You are on page 1of 4

დავალების ხელშეკრულება

დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეა- სრულოს მისთვის დავალებული


(მინდობილი) ერთი ან რამდენ- იმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე სამო- ქალაქო
კოდექსის 709-ე მუხლი).

დავალების ხელშეკრულებას გამოყენების ფართო სფერო აქვს. პირები ანდობენ ერთმანეთს ხელფასის
ობას, ნივთების შეძე- ნას, თავიანთი უფლებების დაცვას და სხვა.

დავალების ხელშეკრულების შინაარსის გარკვევისას ყურა– დღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ
რწმუნებული ას- რულებს მოქმედებებს, მაგრამ არა თავისი, არაში მარწმუნებ- ლის სახელით და მისი
მოქმედების შედეგად მესამე პირიან წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილე თვითონ კი არ ხდება,
არამადე მარწმუნებელი. რწმუნებულის მოქმედებით უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა,
შეიცვლება ან შეწყდება მარწმუ- ნებლისათვის.

დავალების ხელშეკრულება კონსენსუალურია. როგორც წესი ის უსასყიდლოა, თუმცა შეიძლება


სასყიდლიანიც იყოს. მარწმუ- ნებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოვალე გადაუხადოს რწმუ- ნებულს
გასამრჯელო, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკ- რულებით ან კანონით. გასამრჯელოს ოდენობა,
თუ დავალების ხელშეკრულება სასყიდლიანია, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვ- რება. გასამრჯელო
ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედჯიომედების შესრულება მხოლოდ
„ანაზდაუ- რებით არის მოსალოდნელი. თუ მხარეები გასამრჯელოს ოდე- ნობაზე არ შეთანხმებულან,
მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ხოლო ნიხრის
არარსებობისას ჩვეულებრივი გასამრჯელო (სამოქალაქო კოდ- ექსის 710-ე მუხლი).

სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება ორმხრივია. ორმხ- რივია ის მაშინაც, როცა მარწმუნებელმა


უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეუ- ლი
აუცილებელი ხარჯები (მაგალითად, თუ დავალების შესასრუ- ლებლად აუცილებელია სხვა ადგილზე
წასვლა მოგზაურო- ბის ხარჯები და სხვა).

დავალების ხელშეკრულების მხარეები არიან მარწმუნებელი და რწმუნებული, რომლებიც შეიძლება


იყვნენ ქმედუნარიანი ფიზ- იკური პირები და იურიდიული პირები ამ ხელშეკრულებაში მეტად
მნიშვნელოვანია მხა რეთა ურთიერთნდობის მომენტი. მხ- არეთა ურთიერთნდობა დავალების
ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, მარწმუნებელი ჩვეულებრივ ირჩევს ისეთ რწმუნე-
ბულს, რომელსაც ენდობა და რომლის ცოდნასა და გამოც- დილებაში დარწმუნებულია.
რწმუნებულიც, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ პირს დაეხმაროს, რომელიც, მისი აზრით, შეასრულებს
მარწმუნებლის მოვალეობას.

დავალების ხელშეკრულების საგანი შეიძლება გამოიხატოს დოკუმენტზე ხელმოწერაი, საქონლის ან


სამუშაოს მიღება- ში, სხვადასხვა გარიგებათა დადებაში და სხვ. ამასთან, ზოგი- ერთი მოქმედება არ
შეიძლება დავალების ხელშეკრულების სა- განი იყოს. ეს ისეთი მოქმედებებია, რომლებიც მათი
ხასიათის ან კანონის მოთხოვნის გამო პირადად პირმა უნდა შეასრულოს მაგალითად, მშობლის
უფლება, ქორწინება და განქორწინება, ანდერძის შედგენა და სხვა).

დავალების ხელშეკრულების ფორმაზე კანონი არ მიუთითებს, ამიტომ ფორმის საკითხისგან


საზღვრისას უნდა ვიხელმძღვ- „ანელოთ საერთო წესებით გარიგების ფორმის შესახებ.

დავალების ხელშეკრულებაში ვადა განისაზღვრება იმ მოქმე- დების თავისებურებებით, რომელიც


რწმუნებულმა უნდა შეასრუ- ლოს. თუ რწმუნებულისათვის დავალებული მოქმედება ისეთია, რომ ის
უნდა შესრულდეს ზუსტად დადგენილ დროს, მაშინ შეთანხმებით დრო შეიძლება ზუსტად იქნეს
განსაზღვრული. უფრო ხშირად მხარეები თანხმდებიან დროის პერიოდზე, რომ- ლის განმავლობაშიც
მარწმუნებლისათვის სასურველია მოქმედების შესრულება. დროის განსაზღვრის ასეთი თავისებურება
გამომდინა- რეობს დავალების ხელშეკრულებას ბუნებიდან რწმუნებული მარწმუნებელს სასურველი
შედეგის მიღწევის სრულ გარან- ტიას კი არ აძლევს, არამედ პირდება ყველა აუცილებელი ზომების
მიღებას მის მისაღწევად. ამიტომ ხელშეკრულების ვადა არ ჩაითვლება იმ ვადაში, რომლის გასვლისას
რწმუნებუ- ლი ჩაითვლება მოვალედ, რომელმაც ვადა გადააცილა.
რწმუნებული მოვალეა შეასრულოს. მარიენებლის მითითე- ბები. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს
მარწმუნებლის მითითე- ბებს, თუ გარემოებიდან გამომდინარე მას შეელია ივარაუდოს, რომ
მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული
მოვალეა მთები- საგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელო- დოს მარწმუნების
გადაწყვეტილებას. ამასთან, რწმუნებულ ს შეუძლია არ დაელოდოს მარწმუნებლის გადაწყვეტილებას,
თუ დაყოვნებით მარწმუნებულს შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.

რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის მითითების შესრუ- ლებამ ამ უკანასკნელს შეიძლება


მნიშვნელოვანი ზიანი მიაყ- ვნოს. ასეთი მითითების შესრულება რწმუნებულს მხოლოდ მას შემდეგ
შეუძლია, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის თაობა- აზე, ხოლო ის არ შეცვლის ივის მითითებას
(სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლი).

რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს. კანონი უფლებას აძლევს რწმუნებულს


გადაანდოს ნაკისრი მოქმედების შესრულება სხვა პირს (მოადგილეს). რწმუნებულს მოქმედების
შესრულების გადანდობა სხვა პირისათვის იმ შემთხვევაში შეუ- ძლია. თუ საამისოდ ნება დართო
მარწმუნებელმა ანდა იძულე- ბული იყო ასე მოქცეულიყო შექმნილი გარემოების გამო.

როცა რწმუნებული სათანადო მოთხოვნის დაცვით გადაან- დობს მოქმედების შესრულებას სხვა პირს
(მოადგილეს), ის პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მიუძღვის გადანდობისა და ამ
პირის შერჩევისათვის. მაგალითად, მოადგ- ილის არასათანადო კვალიფიკაციისათვის და არა
მოადგილის მიერ დავალებული მოქმედების შესრულებაზე. თუ რწმუნებული კეთილსინდისიერად
მოეკიდა მოადგილის შერჩევას, ამ უკა- ნასკნელის სამას გისებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იყო,
მაგრამ მას არ შვასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა მინდობილი საქმე, მარწმუნებლის წინაშე
თვითონ უნდა აგოს პასუხი და არა რწმუნებულმა (სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლი).

დავალების შესასრულებლად დაშვებულია დამხმარე პირთა ჩართვაც. რწმუნებული ზოგიერთი


ფაქტობრივი მოქმედების შესა- სრულებლად მიმართავს სხვა პირს (საქონელმცოდნეს, მტვირ- თავს და
სხვა) ასეთ შემთხვევაში მარწმუნებლის თანხმობა საჭირო არ არის და მის მოქმედებაზე რწმუნებულია
პასუხ- ისმგებელი.

რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნი


მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და შესრულების შემდეგ კი
ჩააბაროს ანგარიში. რწმუნებულის ეს ვალდებულება განსაკუთრებით მაშინ იძენს პრაქტიკულ
მნიშვნელობას, როცა დავალების შესრულება გარკვეულ დროს და მთელი რიგი მოქმედე- ბის
შესრულებას ითხოვს. მარწმუნებელს საშუალება ეძლევა თვალყური ადევნოს შესრულების
მიმდინარეობას. საჭირო შემთხ- ვევაში შეცვალოს თავისი მითითებები და მიიღოს ზომები თავი- სი
ინტერესების დასაცავად. მარწმუნებლისათვის ანგარიშის ჩაბარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
როცა დავალებული მოქმედების შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ხარჯებს მხა– რეებმა შეიძლება
შეთანხმებით შეზღუდონ ან გამორიცხონ რწ- მუნებულის აღნიშნული მოვალეობები. ასეთი
შეთანხმება საჭიროებს წერილობით ფორმას (სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლი). კანონი
ითვალისწინებს რწმუნებულის მიერ საიდუმლოების შენახვის მოვალეობას. მას ევალება არ
გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისვის ცნობილი ფაქები, რომელთა საიდუმლოდ
შენახვით მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის საფუძველზე არ
არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას დართავს რწმუნებულს
გაამღავნოს იგი მაგალითად, თუ მარწმუნებელმა დაავალა რწმუნებულს შემნახველი ბანკიდან თანხის
მიღება და მას არ სურს, რომ სხვა პირებმა იცოდნენ ამის შესახებ, რწმუნებულმა უნდა შეასრულოს ეს
მოთხოვნა, მაგრამ თუ ამის ცოდნა - აუცილებელია სასამართლოსავის, მაშინ რწ- მუნებულმა უნდა
გაამჟღავნოს გი). ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობას ის თავისებურებაც ახასიათებს, რომ ის არ
წყდება სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც (სამო- ქალაქო კოდექსის 714-ე
მუხლი).

რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო დავალებული


მოქმედების შესასრულებლად და არ გამოუყენებია ამისათვის (მაგალითად, ავანსი ხარჯებისათვის
რაც არ გამოუყენებია), აგრეთვე ისიც, რაც შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან
დაკავშირებით. თუ ფული, რომელ- იც რწმუნებულს უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის, ან
გამოეყენებინა მისთვის, რწმუნებულმა თავისთვის გამოიყენა, იგი ვალდებულია დააბრუნოს
პროცენტებთან ერთად (სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლი).

კრედიტორებთან რწმუნებულის ურთიერთობაში მარწმუნებლის ქონებად ჩაითვლება ის ქონება,


რომელსაც რწმუნებული დავალე- ბული მოქმედების შესრულებისას შეიძენს თავისი სახელით, მაგრამ
მარწმუნებლის ხარჯზე, აგრეთვე ქონება, რომელიც მარწმუნებელმა გადასცა დავალებული
მოქმედების შესასრუ- ლებლად (სამოქალაქო კოდექსის 716-ე მუხლი).

მარწმუნებელი მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს დავალე- ბული მოქმედების შესასრულებლად


გაწეული აუცილებელი ხარ- ჯები. რწმუნებულს შეუძლია მოითხოვს. მარწმუნებლისაგან ავანსი იმ
ხარჯებისათვის, რომელიც მას უნდა აუნაზღაურდეს. თუ წინასწარ მიცემული ავანსით არ დაიფარება
ფაქტობრივად გაწეუ- ლი ხარჯები, მაშინ მარწმუნებელმა უნდა გადაუხადოს რწმუ- ნებულს
დამატებით ის თანხა, რაც ავანსით არ დაიფარა. ხარ- ჯების ანაზღაურების საკითხი არ დადგება, თუ
შეთანხმებით ხარჯები – გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს (სამოქალაქო კოდე- ქსის 717-ე მუხლი).

კანონი ითვალისწინებს მარწმუნებლის მიერ მისი ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურების
მოვალეობას, რომელიც მიადგა რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებასთან
დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად, რაც მარ- წმუნებლის მითითებებმა გამოიწვიეს.
აქ ისეთი შემთხვევები იგ- ულისხმება, როცა მარწმუნებელი ისეთი მოქმედების შესრუ- ლებას ავალებს
რწმუნებულს, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს შეიცავს (მაგალითად,
ცეცხლ- მოდებული სახლიდან ბავშვის გამოყვანას). მოცემულ შემთხ- ვევაში ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ ზიანი გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს, ან თუ ზიანი გამოწვეულია
რწმუნებულის მოქმედებით. თუ სადავო გახდება ზიანის გასამრ- ჯელოთი დაფარვა, ე. ი. თუ სადავო
გახდება შეთანხმების არსებობა ზიანის გასამრჯელოთი დაფარვის შესახებ, მაშინ მტკიცების
მოვალეობა ეკისრება რწმუნებულს (სამოქალაქო კოდექსის 718-ე მუხლი).

მარწმუნებლისათვის ზიანის მიყენებისათვის რწმუნებული პა- სუხს აგებს დადგენილი საერთო წესით,
ხოლო თუ ის უსასყიდ- ლოდ ასრულებს დავალებულ მოქმედებას, მაშინ მხოლოდ გან- ზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის (სამოქალაქო კოდექსის 719-ე მუხლი).

ზემოთ მითითებული იყო, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა


ურთიერთნდობას სწორედ ეს გარე- მოება განსაზღვრავს “იმას, რომ ვალდებულების შეწყვეტის საერ-
თო საფუძვლების გარდა კანონი ითვალისწინებს დავალების ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის
შესაძლებლობას. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებ- ისმიერ დროს.
შეთანხმება ამ უფლებაზე უარის თქმის შესახებ ბათილია. მარწმუნებელსა და რწმუნებულს
ცალმხრივად შეუ- ძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება არასაპატიო მიზეზითაც კი. რწმუნებულს
უფლება აქვს უარი განაცხადოს დავალების ხელშეკ- რულებაზე მაშინაც კი, როდესაც მარწმუნებელი
მოკლებული იყო შესაძლებლობას სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერ- ესები, მაგრამ ასეთ
შემთხვევაში რწმუნებულმა უნდა აუნაზღაუ- როს მარწმუნებელს ხელშეკრულების შეწყვეტით
მიყენებული ზიანი ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება, თუ რწმუ- ნებულს ხელშეკრულების
შესაწყვეტად მნიშვნელოვანი საფუძ- ველი ჰქონდა.

მარწმუნებელს, ის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას, ეკისრება რწმუნებულისათვის ყველა იმ


აუცილებელი ხარჯის ანაზღაურება, რაც დავალებული მოქმედების შესრულების დროს გასწია, ხოლო
თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, გასამრ- ჯელოს გადახდა შესრულებული სამუშაოს კვალობაზე
(სამოქა- ლაქო კოდექსის 720-ე მუხლი).

აღნიშნულის გარდა, კანონი ითვალისწინებს დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა


საფუძვლებს. ასეთებია – ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარის გარდაცვალება, ან ქმედუუნ- აროდ
აღიარება. ამასთან, ერთგვარად განსხვავებულ შედეგებთან გვაქვს საქმე იმის მიხედვით, რწმუნებული
გარდაიცვალა ან ქმედუუნაროდ იქნა აღიარებული, თუ მარწმუნებელი.
მარწმუნებლის გარდაცვალება ან ქმედუნარობის დადგომა არ წყვეტს ხელშეკრულებას, თუ სხვა რამ არ
არის შეთანხმე ბული ან არ გამოშდინარეობს დავალების შინაარსიდან. იმ შემთხ- ვევაშიც კი, როცა
ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარ- დაცვალების ან ქმედუუნარობის გამო, რწმუნებული
ვალდებუ- ლია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება ზიანის
წარმოშობის საფრთხეს შექმნის, ვიდრე მემკვიდრეები ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი
არ მი- იღებს აუცილებელ ზომებს. ამასთან, ხელშეკრულებითი ურთ იერთობა ჩაითვლება
გაგრძელებულად.

მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგო- მის გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას


რწმუნებულისათვის ხელშეკრულება გრძელდება მანამდე, ვიდრე მას არ აცნობებენ ხელშეკრულების
შეწყვეტის საფუძვლების შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლი).

რწმუნებულის გარდაცვალება დავალების ხელშეკრულების შეწყვეტას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუ


სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

რწმუნებულის მემკვიდრეები ვალდებული არიან შეატყობინ- ონ მარწმუნებელს რწმუნებულის


გარდაცვალების შესახებ და მიიღონ აუცილებელი ზომები მარწმუნებლის ინტერესების დასა- ცავად
(სამოქალაქო კოდექსის 722-ე მუხლი).

@გიორგი ობოლაძე

You might also like