You are on page 1of 5

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას

მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ


დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან
უხეში გაუფრთხილებლობით.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. ნორმის შინაარსი ............................................................................................................................................ 1
III. უხეში გაუფრთხილებლობა ........................................................................................................................ 2
IV. სამართლებრივი შედეგი .............................................................................................................................. 5

I. ნორმის მიზანი
829-ში გათვალისწინებული ნორმა დაზღვევის ფუნდამენტურ პრინციპს 1
განამტკიცებს. აღნიშნული პრინციპი დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო
ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი
ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.). ნორმის მიზანია
დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო
ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. მისი
მნიშვნელობიდან გამომდინარე 829-ში მოცემული ნორმის ადგილი, სისტემური
თვალსაზრისით, დაზღვევის მომწესრიგებელ ზოგად დებულებებს შორისაა.

829-ის მსგავსი ნორმები დადგენილია დაზღვევის სხვა სახეების მიმართაც. 2


კერძოდ, 842 — პასუხისმგებლობის დაზღვევისას, 849-850 — სიცოცხლის
დაზღვევისას, 856 — უბედური შემთხვევის დაზღვევისას. 829-ში სადაზღვევო
ინტერესი ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობად წარმოდგება. განსახილველი
ნორმა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მოყვანილი ნორმებისგან განსხვავებით,
მას სადაზღვევო ინტერესის კონცეფციაში შემოაქვს უხეში გაუფრთხილებლობის
ცნება.

II. ნორმის შინაარსი


829 ითვალისწინებს მზღვეველის გათავისუფლებას ზიანის ანაზღაურების 3
ვალდებულებისგან დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით გამოწვევის დროს.

სამწუხაროდ ქართული სადაზღვევო პრაქტიკა იცნობს დაზღვეული ობიექტის 4


განზრახ დაზიანების შემთხვევებს, თუმცა აღნიშნულ საქმეებზე ნაკლებად
მოიპოვება სასამართლო გადაწყვეტილებები. მაგალითად, ა და ბ წინასწარ
თანხმდებიან, რომ ა დააზღვევს მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, ბ კი
დააზიანებს მას. ა ბ-ს ზიანის ანაზღაურების შედეგად ჰპირდება წილს
სადაზღვევო ანაზღაურებიდან.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

III. უხეში გაუფრთხილებლობა


5 ქართულ სასამართლო პრაქტიკაში საინტერესო განმარტებებია მოცემული უხეში
გაუფრთხილებლობის შესახებ. აღსანიშნავია, სადაზღვევო ინტერესის ცნების ქვეშ
უხეში გაუფრთხილებლობის მოქცევა ამკაცრებს წინდახედულობის მოთხოვნას
დამზღვევის მიმართ.

6 829-ში გათვალისწინებული უხეში გაუფრთხილებლობის მაგალითების


განხილვისას საინტერესოა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება1
ავტომანქანის დაზღვევის დავაზე. მოცემულ საქმეში მოსარჩელე ითხოვდა
დაზღვეული ავტომანქანის ქურდობის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.
სადაზღვევო კომპანია კი შესაგებელში განმარტავდა, რომ დამზღვევმა დაარღვია
დაზღვევის ხელშეკრულების პირობები და უხეში გაუფრთხილებლობით ხელი
შეუწყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომას.

7 საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვეოდა, რომ ავტომანქანას გატაცებამდე


ფლობდა არაუფლებამოსილი პირი (მრეცხავი), რომელმაც სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის დღეს დილის 9 საათზე ავტომანქანა სამრეცხაოს წინ
გააჩერა, ხოლო გასაღები კედელზე ჩამოკიდა. 11 საათზე მისულ მძღოლს
ავტომანქანა და გასაღები ადგილზე აღარ დახვდა. საქალაქო სასამართლომ
გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო შემთხვევის
დადგომას ხელი შეუწყო დამზღვევის გაუფრთხილებელმა მოქმედებამ.
სასამართლოს მოსაზრებით, დაზღვეული ავტომანქანის უფლებამოსილმა
მძღოლმა, „დაარღვია სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი
ყურადღებიანობის მოთხოვნები და გასაღების სხვა პირისათვის გადაცემით
მნიშვნელოვნად გაზარდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის რისკი.“

8 მოცემულ საქმეზე მსჯელობისას, უხეში გაუფრთხილებლობის განმარტების


თვალსაზრისით, აუცილებელია რამდენიმე საკვანძო საკითხის გარკვევა.
მრეცხავის უფლებამოსილების დადგენასთან ერთად არსებითი მნიშვნელობა
მიენიჭა იმის განსაზღვრას, რამდენად წარმოადგენდა არაუფლებამოსილი
მძღოლის (მრეცხავის) მიერ ავტომანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა
ავტომობილის მართვას. აღნიშნულის განსაზღვრა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
იმდენად, რამდენადაც დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, ანაზღაურებას არ
ექვემდებარებოდა ზიანი, რომელიც დადგებოდა არაუფლებამოსილი მძღოლის
მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვისას. დაზღვევის ხელშეკრულებაში
მზღვეველის ზიანისაგან გათავისუფლების დებულების გამოყენების
თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა იმის დადგენას, რამდენად უნდა
მიჩნეულიყო მანქანის გასარეცხად წაყვანა მის მართვად. მოპასუხე მიუთითებდა,
რომ მოცემულ შემთხვევაში მართვას ადგილი არ ჰქონია და ავტომანქანის
გადაცემა განხორციელდა კონკრეტული მიზნით, დასუფთავებისთვის.
აღნიშნულის თაობაზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სადაზღვევო
ურთიერთობებში მართვად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ავტომანქანის მოძრაობა
მხოლოდ გზის ძირითად სავალ ნაწილზე და გარკვეულ მანძილზე, არამედ

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის N ას-681-902-2008 განჩინება.


2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მართვად უნდა განხილულიყო ავტომანქანის ნებისმიერი გადაადგილება, რის


დროსაც სადაზღვევო შემთხვევა შეიძლებოდა დამდგარიყო.“

სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის 9


დაკმაყოფილების მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ საქმე სადაზღვევო
კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, მრეცხავის მიერ დაზღვეული ავტომანქანის 10


ავტოფარეხიდან გამოყვანასა და სამრეცხაოში წაყვანას ჰქონდა სისტემატური
ხასიათი. შესაბამისად, ავტომობილის ასეთი გადაცემა უნდა ჩათვლილიყო მის
სამართავად და არა მხოლოდ გასარეცხად გადაცემად. გარდა ამისა, ზემოთ
მოყვანილ არგუმენტებთან ერთად სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა
დაზღვევის ხელშეკრულების პირობას, რომლის მიხედვითაც დამზღვევი
ვალდებული იყო, ყველა ზომა მიეღო ზიანის თავიდან ასაცილებლად.
შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, მრეცხავი უფლებამოსილი პირიც რომ
ყოფილიყო, მის მიერ გამოჩენილი უყურადღებობა მაინც ავტომანქანის მიმართ
უხეშ გაუფრთხილებლობად ჩაითვლებოდა.

829-ით გათვალისწინებული უხეში გაუფრთხილებლობის განმარტებისას მსგავსი 11


პოზიცია აქვს საქალაქო სასამართლოს სხვა საქმეზეც.2 მოცემულ საქმეში
დამზღვევი ითხოვდა დაზღვეული ავტომანქანის გატაცების შედეგად დამდგარი
ზიანის ანაზღაურებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით,
ავტომანქანის ფაქტობრივმა მფლობელმა (დამზღვევის თანამშრომელმა)
მივლინებაში გამგზავრების წინ ავტომანქანის გასაღები გადასცა ოფისის დაცვის
თანამშრომელს და ავტომანქანის მოვლის შესახებ დეტალური მითითებები მისცა.
კერძოდ, დაავალა, რომ, გაციების შემთხვევაში, მანქანა დაექოქათ და გაეთბოთ,
ხოლო ავტოფარეხში ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში - ავტოფარეხში
შეეყვანათ. იმავე დღეს დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გაიტაცა ავტომანქანა.
საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ
დამზღვევის წარმომადგენლების (კომპანიის თანამშრომლების) მხრიდან „ადგილი
ჰქონდა მაღალი ხარისხის უყურადღებობასა და დაუდევრობას.“ კერძოდ,
სასამართლოს განმარტებით, დაზღვეული ავტომანქანის გასაღების
არაუფლებამოსილი მესამე პირისათვის გადაცემით კომპანიის თანამშრომლები
ყოველდღიურად ქმნიდნენ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის წინაპირობას.
ამასთან, ისინი უხეშად არღვევდნენ მზღვეველთან დადებული ხელშეკრულების
პირობას უფლებამოსილი მძღოლის შესახებ. სასამართლომ ასევე განმარტა
დაზღვევის ხელშეკრულებაში უფლებამოსილი მძღოლის ცნების მოწესრიგების
მნიშვნელობა და მიუთითა, რომ „ავტომანქანა, როგორც დაზღვევის საგანი,
საკმაოდ სპეციფიკურ ნივთს წარმოადგენს, ვინაიდან იგი მომეტებული საფრთხის
წყაროა.“ ამიტომაც, სასამართლოს განმარტებით, „მზღვეველისათვის არსებითი
მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის მის მიერ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი.“
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია,
რომ დამზღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც 829-ს

2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის N ას-237-223-2010 განჩინება.


3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

საფუძველზე მზღვეველს ათავისუფლებდა ზიანის ანაზღაურების


ვალდებულებისაგან. საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ
უცვლელად დატოვა ეს გადაწყვეტილება, უზენაესმა სასამართლომ კი
დაუშვებლად ცნო დამზღვევის საკასაციო საჩივარი.

12 ზემოთ მოყვანილი გადაწყვეტილებებიდან ავტომანქანის დაზღვევის მაგალითზე


ნათლად ჩანს, რომ სასამართლო დამზღვევს მეტი წინდახედულობისა და
სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზღვევის ხელშეკრულებით
განსაზღვრული პირობების დარღვევაზე. სადაზღვევო პრაქტიკაში მიღებულია
ქონების დაზღვევის გამონაკლისი პირობების დეტალურად გაწერა. სადაზღვევო
კომპანია ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ ამ ტიპის
კონკრეტული დათქმების არსებობა ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და
ემსახურება სადაზღვევო ბიზნეს-რისკის შემცირების მნიშვნელოვან მიზანს.3

13 მიუხედავად წარმოდგენილი არგუმენტების დამაჯერებლობისა,


გასათვალისწინებელია რამდენიმე კონტრარგუმენტის არსებობაც. კერძოდ: 829
მიუთითებს განზრახვასა და უხეშ გაუფრთხილებლობაზე. კონკრეტული საქმის
ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისას შესაძლოა საკამათო გახდეს
გაუფრთხილებლობის ხარისხის განსაზღვრა. მაგალითად, საქართველოს
უზენაესი სასამართლო მის ერთ-ერთ განჩინებაში გერმანიის ფედერალური
უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს, რომ:
უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როდესაც გარკვეულ ვითარებებში და
გარემოებებში პირისაგან მოსალოდნელია გამოიჩინოს კეთილსინდისიერება, რაც
ყველასათვის ნათელია და ასეთ შემთხვევაში პირი არ იჩენს კეთილსინდისიერებას
- უჩვეულოდ დიდი მასშტაბით, არ ითვალისწინებს და არღვევს მას. ჩვეულებრივი
გაუფრთხილებლებისაგან განსხვავებით, უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს
უპატიებელ შეცდომას სუბიექტური თვალსაზრისითაც კი.4 ზემოთ განხილულ
მეორე მაგალითში ჩანს, რომ დამზღვევის წარმომადგენელმა დეტალური
მითითებები მისცა დაცვის თანამშრომელს მანქანის მოვლის შესახებ. ამასთან,
დაცვის თანამშრომლებისათვის გასაღების გადაცემა დამზღვევის
წარმომადგენლებისთვის წარმოადგენდა ყოველდღიურ, ჩვეულებრივ მოვლენას.
ასეთ პირობებში შესაძლებელია საკამათო გახდეს, რა განზრახვით მოქმედებდა
პირი და რამდენად იყო ის არაკეთილსინდისიერი ავტომანქანის გასაღების
გადაცემის ფაქტის მიმართ. ასეთ დროს ცხადია, სახეზეა დაზღვევის
ხელშეკრულების პირობების დარღვევა საგამონაკლისო დათქმების ნაწილში.
თუმცა, პრობლემურია დარღვევის ხარისხის შეფასება და მისი მისადაგება 829-ით
გათვალისწინებულ უხეშ გაუფრთხილებლობასთან.

3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის N ას-681-902-2008 განჩინება.


4 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის N ას-237-223-2010 განჩინება.

4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

IV. სამართლებრივი შედეგი


სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით მზღვეველი თავისუფლდება 14
ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ მხრივ, 829 წარმოადგენს დამზღვევის
მოთხოვნის რეალიზაციის დამატებით წინაპირობას (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

5
ქეთევან ირემაშვილი

You might also like