You are on page 1of 4

ნაწილი პირველი

სამოქალაქო სამართლის ცნება და ადგილი სამართლის სისტემაში


სამოქალაქო სამართლის ცნება და მოქმედების სფერო
1. კერძო და საჯარო სამართალი
კონტინენტური ევროპის სამართალი სამართალს ორ ნაწილად
ჰყოფს- კერძო და საჯარო სამართალი.
კერძო სამართალი- კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის
საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მოწესრიგება. კერძო
ავტონომია-პირთა თავისუფალი ნების გამოვლენა და სხვა პირებთან
ურთიერთობის დამყარების სურვილი. კერძო ავტონომია საკუთრების
უფლებასთან ერთად წარმოადგენს კერძო სამართლის ფუნდამენტს.
კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მაგალითებია:
ნასყიდობა,ჩუქება,ქირავნობა და სხვა ხელშეკრულებები; ქორწინება,
ანდერძი და ა.შ. ამგვარი ურთიერთობები ცხოვრებაში მრავლადაა და
არსებობს მიუხედავად იმისა, ითვალისწინებს თუ არა ამას კანონი.
საჯარო სამართალი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც
წარმოიშობა სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილებათა
განხორციელებისას პირთა სუბორდინაციული დაქვემდებარების
ნიადაგზე. ეს არის სახელმწიფოსათვის შექმნილი სამართალი, რომლის
საფუძველზეც სახელმწიფო და მისი ორგანოები ქვეყნის კონსტიტუციითა
და სხვა კანონებით დაკსრებულ მოვალეობებს აღასრულებენ.
საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების მაგალითებია: სამშენებლო
ნებართვების გაცემა, სამეწარმეო ლიცენზიების გაცემა,
სამართალდამრღვევი პირის დაკავება, ადმინისტრაციული ჯარიმების
დაკისრება და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო და საჯარო სამართალი
ერთმანეთისაგან მშიშვნელოვნად განსხვავდებიან, საჯარო სამაღთლის
მსგავსად კერძო სამართალშიც ვხვდებით სუბორდინაციულ
ურთიერთობებს, როგორიცაა: ურთიერთობა კორპორაციის პარტნიორებსა
და მართვის ორგანოებს შორის(საკორპორაციო სამართალი);
ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის( საოჯახო სამართალი).
საჯარო სამართალშიც გვხვდება თანასწორუფლებიანობის საფუძველზე
წარმოშობილი ურთიერთობები.მაგ: საერთაორისო ხელშეკრულებები
დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის, ხელშეკრულებები ცალკეულ
სამინისტროებსა თუ რეგიონებს შორის.
2. სამოქალაქო სამართლის მოქმედების სფერო
სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე
დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად
ურთიერთობებს.-სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი.
სამოქალაქო სამართლის კოდექსისეული დეფინიცია შეიცავს
დებულებებს, რომლებიც კერძო და სამოქალაქო სამართლის ბუნებას
განსაზღვრავენ:
ა. პირთა თანასწორობა
სამოქალაქო სამართლით რეგულირებული ურთიერთობები პირთა
თანასწორობაზე უნდა იყოს დამყარებული.ანუ ურთიერთობა უნდა
ხდებოდეს ორივე მხარის ნებაყოფლობით და არა რომელიმე მხარის
დიქტატით ან ბრძანებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო
სამართალი ამ ურთიერთობას ვერ მოაწესრიგებს.
ბ.კერძო ურთიერთობები
სამოქალაქო სამართალი არის კერძო პირთა ურთიერთობების
მომწესრიგებელი სამართალი, მაშინაც კი, როცა სახელმწიფო
მონაწიოლეობს ამ ურთიერთობებში, ის ითვლება კერძო პირად და
პოლიტიკური სუვერენის უფლებამოსილებებს საჯარო სამართალში
ტოვებს. ამ დებულებით კოდექსი ემიჯნება საჯარო სამართალს და
აქცენტს აკეთებს კერძო ავტონომიაზე.
გ.ქონებრივი ურთიერთობები
ქონებრივი ურთიერთობები წარმოიშობა ქონებრივ სიკეთეებთან
დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, მატერიალურია ეს ქონება თუ
არამატერიალური. ქონებრივი ურთიერთობები წარმოიშობა საჯარო
სამართალშიც,(სახელმწიფო საბიუჯეტო ურთიერთობები) მაგრამ მათ
სამოქალაქო სამართლის საგნად კვალიფიკაციისათვის აკლიათ კერძო
ხასიათი და პირთა თანასწორუფლებიანობა. თუ სახელმწიფო იყენებს
სამოქალაქო კოდექსით დადგენილ წესებსა და ურთიერთობათა
სტანდარტებს, მაშინ, ეს ურთიერთობები იქნება კერძო სამართლებრივი.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსა და კერძო პირს შორს
ხელშეკრულება კერძოსამართლებრივად ფორმდება, ქონების შესყიდვის
გადაწყვეტილების მიღების პროცესი საჯარო სამართალს
წარმოადგენს.ანუ, გადაწყვეტილება პრივატიზაციისა და ამ
გადაწყვეტილების პროცესი წარმოადგენს საჯარო სამართალს, მაშინ როცა
ამ ქონების მიყიდვა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებით ფორმდება.
დ. საოჯახო ურთიერთობები
საოჯახო ურთიერთობები შეიძლება იყოს პირადი და ქონებრივი.
სამოქალაქო კოდექსი განიხილავს საოჯახო ურთიერთობებსაც.
ე. პირადი ურთიერთობები
სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებულ ურთიერთობათა ამ
ნაწილში, პირველ რიგში, იგულისხმება სახელი, პატივისა და ღირსების,
საქმიანი რეპუტაციის და ა.შ დაცვა. პირად ურთიერთობებს განეკუთვნება
ავტორის უფლებიდან წარმოშობილი ურთიერთობებიც. პირველი მუხლი
ცხადჰყოფს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო სამარტალი და კერძო
სამართალი განსხვავდება საკარო სამართლისგან. იგი აღნიშნავს რომ
სამოქალაქო სამართალი კერძო პირთა სამართალია.
კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნის პრობლემა
1. გამიჯვნის პრაქტიკული მნიშვნელობა
კერძო და საჯარო სამართალი არ არიან ერთმანეთისაგან
იზოლირებული. კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნის საკითხს
მრავალი სამართლებრივი შედეგი უკავშრდება, განსაკუთრებით,
საპროცესო სამართალში საქმეთა განსჯადობის გადაწყვეტისას. გამიჯვნის
პრაქტიკული მნიშვნელობა ძირითადად ორ საკითხში ვლინდება ა)
რომელი სამართლის ნორმა უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტულ
შემთხვევაში; ბ) რომელმა სასამართლომ( სამოქალაქო თუ
ადმინისტრაციული) უნდა განიხილოს კონკრეტული დავა. ბ საკითხის
მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია თუ რა უფლებამოსილებიტ
მონაწილეობს სახელმწიფო ურთიერთობებში. თუ სახელმწიფო საჯარო
ფუნქციებს ასრულებს, დავა უნდა განიხილოს ადმინისტრაციულმა
სასამართლომ. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება არა მხარეებს
არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას.
კერძო და საჯარო სამართლის გმიჯვნისას წარმოიშვა სხვადასხვა
თეორიები: ინტერესის, სუბორდინაციის, სუბიექტის.

You might also like