You are on page 1of 2

1.

სამართლის ნორმის ცნება და ნიშნები


2. სამართლის ნორმის სახეები :
 საჯაროსამართალი
 კერძო სამართალი
 იმმპერატიული ნორმები
 დისპოზიციური ნორმები
 სარეკომენდაციო ნორმები

სამართლის ნორმის ცნება


სამართლის ნორმა არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული
სავალდებულო ქცევის წესია, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი
იძულებით. რამდენადაც სამართლის ნორმა წარმოადგენს სოციალური ნორმების
ერთერთ სახეობას, მას ახასიათებს სოციალური ნორმების ყველა ნიშანი.
სამართლის ნორმას გააჩნია თვისებები, რომლითაც იგი განსხვავდება დანარჩენი
სოციალური ნორმებისაგან:
 სამართლის ნორმების სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ ისინი სავალდებულო ქცევის
წესებს წარმოადგენენ, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს
მიერ.
 სამართლის ნორმები წარმოადგენენ ფორმალურად განსაზღვრულ ქცევის წესებს, რაც
გულისხმობს იმას, რომ მათი შინაარსი გადმოცემულია ნორმატიულ–სამართლებრივი
აქტის მუხლებში და ფიქსირებულია თუ რა უფლება–მოვალეობები შეიძლება
წარმოიშვას სამართლის ნორმის საფუძველზე.
 სამართლის ნორმებს ახასიათებს სისტემურობა. სამართლის ნორმები მოქმედებენ არა
იზოლირებულად, არამედ კომპლექსურად, როგორც ერთიანი სისტემა.

სამართლის დარგები პირობითად ორ დიდ ჯგუფად იყოფიან: საჯარო და კარძო


სამართლის დარგებად.
საჯარო სამართალი არის ქვესისტემა, რომელიც ასახავს სახელმწიფო, საერთაშორისო
და საზოგადოებრივ ურთიერთობათა არსს. საჯარო სამართალი მოიცავს: კონსტიტუციურ,
ადმინისტრაციულ, სისხლის სამართალს და ა.შ. ამ დარგების ნორმები წარმოადგენენ საჯარო
სამართლის ნორმებს. ისინი ასახავენ საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკას
და თავისებურებებს.
კერძო სამართალი არის მეორე ქვესისტემა, რომელიც არეგულირებს კერძო
ინიციატივაზე და ავტონომიურ სტატუსზე დამყარებულ ურთიერთობებს. კერძო სამართალი
მოიცავს: სამოქალაქო, კომერციულ, სავაჭრო, საერთაშორისო კერძო სამართალს და ა.შ. ამ
დარგების ნორმები ასახავენ კერძო პირების ქონებრივ და არაქონებრივ ურთიერთობათა
სპეციფიკას.
იმპერატიული ნორმები კატეგორიულ ხასიათს ატარებენ. მათი შინაარსი მოცემულია
ზუსტად და კონკრეტულად და ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ მათი
მოთხოვნების შეცვლა. სამართლის ნორმათა უმრავლესობა სწორედ იმპერატიულ ნორმებს
წარმოადგენენ.
დისპოზიციური ნორმებისათვის დამახასიათებელია ავტონომიური ხასიათი, ანუ
განსხვავებით იმპერატიული ნორმებისაგან ისინი მხარეებს აძლევენ შესაძლებლობას თავად
განსაზღვრონ თავიანთი უფლება-მოვალეობების შინაარსი კონკრეტულ შემთხვევაში. ნორმა
კი იმ შემთხვევაში დაადგენს ამ უფლება-მოვალეობებს, თუ მხარეები არ ისარგებლებენ
შესაძლებლობით და თავად არ დაადგენენ მათ. ამგვარი ნორმები უმთავრესად გვხვდება
სამოქალაქო სამართალში, ქონებრივი ხასიათის ურთიერთობების რეგულირებისას.
სარეკომენდაციო ნორმები ადგენენ სახელმწიფოსათვის სასურველი ქცევის ვარიანტებს
და როგორც წესი გამიზნულია არასახელმწიფო დაწესებულებებისათვის.

კესო კვარაცხელია

You might also like