You are on page 1of 2

იმის მიხედვით, თუ საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელ სფე-

როს აწესრიგებენ, სამართლებრივ ნორმებს აჯგუფებენ სამართლის


ცალკეული დარგების მიხედვით: მაგალითად, სამართლებრივი
ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ ქონებრივ და მასთან დაკავში-
რებულ პირად არაქონებრივ ურთიერთობებს, ქმნიან სამართლის
დარგს, რომელსაც სამოქალაქო სამართალი ეწოდება, სამართლებ-
რივი ნორმები, რომლებიც შრომით ურთიერთობებს, შრომის პრო-
ცესში წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებენ, ქმნიან სამა-
რთლის დარგს, რომელსაც შრომის სამართალი ეწოდება და ა. შ.
მაშასადამე, სამართლის საგანი არის ის, რისკენაც მიმართულია რე-
გულირება, ის, რასაც სამართალი არეგულირებს.

საერთაშორისო სამართლის საგანია სახელ-


მწიფოთა (აგრეთვე საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა)
შორის ურთიერთობების დარეგულირება. საერთაშორისო სამა-
რთლებრივი ურთიერთობები გადის ერთი ქვეყნის კომპეტენციის,
იურისდიქციის ფარგლებიდან და იგი ხდება რამდენიმე სახელმწი-
ფოს ან მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ობიექტი.

საერთაშორისო კერძო სამართალში რეგულირების საგანს წარმოა-


დგენს საერთაშორისო დონის ურთიერთობებში წარმოქმნილი სა-
მოქალაქო, კერძო სამართლებრივი ურთიერთობები (ზოგჯერ მას
საერთაშორისო სამოქალაქო ურთიერთობებსაც უწოდებენ), იქნება
ეს ქონებრივი თუ პირადი არაქონებრივი ურთიერთობები. ანუ ისე-
თი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებშიც
მონაწილეობს უცხოური ელემენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სკს-


ის რეგულირების საგანია ის კერძო-სამართლებრივი ურთიერთო-
ბები, რომლებიც დატვირთულია უცხოური ელემენტით და, ამასთან
ერთად, აუცილებელია ამ ორივე საფუძვლის ერთდროულად არსე-
ბობა, რომ ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა მივაკუთვნოთ
საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროს.

რაც შეეხება საერთაშორისო კერძო სამართლის ცნებას, უნდა აღნიშნოს, რომ


საერთაშორისო კერძო სამართლის ცნე-
ბის მიმართ ორი საპირისპირო შეხედულება არსებობს: ერთი შეხე-
დულების თანახმად, საერთაშორისო კერძო სამართლის ფუნქციაა
მიგვითითოს, თუ რომელი ქვეყნის სამართლებრივი სისტემა უნდა
გამოვიყენოთ.ის მოგვაგონებს საინფორმაციო ბიუროს რკინიგზის ვაგზალზე,
„სადაც მგზავრს შეუძლია გაიგოს, თუ რომელი პლატფორმიდან გა-
დის მისი მატარებელი.“. მეორე შეხედებულება კი ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულს.
პირველი შეხედულების მომხრეთა თვალსაზრისით, საერთაშო-
რისო კერძო სამართალი მოიცავს მხოლოდ საკოლიზიო ნორმებს,
რომლებიც მიუთითებენ, თუ რომელი ქვეყნის სამართალი უნდა
იქნეს გამოყენებული უცხოური ელემენტით დატვირთული სამოქა-
ლაქო სამართალებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.გერმანული დოქტრინის
თანახმად, საერთაშო-
რისო კერძო სამართალს მიეკუთვნება მხოლოდ საკოლიზიო ნო-
რმები და რომ საერთაშორისო კერძო სამართალი – ესაა საკოლი-
ზიო ნორმების ერთობლიობ ა. ხოლო რუსული დოქტრინის მიხედვით,საკოლიზიო
ნორმების გარდა იგი მოიცავს მატერიალურ სამართლებრივ ნორმებს,რომლებიც
არეგულირებენ სამართლებრივ ურთიერთობებს უცხოური ელემენტებით და
საერთაშორისო სამოქალაქო პროცესს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ სა-
ქართველოს კანონის თანხმად, საერთაშორისო კერძო სამართალი
მოიცავს კოლიზიურ ნორმებს, რომელთა მეშვეობით შეიძლება გან-
ვსაზღვროთ, თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება საერთა-
შორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებ-
ლად, აგრეთვე იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ
ასეთი სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავე-
ბის განხილვის წესს.
ამა თუ იმ ქვეყნის
სასამართლო, რომელიც იხილავს საერთაშორისო კერძო სამა-
რთლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ საქმეს – ხელმ-
ძღვანელობს მხოლოდ თავისი ქვეყნის საპროცესო ნორმებით.ამდენად შეუძლებელია
იმის დასაბუთება, რომ საჯა-
რო სამართლის ის დარგი, როგორიცაა სამოქალაქო პროცესი, საე-
რთაშორისო საპროცესო სამართალი, შედის საერთაშორისო კერძო
სამართლის სფეროში, როგორც ეს ფართოდაა გავრცელებული და
აღიარებული.

საპროცესო სამართალი
და კერძოდ საერთაშორისო საპროცესო სამართალი არ შეიძლება
მივაკუთვნოთ საერთაშორისო კერძო სამართალს.საერთაშორისო კერძო სამართალი
არის საკოლიზიო და საპროცე-
სო ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომე-
ლი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორი-
სო კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად,
აგრეთვე რა პირობების არსებობისას და ამ ურთიერთობების თავი-
სებურებებით განპირობებული როგორი წესების დაცვით შეუძლი-
ათ ნაციონალურ სასამართლოებს, რომ ასეთი კატეგორიის საქმეე-
ბი განიხილონ.

You might also like