You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება

თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს,


გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს
ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის
ხარჯებს.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ..................................................................... 2
2. გამყიდველის ნივთზე წვდომის შესაძლებლობა .............................................................................. 2
3. შენახვის ვალდებულების ფარგლები ................................................................................................. 3
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 3
4. გამყიდველის პასუხისმგებლობის ფარგლები .................................................................................. 3
5. გამყიდველის მოთხოვნა ....................................................................................................................... 4
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 4

I. ზოგადად
მოწესრიგება ეხმიანება ვენის ნასყიდობის კონვენციის 85-ე მუხლს და მისი მიზანია, 1
განისაზღვროს, ვის ეკისრება ნივთის შენახვის ვალდებულება, როდესაც მყიდველი არ
იღებს ნივთს ან არ იხდის მის ფასს. ასეთ შემთხვევაში, გამართლებულია,
ხელშეკრულების იმ მხარეს დაეკისროს ნივთის შენახვის ვალდებულება, რომელსაც
ფაქტობრივად უფრო მარტივად მიუწვდება ნივთზე ხელი.1 გამყიდველს „ზრუნვის“
ვალდებულება ეკირება მიუხედავად იმისა, რომ ის მზად იყო, ნივთი გადაეცა
მყიდველისათვის. ამის გათვალისწინებით, იგი უფლებამოსილია მყიდველის
ინტერესებში განხორციელებული ქმედებების გამო გაწეული ხარჯები მოითხოვოს
მყიდველისაგან. მყიდველის ინტერესია ნივთის დაცვა დაზიანებისა თუ გაფუჭებისა და
სხვა რისკებისაგან.2

შენახვის ვალდებულება სახელშეკრულებო არაძირითად ვალდებულებათა რიცხვს 2


განეკუთვნება და კეთლისინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა.3 შენახვის
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, გამყიდველი
უფლებამოსილია, დაიტოვოს ნივთი მანამ, სანამ გამყიდველი არ აანაზღაურებს გაწეულ
ხარჯებს.4 გაწეული ხარჯები კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა იყოს
თანაზომიერი და შესაბამისი.5

1 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 1.


2 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 1.
3 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 3.

4 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 1.

5 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 2.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

II. შემადგენლობა

1. მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა


3 ნორმის გამოყენების წინაპირობაა მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა,
რაც შეიძლება გამოიხატოს ნივთის მიღების ან საფასურის გადახდის ვალდებულების
(სრულად ან ნაწილობრივ) დარღვევაში 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.6

უმნიშვნელოა, მყიდველი ნივთის მიღებას აყოვნებს თუ მის მიღებაზე საბოლოოდ


აცხადებს უარს.7 მოწესრიგება ანალოგიურად უნდა გავრცელდეს დამატებითი
შესრულების შემთხვევაზე.8

4 შემადგენლობა ვრცელდება მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულებაზე (ნივთის


მიღებასა თუ ფასის გადახდაზე) უარის თქმის იმ შემთხვევებზე, როდესაც მას ასეთი
უფლებამოსილება კანონის ან ხელეკრულების საფუძველზე არ გააჩნია. ასეთ
შემთხვევაში, რისკი მყიდველზე გადადის, თუმცა მოსალოდნელი ზიანის შემცირების
და მყიდველის ინტერესების დაცვის მიზნით, გამყიდველს ეკისრება ნივზე ზრუნვის
ვალდებულება.9

5 მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულებაზე (ნივთის მიღებასა თუ ფასის


გადახდაზე) უარის თქმის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, რისკი კვლავ
გამყიდველთან რჩება10 და მე-500 მუხლის გავრცელება გაუმართლებელია.

2. გამყიდველის ნივთზე წვდომის შესაძლებლობა


6 გამყიდველისათვის ნივთის შენახვის ვალდებულების დაკისრების აუცილებელი
წინაპირობაა, რომ მას კვლავ უნდა მიუწვდებოდეს ხელი ნივთზე.11 კერძოდ მას ან მის
სამსახურში მყოფ პირებს უნდა ჰქონდეთ ნივთი მფლობელობაში ან, სულ მცირე,
ჰქონდეს ტრასნპროტირებისათვის გადაცემულ ნივთზე წვდომის შესაძლებლობა.12
ასეთი წვდომა, როგორც წესი, გამოირიცხება, თუ გამყიდველმა მყიდველს გადასცა
დოკუმენტები. საპირისპიროდ ამისა, გამყიდველს კვლავ აქვს წვდომა ნივთზე, თუ მან
შესაბამისი დოკუმენტები მხოლოდ გადამზიდველს გადასცა მყიდველისათვის
გადაცემის მიზნით. ამ შემთხვევაში, გამყიდველის წვდომა გამყიდველის მიერ
გადამზიდველის მიმართ არსებული მითითების უფლების არსებობით აიხსნება და
არავის აქვს მეტი ლეგიტიმაცია ნივთთან მიმართებით, ვიდრე თავად გამყიდველს.13

6 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 4.


7 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 4.
8 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 4

9 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 4; განსხვავებული მოსაზრება იხ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016,

Art. 85 CISG, Rn. 6.


10 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 4.

11 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 5.

12 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 3.

13 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 3; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 5.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

3. შენახვის ვალდებულების ფარგლები


შენახვის ვალდებულების ფარგლები უნდა იყოს შესაბამისი და თანაზომიერი, რაც 7
ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. კერძოდ, გამყიდველს
ეკირება არა ყველა შესაძლო ზომის მიღება, არამედ მხოლოდ ისეთი ზომებისა,
რომელთა განხორციელებაც მას გონივრულად შესაძლოა მოეთხოვოს და
ეკონომიკურად გამართლებულად ჩაითვლება.14 გამყიდველის მხრიდან
განსახორციელებელი ზომების შესაბამისობის დადგენა უნდა მოხდეს ნივთის
თვისებების, მოსალოდნელი რისკებისა და ზიანის მოცულობისა თუ შენახვისათვის
საჭირო ხარჯების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე.15

შენახვის ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს ნივთის საწყობში განთავსებას, ან მისი 8


შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურის და სხვა შენახვის პირობების
უზრუნველყოფას.16

თანაზომიერია ხარჯები, რომელთა გაწევაც ნივთის „სუბსტანციისა“ და უსაფრთხოების 9


უზრუნვეყლოფის მიზნითაა აუცილებელი და, ამასთანავე, გათვალისწინებული
დანახარჯების მოცულობა ობიექტური შემფასებლის თვალსაწიერიდან
გამართლებულია მყიდველის ინტერესების დაცვის მიზნით, რომელმაც საბოლოოდ
უნდა იკისროს გაწეული ხარჯები.17

შენახვის ვალდებულება დროში შეზღუდული არ არის და მოქმედებს მანამ, სანამ 10


ხელშეკრულების შემდგომი ბედი არ გამოიკვეთება.18 ეს შეიძლება იყოს
ხელშეკრულებიდან გასვლა ან მყიდველის მიერ ნივთის მიღება.19

გამყიდველის ვალდებულება არსებობს მაშინაც, როდესაც არსებობს რისკი, რომ 11


მყიდველი გაწეულ ხარჯებს ვერ აანაზრაურებს. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა
აღნიშნული ხარჯების ამოღება ნივთის გაყიდვით უნდა მოახდინოს.20

III. სამართლებრივი შედეგი

4. გამყიდველის პასუხისმგებლობის ფარგლები


ვენის ნასყიდობის კონვენციის კომენტარებში ერთიანია პოზიცია, რომ ნივთის შენახვის 12
ვალდებულება არაძირითად ვალდებულებათა რიცხვს განეკუთვნება. შესაბამისად, ამ
ვალდებულების დარღვევა წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს (მეორად
მოთხოვნებს), მათ შორის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას შესაბამისი დამატებითი
წინაპირობების არსებობისას. ამ ვალდებულების დარღვევის საფუძვლით
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, როგორც წესი, გამოირიცხება ვალდებულების

14 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 5.


15 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 5; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 7.
16 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 8.

17 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 6.

18 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 7

19 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 9.

20 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 6.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

დარღვევის არაარსებითობის საფუძვლით.21 თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ამ


ვალდებულების დარღვევის შესაბამისი შედეგებისა და მნიშვნელობის
გათვალისწინებით ხელშეკრულბიდან გასვლა გამართლებული და მიზანშეწონილია.

13 გასათვალისწინებელია, რომ თუ გამყიდველი საკუთარი ვალდებულების


შესასრულებად ისარგებლებს სხვა პირთა მომსახურებით, ის პასუხს აგებს ამ პირთა
მოქმედებებისთვის 396-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული გამართლებულიცაა,
ვინაიდან იმ პირთა შერჩევისა და მათთვის ვალდებულებათა შესრულების
გადაკისრების არჩევანი სწორედ გამყიდველმა გააკეთა და შესაბამისი ტვირთიც თავად
უნდა იკისროს.22

5. გამყიდველის მოთხოვნა
14 გამყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს მყიდველისაგან ნივთის შენახვისათვის
გაწეული შესაბამისი და თანაზომიერი ხარჯები. ასეთი შეიძლება იყოს საწყობის ან სხვა
მესამე პირთა მომსახურება, რომელთა ღირებულებაც შესაბამისია ბაზარზე არსებულ
ფასებთან.23

ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა მიზანშეწონილია, წარმოიშვას მხოლოდ იმ


შემთხვევაში, თუ მყიდველს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის (369-ე
მუხლის შესაბამისად „თავის შეკავების“) უფლებამოსილება არ ჰქონდა. ნაკლებად
გასაზიარებელია, თუმცა ალტენრატივის სახით განიხილება ასევე შესაძლებლობა,
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა გავრცელდეს ნებისმიერ შემთხვევაზე, ხოლო
შემდეგ აღნიშნული ხარჯების გამოქვითვა მოხდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
წარდგენით გამყიდველის მიმართ.24

ნივთის დაკავების უფლება გამყიდველის მიერ გამართლებულია მყიდველის მიერ


ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.25

IV. მტკიცების ტვირთი


15 მყიდველის მიერ ნივთის მიღებისა და ფასის გადახდის ვალდებულების არსებობა
გამყიდველმა უნდა ამტკიცოს,26 რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ასეთი
ვალდებულება უნდა არსებობდეს.27 მყიდველმა თავის მხრივ უნდა ამტკიცოს, რომ
ვალდებულება შეასრულა (თუ ასეთი შემთხვევაა სახეზე), ან — მას არ ჰქონდა
შესრულების ვალდებულება. გამყიდველს ეკისრება ასევე გაწეული ხარჯების
აუცილებლობისა და თანაზომიერების მტკიცების ტვირთი.28

21 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 8; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 11.
22 შდრ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 12.
23 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 9-10.

24 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 13-14.

25 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 15.

26 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 16.

27 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 13-14.

28 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 16.

4
სოფიო ჩაჩავა

You might also like