You are on page 1of 8

ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

მუხლი 10. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური


უფლებებისაგან. სამოქალაქო სამართლის იმპერატიული ნორმები

1. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ


უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის
სხვა კანონებით.

2. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით


აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი
მოქმედება.

3. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს


სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც
ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი
პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები
ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები
კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.

I. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................... 1


1. ნორმის მიზანი ........................................................................................................................................ 1
2. სამოქალაქო უფლება ............................................................................................................................. 2
3. სამოქალაქო უფლებათა შეძენა, გადაცემა და შეწყვეტა .................................................................. 3
II. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან ................................ 5
III. კერძო ავტონომია და ხელშეკრულების თავისუფლება .................................................................. 6
1. ცნება და შინაარსი .................................................................................................................................. 6
2. კერძო ავტონომიის ფარგლები ............................................................................................................ 6
IV. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა ............................................................................ 7
1. ცნება და მნიშვნელობა .......................................................................................................................... 7
2. კავშირი სხვა ინსტიტუტებთან ............................................................................................................ 8

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი
მე-10 მუხლი განამტკიცებს სამოქალაქო უფლებათა განხორციელების სამ 1
ფუძემდებლურ პრინციპს. პირველი, სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა
პოლიტიკური უფლებებისაგან, მეორე, კანონით აუკრძალავი ნებისმიერი
საქმიანობის თავისუფლება და, მესამე, უფლების ბოროტად გამოყენების
აკრძალვა.
გარდა ამისა, მე-10 მუხლი ადგენს კანონის იმპერატიული ნორმების დარღვევით
სამოქალაქო უფლებათა გამოყენების სამართლებრივ შედეგებსა და
ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში
ჩარევის წინაპირობებსა და ფარგლებს.
1
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

2 მე-10 მუხლის მოქმედება არ შემოიფარგლება სამოქალაქო სამართლით და ის


ვრცელდება მთლიანად კერძო სამართალზე. შესაბამისად, მუხლი განამტკიცებს
მთლიანად კერძო სამართლისათვის რელევანტურ ზოგად ნორმას.

2. სამოქალაქო უფლება
3 სამოქალაქო უფლება არის კერძო პირთა ინტერესების დასაცავად, მათ შორის
სასამართლოს მეშვეობით, სამოქალაქო კანონმდებლობით მინიჭებული
სამართლებრივი ძალაუფლება. 1

სამოქალაქო უფლებები შეიძლება იყოს განმტკიცებული როგორც სამოქალაქო


კოდექსსა და სხვა კანონებში, ისე კანონქვემდებარე აქტებში, ხელშეკრულებებსა
თუ იურიდიული პირების წესდებებში. კონტექსტიდან გამომდინარე, სამოქალაქო
უფლებები მიმობნეულია სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნაწილებში,
მაგალითად, მესაკუთრის უფლებები - სანივთო სამართალში, ხოლო მყიდველის
უფლებები - ნასიდობის თავში. ამ უფლებათა აღსანიშნავად სამოქალაქო კოდექსი
იყენებს მოთხოვნის ან მოთხოვნის უფლების (128 I) ცნებებს, რითაც აკონკრეტებს
უფლების გამოყენებას მოცემულ კონტექსტში.2
4 პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო უფლებათა დაყოფა აბსოლუტურ
და რელატიურ (ფარდობით) უფლებებად.3
აბსოლუტურ უფლებებზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები,
მაგალითად საკუთრების უფლებაზე, ხოლო ფარდობითი უფლებები-
ექვემდებარება სასარჩელო ხანდაზმულობას, მაგალითად, ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება.
5 აბსოლუტურ უფლებებს განეკუთვნება: პირადი უფლებები, პირადი საოჯახო
უფლებები, ნივთებსა თუ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე (უფლებებსა და
მოთხოვნებზე) ბატონობის უფლებები.4
6 პირადი უფლებების ერთი ნაწილი განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის
ზოგად ნაწილში: სახელის უფლება, პირადი არაქონებრივი უფლებები, პირადი
უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ (მე-17, მე-18 და მე-19 მუხლები), სხვა
პირადი უფლებები გათვალისწინებულია ვალდებულებით სამართალში:
სხეულისა და ჯანმრთელობის დაცვა (408 II) ან ინტელექტუალური საკუთრების
სამართალში, მაგალითად ავტორობის უფლება.

1 სამოქალაქო უფლების დეფინიციის თაობაზე დისკუსია ნახეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 185,
ჭანტურია, ზოგადი ნაწილი, გვ. 76-77, ჭანტურია, ზოგადი ნაწილი, გვ. 98-99.
2 შდრ. გერმანულ სამოქალაქო სამართალში გამოიყენება სხვადასხვა ტერმინი იმის მიხედვით, უფლება

ვალდებულებითსამართლებრივი თუ სანივთო სამართლებრივია. სანივთოსამართლებრივ უფლებას ეწოდება


der Anspruch, ხოლო ვალდებულებით-სამართლებრივს - die Forderung. ქართული სამართლებრივი ენა ასეთ
დაყოფას არ იცნობს. ამიტომ გამოიყენება მოთხოვნის ერთიანი ცნება.
3 ეს კლასიფიკაცია ასევე კავშირშია სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობათა დაყოფასთან აბსოლუტურ

და შეფარდებით ურთიერთობებად: შენგელია, სამოქალაქო სამართალი, წიგნში „ქართული სამართლის


საფუძვლები“, 2000, გვ. 134.
4 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 100.

2
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

საოჯახო სამართალში განმტკიცებულია პირადი საოჯახო უფლებები, როგორიცაა,


მაგალითად, შვილების მიმართ მშობელთა უფლებები (1197-1198).
აბსოლუტურ უფლებებს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით საყურადღებოა 7
ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ბატონობის უფლებები, ე.წ.
სანივთო უფლებები: საკუთრება (170 და შემდგომი მუხლები) და შეზღუდულუ
სანივთო უფლებები - აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა და ა.შ. მფლობელობა არ
წარმოადგენს უფლებას, რადგან კოდექსი მას „ნივთზე ფაქტობრივ ბატონობად“
აკვალიფიცირებს (155 I).
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ბატონობის უფლებებს განეკუთვნება
საავტორო, საპატენტო უფლებები, უფლებები სასაქონლო ნიშნებზე და ა.შ.
რელატიურ უფლებებს მიეკუთვნება: მოთხოვნები, აღმჭურველი უფლებები და 8
შესაგებლები. 5

მოთხოვნები, როგორც რელატიური უფლებების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი,


შეიძლება წარმოიშვას როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი
ვალდებულებითი ურთიერთობებიდან, როგორც საოჯახო, ისე სანივთო
სამართლის საფუძველზე. მაგალითად, საკუთრებიდან, როგორც აბსოლუტური
უფლებიდან წარმოიშობა ვინდიკაციის უფლება, რომელიც მოთხოვნის უფლებას
წარმოადგენს.
აღმჭურველი უფლებები უფლებამოსილ პირს ანიჭებენ სამართლებრივ
ურთიერთობაზე ცალმხრივად ზემოქმედების - მისი შეცვლის ან შეწყვეტის -
უფლებამოსილებას, მაგალითად, ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივად (355)
და გარიგების შეცილების უფლება (59 II 2).
შესაგებლები უფლებამოსილ პირს ანიჭებენ განსაზღვრულ მოქმედებაზე უარის
თქმის უფლებას და ამით მეორე მხარეს არ აძლევენ საკუთარი უფლების
განხორციელების შესაძლებლობას. მაგალითად, მე-500 მუხლის თანახმად,
გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, სანამ
მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის თანხას.6

3. სამოქალაქო უფლებათა შეძენა, გადაცემა და შეწყვეტა


სამოქალაქო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს სამოქალაქო უფლებათა 9
პირველად და ნაწარმოებ (დერივატიულ) შეძენას.
უფლების პირველადი წარმოშობისას უფლება შემძენთან თავდაპირველად 10
აღმოცენდება გარიგების გარეშე, მაგალითად, 190-ე მუხლის თანახმად, თუ პირი
მფლობელობაში უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ამ ნივთზე.
უფლების პირველადი წარმოშობის სხვა შემთხვევებია: საკუთრების შეძენა განძზე

5 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 101.


6 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 101.
3
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

(192), საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით (165-168), საკუთრების წარმოშობა


მოძრავი ნივთების შერწყმის (194) ან მასალის გადამუშავების (195) შედეგად,
საავტორო უფლების შეძენა ნაწარმოების შექმნის შედეგად და ა.შ.
11 უფლებათა ნაწარმოები (დერივატიული) წარმოშობა პრაქტიკაში უფრო
გავრცელებულია. უფლების გადასვლა შემძენზე ხდება წინამორბედი პირისაგან,
რომელსაც ეს უფლება ჰქონდა. უფლების გადასვლის საფუძველი შეიძლება იყოს
როგორც გარიგება, ისე კანონი. მაგალითად, საწარმოს გაყოფის შემთხვევაში
გაყოფის შედეგად წარმოშობილ საწარმოებზე უფლებები გადადის გაყოფის
შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ხოლო შერწყმის შედეგად წარმოშობილ
საწარმოებზე უფლებები გადადის კანონის საფუძველზე. მემკვიდრეებისათვის
საკუთრების გადაცემა სამკვიდრო ქონებაზე ასევე ხდება კანონის საფუძველზე.7
უფლებათა დერივატიული წარმოშობის დახასიათებისას გადამწყვეტია ის
გარემოება, რომ უფლების გადასვლა ხდება წინამორბედი პირისაგან, მიუხედავად
ამ პირთან განკარგვის უფლებამოსილების არსებობისა. შესაბამისად, საკუთრების
კეთილსინდისიერი შეძენა 187-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაითვალოს უფლების
ნაწარმოებ წარმოშობად.
12 სამოქალაქო უფლებები, ჩვეულებრივ, გადაცემადი უფლებებია, მაგალითად, 152-ე
მუხლი არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებთან მიმართებაში. უფლების
გადაცემის სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაშიც არის გარიგება ან კანონი.
მაგალითად, მემკვიდრეებზე სამკვიდრო ქონების გადაცემის წესი კანონით
მემკვიდრეობისას კანონით განისაზღვრება, ხოლო მყიდველზე საკუთრების
გადაცემის პირობები ნასყიდობის ხელშეკრულებით.
სამოქალაქო უფლებათა გადაცემის წესი განსხვავებულად შეიძლება იყოს
დადგენილი უფლების ობიექტის მიხედვით. მაგალითად, უძრავ ნივთზე
საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია წერილობითი გარიგება და შემძენზე
გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო
რეესტრში (183-ე მუხლი). მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემა ხდება ნამდვილი
უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის გადაცემით.
პირადი უფლებები არ განეკუთვნება გადაცემად უფლებებს, რადგან ისინი
მჭიდროდ არიან კონკრეტულ პირთან დაკავშირებულნი, მაგალითად სახელის
უფლება არც გარიგებით და არც კანონით სხვა პირზე არ გადადის.8
13 სამოქალაქო უფლების შეწყვეტა ხდება გარიგების ან კანონის საფუძველზე.
გარიგების საფუძველზე უფლების შეწყვეტის თვალსაჩინო მაგალითებია უარის
თქმა უფლებაზე (190 II მუხლი) ან უფლების ვადის გასვლა, რომელიც გარიგებით
იყოს განსაზღვრული, მაგალითად, ქირავნობის ვადის გასვლა.

7 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 102.


8 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 102-103.
4
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

კანონის საფუძველზე უფლების შეწყვეტა, როგორც წესი, უკავშირდება კანონით


დადგენილი მიზნის მიღწევას, მაგალითად, ვალის დაბრუნებით წყდება ამ ვალის
უზრუნველსაყოფად დადგენილი იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება.
სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს უფლებას სუბიექტის გარეშე. ამიტომ უფლების 14
მატარებელი პირის, ე.ი. უფლების სუბიექტის გარდაცვალების შემთხვევაში
ავტომატურად ადგენს მის უფლებამონაცვლეს, მაგალითად, 1319-ე მუხლის
მიხედვით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების მომენტიდან, ე.ი. მისი
უფლებები ავტომატურად გადადის მემკვიდრეებზე.9

II. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან

სამოქალაქო უფლებები, როგორც კერძოსამართლებრივი უფლებები, ჩვეულებრივ, 15


პოლიტიკურად ნეიტრალურია. ეს გარემოება არა მხოლოდ სამოქალაქო
უფლებების ბუნებით აიხსნება, არამედ 9 I მუხლიდან პირდაპირ
გამომდინარეობს: სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის
დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება
კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის სხვა კანონებით.

მართალია, ზოგიერთი სამოქალაქო უფლება კონსტიტუციით განმტკიცებული


ძირითადი უფლებიდან გამომდინარეობს, მაგალითად საკუთრების უფლება
კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, მაგრამ საკუთრების სამოქალაქო-
სამართლებრივი უფლების განხორციელებისათვის, მაგალითად, გასხვისება,
ვინდიკაცია და ა.შ. არ არის აუცილებელი მოქალაქეობა ან სხვა პოლიტიკური
უფლებების ქონა.10
„პოლიტიკური უფლებების შეზღუდვამ ან წართმევამ არ შეიძლება ხელყოს პირის
სამოქალაქო სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც სრულიად სხვა შინაარსი
და სხვა სოციალური დატვირთვა აქვს“.11 თუმცა ეს არ ნიშნავს ზოგიერთი
უფლების შეზღუდვის დაუშვებლობას, მაგალითად, ცალკეულ შემთხვევებში
უცხოელებს შეიძლება შეეზღუდოთ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო
მიწის ნაკვეთებზე.
10 I მუხლი ნორმატიულად განამტკიცებს პიროვნების, როგორც პოლიტიკური
არსების, და პიროვნების, როგორც კერძო სამართლის სუბიექტის, განსხვავებულ
სტატუსს.12 ამით ქართული სამოქალაქო კოდექსი გაემიჯნა საბჭოთა სამოქალაქო
სამართალს, რომელშიც პოლიტიკური და კერძოსამართლებრივი უფლებები

9 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 104.


10 დაწვრილებით ამ საკითხზე იხ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი
საქართველოში, 2007, გვ. 91-127.
11 ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 10, გვ. 3.

12 ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, გვ. 198.

5
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

ორგანულად იყო შერწყმული ერთმანეთთან, როცა ერთის დაკარგვა იწვევდა


მეორის დაკარგვასაც.13

III. კერძო ავტონომია და ხელშეკრულების თავისუფლება

1. ცნება და შინაარსი
16 10 II მუხლი განამტკიცებს მხარეთა კერძო ავტონომიას, რომელიც კერძო
სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს. მის თანახმად
კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ
კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ისეთიც, რომლებიც
კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.14 მაგალითად, არ არის
სავალდებულო მხარეების მიერ დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო
კოდექსში ან სხვა კანონში პირდაპირ იყოს გათვალისწინებული.
17 კერძო ავტონომიის პრაქტიკულ გამოვლინებას წარმოადგენს ხელშეკრულების
თავისუფლება (319 I მუხლის კომენტარი).
ხელშეკრულების თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება: ხელშეკრულების
დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის
თავისუფლება. პირველი გულისხმობს შესაძლებლობას დადოს ან არ დადოს
პირმა ხელშეკრულება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ხელშეკრულების
დადების ვალდებულებას კანონი არ იცნობს, მაგალითად, 319 II მუხლი. ხოლო
მეორე ნიშნავს ხელშეკრულების მხარეთა შესაძლებლობას ხელშეკრულებაში
გაითვალისწინონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.15
18 კერძო ავტონომიის შინაარსი მოიცავს ასევე თვითპასუხისმგებლობას: პირი
თვითონ აგებს პასუხს საკუთარი მოქმედებისათვის. თვითპასუხისმგებლობა და
პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხე ეკონომიკური წინსვლის
კატალიზატორად მიიჩნევა.16

2. კერძო ავტონომიის ფარგლები


19 კერძო ავტონომიის ფარგლები, როგორც წესი, განისაზღვრება კანონით და ეხება ან
გარიგების ფორმას ან გარიგების შინაარსს. მაგალითად, უძრავი ნივთის
ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია
ხელშეკრულების გაფორმება წერილობით.
კონტრაჰირების იძულება კერძო ავტონომიის შეზღუდვის ერთ-ერთ შემთხვევას
წარმოადგენს (319 II მუხლის კომენტარი). ეს ვალდებულება ჩვეულებრივ

13 იქვე, გვ. 198.


14 იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 90.
15 იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 93.

16 იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 92.

6
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

ვრცელდება ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე სუბიექტებზე,


რომელთაც შესაძლებლობა აქვთ ხელშეკრულების კონტრაჰენტს თავს მოახვიონ
კაბალური პირობები.
სასამართლო პრაქტიკის აზრით, ხელშეკრულების თავისუფლება
სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს და სამოქალაქო
ურთიერთობის მონაწილეებმა სამოქალაქო უფლებები კეთილსინდისიერად უნდა
განახორციელონ.17

IV. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა

1. ცნება და მნიშვნელობა
კერძო ავტონომიის შეზღუდვა გამოიხატება ასევე სამოქალაქო უფლებების 20
კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების დაკისრებასა (8 III
მუხლის კომენტარი) და უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაში (10 III).
ორივე შემთხვევაში ამ შეზღუდვის მიზანი არის სხვათა თავისუფლების დაცვა.
უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მიზანს სამოქალაქო კოდექსი აღწევს,
ერთი მხრივ, იმპერატიული ნორმების დაწესებით, რომლებიც ბათილად
მიიჩნევენ უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ, შიკანის
აკრძალვით (115-ე მუხლის კომენტარი).
უფლების ბოროტად გამოყენების საკანონმდებლო დაკონკრეტების მცდელობას 21
შეიცავს 170 I მუხლი, რომელიც საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად
აკვალიფიცირებს საკუთრების ისეთ სარგებლობას, რომლითაც მხოლოდ სხვებს
ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის
უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართებელია (170 II).
უფლების ბოროტად გამოყენება შეიძლება გარიგების ბათილობის საფუძველი
გახდეს, მაგალითად, ბათილია გარიგება 55 II მუხლის თანახმად, როცა ის
დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა
მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
სამოქალაქო უფლების განხორციელებით ურთიერთობის მეორე მონაწილის 22
ჩაყენება არახელსაყრელ მდგომარეობაში ავტომატურად არ იწვევს უფლების
განხორციელების კვალიფიკაციას უფლების ბოროტად გამოყენებად, თუკი
უფლებამოსილ პირს ჰქონდა დაცვის ღირსი სამართლებრივი ინტერესი ამ
უფლების განხორციელების მიმართ.18

17 საქ. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის N ას-505-889-06 განჩინება, გვ. 133-140.
18 იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 110.
7
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

2. კავშირი სხვა ინსტიტუტებთან


23 უფლების ბოროტად გამოყენება ზოგად და შეფასებით კატეგორიას წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, საყურადღებოა მისი განხილვა სხვა მონათესავე
ინსტიტუტებთან, რომლებიც აკონკრეტებენ უფლების ბოროტად გამოყენების
შინაარსს. ამ ასპექტში მნიშვნელოვანია შიკანის აკრძალვა (115), აუცილებელი
მოგერიება (116), უკიდურესი აუცილებლობა (117), თვითდახმარება (118-120) და
ა.შ.

8
ლადო ჭანტურია

You might also like