You are on page 1of 2

დელიქტური ვალდებულებანის თავისებურებანი

პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი


მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.ზიანი არის
ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების ან კეთილდღეობის
დამცირება,განადგურება, იგი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი
წერტილია.ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი.
ასეთ სამართლებრივად მნიშვნელოვან და დაცული ზიანიმოვალისთვის
პასუხისმგებლობის შესაძლებელია, თუ არსებობს შემდეგი ოთხი ელემენტი: 1)
მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. 2) ზიანი. 3) მიზეზობრივი კავშირი
მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის. 4) მოვალის ბრალი.
ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის
არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის
მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს ზიანის მომტანი ცნობების


გავრცელების შედეგებს,კერძოდ, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად
ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს,
ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად
არასწორია.ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი
გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი
ინტერესების დაცვას.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ


ქმდუნარიან ფიზიკურ პირს,რომელსაც თავისი მქომედებით შეუძლია შეიძინოს და
განახორციელოს სამოქალაქო უფლებები,იკისროს სამოქალაქო მოვალეობების
შესრულება.კანონით დადგენილია,რომ პირი ქმედუანრიანობას იძენს18წლის
ასაკიდან.ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის,
რომელიც მან სხვას მიაყენა.მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის
მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი,
რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი
პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ
შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ
არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი
მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი
ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანინის ასანაზღაურებლად, დამატებით
პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც. მხარდამჭერის მიმღების
მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეკისრება მხარდამჭერის მიმღებს,იმ
შემთხვევის გარდა,როცა მას მხარდამჭერის მიმრებიი ზიანის თავიდან
ასაცილებლად დაენიშნა.დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის
მდგომარეობაში მყოფი პირი პასუხს არ აგებს მიყენებული ზიანისათვის.ეს წესი არ
ვრცელდება,თუ პირმა თავად ჩაიგდო თავი ამ მდგომარეობაში(ალკოჰოლით ან
ნარკოტიკული საშუალებით).

პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი,რომელიც მისმა მუშაკმა მიაყენა მესამე


პირს, ზიანის ანაზღაურება გამოირიცხება თუ იგი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

ზიანის დადგომაში რამდენიმე პირის მონაწილეობისას,ისინი ასუხს აგებენ


სოლიდარული მოვალეების მსგავსად.

ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან


აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ
პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.მომეტებული საფრთხის მქონე
შენობის დაზიანების შემთხვევაში პასუხს აგებს შენობის მესაკუთრე.ცხოველის
მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას
მიაყენა.

დაზარალებულის გარდაცვალებისას ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა


აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს,რომელთა რჩენაც დაზარალებულს
ევალებოდა.სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული
ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის
ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით.
ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ
ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას,დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების


მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა
დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის
შესახებ.

You might also like