You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 15 ივნისი, 2018

მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული

1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც


მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე
პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან
კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება
შეუძლებელია.

2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-981-ე მუხლების


მოთხოვნები.

ეს წესი აფართოებს შესრულების კონდიქციის საზღვრებს მიღებულის გამდიდრების 1


მოვალის მიერ მესამე პირზე უსასყიდლოდ გასხვისების შემთხვევაში. ამასთან
დაკავშირებით განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: „ა“ მიჰყიდის „ბ“-ს ავტომობილს. „ბ“
აჩუქებს მას „გ“-ს. თუ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი იქნებოდა, 976-ე
მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება „ბ“-ს წინააღმდეგ შეიძლება იმის გამო
ვერ განხორციელდეს, რომ ის წარმატებულად განახორცილებს გამდიდრების
გაქარწყლების უფლებას 979-ე მუხ. მე-3 ნაწ. მიხედვით. „გ“-ს წინააღმდეგ „ა“-ს 989-ე
მუხლის გარეშე არ ექნებოდა მოთხოვნის უფლება, აგრეთვე ვინდიკაციის მოთხოვნის
უფლებაც შეიძლებოდა ვერ განხორციელებულიყო, თუ „გ“ კეთილსინდისიერი
შემძენი იქნებოდა. 989-ე მუხ. მიხედვით „გ“-ს მიერ სასყიდლის გარეშე შეძენა
იგივენაირად არ არის დაცული, როგორც სასყიდლიანი შეძენა. ჩუქების
სამართლებრივი საფუძველი ფასდება როგორც ნაკლებად დაცვის ღირსი
სამართლებრივი საფუძველი. გერმანულ სამართალში პარალელის გავლება შეიძლება
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 822-თან.1 თუმცა საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი პირდაპირ დასაჩუქრებულის მიმართ მოთხოვნის უფლების
შესაძლებლობით უფრო შორს მიდის ვიდრე ამას გერმანული სამართალი აკეთებს.
გერმანული სამართლის მიხედვით მსგავს შემთხვევაში პირდაპირ მესამე პირისგან
მოთხოვნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მიმღების წინააღმდეგ მოთხოვნის
უფლება ნივთის მესამე პირზე ჩუქების გამო სამართლებრივი საფუძვლებიდან
გამომდინარე ვერ განხორციელდება. ამას ადგილი ექნებოდა მიღებულის
გაქარწყლების მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში. 988-ე მუხლი აწესებს ძალზე
ზოგადად მხოლოდ იმას, რომ შესრულებულის ვითომ-კრედიტორისგან გამოთხოვა
ვერ ხდება. მაშასადამე ამის საფუძველს მაინც და მაინც მესამე პირისთვის ჩუქება არ
წარმოადგენს. თუ მაგ. „ბ“ ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი იყო
981-ე მუხ. გაგებით, მაშინ მას არ შეუძლია აპელირება მოახდინოს ქონების

1Münchner Kommentar 2009, § 822, Rdn. 1 და შემდგ.; Wieling, Bereicherungsrecht, Berlin Heidelberg, 2013,
81; Brox/Walker, Besonderes Schuldrecht, 2015, § 42, Rdn. 26; Gursky, Schuldrecht Besonderer Teil, 5. Auflage,
Heidelberg 2005, 205; Förster, Schuldrecht Besonderer Teil: Eine Einführung mit Fällen, Heidelberg 2012, 292
და შემდგ. გვ.
1
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 ივნისი, 2018

გაქარწყლებაზე 979-ე მუხ. მე-3 ნაწ. მიხედვით. მაშასადამე მან ყველა შემთხვევაში
უნდა აანაზღაუროს ავტომობილის ღირებულება, იმისგან დამოუკიდებლად, გაყიდა
მან ის, თუ გააჩუქა. თუ მას არ შეუძლია ამ ღირებულების ანაზღაურება, მაშინ
პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელმაც საჩუქრად მიიღო ეს ნივთი. ვითომ-
კრედიტორისგან უფლების დაკმაყოფილების მიღების შეუძლებლობას,
შესაძლებელია აგრეთვე წმინდა ფაქტობრივი საფუძვლებიც ჰქონდეს, როგორიცაა
მაგალითად მისი გადახდისუუნარობა, ან მისი ადგილსამყოფლის ვერ დადგენა.

2 ნივთის საჩუქრად მიმღები სუბსიდიურად აგებს პასუხს. ამ შემთხვევაში საქმე არ


გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ახალ ან დამატებით მოთხოვნის
უფლებასთან, რომელიც ჩუქებით არის განპირობებული, არამედ იგივე მოთხოვნის
უფლებასთან, რომელიც არსებობს შესრულების მიმღების წინააღმდეგ. ამ უფლების
საჩუქრის მიმღებ პირზე გავრცელება ხორციელდება მხოლოდ ქონებრივ-
სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ზემოთ მოყვანილ
მაგალითში „ბ“-მ გასწია არსებითი ხარჯები ავტომობილზე ვიდრე ის მას „გ“-ს
აჩუქებდა. კეთილსინდისიერების შემთხვევაში „ბ“-ს შეუძლია ეს გაწეული ხარჯები
დაუპირისპიროს 980-ე მუხ. მიხედვით „ა“-ს დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
ზოგადად ბათილი ხელშეკრულებებისას ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ერთმანეთს
უპირისპირდება ხელშეკრულების ორივე მხარის მოთხოვნის უფლებები. ამ
მოთხოვნის უფლებების ნაცვალგებითი ურთიერთკავშირი ძალაში რჩება
ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაშიც, როგორც ეს 979-ე მუხ. მე-4 და მე-5
ნაწილებიდან გამომდინარეობს. ამის გვერდის ავლა ვერ მოხდება დასაჩუქრებულის
წინააღმდეგ ამ შეზღუდვების გათვალისწინების გარეშე მოთხოვნის უფლების
განხორციელებით. ამდენად „ა“-ს არ შეუძლია 980-ე მუხ. მიხედვით
გასათვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს „გ“-სგან
ავტომობილის დაბრუნება. „ბ“-ს მიერ ამ შეგებებული მოთხოვნის განხორციელება
შეიძლება მოხდეს 205-ე მუხ.2 შესაბამისად გამოყენებით. ისევე როგორც სხვისი
ვალდებულების საკუთარ თავზე აღებისას ახალ მოვალეს შეუძლია ძველი მოვალის
შესაგებლები დაუპირისპიროს კრედიტორს, ამის უფლება აგრეთვე
დასაჩუქრებულსაც უნდა ჰქონდეს, როგორც ახალ დამატებით მოვალეს. დამატებით,
აგრეთვე დასაჩუქრებული მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე
მოთხოვნის უფლების ოდენობით არის ვალდებული დააბრუნოს მიღებული3. თუ

2 „ მუხლი 205. ახალი მოვალის უფლებები:


ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი,
რომლებიც გამომდინარეობს მოთხოვნის მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული
ურთიერთობიდან. მას არა აქვს უფლება გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს
ეკუთვნოდა.“
3 Münchner Kommentar 2009, § 822, Rdn. 12 და შემდგ.; Palandt/Sprau, § 822, Rdn. 10; Emmerich, BGB-

Schuldrecht Besonderer Teil, Heidelberg 2006, 240 და შემდგ. გვ.


2
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 ივნისი, 2018

ავტომობილი კეთილსინდისიერი „გ“-ს ხელში განადგურდა ავტოსაგზაო შემთხვევის


შედეგად, მას შეუძლია მიუთითოს „განმდიდრებაზე“ 979-ე მუხ. მე-3 ნაწ. მიხედვით.

პირდაპირ დასაჩუქრებულის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია 3


დასაშვები, როდესაც მიმღებმა „მიღებული“ უსასყიდლოდ გადასცა. ეს არა მარტო
ნივთს ეხება, არამედ მაგალითად ამ ნივთით სარგებლობასაც. თუ მაგალითად, ისევ
ზემოთ მოყვანილ მაგალითს თუ დავუბრუნდებით, „ბ“-მ „გ“-ს უსასყიდლო
სარგებლობის უფლებით გადასცა ავტომობილი, მაშინ „ა“-ს შეუძლია „გ“-სგან
ავტომობილის გამოთხოვა საკუთრების უფლების საფუძვლით (172-ე მუხ.).

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე შესრულების კონდიქცია „ბ“-ს 4


წინააღმდეგ მოიცავს 979-ე მუხ. პირველი ნაწ. მიხედვით აგრეთვე მიღებულ
სარგებელსაც. მართალია თვითონ „ბ“-ს ნივთისგან სარგებელი არ მიუღია. თუმცა მან
მიიღო ნივთით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მან მოგვიანებით
უსასყიდლოდ გადასცა „გ“-ს. აქედან გამომდინარე „ბ“ პასუხს აგებს 979-ე მუხ. მე-2 ნაწ.
მიხედვით ფაქტობრივად მიღებული სარგებლის ოდენობით ღირებულების
ანაზღაურებაზე და აგრეთვე ამ ოდენობით არის შესაძლებელი პირდაპირ „გ“-ს
წინააღმდეგ მოთხოვნის უფლების განხორციელება 989-ე მუხ. მიხედვით. სადავოა
საკითხი, არსებობს თუ არა დასაჩუქრებულის წინააღმდეგ მოთხოვნის უფლება, თუ
არ ხდება თვითონ „მიღებულის“ უსასყიდლოდ გადაცემა მესამე პირზე, არამედ
მხოლოდ მისი ღირებულების4. წარმოვიდგინოთ, რომ „ბ“ მოცემულ შემთხვევაში
ავტომობილს მიჰყიდის კეთილსინდისიერ შემძენ „დ“-ს და გაყიდვით მიღებულ
თანხას აჩუქებს „გ“-ს. ამით „ა“-ს „ბ“-ს წინააღმდეგ შესრულების კონდიქცია 979-ე მუხ.
მე-2 ნაწ. მიხედვით გადაიქცეოდა ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის
უფლებად. „ბ“-მ უნდა აანაზღაუროს ავტომობილის ღირებულება, რომლის
დაბრუნებაც უკვე შეუძლებელია. თუმცა „ა“-ს არ ჰქონდა თვითონ გაყიდვის შედეგად
მიღებული შემოსავლის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. მაშასადამე „გ“-ს ის არ
მიუღია საჩუქრად, რაც „ბ“-მ „ა“-სგან „მიიღო“. მიუხედავად ამისა სასამართლო
პრაქტიკა5მ მაგალითად გერმანიაში ნაწილობრივ ცნო პირდაპირ დასაჩუქრებულის
წინააღმდეგ უფლების განხორციელება6.

976-ე მუხ. პარალელურად 989-ე მუხ. დასაჩუქრებულის წინააღმდეგ მოთხოვნის 5


უფლების საფუძვლად ასახელებს მხოლოდ 988-ე მუხლს. 988-ე მუხლისთვის
შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: „ბ“ ყიდულობს „ა“-სგან ავტომობილს და
დაავალებს „ა“-ს, რომ მან ის მიაწოდოს „გ“-ს, როგორც საჩუქარი. თუ ნასყიდობის

4 Münchner Kommentar 2009, § 822, Rdn. 13; Brox/Walker, Besonderes Schuldrecht, 2015, § 42, Rdn. 26
5 უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება BGH 10.02.2004 - X ZR 117/02, Neue Juristische
Wochenschrift 2004, 1314
6 Karsten Schmidt, Bereicherungsanspruch gegen den „Zweitbeschenkten”, Neue Juristische Zeitschrift 2004,

1314; Larenz/Canaris, Schuldrecht Band II, Besonderer Teil, 13. Auflage, 1994, § 72 I, III; Knütel, § BGB § 822
BGB und die Schwächen unentgeltlichen Erwerbs, Neue Juristische Wochenschrift 1989, 2504
3
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 ივნისი, 2018

ხელშეკრულება ბათილია, მაშინ „ა“-ს მხოლოდ „ბ“-ს წინააღმდეგ აქვს 988-ე მუხ.
პირველი ნაწ. მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის
უფლება. თუ „გ“ კეთილსინდისიერია, „ა“-მ საკუთრების უფლებაც დაკარგა
ავტომობილზე, ვინაიდან „გ“-მ ის სამართლებრივი საფუძვლით (ჩუქება) მიიღო „ბ“-
სგან. თუმცა 989-ე მუხლით აქაც საბუთდება „გ“-ს სუბსიდიური პასუხისმგებლობა.

6 გარდა ამისა მოცემული მუხლების წარმოშობის ისტორიის გათვალისწინებით წმინდა


სარედაქციო ხასიათის შეცდომად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ 989-ე მუხლში არ არის
დასახელებული 977-ე და 978-ე მუხლები. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს 978-ე
მუხლთან დაკავშირებით: თუ „ბ“-მ იძულების ან მუქარის გზით გამოიწვია „ა“-სგან
მისთვის ავტომობილის გადაცემა, რის შემდეგაც მან ეს ავტომობილი აჩუქა „გ“-ს,
აქედან გამომდინარე „გ“ ეჭვგარეშეა, რომ ვერ იქნება იმაზე უფრო მეტად დაცვის
ღირსი ვიდრე სხვა დასახელებულ მაგალითებში. აქედან გამომდინარე
მიზანშეწონილია, რომ 989-ე მუხლი ისე იქნეს განმარტებული, რომ შესრულების
კონდიქციის ყველა შემთხვევაში დადგეს დასაჩუქრებულის სუბსიდიური
პასუხისმგებლობის საკითხი, იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება მიღებულის
უსასყიდლო გადაცემა მესამე პირებზე.

7 მუხლის მე-2 ნაწ. მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ხდება მითითება იმაზე, რომ
მოთხოვნის უფლება დასაჩუქრებულის წინააღმდეგ ასევე ხორციელდება
შესრულების კონდიქციის პრინციპების შესაბამისად. ეს იმას ნიშნავს, რომ
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დასაჩუქრებულის პასუხისმგებლობის საკითხი:
აგებს ის პასუხს როგორც კეთილსინდისიერი მიმღები 979-ე და 980-ე მუხ. მიხედვით,
თუ მისი პასუხისმგებლობა ექვემდებარება გამკაცრებული პასუხისმგებლობის წესებს
981-ე მუხლის მიხედვით. ამრიგად შესრულების მიმღების წინააღმდეგ პირველადი
მოთხოვნის უფლების პარალელურად აგრეთვე უნდა შემოწმდეს მიღებულის
დასაჩუქრებულზე უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ, აქვს თუ არა მას მოთხოვნის
უფლება და თუ აქვს რა ოდენობით.

4
ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი

You might also like