You are on page 1of 2

იმის მიხედვით, თუ საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელ სფეროს აწესრიგებენ,

სამართლებრივ ნორმებს აჯგუფებენ სამართლის ცალკეული დარგების მიხედვით:


მაგალითად, სამართლებრივი ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ ქონებრივ და მასთან
დაკავში რებულ პირად არაქონებრივ ურთიერთობებს, ქმნიან სამართლის დარგს,
რომელსაც სამოქალაქო სამართალი ეწოდება, სამართლებრივი ნორმები, რომლებიც
შრომით ურთიერთობებს, შრომის პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს
აწესრიგებენ, ქმნიან სამართლის დარგს, რომელსაც შრომის სამართალი ეწოდება და ა. შ.
მაშასადამე, სამართლის საგანი არის ის, რისკენაც მიმართულია რეგულირება, ის, რასაც
სამართალი არეგულირებს.
საერთაშორისო სამართლის საგანია სახელმწიფოთა (აგრეთვე საერთაშორისო
სამართლის სხვა სუბიექტთა) შორის ურთიერთობების დარეგულირება. საერთაშორისო
სამართლებრივი ურთიერთობები გადის ერთი ქვეყნის კომპეტენციის, იურისდიქციის
ფარგლებიდან და იგი ხდება რამდენიმე სახელმწიფოს ან მთლიანად საერთაშორისო
საზოგადოების ობიექტი.
საერთაშორისო კერძო სამართალში რეგულირების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო
დონის ურთიერთობებში წარმოქმნილი სამოქალაქო, კერძო სამართლებრივი
ურთიერთობები (ზოგჯერ მას საერთაშორისო სამოქალაქო ურთიერთობებსაც
უწოდებენ), იქნება ეს ქონებრივი თუ პირადი არაქონებრივი ურთიერთობები. ანუ ისე-
თი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებშიც მონაწილეობს უცხოური
ელემენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სკს-ის რეგულირების
საგანია ის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც დატვირთულია
უცხოური ელემენტით და, ამასთან ერთად, აუცილებელია ამ ორივე საფუძვლის
ერთდროულად არსებობა, რომ ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა მივაკუთვნოთ
საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროს.

რაც შეეხება საერთაშორისო კერძო სამართლის ცნებას, უნდა აღნიშნოს, რომ


საერთაშორისო კერძო სამართლის ცნების მიმართ ორი საპირისპირო შეხედულება
არსებობს: ერთი შეხედულების თანახმად, საერთაშორისო კერძო სამართლის ფუნქციაა
მიგვითითოს, თუ რომელი ქვეყნის სამართლებრივი სისტემა უნდა გამოვიყენოთ.ის
მოგვაგონებს საინფორმაციო ბიუროს რკინიგზის ვაგზალზე, „სადაც მგზავრს შეუძლია
გაიგოს, თუ რომელი პლატფორმიდან გადის მისი მატარებელი.“. მეორე შეხედებულება
კი ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულს. პირველი შეხედულების მომხრეთა
თვალსაზრისით, საერთაშორისო კერძო სამართალი მოიცავს მხოლოდ საკოლიზიო
ნორმებს, რომლებიც მიუთითებენ, თუ რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს
გამოყენებული უცხოური ელემენტით დატვირთული სამოქალაქო სამართალებრივი
ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.გერმანული დოქტრინის თანახმად,
საერთაშორისო კერძო სამართალს მიეკუთვნება მხოლოდ საკოლიზიო ნორმები და რომ
საერთაშორისო კერძო სამართალი – ესაა საკოლიზიო ნორმების ერთობლიობა. ხოლო
რუსული დოქტრინის მიხედვით,საკოლიზიო ნორმების გარდა იგი მოიცავს
მატერიალურ სამართლებრივ ნორმებს,რომლებიც არეგულირებენ სამართლებრივ
ურთიერთობებს უცხოური ელემენტებით და საერთაშორისო სამოქალაქო პროცესს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის თანხმად,
საერთაშორისო კერძო სამართალი მოიცავს კოლიზიურ ნორმებს, რომელთა მეშვეობით
შეიძლება განვსაზღვროთ, თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება საერთა-
შორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აგრეთვე იმ
საპროცესო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ ასეთი სამართლებრივი
ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების განხილვის წესს.
ამა თუ იმ ქვეყნის სასამართლო, რომელიც იხილავს საერთაშორისო კერძო
სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ საქმეს – ხელმძღვანელობს მხოლოდ
თავისი ქვეყნის საპროცესო ნორმებით.ამდენად შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ
საჯარო სამართლის ის დარგი, როგორიცაა სამოქალაქო პროცესი, საერთაშორისო
საპროცესო სამართალი, შედის საერთაშორისო კერძოსამართლის სფეროში, როგორც ეს
ფართოდაა გავრცელებული და აღიარებული.
საპროცესო სამართალი და კერძოდ საერთაშორისო საპროცესო სამართალი არ შეიძლება
მივაკუთვნოთ საერთაშორისო კერძო სამართალს.საერთაშორისო კერძო სამართალი
არის საკოლიზიო და საპროცესო ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ,
თუ რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო კერძო
სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აგრეთვე რა პირობების
არსებობისას და ამ ურთიერთობების თავისებურებებით განპირობებული როგორი
წესების დაცვით შეუძლიათ ნაციონალურ სასამართლოებს, რომ ასეთი კატეგორიის
საქმეები განიხილონ.

You might also like