You are on page 1of 20

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 844. ცნება

1. სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.


2. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის
სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის
წერილობითი თანხმობა

I. პირადი დაზღვევის არსი და მისი სახეები ..................................................................................................................... 1


II. სიცოცხლის დაზღვევა ...................................................................................................................................................... 2
1. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................................ 2
2. ნორმის შინაარსი............................................................................................................................................................. 3
3. სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობა სიცოცხლის დაზღვევისას .................................................................... 4

I. პირადი დაზღვევის არსი და მისი სახეები


დაზღვევის ობიექტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო პირადი დაზღვევის 1
მომწესრიგებელი ნორმები მკვეთრად ემიჯნება ქონების დაზღვევის პრინციპებს.
აღნიშნულის გამოვლინებაა, მაგალითად, სუბროგაციის გამოყენების
დაუშვებლობა პირად დაზღვევაში (იხ. 832-ე მუხლის კომენტ.); სადაზღვევო
ინტერესის მომეტებული მნიშვნელობა პირად დაზღვევაში და სხვ.

პირად დაზღვევას მიეკუთვნება: სიცოცხლის დაზღვევა,1 ჯანმრთელობის 2


დაზღვევა2 და უბედური შემთხვევის დაზღვევა. პირადი დაზღვევისას
დამზღვევის ინტერესია „მიიღოს სადაზღვევო საზღაური ავადმყოფობის დროს,
გარკვეული ასაკის მიღწევისას ან უბედური შემთხვევის დადგომისას, ან კიდევ
დამზღვევის გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვეულმა პირმა მიიღოს
სადაზღვევო საზღაური.“3

პირადი დაზღვევის თავისებურება იმით გამოიხატება, რომ სადაზღვევო 3


შემთხვევა ყოველთვის ნეგატიურ ხდომილებას არ წარმოადგენს. გარკვეულ
შემთხვევებში სადაზღვევო რისკის რეალიზაცია დამზღვევის ინტერესს
წარმოადგენს.4 აღნიშნულის გათვალისწინებით პირადი დაზღვევის
ხელშეკრულებები ორ ჯგუფად იყოფა: სარისკო და დაგროვებითი სახის
ხელშეკრულებები.

სარისკო დაზღვევის ხელშეკრულებას წარმოადგენს უბედური შემთხვევის 4


დაზღვევა. მისი პირობების თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა
მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის საფუძველზე. მაგალითად, თუ

1 აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის


სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონი. კანონის მიხედვით, დაზღვევის ობიექტია საქართველოს
პარლამენტის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. იხ. 2005 წლის 23 დეკემბრის #2171-II ს კანონი.
2 გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში ცალკე არ ადგენს

ჯანმრთელობის დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმებს.


3 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 844, გვ. 167.

4 იქვე.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ზიანის სახით არ დადგება დაზღვეული


პირის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის დაზიანება, მზღვეველი
სადაზღვევო ანაზღაურებას არ გადაიხდის.5

5 დაგროვებითი სახის დაზღვევაზე შეთანხმებით კი დამზღვევი უფლებამოსილია


მიიღოს არა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება, არამედ მის მიერ გადახდილი
სადაზღვევო პრემიის გარკვეული პროცენტიც.6 ასეთ დროს ფაქტობრივად,
დამზღვევი შემოსავალს იღებს დაზღვევის ხელშეკრულებიდან.7

6 სარისკო და დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევად


სხვადასხვა ტიპის რისკის რეალიზაცია წარმოდგება. მაგალითად, სიცოცხლის
დაზღვევის ხელშეკრულებას ადამიანები იმ მიზნით აფორმებენ, რომ მათთვის
არასასურველი შედეგის (გარდაცვალების) დადგომის შემთხვევაში შესაბამისი
ანაზღაურებით უზრუნველყონ მათზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის
წევრები, ფინანსურად დამოკიდებული პირები თუ კრედიტორები (სასესხო
ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) და მისთ. შესაბამისად, სიცოცხლის
დაზღვევისას, სადაზღვევო შემთხვევად ნეგატიური მოვლენა, დამზღვევის
(დაზღვეულის) გარდაცვალება განიხილება.8

7 დაგროვებითი დაზღვევის დროს კი სადაზღვევო რისკად დამზღვევის


ხანგრძლივი სიცოცხლე განიხილება. კერძოდ, თუ დამზღვევი არ გარდაიცვალა
ხელშეკრულებაში მითითებულ თარიღამდე, ის მიიღებს ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში, ადამიანები წინასწარ
ზრუნავენ მათთვის აუცილებელი ფულადი სახსრების დაგროვებაზე.9 სწორედ
აღნიშნული განსხვავებების გამო დაგროვებით დაზღვევას აშშ-ს მოსამართლეები
ინვესტიციის სახედ მიიჩნევენ.10

II. სიცოცხლის დაზღვევა

1. ნორმის მიზანი
8 844 ითვალისწინებს დამზღვევისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის
შესაძლებლობას. ნორმის მიზანია, სხვა პირის დაზღვევისას დაიცვას მისი
სიცოცხლე, როგორც დაზღვევის ობიექტი.

9 სადაზღვევო ინტერესის აშშ-ს დოქტრინა საგანგებოდ მიუთითებს, რომ მესამე


პირის დაზღვევისას მომეტებულია მორალური რისკის ზრდის ალბათობა (იხ. 799-
ე მუხლის კომენტ.). აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა არაერთ მაგალითს იცნობს,

5 იქვე, 168.
6 გადახდილი პრემიის დაბრუნება დაზღვევის დოქტრინაში გამონაკლისად განიხილება. იხ. Keeton/Widiss,
Insurance Law: A Guide to Fundamental Principles, Legal Doctirnes, and Commenrcail Practices, West Group, 2003, p.
161; შდრ. 850 II და 851 II.
7 იქვე.

8 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 37.

9 იქვე.

10 იქვე, 38.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

როდესაც მაღალი მორალური რისკის არსებობის გამო დაზღვეულის სიცოცხლე


განზრახ მოისპო.11

ქართველმა კანონმდებელმა 844 II-ში დადგენილი ნორმით დაზღვეული პირის 10


დაცვის მექანიზმი გაითვალისწინა.12 უნდა აღინიშნოს, რომ მორალური რისკის
ზრდის პრევენციის მიუხედავად, დაზღვეული პირის სიცოცხლე შეიძლება მაინც
საფრთხეში აღმოჩნდეს.13 ამიტომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს
განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა მოეთხოვებათ სადაზღვევო
ინტერესის დადგენის პროცესში. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის
კრიტიკოსები სწორედ სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერ ქცევაზე
მიუთითებენ.14 კერძოდ, სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის ეკონომიკური
ანალიზის საფუძველზე კრიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ აშშ-ში სადაზღვევო
კომპანიებისთვის ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხელსაყრელია სადაზღვევო
ინტერესის არარსებობა. მზღვეველები მხოლოდ სადაზღვევო პრემიის მიღების
შემდეგ აყენებენ სადაზღვევო ინტერესის პრობლემას და მისი არარსებობის გამო
ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვენ. შედეგად კი, პრემიების დაბრუნების
თაობაზე დაზღვევის დოქტრინაში დამკვიდრებული პრინციპის წყალობით,15
ისინი მოგების სახით იტოვებენ მიღებულ პრემიას და უსაფუძვლოდ
მდიდრდებიან.16

2. ნორმის შინაარსი
844 I დამზღვევისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობას 11
ითვალისწინებს.

დაზღვევის დოქტრინაში ერთმანეთისგან იმიჯნება სიცოცხლის დაზღვევის ორი 12


ხელშეკრულება. კერძოდ, პირველი, რომლითაც დამზღვევი საკუთარ სიცოცხლეს
აზღვევს და მეორე, რომლითაც დაზღვეულია მესამე პირის სიცოცხლე.

პირველ შემთხვევაში მორალური რისკის არსებობა ბოლომდე არ გამოირიცხება. 13


თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამზღვევის მიერ მოსარგებლედ
განსაზღვრულ პირს დაზღვეული სიცოცხლის მოსპობის განზრახვა გაუჩნდეს.
17გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამზღვევი უფლებამოსილია შეცვალოს
ხელშეკრულებით განსაზღვრული მოსარგებლე და მიუთითოს ის, ვის მიმართაც

11 Liberty National Life Insurance Co. v. Weldon. იხ. Jerry R., Richmond D., Understanding Insurance Law, Fourth
Edition, LexisNexis, 2007, 313.
12 დაზღვეული სიცოცხლის დაცვის მექანიზმების გახვილვისას მნიშვნელოვანია 350 II-ის დანაწესის

გათვალისწინებაც.
13 ასეთი შემთხვევების სამართლებრივ შედეგებს 849 განსაზღვრავს.

14 ირემაშვილი, სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის ანალიზი, თსუ-ს

იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ჟურნალი, #2/2013, გვ. 18.


15 Keeton/Widiss, Insurance Law: A Guide to Fundamental Principles, Legal Doctirnes, and Commenrcail Practices,

West Group, 2003, p. 161.


16 Loshin, Insurance Law’s Hapless Busybody: A Case Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal,

December, 2007, p. 8.
17 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 293.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მეტი ნდობა გააჩნია. მეორე შემთხვევა დაზღვეული სიცოცხლის მოსპობის


მომეტებულ რისკს შეიცავს.18

14 მოყვანილი კლასიფიკაციისთვის გადამწყვეტია, ვისი სიცოცხლე განისაზღვრება


დაზღვევის ობიექტად. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია 844-ს 849-სთან
კავშირში განმარტება. კერძოდ, 849 I აწესრიგებს მესამე პირის, ხოლო 849 II კი
დამზღვევის სიცოცხლის დაზღვევას.

15 844 II იცავს დაზღვეული პირის სიცოცხლეს. ნორმის მიხედვით, სხვა პირის


სიცოცხლის დაზღვევისას აუცილებელია ამ პირის ან მისი კანონიერი
წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი
განსაკუთრებულ სიმკაცრეს ავლენს და მორალური რისკის მაქსიმალურად
შემცირებას ცდილობს.

16 მნიშვნელოვანია თავად ფორმულირების ანალიზიც - სხვა პირის სასარგებლოდ.


ლოგიკურად, კანონმდებელი აქ ისეთ შემთხვევაზე საუბრობს, როდესაც
დამზღვევი სხვა პირის სიცოცხლეს აზღვევს. შესაბამისად, სადაზღვევო
შემთხვევად, მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებში სწორედ დაზღვეული პირის
გარდაცვალება განისაზღვრება. ასეთი ლოგიკით, კანონის ფორმულირება - მის
სასარგებლოდ უხერხულად ჟღერს და ფაქტობრივად, სარგებლის
მიმღებისითვისაა სასარგებლო. ოჯახის წევრების შემთხვევაშიც ეს სარგებელი
უზრუნველყოფას უფრო წარმოადგენს, ვიდრე ადამიანის გარდაცვალებით
გამოწვეული მორალური ზიანის კომპენსაციას. ამ თვალსაზრისით, 849 I-ში
მოყვანილი ფორმულირება უფრო მისაღებია — სხვა პირის სიკვდილის
შემთხვევისათვის.

17 სწორედ ამ სხვა პირის (დაზღვეულის) დაცვის ინეტერსი მოითხოვს, რომ


არსებობდეს მისი თანხმობა. ეს გამონაკლისი წესია როგორც სხვა პირის
სასარგებლოდ დადებული გარიგებების ზოგადი წესებიდან (შდრ. 349), ისე სხვა
პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულების მომწესრიგებელი
წესებიდან (შდრ. 836 II). მოყვანილ რეგულაციებში კანონმდებელი დაზღვეული
პირის თანხმობას სავალდებულოდ არ ხდის. მოცემულ შემთხვევაში კი —
კანონმდებელი არათუ ითხოვს ასეთ თანხმობას, არამედ წერილობით ფორმაზე
იმპერატიულად მიუთითებს.

3. სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობა სიცოცხლის დაზღვევისას


18 მესამე პირის დაზღვევისას დაზღვეული ობიექტის დაცვის მიზნიდან
გამომდინარე სადაზღვევო ინტერესის განსაზღვრა განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს. სიცოცხლის დაზღვევისას სადაზღვევო ინტერესის
შემადგენლობა წარმოდგენილია სამართლებრივი და ეკონომიკური ინტერესების
ერთობლიობით. სამართლებრივი ინტერესი სიცოცხლის დაზღვევაში მოიცავს
სისხლისმიერ და კანონით დადგენილ ოჯახურ/ნათესაურ ურთიერთობებს.

18 იქვე, 294.
4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ეკონომიკური ინტერესის ქვეშ კი მოიაზრება ის ეკონომიკური დამოკიდებულება,


რომელიც „მოსარგებლეებს“ გააჩნიათ დამზღვევის მიმართ.19

მაგალითად, აშშ-ს დაზღვევის დოქტრინის მიხედვით, მეუღლეებს გააჩნიათ 19


ერთმანეთის სიცოცხლის შენარჩუნების ინტერესი, რომელიც განქორწინების
შემთხვევაში იკარგება. თუმცა, თუ ერთ-ერთ მეუღლეს მეორის სასარგებლოდ
ალიმენტის გადახდა დაეკისრება, მეუღლეებს შორის გაჩნდება ეკონომიკური
კავშირი. აღნიშნული კი ეკონომიკური ინეტერესის საფუძვლად განიხილება.20

აშშ-ს სასამართლოები განსხვავებულად წყვეტენ შვილად აყვანის საფუძველზე 20


წარმოშობილ ურთიერთობებში სადაზღვევო ინტერესის არსებობის პრობლემას.
არაერთგვაროვანია სასამართლოების მიდგომა იმის თაობაზეც, თუ ნათესაობის
რა წრეზე უნდა გავრცელდეს სადაზღვევო ინტერესის არსებობის
პრეზუმფცია. 21

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ინტერესს შესაძლოა გადამწყვეტი 21


მნიშვნელობა ისეთ შემთხვევებშიც მიენიჭოს, სადაც ნათესაური კავშირი არ
არსებობს, მაგრამ სახეზეა მჭიდრო ეკონომიკური ინტერესი. მაგალითად,
ერთმანეთის სიცოცხლისადმი ინტერესი შესაძლებელია გააჩნდეთ ბიზნეს
პარტნიორებს, ხელშეკრულების მხარეებს. კონტრაჰენტის გარდაცვალებამ
მხარეს შესაძლოა მატერიალური ზიანი მიაყენოს.22

პრობლემურია სადაზღვევო ინტერესის არსებობის დადგენა შრომით- 22


სამართლებრივ ურთიერთობებში. ერთმანეთის სიცოცხლის შენარჩუნების
ინტერესი შესაძლოა გავრცელდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულზეც. ასეთ
დროს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. უპირველესად,
უნდა განისაზღვროს, რა ტიპის ურთიერთობა არსებობს დასაქმებულსა და
დამსაქმებელს შორის; რამდენად მჭიდრო და ინტენსიურია ეს ურთიერთობა.
მსხვილ კომპანიებში, დაქირავებულთა მრავალრიცხოვნების გათვალისწინებით,
დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები
დისტანცირებას განიცდის და სადაზღვევო ინტერესის არსებობაც სათუო
ხდება. ამასთან, შეუძლებელია დამსაქმებელს ყველა დასაქმებულის მიმართ
ერთნაირი ინტერესი გააჩნდეს. მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი
შეიძლება იყოს ცალკეული დასაქმებული კომპანიაში მისი პოზიციის
გათვალისწინებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის არგუმენტიც, რომ თუ
შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ემყარება ე.წ. at will დოქტრინას,
დასაქმებულის ინტერესი შესაძლოა მინიმალური იყოს შრომითი
ურთიერთობის მიმართ მისი არასტაბილურობის გამო. 23

19 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 293.


20 იქვე.
21 იქვე, 295.
22 იქვე, 287.

23 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 289.


5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

23 სადაზღვევო ინტერესი სიცოცხლის დაზღვევაში დაკავშირებულია


ურთიერთობებთან. ამიტომაც ის სუბიექტურ სტანდარტს ეყრდნობა და არა
ობიექტურს. ადამიანებს შორის ერთმანეთის სიცოცხლის შენარჩუნების
ინტერესი დამოკიდებულია მათ შორის არსებული ურთიერთობის შინაარსზე.
ურთიერთობის განვითარება კი არაპროგნოზირებადია და შეიძლება
შეიცვალოს. შესაბამისად, არსებობს იმდენი განსხვავებული მოლოდინი,
რამდენიც არის ურთიერთობა.24 სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად დიდია
მოსამართლის როლი სიცოცხლის დაზღვევის დავებზე სადაზღვევო ინტერესის
განმარტებისას.

24Loshin, Insurance Law’s Hapless Busybody: A Case Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal,
December, 2007, p. 11.
6
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 845. ხელშეკრულების დადებაზე უარის დაუშვებლობა

თუ დამზღვევი ხელშეკრულების დადებისას დაარღვევს თავის მოვალეობას


ცნობების შეტყობინების თაობაზე, მზღვეველს არ შეუძლია ხელშეკრულებაზე
უარი განაცხადოს, თუკი ხელშეკრულების დადების შემდეგ ხუთი წელი გავიდა.
ხელშეკრულებაზე უარი დასაშვებია, თუ შეტყობინების მოვალეობა განზრახ არ
შესრულდა.

I. ნორმის მიზანი
როგორც წესი, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებები ხანგრძლივი ვადით 1
იდება. წინამდებარე ნორმაში გათვალისწინებული მოწესრიგებით კანონმდებელი
მხარეთა ორმხრივ ინტერესებს ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით 845, ერთი
მხრივ, დამზღვევს ხანგრძლივი ვადით დადებული ხელშეკრულების
მოულოდნელი შეწყვეტისა და არასასურველი შედეგებისგან იცავს. ხოლო, მეორე
მხრივ, ნორმა კეთილსინდისიერი მზღვეველისა და მისი სახელშეკრულებო
ინტერესის დაცვისკენაა მოწოდებული.

II. ნორმის შინაარსი


845 ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ 2
შედეგებს განსაზღვრავს. წინამდებარე ნორმა ნაწარმოებია ხელშეკრულების
დადების ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მომწესრიგებელი
ზოგადი, 808-ში მოცემული, ნორმიდან (იხ. 808-ე მუხლის კომენტ.).
გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევის ობიექტის შესახებ არსებული
ინფორმაციის მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ სიცოცხლის
დაზღვევისას ენიჭება. ასეთია მაგალითად, დამზღვევის (დაზღვეულის) ასაკი,
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები და სხვ.

845 სპეციალურ მოწესრიგებას ითვალისწინებს და მზღვეველს უკრძალავს 3


დამზღვევის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის საფუძვლით
ხელშეკრულებაზე უარის უფლების გამოყენებას. ასეთი აკრძალვისათვის
კანონმდებელი აუცილებელ წინაპირობას ადგენს. კერძოდ, მზღვეველს არ
შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი განაცხადოს, თუკი ხელშეკრულების დადების
შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ასეთი დანაწესის დადგენით კანონმდებელი
დამზღვევის ინტერესის დაცვას ცდილობს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნორმა მზღვეველის უარს დასაშვებად 4


მიიჩნევს, თუ შეტყობინების ვალდებულება განზრახ არ შესრულდა. ამ ნაწილში
კანონმდებელი უკვე მზღვეველის ინტერესს ითვალისწინებს და დამზღვევის
არაკეთილსინდისიერების გამო მას სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის
უფლებას არ უზღუდავს.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 846. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანების პერიოდულად


გადახდისას

თუ სადაზღვევო შესატანები პერიოდულად არის გადახდილი, მზღვეველს


შეუძლია სადაზღვევო ურთიერთობა მოშალოს ნებისმიერ დროს, ოღონდ
მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის დასრულებისათვის.

I. ნორმის მიზანი
წინამდებარე ნორმა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მოშლის 1
სპეციალურ წესს ადგენს. მუხლის მიზანია როგორ მზღვეველის, ისე დამზღვევის
ინტერესების დაცვია. კერძოდ, მზღვეველი უფლებამოსილია შეწყვიტოს
სახელშეკრულებო ურთიერთობა კონტრაჰენტთან, რომელიც არღვევს მისთვის
დაკისრებულ ვალდებულებას. დამზღვევი კი ინარჩუნებს უფლებას, ისარგებლოს
სადაზღვევო მომსახურებით მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის დასრულებამდე.

II. ნორმის შინაარსი


846 დამზღვევის მიერ პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევას შეეხება. 2
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნორმა პირდაპირ არ მიუთითებს
დამზღვევის ვალდებულების დარღვევაზე. ტერმინოლოგიური სიზუსტის
თვალსაზრისით, სასურველი იქნებოდა როგორც ნორმის სათაურში, ისე მის
შინაარსში აღნიშნული დარღვევა პირდაპირ ასახულიყო (შდრ. 818).

ნორმით გათვალისწინებული წინაპირობის განხილვისას მნიშვნელოვანია 818-ის 3


გათვალისწინება, რომელიც სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის საფუძვლით
მზღვეველს ხელშეკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს (იხ. 818-ე მუხლის
კომენტ.). 818-სგან განსხვავებით, 846 არ შეიცავს დათქმას დამზღვევის
გაფრთხილების შესახებ.

846 მიუთითებს, რომ მზღვეველს ზემოაღნიშნული საფუძვლით ხელშეკრულების 4


მოშლის უფლების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დროს, ოღონდ მიმდინარე
სადაზღვევო პერიოდის დასრულებისთვის. ასეთი დათქმის განმარტებისას
რამდენიმე გარემოების გათვალისწინებაა საჭირო. თავისთავად ამ მოწესრიგებით
კანონმდებელი დამზღვევის ინტერესს ითვალისწინებს. ნორმა შეეხება ისეთ
შემთხვევებს, როდესაც დამზღვევი სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ სადაზღვევო პრემიას პერიოდულად იხდის. მაგალითად,
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამზღვევი პრემიას ორ თვეში ერთხელ, თვის
პირველ კვირაში გადაიხდის. თუ დამზღვევი დაარღვევს სადაზღვევო პრემიის
გადახდის ვალდებულებას მარტში, მზღვეველს არ ექნება უფლება ხელშეკრულება
მოშალოს აპრილის ბოლომდე. შესაბამისად, 846 დამზღვევს მიმდინარე
სადაზღვევო პერიოდის დასრულებამდე სადაზღვევო მომსახურებით
სარგებლობის უფლებას ანიჭებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვევო
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

პერიოდი, როგორც წესი, ხელშკრულების მოქმედების ვადით განისაზღვრება.


შესაბამისად, მიმდინარე პერიოდი უნდა განიმარტოს, როგორც დამზღვევის მიერ
პრემიის გადახდებს შორის არსებული დროის მონაკვეთი. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ნორმით გათვალისწინებული ვადის სიტყვასიტყვით განმარტებისას
ვერ მიიღწევა მზღვეველის ინტერესის დაცვის მიზანი, რომელსაც კანონმდებელი
მისთვის ხელშეკრულების მოშლის უფლების მინიჭებით ისახავს.

5 ასეთი მოწესრიგების მიუხედავად, გასათვალისწინებელია მზღვეველის


ინტერესიც. დამზღვევმა არ უნდა ისარგებლოს 846-თი მინიჭებული
უპირატესობით.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 847. ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის

1. დამზღვევს შეუძლია დაგროვებითი დაზღვევისას სარგებლის მიღების უფლება


გადასცეს მესამე პირს, ასევე შეუძლია მესამე პირი შეცვალოს სხვა პირით, თუ
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება
შეუძლია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა
მითითება არ გაუცია.

I. ნორმის მიზანი
847-ში გათვალისწინებული მოწესრიგებით კანონმდებელი დამზღვევს 1
დაგროვებითი სიცოცხლის დაზღვევისას მოსარგებლედ მესამე პირის
განსაზღვრის უფლებას ანიჭებს.

II. ნორმის შინაარსი


847 I-ის მიხედვით, დამზღვევი უფლებამოსილია დაგროვებითი სახის 2
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებით მოსარგებლედ მესამე პირი მიუთითოს.
სარისკო სახის (სარისკო დაზღვევის თაობაზე იხ. 844-ის კომენტ.) სიცოცხლის
დაზღვევის მსგავსად,1 მოცემულ შემთხვევაშიც დამზღვევი ინარჩუნებს უფლებას
შეცვალოს მის მიერ დასახელებული მოსარგებლე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული.

დაგროვებითი სახის დაზღვევის ხელშეკრულება არსებითი პირობის სახით 3


აუცილებლად უნდა შეიცავდეს მითითებას სადაზღვევო შემთხვევაზე.2
შესაბამისად, თუ დამზღვევს სხვა მითითება არ გაუცია, ხელშეკრულებით
მინიჭებული უფლების რეალიზაცია მოსარგებლეს სწორედ სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის შედეგად შეუძლია.

შინაარსობრივ სრულყოფას საჭიროებს 847-ის სათაური — ანაზღაურების 4


უფლების გადაცემა მესამე პირისთვის. ცხადია, ანაზღაურების უფლებაში
კანონმდებელი ანაზღაურების მიღების უფლებას მოიაზრებს. სასურველი
იქნებოდა მუხლის სათაურიც შესაბამისად ჩამოყალიბებულიყო. აღნიშნულის
გათვალისწინება მნიშვნელოვანია ნორმის სწორი განმარტებისთვის.
ანაზღაურების მიღების უფლების გადაცემით კანონმდებელი, ერთი მხრივ, მესამე
პირისთვის სასარგებლო დათქმას ითვალისწინებს. მეორე მხრივ, კი 847 II-ში
გათვალისწინებული მოწესრიგებით, ის დამზღვევის ინტერესს იცავს.

მაგალითად, ა-მ დაგროვებითი სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება გააფორმა 5


სადაზღვევო კომპანია ბ-სთან. ხელშეკრულებაში სადაზღვევო შემთხვევად ა-ს
გარდაცვალება, ხოლო მოსარგებლედ — გ განისაზღვრა. შესაბამისად, თუ

1 მსგავს მოწესრიგებას ითვალისწინებს 350 II.


2 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 847, გვ. 170.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ზიანის სახით ა-ს გარდაცვალება არ


დადგება, ის მიიღებს სადაზღვევო ანაზღაურებას. ხოლო თუ ა სადაზღვევო
პერიოდის განმავლობაში გარდაიცვლება, ანაზღაურებას გ მიიღებს. ამასთანავე
გასათვალისწინებელია 847 II-ში მოცემული დათქმა დამზღვევის მიერ სხვა
მითითების გაცემის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი დათქმის მიხედვით, მოცემულ
მაგალითში, ა-ს სიცოცხლის შენარჩუნების პირობებშიც შეიძლება სადაზღვევო
ანაზღაურება გ-მ მიიღოს. თუმცაღა, თუ დამზღვევს ასეთი შინაარსის დათქმა არ
გაუკეთებია, მისი სიცოცხლის დაცვის ინტერესი იმავე ხარისხით ხდება
აქტუალური, როგორც — სარისკო სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში (შდრ. 849
II).

6 ფაქტობრივად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაგროვებითი დაზღვევის


ხელშეკრულება ერთდროულად შეიცავს როგორც დაგროვებითი, ისე — სარისკო
სიცოცხლის დაზღვევის ელემენტებს.3 ხელშეკრულების განმარტებისთვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა მასში გაკეთებულ დათქმებს ენიჭება. ასეთ დათქმების
არსებობის შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს როგორც 847 I, ისე — II-ის
ნაწილში.

3 ამ თვალსაზრისით შეიძლება აქტუალური გახდეს 851-ის შინაარსის გათვალისწინებაც.


2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 848. არასათანადო მესამე პირი

1. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირის უფლებას არ


შეესაბამება მზღვევლის მოვალეობა, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.
2. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირი არ იყენებს თავის
უფლებას სარგებლის მიღებაზე, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.

I. ნორმის მიზანი
848 დაგროვებითი სიცოცხლის დაზღვევის მოსარგებლის უფლებამოსილების 1
ფარგლებს განსაზღვრავს. თავისი არსით ნორმა 847-ში გათვალისწინებული
მოწესრიგების ნაწილია და მასთან კავშირში უნდა განიმარტოს.

II. ნორმის შინაარსი


დამზღვევი უფლებამოსილია დაგროვებითი სახის სიცოცხლის დაზღვევის 2
ხელშეკრულება გააფორმოს მესამე პირის სასარგებლოდ. 848 I განსაზღვრავს
მესამე პირის უფლებამოსილების ფარგლებს. ნორმა მიუთითებს, რომ, თუ მესამე
პირის უფლებას არ შეესაბამება მზღვეველის მოვალეობა, მაშინ ეს უფლება რჩება
დამზღვევს. კანონმდებელი ადგენს, რომ მესამე პირი უფლებამოსილია
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო საზღაური. მას
არა აქვს სადაზღვევო პრემიის მიღების უფლება.1 ასეთი მოწესრიგებით მესამე
პირის უსაფუძვლო გამდიდრების პრევენცია მიიღწევა. გადახდილი პრემიის
დაბრუნების მოთხოვნა, როგორც წესი, მხოლოდ დამზღვევს აქვს (იხ. 844-ე
მუხლის კომენტ., შდრ. 850 II) და ისიც გამონაკლის შემთხვევებში.2 დაგროვებითი
დაზღვევა სწორედ ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება.

848 II ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მესამე პირი არ იყენებს თავის 3


უფლებას სარგებლის მიღებაზე. ასეთ დროს მუხლის პირველ ნაწილში
განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მსგავსად, სარგებლის მიღების უფლება
დამზღვევს რჩება.

მაგალითად, ა-მ დაგროვებითი სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების 4


მოსარგებლედ მიუთითა ბ. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად ბ-ს
მოთხოვნის უფლება გავრცელდება მხოლოდ სადაზღვევო საზღაურზე. თუ ბ ამ
მოთხოვნაზეც უარს იტყვის, სადაზღვევო საზღაურს დამზღვევი მიიღებს.

1 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 848, გვ. 171.
2 იხ. Keeton/Widiss, Insurance Law: A Guide to Fundamental Principles, Legal Doctirnes, and Commenrcail Practices,
West Group, 2003, p. 161.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 849. მზღვეველის გათავისუფლება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან

1. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის


შემთხვევისათვის, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ
შემთხვევაში, როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია ასეთი
პირის სიკვდილი.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება,ეს
უფლება არ იქნება აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია
იმ პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო.

I. ნორმის მიზანი
849 უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება. ნორმა მოწოდებულია დაზღვეული 1
სიცოცხლის დაცვისკენ. განზრახ გამოწვეული ზიანის აკრძალვა დაზღვევის
დოქტრინის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.,
შდრ. 829, 842 და 856). დაზღვეული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის
განსაკუთრებულ მნიშვნელობას სიცოცხლის დაზღვევაში იძენს.

II. ნორმის შინაარსი


849-ში 844 I-ის მსგავსად გამიჯნულია სიცოცხლის დაზღვევის ორი სახის 2
ხელშეკრულება. პირველი ითვალისწინებს მესამე პირის, მეორე კი - დამზღვევის
სიცოცხლის დაზღვევას. დაზღვეული სიცოცხლის განზრახ მოსპობის რისკი
პირველ შემთხვევაში მომეტებულია (იხ. 844-ე მუხლის კომენტ.).

849 I-ში კანონმდებელი დამზღვევის მიერ დაზღვეული პირის სიცოცხლის 3


განზრახ მოსპობის სამოქალაქოსამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს. კერძოდ,
კანონმდებელი მზღვეველს ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
კანონმდებლის მიერ 844 II-თი გათვალისწინებული დაცვის მექანიზმი შეიძლება
არასაკმარისი აღმოჩნდეს დაზღვეული სიკეთის დასაცავდ (იხ. 844-ე მუხლის
კომენტ.). 849 I-ით განსაზღვრული ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად
მზღვეველმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სადაზღვევო
ინტერესის არსებობას როგორც ხელშეკრულების დადების ეტაპზე, ისე - მთელი
სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, მისი კეთილსინდისიერი
ქცევის ფარგლებში აუცილებლად უნდა მოექცეს დამზღვევის სადაზღვევო
ინტერესის დადგენის ვალდებულება მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევისას. აშშ-
ს სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის კრიტიკოსები ამ თვალსაზრისით
სადაზღვევო კომპანიების მანკიერ პრაქტიკას ამხელენ.1

849 II-ს თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების 4


ვალდებულებისაგან, თუ სიცოცხლის დაზღვევისას მოსარგებლედ
განსაზღვრული მესამე პისი განზრახ გამოიწვევს დამზღვევის (ან დაზღვეულის)

1Loshin, Insurance Law’s Hapless Busybody: A Case Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal,
December, 2007, p. 2. შდრ. ირემაშვილი ქ., სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა და მის მიმართ გამოთქმული
კრიტიკის ანალიზი, სამართლის ჟურნალი, N2/2013, გვ. 18.
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

სიცოცხლის მოსპობას. ნორმით გათვალისწინებული წინაპირობის განსაზღვრისას


კანონმდებელი იყენებს ფორმულირებას — იმ პირის სიკვდილი, რომლის
სიცოცხლეც დაზღვეული იყო. ლოგიკურად, კანონმდებელი ამ პირში დამზღვევს
ან დაზღვეულს უნდა გულისხმობდეს. როგორც სადაზღვევო ინეტერსის
დოქტრინის ანალიზისას ვლინდება, მოცემულ შემთხვევაში მორალური რისკი
ნაკლებია.2 თუმცა, სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობის გათვალისწინებით,
მისი არსებობა ბოლომდე არ გამოირიცხება.3

2 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 293.


3 ირემაშვილი, სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის ანალიზი,
სამართლის ჟურნალი, 2013, გვ. 6.
2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 850. ანაზღაურებისაგან განთავისუფლება თვითმკვლელობისას

1. სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი


მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს
მოიკლავს.
2. დამზღვევის მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი სადაზღვევო
შესატანების დაბრუნება.

I. ნორმის მიზანი
850 ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების სპეციალურ საფუძველს 1
ითვალისწინებს. ნორმა მოწოდებულია როგორც მზღვეველის, ისე დამზღვევის
მემკვიდრეების ინტერესების დაცვისკენ.

II. ნორმის შინაარსი


დაზღვეული სიცოცხლე სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოისპოს. 850 ისეთ 2
შემთხვევებს ითვალისწინებს, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) თავს იკლავს.
აღნიშნული თავისთავად მზღვეველის ვალდებულებისგან გათავისუფლების
საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, კანონმდებელი დაზღვეული პირის
მემკვიდრეების ინტერესსაც ითვალისწინებს და მათ გადახდილი სადაზღვევო
შესატანის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.1 მზღვეველისა და
დამზღვევის მემკვიდრეთა უფლებრივი დაცვის თანაფარდობა იმით გამოიხატება,
რომ მემკვიდრე კომპენსაციის სახით იღებს გარკვეულ თანხას, მაგრამ არა
სადაზღვევო საზღაურს.

1 გადახდილი პრემიის დაბრუნება დაზღვევის დოქტრინაში გამონაკლისად განიხილება. იხ. Keeton/Widiss,


Insurance Law: A Guide to Fundamental Principles, Legal Doctirnes, and Commenrcail Practices, West Group, 2003, p.
161. ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს დაგროვებითი სახის დაზღვევა (851 II-ის გათვალისწინებით). იხ. ასევე
850 II და 852.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 851. დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა

1. დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე


ნებისმიერ დროს მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო
შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.
2. თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს
ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის მოვალეობას დაზღვეული პირის
ასაკის გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი განიხილება,
როგორც ერთჯერადი შესატანი.

I. ნორმის მიზანი
851-ში გათვალისწინებული მოწესრიგებით კანონმდებელი მხარეთა ორმხრივ 1
ინტერესებს იცავს. კერძოდ, ერთი მხრივ, ნორმა ითვალისწინებს დამზღვევის
ინტერესს და მას დაგროვებითი სიცოცხლის დაზღვევის სარისკო
ხელშეკრულებით შეცვლის უფლებას ანიჭებს. მეორე მხრივ, კი კანონმდებელი
მხედველობაში მზღვეველის ინტერესს იღებს და დამზღვევს გადახდილი
პრემიების მიღებას უკრძალავს.

II. ნორმის შინაარსი


851 I-ით გათვალისწინებულია დამზღვევის უფლება დაგროვებითი სიცოცხლის 2
დაზღვევის ხელშეკრულება შეცვალოს სარისკო ხელშეკრულებით, ნებისმიერ
დროს მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე. კანონმდებლის მიერ
დამზღვევისათვის აღნიშნული უფლების მინიჭება ლოგიკურია, რადგან
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა თუ სხვა არაერთი მიზეზის გამო
მისი ინტერესი დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ შეიძლება შეიცვალოს.
თუმცა, ასეთ დროს გასათვალისწინებელია მზღვეველის ინტერესიც.

851 II-ით კანონმდებელი დამზღვევს სადაზღვევო პრემიების მიღებას უკრძალავს. 3


ნორმის მიხედვით, ხელშეკრულების შეცვლაზე შეთანხმების მომენტიდან
იცვლება სადაზღვევო თანხასა და ანაზღაურებაზე შეთანხმებული პირობები.
კერძოდ, ასეთ დროს სადაზღვევო თანხის ან ანაზღაურების ადგილს იკავებს
ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვეველის მოვალეობას. ამასთან,
კანონმდებელი ხაზგასმით მიუთითებს ისეთ კრიტერიუმზე, როგორიცაა
დაზღვეულის ასაკი. ასაკის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რამდენადაც
სიცოცხლის დაზღვევისას ის მზღვეველის ნების ფორმირების ერთ-ერთ
გადამწყვეტ ფაქტორად წარმოდგება. ნორმის მიხედვით, აღნიშნული ცვლილების
წინაპირობაა დაგროვილი პრემიების რეზერვის განხილვა ერთჯერად შესატანად.
მაგალითად, 62 წლის ა-მ დაგროვებითი დაზღვევის სარისკო დაზღვევით შეცვლა 4
გადაწყვიტა. მზღვეველმა ასეთ ცვლილებაზე თანხმობა განუცხადა და განუმარტა,
რომ ა-ს მიერ გადახდილ სადაზღვევო პრემიას სარისკო სიცოცხლის დაზღვევის

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ერთჯერად სადაზღვევო შესატანად ჩაუთვლიდა.1 იმის გათვალისწინებით, რომ


დამზღვევს ხელშეკრულების შეცვლა შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის
დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს, მსგავსი შეზღუდვის
არარსებობისას მზღვეველის ინტერესი მნიშვნელოვნად შეილახებოდა.

1 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 851, გვ. 173.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 852. დაქვითვები ხელშეკრულების შეწყვეტისას

თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან


გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა
რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს
შესაბამისი დაქვითვებიც.

I. ნორმის მიზანი
852 სადაზღვევო პრემიის დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ნორმა 1
მხარეთა ორმხრივ ინტერესებს იცავს. კერძოდ, დამზღვევი ნორმით დადგენილი
წინაპირობების არსებობისას სადაზღვევო პრემიის დაბრუნების მოთხოვნას იძენს.
მზღვეველს კი შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დაქვითვებიც.

II. ნორმის შინაარსი


დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო პრემიის დაბრუნება გამონაკლისად 2
ითვლება.1 ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება დაგროვებითი დაზღვევა2 და კანონით
გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევა (მაგ. იხ. 850 II). სწორედ ერთ-ერთ
ასეთ გამონაკლის შემთხვევას აწესრიგებს განსახილველი ნორმა. 852 მიუთითებს,
რომ სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის
ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. დამზღვევის მოთხოვნის
წინაპირობად კანონმდებელი უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების საფუძვლით
ხელშეკრულების შეწყვეტას განსაზღვრავს.

მნიშვნელოვანია 852-ის მიერ მზღვეველისათვის მინიჭებული უფლების სწორად 3


განმარტებაც. ნორმის მიხედვით, მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი
დაქვითვებიც. ცხადია, ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი მზღვეველის
ინტერესს იცავს. თუმცა, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობა მოითხოვს, რომ
მზღვეველის მიერ განხორციელებული დაქვითვები გაკეთდეს დასაბუთებული და
ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე. ასეთ კრიტერიუმად შეიძლება
განიხილებოდეს: მზღვეველის მიერ რისკის ტარება, მის მიერ დაზღვევის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად
აუცილებელი ხარჯების გაწევა და მისთ.

მოსამართლემ სხვადასხვა გარემოებასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს 4


მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზიც. როგორც
წესი, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება ხანგრძლივი ვადით იდება.
შესაბამისად, მისი მოულოდნელი შეწყვეტა საზიანოა როგოც დამზღვევის, ისე
მზღვეველისათვის. მოცემულ შემთხვევაში მზღვეველის ზიანი შესაძლოა
მიუღებელი სარგებლითაც გამოიხატოს.

1Keeton/Widiss, Insurance Law: A Guide to Fundamental Principles, Legal Doctirnes, and Commenrcail Practices, West
Group, 2003, p. 161.
2 ამასთან მნიშვნელოვანია, რომ „მხოლოდ პირად დაზღვევას შეიძლება ჰქონდეს დაგროვებითი ხასიათი.“ იხ.

ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 844, გვ. 168.
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 853. იძულებითი აღსრულების შედეგები

1. თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ხდება სადაზღვევო მოთხოვნის


თაობაზე, ან სამართალწარმოება ხორციელდება დამზღვევის გაკოტრებასთან
დაკავშირებით, მაშინ პირი, რომელიც კონკრეტულად დასახელებულია, როგორც
სარგებლის მიმღები, უფლებამოსილია დაიკავოს დამზღვევის ადგილი
დაზღვევის ხელშეკრულებაში. თუკი სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი
მონაწილეობს ხელშეკრულებაში, მან უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ყველა
მოთხოვნა ან უზრუნველყოს გაკოტრების მასა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც
შეიძლებოდა მიეღო დამზღვევს მზღვევლისაგან დაზღვევის ხელშეკრულების
მოშლისას.
2. თუ სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი არ არის დაინტერესებული
სარგებლის მიღებით, ან არ არის სახელობით მითითებული, მაშინ ასეთ უფლებას
იძენენ დამზღვევის მეუღლე და შვილები

I. ნორმის მიზანი
853 განსაზღვრავს სიცოცხლის დაზღვევისას მოსარგებლის უფლება- 1
მოვალეობების ფარგლებს. კერძოდ, ნორმა შეეხება სადაზღვევო მოთხოვნის
დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისა და
გაკოტრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების განხორციელების ეტაპებს.1
ნორმა ასევე ადგენს სარგებლის განაწილების სპეციალურ წესებს.

II. ნორმის შინაარსი


853-ის მოწესრიგება ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საკუთარი 2
სიცოცხლის მოსპობისას დამზღვევი მოსარგებლედ მესამე პირს განსაზღვრავს.
კანონმდებელი დამზღვევს მოსარგებლის განსაზღვრის ვალდებულებას არ
აკისრებს.2 შესაბამისად, დამზღვევმა შეიძლება ხელშეკრულებაში მოსარგებლის
ვინაობა არც დააკონკრეტოს.

853 I შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსარგებლე ხელშეკრულებით 3


განსაზღვრულია. დამზღვევის გარდაცვალების შედეგად მისი უფლება-
მოვალეობების რეალიზაცია მოსარგებლის გავლენის სფეროში ექცევა.
სადაზღვევო მოთხოვნის დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებით
აღსრულებისა და გაკოტრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების
პროცესში მოსარგებლე დამზღვევის ადგილს იკავებს.

მოყვანილი დანაწესის ანალიზისას მნიშვნელოვანია 848 I-ში მოცემული 4


მოწესრიგების გათვალისწინება. 848 I-ის მიხედვით, მოსარგებლეს არა აქვს
უფლება, მზღვეველისაგან მოითხოვოს დამზღვევის მიერ შეტანილი სადაზღვევო

1 2007 წლის 15 აგვისტოდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით


ძალადაკარგულად გამოცხადდა 1996 წლის 25 ივნისის „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
საქართველოს კანონი. იხ. 2007 წლის 31 მარტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N9, ნაწილი I.
2 ასეთი ვალდებულება ვრცელდება მესამე პირის (დაზღვეულის) სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევებზე. იხ.

844 II.
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

პრემია.3 შესაბამისად, 853 I-ით დადგენილი პირველი წინაპირობის არსებობისას


(სადაზღვევო მოთხოვნის დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებით
აღსრულების ეტაპზე) მოსარგებლის მოთხოვნა სადაზღვევო ანაზღაურების
მიღების უფლებით შემოიფარგლება. ამ შემთხვევაში მოსარგებლის უფლებრივი
გათანაბრება დამზღვევთან სიტყვასიტყვით არ უნდა განიმარტოს.

5 რაც შეეხება 853 I-ით დადგენილ მეორე წინაპირობას (გაკოტრებასთან


დაკავშირებულ სამართალწარმოებას), თავად გაკოტრებისა და დამზღვევის
კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, მოსარგებლის მოთხოვნის
ფარგლები არ უნდა შეიზღუდოს. ასეთი დასკვნის საფუძველს კანონმდებლის
მიერ ხელშეკრულების მოშლისას დამზღვევის უფლებაზე მითითებაც ქმნის. ამ
თვალსაზრისით, 853 I 2 852-სთან კავშირში უნდა განიმარტოს და მოსარგებლის
მოთხოვნის უფლება გადახდილი სადაზღვევო პრემიების დაბრუნებაზეც უნდა
გავრცელდეს.

6 853 I 1-ის განმარტებისას მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რომ გადაწყვეტილებაში


კანონმდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობს.

7 853 II აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ა) მოსარგებლე სარგებლის


მიღებით არ არის დაინტერესებული4 ან ბ) ის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ
არის. ასეთ დროს სარგებლის მიღების უფლებას იძენენ დამზღვევის მეუღლე და
შვილები.5

3 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 851, გვ. 171.
4 ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს 848 II.
5 დამზღვევის მემკვიდრის უფლებების თაობაზე იხ. 850 II.
2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like