You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 824. მიუღებელი სარგებლის დაზღვევა

დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ


მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით.

I. ნორმის მიზანი
824 მიუღებელი სარგებლის დაზღვევას აწესრიგებს. ნორმის მიხედვით, დაზღვევა 1
ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეულ მიუღებელ სარგებელზეც, თუ
ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით. შეთანხმების აუცილებლობაზე
მითითებით 824 ემსგავსება 831-ს, რომელიც დაუძლეველი ძალის დაზღვევას
დასაშვებად მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში მიიჩნევს (იხ. 831-ე
მუხლის კომენტ.).

II. მიუღებელი სარგებლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურება


მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას 2
411 ითვალისწინებს. ნორმის მიხედვით, მიუღებლად ითვლება შემოსავალი,
რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად
რომ შესრულებულიყო. დაზღვევის შემთხვევაში ზიანი დგება არა ვალდებულების
არაჯეროვანი შესრულებით, არამედ სადაზღვევო რისკის რეალიზაციით.
სადაზღვევო პრაქტიკაში მიუღებელი სარგებლის დაზღვევის მაგალითია
მოსავლის დაზღვევა.

III. ნორმის შინაარსი


მიუღებელი სარგებლის დაზღვევაზე შეთანხმება მხარეებისგან სადაზღვევო 3
რისკისა და მისი რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის) დეტალურად გაწერას
მოითხოვს. დაზღვევის სხვა სახეების მსგავსად, უნდა განისაზღვროს სადაზღვევო
თანხა და სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის კრიტერიუმები. მოცემულ
შემთხვევაში მხარეებისთვის შეიძლება მოსახერხებელი იყოს მყარად დადგენილ
თანხაზე შეთანხმებაც. მიუღებელი სარგებლის დაზღვევისას შეიძლება გარკვეულ
სირთულეებთან იყოს დაკავშირებული ზიანის ზუსტი ოდენობის დადგენა.
აღნიშნულს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადაზღვევო ანაზღაურების
განსაზღვრისას. დავის პრევენციის საუკეთესო მექანიზმს ხელშეკრულების
პირობების ერთაზროვნად და ამომწურავად ჩამოყალიბება წარმოადგენს.

1
ქეთევან ირემაშვილი

You might also like