You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

მუხლი 797. მიბარებული საქონლის უკან წაღების მოთხოვნის დაუშვებლობა

შემნახველს არ შეუძლია მოსთხოვოს მიმბარებელს მიბარებული საქონლის


უკანვე წაღება შეთანხმებული ვადის გასვლამდე, ხოლო,თუ ასეთი ვადა არ
არის დადგენილი, მაშინ – ჩაბარებიდან სამი თვის გასვლამდე.

I. გამოყენების სფერო……………………………………………………………………………………. 1
II. შემნახველის მოთხოვნა მიმბარებლის მიმართ საქონლის უკან წაღებაზე…………………….. 1

I. გამოყენების სფერო

მუხლი 797 შესაბამისად სასაქონლო საწყობში შემნახველი შეზღუდულია 1


საქონლის უკან წაღების მოთხოვნის გამოყენებისას მიბარების შეთანხმებული
ვადით. განსხვავებულია მოწესრიგება, როდესაც დასაწყობების ხანგრძლივობა
არ არის შეთანხმებული. ამ დროს შემნახველი შეზღუდულია სამთვიანი
ვადით, რა დროის მანძილზეც მას არ აქვს უფლება, მოითხოვოს
მიმბარებლისაგან საქონლის უკან წაღება. თუმცა, ამ შემთხვევაში
გამოყენებადი უნდა იყოს 771 II და დასაშვები უნდა იყოს ხელშეკრულების
შეწყვეტის მოთხოვნა მნიშვნელოვანი საფუძველიდან გამომდინარე, რომელიც
ზოგადად მოქმედი კრიტერიუმების მიხედვით უნდა განისაზღვროს.1

II. შემნახველის მოთხოვნა მიმბარებლის მიმართ საქონლის უკან წაღებაზე

საქონლის უკან მიღება შემნახველმა მიმბარებელს შესაძლებელია მოსთხოვოს 2


დასაწყობების შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ. თუკი სასაქონლო
საწყობში მიბარების ვადა მხარეებს შორის არ იყო შეთანხმებული, მაშინ
ჩაბარებიდან სამი თვის მანძილზე. როგორც წესი, სასაქონლო საწყობში
შემნახველს, არ შეუძლია მოითხოვოს, რომ მიმბარებელმა საქონელი
აღნიშნული დროის გასვლამდე მიიღოს უკან. სასაქონლო საწყობში
დასაწყობების ვადა შეთანხმებულად ითვლება, როდესაც სასაქონლო საწყობში
მიმბარებელი და შემნახველი თანახმანი არიან, რომ დასაწყობება უნდა
დასრულდეს განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ (დღეებით, თვეებით
განსაზღვრული ვადა, მაგალითად დასაწყობება დასრულდება 6 თვეში) ან
კონკრეტულ კალენდარულ დღეს (მაგალითად 1 აგვისტოს). დასაწყობების
ხანგრძლივობის განსაზღვრა არ საჭიროებს ყოველთვის კონკრეტული
კალენდარული დღის დათქმას. საკმარისია დროის განსაზღვრულება
დასაწყობების მიზნიდან გამომდინარე. იმის შემოწმებისას, შეთანხმებულ იქნა
თუ არა მიბარების ვადა მხარეებს შორის, სასაქონლო საწყობში მიბარების
ხელშეკრულება კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე უნდა
განიმარტოს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მხარეებმა მიბარების
ხანგრძლივობისათვის გამოკვეთილი, განსაზღვრული შეთანხმება

1 შდრ. სუხიტაშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, მუხ. 783, გვ. 104-105.
თამარ ზარანდია 1
ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

განახორციელონ. შესაძლოა დუმილით შეთანხმებაც საკმარისად იქნას


მიჩნეული.2

3 განუსაზღვრელი ვადით დასაწყობების შემთხვევაში, ურთიერთობის


სირთულიდან, მათ შორის საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული
სირთულეებიდან გამომდინარე,3 ხელშეკრულების მოშლის ვადა არის სამი
თვე. რადგანაც სასაქონლო საწყობში შემნახველს საქონლის მიღებიდან სამი
თვის გასვლამდე საქონლის უკან წაღების მოთხოვნა არ შეუძლია, ამით
განსაზღვრულია დასაწყობების მინიმალური ხანგრძლივობა. არ მოითხოვება,
რომ ხელშეკრულების მოშლა კალენდარული თვის დასასრულამდე არ იქნეს
განხორციელებული, არამედ შესაძლებელია განხორციელდეს მიღებიდან 3
თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დღეს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ნების
გამოვლენა საქონლის უკან წაღების მოთხოვნით ისე უნდა მიუვიდეს
სასაქონლო საწყობში მიმბარებელს, რომ მიღებიდან სასაქონო საწყობში
მიბარების დასრულებამდე სამი სრული თვე იყოს.4 სასაქონლო საწყობში
შემნახველს აქვს აგრეთვე ხელშეკრულების მოშლის უფლება მნიშვნელოვანი
საფუძველიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მას უკვე შეუძლია
შეთანხმებული დროის გასვლამდე და მოშლის ვადის დაუცველად
მოითხოვოს საქონლის უკან წაღება, რადგან პატივსადები საფუძველი
აბათილებს ამ ვადებს.5 საქონლის აღნიშნულ უკან წაღების მოთხოვნა იწვევს
სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების დასრულებას. ცნების
„მნიშვნელოვანი საფუძველი“ დეფინირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს
ის პრინციპები, რომლებიც გრძელვადიანი ვალდებულებითი
ურთიერთობების მოშლისათვის არის დადგენილი.6

4 მნიშვნელოვან საფუძველს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ნებისმიერი მოვლენა


ან გარემოება, რომელიც სასაქონლო საწყობში შემნახველისათვის
დასაწყობების შემდგომში გაგრძელებას და საქონლის შენახვას ადრე
გათვალისწინებული დასაწყობების ვადის დასრულებამდე მიუღებელს ხდის.
საფუძველი იმდენად არსებითი უნდა იყოს, რომ შემდგომი დასაწყობება
სასაქონლო საწყობში კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე სასაქონლო
საწყობში შემნახველის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ აგრეთე,
სასაქონლო საწყობში მიმბარებლის ინტერესებიდანაც, მისაღებად არ უნდა
იქნეს მიჩნეული. ის ფაქტი, რომ შემდგომი დასაწყობება და შენახვა სასაქონლო
საწყობში შემნახველისათვის შესაძლოა კომფორტული არ არის, არ არის
საკმარისი საფუძველი 399 მუხლის მნიშვნელობით. როგორც წესი,
მნიშვნელოვანი საფუძველი არ შეიძლება მხოლოდ იმგვარი გარემოებებით
იყოს შექმნილი, რომელნიც მხოლოდ პიროვნულ ფაქტორებს ეფუძნება და
სასაქონლო საწყობში მიმბარებლის პიროვნებიდან ანსასაქონლო საწყობში

2 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl. § 473, Rn. 8.


3 შდრ. სუხიტაშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, მუხ. 783, გვ. 104.
4 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl. § 473, Rn. 10.

5 შდრ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 399, გვ. 410 და შემდგ.

6 შდრ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 399, გვ. 410 და შემდგ.

თამარ ზარანდია 2
ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

შემნახველის პიროვნებიდან გამომდინარეობს. ამდენად, მნიშვნელოვანი


საფუძველიისეთი გარემოებებია, რომელბიც არც მიმბარებლისა და არც
შემნახველის პიროვნებაში არ მდგომარეობს,7 ეს შეიძლება იყოს კონკრეტული
ვითარება, დაუძლეველი ძალის მოქმედება ან მხარეთა ორმხრივი ინტერესი.8
ამასთან უნდა განხორციელდეს ინტერესების ურთიერთშეფარდება.
მნიშვნელოვანი საფუძველი შესაძლებელია იყოს საქონლიდან
გამომდინარეისეთი საშიშროება, რომელიც დასაწყობებისას შეუმჩნეველი
დარჩა, მაგრამ რომელიც სხვა საქონელისათვის შესაძლოა საფრთხის
შემქმნელია და აქედან გამომდინარე აუცილებელია ამ საქონლის გადატანა
სხვა სასაქონლო საწყობში. ხანძარი, რომელიც სასაქონლო ფართის ნაწილს
ანადგურებს, არ არის საკმარისი, როგორც მნიშვნელოვანი საფუძველი.9

მუხლი 797 ეხება მთლიანად დასაწყობებულ საქონელს, შესაბამისად, 5


საქონლის უკან წაღების მოთხოვნა მთლიანი საქონლის მიმართ უნდა
განხორციელდეს. მოქმედებს პრინციპი, რომ ხელშკრულების ნაწილობრივი
მოშლები დაუშვებელია.10

სასაქონლო საწყობში შემნახველს დროზე ადრე საქონლის უკან გადაცემის 6


შემთხვევაში უნდა შეეძლოს მოითხოვოს ნაწილობრივი გასამრჯელოს
მიღებაიმ დროისათვის, რომლის განმავლობაშიც საქონელი მასთან იყო
დასაწყობებული (შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 699 მეორე აბზ.).
ამავდროულად, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას საქონლის
გადაცემიდან დარჩენილი დროის მონაკვეთისათვის, თუმცა მხარეებს
შეუძლიათ, შეთანხმდნენ განსხვავებულ რეგულირებაზეც.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის უკან გადაცემის უფლებასთან 7


ერთად გასათვალისწინებელია მესაკუთრის უფლება ნივთის უკან
დაბრუნებაზე (სავინდიკაციო მოთხოვნა) 172 I მუხლის საფუძველზე.
მესაკუთრის ამგვარ მოთხოვნას სასაქონლო საწყობში შემნახველი შესაძლოა
დაუპირისპირდეს მართლზომიერი მფლობელის პოზიციიდან 162 I მუხლით,
მით უფრო, რომ ნორმით გათვალისწინებულია, რომ წესი ეხება
ურთიერთობებს პირდაპირ და არაპირდაპირ მფლობელებს შორის (162 II).

7 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl., § 473, Rn. 12.


8 შდრ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 399, გვ. 411.
9 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl., § 473, Rn. 13.

10 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl., § 473, Rn. 14.

თამარ ზარანდია 3

You might also like