You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

მუხლი 153. აქცესორული და შეზღუდული უფლებები

1. აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის


გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
2. შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო უფლებისგან,
რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


II. აქცესორული უფლება ................................................................................................................................ 2
1. თავდებობა ............................................................................................................................................... 2
2. იპოთეკა .................................................................................................................................................... 2
3. გირავნობა ................................................................................................................................................. 2
III. შეზღუდული უფლება ............................................................................................................................... 3
1. უზუფრუქტი ............................................................................................................................................ 3
2. სერვიტუტი .............................................................................................................................................. 3
3. აღნაგობა ................................................................................................................................................... 3

I. ზოგადი დებულებები

როგორც სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის სათაური მიუთითებს, „სანივთო 1


(ქონებრივი) სამართლის“ ქვეშ მოიაზრება მატერიალური კერძო სამართლის ნაწილი.
სანივთო სამართალი აწესრიგებს ნივთებზე სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ
შორის ნივთებზე სამართლებრივი სტატუსის ცვლილებებს (მაგალითად, საკუთრების
გადაცემა, იპოთეკით დატვირთვა და სხვა). მაშასადამე, სანივთო სამართალი
წარმოადგენს ნივთებზე ადამიანის უფლებების მომწესრიგებელ ნორმათა
ერთობლიობას. 1
ასეთ უფლებებს უწოდებენ სანივთო უფლებებს, რომელიც
წარმოადგენს ინდივიდისათვის სამართლის ნორმების საფუძველზე თავისი
ინტერესების განსახორციელებლად მინიჭებულ ძალაუფლებას. სანივთო უფლების
დამახასიათებელი თვისება არის მისი აბსოლუტურობა, ვინაიდან იგი მოქმედებს
ყველას მიმართ (erga omnes). აბსოლუტური უფლების მფლობელის
უფლებამოსილებები ყოვლისმომცველია და გამორიცხავს ამ უფლებამოსილებებში
სამართლის სხვა სუბიექტების ჩარევას. აბსოლუტურ უფლებებს განეკუთვნება
შეზღუდული სანივთო უფლებები (მაგალითად, უზუფრუქტი, სერვიტუტი, აღნაგობა),
რომლებიც ნაწარმოებია უფრო ფართო (აბსოლუტური) უფლებისაგან, მაგრამ იგი
„შეზღუდულია“ იმ გაგებით, რომ მის მფლობელს ისეთი უფლებამოსილებები აქვს
მინიჭებული, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ მესაკუთრეს შეიძლება ჰქონდეს
(მაგალითად, სარგებლობისა, გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემისა და

1 Baur/Stürner, Lehrbuch des Sachenrechts, 1992 München, 16. Aufl. S. 5.


1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

რეალიზაციის უფლება). სანივთო უფლებებისაგან განსხვავებით, ფარდობითი


უფლებები მიმართულია მხოლოდ კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ (inter partes).

II. აქცესორული უფლება

2 153 I მუხლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისე დაკავშირებული სხვა


უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. აქცესორული უფლების
წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. ასევე,
ძირითადი უფლების გადაცემით, სხვა პირზე გადადის აქცესორული უფლებაც.
აქცესორულობა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ქმნის კავშირს
უზრუნველყოფილ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობის ობიექტს შორის და მისი
დანიშნულებაა განსაზღვროს პასუხისმგებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა.
აქცესორული შეიძლება იყოს როგორც სანივთო უფლება (მაგალითად, იპოთეკა და
გირავნობა), ისე ვალდებულებითი უფლება (მაგალითად, თავდებობა).

1. თავდებობა

3 თავდებობის აქცესორული ბუნება მოცემულია 893-ე მუხლში, რომლის თანახმად


თავდებობისათვის განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულების არსებობა. ძირითადი
ვალდებულება უნდა არსებობდეს კრედიტორსა და ძირითად მოვალეს შორის.
ძირითადი ვალდებულების შესრულება გამოიწვევს თავდებობის შეწყვეტას.

2. იპოთეკა

4 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული


(დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ
კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს
თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში
გადაცემით. იპოთეკის აქცესორული ბუნება კი მოცემულია 288-ე და 295-ე მუხლებში,
რომელთა თანახმადაც, იპოთეკის წარმოშობა, გადაცემა და შეწყვეტა დამოკიდებულია
ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე.

3. გირავნობა

5 გირავნობის უფლების აქცესორულობა მოცემულია 269-270-ე მუხლებში. მოთხოვნის


გადაცემით სხვა პირს გადაეცემა გირავნობის უფლებაც, ასევე, გირავნობის უფლება
წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი
არსებობს.

2
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

III. შეზღუდული უფლება

153 II მუხლის თანახმად, შეზღუდული უფლება ნაწარმოებია უფრო ფართო 6


უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით. შეზღუდული
უფლება შესაძლებელია იყოს როგორც სანივთო, ისე ვალდებულებითი უფლება. ასეთ
შეზღუდულ სანივთო უფლებას სამოქალაქო კოდექსის მიხედვით წარმოადგენს
უზუფრუქტი, სერვიტუტი და აღნაგობა. ვალდებულებითი უფლების მაგალითია
ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დამქირავებლისათვის ნივთის
სარგებლობაში გადაცემა.

1. უზუფრუქტი

242-ე მუხლის თანახმად, უზუფრუქტი ნიშნავს უძრავი ნივთის სხვა პირისათვის 7


(უზუფრუქტუარისათვის) სარგებლობის უფლებით გადაცემას ისე, რომ იგი
უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე
პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ
ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.
უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს უძრავი ნივთის ნაყოფი და სარგებელი.
საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე და ამ ნივთით სარგებლობის უფლება სხვადასხვა
პირებს ეკუთვნით. უზუფრუქტი სანივთო უფლებაა და მას საფუძვლად უდევს
ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება.

2. სერვიტუტი

მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების საკუთრების უფლებისგან არის ნაწარმოები 8


247-ე მუხლით რეგულირებული სერვიტუტის უფლება. ამ ნორმის მიხედვით, მიწის
ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების
მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ
მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან
აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს
დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის
მიმართ. მიწის ნაკვეთის სერვიტუტისაგან განსხვავებით, 252-ე მუხლი არეგულირებს
ასევე პირად სერვიტუტს, როდესაც სერვიტუტის პირობა არის უფლებამოსილი პირის
მიერ მესაკუთრის გამორიცხვით შენობის ან ამ შენობის ნაწილის თავისთვის ან თავისი
ოჯახისთვის ბინად გამოყენება.

3. აღნაგობა

233-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან 9
სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის
აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის,

3
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 27 იანვარი, 2016

თხოვების, გაქირავების უფლება. აღნაგობის უფლება რეგისტრირდება საჯარო


რეესტრში. აღნაგობის უფლება სანივთო უფლებაა და შესაბამისად, უფლების
მფლობელზე მიწის ნაკვეთის სარგებლობით გადაცემა კი არ ხდება, არამედ მიწის
ნაკვეთის უფლებრივად დატვირთვა.2

2 ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, თბილისი 2010, გვ. 373;


4
ლევან თოთლაძე

You might also like