You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 830. მზღვეველის მითითების შესრულების მოვალეობა

1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას


შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან
დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.
2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი მითითებით
იქნა გაღებული.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. ნორმის შინაარსი ............................................................................................................................................ 1
III. მითითების შედეგად გაღებული ხარჯების ანაზღაურება .................................................................... 2
IV. მტკიცების ტვირთი....................................................................................................................................... 2

I. ნორმის მიზანი
830 აწესებს დამზღვევის ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას 1
შეასრულოს მზღვეველის მითითებები. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მისი
გამოყენება თანაბრად აქტუალურია როგორც ქონების, ისე დაზღვევის სხვა
სახეებზე შეთანხმების დროსაც. 830 უნდა განიმარტოს ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულების მომწესრიგებელ ნორმებთან ერთად. კერძოდ, 830-ში
გათვალისწინებული მოწესრიგება 814-ს ლოგიკური განმარტების ქვეშ ექცევა,
რადგან მითითება დამზღვევის მხრიდან მზღვეველის ინფორმირებას მოჰყვება.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი ვალდებულია
აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მზღვეველს. ლოგიკურად, მზღვეველის უფლება
დამზღვევისათვის კონკრეტული მითითებების მიცემის შესახებ გამომდინარეობს
სწორედ 814 I-ში დადგენილი დამზღვევის ვალდებულებიდან. მზღვეველთან
თანამშრომლობის ვალდებულება დაზღვევის ხელშეკრულებისათვის ერთ-ერთი
სახელმძღვანელო პრინციპია. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა 830 სისტემური
თვალსაზრისით დაზღვევის მომწესრიგებელ ზოგად დებულებებში ყოფილიყო
წარმოდგენილი.

მზღვეველზე რისკის გადაკისრებით დამზღვევი იხსნის იმ ტვირთს, რომელსაც ის 2


დაზღვევის არარსებობის პირობებში ატარებდა. თუმცა, რისკის გადაკისრება მას
არ ათავისუფლებს დაზღვეული ობიექტის მიმართ ზრუნვის ვალდებულებისაგან,
რაც კანონმდებლის მიერ მზღვეველთან თანამშრომლობის ვალდებულების
დაწესებით გამოიხატება.

II. ნორმის შინაარსი


830 I განსაზღვრავს დამზღვევის ვალდებულების არსს. კერძოდ, ნორმის 3
თანახმად, დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვალდებულია
შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და შეასრულოს
მზღვეველის მითითებები. ასეთი ვალდებულების დაკისრებით კანონმდებელი
დამზღვევს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს. დაზღვევის არსებობამ არ
უნდა შეამციროს დამზღვევის ინტერესი დაზღვეული ობიექტის მიმართ.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

დამზღვევმა ისეთივე გულისხმიერება და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს


დაზღვეული ობიექტის მიმართ, როგორსაც ის გამოიჩენდა დაზღვევის
არარსებობის პირობებში. მაგალითად, თუ დამზღვევის თვალწინ ხანძარი
გაუჩნდა მის საკუთრებაში არსებულ სახლს, გაუმართლებელია მისი მხრიდან
ყოველგვარი უმოქმედობა იმ საფუძვლით, რომ სახლი დაზღვეულია და ის მაინც
მიიღებს ანაზღაურებას.1 ზიანის პრევენციისა და მისი შემცირების ვალდებულების
დაკისრებით ნორმა დამზღვევისგან მზღვეველის ინტერესების
გათვალისწინებასაც მოითხოვს. მოცემულ მაგალითში დამზღვევის მიერ
დროული რეაგირების შედეგად დამდგარი ზიანი მნიშვნელოვნად ნაკლები
იქნება სახლის სრული განადგურების სახით დამდგარ ზიანზე.

4 აღსანიშნავია, რომ 830 არ განსაზღვრავს დამზღვევის ვალდებულების დარღვევის


სამართლებრივ შედეგს. ლოგიკურად, 830 I-ში დადგენილი ვალდებულების
დარღვევამ შესაძლოა მზღვეველი ანაზღაურების ვალდებულებისგან
გაათავისუფლოს. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ მნიშვნელობა უნდა
მიანიჭოს 814 III-ში დადგენილი მიზეზობრივი კავშირის ფაქტორს. კერძოდ,
მზღვეველის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი წინაპირობას, მოყვანილი ნორმის მიხედვით, დამზღვევის
ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის არსებული
მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს.

5 ნორმის კომენტირებისას მნიშვნელოვანია ზიანის პრევენციისა და მისი


შემცირების ვალდებულებების განცალკევება. ზიანის პრევენციის მექანიზმია,
მაგალითად, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება. ზიანის
შემცირება კი ხანძრის პროცესში ჩარევითა და ცეცხლის ლოკალიზებით
გამოიხტება.

III. მითითების შედეგად გაღებული ხარჯების ანაზღაურება


6 დამზღვევისათვის მიცემულ მითითებათა განხორციელების შედეგები
მზღვეველის რისკის ქვეშ ექცევა. ასეთი აზრი იკითხება 830 II-ში, რომელიც
მითითების შედეგად გაღებული ხარჯების ანაზღაურებას მზღვეველს აკისრებს.
მითითების უფლების გამოყენებით, გარკვეული თვალსაზრისით, მზღვეველი
ქონების მესაკუთრეს ემსგავსება, რამდენადაც ზიანის პრევენციისა თუ შემცირების
მცდელობით ის ქონებაზე მესაკუთრის მსგავს ზრუნვას ავლენს. მზღვეველმა
ხარჯები უნდა გაიღოს მაშინაც, თუ მათი გაღება უშედეგო აღმოჩნდა ზიანის
პრევენციის ან შემცირებისთვის.

IV. მტკიცების ტვირთი


7 დავის პროცესში მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მხარეთა მტკიცებას ზიანის
პრევენციის ან მისი შემცირების შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, მოსამართლემ
უნდა გაითვალისწინოს კანონმდებლის მიერ დამზღვევისათვის დადგენილი

1 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 799, გვ. 150.
2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ვალდებულების ფარგლები. ტერმინი შეძლებისდაგვარად ცალკეული


შემთხვევაში კონკრეტული დამზღვევის მაგალითზე უნდა განიმარტოს. კერძოდ,
მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად ჰქონდა დამზღვევს მოცემულ
გარემოებებში ზიანის პრევენციის ან შემცირების ობიექტური შესაძლებლობა.

3
ქეთევან ირემაშვილი

You might also like