You are on page 1of 4

მარიამ ნუცუბიძე

თამარ ჩილინგარაშვილი
მუხლი 6. მხარეთა უფლება-მოვალეობები

6.1. ქვემოიჯარე ვალდებულია:


6.1.1. საიჯარო ფართი გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მიზნებისთვის და არსებითად არ გააუარესოს მისი მდგომარეობა. ხელშეკრულების
მიზნებისთვის საიჯარო ფართის არსებით გაუარესებად ითვლება ისეთი ცვლილება,
რომელიც არ შეესაბამება ნორმალურ ცვეთას.
6.1.2.გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა დათქმულ
ვადაში.
6.1.3.მეიჯარის მიერ კომუნალური გადასახადების განულების შემდეგ,საიჯარო ფართის
ჩაბარების დღიდან, გადაიხადოს მის მიერ საიჯარო ფართის სარგებლობასთან
დაკავშირებული კომუნალური გადასახადები.
6.1.4. გონივრულ ვადაში მიაწოდოს მეიჯარეს საიჯარო ფართთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
6.1.5. საიჯარო ფართი ან მისი ნაწილი მესამე პირს გადაცეს მხოლოდ მეიჯარის
წინასწარი თანხმობით.
6.1.6. აანაზღაუროს საიჯარო ფართთან დაკავშირებული ზიანი მხოლოდ განზრახვისა
და უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში.
6.1.7.შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და
კეთილსინდისიერად. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი
შესრულების შემთხვევაში იკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობა.
6.1.8.გადაიხადოს საიჯარო ქირა გადახდის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად,გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დოლარის კურსი აღემატება ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის არსებულ დოლარის საბაზრო ღირებულებას( USD,1 აშშ
დოლარი - 2.714 ლარი (საქართველოს ერვნული ბანკი)).

6.2 მეიჯარე ვალდებულია:


6.2.1. გადასცეს ქვემოიჯარეს საიჯარო ფართი სარგებლობისთვის ვარგის
მდგომარეობაში. ხელშეკრულშეკრულების მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს
საიჯარო ფართის სუბსტანციის შენარჩუნება.
6.2.2. საიჯარო ფართი ქვემოიჯარეს გადასცეს მხარეთა მიერ ხელშეკრულების
ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში. ( არა უგვიანეს 2018 წლის 8 ნოემბრისა).
6.2.3. ქვემოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ფართზე გაწეული აუცილებელი ხარჯები.
6.2.4.ქვემოიჯარისთვის საიჯარო ფართის გადაცემის მომენტისთის უზრუნველყოს
საიჯარო ფართთან დაკავშირებული კომუნალური გადასახადების გასწორება.
6.2.5. მიაწოდოს ქვემოიჯარეს საიჯარო ფართთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
ინფორმაცია.
6.2.6. იკისროს საიჯარო ფართზე არსებული უფლებრივი ტვირთი.
6.2.7. შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და
კეთილსინდისიერად. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის და
არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იკისროს ხელშეკრულებით დადგენილი
პასუხისმგებლობა.

6.3 ქვემოიჯარე უფლებამოსილია:


6.3.1.ისარგებლოს საიჯარო ფართით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
6.3.2. საკუთარი ხარჯებით განახორციელოს რემონტი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მიზნის შეცვლის გარეშე.
6.3.3. მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება აუცილებელი ხარჯების მის მიერ გადახდის
შემთხვევაში.
6.3.4. ისარგებლოს საიჯარო ფართით მესამე პირთა მხრიდან ჩარევისა და ხელშეშლის
გარეშე.

6.4 მეიჯარე უფლებამოსილია:


6.4.1. მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისიწნებული საიჯარო ქირა, ხელშეკრულებით
დადგენილ ვადაში.
6.4.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ჩაიბაროს საიჯარო ფართი
არსებითი გაუარესების გარეშე.

მუხლი 7. მხარეთა პასუხისმგებლობა


7.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას ერთმანეთს აუნაზღაურონ მათ მიერ
ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად
მიყენებული ზიანი ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
7.2. ქვემოიჯარეს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით
გათვალისწინებული გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე
უფლებამოსილია მოსთხოვოს ქვემოიჯარეს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი
გადაცილებული დღის შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,01 პროცენტის ( ნოლი
მთელი ერთი მეასედი პროცენტის) ოდენობით, რის შესახებაც უნდა აცნობოს
ქვემოიჯარეს წერილობით. აღნიშნული წერილობითი შეტყობინების ვალდებულების
დარღვევის შემთხვეაში მეიჯარე კარგავს შესაბამისი პირგასამტეხლოს მოთხოვნის
უფლებას.

მუხლი 8. ფორს-მაჟორი
8.1. მხარეები თავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, თუ მათი
ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების
პირობებში. ასეთი გარემოებებია: ომი, საბრძოლო მოქმედებები, დივრესია, სტიქიური
უბედურება, ხანძარი.
8.2. ქვემოიჯარე თავისუფლდება საიჯარო ფართთან დაკავშირებული
პასუხიმგებლობისაგან თუ საიჯარო ფართის დაზიანება გამოწვეულია ხელშეკრულების
8.1- მუხლით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედებით.

მუხლი 9.ხელშეკრულების მოქმედების ვადა


9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან 2018
წლის 5 ნოემბერს და მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, 2021 წლის 5 ნოემბრამდე.
9.2. მხარეთა ხელმოწერა ფიქსირდება წინამდებარე ხელშეკრულების ყოველ გვერდის
ქვედა მარჯვენა კუთხეში.

მუხლი 10.დავათა გადაწყვეტა


10.1.ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები
ვალდებულებას იღებენ თავდაპირველად დავა მოაგვარონ ურთიერთმოლაპარაკების
გზით.
10.2.მახრეთა მიერ ურთიერთმოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემდეგ
დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა უნდა მიმართონ მედიატორს. მედიატორს
მხარეები არჩევენ ურთიერთშეთანხმებით.
10.3. მხარეთა მხრიდან მედიატორის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთვევაში მას
ირჩევს საიჯარო ფართის მესაკუთრე (შპს „გაქირავება“ ) მედიატორთა რეესტრიდან.

მუხლი 11.ხელშეკრულების ენა და კანონმდებლობა


11.1.ხელშეკრულების ძირითადი ენაა ქართული.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.

მუხლი 12. მხარეთა რეკვიზიტები


მეიჯარე - გიორგი დევდარიანი ქვემოიჯარე - შპს „სამედიცინო
დაწესებულება ჰაუსი“
მისამართი- ქ.თბილისი,ნუცუბიძის ქუჩა 16 მისამართი-ქ.თბილისი,ნუცუბიძის ქუჩა 17
პ/ნ- 11111111111 ს/კ - 300100100
დირექტორი - ევგენი მკურნალაძე
ბანკის კოდი- BAGAGE22 ბანკის კოდი - TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: ანგარიშის ნომერი -
GE22BG0000000893180100 GE06TB0600000013467445

You might also like