You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 15ივნისი, 2018

მუხლი 985. მოგების მოთხოვნის უფლება

1. თუ ხელმყოფმა განზრახ არ გაითვალისწინა სხვა პირის უფლებამოსილება, მაშინ ამ


უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ
დანაკლისს.

2. ხელმყოფმა უნდა წარმოადგინოს ცნობები იმის თაობაზე, თუ რა მოგება მიიღო მან


სხვისი ქონების გამოყენებით.

ეს წესი აწესრიგებს წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ხელმყოფმა 1


უნდა დააბრუნოს მიღებული მოგება1. გამკაცრებული პასუხისმგებლობა ხელყოფის
კონდიქციის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, თუ ხელმყოფი განზრახ
უგულებელყოფს სხვა პირის უფლებამოსილებას2, მაშინ როდესაც ის შესრულების
კონდიქციისას 981-ე მუხ. პირველი ნაწ. მიხედვით უკვე უხეში გაუფრთხილებლობის
შემთხვევაში დგება. მიზეზი ამ ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომისა არ ჩანს.
თუმცა მოცემული წესების წარმოშობის ისტორიის მიხედვით ჩანს, რომ ეს
კანონმდებლის მიერ შეგნებულად მიღებული გადაწყვეტილება იყო.

რამდენადაც კანონი გვეუბნება, რომ ის მოგება, რომელიც აღემატება „ქონებრივ 2


დანაკლისს“, უნდა დაბრუნდეს, გაუგებარია, რატომ გამოიყენება ფორმულირება
ზიანის ანაზღაურების სფეროდან. სწორი იქნებოდა, რომ საუბარი ყოფილიყო
მიღებული სიკეთის საერთო ღირებულებაზე3. ეს ერთი მაგალითის სახით
განვმარტოთ, რომელიც უკვე 982-ე მუხლის („მოთხოვნის უფლების შინაარსი“)
კომენტირებისას იქნა განხილული: თუ კომპანია გამოიყენებს სარეკლამო
მიზნებისთვის ცნობილი მსახიობის სურათს მისი თანხმობის გარეშე, შეგვიძლია
განვასხვაოთ სამი სხვადასხვა ღირებულება, რომლებიც შეიძლება არ ემთხვეოდეს
ერთმანეთს. პირველ რიგში ეს არის ზიანი, ან „ქონებრივი დანაკლისი“, რომელიც
მიადგა მსახიობს. ეს შეიძლება იყოს ნულის ტოლი ან დადებითიც კი იყოს, თუ ამით
იზრდება მსახიობის პოპულარობა და ის იღებს უკეთეს შემოთავაზებებს. მეორე
ღირებულება არის „საბაზრო ღირებულება“ იმისა, რაც კომპანიამ მიიღო
უფლებამოსილების გარეშე მსახიობის სურათების გამოყენებით და ამით ამ
უკანასკნელის საკუთარ გამოსახულებაზე უფლების დარღვევით. მსგავსი გამოყენების
საბაზრო ღირებულება შეადგენს იმ საყოველთაოდ მიღებულ ჰონორარს, რისი
მოთხოვნაც შეუძლია მსახიობს განსაზღვრული ცნობადობის ხარჯზე მისი სურათის

1 König, Gewinnhaftung, in Festschrift für v. Caemmerer, Tübingen 1978, 179 და შემდგ. გვ.
2 Schauhoff, Die Bereicherungshaftung wegen der Nutzung rechtsgrundlos erlangten Geldes, Berlin 1992, 87 და
შემდგ. გვ.
3 Flume, Studien zur Lehre von der ungerechtfertigten Bereicherung, Tübingen 2003, 94; Reuter/Martinek,

Ungerechtfertigte Bereicherung, 2. Teilband, Tübingen 2016, 250 და შემდგ. გვ.; განსხვავებული პრაქტიკა:
გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებები BGH 24.11.1981- X ZR 7/80,
BGHZ 82, 299; BGH 18.12.1986 - I ZR 111/84, BGHZ 99, 244
1
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15ივნისი, 2018

გამოყენების სანაცვლოდ. მსახიობს შეუძლია 982-ე მუხ. შესაბამისად მოითხოვოს ეს


თანხა ხელყოფის კონდიქციის განხორციელებით. კომპანიის მოგება შეიძლება
აღემატებოდეს ამ ჰონორარს, თუ ამ სარეკლამო კამპანიამ გამოიწვია კომპანიის
მოგების ზრდა. ამ მოგების გადახდა კომპანიას მოუწევს უკვე 985-ე მუხ. მიხედვით,
თუ მის მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ ქმედებას.

3 ვინაიდან 985-ე მუხ. რეგულაცია წარმოადგენს გამონაკლისს 982 მუხ. ნორმალური


შემთხვევიდან, უფლებამოსილ პირს სრულად ეკისრება წინაპირობების არსებობისთვ
მტკიცების ტვირთი. მან ამრიგად უნდა ამტკიცოს ხელმყოფის განზრახ ქმედება, ისევე
როგორც მოგების ოდენობა. თუმცა მას ამის გაკეთება არ შეეძლება, თუ მას არ ექნება
ხელმყოფის ფინანსურ დოკუმენტაციაში ჩახედვის უფლება. მე-2 ნაწ. მიხედვით
ხელმყოფმა მას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოგების ოდენობის შესახებ.
დაზარალებულს შეუძლია ინფორმაციის მიღების მოთხოვნის უფლების
განსახორციელებლად დამოუკიდებელი სარჩელის შეტანა, ვინაიდან საქმე ეხება
ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნის უფლებას.

I. ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

4 986-ე და 987-ე მუხ. აწესრიგებს ეგრეთწოდებულ დანახარჯების კონდიქციას4. ისევე


როგორც შესრულების კონდიქციისას, დანახარჯების კონდიქციის კრედიტორმაც ამ
შემთხვევებში თავად გამოიწვია მოვალის გამდიდრება და ითხოვს ამ გამდიდრების
დაბრუნებას, ან მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაბრუნების მოთხოვნის
საფუძველი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ სახეზე არ არის ვალდებულების
სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უნდა შესრულებულიყო შესრულების
შედეგად, არამედ იმაში, რომ უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორმა შეგნებულად
ან ქვეცნობიერად შეასრულა უსაფუძვლო გამდიდრების მოვალის საქმე. გაწეული
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მჭიდრო კავშირშია დავალების გარეშე
სხვისი საქმის წარმოებასთან, რომლისგანაც ის ისტორიულად განვითარდა კიდეც5.
უფლებამოსილ შემსრულებელს შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების
ანაზღაურება მეპატრონისგან (973-ე მუხ.)6. თუ საქმე მსგავს შემთხვევასთან გვაქვს,

4 Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, 188 და შემდგ. გვ.;
Looschelders, Schuldrecht Besonderer Teil, München 2013, Rdn. 1095; Wieling, , Bereicherungsrecht, Berlin
Heidelberg, 2013, 51; Brox/Walker, Besonderes Schuldrecht, 2015, § 42, Rdn. 12
5 Reuter/Martinek, Ungerechtfertigte Bereicherung, 2. Teilband, Tübingen 2016, 560

6 „მუხლი 973. გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლება:

შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის


გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.“
2
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15ივნისი, 2018

მაშინ საქმე მარტივადაა და არ არის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების


მოშველიების საჭიროება. ურთიერთმფარავი მოთხოვნები გამომდინარეობს მხოლოდ
დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოების სამართლიდან. სხვაგვარად არის საქმე
შეცდომით საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდის შემთხვევაში, როდესაც პირი
სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე იყო (975-ე მუხ.)7. ამ
შემთხვევაში გამორიცხულია დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოებიდან
გამომდინარე მოთხოვნის უფლებები და მოქმედებს მხოლოდ ზოგადი წესები, მათ
შორის უსაფუძვლო გამდიდრების წესები. ეს შემთხვევები 986-ე და 987-ე მუხლებში
არის აღწერილი, რომელთა მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორმა
„შეცდომით“ გაისტუმრა სხვისი ვალები, ან გასწია ხარჯები სხვის ქონებაზე. თუ
უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორი პირიქით „შეგნებულად“ გაისტუმრებს სხვის
ვალებს (986-ე მუხ.) ან გასწევს ხარჯებს სხვის ქონებაზე (987-ე მუხ.), ამ შემთხვევაში
უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები უპირველეს
ყოვლისა ეხება შემთხვევებს, როდესაც უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორს,
მართალია სურს - როგორც დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოებისას - სხვისი
საქმის შესრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა არ არის სახეზე დავალების გარეშე
სხვისი საქმის წარმოებიდან გამომდინარე მოთხოვნის წინაპირობები. ეს შემთხვევა
უპირველეს ყოვლისა მაშინ არის სახეზე, როდესაც შესრულება არ შეესაბამებოდა
მეპატრონის ნებას ან მის ინტერესებს (974-ე მუხ.)8. 974-ე მუხ. ამ შემთხვევაში ამბობს,
რომ შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
გერმანული სამოქალაქო კოდექსი ამ შემთხვევაში აწესრიგებს (§ 684 BGB), რომ
მეპატრონემ უნდა დაუბრუნოს შემსრულებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო
შესრულების შედეგად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მიხედვით9. შედეგად
974-ე მუხ. ისე უნდა იქნეს განმარტებული, რომ მხოლოდ დავალების გარეშე სხვისი
საქმის წარმოებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები უნდა გამოირიცხოს, რაც არ
ნიშნავს, რომ ხარჯების ანაზღაურების ყველა მოთხოვნა იქნეს გამორიცხული. ეს
წინააღმდეგობაში მოვიდოდა 986-ე და 987-ე მუხ. რეგულაციებთან, ხოლო ამ წესების
წარმოშობის ისტორიიდან გამომდინარეობს, რომ გაწეული ხარჯების ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება უნდა მოქმედებდეს ზუსტად ამ შემთხვევებისთვის - ანუ მაშინ,

7 „ მუხლი 975. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი:


ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე
იყო.“
8 „მუხლი 974. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა:

1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა


შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს
შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული
ზიანი.
2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.“
9 Palandt/Sprau, Kommentar Bürgerliches Gesetzbuch. 66. Auflage, § 684; კროპჰოლერი, გერმანიის

სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, თბილისი 2014, § 684; Reuter/Martinek, Ungerechtfertigte


Bereicherung, 2. Teilband, Tübingen 2016, 561
3
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15ივნისი, 2018

როდესაც შესრულებულია სხვისი საქმე, თუმცა ეს მეპატრონის ინტერებს არ


შეესაბამება.

5 გაწეული ხარჯების ანაზღაურების კონდიქციის ოდენობა არ უდრის უფლებამოსილი


შემსრულებლის მიერ დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოების შედეგად გაწეული
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ოდენობას. მოთხოვნა ორიენტირებულია არა
შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე, არამედ მეპატრონის
გამდიდრებაზე. სხვა შემთხვევაში ასევე 987-ე მუხ. მე-2 ნაწილიდან გამომდინარეობს,
რომ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების სამართლის წესები მსგავსი სახით
მოქმედებენ. დაკავშირების, შერწყმის, გადამუშავების (193-195-ე მუხ.)10 შემთხვევებში
მოთხოვნის უფლებას აწესებენ ან ხელყოფის კონდიქცია ან დანახარჯების კონდიქცია.
თუ პირი საკუთარ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობისას გამოიყენებს სხვის
სამშენებლო მასალას, ეს წარმოშობს ხელყოფის კონდიქციას. თუ კი პირი საკუთარ
სამშენებლო მასალას გამოიყენებს სახლის მშენებლობაში სხვის ნაკვეთზე, მაშინ
შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანახარჯების კონდიქცია.

10„ მუხლი 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე:
თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი
შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით,
იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.
მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე:
1. თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის
არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ
ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ
ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.
2. თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად,
მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედაც.
მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე:
თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ
მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან. წილი განისაზღვრება
მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის
დადგენილი.“
4
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი

You might also like