You are on page 1of 5

სახელშეკრულებო სამართალი, ფინალური გამოცდა

ანი გველუკაშვილი

ჯგუფი N:3

02/24/2022

კაზუსი

ჰიპოთეზა: შესაძლბელია მზღეველს - სადაზღვეო კომპანიას ჰქონდეს 49 500 ლარის,


გადაუხდელი სანაოსნო პრემიის, მოთხოვნის უფლება დამზღევის შპს ,,სანაოსნოსგან’’ სკ-ის
799-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

იმისათვის რომ გავერკვთ თუ რა უფლებებითა და ვალდებულები გააჩნიათ


კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს-სადაზღვეო კომპანიასა და შპს სანაოსნოსს
ერთმანეთთან მიმართებით, უპირველეს ყოვილისა უნდა გავარვიოთ დაიდო თუ არა
მათ შორის დაზღვევის ხელშეკრულება. საერთოდ ხლშეკრულების არსებობისთვის
მხარეებს შორის საჭიროა არსებით პირობებზე შეთანნხმება. დაზღვევის
ხელშეკრულების არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა სადაზღვეო
მოწმობის( პოლისის) არსებობა. სკ-ის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით
მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის
ხლშეკრულების შესახებ. სკ-ის 802-ე მუხლის მეორე ნაწილი ზუსტად განსაზღრავს
იმ ჩამონათვალს, რაც სადაზღეო პოლისში უნდა იყოს მითითებული.ესენია:
ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი, დაზღვევის
საგანისა და დაზღვეული პირის დასახელება, სადაზღვეო რისკის განსაზღვრულობა,
დაზღვევის დასაწყისი და ხანგრძლივობა, სადაზღვეო თანხის ოდენობა, სადაზღვეო
შესატანის მოცულობა და მისი გადახდის ადგილი და დრო.  როგორც კაზუსიდან
ჩანს, მხარეებს შორის სადაოა მათ შორის ხელშეკრულების არსებობა. აღსანიშნავია ის
გარემოება, რომ სადაზღვეო ხელშეკრულება და დაზღვევის პოლისი სადაზღვეო
პრაქტიკაში გამოიყენება თანაბრმნიშვნელოვნად. იურიდიული ძალით დაზღვევის
ხელშეკრულებასთან გათანაბრებულია პოლისი. სარჩელიდან და შესაგებლიდან
აშკარად ირკვევა, რომ მხარეებმა განსაზღვრეს თუ რისი დაზღევა სურადათ, ესენია
სამი ერთეული მცურავი საშუალება. ამასთან თითოეულის პოლისი დამზღვევს
ცალცალკე გადაეცა. პოლისით ასევე განისაზღვრა პრემიის ოდენობა და გადახდის
თარიღი, სადაზღვეო ოდენობა, სადაღვეო რისკები,რაც პოლისისთვის აუცილებელი
პირობაა. მოპასუხის განცხადება რომ არ განსაზღვრულა გამონაკლისები და
ანაზღაურების წესი, ბათილდება იმით რომ გარკვევითაა განსაზღვრული როგორც
ხელშეკრუელბის ვადები, შესატანი პრემიის ოდენობაც, რისკიც და სადაზღვეო
ანაზღაურებაც. პოლისის გადაცემა უკვე მიუთითებს იმას რომ მხარებს შორის
შეთანხმება აშკარად შედგა. თუ მხარეები ვერ მივიდოდნენ დაზღვევის
ხელშეკრულების საბოლოო შეთანხმებაზე, მაშინ დამზღვევის შპს სანაოსნოს
მხრიდან არ უნდა მომხდარიყო ამ პოლისის მიღება. პოლისის მიღება უკვე მოწმობს
ხელშეკრულების პირობებზე თანხმობას. ამათან მხარეებმა იმდენად დეტალურად
განსაზღვრეს პოლისის პირობები რომ მიუთითეს კიდეც გამონაკლისი, კერძოდ თუ
დამზღვევი პრემიის შეტანის ვადას გადააცილებდა 14 დღით მაშინ სადაზღვეო
შემთხვევა აღარ ანაზღაურდებოდა.
ცალკე განსახილველია და მყარი არგუმენტია მოსარჩელისთვის კიდევ ერთი
გარემოება, კერძოდ, 16 400 დოლარის სახით პრემიის გადახდის ფაქტი დამზღვევის
მხრიდან. მოპასუხე ამბობს რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ მიღწეულა და არ
დადებულა დაზღვევის ხელშეკრუელბა, მაშინ რატომ შეიტანა დამზღვევმა 16 400
დოლარი პრემიის სახით. ლოგიკურია, თუ არ არსებობს ხელშეკრულება არ არსებობს
ასევე ვალდებულებაც. ამ თანხის შეტანა მოწმობს იმას, რომ შპს სანაოსნო თავიდან
აღიარებდა დაზღვევის ხელშეკურლების არსებობას. თორემ რატომ გადაიხდიდა ის
პრემიას არაფრის გულისთვის?
ამასთანავე წინააღმდეგობაშია მოპასუხის მიერ მოყვანილი ფაქტები. თავიდან ის
განაცხადებს რომ ხელშეკურლება საბოლოოდ არ შეთანხმებულა, მაგრამ ამის
საწინააღმდეგოდ ამბობს იმასაც რომ ხელშეკრულება შეწყდა და ამის გამო არ
მიმართა სადაზღვეო კომპანიას, მაშინ როდესაც სადაზღვეო შემთხვევა დადგა.
ჩნდება კითხვა:თუ არ არსებობს ხელშეკრულება, როგორ შეწყდა?
ფაქტია მხარეებს შორის აშკარად დაოდო დაზღვევის ხელშეკრულება, რასაც
მოწმობს სადაზღვეო პოლისის გადაცემა დამზღვევისთვის და დამზღვევის მიერ 16
400 დოლარის სახით პრემიის შეტანა.
დამზღვევამა დაარღვია ასევე სკ-ის 814-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალსიწინებული პირობა, რომ სადაზღვეო შემთხვვის დადგომისთანავე
დამზღვევი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მზღეველს. სკ-ის 814-ე მუხლის
თანახამად თუ დამზღვევი არ შეასრულებს სადაზღვეო შემთხვევის შესახებ
შეტყობინების მოვალეობას მზღვეველის მიმართ, მზღვეველი ვერ დაეყრდნობა იმ
შეთანხმებას, რომელითაც იგი თავისუფლება მოვალეობისაგან.
ყოველიმე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ სამართლიანი იქნება თუ
მხარეებს მივანიჭებთ არჩევნის შესაძლებლობას. პირველი ვარიანტად განიხილება
ხესეკრულების მოშლა. სკ-ის 818-ე მუხლში საუაბრია რომ თუ დამზღვევმა თავის
დროზე არ შეიტანა სადაზღვეო შენატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე
გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკურლების მოშლის თაობაზე და ვადის უშედეგოდ
გასვლის შემდეგ მოშალოს ხელშეკრულება. როგორც კაზუსიდან ვხედავთ
დამზღვევმა არ გადაიხადა პრემია, შესაბამისად უკვე გავიდა გარკვეული დრო და
მოსარჩელეს, ანუ მზღეველს შეუძლია ხელშეკრულების მოშლა ყოველგვარი
გაფრთხილების გარეშე. ხელშეკრუელბის მოშლა არ გულისხმობს მის მიერ 49 500
დოლარის მიღებას ეს იქნება უსაფუძლო გამდიდრება, ვინადან ხელშეკურლების
მოშლის შემდეგ მას უკვე აღარ აქვს საპირწონე ვალდბეულებები დამზღვევის
მიმართ. 49500 დოლარის მოთხოვნის უფლება გასამართლებელი იქნება მხოლოდ და
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეები აღადგენენ ხელშეკრულებას, და ორივეს
ექნებათ საპირწონე უფლებები და მოვალეობები.

1. შეადარეთ და იმსჯელეთ სსკ-ის 103-114 მუხლებით გათვალისწინებულ


„წარმომადგენლობა გარიგებებში“ და დავალების ხელშეკრულების თავისებურებებზე
(საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე); 8 ქულა

დავალების ხელშეკრულება და ,,წარმომადგენლობა გარიგებაში’’ გარკვეული


თავისებურებებითა და განსხვავებებით ხასიათდება. სკ-ის 709-ე მუხლის მიხედვით
დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის
დავალებული ერთი ანდა რამოდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
დავალების ხელშეკრულებაა მაგალითად:საადვაკატო მომსახურების ხელშეკრულება,
საწარმოს ხელმძღვანელობის ხელშეკრულება და სხვა. დავალების ხელშეკრულებაში
გვყავს მარწმუნებელი( ვინც გასცემს დავალებას) და რწმუნებული(ვინც ასრულებს) .
ხოლო წარმომადგენლობის გარიგებაში გვყავს წარმომადგებელი და წარმოდგენილი. სკ-
ის 103-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოამდგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან
გამომდიანრეობს ან წამოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძელზე.
წარმოამადგენლობის მაგალითია დისტრუბუცია, როდესაც დისტრიბუტორი მაღაზიას
აბარებს პროდუქციას . რწმუნებულობა და დავალების ხელშეკრულება გარკვეულწილად
კავშირშია ერთმანეთთან. შესაძლოა დავალება ცალკე დაიდოს ან მას წინ უძღოდეს
წარმომადგენლობა.წარმომადგენლობის ნამდვილობას აქვს წინაპირობები, რომელთაც
მოკლედ განვიხილად. უპირველეს ყოვილისა წარმოამდგენლობა უნდა იყოს
დაშვებული, მაგალითად ასეთია ქორწინება, რომლის წამომადგენლობა ანუ ჩანაცვლება
დაუშებელია. წარმოამდგენლობაში ასევე დავალებების შემსრულებელი ავლენს თავის
ნებას, ხოლო დავალების ხელშეკრულებაში რწმუნებული არა თავის ნებას არამედ
მარწმუნებლის ნებას ავლენს. წარმომადგენლობაში უფლებები და მოვალეობები
წარმოეშობა წარმოდგენილს. ასევე წარმომადგენლობაში აუცილებელია სახეზე იყოს
მინდობილობა, რომლის ფარგლებში წარმომადგენელი მოქმედებს. ხოლო დავალების
ხელშეკრულებაში რწმუნებული არ გამოავლენს თავის ნებას, არამედ ამბობს რომ
დავალება არის მარწმუნებლის სახელით. მოკლედ, დავალების ხელშეკრულებას
ახასიათებს მარწმუნებლის სახელით მოქმედება, მარწმუნებლის ხარჯზე მოქმედება,
მოქმედების უსასყიდლობა( თუ სასყიდელი შეთანხებული არაა და არც კანონიდან
გამომდიანერეობს).ითვლება, რომ დავალება არის არასრულად მავალდებელი
ხელშეკრულებაც, რადგანაც აქ გასამრჯელო არ არის აღნიშნული, როგორც
ხელშეკრულების არსებითი პირობა. ბუნებრივია დავალება შეიძლება იყოს უსასყიდლოც
და სასყიდლიანიც. თუ უსასყიდლოა მაშინ ხელშეკრულება ხელშეკრულება გამოდის
არასრულად მავალდებულებელი ვინაიდან ცალმხრივად რწმუნებულია ვალდებული
კეთილსინდისიერად შეასრულოს დავალება.

2. განმარტეთ სუბროგაციის პრინციპის ცნება და მნიშვნელობა


1. სუბროგაციის პრინციპი გვხვდება მხოლოდ დაზღევის ხელშეკრულებაში და ის ჩვენ
არ უნდა აგვერიოს სუროგაციის პრინციპში, რომელიც გირავნობის
ხელშეკრულებაშია. სუბროგაციის პრინციპი გულისხმობს მხარის ჩანაცვლებას
დელიქტურ ვალდებულებაში. აღნიშნულის შესახებ საუბარია სკ-ის 832-ე მუხლში,
რომლის თანახმადაც, თუ დამზღევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე
მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვევლზე, თუკი ის
უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. კონკრეტული მაგალითის მოყვანა დაგვეხმარება
უკეთ გავიგოთ ამ პრინციპის არსი. მაგალითისთვის მოვიყვან ავტოავარიის
შემთხვევას. პირობითად, გვანცას მანქანა დაზღვეული ჰყავს ავტოავაარისაგან. თუ
მოხდა ავარია გვანცასა და ,პირობითად, ალექსანდრეს შორის და დადგინდა რომ
გვანცა არაფერ შუაშია და იკვეთება მხოლოდ ალესანდრეს ცალმხრივი ბრალეულობა.
ლოგიკურია გვანცა მიიღებს მზღვეველისაგან ანაზღაურებას, ვინაიდან მისი მანქანა
სწორედ ავტოავაარისაგანაა დაზღვეული. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც გვანცას
მანქანა არ ექნებოდა დაზღევული, ის ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვდა ალესანდრეს
დელიქტური ვალდებულებისთვის. ცხადია, გვანცა ვერ მიიღებს ანაზღაურებას
ორივესგან-მზღვეველისაგან და გიორგისგან, რადგან სახეზე იქნება უსაფუძვლო
გამდიდრება. თუკი მზღვეველი უნაზღაურებას გვანცას ავტოავაარის შედეგად
მიყენებულ ზიანს, მაშინ გვანცა ვალდებული ხდება თავისი მოთხოვნა ალექსანდრეს
მიმართ დაუთომს მზღეველს. ხოლო ახლა მზღეველი მოსთხოვს ალესანდრეს იმ
თანხის გადახდას, რაც მას გვანცასთვის უნდა გადაეხადა დელუქტური
ვალდებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად გვანცას აღარ შეუძლია დამატებით
ალესანდრესაგანაც რომ მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. როგორც უკვე ვთქვი
გვანცა ვალდებულია დაუთმოს საკუთარი მოთხოვნა მზღვეველს, ანუ
ურთიერთობაში ხდება მხარის ჩანაცვლება, რაც სუბროგაციის პრინციპის სახელითაა
ცნობილი.

You might also like