You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 15 ივნისი, 2018

მუხლი 991. სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების შედეგები

პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც,


გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას
მიღებული.

ამ წესის წარმოშობის ისტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ადვილად 1


შესამჩნევია, რომ საქმე ეხება გენერალურ დათქმას, რომელიც ჩაფიქრებული იყო
როგორც სუბსიდიური ზოგადი წესი, რომელიც გამოყენებულ იქნებოდა იმ
შემთხვევებში, რომლებიც ვერ განეკუთვნება ამ თავში მოცემულ სიტუაციებს.
არსებობდა წარმოდგენა, რომ მანამდე მოწესრიგებული კონდიქციის სახეობებით
შესაძლებელი იქნებოდა ყველა პრაქტიკულად შესაძლებელი შემთხვევის
შესაბამისად ამოხსნა. 991-ე მუხლი როგორც გენერალური დათქმა შეიცავს
უსაფუძვლო გამდიდრების ძირითად ელემენტებს. ეს მუხლი მხოლოდ მაშინ უნდა
იქნეს გამოყენებული, თუ არც ერთი მანამდე მოწესრიგებული გამდიდრების სახე
არ არის მოცემული, მაგრამ ამავდროულად აშკარაა კომპენსირების აუცილებლობა.

ნათქვამის უკეთ გასაგებად წარმოვიდგინოთ შემდეგი შემთხვევა, რომლის 2


მსგავსებზე მაგალითად გერმანულ სასამართლოებს ხშირად უწევთ
გადაწყვეტილების მიღება1 და რომლის მისადაგებაც სულ მცირე რთულია
ძირითად გამდიდრების სახეებთან: ორ მიწის ნაკვეთს შორის არსებული საზღვრის
სიახლოვეს მიწის ნაკვეთ „ა“-ზე დარგულია ხეები, რომლის ფესვებიც რაც დრო
გადის სულ უფრო გადადის მეზობელ მიწის ნაკვეთზე „ბ“ და აზიანებს მას. ეს ზიანი
შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ მაგალითად ნადგურდება სასიარულო
ბილიკის ფილები. ეს ზიანი კომუნიკაციების დაზიანების სახით უფრო მძიმეც
შეიძლება იყოს. ხშირად ძალიან ძნელია დაზიანებების მიზეზების გარკვევა. მას
შემდეგ, რაც მეზობელი „ბ“ დაზიანების მიზეზებს დაადგენს, მას უწევს
დამატებითი ხარჯების გაღება ზიანის აღმოსაფხვრელად. ამ ყველაფერთან
დაკავშირებით ისმის კითხვა: აქვს თუ არა მას მესაკუთრე „ა“-ს წინააღმდეგ
გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. დელიქტების
სამართლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ძირითადად ვერ
განხორციელდება იმის გამო, რომ „ა“-ს ვერ უმტკიცდება ბრალეულობა, რადგან
ხეების დარგვა ნებადართულია და „ა“-ს არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ზიანის
დადგომა (176-ე მუხ.2). დავალების გარეშე სხვისი საქმის წარმოებიდან
გამომდინარე მოთხოვნის უფლება არც წარმოშობილა, რადგან „ბ“-ს საკუთარ მიწის
ნაკვეთზე წარმოებული სამუშაოებით არ უწარმოებია სხვისი საქმე. გერმანულმა
სასამართლოებმა ცნეს „ბ“-ს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი
მოთხოვნის უფლება. ამასთან დაკავშირებით არგუმენტაცია შემდეგნაირად

1 უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება BGH 28.11.2003 – V ZR 99/03, Neue


Juristische Wochenschrift 2004, 603 სხვა დამატებით მტკიცებულებასთან ერთად
2 „მუხლი 176. დაუშვებელი ხელყოფა:

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების


აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის
უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.“
1
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 ივნისი, 2018

გამოიყურება: „ა“ უნდა იქნეს განხილული როგორც „ბ“-ს საკუთრების ხელის


შემშლელი 172-ე მუხ. მე-23 ნაწილის გაგებით. აქედან გამომდინარე „ბ“-ს აქვს „ა“-ს
წინააღმდეგ ხელშეშლის აღმოფხვრის მოთხოვნის უფლება. იმით, რომ „ბ“-მ
თვითონ აღმოფხვრა ხელშეშლა მან „ა“ ამ ვალდებულებისგან გაათავისუფლა და
შეუძლია ამ გათავისუფლების ღირებულების ოდენობით მოითხოვოს მის მიერ
გაწეული ხელშეშლის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება. თუ ამ შედეგს როგორც
ადეკვატურს შევაფასებთ, რთული იქნება მისი დასაბუთება კანონში არსებული
გამდიდრების რომელიმე სახით. შესრულების კონდიქცია 976-ე მუხ. მიხედვით
გამოირიცხება, ვინაიდან „ბ“-ს არ სურდა ზიანის ანაზღაურების აღმოფხვრით „ა“-ს
მიმართ ვალდებულების შესრულება. აგრეთვე რთულად
დასასაბუთებელიახელყოფის კონდიქცია 982-ე მუხ. მიხედვით. მართალია სახეზეა
„ბ“-ს მიწის ნაკვეთის დაზიანება, მაგრამ ეს დაზიანება უნდა განხორციელებულიყო
„პირის მიერ“. ფესვების ნელ ზრდას ვერ მივცემთ ამ სამართლებრივ
კვალიფიკაციას. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 987-ე მუხ.
მიხედვით ვერ განხორციელდება, რადგანაც „ბ“-ს არ გაუწევია ხარჯები „ა“-ს მიწის
ნაკვეთზე, არამედ მან ეს გააკეთა საკუთარ მიწის ნაკვეთზე. დანახარჯების
კონდიქცია 986-ე მუხ. მიხედვით ვერ განხორციელდება, ვინაიდან „ბ“-ს არ
დაუფარავს „ა“-ს ფულადი ვალი, არამედ გაათავისუფლა ის სხვა
ვალდებულებისგან. რჩება მხოლოდ დისპოზიცია, რომ „ა“ გათავისუფლდა
ვალდებულებისგან „ბ“-ს თვითდახმარების შედეგად, „ბ“-სხარჯზე, რითაც მან
დაზოგა საკუთარი ქონება და შედეგად გამდიდრდა. ამ მსჯელობის შედეგად
შესაძლებელია მოცემული შემთხვევის 991-ე მუხლთან მისადაგება. საქმის
გადაწყვეტისას ამასთან ერთად უნდა დადგინდეს, რომელი ხარჯები დაედება
საფუძვლად მოთხოვნის უფლებას: „ბ“-ს მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯები,
თუ - ალბათ უფრო სწორი იქნებოდა - მხოლოდ იმ ხარჯების გათვალისწინება,
რომლის გაღებაც თვითონ „ა“-ს მოუწევდა.

3 ზოგადად ეს მუხლი მხოლოდ შეზღუდულად უნდა იქნეს გამოყენებული. თუ


ვინმე სხვისი ქმედებიდან გამომდინარე სარგებელს ნახულობს, ყოველთვის არ არის
მოცემული უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.
გერმანიაში, მაგალითად, არსებობენ პროფესიულად მომუშავე „მემკვიდრეების
მძებნელები“. თუ უცნობია, ვინ არის სამკვიდროს მემკვიდრე, მაშინ ქვეყნდება
განცხადება. მემკვიდრეების მძებნელები მათ მიერ მოძებნილ მემკვიდრეებს
სთავაზობენ ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც ისინი გარკვეულ პროცენტს იღებენ
სამკვიდროდან, თუ მათ მიაწოდებენ სამკვიდროსთან დაკავშირებულ
ინფორმაციას. ხოლო თუ ხელშეკრულების დადებამდე საქმე არ მივა, მათ არ აქვთ
მოთხოვნის უფლება, თუ მემკვიდრე მათგან მიღებული მონაცემების საფუძველზე

3„მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა:


1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის
გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ
ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა
სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.“
2
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 ივნისი, 2018

თავად მიმართავს სამკვიდრო საქმეთა განმხილველ სასამართლოს და მიიღებს


მემკვიდრეობას4.

ერთ სხვა შემთხვევაში, რომელიც გერმანიაში მოხდა, კინოსტუდიამ შეწყვიტა 4


მუშაობა ფილმის პროექტზე მას შემდეგ, რაც მას შეუწყდა დაფინანსება. უკვე
შესრულებული სამუშაოების გამოყენებით (იგივე ავტორები, იგივე მსახიობები)
ფილმის ეს პროექტი მაინც განხორციელდა რადიომაუწყებლობის საზოგადოების
მიერ. კინოსტუდიის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების დასაბუთებით წაყენებული
მოთხოვნის უფლება მათ მიერ „უკვე გაწეული სამუშაოების“ გამოყენების გამო, არ
იქნა დაკმაყოფილებული.5

4 უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება BGH 23.09.1999 – III ZR 322/98, Neue


Juristische Wochenschrift 2000, 72
5 კარლსრუეს უმაღლესი სამხარეო სასამართლოს გადაწყვეტილება, Neue Juristische Wochenschrift –

RR 2000, 1005
3
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი

You might also like