You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 27 მაისი, 2016

მუხლი 947. ნატურალური სარჩოს გადახდა

ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ


გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით.

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მარჩენალის ძირითად 1
ვალდებულებას წარმოადგენს, გადაუხადოს სარჩენს ფულადი ან ნატურალური
ხასიათის სარჩო.1 ნების ავტონომიის და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი
პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, რა
სახის სარჩოს გადაუხდის მარჩენალი სარჩენს.2

2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

განსახილველ ნორმას მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ


ინსტიტუტებთან, როგორიცაა: კერძო ავტონომია (10-ე მუხლის მეორე ნაწილი);
ხელსეკრულების თავისუფლება (319-ე მუხლი); ვალდებულების ჯეროვანი შესრულება
(361-ე მუხლი); ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებების მიმართ (398-ე
მუხლი).

3. მნიშვნელობა
თუ ხელშეკრულებით სარჩო გათვალისწინებული იყო ნატურალური სახით (ბინით,
კვებით, მოვლით თუ სხვა აუცილებელი დახმარებით სარჩენის უზრუნველყოფა),
შესაძლებელია, რომ შემდგომში მხარეთა შეთანხმებით ნატურალური სარჩო მთლიანად
ან ნაწილობრივ შეიცვალოს ფულადი სახის სარჩოთი.

ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ ის გარემოება, რომ მოპასუხე და მისი


ოჯახის წევრები მოსარჩელეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაში
ფიზიკურად ეხმარებოდნენ, სარჩენი პირისთვის ნატურალური სახით სამისდღეშიო
სარჩოს გადახდად უნდა შეფასდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სარჩენი
პირის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდა
მატერიალური დახმარებისა, მოსარჩელისათვის სავარაუდო იყო, რომ შესაძლებელია

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის N ას-221-
213-2012 განჩინება.
2ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.

436.
1
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 27 მაისი, 2016

წარმოშობილიყო სხვა აუცილებელი დახმარების საჭიროებაც, რის მიღებასაც სარჩენი


სადავო გარიგების დადებით იმედოვნებდა.3

3 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის N


2ბ/2002-12 გადაწყვეტილება.
2
ზურაბ ძლიერიშვილი

You might also like