესაც გამსესხებელს


უფლება აქვს მოითხოვოს სესხის დაბრუნება და არავითარი ვალდებულება მას არ
აკისრია, მსესხებელი კი ვალდებულია დააბრუნოს თანხა.
2. ორმხრივი- ამის მაგალითია ქირავნობის ხელშეკრულება;გამქირავებელი
ვალდებულია გადასცეს ნივთი დამქირავებელს დროებით სარგებლობაში,
დამქირავებელი კი ვალდებულია გადაიხადოს ქირა და დააბრუნოს ნივთი
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ. ორმხრივ ხელშეკრულებაში შეგვიძლია
განვასხვავოთ ხელშეკრულებები, როდესაც მხარეებს წრამოეშობათ თანაბარი და
არათანაბარი უფლება-მოვალეობები.

ხელშეკრულების ნამდვილობის პირობები:


1. მხარეთა თანხმობა - ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი იყო პირის ნების
გამოვლენა.თავდაპირველად უპირატესობა ენიჭებოდა ნების გარეგან გამოვლენას,რაც
გამოიხატებოდა ზეპირად,ჟესტით,წერილობით და ასე შემდეგ.ხშირად პირის
გარეგანი ნება შეუსაბამოა შინაგან ნებასთან,ამიტომ დროთა განმავლობაში
უპირატესობა შინაგან ნებას მიენიჭა.ხშირად არსებობდა შეცდომა პირის გარეგან
ნებაში (error).ამ დროს პირის გარეგანი და შინაგანი ნება ერთმანეთს არ
შეესაბამებოდა.შეცდომა ძირითადად ფიქსირდებოდა მაშინ,როდესაც ერთმა პირმა
ზუსტად არ იცოდა ფაქტები (ignorantia facti).თუ შეუსაბამობა მოხდა ნების
გამომხატველის ბრალით,მან ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე,როგორც ეს
ხელშეკრულების მეორე მხარემ გაიგო.თუ ეს შეცდომა მისი ბრალი არ არის,შეუძლია
იბრძოლოს და არ შეასრულოს ვალდებულება.დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე
შეცდომის არსებითობას.თუ შეცდომა იყო არსებითი ხასიათის,ანუ ხელშეკრულების
მხარეებს სხვადასხვა მიწის ნაკვეთი ჰქონდათ მხედველობაში (error in
corpore),ხელშეკრულება არ ჩაითვლებოდა დადებულად.თუ შეცდომა არაარსებითი
ხასიათის იყო (error in nomine),ხელშეკრულება დაიდებოდა.შეცდომა
არსებითია,როდესაც პირს ჰგონია,რომ დებს სხვა ხელშეკრულებას ან
ხელშეკრულებას სხვა პირთან.თუ საგნის თვისებაში არის შეცდომა (error in
substantia),ის შეიძლება ჩაითვალოს არსებითად მაშინ,როდესაც ამ
შეცდომით,ფაქტობრივად,სხვა ნივთს იძენს პირი.თუ შეცდომა ნივთის ხარისხშია
(error in qualitate),ხელშეკრულება იქნება ნამდვილი,მაგრამ პირს შეეძლება ფასის
შემცირების მოთხოვნა.ხელშეკრულებისთვის აუცილებელი ნება უნდა
გამოხატულიყო თავისუფლად,იძულების,მუქარის,ძალადობის გარეშე.იძულებით
დადებული ხელშეკრულებისას პირს შეეძლო სარჩელის - actio de dolo გამოყენება და
ხელშეკრულების მოშლა;
2. კანონიერება (სამართლებრივი საფუძველი - iusta causa) - ხელშეკრულება არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს კანონს.მაგალითად,არ შეიძლება ხელშეკრულების გაფორმება
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულ ნივთებზე;
3. კეთილი ზნე-ჩვეულებების შესაბამისი (bonae mores) უნდა ყოფილიყო (არ უნდა
ჰქონოდა საძრახისი საფუძველი - turpis causa) - ხელშეკრულება იმის
საფუძველზე,რომ პირი მკვლელს დაიქირავებდა,არ შეიძლებოდა ნამდვილად
ჩათვლილიყო;
4. ფიზიკურად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მისი დადება - გაიუსის ინსტიტუციებში
ვხვდებით,რომ ხელშეკრულება,რომელიც ამბობდა,რომ პირი ხელით ცას
შეეხებოდა,არ იქნებოდა ნამდვილი;
5. დაცული უნდა ყოფილიყო ფორმალური მხარე.

ხელშეკრულებაში შეიძლებოდა შესულიყო ისეთი ელემენტებიც,რომლებიც მხარეების მიერ


არ იყო გათვალისწინებული,მაგრამ მათზე მაინც თანხმდებოდნენ ისინი.ასეთი იყო ვადები
(dies) და პირობები (condicio).

პირობა არის ისეთი მითითება ხელშეკრულებაში,რომლითაც დგება სამართლებრივი


შედეგი.შედეგი თავის მხრივ შეიძლება დადგეს ან არ დადგეს.

ვადებიც ჰგავს პირობებს,მაგრამ ვადები უზრუნველყოფს,რომ იურიდიული შედეგი


აუცილებლად დადგება.არსებობს ვადა,რომლის დროსაც ვიცით,რომ დადგება იურიდიული
შედეგი და ისიც ვიცით,როდის და ვადა,რომლიც დროსაც დგება შედეგი,მაგრამ დრო
დაუზუსტებელია.

ხელშეკრულების დადების შემდეგი გზები არსებობდა:

1. ხელშეკრულების დადება - სტიპულაციის შემთხვევაში ერთი პირი მეორეს უსვამდა


შეკითხვას (გადამიხდი 100 ოქროს?),ხოლო სხვა შემთხვევაში სახეზე გვაქვს
ოფერტანტისა და აქცეპტანტის ცნებები;
2. წარმომადგენლობა - თავდაპირველად ნექსუმის დროს ხელშეკრულება შეიძლება
დაედო მხოლოდ იმ პირს,რომელზეც უშუალოდ ვრცელდებოდა ეს
გარიგება,მოგვიანებით კი შემოვიდა წარმომადგენლის ცნება.მონის მიერ paterfamilias-
თვის შეძენილი ქონება იქნებოდა თვითონ ოჯახის უფროსის საკუთრება,თუ ამ
ყველაფერს აკეთებდა ოჯახის ვაჟიშვილი,ქონება იყოფოდა.მამას ჰქონდა
უზუფრუქტის უფლება,ხოლო ვაჟს - საკუთრების.პირს შეეძლო შეეძინა უფლება
თავისუფალი ადამიანების ან სხვისი მონების მეშვეობით,თუ ისინი ამას აკეთებდნენ
თავისი ქონებით ან თვითონ ოჯახის უფროსის ნივთით,ასევე იმ მონების
მეშვეობით,რომლებზეც უზუფრუქტით სარგებლობის უფლება ვრცელდებოდა.

არსებობდა პირთა შეცვლა ვალდებულებაში:

1. ვალდებულების გადასვლა მემკვიდრეობით - მემკვიდრეზე გადადიოდა როგორც


ვალდებულება,ასევე უფლება სარჩელზეც;
2. ცესია (cessio) - კრედიტორის შეცვლა,მოთხოვნის დათმობა.ახალ კრედიტორს
ეწოდებოდა ცესიონარი,ძველს - ცედენტი.მოთხოვნის შემძენს ენიჭებოდა სარჩელის
უფლება.ამასთანავე გამოიყენებოდა წარმომადგენლობა,რომლის საფუძველზეც
ცესიონარი გამოდიოდა მოსარჩელის რანგში,ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების
შემთხვევაში ანაზღაურება ხდებოდა წარმომადგენლის სახელზე;
3. ვალის გადაცემა - შეიძლებოდა შეცვლილიყო დებიტორი ნოვაციის ფორმით,თუმცა
აუცილებელი იყო კრედიტორის თანხმობა;

ვალდებულება წყდება სემდეგ შემთხვევაში:

1. თუ ვალდებულება შესრულდებოდა.ვალდებულების შესრულებისას ყურადღება


ექცეოდა შემდეგ საკითხებს:
1.1. ვინ ასრულებდა ვალდებულებას - ზოგ შემთხვევაში ამას გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონდა;
1.2. ვის წინაშე შესრულდა ვალდებულება - ის უნდა შესრულებულიყო
კრედიტორის,მისი წარმომადგენლის,რწმუნებულის წინაშე;
1.3. ვალდებულება უნდა შესრულდეს პირობების შინაარსის დაცვით;
1.4. ვალდებულება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ ვადაში თუ ასეთი ვადა
დადგენილია.დაუდგენლობის შემთხვევაში კი კრედიტორის პირველივე
მოთხოვნაზე უნდა დააკმაყოფილოს დებიტორმა ნათქვამი;
1.5. უნდა განსაზღვრულიყო ვალდებულების შესრულების ადგილი,რადგან ფასები
განსხვავებულ ადგილებზე სხვადასხვა იყო.ხელშეკრულებით შეიძლება პირები
ვალდებულების ადგილსამყოფელზე შეთანხმებულიყვნენ.თუ ასეთი შეთანხმება
არ არსებობდა,მოვალის საცხოვრებელი ადგილი ჩაითვლებოდა ასეთ ადგილად.
2. ნოვაცია - ამ შემთხვევაში ძველი ვალდებულება იცვლებოდა ახლით;
3. გაქვითვა - როდესაც პირები ურთიერთვალდებულნი იყვნენ,ისინი ერთმანეთს
უქვითავდნენ ამ ვალდებულებას ან მის ნაწილს;
4. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა - თუ არსებობს ისეთი
გარემოება,რომელზეც მოვალე პასუხს ვერ აგებს;
5. მოთხოვნაზე კრედიტორის უარი;
6. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მოვალე პირადად აგებდა


პასუხს,შემდეგ კი ქონებით.პირი ზარალს ანაზღაურებდა მაშინ,როდესაც მეორე მხარეს
(კრედიტორს) მიადგებოდა ზიანი.ბრალის ერთი ფორმა იყო განზრახი ბრალი - dolus და
გაუფრთხილებელი ბრალი - culpa.არსებობდა მსუბუქი გაუფრთხილებლობა (culpa levis) და
უხეში გაუფრთხილებლობა (culpa lata).გაუფრთხილებლობის ან განზრახვის დასადგენად
გამოიყენებოდა მესამე პირის ცნება.თუ ნებისმიერი საშუალო მესამე პირი მოიქცეოდა რაიმე
შემთხვევაში ფრთხილად,მაგრამ ასე არ მოიქცა კონკრეტული პირი,საქმე გვაქვს უხეშ
გაუფრთხილებლობასთან,ხოლო თუ სიფრთხილეს განსაკუთრებით ფრთხილი და
კეთილსინდისიერი მეურნე გამოიჩენდა,ამ შემთხვევაში გვქონდა მსუბუქი
გაუფრთხილებლობა.თუ პირი გამოიჩენდა მზურნველობას,მაგრამ გადაულახავი ძალის (vis
maior) გამო მაინც დადგებოდა ზარალი,პირი არ აგებდა პასუხს.არსებობდა ვალდებულების
უზრუნველყოფის შემდეგი სახეები:

1. თავდებობა - პრომისორის მაგიერ ვალდებულებას ხშირად იღებს თავდები,ანუ


ფიდეიუსორი.ფიდეიუსორი შეიძლება არსებობდეს ნებისმიერი სახის
ხელშეკრულებაში,ის ვალდებულებას უტოვებს თავის მემკვიდრეებსაც,გამოდის
მონის თავდებადაც,შეუძლია წინაც უსწრებდეს ვალდებულებას და უკანაც
მოსდევდეს მას.თუ არსებობს რამდენიმე ფიდეიუსორი,ყველამ უნდა შეასრულოს
ვალდებულება სრული მოცულობით და კრედიტორი თავად გადაწყვეტს,ვისგან
გამოითხოვოს ეს შესრულებული ვალდებულება.ფიდეიუსორს პრომისორზე ნაკლები
უნდა მართებდეს.თუ ფიდეიუსორი გადაიხდის მოვალის ნაცვლად,მას შეუძლია
მისგან გამოითხოვოს მანდატი.ფიდეიუსორები აცხადებენ სიტყვებს:,,პატიოსან
სიტყვას ვიძლევი“, ,,ვამბობ“, ,,მსურს“, ,,მინდა“ და ასე შემდეგ.ფიდეიუსორის
ვალდებულება იწერება წერილობით;
2. ბე - თუ მყიდველ პირს სურს ხელშეკრულების მოშლა და უკვე გადახდილია ბე,ის ამ
თანხას არ იბრუნებს,მაგრამ თუ მსგავსი რამ სურს გამყიდველს,მან უნდა გადაიხადოს
ორმაგი თანხა,თუნდაც ბეს შესახება არაფერი იყოს ნათქვამი.

You might also like