You are on page 1of 5

მარიამ ლაბაძე-ხუთშაბათი 11საათი

კაზუსის ამოხსნა

ჰიპოთეზა-გიგილოს გიგიშასგან შესაძლოა ჰქონდეს გაწეული დანახარჯებისა და


მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 969-ე,970.2 და 973-ე
მუხლის თანახმად.

ანალიზი- კაზუსის ფაბულიდან გამომდინაარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ,რომ სახეზე


არ გვაქვს საახელშეკრულებო ურთიერთობა,რადგან არ არის სახელშეკრულებო
ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი ოფერტი,აქცეფტი,რაიმე შეთანხმება
მხარეებს შორის არ განხორციელებულა,რაც მოგვცემდა იმის ვარაუდის
საშუალებას რომ საქმე გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობასთან.ასევე სახეზე
არც წინარესახელშეკრულებო ურთიერთობაა,რადგან მხარეებს მიზნად არ
ჰქონიათ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა.კაზუსის ფაბულის მიხედვით
საქმე გვაქვს სხვისი საქმეების დავალების გარეშე შესრულებასთან .

სანამ მსჯელობაზე გადავალთ აუცილებელია ვახსენოთ თუ რას გულისხმობს


სხვისი საქმეების დავალების გარეშე შესრულება.იგი წარმოადგენს სხვისთვის
უსასყიდლო სამსახურის გაწევას.იგი შეიძლება იყოს ნამდვილი და
არანამდვილი.არანამდვილი შესრულებისას შემსრულებელს აქვს საკუთარი
საქმის შესრულების ნება.ვინაიდან აღნინულ კაზუსში მსგავსი შემთხვევა არ
გვაქვს,სახეზეა ნამდვილი შესრულება.აზრის გასამყარებლად განვიხილოთ
წინაპირობები ნამდვილი შესრულებისა.

1)საქმის შესრულება-სხვისი საქმის ნამდივილი შესრულების წინაპირობა არის


საქმის შესრულება, საქმის შესრულება გულისხმობს მატერიალური შედეგის
მომტანი ნებისმიერი მოქმედების შესრულებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ
ნებისმიერი სახის ფაქტობრივი ან სამართლებრივი მოქმედება, კაზუსის
ფაბულიდან გამომდინარე შემსრულებლად გვევლინება გიგილო , რომელმაც
განახორციელა ფაქტობრივი მოქმედება, გიგიშას სახლის სახურავის
შეცვლა.სახეზე უნდა გვქონდეს, საქმის შესრულება, რომელიც სხვა პირმა შეასრულა.
შესრულება სულმცირე ორაქტიანი მოქმედება უნდა იყოს, ანუ ამისთვის რაიმეს გადაცემა
არაა საკმარისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახლის გადახურვა ჩაითვლება
შესრულებად.

2)საქმე უნდა იყოს სხვისი-სხვის საქმედ ჩაითვლება „ობიექტურად სხვისი საქმე“


„ასევე სხვისი საქმე“ და „ნეიტრალური სხვისი საქმე“. ობიექტურად სხვისი საქმე
სახეზეა, მაშინ როცა საქმე რომელსაც შემსრულებელი ახორციელებს
განეკუთვნება მხოლოდ სხვისი ინტერესის სფეროს, ასევე სხვისი საქმე სახეზეა ,
როდესაც მეპატორნის გარდა იკვეთება თავად შემსრულებლის ინტერესი, ხოლო
ნეიტრალურად სხვისი საქმე სახეზეა მაშინ როდესაც არ იკვეთება არც
მეპატრონის და არც შემსრულებლის ინტერესი.

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს ობიექტურად სხვისი საქმე. ეს ისეთი საქმეა რომელიც


პირდაპირ და ცალსახად მიეკუთვნება სხვა პირის უფლებამოვალეობათა სფეროს, ანუ
სახლის გადახურვა გიგიშას უფლებამოვალეობა იყო, რომელიც შეასრულა გიგილომ.

3)სხვისი საქმის შესრულების ნება-ს.ს.კ-ის 975-ე მუხლის მიხედვით დავალების გარეშე


სხვისი საქმის შესრულების თავით გათვალისწინებული მუხლები არ გამოიყენება იმ
შემთხვევაში, თუ პირი სხვისი საქის შესრულებისას ვარაუდობდა რომ ეს საქმე სხვისი იყო,
ანუ შესრულებულ საქმეს პრაქტიკულად თავისად მიიჩნებდა, გაბატონებული მოსაზრების
მიხედვით, სხვისი საქმის შესრულების ნება ივარდაუდება ობიექტურად და ასევე სხვისი
საქმის შესრულების დროს, შესაბამისად უნდა დავასკვნათ რომ გიგილოს ამოძრავებდა
სხვისი საქმის შესრულების ნება.ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი საქმეების
შესრულებისთვის, რადგან იგი განასხვავებს ნამდვილ შესრულებას არანამდვილი
შესრულებისგან, ნებისა და ცოდნის ელემენტი გადამწყვეტია ამ საკითხში. თუმცა ხშირ
შემთხვევაში, ძალიან რთულია ნების მტკიცება, ამიტომაც მოქმედებს სასამართლო
პრაქტიკის მიერ განვითარებული პრეზუმცია: თუ ვასრულებთ ობიექტურად სხვის საქმეს ან
„ასევე სხვის საქმეს“, მაშინ ივარაუდება, რომ ვასრულებთ სხვისი საქმის შესრულების ნებით.
მოცემულ კაზუსში სახეზეა ობიექტურად სხვისი საქმე, შესაბაიმსად პრეზუმციის მიხედვით
შემსრულებლის ნებაც ივარაუდება.

4)დაინტერესებული პირის ინტერესისა და ნამდვილი ან სავარაუდო ნების შესაბამისად ამ


საქმის შესრულება-. საქმე უნდა შესრულდეს მეპატრონის ინტერესისა და ნების შესაბამისად.
ეს წინაპირობა მიჯნავს ნამდვილ მართებულ შესრულებას, ნამდვილი არამართებული
შესრულებისგან. ინტერესი და ნება სახეზე უნდა გვქონდეს ორივე ერთდროულად.ინტერესი
არის ობიექტური სარგებლიანობა, ხოლო ნება სუბიექტური დამოკიდებულება ამ სარგებლის
მიმართ. სახეზე გვაქვს ინტერესი, რადგან სახლის გადახურვა ზოგადად ობიექტურად
სასარგებლოდ ითვლება, თუმცა სახეზე არ გვაქვს ნება, რადგან სუბიექტურად სასარგებლო
არაა გიგიშასთვის სახლის გადახურვა, რადგან მის ორანჟერიას არ სჭირდება
სახურავი.გიგილოს კი ეგონა რომ გიგიშას სახლს სჭირდებოდა გადახურვა.მას ამოძრავებდა
საკუთარი სურვილი,კეთილი ნება რათა დახმარებოდა სხხვას,მაგრამ მისი ეს კეთილი ნება
ვერ ჩაითვლება გიგიშას ინტერესის სფეროდ,რადგან გგიგილოს თვალტახედვით კეთილი
საქმე გოიგიშასათვის ზიანის მიმყენებელი აღმოჩნდა.აქ აუცილებელია მეპატრონის
რეალური ნება,რომელიც გიგიშამ დააფიქსირა კიდევაც მეზობლებთან,რომ არავითარ
შემთხვევაში გადაეხურათ მისი სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ორანჟერია
განადგურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გიგილომ არ იცოდა გიგიშას დაფიქსირებული
ნება, ეს გაცხადებული ნება ძალაში რჩება ასევე გიგილოს წინაშეც. აქედან გამომდინარე
გიგილოს სესრულებული საქმე არ შეესაბამება გიგიშას ნამდვილ ნებასა და ინტერესებს,რის
გამოც სახეზე გვაქვს ნამდვილი არამართებული შესრულება.
5)საქმეების შესრულება უნდა მოხდეს დავალების ან სხვა უფლებამოსილების გარეშე-ს.კ-ის
969 მუხლის მიხედვით პირმა სხვისი საქმე უნდა შეასრულოს დავალების ან სხვა
საფუძვლის გარეშე, სხვა საფუძველში იგულისხმება მეპატრონესა და
შემსრულებელს შორის ურთიერთობა, რომელიც უმეტესწილად უნდა შეიცავდეს
დანახარჯების ანაზღაურებას. მოცემულ კაზუსში უკვე გამოიკვეთა რომ
გამოირიცხა მართებული შესრულება,ამიტომ ამ პირობას დიდი სამართლებრივი
მნიშვნელობა აღარ აქვს.

შუალედური დასკვნა-აღნინშული 5 წინაპირობის განხილვის შედეგად შეგვიძლია


დავასკვნათ,რომ სახეზე გვაქვს სხვისი საქმის ნამდვილი არამართებული
შესრულება.

ახლა უნდა განვიხილოთ ჰქონდა თუარა გიგილოს დანახარჯების ანაზღაურებისა და


ზიანის მოთხოვნის უფლება.ერთი შეხედვით შეიძლება მივიჩნიოთ,რომ გიგილოს ქონდა
ყოველივე ზემოაღნიშნულის მოთხოვნის უფლება,რადგან 969-ე მუხლის მიხედვით,იგი
მოქმედებდა კეთილსინდიიერად.გარდა ამისა 973-ე მუხლის მიხედვთ შემსრულებელს
უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის
გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.მაგრამ როგორც უკვე
განვავითარეთ მსჯელობა საქმე გვაქვს საქმის ნამდვილ არამართებულ
შესრულებასთან.ნამდვილი არამართებული შესრულებისას შემსრულებელი ვერ მოითხოვს
იმ დანახარჯების ანაზღაურებას, რაც გაწერილია 973-ე მუხლში, ანუ ვერ მოსთხოვს საქმის
შესრულებისთვის გაწეულ ნებაყოფლობით ხარჯებს სახლის გადახურვისთვის.ამასვე
აწერიგებს სსკ-ის 974,1 მუხლი,რომლლის თანახმადაც შემსრულებელს არ შეუძლია
მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება
ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს
შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით
გამოწვეული ზიანი.ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ეს წესი არ მოქმედებს, თუ
მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.კაზუსის ფაბულის მიხედვით გიგიშას
ნება არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა კანონის ნორმებს,ამიტომაც 974.1 მუხლის მიხედვით
გიგილო ვერ მოითხოვს გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას.

ახლა ჩნდება კითხვა:აქვს თუ არა გიგილოს უფლება მოითხოვოს გიგიშასაგან


ძვირადღირებული პერანგის დაზიანების გამო ანაზღაურება.აღსანიშნავია, რომ 974-ე
მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავს მხოლოდ დანახარჯების, ანუ ნებაყოფლობითი
ხარჯების ანაზღურებას და, არა ზიანის ანაზრაურებას. თუმცა მოცემული ნორმები უნდა
განიმარტოს 970-ე მუხლის სისტემური ადგილისა და ფუქნციის შესაბამისად. 970 მუხლის
მეორე ნაწილი აწესრიგებს ზიანის ანაზღაურებას სხვისი საქმეების შესრულებისას, თუმცა
იგი ფუნქციურად წარმოადგენს 973-ე მუხლის ფუნქციურ დანამატს. 973-ე მუხლი
აწესრიგებს ნებაყოფლობითი ხარჯების ანაზღურებას, 970-ე მუხლის მეორე ნაწილი კი
არანებაყოფლობითი ხარჯების ანაზღაურებას, თუმცა ორივე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ
ნამდვილი მართებული შესრულებისას, რადგან მათი მიზანია სხვისი საქმეების ნამდვილი
მართებული შემსრულებლის პრივილეგირება. ამგვარი შეზღუდვის გარეშე, სხვისი საქმეების
არანამდვილ შესრულებას საკმაოდ ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებდა და სხვის
საქმეებში „ცხვირის ჩაყოფა“ შედარებით მომგებიანი იქნებოდა. გარდა ამისა გიგილოს სულ
მცირე მოეთხოვებდა წინდახედულობის გამოჩენა,ლოგიკურად გაუმართლებელია სახლის
გადახურვა ასეთი ძვირადღირებული საროჩკით,მას შეეძლო ამის შეცვლა,არიყო ისეთი
აუცილებლობა,რომ სახურავის გადახურვა ვერ მოითმენდა,ამიტომ ასეთი
გაუთვალისწინებლობა უხეშ გაუფრთხილებლობაში უნდა ჩაითვალოს.აქედან გამომდინარე,
შესაბამისად გიგილო ვერც ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

შუალედური დასკვნა-გიგილოს არ აქვს უფლება გიგიშასაგან მოითხოვოს გაწეულის


ხარჯებისა და მიღებული ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 970 და 974.1 მუხლების საფუძვეელზე.

გიგიშას უფლება

ჰიპოთეზა-შესაძლოა გიგიშას ჰქონდეს გიგილოსაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის


უფლება სსკ-ის 974.1 მუხლის მიხედვით.

ანალიზი-როგორ წინა შემთხვევაში განვიხილეთ საქმე გვაქვს ხვისი საქმის


დავალების გარეშე შესრულებათან,რათა დაკმაყოფილებულ იქნა 5ივე
წინაპირობა,გარდა ამისა ვინაიდან გიგილოს ქმედება არ შეესაბამებოდა
მეპატრონის(გიგიშას) ნებასა და ინტერსებს ამიტომ მისი შესრულება იყო საქმის
ნამდვილი არამართებული შესრულება.

აუცილებელია განვიხილოთ გიგიშას უფლებები ამ შემთხვევაში.კაზუსის


ფაბულიდან ირკვევა,რომ მის ორანჟერეას მიადგა ზიანი,ამიტომ მას სრულებით აქვს
უფლება მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურება,რადგან ვიღაცისთვის კეთილი ნება
მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.იმ კონკრეტულ შემთხვევაში მას სულაც არ
აწყობდქა სახურავი,გარდა ამისა მისი ნება თავიდანვე განცხადებული
იყო.მსჯელობისას აუცილებლად დაგვჭირდება სსკ-ის 974.1 მუხლი რომლის
მიხედვითაც შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების
ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან
არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის
შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული
ზიანი.გიგილოს ობიექტური რეალობიდან შეეძლო გაეგო მეპატრონის ნება,არ
ემოქმედო თვითნებურად,მიუხედვად იმისა რომ მას ბოროტი განზრახვა არ
ჰქონია.მას შეეძლო ეკითხა მეზობლებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო
გადაწყვეტილება.აქედან გამომდინარე,მას ეკისრება შესრულებით გამოწვეული
ზიანის ანაზღაურება,რადგან ამის როგორც ობიექტური ისე კანონისმიერი
ვალდებულება სახეზეა

დასკვნა-არსებული კაზუსის მიხედვით გიგილოს არ აქვს უფლება გიგიშასაგან


მოითხოვოს გაწეული ხარჯებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 970 და
974.1 მუხლების საფუძველზე ,ხოლო გიგიშას თავის მხრივ აქვს უფლება გიგილოს
მოსთხოვოს შესრულებით მიყენებული ზიაანის ანაზღაურება სსკ-ის 974.1 მუხლის
საფუძველზე.

You might also like