You are on page 1of 14

ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი


1. იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიყენებული ზიანი, რომელიც მოცემულ
გარემოებაში არ შეიძლებოდა თავიდან აცდენილი ყოფილიყო სხვა საშუალებით და,
თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, უნდა აანაზღაუროს
ზიანის მიმყენებელმა (უკიდურესი აუცილებლობა).
2. იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი,
მისი ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც
ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს
ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის მიმყენებელიც.

I. ზოგადი დებულებები .................................................................................................................................................. 1


II. კავშირი სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმებთან .................................................................................................... 2
1. მიმართება დელიქტის ზოგად შემადგენლობასთან .......................................................................................... 2
2. აუცილებელი მოგერიება და თვითდახმარება .................................................................................................... 3
III. შედარებით-სამართლებრივი კონტექსტი (უკიდურესი აუცილებლობის მოწესრიგება გერმანულ სამართალში)
3
1. უკიდურესი აუცილებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხავი შემადგენლობა .................................. 3
2. უკიდურესი უცილებლობისას ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის სპეციალური შემადგენლობა ......... 4
3. ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი ........................................................................................................ 5
IV. უკიდურესია უცილებლობის შემადგენლობა.......................................................................................................... 6
1. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................................. 6
ა) პირი სხვა პირს შეგნებულად აყენებს ზიანს ....................................................................................................... 6
ბ) ზიანის მიყენება მიმართულია საფრთხის თავიდან ასაცილებლად .............................................................. 7
გ) საფრთხის რეალურობა ........................................................................................................................................... 7
დ) ზიანის მიყენების აუცილებლობა ........................................................................................................................ 7
ე) აცდენილი ზიანი მიყენებულზე ნაკლებმნიშვნელოვანია................................................................................ 7
4. მართლზომიერება .................................................................................................................................................... 8
V. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები .................................................................................................. 10
1. გარემოებები, რომლებიც პასუხისმგებლობას ამცირებს ან გამორიცხავს .................................................... 10
5. ნივთიდან მომდინარე საფრთხე, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხავი უდავო გარემოება ........ 11
6. საფრთხის შემქმნელი პირისა და დაზარალებულის თანხვედრა ................................................................. 11
7. სხვა საფუძვლები ................................................................................................................................................... 11
VI. უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში ზიანის მიყენების სამართლებრივი შედეგები ........................... 11
1. 117-ე მუხლის შესაბამისად................................................................................................................................... 12
8. 117-ე მუხლი როგორ მოთხოვნის დამოუკიდებუელი საფუძველი მესამე პირთა მიმართ ...................... 13
VII. საპროცესო სამართლებრივი დატვირთვა .............................................................................................................. 14

I. ზოგადი დებულებები

117-ე მუხლი აწესრიგებს უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანის 1


შემადგენლობასა და განსაზღვრავს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს. უკიდურესი
აუცილებლობის დროს სახეზეა მართლზომიერი ინტერესების კოლიზია1, როდესაც
პირს აქვს უფლება, ზიანი მიაყენოს მესამე პირის სიკეთეს.2თუმცა ეს უფლება

1 ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 117, გვ. 303.


2 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 113.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

თავისთავად არ ათავისუფლებს ხელმყოფს მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის


ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანისათვის


პასუხისმგებლობის დაწესება ხელმყოფისა თუ მესამე პირების მიმართ, როგორც წესი,
გამართლებულია. სხვა პირთა ინტერესები არ უნდა დარჩეს დაუცველი მაშინ, როდესაც
მათ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა საფრთხის წარმოშობაში და ზიანის მიყენებით
არც მათი სამართლებრივი სიკეთის გარჩენა ხდება.

117 მუხლი ხელმყოფის მიმართ სპეციალური პასუხისმგებლობის დამფუძნებელი


მოთხოვნის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი დამოუკიდებელი მოთხოვნის საფუძველს ქმნის იმ პირთა


მიმართ, რომელთა ინტერესებშიც მოქმედებდა ხელმყოფი, დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულების მარეგულირებელი თუ სახელშეკრულებო ნორმების
გათვალისწინებით.

117 მუხლი იქვე აწესებს გამონაკლისს, როდესაც ხელმყოფი და/ან მესამე პირი
შესაძლოა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ.

II. კავშირი სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმებთან

2 117 მუხლი ზიანის მიყენების სპეციალურ შემთხვევას აწესრიგებს, როდესაც


ხელმყოფის მიმართ დადგენილი პასუხისმგებლობის დამფუძნებელი წინაპირობები
განსხვავებულია დელიქტის ზოგადი შემადგენლობისაგან.

1. მიმართება დელიქტის ზოგად შემადგენლობასთან

992-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მართლსაწინააღმდეგო ბრალეული


3 მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის. დელიქტის ზოგადი შემადგენლობის ერთ-
ერთი წინაპირობა მართლწინააღმდეგობაა, რომლის არარსებობის შემთხვევაში პირის
პასუხისმგებლობა ამ შემადგენლობის საფუძველზე არ დადგება. დოქტრინაში
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებად განიხილება აუცილებელი
მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა, თვითდახმარება, დავალების გარეშე სხვისი
საქმის შესრულება (მხოლოდ შიდა ურთიერთობაში და არა მესამე პირებთან
მიმართებით) და კანონითა თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა
სამართლებრივი საფუძველი,3რომელიც ზიანის მიყენებას ამართლებს.4 შესაბამისად

3 მაგ. დაზარალებულის თხოვნა ან ნებართვა, თუ ეს უკანასკნელი არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და


აკრძალვებს. შდრ. ჩიკვაშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. 2, გვ. 383.
4 MüKo/Wagner, BGB, 5. Aufl., § 823, Rn. 14, შდრ. ასევე Dresenkamp, „Das war’s mit dem Smart“, JA 2012, S527-534, S. 533.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანი მართლსაწინააღმდეგოდ


არ ჩაითვლება და პასუხიმგებლობა 992-ე მუხლის საფუძველზე არ დადგება.

2. აუცილებელი მოგერიება და თვითდახმარება

უკიდურესი აუცილებლობა უნდა გაიმიჯნოს აუცილებელი მოგერიებისა და


თვითდახმარებისაგან. ცალკეულ შემთხვევაში უკიდურესი აუცილებლობის 4
შემადგენლობა იმავდროულად 970 II და 1001 მუხლების წინაპირობებს ფარავს,
რომელთათვის განსხვავებული სამართლებრივი შედეგია გათვალისწინებული.
ნორმათა კონკურენციის საკითხი ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა
გადაწყდეს.

III. შედარებით-სამართლებრივი კონტექსტი (უკიდურესი აუცილებლობის


მოწესრიგება გერმანულ სამართალში)

გერმანულ სამართალში უკიდურესი აუცილებლობის მოწესრიგებისას, როგორც


სისტემურად, ასევე სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, იმიჯნება ორი 5
შემადგენლობა: პირველი მოწესრიგებულია ზოგად ნაწილში, როგორც
პასუხისმგებლობის გამომრიცხავი შემადგენლობა, როდესაც ზიანდება უშუალოდ
საფრთხის გამომწვევი ნივთი; მეორე შემთხვევა გათვალისწინებულია სანივთო
სამართალში და ეხება ნებისმიერი წყაროდან მომდინარე საფრთხეს.5პირველ
შემთხვევაში ხელმყოფი, როგორც წესი, არ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისათვის,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ მან თავად გამოიწვია საფრთხე; მეორე შემთხვევაში კი
სწორედ ხელმყოფია პასუხისმგებელი მიყენებული ზიანისათვის, იმის მიუხედავად,
რომ ის არ მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად. ამ შემთხვევაში
ხელმყოფს წარმოეშობა, რეგრესის წესით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე
პირის მიმართ.

1. უკიდურესი აუცილებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხავი


შემადგენლობა

სამოქალაქო კოდექსის მსგავსად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში


გათვალისწინებულია თვითდახმარების, აუცილებელი მოგერიებისა და უკიდურესი 6
აუცილებლობის ვითარებაში მიყენებული ზიანის შემადგენლობები.6 ამასთან
გერმანელი კანონმდებელი თანმიმდევრულია და თითოეულ შემადგენლობაში
პირდაპირ მიუთითებს მათზე, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ
გარემოებებზე.

გერმანული მიდგომისაგან განსხვავებით, ქართული მოწესრიგება (აუცილებელი


მოგერიებისა და თვითდახმარებისაგან განსხვავებით) მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხავ გარემოებად პირდაპირ არ უთითებს უკიდურეს აუცილებლობას. ამას

5 Lemke, BGB Kommentar, 2006, § 904, Rn. 1 ff.;შესაბამისად, გერმანულ დოქტრინაშ გამიჯნულია ე.წ. „დაცვითი“ და
„ხელმყოფი“ უკიდურესი აუცილებლობა: MüKo/Säcker, BGB, 5. Aufl., Rn. 1.
6 BGB § 227, 228, 229.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

გარდა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 228 პარაგრაფითა და საქართველოს


სამოქალაქო კოდექსის 117 მუხლით მოწესრიგებულ უკიდურესი აუცილებლობის
შემადგენლობებს შორის დამატებით განმასხვავებელი ელემენტებიც შეინიშნება.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 228 პარაგრაფის თანახმად, პირი, რომელიც სხვა


პირის ნივთს დააზიანებს ან გაანადგურებს იმ მიზნით, რომ მისგან მომავალი საფრთხე
აიცილოს თავიდან, ან ააცილოს სხვას, არ მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ იმ
შემთხვევაში, თუ დაზიანება ან განადგურება საფრთხის თავიდან ასაცილებლად
აუცილებელი და თანაზომიერია. ხელმყოფი არ თავისუფლდება
პასუხისმგებლობისაგან, თუ მას თავად მიუძღვის ბრალი საფრთხის წარმოშობაში.7

მართალია, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 228 პარაგრაფი 117 მუხლის მსგავს


უკიდურესი აუცილებლობის შემადგენლობის ანალოგიურ წინაპირობებს
ითვალისწინებს. კერძოდ, ზიანის მიყენება უნდა იყოს მიმართული საფრთხის თავიდან
აცილებისაკენ, ხელყოფა უნდა იყოს აუცილებელი, ყველაზე მსუბუქი და თანაზომიერი
საშუალება.8

თუმცა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 228 პარაგრაფი, 117 მუხლისაგან განსხვავებით,


ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც ხელმყოფის ჩარევის შედეგად
ზიანდება ნივთი, რომლისგანაც მომდინარეობს საფრთხე.9ხელმყოფი პასუხს აგებს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან თავად ბრალეულად გამოიწვია ეს საფრთხე.10
მნიშვნელოვანია, რომ უკიდურესი აუცილებლობის მოწესრიგება გერმანიის
სამოქალაქო კოდექსში მხოლოდ ამ შემადგენლობით არ შემოიფარგლება.

2. უკიდურესი უცილებლობისას ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის სპეციალური


შემადგენლობა

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 904 პარაგრაფის თანახმად, მესაკუთრე ვალდებულია,


7 დაუშვას და ითმინოს თავის საკუთრებაში ჩარევა, თუ ხელმყოფის მოქმედება
(ხელყოფა) რეალური საფრთხის თავიდან აცილებისკენაა მიმართული. თმენის
ვალდებულება მესაკუთრეს ეკისრება, თუ მიყენებული ზიანი არსებულ საფრთხესთან
მიმართებით თანაზომიერია.11

საგულისხმოა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 904 პარაგრაფის მე-2 წინადადება,


რომლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელყოფით გამოწვეული

7 § 228 BGB „Wer eine fremde Sache beschädigt oder zerstört, um eine durch sie drohende Gefahr von sich oder einem anderen
abzuwenden, handelt nicht widerrechtlich, wenn die Beschädigung oder die Zerstörung zur Abwendung der Gefahr
erforderlich ist und der Schaden nicht außer Verhältnis zu der Gefahr steht. Hat der Handelnde die Gefahr verschuldet, so ist er
zum Schadensersatz verpflichtet.“
8 Heinrichs, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 228, Rn. 7 f.

9 Medicus, AT, 9. Aufl., Rn. 162 ff.

10 ამის მაგალითია ხელმყოფის მიერ ძაღლის პროვოცირება, რომლიც შემდგომ თავს ესხმის ხელმყოფს ან სხვას,

ძაღლს კი აყენებენ ზიანს მისგან მომდინარე საფრთხის თავიდან ასაცილებლად.შდრ. V. Tuhr, Der Notstand im
Zivilrecht, 1988, S. 55.
11 თანაზომიერებასა და ინტერესთა შეფასებასთან დაკავშირებით შდრ. Heck, Problem der Rechtsgewinnung S. 50, 72;

ასევე MüKo/Ernst, BGB, 5. Aufl., Band 2, § 281, Rn. 57.


4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, ხელმყოფის მიერ ზიანის მიყენება


მართლზომიერია, თუმცა გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, 117-ე მუხლის
1-ლი და მე-2 ნაწილების მსგავსად, მაინც წარმოიშობა.12

ეს შემადგენლობა დელიქტის სპეციალურ, ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას ადგენს,13


რომლის დროსაც პირი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ მან ნებითა
და შეგნებით მიაყენა სხვას ზიანი (ან დაუშვა ზიანის დადგომა) რეალური საფრთხის
თავიდან ასაცილებლად14(უნებლიე ან შემთხვევითი ზიანის მიყენება აღნიშნული
ნორმის მოწესრიგების ფარგლებს სცდება და მისი შეფასება ზოგადი წესებით ხდება).15
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 904 პარაგრაფის თანახმად, ხელმყოფის
პასუხისმგებლობა დელიქტის ზოგადი შემადგენლობის საფუძველზე გამოირიცხება
მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო, თუმცა ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება სპეციალური შემადგენლობის საფუძველზე მაინც დგება16ეს წესი არ
გავრცელდება შემთხვევაზე, თუ ზიანი დადგებოდა ხელმყოფის ქმედების
მიუხედავად.17

3. ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი

ბუნდოვანია, გერმანული მოწესრიგების მიხედვით, ვინ არის ზიანის ანაზღაურებაზე


პასუხისმგებელი პირი. ამ საკითხზე არსებობს წინააღმდეგობრივი და ფართო დისკუსია 8
გერმანულ დოქტრინაში. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა ხელმყოფის მიმართ წარმოიშობა, მიუხედავად იმისა,
ხელმყოფის ქმედებით სარგებელი მიიღო მესამე პირმა თუ თავად ხელმყოფმა. თუმცა
ამ უკანასკნელს წარმოეშობა რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება იმ პირისაგან, ვის ინტერესებშიც იგი მოქმედებდა ხელშეკრულების,
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით.18

შესაბამისად, 117-ე მუხლის ფორმულირებისაგან განსხვავებით, გერმანული სამართალი


ცალსახად უპირატესობას ანიჭებს დაზარალებულის მიერ მოთხოვნის დაყენებას 9
ხელმყოფის მიმართ და მასთან თანაბარ საფეხურზე არ აყენებს მესამე პირს. თუმცა
განიხილება მესამე პირის მიმართ მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობაც.19მესაკუთრეს
შეიძლება ჰქონდეს მესამე პირისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
გამონაკლის შემთხვევაში, თუ ხელმყოფი უშუალოდ მესამე პირის მითითების
საფუძველზე მოქმედებდა20 და ეს შეცნობადია.21

12 MüKo/Säcker, BGB, 5. Aufl., § 904, Rn. 1 ff.


13 Schulze, BGB-HK, §904 Notstand, Rn. 2.
14 BGH, Umfang des Ersatzanspruches aus Notstand, NJW, 1985, 490-491

15 Bassenge, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 904, Rn. 3.

16 ნორმის შემადგენლობის წინაპირობებია: პირი უნდა აყენებდეს სხვის საკუთრებას ზიანს საფრთხის თავიდან

ასაცილებლად; ხელყოფა არ უნდა სცდებოდეს საფრთხესთან მიმართებით თანაზომიერების ფარგლებს. უნდა


არსებობდეს ხელყოფასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.
17 Fritzsche, in Beck OK BGB, § 904, Rn. 16 ff.

18 Lemke, BGB Kommentar, 2006, § 904, Rn. 19.

19 Bassenge, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 904, Rn. 5; Lemke, BGB Kommentar 2006, § 904, Rn. 19.

20 Bassenge, in Palandt BGB Komm, 67. Aufl.,§ 904, Rn. 5; Schulze, BGB-HK, §904, Rn. 6 f.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

Herbst2015

არსებობს მოსაზრება, რომ, ვინაიდან ხელმყოფი არის პირი, რომელსაც უშუალო


10 ურთიერთობა აქვს მესაკუთრესთან, მხოლოდ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი.22 ასეთი
მიდგომა არ არის გასაზიარებელი. უდავოა, რომ მესაკუთრეს არ უნდა დააწვეს ზიანის
ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ძიების არათანაზომიერი ტვირთი. თუმცა
სასურველია, მესამე პირთა მიმართ მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობაც
არსებობდეს, თუ ამ პირის იდენტიფიცირება დაზარალებულისათვის სირთულეს არ
ქმნის და ეს მის ინტერესს შეესაბამება.

მესაკუთრე, გერმანული დოქტრინის თანახმად, კარგავს მოთხოვნის უფლებას, თუ მან


11 თავად შექმნა საფრთხე.23 ანალოგიურად უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევის შეფასება
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შერეული ბრალის წესების გამოყენებით.24

IV. უკიდურესია უცილებლობის შემადგენლობა

1. ზოგადი დებულებები

117-ე აწესრიგებს უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანის


12 ანაზღაურების შემთხვევას. მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უკიდურესი
აუცილებლობის ფარგლებში მოქმედებად ითვლება ზიანის მიყენება იმ საფრთხის
თავიდან ასაცილებლად, რომელიც მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა თავიდან
აცდენილიყო სხვა საშუალებით, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე
ნაკლებმნიშვნელოვანია.

შესაბამისად, უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მოქმედებს პირი თუ:

ა) პირი სხვა პირს შეგნებულად აყენებს ზიანს

პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ სურს და განზრახ აყენებს სხვას ზიანს, ან სულ
13 მცირე შეგნებულად უშვებს ზიანის დადგომას სხვა სამართლებრივი სიკეთის
გადასარჩენად; შემთხვევითი ზიანი ასეთად არ უნდა ჩაითვალოს.25
გასათვალისწინებელია ასევე, რომ ხელმყოფის მხრიდან სხვა პირისათვის ზიანის
მიყენება მოქმედებაში გამოიხატება. „გაუცნობიერებელი და რეფლექსური ქცევა
მოქმედებად არ მიიჩნევა.“26

21 MüKo/Säcker, BGB, 5. Aufl., § 904, Rn. 13 ff.; Schulze, BGB-HK, §904, Rn. 4.
22 Berger/Jauernig, BGB Kommentar, 14. Aufl., 2011, § 904, Rn. 5; შდრ. ასევე MüKo/Säcker, BGB, 5. Aufl., § 904, Rn. 17 ff.
23 იხ. იქვე Rn. 20.
24 შდრ. მუხ. 415, 998.
25 MüKo/Säcker, BGB, 5. Aufl., § 904, Rn. 7.

26 შდრ. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ. 55–56.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

ბ) ზიანის მიყენება მიმართულია საფრთხის თავიდან ასაცილებლად

ზიანის მიყენება მიმართულია საფრთხის თავიდან ასაცილებლად (ამასთან, საფრთხე


შესაძლოა მომდინარეობდეს როგორც უშუალოდ ნივთებისაგან ადამიანის 14
ზემოქმედების გარეშე, ასევე ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანებისაგან);27 აქ
გასათვალისწინებელია ფორმულირება, რომლის მიხედვით გამართლებულად
ჩაითვლება ზიანის მიყენება, რომელიც მიმართულია საფრთხის თავიდან აცილებისკენ,
მიუხედავად იმისა მოხდება თუ არა საფრთხის აცილება.

გ) საფრთხის რეალურობა

საფრთხე რეალურია, თუ არსებობს მისი დადგომის მაღალი ალბათობა28 (შეუძლებელი


უნდა იყოს მისი თავიდან აცილება ხელმყოფის ჩარევის გარეშე);29 15

საფრთხე რეალურია, თუ ზიანის წარმოშობის საფრთხის შემცველი გარემოების


გათვალისწინებით მყისიერ ჩარევა აუცილებელია.30 ზიანის დადგომის საფრთხე
დაცული სამართლებრივი სიკეთის მიმართ მაღალი ალბათობით უნდა არსებობდეს.31

დ) ზიანის მიყენების აუცილებლობა

ზიანის მიყენება გამართლებულია, თუ ზიანის მიყენება აუცილებელია, გამოყენებული


საშუალება კი შესაბამისი (კერძოდ, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, არ 16
უნდა არსებობდეს უფრო მსუბუქი საშუალება, რომელიც საფრთხის თავიდან აცილებას
უზრუნველყოფდა);

აღნიშნული წინაპირობის შეფასება ობიექტური თვალსაწიერიდან უნდა მოხდეს.


ხელმყოფმა უნდა გამოიყენოს საშუალება, რომელიც არსებულთაგან ყველაზე
ნაკლებად დაამძიმებს უფლებამოსილი პირის მდგომარეობას, და ამასთანავე
ხელმყოფისაგან სავარაუდოა (შეიძლება მოეთხოვოს).32 მაგალითად თუ სატელეფონო
ზარის განხორციელებით შესაძლებელია დახმარების გამოძახება და მოსალოდნელია,
რომ დახმარება დროულად მოასწრებს ადგილზე, ხელყოფა გაუმართლებელი იქნება.33

ე) აცდენილი ზიანი მიყენებულზე ნაკლებმნიშვნელოვანია

ზიანი უნდა შეფასდეს ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე, მიყენებული ზიანი


არ უნდა იყოს საფრთხესთან მიმართებით არათანაზომიერი.34 ამასთან, ღირებულებათა 17

27 Lemke, BGB Kommentar, 2006, S. 904, Rn. 5. ეს მიდგომა ნაწილობრივ (მხოლოდ ნივთებთან მიმართებით)
გაზიარებულია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში. იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი,
2011, გვ. 114.
28 Heinrichs, in Palandt/BGB Komm, 67. Aufl.,§ 280, Rn. 4.

29 Jauernig, BGB Kommentar, 14. Aufl., 2011, § 904, Rn. 3.

30 MüKo/Säcker, BGB, 5. Aufl., § 904, Rn 4.

31 MüKo/Säcker, BGB, 5. Aufl., § 904, Rn 5.

32 Fritsche, in Beck OK, BGB, 28. Aufl.,§ 904, Rn. 13.

33 იქვე.

34 BGH NJW 1957, 1273, 1277; BGH, Urteil vom 26. 10. 1951 - I ZR 8/51 (Hamm), NJW 1952, 660 f.

7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

შეფასება გულისხმობს უმთავრესად არა სამართლებრივ სიკეთეთა მატერიალური


ღირებულების, არამედ მათი მნიშვნელობის შეფასებას. მაგალითად, ადამიანის
სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვან ღირებულებად
ჩაითვლება ნებისმიერ მატერიალურ სიკეთესთან მიმართებით.35

თუ სახეზეა ორი მატერიალური ღირებულების მქონე სიკეთე, ასეთ შემთხვევაში მისი


ფულადი ღირებულებაა მნიშვნელოვანი. გერმანული დოქტრინის თანახმად
თანაზომიერია ხელყოფა, თუ დაცული სიკეთის ღირებულება 50%–ით მაინც აღემატება
ხელყოფის შედეგად მიყენებულ ზიანს. თუმცა განსხვავებულია მიდგომა გერმანულ
სამართალში ცხოველებთან მიმართებით. კერძოდ, ცხოველის დაცვის მიზნით
განხორციელებული ხელყოფა გამართლებულია თუ მისი ღირებულება არ აღემატება
მიყენებულ ზიანს36 და პირიქით, ცხოველისათვის ზიანის მიყენება გამართლებულია,
თუ გადარჩენილი სიკეთე არსებითად მნიშვნელოვანი ღირებულებისაა.37

თუ უკიდურესი აუცილებლობის დასახელებული წინაპირობები სახეზეა, ხელყოფა


მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.38

4. მართლზომიერება

უკიდურესი აუცილებლობის შემადგენლობაზე მსჯელობისას განსაკუთრებულ


18 ყურადღებას იმსახურებს მართლწინააღმდეგობა, როგორც 992-ე მუხლით დადგენილი
პასუხისმგებლობის წარმოშობის აუცილებელი წინაპირობა. მართლწინააღმდეგობის
განმარტება სამოქალაქო სამართალში შესაძლოა განსხვავდებოდეს
სისხლისსამართლებრივი დეფინიციისაგან. გერმანულ დოქტრინაში წამოჭრილია
მართლწინააღმდეგობის დამდგარ შედეგთან, და არა ხელმყოფის ქმედებასთან,
მიმართებით შემოწმების მიზანშეწონილობის საკითხი.39 ეს მოსაზრება
გასაზიარებელია. ასეთი მიდგომა აიხსნება იმ გარემოებით, რომ ზიანის მიყენების რიგ
შემთხვევებში ხელმყოფის ქმედებაში არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის ნიშნები
(იგი შესაძლოა, არ ეწინააღმდეგებოდეს სამართლებრივი წესრიგით დადგენილ ქცევის
წესებს), თუმცა შედეგად იწვევს სამართლებრივი სიკეთის გაუმართლებელ ხელყოფას,
რაც არ არის მართლზომიერი (გამართლებული)კანონის ან ხელშეკრულების
საფუძველზე.40

დოქტრინაში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებად მიიჩნევა:


აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა, თვითდახმარება, დავალების
გარეშე სხვისი საქმის შესრულება (მხოლოდ შიდა ურთიერთობაში და არა მესამე
პირებთან მიმართებით) და კანონითა თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული

35 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 113; MüKo/Säcker, BGB, 6. Aufl., § 904, Rn.10
36 MüKo/Säcker,BGB, 6. Aufl., § 904, Rn. 11, 12.
37 V. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 54

38 MüKo/Säcker,BGB, 6. Aufl., § 904, Rn. 13.

39 Sprau, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 823, Rn. 24 f.; Wagner/Brüggemeier/Jansen,Münchener Kommentar zum BGB, 5.

Aufl., 2009, § 823, Rn. 11 f.


40 Sprau, in PalandtBGB Komm, 67. Aufl., § 823, Rn. 23 ff.

8
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

ნებისმიერი სხვა სამართლებრივი საფუძველი,41რომელიც ზიანის მიყენებას


ამართლებს.42

საყურადღებოა, რომ 117-ე მუხლი, სამართლის სხვა დარგების მსგავსი


შემადგენლობებისაგან განსხვავებით,43 არ მიუთითებს, რომ უკიდურესი 19
აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანი მართლსაწინააღმდეგოდ არ ითვლება.
შესაბამისად, დასაფიქრებელია: უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული
ზიანი არ უნდა იქნეს მიჩნეული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებად,
თუ მართლწინააღმდეგობის გამორიცხვის არ არსებობა კანონმდებლის განზრახვის
გარეშე დაშვებულ ხარვეზად უნდა ჩაითვალოს.

117 I მუხლის სიტყვასიტყვითი განმარტებით, არ არსებობს პირდაპირი მითითება, რომ


უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანის შემთხვევა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებად ჩაითვალოს.

მიუხედავად ამისა, სისტემური განმარტება ტელეოლოგიური განმარტებით მიღებულ


შედეგს ადასტურებს.44თუ სადავო ნორმა განიმარტება არა დამოუკიდებლად, არამედ
სამართლის სისტემაში მისი ადგილისგათვალისწინებით, მხედველობაშია მისაღები
როგორც შესაბამისი კარის შინაარსი, ისე უშუალოდ ამ ნორმის წინა და შემდგომი
ნორმების ლოგიკურიურთიერთკავშირი.45 116-ე აწესრიგებს აუცილებელი მოგერიების,
ხოლო 118-ე თვითდახმარების ფარგლებში ზიანის მიყენების შემთხვევას. ამ
შემადგენლობებს საერთო აქვთ კანონმდებლის პირდაპირი მითითება, რომ
მიყენებული ზიანი მართლსაწინააღმდეგოდ არ უნდა ჩაითვალოს.

თუ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევა მოქცეულია ორ ნორმას შორის, რომლებიც


პირდაპირ გამორიცხავენ მართლწინააღმდეგობას, დასაშვებია კანონმდებლის ნება
უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევასთან მიმართებითაც ანალოგიური იყოს. ასეთ
შემთხვევაში, მოწესრიგების სავარაუდო მიზნის გათვალისწინებით, დასტურდება, რომ
კანონმდებლის მიერ დაშვებულია უნებლიე ხარვეზი.46შესაბამისად, ზიანის მიყენება
უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ
გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული.47 სხვაგვარად, უკიდურესი აუცილებლობის
მოწესრიგება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ შემადგენლობათა შორის აუხსნელი
და სისტემურად გაუმართლებელია.

41 მაგ. დაზარალებულის თხოვნა ან ნებართვა, თუ ეს უკანასკნელი არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და


აკრძალვებს. შდრ. ჩიკვაშვილი, სკ-ის კომენტარი. წიგნი IV, ტ. 2, მუხ. 992, გვ. 383.
42 MüKo/Wagner, BGB, 5. Aufl., § 823, Rn. 14;შდრ.ასევე Riehm, „Das war’s mit dem Smart“, JA 2012, S. 533.

43 შდრ. სისხლის სამართლის კოდექსის მუხ. 30 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხ. 18,

რომლებშიც უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანი არ ითვლება მართლსაწინააღმდეგოდ.


44 ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ. 57.

45 Huber, Irrtumsanfechtung und Sachmängelhaftung, S. 191; Heinrichs, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., Einleitung, Rn. 42.

46 უნებლიე ხარვეზთან დაკავშირებით იხ. Brandenburg, Die teleologische Reduktion, S. 30; Heinrichs, in Palandt BGB

Komm, 67. Aufl., Einleitung, Rn. 48.


47 ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარები, წიგნი I, 2002, გვ. 303; შდრ. ასევე, Medicus, BGB AT, 9. Aufl., Rn. 162 ff.

9
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

117-ე მუხლით გათვალისწინებული უკიდურესი აუცილებლობა 992-ე მუხლის


შემადგენლობაში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებად უნდა იქნეს
მიჩნეული.48 შესაბამისად ასეთი გარემოებების არსებობისას ხელმყოფის
პასუხისმგებლობა 992-ე მუხლით უნდა გამოირიცხოს.

V. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები

117 I მუხლი ადგენს ხელმყოფის პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანისათვის. ამავე


20 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის მესამე პირზე დაკისრების
შესაძლებლობასაც, თუმცა იქვე ადგენს გამონაკლისს. როგორც ხელმყოფი ასევე მესამე
პირი შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებისაგან ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით,
რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი.

დასაფიქრებელია, რა გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს


პასუხისმგებლობის დაკისრება მესამე პირზე ან ხელმყოფისა თუ მესამე პირის სრულად
ან ნაწილობრივ გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან.

1. გარემოებები, რომლებიც პასუხისმგებლობას ამცირებს ან გამორიცხავს

გარემოებები, რომლებიც პასუხისმგებლობას ამცირებს ან გამორიცხავს 117-ე მუხლით


21 არ დგინდება. შესაბამისად სასამართლომ ყოველი კონკრეტული შემთხვევის
თავისებურების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს არსებული ფაქტობრივი
გარემოებებსა და კერძო სამართლის ძირითად პრინციპებზე დაყრნობით.

ასე მაგალითად, სამსჯელოა, გამორიცხავს თუ არა 1001-ე მუხლის შემადგენლობა


ხელმყოფის ან მესამე პირის მიმართ 117-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
1001-ე მუხლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი
გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა
აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში. შესაბამისად,
ხელმყოფი ან მესამე პირი შესაძლოა გათავისუფლდეს 117-ე მუხლით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. 1001-ე მუხლის სპეციალური
მოწესრიგების საფუძველზე ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადგენადია
პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში. ასეთი პირის არარსებობის ან მის
მიერ ხანძრის ბრალის გარეშე გამოწვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის გამორიცხვა
ვერ მოხდება.49

ხელმყოფისა თუ მესამე პირის პასუხისმგებლობის სრულად თუ ნაწილობრივ


გამორიცხვის დროს სასამართლომ შესაძლოა იხელმძღვანელოს შერეული ბრალის
მომწესრიგებელი ნორმებით (415, 998). ეს მხარეთა ინტერესების დაბალანსებას
შეუწყობს ხელს და გამორიცხავს ხელმყოფის პასუხისმგებლობას, მაგალითისათვის,
როდესაც დაზარალებული თავად არის პასუხისმგებელი საფრთხის წარმოშობაზე.

48 ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 177, გვ. 303.


49 ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2009, 132.
10
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

5. ნივთიდან მომდინარე საფრთხე, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხავი


უდავო გარემოება

117 II მუხლით, პასუხისმგებლობა უდავოდ უნდა გამოირიცხოს, თუ ხელყოფა


განხორციელდა იმ ნივთზე, რომლისგანაც მომდინარეობდა საფრთხე; მაგალითად, თუ 22
პირი ცხოველის თავდასხმის მოგერიების მიზნით ცხოველს მიაყენებს ზიანს.50

ასეთ შემთხვევაში ხელმყოფის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში


უნდა დადგეს, თუ საფრთხე მან თავად გამოიწვია;

6. საფრთხის შემქმნელი პირისა და დაზარალებულის თანხვედრა

ხელმყოფი უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაშიც, თუ


დაზარალებული იმავდროულად მესამე პირია, რომელმაც თავად შექმნა საფრთხე,51ან, 23
რომლის ინტერესებშიც მოქმედებდა ხელმყოფი.52

7. სხვა საფუძვლები

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს ასევე ხელმყოფსა და მესამე


პირს, თუ ზიანი დადგებოდა ხელმყოფის ჩარევის მიუხედავად.53 24

ხელმყოფის მიმართ დაზარალებულის მოთხოვნა შესაძლოა გამოირიცხოს, თუ


იდენტიფიცირებულია საფრთხის გამომწვევი, ან ის პირი, რომლის ინტერესებშიც
ხელმყოფი მოქმედებდა, მათ მიმართ მოთხოვნა წარდგენილია სოლიდარულად,
ხელმყოფთან ერთად, ან ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უდავოა, რომ
ხელმყოფს პასუხისმგებლობის მასზე დაკისრების შემთხვევაში წარმოეშობა ზიანის
ანაზღაურების რეგრესული მოთხოვნა მესამე პირთა მიმართ;

ამგვარად, 117 II მუხლის შეფარდება დამოკიდებულია როგორც სასამართლოს ფართო


განმარტების შესაძლებლობაზე, ისე მოსარჩელის ნებაზე.54

VI. უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში ზიანის მიყენების სამართლებრივი


შედეგები

უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში მიყენებული ზიანის შემთხვევაში პირველ


რიგში უნდა გაიმიჯნოს: თუ ზიანდება ნივთი, რომლიდანაც უშუალოდ 25
მომდინარეობდა საფრთხე, ანაზღაურების ვალდებულება ხელმყოფს როგორც წესი არ
უნდა დაეკისროს.

50 V. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 53.


51 დაზარალებულის ბრალთან დაკავშირებით შდრ. მუხ. 415 და 998.
52 მოთხოვნას გამორიცხავს, მაგ. მუხ. 970 II, როდესაც პირი, რომლის ინტერესებშიც მოქმედებს ხელმყოფი, თავადაა
საფრთხის შემქმნელ პირთან ერთად ხელმყოფის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი.
53 Fritzsche, in BeckOK BGB, 28. Aufl., 2013, § 904, Rn. 16 ff.

54 შდრ. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2009, გვ. 132.

11
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

ხოლო თუ ზიანდება მესამე პირის ქონება, მიყენებული ზიანი როგორც წესი


ანაზღაურებას დაექვემდებარება.55

უკიდურესი აუცილებლობის დროს სახეზეა მართლზომიერი ინტერესების კოლიზია,56


როდესაც პირს აქვს უფლება, ზიანი მიაყენოს მესამე პირის სიკეთეს.57
მართლწინააღმდეგობის არ არსებობის გამო მართალია ხელმყოფი თავისუფლდება 992-
ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუმცა უკიდურესი აუცილებლობის
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებად განხილვა არ ათავისუფლებს
ხელმყოფს პასუხისმგებლობისაგან.58

1. 117-ე მუხლის შესაბამისად

117-ე I მუხლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ უკიდურესი აუცილებლობის


26 ფარგლებში მოქმედი პირი (ხელმყოფი) პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის.
თუმცა ზიანის ანაზღაურების საკითხებს შემდგომ აზუსტებს ამავე მუხლის მე-2 ნაწილი
და, შესაბამისად, იგი ამ ნაწილთან ურთიერთკავშირში უნდა განიმარტოს. 117 II
მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობა და ზიანზე პასუხისმგებელი პირი იმ ფაქტობრივი
გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს, რომლებშიც მიყენებული იყო
ზიანი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურება შესაძლოა დაეკისროს
როგორც ხელმყოფს, ასევე მესამე პირს, რომლის ინტერესებშიც მოქმედებდა ზიანის
მიმყენებელი. ამასთან, მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, როგორც ხელმყოფი,
ასევე მესამე პირი, შესაძლოა, მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს ზიანის
ანაზღაურებისაგან.

ხელმყოფი, 117 I მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, როგორც წესი,


პასუხისმგებელია უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში შეგნებულად მიყენებული
ზიანისათვის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის მიუხედავად.59 უკიდურესი
აუცილებლობის ფარგლებში მოქმედება მას ანიჭებს უფლებას, რეგრესის წესით
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საფრთხის შემქმნელი პირისაგან ან იმ პირისაგან,
რომლის ინტერესებშიც მოქმედებდა იგი.

55 V. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 55-57


56 ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარები, წიგნი I, 2002, 303.
57 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 113.

58 ლოგიკურია, რომ თუ პირი საკუთარი ან სხვა პირი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის მიზნით მესამ პირის
სამართლებრივ სიკეთეს აყენებს ზიანის, მესამე პირმა არ უნდა ზიდოს აღნიშნული ქმედებით გამოწვეული
ტვირთი;V. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 57.
59 ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი,სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2009, გვ. 56; იხ. ასევე

Lemke, BGB Kommentar, 2006, § 904, Rn. 20.


12
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

8. 117-ე მუხლი როგორ მოთხოვნის დამოუკიდებუელი საფუძველი მესამე პირთა


მიმართ

117 II მუხლის განიხილება მესამე პირთა მიმართ მოთხოვნის დამოუკიდებელ


სამართლებრივ საფუძვლად.60 შესაბამისად დაზუსტებას საჭიროებს, ვინ არის მესამე 27
პირი, რომლის ინტერესებშიც მოქმედებს ხელმყოფი.

მესამე პირის სტატუსის განმარტება შესაძლოა მოხდეს ვიწრო და ფართო გაგებით.

ვიწრო გაგებით ნორმის განმარტებისას მესამე პირად (რომლის ინტერესებშიც


მოქმედებდა ხელმყოფი) განიხილება პირები, რომელთა სამართლებრივ სიკეთეს
უშუალოდ ემუქრებოდა საფრთხე და რომელთა გადარჩენასაც ემსახურებოდა ხელყოფა.

ფართოდ განმარტებისას შესაძლოა 117 II მუხლში მითითებული მესამე პირი 970 II


მუხლით გათვალისწინებულ საფრთხის გამომწვევ პირსაც მოიცავდეს.61

ხელმყოფი უკიდურესი აუცილებლობისას მოქმედებს იმ პირების ინტერესებში,


რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ საფრთხის განხორციელების შედეგად. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ხელმყოფი, როგორც წესი, მოქმედებს ასევე იმ პირის ინტერესშიც,
რომელმაც გამოიწვია საფრთხე. ხელმყოფის მიზანია, უფრო მცირე ზიანის მიყენებით
აიცილოს მეტი მოცულობის ზიანი. ეს კი სწორედ საფრთხის გამომწვევის ინტერესებში
შედის, ვინაიდან დიდი ალბათობით სწორედ მას, როგორც საფრთხის გამომწვევს,
დაეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ.

შესაბამისად, საფრთხის გამომწვევი პირის არსებობისა და იდენტიფიცირების


შემთხვევაში გამართლებული იქნება, უპირატესად, სწორედ მას დაეკისროს ზიანის
ანაზღაურება. ხელმყოფისა და სხვა მესამე პირთა მიმართ სასურველია გავრცელდეს
სუბსიდიარული პასუხისმგებლობის რეჟიმი. ასეთი მიდგომა გამართლებულია,
ვინაიდან საფრთხის გამომწვევი უმეტეს შემთხვევაში არის ზიანის გამომწვევი ან, სულ
მცირე, ხელშემწყობი პირი. შესაბამისად, პირდაპირი მოთხოვნა საფრთხის გამომწვევის
მიმართ შესაძლოა დაეფუძნოს 117 II მუხლს.

117 II მუხლის გაგებით, საფრთხის გამომწვევ მესამე პირად უნდა ჩაითვალოს ასევე
პირი, რომლის მიმართაც თვითდახმარებისა თუ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში
მოქმედი ხელმყოფი იყენებს აუცილებელ ზომებს. 116-ე და 118-ე მუხლებით,

60 ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების


სისტემური ანალიზი, 2009, 117.
61 ნორმისფართოგანმარტებასთანდაკავშირებით, „teleologische Extension“ იხ.Huber, Irrtumsanfechtung und
Sachmängelhaftung: eine Studie zur Konkurrenzfrage vor dem Hintergrund der internationalen Vereinheitlichung des
Vertragsrechts, 2001, S. 193; შდრ. 970-ე II: „შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან
აცილებისას, რომელიც რეალურად ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან აცილება არ
შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ მოვალეობას, უნდა აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც
შექმნა საფრთხე ან იმ პირისაგან, რომლის სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.~ საფრთხის
გამომწევი პირის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ასევე 1001-ე მუხლი, რომელიც დელიქტის სპეციალურ
შემადგენლობას ითვალისწინებს და ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებშიც
მოექცეს“
13
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 9 თებრვალი, 2016

ხელმყოფი თავისუფლდება მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან მხოლოდ შესაბამის


ნორმაში გათვალისწინებულ პირთა (თავდამსხმელისა თუ ვალდებული პირის)
მიმართ. იგი არ თავისუფლდება მესამე პირთათვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურებისაგან,62რაზეც ვრცელდება 117-ე მუხლის შემადგენლობა.63

მესამე პირის მიმართ დამოუკიდებელი მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობის


დაშვება გამართლებულია, თუ ეს მიდგომა არ ხელყოფს დაზარალებულის
ინტერესებს64 და ხელს უწყობს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას. ამასთან,
ხელმყოფის ან მესამე პირის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, თუ
დაზარალებული წარადგენს მათ მიმართ მოთხოვნას.65

უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში დაზარალებულმა თავად უნდა გააკეთოს


არჩევანი, თუ ვის მიმართ დააყენებს მოთხოვნას: კერძოდ, პირდაპირ მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება ხელმყოფისაგან, ან პირისაგან, რომლის ინტერესშიც მოქმედებდა
ხელმყოფი, თუ საფრთხის გამომწვევი პირისაგან.

VII. საპროცესო სამართლებრივი დატვირთვა

უკიდურესი აუცილებლობა აუცილებელი მოგერიების მსგავსად სასამართლოს მიერ


28 შესამოწმებელი, უფლების განხორციელების დამაბრკოლებელი, გარემოებაა.66

სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგადი პრინციპის მიხედვით მტკიცების ტვირთი


იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ხელმყოფის ან მესამე პირის
პასუხისმგებლობას გამორიცხავდეს, იმ პირს ეკისრება, ვინც ამ ნორმის შესაბამის
სამართლებრივ შედეგს ეყრდნობა.67

დაზარალებულმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხელმყოფმა საფრთხე თავად გამოიწვია.68

დაზარალებულს ეკისრება ასევე ნებისმიერი გარემოების არსებობის მტკიცების


ტვირთი, რომელიც ხელმყოფის ან მესამე პირის პასუხისმგებლობას აფუძნებს.69

62 შდრ. Kesseler, BGB Kommentar, 2006, 229, Rn. 2.


63 შდრ. Kesseler, BGB Kommentar, 2006, 227, Rn. 11. უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების
შემადგენლობათა გამიჯვნის მნიშვნელობაზე იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 114.
64 Bassenge, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 904, Rn. 5, სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს

მუხ. 963, 976, ასევე მუხ. 415, 998 გამოყენება.


65 სისხლის სამართლის კოდექსის მუხ. 4, შეჯიბრებითობის პრინციპი; Schneider, Ueber richterliche Ermittlung und

Feststellung des Sachverhalts im Civilprozesse, 1888, S. 18.


66 Dernhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., BGB § 227, Rn. 25, Dernhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., BGB § 228, Rn. 14.

67შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხ. 102 I.

68 Dernhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., BGB § 228, Rn. 14.

69 Fritzsche, in Beck OK BGB, 28. Aufl., BGB § 904, Rn. 25.

14
სოფიო ჩაჩავა

You might also like