You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 834. შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების გასხვისებისას

მზღვეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზღვეული ქონების გასხვისების


შესახებ.თუ შემძენმა ან გამსხვისებელმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ არ
შეატყობინა მზღვეველს, მაშინ იგი თავისუფლდება ანაზღაურების
მოვალეობისაგან, თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის შემდეგ იმ
მომენტიდან, როცა მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონოდა.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. შეტყობინების ვალდებულების ადრესატი ................................................................................................ 1
III. შეტყობინების დრო....................................................................................................................................... 2
IV. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები ........................................... 2

I. ნორმის მიზანი
834 აწესებს ქონების გასხვისების შესახებ მზღვეველისათვის შეტყობინების 1
ვალდებულებას და განსაზღვრავს მისი დარღვევის სამართლებრივ შედეგებს.
ნორმის განმარტებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს შეტყობინების
ვალდებულების ადრესატი, შეტყობინების დრო და შეტყობინების
ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები.

II. შეტყობინების ვალდებულების ადრესატი


შეტყობინების ვალდებულების ადრესატის განსაზღვრისას უნდა აღინიშნოს, რომ 2
ნორმაში გამოყენებულია ფორმულირება — მზღვეველს უნდა ეცნობოს, რომელიც
სიტყვასიტყვით განმარტების შედეგად მხოლოდ დამზღვევზე არ გავრცელდება.
ამასთან, განსახილველ ნორმაში შეტყობინების ვალდებულების დარღვევის
სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისას გამოყენებულია ფორმულირება — თუ
შემძენმა ან გამსხვისებელმა არ შეატყობინა მზღვეველს... ნორმის განმარტებისას
მნიშვნლოვანია აღინიშნოს, რომ მზღვეველისათვის ქონების გასხვისების შესახებ
შეტყობინება ცალსახად გამსხვისებლის ვალდებულებას წარმოადგენს. მართალია,
დაზღვეული ქონების გასხვისება დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის
საფუძველს არ წარმოადგენს, მაგრამ რამდენადაც დამზღვევის მხრიდან წყდება
სახელშეკრულებო ურთიერთობა მზღვეველთან, ის ვალდებულია აღნიშნულის
თაობაზე აცნობოს მზღვეველს. ასეთი ვალდებულება გამომდინარეობს 813-ის
ფართო განმარტებიდანაც, რომლის მიხედვითაც დამზღვევს ეკისრება არა
მხოლოდ საფრთხის გაზრდის, არამედ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში
ნებისმიერი ცვლილების თაობაზე მზღვეველისათვის შეტყობინების
ვალდებულება. პრაქტიკული თვალსაზრისით, შეტყობინების ვალდებულების
ადრესატის განსაზღვრა აქტუალური მაშინ ხდება, როდესაც შეტყობინების
ვალდებულების დარღვევის გამო მზღვეველი უარს იტყვის ზიანის
ანაზღაურებაზე. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს
გამსხვისებელს, გულისხმიერებით მოეკიდოს შემძენის ინტერესს დაზღვევის

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ხელშეკრულების მიმართ და არ დააბრკოლოს მზღვეველის მხრიდან მის


სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულება.

III. შეტყობინების დრო


3 ნორმაში მკაცრი მითითებაა შეტყობინების ვალდებულების შესრულების დროის
შესახებ. სიმკაცრის მიუხედავად, მითითება აღნიშნული ვალდებულების
დაუყოვნებლივ შერულებაზე თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას
ტოვებს. ასეთ დროს ნორმის მოთხოვნის დაცვა უნდა შემოწმდეს ყოველი
კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე. თუმცაღა, საბოლოოდ, ნორმის მიზნიდან
გამომდინარე ტერმინი დაუყოვნებლივ მზღვეველის სასარგებლოდ უნდა
განიმარტოს.

IV. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები


4 შეტყობინების ვალდებულების დარღვევა მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მნიშვნელოვანია დათქმა სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის დროის თაობაზე. კერძოდ, მზღვეველი თავისუფლდება
ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის
შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა
ჰქონოდა. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დამატებითი წინაპირობის
დაწესებისას ორკვირიანი ვადის დაწესება დამზღვევის ინტერესის დაცვის მიზანს
ემსახურება. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი საშუალებას აძლევს
გამსხვისებელს შეასრულოს შეტყობინების ვალდებულება და აღნიშნული ორი
კვირის ვადაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის რისკს მზღვეველს აკისრებს.

5 834-ში მოცემული ნორმის განმარტებისას მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ


საქმეზე1 მოპასუხემ ორი კომპანიის შერწყმა, 834-ზე დაყრდნობით, ქონების
გასხვისებას გაუთანაბრა და აღნიშნული საფუძვლით უარი განაცხადა
სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნულ
გარემოებაზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლომ განავითარა და არ გაიზიარა
მოსარჩელის არგუმენტი, რომ რადგან არ მომხდარა უძრავი ქონების გასხვისება,
არ არსებობდა მზღვეველისათვის საწარმოს მიერთების შედეგად უძრავ ქონებაზე
მესაკუთრის შეცვლის შესახებ შეტყობინების ვალდებულება. სააპელაციო
სასამართლომ 834, როგორც მზღვეველის მოვალეობის გათავისუფლებისგან
კანონისმერი წინაპირობა, 833-თან კავშირში ფართოდ განმარტა. კერძოდ,
„სამოქალაქო კოდექსის 833-ე მუხლი განსაზღვრავს დაზღვეული ქონების
გასხვისების შედეგებს, ხოლო 834-ე მუხლი — შეტყობინების ვალდებულებას
დაზღვეული ქონების გასხვისებისას. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ
სასამართლო არ არის შეზღუდული კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით.
ნორმის განმარტებისას მნიშვნელოვანია პირთა თანასწორობის უზრუნველყოფა
და ერთ-ერთი მხარის უფლებამოსილებათა უსაფუძვლო შეზღუდვის
დაუშვებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, 833-ე მუხლი უნდა განიმარტოს

1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის N 2ბ/78-12, გადაწყვეტილება.


2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

იმგვარად, რომ სადაზღვევო ურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა.


აღნიშნულიდან გამომდინარე, 834-ე მუხლი აწესებს მზღვეველისათვის
უფლებამონაცვლის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას. ამდენად, 833-ე და
834-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევა გულისხმობს მესაკუთრის
შეცვლას არა მხოლოდ სასყიდლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ
ნებისმიერი გზით საკუთრების უფლების ცვლილებას.“

3
ქეთევან ირემაშვილი

You might also like