You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 10 მარტი, 2016

მუხლი 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის

1. თუ სასაწყობო მოწმობა გაცემულია ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინ შემნახველი


პასუხს აგებს ამ მოწმობის მფლობელის წინაშე მასში მითითებული პირობების
სისწორისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწმობაში აშკარად არის მითითებული,
რომ ეს მონაცემები ეფუძნება მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას.

2. თუ შემნახველმა იცოდა,რომ მონაცემები არასწორია, მაშინ იგი პასუხს აგებს იმ


შემთხვევაშიც, თუ მან გააკეთა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.

3. შერეული შენახვისას შემნახველს არა აქვს უფლება გააკეთოს პირველ ნაწილში


აღნიშნული მითითება.

I. ნორმის მიზანი და ზოგადი დახასიათება

სასაქონლო საწყობში შემნახველი ვალდებულია, სასაწყობო მოწმობის დამზადება 1


განახორციელოს კეთილსინდისიერი კომერსანტის გულისხმიერებით. იგი პასუხს აგებს
სასაწყობო მოწმობის ლეგიტიმური მფლობელის წინაშე სასაწყობო მოწმობაში
მოცემული მონაცემების (რომელიც ეხება მოცულობას, სახეობას, სახეს და საქონლის
მდგომარეობას (ხარისხს)) სისწორისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან
სასაწყობო მოწმობაზე გაკეთებული აღნიშვნით ნათელი გახადა, რომ მონაცემები
დაფუძნებულია სასაქონლო საწყობში შემნახველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ან
მესამე პირის მიერ მიწოდებულ ცნობებზე (792 I). პასუხისმგებლობა გაცემული
სასაწყობო მოწმობის შინაარსისასთვის დგება იმ შემთხვევაში, თუ შემნახველმა იცოდა,
რომ მონაცემები არასწორია, მაგრამ მან გასცა სასაწყობო მოწმობა არასწორ მონაცემზე
დაყრდნობით და დაეფუძნა მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას.

II . მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაცია

თუკი სასაწყობო მოწმობაში შეტანილი მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ


შემნახველი ეყრდნობა მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას და არ იცოდა და არც
შეეძლო სცოდნოდა ინფორმაციის უზუსტობის შესახებ, იგი პასუხს არ აგებს აქედან
მომდინარე ზიანისათვის, თუკი სასაწყობო მოწმობაში ამის თაობაზე მკაფიოდ არის
მითითებული. აღნიშნული ეხება, მაგალითად, ისეთ დასაწყობებას, როდესაც საქონელი
შეფუთულია და მისი შიგთავსის თაობაზე შემნახველი სასაქონლო მოწმობის გაცემისას
ეყრდნობა მიმბარებლის მითითებებს. ამასთან 792 II მოითხოვს შემნახველისაგან
სასაქონლო კეთილსინდისიერი მეწარმის გულისხმიერებით მოქმედებას, არც
გულისხმობს, რომ მან არ უნდა დაუშვას სასაონლო მოწმობაში ისეთი მონაცემების
შეტანა, რომელთა უსწორობის შესახებ ინფორმირებული იყო. პასუხისმგებლობა
დადგება იმ შემთხვევაშიც, თუკი შემნახველმა არასწორი მონაცემების თაობაზე იცოდა,
მაგრამ სასაქონლო მოწმობაში აღნიშნული ასახა, როგორც მიმბარებლის ან მესამე პირის
ინფორმაცია.

1
თამარ ზარანდია
ბოლო დამუშავება: 10 მარტი, 2016

I. შერეული შენახვისას სასაქონლო მიმბარებლის ან მესამე პირის


ინფორმაციაზე მითითების დაუშვებლობა

გამომდინარე იქედან, რომ საქონლის შერევისას სასაქონლო საწყობში შემნახველს


დასაწყობებული საქონლის მხოლოდ სხვა მიმბარებლის იმგვარ ნივთებთან შერევა
შეუძლია, რომლებიც ერთ სახეობას მიეკუთვნებიან და ერთნაირი ხარისხი გააჩნია,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რომ შერევა განხორციელდეს საქონლის სახისა
და თვისებების თაობაზე სრული ინფორმირებულობის პირობებში. აღნიშნული
გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იქედან გამომდინარე, რომ შერევის
შედეგად დასაწყობებულ საქონელზე ერთპიროვნული საკუთრების ნაცვლად
საქონლის შერევის მომენტიდან წარმოიქმნება წილობრივი საკუთრება შერევის
შედეგად შექმნილ ერთობლიობაზე.1 შერეულ საქონელზე წილები განისაზღვრება
დასაწყობებული მის მიერ ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად (786 II) და
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფაქტობრივად გადაცემულ საქონელს. რადგან საქმე
უნდა ეხებოდეს საქონელს რომელიც ერთი სახისა და ხარისხისაა, მნიშვნელოვანია
თითოეული ცალკეული მიმბარებლის მიერ ჩაბარებული რაოდენობის თანაფარდობა
(პროპორცია) საქონლის საერთო რაოდენობასთან. (დაწვრილებით იხ. 786-ე მუხლის
კომენტ.) ამდენად, 792 III სასაქონლო საწობში შემნახველს არ აძლევს უფლებას
შერეული შენახვისას დაეყრდნოს და სასაქონლო მოწმობაში გააკეთოს მითითება
საქონლის მიმბარებლის ან მესამე პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.

IV. სამართლებრივი შედეგი

2 თუკი სასაწყობო მოწმობაში შეტანილი მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ


შემნახველი ეყრდნობა მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას და არ იცოდა და არც
შეეძლო სცოდნოდა ინფორმაციის უზუსტობის შესახებ, იგი პასუხს არ აგებს აქედან
მომდინარე ზიანისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასაწყობო მოწმობაში ამის
თაობაზე მკაფიოდ არის მითითებული. თუკი შემნახველმა იცოდა მონაცემების
უზუსტობის შესახებ, იგი პასუხს აგებს იმ შემთხვევაშიც, თუ მან გააკეთა მითითება
მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციაზე.

1 აღსანიშნავია, რომ HGB (გერმანიის სავაჭრო კოდექსის) §469 მეორე აბზაცის მიხედვით, საერთო
საკუთრება შერეულ ნივთებზე წარმოიქმნება მიბარების მომენტიდან, ხოლო ქართულ სამართალში
ნივთების შერევის მომენტიდან, შდრ. 786 II.
2
თამარ ზარანდია

You might also like