You are on page 1of 12

კავკასიის უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა

სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი:

მარიამ ურუშაძე

თემის ხელმძღვანელი: სოფო მეშველიშვილი, მაგისტრი

თბილისი

2023

1
სარჩევი

შესავალი.............................................................................................................3
I თავი: დელიქტური ვალდებულების ზოგადი დახასიათება.................4
II თავი: სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის
მიყენებული ზიანის ცნება და სახეები........................................................6
დასკვნა..............................................................................................................11
ბიბლიოგრაფია................................................................................................12

2
შესავალი

საქართველოს კონსტიტუციის1 მე-10 მუხლი აღიარებს და იცავს სიცოცხლის


უფლებას. ეს აბსოლუტური უფლება ფაქტობრივად არ არსებობს ჯანმრთელობის
უფლებისაგან დამოუკიდებლად, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მიიღწევა
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებისა და არასათანადო სამედიცინო
მომსახურების მიღების შემთხვევაში მყარი თავდაცვითი მექანიზმით.

ნაშრომში განხილულია: სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტთა


უფლებების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების საფუძვლები მორალური
და მატერიალური თვალსაზრისით, ასევე პაციენტის გარდაცვალების
შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისაგან ზიანის მოთხოვნის საკითხი.

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე


მუხლით გათვალისწინებული, სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული
ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების
წარმოჩენა და სიღრმისეული განხილვა.

ნაშრომის მეთოდოლოგია ემყარება დოგმატურ, ნორმატიულ და


შედარებითსამართლებრივ მეთოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთ
გავაანალიზოთ სსკ-ის 1007-ე მუხლი და მასთან არსობრივად დაკავშირებული
საკითხები.

საკვლევი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე ნაშრომში მნიშვნელოვანია


გამოყენებულ იქნეს: ქართულენოვანი ლიტერატურა, ,,პაციენტის უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და
სასამართლო პრაქტიკიდან მაგალითი.

ნაშრომი შედგება შესავალი ნაწილის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან.


შესავალი ნაწილი ათვალსაჩინოებს ნაშრომის მიზანს, ძირითადი ნაწილი,
რომელიც შედგება 2 თავისაგან, მოიცავს შემდეგ საკითხებს : დელიქტური
ვალდებულების ზოგად დახასიათებასა ( I თავი) და სამედიცინო დაწესებულების
მიერ პაციენტისათვის მიყენებული ზიანის ცნებასა და სახეებს ( II თავი).
დასკვნით ნაწილში კი შეჯამებული იქნება საკვლევი საკითხის მნიშვნელობა.

I თავი: დელიქტური ვალდებულების ზოგადი დახასიათება

1
საქართველოს კონსტიტუცია 1995 (2022 წლის მდგომარეობით)

3
კანონისმიერ ვალდებულებათა ფარგლებს გარეთაა წარმოდგენილი დელიქტური
ვალდებულებები, რომლებსაც ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის
მესამე კარი ეძღვნება. დელიქტურ ვალდებულებებს არასახელშეკრულებო
საფუძვლის გამო უფრო მეტი საერთო სწორედ კანონისმიერ ვალდებულებებთან
აქვს2. ამასვე ადასტურებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი 3,
როცა ვალდებულების წარმოშობის წყაროდ უთითებს ხელშეკრულებას,
დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას, კანონით გათვალისწინებულ სხვა
საფუძვლებს (317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და ხელშეკრულების
მომზადებას, როგორც ვალდებულების წარმოშობის წყაროს (317-ე მე-2 ნაწილი).
დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა სამართალდარღვევის, დელიქტის
საფუძველზე, ვალდებულების დარღვევა განიხილება
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის, როგორც იურიდიული
პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახის, დადგომის საფუძვლად 4.
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენის ფორმათაგან
ზიანის ანაზღაურება უნივერსალური ხასიათისაა და გამოიყენება სამოქალაქო
უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში5, ამდენად, მნიშვნელოვანია ზიანის
არსის დადგენა. ზიანი არის ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების ან
კეთილდღეობის დამცირება-განადგურება, რომელიც წარმოიშობა როგორც ერთ-
ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი
შესრულებით, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ
ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებში6.

დელიქტური ვალდებულების სუბიექტები არიან დაზარალებული და ზიანის


მიმყენებელი, დაზარალებული (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შეიძლება იყოს

2
ბიჭია მ., კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები (დამხმარე სახელმძღვანელო),
თბილისი, 2016, გვ.175
3
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1997 ( 2022 წლის მდგომარეობით)
4
ბიჭია მ., კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები (დამხმარე სახელმძღვანელო),
თბილისი, 2016, გვ.175
5
იქვე,გვ.176
6
იქვე, გვ.176

4
კრედიტორი, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, ხოლო ზიანის მიმყენებელი -
მოვალე (დელიქტუნარიანი პირი), პასუხს აგებს მიყენებული ზიანისთვის7.

ზოგადად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია პირის


სამოქალაქო უფლებების დარღვევა. სსკ-ის 1007-ე მუხლით რეგულირდება პირის
ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დელიქტური ვალდებულებების
მომწესრიგებელ ნორმებთან ზიანის ანაზრაურების წესს არ ადგენს, შესაბამისად
ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, მასზე გავრცელდება სახელშეკრულებო
ვალდებულებათა, სახელშეკრულებო ზიანის მომწესრიგებელი ნორმები8.

დელიქტურ ვალდებულებათა შესახებ მსჯელობისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს,


ამ ვალდებულებათაგან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა
დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარვევის შესახებ 9.
ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის სპეციალურ წესს ადგენს სსკ-ის 1008-ე
მუხლი, რომელიც საერთოა სსკ-ის 992-1008-ე მუხლებით განსაზღვრული
დელიქტური ვალდებულებებისთვის, ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი იმ მომენტიდან, როცა
დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის
შესახებ10, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლების რეალიზაციის ხანდაზმულობის ვადის
გასვლის შემდეგ მოთხოვნა განუხორციელებელი რჩება.

7
ჩიკვაშვილი შ.,დელიქტური ვალდებულებები,სსკ-ის კომენტარი,წ.IV,ტ.II,თბილისი,2001,
გვ.379-380
8
კვანტალიანი ნ. პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, თბილისი, 2014, გვ.143
9
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1997 ( 2022 წლის მდგომარეობით)
10
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1997 ( 2022 წლის მდგომარეობით)

5
II თავი: სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის
მიყენებული ზიანის ცნება და სახეები
,,პაციენტთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ,,პაციენტს ან
მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი
და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების
დარღვევით, მცდარი სამედიცინო ქმედებით და სამედიცინო დაწესებულების
ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით“11. იურიდიულ ლიტერატურაში მცდარ
სამედიცინო ქმედების ხასიათთან დაკავშირებით გამოთქმულია ორგვარი
მოსაზრება, ერთის თანახმად, სამედიცინო შეცდომა უკავშირდება
კეთილსინდისიერი დაუდევრობის ცნებას და სახეზეა სხვადასხვა მიზეზებით
გამოწვეული დაუდევრობა, რაც უშუალო კავშირშია ექიმის არასწორ
მოქმედებასთან12, მეორე მოსაზრების თანახმად, უარყოფილია მცდარი
სამედიცინო ქმედება, როგორც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საფუძველი 13.
სასამართლო პრაქტიკის შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემები, საშუალებას
იძლევა ექიმის შეცდომების კლასიფიკაციის: ა) სამედიცინო შეცდომა
სუბიექტური მიზეზებიდან - ექიმის პროფესიული და პიროვნული თვისებებიდან
გამომდინარე, უყურადღებობა, თავდაჯერებულობა ბ) სამედიცინო შეცდომის
საფუძვლებიდან გამომდინარე: დიაგნოსტიკური (გაურკვევლობა, დაავადების
მცდარი ან დაგვიანებული გამოვლენა); ტექნიკური (სამედიცინო ტექნიკის
არასწორი გამოყენება და სხვა); ტაქტიკური (ოპერაციის მიმართ ჩვენების
არასწორად განსაზღვრა, ოპერაციის მოცულობისა და დროის არასწორი
შერეჩევა)14. სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის მიყენებული
ზიანის შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის ერთ-ერთი სახე -
ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი
დანაკლისისათვის ზიანის ანაზღაურება დადებითი ზიანის ანაზღაურებას
გულისხმობს. დადებითი ზიანი რეალური, მატერიალიზებული ზიანია და
ამდენად, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასთან მისი მიზეზობრივი კავშირი
აშკარა და უეჭველია, დადებითი ზიანი ვალდებულების დარღვევის თანმხლები
შედეგია და შესრულების საგნის უშუალო ხელყოფის რეზულტატი,პირის მიერ
დადებითი ზიანის სახით გაწეული ხარჯები გულისხმობს როგორც
დაზარალებული მხარის აქტივების შემცირებას, ისე მისი ვალდებულების
(პასივების) გაზრდას15.
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი მკურნალობის
ხარჯების ანაზღაურება უნდა მოხდეს რეალურად, დაუშვებელია მათი გაქვითვა
11
,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი მე-10
12
კვანტალიანი ნ., პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, თბილისი, 2014, გვ. 115
13
პეპანაშვილი ნ., სადოქტორო დისერტაცია-სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული
ზიანის ანაზღაურება, თბილისი, 2016, გვ. 153
14
კვანტალიანი ნ,, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, თბილისი, 2014, გვ. 120
15
ზოიძე ბ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, (რედ. ლადო ჭანტურია), წიგნი III, თბილისი,
2001,გვ. 462

6
სხვა მოთხოვნაში16. სსკ-ის 1007-ე მუხლით გათვალისწინებულ ზიანში
იგულისხმება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ანუ „რეალური“ ზიანი, ასევე
მიუღებელი შემოსავალიც, რომელიც უნდა ანაზღაურდეს სსკ-ის 411-ე მუხლის
თანახმად17, მიუღებელი შემოსავალი გულისხმოს „წმინდა ეკონომიკურ
დანაკარგს“, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა
მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ განვითარებულიყო18.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ჩვეულებრივ აქვს მხოლოდ იმ პირს,
რომლის კუთვნილი სამართლებრივი სიკეთეც ხელყო დამზარალებელმა,
მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებამ, მესამე პირები, რომლებიც
ნახულობენ ქონებრივ ზარალს უშუალოდ დაზარალებული პირის სიკეთეების
ხელყოფით, ვერ მოსთხოვენ დამზიანებელს მის კომპენსაციას 19, აღნიშნული
ნორმის საწინააღმდეგო შემთხვევას იცნობს გსკ, რომელიც ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლებას მესამე პირებს ანიჭებს20. სსკ-ის 1006-ე მუხლი
ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც ზიანის მიმყენებელმა დაზარალებულის
გარდაცვალების შემთხვევაში სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს იმ პირებს
ზიანი, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ის შემთხვევააა,
როდესაც სამედიცინო დაწესებულების მცდარ სამედიცინო ქმედებას მოჰყვა
პირის გარდაცვალება. მოთხოვნის უფლების სუბიექტებს წარმოადგენენ
დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, ასევე შროისუუნარო შვილები
რომლებიც დახმარებას საჭიროებენ21.
პაციენტთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს
არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის უფლებას. მორალური ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება წარმოიშობა არა ნებირისმიერ სამართლებრივი სიკეთის
დაზიანების შემთხვევაში, არამედ მხოლოდ სსკ-ის 413 II მუხლში აღნიშნული
სიკეთეების - სხეულის ან ჯამრთელობის დაზიანებისას. მორალურ ზიანში
მოიაზრება ზიანი, რომელსაც ფულადი ექვივალენტი არ მოეპოვება, თუნდაც ის
ქონების ხელყოფით დადგეს22.
გარკვეული მსგავსებები არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის
საკითხზე გერმანიისა და საქართველოს სამოქლაქო კოდექსებს შორის, კერძოდ,
გსკ-ის 249-ე I მუხლში მოცემული ნორმა შეესაბამება სსკ-ის 408-ე მუხლს,
რომელიც ნატურით ანაზღაურებას ითვალისწინებს23. ზიანის ფულადი
16
ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძე ლ., ჯანაშია ლ.,
სახელშეკრულებო სამართალი, თბილისი 2013, გვ.346
17
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1997 ( 2022 წლის მდგომარეობით)
18
ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძე ლ., ჯანაშია ლ.,
სახელშეკრულებო სამართალი, თბილისი 2013,გვ. 653
19
Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 320 მითითებულია რუსიაშვილი გ, სამოქალაქო
კოდექსის ონლაინკომენტარები, 03.10.2017 მუხლი 408, ველი 21
20
კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (სასწავლო კომენტარი), თბილისი,2014,გვ.630
21
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კოდექსი 1997 ( 2022 წლის მდგომარეობით), 1212-ე მუხლი
22
ბიჭია მ, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის
საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი, სამართალი და მსოფლიო, თბილისი
2017,გვ. 79 http://www.library.court.ge/upload/S&Mს%20N8%20BOLO.pdf
23
კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (სასწავლო კომენტარი), თბილისი,2014,გვ.132

7
კომპენსაცია გამართლებულია იქ, სადაც შეუძლებელია ნატურით რესტიტუცია 24,
სსკ-ის 409-ე მუხლს შეესაბამება გსკ-ის 249-ე მუხლის პირველი წინადადება,
რომლის თანახმად, მოთხოვნის წინაპირობაა პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპენსაციის დაკისრება
მოხდება გსკ-ის 251-ე I მუხლის მიხედვით 25. არაქონებრივი ზიანის საკითხები
წესრიგდება 253-ე მუხლით (სსკ-ის 413-ე მუხლი), შესაბამისად, როცა სახეზეა
სხეულისთვის, ჯანმრთელობისთვის, თავისუფლებისთვის ან სქესობრივი
თვითგამორკვევისთვის მიყენებული ზიანი, არსებობს გონივრული ფულადი
საზღაურის მოთხოვნის უფლება26. ამასთანავე, სსკ-ის 1007-ე მუხლით
გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისას, სსკ-
ის 415-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, დაზარალებულის ბრალი
ზიანის დადგომაში გავლენას ახდენს სამედიცინო დაწესებულების მიერ
მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოცულობაზე, სრული რეპარაციის დროს (რა
დროსაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გადანაწილდება მის გამომწვევ
პირებზე), რაც გათვალისწინებულია გსკ-ის 254-ე მუხლით. ამდენად,
თანაბრალეულობის დროს ჯერ შეფასდება დაზარალებულის წვლილი ზიანის
გამოწვევაში, შემდეგ დადგინდება ორივე მხარის ბრალეულობის ხარისხი27.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის პირდაპირ და არაპირდაპირ სახეებად
დაყოფა უკავშირდება მიზეზობრივი კავშირის საკითხს; პირდაპირია ზიანი,
რომელიც დადგა მისი გამომწვევი აუცილებელი მიზეზის შედეგად, ხოლო
არაპირდაპირია ზიანი, რომელიც დადგა გარკვეულ გარემოებათა გამო,
როგორიცაა, მოვალის ან მესამე პირის ქმედება ან სხვა ფაქტორი 28. იმისთვის, რომ
მოვალეს დაეკისროს ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანის ანაზრაურების სახით
თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი
მოვალის მოქმედების (უმოქმედობის) შედეგს ე.ი. არსებობს თუ არა
მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას (უმოქმედობას)
და კრედიტორის ზიანს შორის29. მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი
თეორია შეიმუშავა, თუმცა პრაქტიკასთან ყველაზე ახლოს დგას, პირდაპირი და
არაპირდაპირი მიზეზობრივი კავშირის თეორია, ამ თეორიის თანახმად,
მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიეცეს
მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზს და
შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში30.
სამედიცინო დაწესებულების ბრალი, რაც გამოიხატება არამართლზომიერ და
ბრალეულ მოქმედებაში (უმოქმედობაში) შეიძლება დადგინდეს შემდეგი

24
ზოიძე ბ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი,წიგნი III, თბილისი,2001,გვ.452
25
კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (სასწავლო კომენტარი),
თბილისი,2014,გვ.134
26
იქვე,გვ.135
27
იქვე,გვ.136
28
პეპანაშვილი ნ., სადოქტორო დისერტაცია-სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული
ზიანის ანაზღაურება, სადისერტაციო თბილისი 2016, გვ.22
29
ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძე ლ., ჯანაშია ლ.,
სახელშეკრულებო სამართალი, თბილისი 2013,გვ. 677
30
ახვლედიანი ზ, ვალდებულებითი სამართალი თბილისი 1999,გვ.68

8
მტკიცებულებების საფუძველზე, ესენია: პროფესიული დაავადების შესახებ
სამედიცინო დასკვნა; ავადმყოფობის ისტორიის შექმნა ავადმყოფობის
საფუძველზე; პაციენტისადმი არასათანადო ყურადღება, რამაც პირის
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია31. საგულისხმოა, რომ ექიმს იმ
შემთხვევაშიც ეკისრება პასუხისმგებლობა, როცა მას არანაირი ხელშეკრულება არ
გაუფორმებია პაციენტთან, გამომდინარე, იქიდან, რომ ექიმის ჩატარებული
მცდარი მკურნალობა, როგორც წესი, ხელშეკრულებაცაა და დელიქტიც და
შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობა ორივე საფუძველზე ერთდროულად არის
შესაძლებელი32. პლასტიკური ოპერაციის შემთხვევაში ზიანი კი შეიძლება
დადგეს, თუ სამედიცინო ჩარევას ჯამრთელობის დაიზანება არ მოჰყოლია, მაგრამ
არც პაციენტისთვის დადგა სასურველი შედეგი33.
საკითხის უფრო სიღრმისეულად გააზრებისთვის მოვიყვანოთ სასამართლო
პრაქტიკიდან მაგალითი34 : შპს „მ–მა“ 2019 წლის 27 დეკემბერს სარჩელით
მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას,
მოპასუხის - ა.ც–ის მიმართ, მოპასუხისთვის ზიანის სახით 2445 ლარის
დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ექიმმა ა.ც–მა პაციენტს
არაჯეროვანი მომსახურება გაუწია, შედეგად კი, სსიპ სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სამედიცინო დაწესებულება - შპს „მ–ი“
2445 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ–ის“ სარჩელი
დაკმაყოფილდა; ა.ც–ს შპს „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება
2445 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ
მოპასუხის საექიმო შეცდომამ გამოიწვია სამედიცინო დაწესებულების
დაჯარიმება და მასვე უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ გადახდილი
ჯარიმის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ა.ც–მა სააპელაციო წესით
გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმისათვის არსებითად
მნიშვნელოვანი გარემოებები, მაგალითად : 2017 წლის 19 ივნისს შპს „მ–ში“,
გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად, მოთავსდა პაციენტი ხ.ც–ი, დიაგნოზით:
„საშვილოსნოს ლეიომიომა დაუზუსტებელი, ჰიპერპოლიმენორეა,
პოსტჰემორაგიული ანემია“; ასევე კლინიკასა და პაციენტს შორის გაფორმებული
ხელშეკრულების თანახმად, პაციენტი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელ
ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე და ამასთანავე, ეცნობა
ყველა იმ რისკის შესახებ, რომელსაც შესაძლებელია, ადგილი ჰქონოდა
სამედიცინო მომსახურების გაწევისას; 2017 წლის 19 ივნისს პაციენტს ექიმმა ა.ც–მა
ოპერაცია ჩაუტარა; 2017 წლის 22 ივნისს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რის
გამოც გადაყვანილ იქნა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, შემდგომი მკურნალობის
მიზნით.

31
ჩიკვაშვილი შ,, სამოქალაქო კოდექსის კომენტარები წიგნი მე-4, ტომი 2, თბილისი 2001,გვ. 428
32
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება # ას-111- 111-
2018
33
კვანტალიანი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები. თბილისი 2014, გვ.141-142
34
საქმე №ას-1093-2021, თბილისი, 10 ნოემბერი 2021 წელი

9
აღსანიშნავია, რომ რევიზიის აქტის თნახმად, პაციენტს შპს „მ–ში“ ჩაუტარდა
არასრული და/ან არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება. სააპელაციო
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1007-ე მუხლებზე
მითითებით, აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დამოკიდებული იყო პაციენტის პოსტოპერაციული გართულებების საექიმო
შეცდომით გამოწვევის ფაქტის დადგენაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ
პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაეყრდნო
მხოლოდ რევიზიის აქტს, რომელიც არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ექიმის
მიერ დაშვებულ შეცდომასა და მის ბრალეულობაზე. ამასთან, საქალაქო
სასამართლომ არ შეაფასა ექიმ კ.ხ–ძის მიერ მომზადებული დასკვნა და არ
გამოიყენა სპეციალისტის მოწვევის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დავის
გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები პირველი
ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი არ იყო, რაც ქმნიდა საქმის ხელახლა
განსახილველად დაბრუნების წინაპირობას.
რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ის სრულად იზიარებს
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და უთითებს სსკ-ის 992-ე მუხლზე,
რომლის თანახმად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის
კუმულატიურად უნდა არსებობდეს შემდეგი ელემენტები: ზიანი;
მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და
ქმედებას შორის და ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ
საქმეში არსებული და დადასტურებული გარემოებებით დადგინდება
დასახელებული წინაპირობები, პირს მხოლოდ მაშინ დაეკისრება ზიანის
ანაზღაურება. ერთ-ერთი ელემენტის არარსებობაც კი ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლებას საფუძველშივე გამორიცხავს, შესაბამისად, შპს „მ–ის“
საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
აღნიშნული მაგალითი ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახეზე იყოს
საფუძვლიანად დადგენილი ზიანი, რომლის უშუალო წარმომშობი
მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებაა.

10
დასკვნა

ნაშრომში განხილულ იქნა: დელიქტური ვალდებულების არსი და ზოგადი


მახასიათებლები; სსკ-ის 1007-ე მუხლით გათვალისწინებულ დელიქტური
ვალდებულების კერძო შემთხვევა - სამედიცინო დაწესებულების მიერ
პაციენტისათვის მიყენებული ზიანის ცნება და ტიპები, რომლის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლებაც აქვს პაციენტს სამედიცინო დაწესებულების მიერ,
მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში.

ნაშრომში ასევე ათვალსაჩინოებს სსკ-ის 1006-ე მუხლით გათვალისწინებულ


შემთხვევას, როდესაც ზიანის მიმყენებელმა დაზარალებულის გარდაცვალების
შემთხვევაში სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს იმ პირებს ზიანი, რომელთა
რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა.

წინამდებარე ნაშრომი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასში


განხორციელდა სსკ-ის 1007-ე მუხლის დეტალური ანალიზი.

11
ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა
ახვლედიანი ზ, ვალდებულებითი სამართალი ,თბილისი, 1999;
ბიჭია მ., კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები (დამხმარე
სახელმძღვანელო), თბილისი, 2016;
ბიჭია მ., ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი, სამართალი
და მსოფლიო, თბილისი, 2017;
ზოიძე ბ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, (რედ. ლადო ჭანტურია), წიგნი III,
თბილისი, 2001;
კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (სასწავლო კომენტარი),
თბილისი,2014;
კვანტალიანი ნ. პაციენტთა უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, თბილისი, 2014;
პეპანაშვილი ნ., სადოქტორო დისერტაცია-სამედიცინო დაწესებულების მიერ
მიყენებული ზიანის ანაზღაურება,თბილისი, 2016;
ჩიკვაშვილი შ,, სამოქალაქო კოდექსის კომენტარები წიგნი მე-4, ტომი 2, თბილისი,
2001;
ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძე ლ., ჯანაშია ლ.,
სახელშეკრულებო სამართალი, თბილისი, 2013;
Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 320 მითითებულია რუსიაშვილი გ,
სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარები, 03.10.2017, მუხლი 408;

ნორმატიული მასალა
საქართველოს კონსტიტუცია 1995 (2022 წლის მდგომარეობით);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1997 ( 2022 წლის მდგომარეობით);
,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-10 მუხლი.

სასამართლო პრაქტიკა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება #
ას-111- 111-2018;
საქმე №ას-1093-2021, თბილისი, 10 ნოემბერი 2021 წელი.

12

You might also like