You are on page 1of 5

ქ.

თბილისი 20 დეკემბერი,
2022

ქირავნობის ხელშეკრულება

ერთის მხრივ, ვაკო კობაიძე (პ/ნ _____________), (შემდგომში - „გამქირავებელი“) და მეორეს მხრივ,
_____________(პ/ნ _____________) (შემდგომში - „დამქირავებელი“, ერთობლიობაში წოდებული
მხარეებად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, “გამქირავებელი” გადასცემს, ხოლო
“დამქირავებელი” მიიღებს ქირით შემდეგი სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას
(შემდგომში - „მოპედი“)

მარკა Honda
მოდელი Giorno
VIN-კოდი AF241729583
ფერი ლურჯი 1/8
სარეგისტრაციო ნომერი TT9326
ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი AJ3267239
მოხმარებული საწვავის ტიპი ბენზინი

2. ხელშეკრულების შესრულების წესი და პირობები

2.1. მხარეები აცხადებენ, რომ „გამქირავებელმა” წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისას


დამქირავებელს გადასცა „მოპედი“.
2.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის
დამთავრებისთანავე „დამქირავებელი“ უზრუნველყოფს „გამქირავებლისთვის“ „მოპედის“ უკან
დაბრუნებას მისი სტატუსის მიუხედავად.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1. “გამქირავებელი “იღებს ვალდებულებას:
3.1.1. გადასცეს „დამქირავებელს” „მოპედი“ მხარეთა შორის შეთანხმებული წესითა და
პირობებით.
3.1.2. გადასცეს „დამქირავებელს“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო „მოპედი“.
3.1.3. ხელი შეუწყოს „დამქირავებელს“ „მოპედის“ რაციონალურ გამოყენებაში. მხარეები
თანხმდებიან, რომ ამ მიზნით „გამქირავებელი“ ვალდებულია რაც შეიძლება უმოკლეს
ვადაში უპასუხოს „დამქირავებლის“ ყველა იმ შეკითხვას, რაც დაკავშირებულია „მოპედის“
ექსპლუატაციის ტექნიკურ წესებთან და მის დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან.

1
3.2. “გამქირავებელი” უფლებამოსილია:
3.2.1. მოითხოვოს „დამქირავებლისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით რეგლამენტირებული
პირობების სრული დაცვა.
3.2.2. „გამქირავებელს“ უფლება აქვს დაათვალიეროს „მოპედი“, „დამქირავებლთან“ წინასწარი
შეთანხმებით, რათა დარწმუნდეს რომ ყველაფერი რიგზეა;
3.2.3. გაასხვისოს დაქირავებული ნივთი დამქირავებლის თანხმობის გარეშე. ასეთ დროს, შემძენი
დაიკავებს გამქირავებლის ადგილს და ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედება
გაგრძელდება დათქმული ვადის განმავლობაში.
3.2.4. მოითხოვოს ქირის ოდენობის გაზრდა.

3.3. “დამქირავებელი” იღებს ვალდებულებას:

3.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით მოახდინოს


„გამქირავებლისათვის“ ქირის გადახდა.
3.3.2. დაიცვას „მოპედის“ ექსპლუატაციის ნორმები.
3.3.3. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას, „გამქირავებელს“ დაუბრუნოს „მოპედი“
ისეთსავე მდგომარეობაში, როგორიც იყო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.
3.3.4. დამქირავებელს არ აქვს უფლება რაიმე სახით გადასცეს ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები მესამე პირს გამქირავებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების
გარეშე (ქვექირავნობა).
3.3.5. გასწიოს მოტოციკლზე აუცილებელი ხარჯები.
3.3.6. დაიცვას თავისი მფლობელობა ნებისმიერი პირისგან.
3.3.7. არ მოახდინოს დაქირავებული მოტოციკლის გადაკეთება გამქირავებლის თანხმობის
გარეშე.
3.3.8. საკუთარი სახსრებით შეაკეთოს მოტოციკლზე გაჩენილი დაზიანება.
3.3.9. გადაწყვიტოს დავები, რომლებიც დაკავშირებულია „მოპედთან“, აღმოფხვრას „მოპედზე“
აღმოჩენილი ნებისმიერი არასრულყოფილება ან დანაკლისი და აგრეთვე განახორციელოს
მიმართვები მესამე პირთა წინააღმდეგ, თუ ისინი რაიმე გზით ან მართლსაწინააღმდეგო
გამოყენებით ზიანს აყენებენ „გამქირავებლის“ მოპედს.
3.3.10. ისარგებლოს „მოპედით“ მისი პირდაპირი დანიშნულებით და თანახმად ტექნიკური
მახასიათებლებისა, დაიცვას მწარმოებელსა და გამქირავებლის, აგრეთვე მოპედის
ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული გამოყენების მოთხოვნები და ექსპლუატაციის
წესები.
3.3.11. ნებისმიერი ისეთი შემთხვევისას, რომლის შედეგადაც მოპედის ღირებულება შემცირდა,
ჩვეულებრივი ცვეთის გარდა, დამქირავებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს
აღნიშნულის შესახებ გამქირავებელს ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომუნიკაციის
საშუალების გამოყენებით, მოგვიანებით შემთხვევისა და გარემოებების წერილობითი
დადასტურებით. შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია
ითანამშრომლოს გამქირავებელთან და/ან ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ ნებისმიერ
მესამე პირთან (მაგ., სახელმწიფო ორგანოებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და ა.შ.) იმ
ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მიადგა მოპედს შემთხვევის შედეგად.
3.3.12. საკუთარი ხარჯებით მიიღოს ზომები მოპედის უწყვეტი ტექნიკური გამართულობის
უზრუნველსაყოფად, მათ შორის იმ წესითა და ვადით, რომელიც გათვალისწინებულია

2
მოპედის საგარანტიო და/ან ტექნიკური დოკუმენტაციით, განახორციელოს ტექნიკური და
საგარანტიო მომსახურება და რემონტი.
3.3.13. აანაზღაუროს დაკისრებული ადმინისტრაციული ან სხვა ფულადი ჯარიმები და სხვა
გადასახდელები, რომელიც დაკავშირებულია მოპედთან ან რომელთა დაფარვა ეკისრება
მოპედის მძღოლს, მოსარგებლეს, მფლობელსა და მესაკუთრეს.
3.3.14. მოპედის მიღების შემდეგ წარმოშობილი ნებისმიერი ხარჯის (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ
შემოიფარგლება ადმინისტრაციული ჯარიმის, სასამართლო (მათ შორის საარბიტრაჟო),
აღსრულების, იურიდიული მომსახურების, პარკირების გადასახადის და სხვა ნებისმიერი
გადასახდელების სახით) გადახდა ეკისრება დამქირავებელს.
3.3.15. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი აქტის
საფუძველზე სახდელი დაეკისრება დამქირავებელს, ადმინისტრაციული აქტის მისვლიდან
3 კალენდარული დღის განმავლობაში გამქირავებელმა უნდა აცნობოს დამქირავებელს მის
მიერ ხელშკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე სატელეფონო შეტყობინების
გზით) აქტით დაკისრებული სახდელის შესახებ დამქირავებელს.
3.3.16. გადაიხადოს სახდელი ან უზრუნველყოს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, კანონით
დადგენილ ვადაში.
3.3.17. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი არ დაიცავს წინამდებარე ხელშეკრულების 3.3.13 და
3.3.14 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობას, გამქირავებელი უფლებამოსილია თავად
გადაიხადოს აღნიშნული სახდელი, ხოლო დამქირავებელი ვალდებული იქნება მოახდინოს
სახდელის და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3.3.18. მოპედის სარგებლობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვა, დაზიანების, დანაკარგისა ან
სრული განადგურების გამო, არ ათავისუფლებენ დამქირავებელს წინამდებარე
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან.
3.3.19. მოპედის მართვის უფლების გარეშე ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დამქირავებელს.

4. გადასახდელი ქირა და ანგარიშსწორება მხარეთა შორის


4.1. ანგარიშსწორება მხარეთა შორის წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
4.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული „მოპედის“ ქირა შეადგენს ყოველ თვეში
(ერთი კალენდარული თვე) 300 ლარს.
4.4 ყოველი თვის ქირა „დამქირავებლის“ მიერ გადახდილი იქნება ყოველი თვის არაუგვიანეს 23
რიცხვისა.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ
შესრულების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელი მხარე დაზარალებულ მხარეს მიყენებულ
ზიანს უნაზღაურებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.2. თუ დამქირავებელი დააგვიანებს ქირის გადახდას 10 დღით ან მეტი ვადით, მაშინ
გამქირავებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკულება. ამ უფლების გამოყენების
შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დააბრუნოს „მოპედი“.
5.3. “დამქირავებელი” ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და
სრულად აცნობიერებს მათი დარღვევით გამოწვეულ პასუხისმგებლობას. იგი პასუხს აგებს
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან
არაჯეროვნად შესრულებით “გამქირავებლისათვის” მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან
3
არაპირდაპირ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება დამქირავებელს არ ათავისუფლებს
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
5.4. თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში, „გამქირავებელი“ უფლებამოსილია
„დამქირავებელს“ დაარიცხოს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნივთის
საბაზრო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
5.5. ხელშეკრულების დადებისას დამქირავებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ
"მოპედი" არ დაზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა შემთხვევის შედეგად. თუ "მოპედის
დაზიანება წარმოიშვა და იგი დაზიანდა ავტოსაგზაო ან სხვა შემთხვევის შედეგად,
დამქირავებელმა უნდა აღმოფხვრას მიყენებული დაზიანებები და აღადგინოს "მოპედი"
ხელშეკრულების გაფორმებისას არსებულ მდგომარეობაში.

6. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
6.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობისათვის,
თუ ეს გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო.
6.2. დაუძლეველი ძალა ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ არსებობდა ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის, წარმოიშვა მხარეთა ნების გარეშე და რომელთა დადგომის და
მოქმედების კონტროლი აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს.
6.3. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო,
ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის თაობაზე მეორე მხარეს.

7. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადები


7.1. ხელშეკრულება ძალაში შედის 20.12.2022-ში და მოქმედებს ____________-მდე.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია ხელშეკრულების დამრღვევი
მხარის მიერ 1 თვით ადრე შეტყობინების გაკეთების საფუძველზე.

8. დავის გადაწყვეტა
8.1. მხარეები სადავო საკითხებს წყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ასეთი
შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავის წარმოქმნიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში, ნებისმიერი
დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებით ან მასთან დაკავშირებით
წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით,
განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2. მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცევა
დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8.3. დამქირავებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკკისრი ვალდებულებების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გამქირავებელი
უფლებამოსილია, მიმართოს ნოტარიუსს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ
განცხადებით. კანონით დადგენილი წესით, გამქირავებლის მიერ ზემოაღნიშნული
განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი საააღსრულებო ფურცელს გასცემს
ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე.

9. ზოგადი დებულებები
9.1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის
განმავლობაში „დამქირავებელი“ წარმოადგენს „მოპედის“ მართლზომიერ მფლობელს, რაც მას
ანიჭებს უფლებას და ვალდებულებას უზრუნველყოს „მოპედის“ მოვლა-პატრონობა.

4
9.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის
განმავლობაში არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება მეორე მხარისგან წერილობითი თანხმობის
გარეშე თავისი უფლებები ან/და ვალდებულებანი გაასხვისოს ან გადასცეს მესამე პირს.
9.3. ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს ორივე მხარის
წერილობითი თანხმობით. ხელშეკრულებაში ცალმხრივად შეტანილი ცვლილებები და
დამატებები ბათილია შეტანის მომენტიდან.
9.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ის ურთიერთობები, რაც არ იქნა მოწესრიგებული წინამდებარე
ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
9.5. ხელშეკრულება შედგენილია ქართულად, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე
ეგზემპლარად. თითოეული გადაეცემა მხარეებს.

„გამქირავებელი“ „დამქირავებელი“

ვაკო კობაიძე

(პ/ნ ____________)

მობ:

---------------------------

You might also like