You are on page 1of 3

ქირავნობა

ქირავნობის ხელშეკრულების ტრადიციული განსაზღვრება შეიძლება ჩამოყალიბდეს


სამი ძირითდი ნიშნით.

1. პირველი ეს არის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გამქირავებლის მიერ


ხდება ნივთის გადაცემა დამქირავებლისათვის სარგებლობის უფლებით. არ
შეიძლება ქონების საკუთრებაში გადაცემა. უფრო მეტიც, გადაცემული
ქონებით სარგებლობაც კი შეზღუდულია.
2. რაც შეეხება, მეორე ნიშანს ქირავნობა ყოველთვის ატარებს დროებით ხასიათს
და ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე ნივთი უნდა დაუბრუნდეს
გამქირავებელს.
3. ქირავნობის ხელშეკრულება ყოველთვის სასყიდლიანია. დამქირავებელი
ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს დაქირავებული ქონების ქირა
ნივთის სარგებლობისთვის.

რადგან, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა, როგორც გამქირავებელს ისე


დამქირავებელს, ქირავნობის ხელშეკრულება არის ორმხრივი.

ქირავნობის ხელშეკრულების მხარეები არიან- გამქირავებელი, რომელიც გადასცემს


და დამქირავებელი, რომელიც იღებს ნივთს , დროებით სარგებლობაში. ისინი
შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები.
დამქირავებელი უფლებამოსილია:

1) ვადის დაცვის გარეშე მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება თუ გაქირავებული ფართი


ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ
ჯანმრთელობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს უფლება დამქირავებელს აქვს
მაშინაც, თუ ხელშეკრულების დადებისას მან იცოდა საფრთხის თაობაზე, მაგრამ არ
განუცხადებია პრეტენზია.
2) დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისგანაც.
3) დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისგანაც.

რაც შეეხება მოვალეობებს, დამქირავებელი ვალდებულია:


1) გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა;

2) ჩაატაროს მიმდინარე რემონტი. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არა აქვს
საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის
თანხმობის გარეშე. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი
ხარჯებით. ხოლო, ისეთ შემთხვევაში, როცა დამქირავებლის მიერ გამქირავებლის ნების
საწინააღმდეგო მოქმედებით მიადგება ზიანი ქირავნობის საგანს, გამქირავებელი
უფლებამოსილია მოითხოვოს ესეთი ზიანის ანაზღაურება.

3) ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი


იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან
იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

You might also like