You are on page 1of 5

გაცვლა მუხლი  521

გაცვლის ხელშეკრულებით, სუბიექტებს ეკისრებათ ერთმანეთის


წინაშე საკუთრების ურთიერთგაცვლა. ამ ხელშეკრულების თანახმად,
თითოეული სუბიექტი ითვლება იმ ნივთების მყიდველად და
გამყიდველად, რომელზეც ხელშეკრულება ვრცელდება.

 გაცვლის ხელშეკრულებაში გამოიყენება ნასყიდობის


წესები!

გაცვლის
ხელშეკრულება

კონსენსუალურ
ორმხრივი სასყიდლიანი

კონსენსუალური* - ანუ როცა ხელშეკრულება დადებულია შეთანხმების
მომენტიდან. (ნივთის გადაცემა არაა საჭირო).

თავისებურებები:

1. არ მოიაზრებს შემხვედრ ვალდებულებებს;


2. ერთი მხარე მყიდველია, ხოლო მეორე - გამყიდველი;
3. პრეზუმფცია - ნივთი ნივთის ტოლია. (ანუ ის ნივთები, რომელთა
გაცვლაც ხდება თანაბარი საფასო კატეგორიისა, თუ სხვა
შეთანხმება არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობის
პირებს შორის)*

ჩუქება მუხლი 5224

Pactum donationis - იგივე ჩუქება, რომელიც რომის სამართალში


გულისხმიერებასა და ნივთის გადაცემასთან იყო ასოცირებული.
(მოიაზრებდა ვალის პატიებას და ჩუქების დაპირებასაც კი.)
ჩუქების გაუქმების საფუძვლები:

1. უმადურობა;
2. შეურაცხყოფა;
3. სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა;
4. ქონებრივი ზიანის მიყენება;
5. მჩუქებლის დაოჯახება.

ჩუქება
(წარმ. მიხედვით)

ორმხრივი მრავალმხრივი

ჩუქების ხელშეკრულებაში აუცილებელია, ერთზე მეტი ნების გამოხატვა!


ჩუქების თანახმად მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს
დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისივე თანხმობით. (ანუ
შეხვედრი დაკმაყოფილება არ არსებობს*.)

როდის ითვლება ჩუქების ხელშეკრულება დადებულად?

მოძრავი ნივთი  გადაცემის მომენტიდან.


უძრავი ნივთი  საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის
მომენტიდან.

ჩუქება და ანდერძი ერთი და იგივეა?

მართალია ისინი მცირედით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა განსხვავდება


ერთმანეთისგან.
ანდერძი - ცალმხრივია, რომელიც დგება პირის გარდაცვალების
შემდგომ.
ჩუქება - ორმხირივია და დგება სუბიექტის სიცოცხლეშივე, ანუ მისი
ნამდვილობისთვის გარდაცვალება არაა საჭირო.

ვალის პატიება დასაშვებია?

დასაშვებია სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად.


„ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე
შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან
მისი ახლო ნათესავის მიმართ.“

 საჩუქრის დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს


ვალდებულებას, თუ იგი წერილობითთი ფორმითაა
დადებული. (სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის მე-3
ნაწილი.)

შემპირებელს შეუძლია შესაბამისი საბაბის შემთხვევაში ცალხმრივად


მოშალოს დაპირება, თუმცა გარდაცვალება მის მემკვიდრეს არ
ანთავისუფლეს ვალდებულებისგან დაასაჩუქროს მეორე პირი.

მაგალითად - თუ დათოსა და ვანოს შორის დადებული იყო ჩუქების


ხელშეკრულება, მაგრამ სანამ იგი აღსრულდებოდა მჩუქებელი
(მაგალითად დათო) გარდაიცვალა, დათოს მემკვიდრე ვალდებულია
ვანოს წინაშე ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. (თუ სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული)

უარი დაპირებაზე  (მუხლები: 394;526;529)

დაუშვებელია ამა თუ იმ ნივთის გაჩუქება, თუ იგი სასიცოცხლოდ


მნიშვნელოვანია. (სსკ 526)

ანუ პირი ვერ გააჩუქებს ავტომობილს, თუ იგი ოჯახში შემოსავლის


ერთადერთი წყაროა. გაჩუქებაზე წინააღმდეგობის გამოხატვა
ოჯახის ნებისმიერ სრულფასოვან და ქმედუნარიან წევრს შეუძლია.*

ჩუქებაში უნდა ვისწავლოთ ორი განსხვავება - შეზღუდვა და


დაუშვებლობა

შეზღუდვა - მოქმედებს მაშინ, როცა ნივთი თანასაკუთრებაშია.

დაუშვებლობა - დაუშვებლობა მაშინაა სახეზე, როცა კონკრეტული


ნივთი ოჯახში მატერიალური შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ნაჩუქარის უკან გამოთხოვნა - (მუხლები: 54; 172(1) - გამოიყენება, როცა


ნივთი უკვე გადაცემულია; 526)

თუ ნაჩუქარი ნივთის ნაკლი განზრახულადაა დამალული, მჩუქებელმა


უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზარალი. (მუხლი 527 - ნაჩუქარი
ნივთი უნდა იყოს ხარისხიანი.)
შესაძლოა მჩუქებელმა დასაჩუქრებულს წარმოუქმნას
ვალდებულება, რომ ნაჩუქარი ნივთის ნაწილი შემოსავალი მესამე
პირს დაუთმოს და მას ამის სრული კანონიერი უფლება აქვს.
სახელმწიფო

საგანმანათლებლ
შემოწირულობა ო
სამეცნიერო

ჩუქება ბავშვთა სახლი

ჩუქება და შემოწირულობა ერთი და იგივეა:


ჩუქება სახეზეა, როცა სუბიექტი გარკვეულ ვალდებულებას
კისრულობს თავის თავზე სხვა პირის მიმართ.
ხოლო შემოწირულობაა, როცა სუბიექტი ახდენს სახელმწიფო,
სიპ-ის ან სხვა ადმ. ორგანოს „დასაჩუქრებას“.

ჩუქებად არ აღიქმება ნათესავური კავშირის საფუძველზე


განხორციელებული ქმედებები.

შემოწირულობით არ ჩუქდება:
1. სამისდღემჩიო სარგებლობის ნივთები;
2. კაპიტალის გაჩუქება;
3. სამკვიდროს გადაცემა.

ჩუქების გაუქმების საფუძვლები სს-ის 529-ე მუხლშია. მისი


მნიშვნელოვანი წინაპირობაა უმადურება და მძიმე შეურაცხყოფა. (ორივე
მათგანი მოქმედებს ნათესავებზეც. ანუ, ნათესავებზე განხორციელებული
შეურაცხყოფის შემთხვევაში გვაქვს მოთხოვნის უფლება ჩუქების
გაუქმების უფლებით.)

რაც შეეხება უმადურობას, მისი დეფინიცია კანონში არ არსებობს, მას


თავად ქმედება და მისი შემადგენლობა განსაზღვრავს.

შემოწირულობა უნდა განხორციელედეს სწორედ იმ მიზნით, რა


მიზნითაც არის გაწერილი.

უმადურობად ითვლება:

1. არამართლზომიერი ქმედება (მიმართული სიცოცხლის,


ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების
წინააძმდეგ.)’
2. განზრახი ქმედება, რომელიც ითვალისწინებს ქონებრივ ზიანს;
3. კანონით განზრახულ ქმედებაზე უარი.
ჩუქებაზე ხანდაზმულობა:

ზოგადად, ხანდაზმულობა 10 წლიანია, თუმცა პირს აქვს შეტყობიდან 1


წელი, მოითხოვოს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება.

მაგალითად*: ავთომ გიას 2015 წელს აჩუქა ნაკლოვანი ნივთი, ავთო


ნივთის ნაკლოვანებაზე გაზრახ დუმდა. მას სურდა ამით ზარალი
მიეყნებინა გიას მცირე ბიზნესისთვის. ავთოს განზრახვის შესახებ გიამ
2023 წელს გაიგო, ვინაიდან გასულია ნივთის ჩუქებიდან მხოლოდ 7
წელი, გიას აქვს კანონიერი უფლება შეტყობიდან, ანუ 2023 წლიდან 1
წლის მანძილზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. (თუ ნივთის
ნაკლოვანებამ გამოიწვია ზიანი.)

სქემა (ვალდებულება)

წარმოშობა

ჯეროვანი
შესრულება
316 მუხლი

შეწყვეტა

არაჯეროვანი შესრულების შემთხვევა:

1. ვალდებულების წარმოშობა;
2. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება (დარღვევა);
3. მეორადი მოთხოვნის უფლება;
4. შეწყვეტა.

მეორადი მოთხოვნების მიმდინარეობა:


1. დამატებითი შესრულების მოთხოვნა;
2. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა;
3. ხელშეკრულებაში დარჩენა და ფასის პირდაპირპროპორციული
დასტაბილურების მოთხოვნა;
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

You might also like