You are on page 1of 4

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლისათვის, განსხვავებით დავალების გარეშე

სხვისი საქმეების შესრულებისა (რომლისთვისაც გადამწყვეტია ალტრუისტული


მოტივებით სხვისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება) და განსხვავებით
დელიქტური სამართლისა (რომლისთვისაც გადამწყვეტია, თუ რა ზიანი მიადგა
დელიქტური მოთხოვნის უფლების მქონეს) გადამწყვეტია, თუ რით გამდიდრდა
მიმღები, ანუ შედეგი.
შესრულების კონდიქცია აწესრიგებს არანამდვილი ხელშეკრულების უკუქცევას და
წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართლის დანამატს. ხელყოფის კონდიქცია არის
დელიქტური და ვინდიკაციური სამართლის დანამატი, ხოლო დანახარჯებისა და
რეგრესის კონდიქცია კონკურირებს დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულებასთან და ასევე მის დანამატს წარმოადგენს.
შესრულების კონდიქციისთვის აუცილებელია რაიმეს გადაცემა შესრულებით. რაიმეს
გადაცემის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი სარგებლობის მომტანი სამართლებრივი
სიკეთე. ეს შეიძლება იყოს მაგ.: საკუთრება, მოთხოვნის უფლებები და ა.შ.
წინაპირობა, რომ რაიმეს გადაცემა უნდა მოხდეს შესრულებით, გამოარჩევს
შესრულების კონდიქციას ყველა სხვა კონდიქციისაგან. შესრულება არის სხვისი
ქონების გაცნობიერებული და მიზანმიმართული შევსება. გაცნობიერებული
გულისხმობს, რომ შემსრულებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ზრდის სხვის ქონებას
მაგ.: ფულის გადახდის მეშვეობით.
შესრულება ასევე უსაფუძვლოა, თუ მიუხედავად იმისა, რომ მისი სამართლებრივი
საფუძველი შესრულების მომენტში სახეზე იყო, მოგვიანებით ის სამუდამოდ
გაქარწყლდა (condiction ob causam finatam).
შესრულების კონდქიციით შესაძლებელია ასევე იმ შესრულების უკან გამოთხოვა,
რომელიც განხორციელდა ნამდვილი მოთხოვნის უფლების საფუძველზე, თუმცა
შემსრულებელს ჰქოდნა ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ შესაგებლის წარდგენის
უფლება, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხავდა მის
განხორციელებას.
მაგ.: „ა“ ყიდულობს ტელევიზორს „ბ“-ს მაღაზიაში, რომელიც ბანკ „ბ“-სთან წინასწარი
შეთანხმების საფუძველზე, როგორც ბანკის წარმომადგენელი მყიდველს სთავაზობს
ნასყიდობის ფასის დაფინანსებას საბანკო კრედიტით. „ა“ ისარგებლებს ამ
მომსახურებით, თუმცა ბანკი ნასყიდობის ფასის დაფინანსებას დააყოვნებს, რის
შემდეგაც „ა“ საკუთარი ჯიბიდან დაფარავს ამ ფასს.
მიუხედავად ნასყიდობის ნამდვილობისა, „ა“- ს შეუძლია უკან მოითხოვოს
შესრულება, რადგან გამყიდველის ფასის გადახდის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მას
ექნება შესაგებლის წარდგენის უფლება სსკ - ის 370 -ე მუხლის შესაბამისად და ეს
შესაგებელი ხანგრძლივი დროით გამორიცხავს ვალდებულების შესრულებას.
შესრულების კონდიქციის საფუძველზე ბრუნდება შეძენილი, სარგებელი, სუროგატი.
შეძენილის ქვეშ იგულისხმება უშუალოდ შესრულებით შეძენილი, სარგებლის ქვეშ
ნივთის ნაყოფი, ხოლო სუროგატი არის ყველა ის ჩამნაცვლებელი ქონება, რაც იკავებს
შესრულებით მიღებულის ადგილზე (სადაზღვევო პრემია განადგურებული ნივთის
ნაცვლად).
ხელყოფის კონდიქცია (სსკ - ის 982 -ე მუხლი).
მისი გამოყენების წინაპირობაა შესრულების კონდიქციის მსგავსად „რაიმეს
მოპოვება“. ოღონდ არა შესრულებით, არამედ ხელყოფით, ანუ გამდიდრებულის მიერ
მითვისებით. ხელყოფის ობიექტს უნდა წარმოადგენდეს სამართლებრივი სიკეთეე,
რომლის ეკონომიკური გამოყენების უფლებაც მართლწესრიგის კონდიქციის
მფლობელს ანიჭებს. ხელმყოფმა უნდა დააბრუნოს ის, რითაც გამდიდრდა.
„ა“ მოიხმარეს „ბ“- ს კუთვნილ საღებავს საკუთარი ღობის შესაღებად. „ა“ მიყიდის „ბ“
-ს კუთვნის ნივთს, რომელიც „გ“ - მ მას დროებით ათხოვა და .მიღებულ საფასურს
თავისთვის დაიტოვებს.
ხელყოფის გამდიდრება უნდა მოხდეს კონდიქციის კრედიტორის ხარჯზე.
კონდიქციური მოთხოვნა განსხვავებით დელიქტურისაგან, ემსახურება არა ზიანის
ანაზღაურებას, არამედ ქონების უსაფუძვლო წანაცვლების უკუქცევას. ხელყოფის
კონდიქცია მიზნად ისახავს აღმოფხვრას ის ვაკუუმი, რომელიც წარმოიშობა მაშინ,
როდესაც დელიქტური დაცვის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს პირის სიკეთის
დაცვას. მაგალითად იმის გამო, რომ პირს არ არდგება ზიანი ან არაბრალეულად
ხელყოფს სხვის სიკეთეს.
დანახარჯების კონდიქციის მთავარი წინაპირობაა სხვის ქონებაზე დანახარჯების
გაწევა. დანახარჯად ითვლება ის ხარჯი, რომელიც ზრდის ნივთის ღირებულებას. ეს
კონდიქცია უკან იხევს სხვა უფრო სპეციალური დანაწესების წინაშე. შესაბამისად,
მისი გამოყენების ასპარესი არც თუ ის ფართოა. კერძოდ, გამოოიყენება მაშინ,
როდესაც დანახარჯების გამწევი არ არის ამავე დროს ნივთის მფლობელი. (მაგ.:
მეღვინე „ა“ საკუთარი ვენახის შეწავმლის შემდეგ შემთხვევით შეწამლავს ასევე მისი
მეზობლის „ბ“-ს ვენახს);
დაკარგული ვინდიკაციის ჩავაცვლება:
„ა“ -მ შეინახა „ბ“-ს სეიფში ფული, რომელიც „ბ“ - მ შემდგომში აჩუქა „გ“-ს. „ბ“-მ ფული
განკარგა, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, თუმცა „ა“ „გ“-სგან მას ვინდიკაციის
წესით ვერ გამოითხოვს. „გ“ იყო კეთილსინდისიერი და მიუხედავად იმისა, რომ
უსასყიდლო განკარგვასთან გვაქვს საქმე ის მაინც მოიპოვებს საკუთრების უფლებას
ფულზე. მოცემულ შემთხვევაში, დასაჩუქრებულს არ გაუღია ნივთის
მოპოვებისათვის ქონებრივი მსხვერპლი. შესაბამისად, მან უნდა დააბრუნოს
მიღებული ხელყოფის კონდიქციის სპეციალური ფორმით, რომელიც ანაცვლებს
დაკარგულ ვინდიკაციას (სსლ - ის 990 -ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ მაგალითში კარგად ჩანს ხელყოფის კონდიქციის, როგორც ვინდიკაციის
ჩამნაცვლებლის ფუნქცია. კანონმდებლის შეგნებული გადაწყვეტილებით ნივთის
უსასყიდლოდ შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, რადგან მისი ნდობა
უსასყიდლოდ შეძენისლის სამუდადმოს შენარჩუნებასთან დაკავშირებით უფრო
ნაკლებს იწონის, ვიდრე მესაკუთრის ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, დაკარგულ
ვინდიკაციას ანაცვლებს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური ფორმა, რომელიც ამ
შემთხვევაში, მიმართულია არა უშუალოდ ნივთის, არამედ მისი ღირებულების
გამოთხოვისაკენ და რომლის მეშვეობითაც კანონმდებლის მიზანი დაცულია.
პასუხისმგებლობის ფარგლების შემოსაზღვრა ემსახურება მიზანს, რომ უსაფუძვლო
გამდიდრების უკან მოთხოვნამ მიმღები არ გააღარიბოს, ანუ არ უნდა ჩააყენოს უფრო
უარეს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა გამდიდრება საერთოდ რომ არ მიეღო.
განსვავებით გერმანული კანონმდებლისაგან, რომელმაც ყველა კონდქიციის
პასუხისმგებლობის ფარგლები ერთ რეგულაციას დაუქვემდებარა და განსაზღვრა
უკან დასაბრუნებელი გამდიდრების მოცილობა.
რეგრესისა და დანახარჯების კონდიქცია:
დანახარჯების კონდიქცია ემსახურება იმ მიზანს, რომ დამხარჯველს აუნაზღაურდეს
მისი ხარჯები, თუმცა არ მოხდეს ე.წ. „თავსმოხვეული გამდიდრების“ ანაზღაურება -
მიმღები, რომელიც პასუხს აგებს დანახარჯების კონდიქციით, გამდიდრებას არ იღებს
არც შესრულებით და არც ხელყოფით, არის რა სრულებით პასიური და სხვა პირი
საკუთარი გადაწყვეტილებით ზრდის მის ქონებას. შესაბამისად, განსაკუთრებით
აქტუალურია მისი თავსმოხვეული, ანუ სუბიექტურად არასასურველი
გამდიდრებისაგან დაცვა. ამ საფუძვლით დანახარჯების კონდიქციის ფარგლების
განსაზღვრისას სპეციალურ პუნქტად არის გათვალისწინებული ამ ხარჯების
სარგებლიანობა მიმღებისათვის, ანუ გამდიდრების სარგებლიანიბის განსაზღვრა
მიმღების თვალსაწიერიდან.
რეგრესის კონდიქციის ფარგლები მიუთითებს დანახარჯების კონდიქციაზე „პირს,
რომელიც ---- სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი
ხარჯების ანაღაურება“. ანაზღაურების ხარჯები განსაზღვრულია სსკ - ის 987 -ე
მუხლით.
„ა“ რომელიც შემთხვევით მიიჩვენს, რომ მისმა ძაღლმა დაკბინა მეზობელი „ბ“,
უნაზღაურებს მას მკურნალობის ხარჯებს. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ძაღლი მის
მეზობელ „გ“-ს ეკუთვნოდა.
რეგრესის კონდიქციის დროს ა) იფარება სხვისი ვალდებულება; ბ) რაიმე
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; შესაბამისად, რეგრესის კონდიქცია გამოიხატება
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი ვალის დაფარვაში.
სალდოს თეორია
სალდოს თეორია არის თეორია, რომელიც რომელიც გერმანული სამართლის
დოქტრინამ შეიმუშავა ორმხრივი არანამდვილი ხელშეკრულების შედეგების
აღმოფხვრისათვის, როდესაც ერთ-ერთი მხარე მიღებულ შესრულებას ვეღარ
აბრუნებს („ორმხივი ხელშეკრულების დარღვეული უკუქცევა“). ასეთ შემთხვევებში
ურთიერთდაპირისპირებული კონდიქციური მოთხოვნების ერთმანეთისაგან
დამოუკიდებელმა გამოყენებამ შეიძლება საკმაოდ უსამართლო რეზულტატამდე
მიგვიყვანოს.
სალდოს თეორიის გამოყენების სფეროს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ორმხრივი
არანამდვილი ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შესრულება ერთ-ერთ
მხარესთან ნადგურდება და ის აღარც არის ამის შემდეგ გამდიდრებული.
დოგმატური დასაბუთება:
სალდოს თეორიას მისი თავდაპირველი ფორმით საფუძვლად ედო მოსაზრება, რომ
„გამდიდრება“ არის ის სალდო (ნაშთი), რომელიც რჩება თავდაპირველად გაცვლილი
შესრულებების ურთიერთგაქვითვის შედეგად. თუ ორივე უკან დაბრუნების
მოთხოვნა ერთგვარია, მაშინ ისინი გამოიქვითება და შედეგად ერთ მხარეს
(რომელთანაც სალდო დარჩება) დაეკისრება დაბრუნების ვალდებულება.
„ახალი სალდოს თეორიის“ დოგმატური დასაბუთება შემდეგნაირია: ორმხრივი
ხელშეკრულების ფარგლებში არსებულ ინტერესთა გადანაწილება უნდა
გადავიტანოთ ასევე კონდიქციურ ურთიერთობაშიც. თუ ხელშეკრულების
ფარგლებში თითოეული მხარე იმიტომ ასრულებს, რომ მიიღოს საპირისპირო
შესრულება (სახელშეკრულებო სინალაგმა) კონდიქციური ურთიერთობის
ფარგლებში თითოეულ მხარეს უნა მხოლოდ მაშინ დააბრუნოს მიღებული, როდესაც
დაინრუნებს საკუთარ შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არ
შედგა, გვერდს ვერ ავუვლით იმ გარემოებას, რომ ის ფაქტობრივად შესრულდა და
დაპირისპირებული შესრულებები ფაქტობრივ სინალაგმას წარმოადგენენ. ახალი
თეორიის მიხედვით ხდება არა შესრულების ღირებულების გაქვითვა, არამედ
დაპირისპირებულ ფაქტობრივ შესრულებებს შორის სინალაგმატური კავშირის გაბმა.
შესაბამისად, თუ მცირდება ერთი შესრულების ღირებულება გამდიდრების
არარსებობის გამო, მცხირდება საპირისპირო შესრულების ღირებულებაც.
საქართველოში ახალი „სალდოს თეორიის“ პრინციპი ასახულია სსლ - ის 979 -ე
მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებში.
გამონაკლისი სალდოს თეორიიდან:
მხარე, რომელიც მოტყიებით ადებინებს თავის კონტრაჰენტს გარიგებას, არ
იმსახურებს დაცვას სალდოს თეორიის საფუძველზე. მან უნდა დააბრუნოს
მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იბრუნებს გადაცემულს სრული მოცულობით
ან საერთოდ ვერ იბრუნებს მას.
„ა“-ს შვუკუ 14 წლის ზურაბი ყიდულობს მამის ჯიბიდან ამოცლილი 400 ლარით
მოპედს, რომელსაც ნასყიდობის მესამე დღეს დაამტვრევს. მამა არ მოიწონებს
გარიგებას, ხოლო გამყიდველი მოითხოვს ნივთის ღირებულების ანაზღაურებას. მამას
აინტერესებს, შეუძლია თუ არა დაიბრუნოს ნასყიდობის ფასი ისე, რომ არ დააბრუნოს
მოპედის ღირებულება.
ორმხრივი არანამდვილი ხელშეკრულების უკუქცევისას უკან დაბრუნების
ვალდებულება გამორიცხულია არა მაშინ, როდესაც მიმღები აღარ არის
გამდიდრებული, არამედ თუ მიღებული არდაბრუნება შეესატყვისება სამართლის იმ
ნორმის მიზანს, რომლის საფუძველზეც გარიგება არანამდვილია. მოცემულ
შემთხვევაში, გარიგება არანამდვილია იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც
ემსახურებიან არასრულწლოვანის ინტერესების დაცვას. იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ
მიზნის გვერდის ავლა, არასრულწლოვანი უნდა გათავისუფლდეს ღირებულების
ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

You might also like