You are on page 1of 3

1.

ვალდებულება, მისი წარმოშობის ტავისებურებები და საფუძლები

2. რეალური ხელშეკრულებების თავისებურებები

1. რომის სამართლის წყაროებში ვალდებულებას ეწოდება ობლიგაციო. ზოგადად


ვალდებულების ცნება ძველ რომის სამართალში არ ჩამოყალიბებულა . ვალდებულების
ცნება დროთა განმავლობაში შეიმუშავეს რომაელმა იურისტებმა . იუსტინიანეს კრებულის
ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ინსტიტუციები ვალდებულების ზოგად განმარტებას
იძლევა. კერძოდ კი ,, ვალდებულება სამართლებრივი ბორკილებია, რომლებიც ჩვენ
გვაიძულებენ შევასრულოთ რაიმე, ჩვენი სახელმწიფოს კანონების მიხედვით“. ზოგადად
სიტყვა ბორკილი არ იყო უბრალოთ სიტყვები და არც გადატანითი მნიშვნელობით
იხმარებოდა. მაგალითად 12 ტაბულის კანონებში ვიგებთ, რომ კანონი ვალის
არაგადამხდელის ანუ მოვალის შეკვრას თოკით ან მისთვის ბორკილების დადებას
ითვალისწინებდა და თავად ბორკილების სიმძიმეც კი განსაზღვრული იყო კანონით .
ახალი წელთაღრიცხვისთვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის უკვე ქონებრივი
პასუხისმგებლობა დაწესდა ანუ ფიზიკური ბორკილები უკვე იურიდიულმა შეცვალა .

ვალდებულებაში ორი მხარის სამართლებრივი დაპირისპირებაა . 1. კრედიტორის,


რომელსაც აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარეს ვალდებულების შესრულება, და 2.
მოვალე, რომელმაც უნდა შეასრულოს ვალდებულება. რომაელი იურისტების მიხედვით
ვალდებულების შესრულება ზოგადად ნიშნავს 1. რაიმე ნივთის გადაცემას, 2. რაიმეს
გაკეთებას ან პირიქით(რაიმე ქმედებისგან თავის შეკავება ) და 3. რაიმე მომსახურეობის
გაწევას, ან სხვისი ვალდებულების თავის თავზე აღებას.

რომაელ იურისტებს განსხვავებული შეხედულება გააჩნიათ ვალდებულების წარმოშობის


საფუძვლების საკითხზე. იურისტთა უმრავლესობა მიუთითებდა, რომ ვალდებულების
წარმოშობის მხოლოდ ორი გზა (საფუძველი) არსებობდა: 1. ვალდებულებანი რომლებიც
წარმოიშობა ხელშეკრულებიდან და 2. ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშობა ზიანის
მიყენებიდან, ანუ დელიქტიდან.

რომაელი იურისტი გაიუსი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს სამ ჯგუფად ყოფდა :


1. ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშბა ხელშეკრულებიდა. 2. ვალდებულებანი,
რომლებიც წარმოიშობა ზიანის მიყენებიდან ან უფლების დარღვევიდან -დელიქტებიდან
და 3. ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშბა სხვა დანარჩენი მიზეზებიდან . გაიუსი სხვა
ადგილზე უკვე ვალდებულების წარმოშობის ოთხ საფუძველს ასახელებს: 1.
ვალდებულების წარმოშბა ხელშეკრულებიდან. 2. ვალდებულებანი წარმოშობილი
თითქოს ხელშეკრულებიდან კვაზი-ხელშეკრულება. 3. ვალდებულება წარმოშობილი
ზიანის მიყენებიდან. 4. ვალდებულებანი წარმოშობილი თითქოს ზიანის მიყენებიდან
(კვაზი-დელიქტი).

ვალდებულების წარმოშობის ოთხნაწილიანი კვალიფიკაცია მოცემულია იუსტინიანეს


ინსტიტუციებში. რომის სამართალი ვალდებულების სახეებს გარდა ზემოთ აღნიშნულისა
ტოფდა ასევე: 1. ნატურალურ ვალდებულებებად და 2. ცივილურ ვალდებულებებად .

ცივილური ვალდებულებები ისეთი ვალდებულებებია, რომელიც წარმოიშობოდა


სარჩელის წარდგენის შედეგად. ესეიგი ცივილური ვალდებულებებისათვის მთავარი იყო
ფორმალური მომენტი, სარჩელის წარდგენა. ნატურალური ვალდებულება კი ისეთ
ვალდებულებას გულისხმობდა, როცა სახეზე არ იყო სარჩელი, მაგრამ მოვალეს
პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ვალდებულების შესრულებაზე. მაგ . მშობლების
პასუხისმგებლობა შვილების ვალებზე.

2. დადების წესის მიხედვით ძელი რომაული სამართლიდან შეგვიძლია 4 სახის


ხელშეკრულება გამოვყოთ. 1. რეალური ხელშეკრულება. ეს ისეთი ხელშეკრულებაა ,
რომელიც გულისხმობს ნივთის უშალოდ გადაცემას. 2. ლიტერარული ხელშეკრულება-
ნამდვილობისათვის მოითხოვს დოკუმენტის შედგენას, ანუ წერილობით გაფორმებას . 3.
კონსესუალური ხელშეკრულება- ისეთი ხელშეკრულებაა, რომლის ნამდვილობისთვის
საკმარისია შეთანხმება, ყოველგვარი სხვა ფორმალობების გარეშე. 4. ვერბალური
ხელშეკრულება- ისეთი ხელშეკრულებაა, რომელიც სიტყვიერად იდებოდა და საჭირო არ
იყო მისი წერილობით გაფორმება, მაგრამ საჭირო იყო განსაზღვრული სიტყვების
წარმოთქმა.

როგორც უკვე ავღნიშნე რეალური ხელშეკრულება ისეთი ხელშეკრულებაა , როდესაც


ხდება ნივთის გადაცემაც, რეალური ხელშეკრულების სახეებია : სესხის , ნათხოვრობის ,
შენახვის, დაგირავების ხელშეკრულებები.

სესხის ხელშეკრულების ძალით გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს გარკვეული


ხარისხის, გარკვეული ოდენობისა თუ გარკვეული ღირებულების ნივთებს, სურსათ-
სანოვაგეს, ფულს. მსესხებელი ღებულობს ამ ნივთების საკუთრებაში და ვალდებულებას
კისრულობს დააბრუნოს ასეთივე სახის, ასეთივე რაოდენობისა თუ ღირებულების
საქონელი. მსესხებელი ვალდებულია პასუხი აგოს ნივთის განადგურების შემთხვევაში
მაშინაც კი, თუ მას არ უსარგებლია, არ გამოუყენებია ეს ქონება და ნივთი. სესხის
ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება, ესეიგი ვალდებულება წარმოიშვება არა
უბრალოდ შეთანხმებით, არამედ მხოლოდ ნივთის გადაცემის შემდეგ.

თხოვების ხელშეკრულების ძალით ერთი პირი მეორეს უთმობდა გარკვეულ კონკრეტულ


ნივთს უსასყიდლოდ სარგებლობისათვის, გარკვეული დროით, იმ პირობით, რომ
სარგებლობის შემდეგ იმავე ნივთს უვნებლად და დაუზიანებლად დაუბრუნებდა .
თხოვების ხელშეკრულებაც რეალური ხელშეკრულებაა. ამ ხელშეკრულებით მოვალეობა
ეკისრება ნივთის მიმღებს. იგი ვალდებულია პასუხის აგოს ნივთის დაზიანებისათვის
ყველა შემთხვევაში- როგორც უხეში გაუფრთხილებლობის ისე მსუბუქი
დაუდევრობისთვისაც. ნივთის მიმღები ვალდებული იყო ნათხოვარი ნივთი შეენახა ან
გამოეყენებინა სათანადო წესების დაცვით, გამოეჩინა ნივთის მიმართ მზრუნველობა , არ
წაეხდინა იგი და მხოლოდ მაშინ გათავისუფლდებოდა ნივთის გაფუჭების
პასუხიმგებლობისაგან. თხოვების ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა , აქ ნივთის
გამცემს მოვალეობა ეკისრება გადასცეს ხარისხიანი ნივთი და უფლებამოსილია
მოითხოვოს მისი ასეთსავე ხარისხში დაბრუნება.

თხოვების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების ძალით ერთი მხარე გადასცემდა მეორე


მხარეს, შემნახველს ნივთს თუ ტვირთს, ქონებას უსასყიდლოთ შესანახად. ეს
ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, ვალდებულება წარმოიშობა ნივთის
გადაცემის შემდეგ. ნივთის შესანახად გადამცემი, მიმბარებელი შეიძლება იყოს ან არ
იყოს ამ ნივთის მესაკუთრე; შენახვის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს
ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. ნივთის მიმბარებლის მიზანია ნივთის შენახვა .
ნივთის შემნახავი არც მესაკუთრე ხდება და არც მფლობელი, თუ მოსარგებლე დაცულია ,
ნივთის შესანახად გადაცემა შეიძ₾ება იყოს განსაზღვრული დროით ან მოთხოვნამდე .
შენახვის ხელშეკრულება უსასყიდლო ხელშეკრულებაა. ამით განსხვავდება ეს
ხელშეკრულება ქირავნობის ხელშეკრულებისგა, რადგან შენახვის ხელშეკრულება
უსასყიდლო ხელშეკრულებაა, მიმღებს არა აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარეს
საზღაური ნივთის შესანახად, მიმბარებელს კი უფლება აქვს მოსთხოვოს შემნახველს
თავისი ნივთის უვნებლად შენახვა და გარკვეულ დროში დაბრუნება.

გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის ხელშეკრულების ძალით ნივთის


დამგირავებელი მზად იყო ხელშეკრულების შესასრულებლად და , თუ იგი არ
შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულელებს, დაგირავებულ
ნივთს კარგავდა. ნივთის დაგირავებისას დამგირავებელ მხარეს ეკისრებოდა გარკვეული
მოვალეობები კერძოდ, მას უნდა დაეგირავებინა ხარისხიანი ნივთი და ზიანი არ უნდა
მოეტანა გირაოს ამღებისათვის (მაგალითად დააგირავა ავადმყოფი საქონელი ) ხოლო
გირაოს ამღები ვალდებული იყო მზრუნველობით მოჰკიდებოდა ნივთს, ხელშეკრულებით
დათქმული პირობების სრულების შემდეგ დაუბრუნდებოდა იგი დამგირავებელს .

You might also like