You are on page 1of 3

იჯარის ხელშეკრულება

ქ. თბილისი თარიღი ___/___/2020

ერთის მხრივ ფ/პ აკაკი კურტანიძე (პ/ნ 01001081002, მცხოვრები ქ. თბილისი ილორის ქ. #25/23)
(შემდგომში მეიჯარე), და მეორეს მხრივ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ( პ/ნ_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _)
(შემდგომში მოიჯარე), ერთად წოდებული „მხარეები“ შევთანხმდით და წინამდებარე ხელშეკრულება
(შემდგომში „ხელშეკრულება“) დავდეთ შემდეგზე:

1.ხელშეკრულების საგანი
1.1. „მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო „მოიჯარე“ დროებით სარგებლობაში იღებს ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ უძრავ ქონებას („შემდგომში „საიჯარო ქონება“), კერძოდ „მეიჯარის“ კუთვნილი
უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი 19/05
1.2. „მეიჯარის“ საკუთრება აღნიშნულ ქონებაზე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის
მახასიათებელია:
 უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 01,11,05,034,008
 მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 19/05

2.იჯარის საფასური და ანგარიშსწორების წესი


2.1. იჯარის საფასური 700 ₾ (შვიდასი ლარი)
2.2. „მოიჯარე“ ვალდებულია საიჯარო გადასახადი გადაიხადოს ყოველი თვის _ _ რიცხვამდე წინასწარ.
(ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე მოიჯარეს დაეკისრება საიჯარო თანხის 0.2 %)
2.3. ანგარიშსწორება მოხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით „მეიჯარის“ მიერ
წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
2.4. საიჯარო თანხა არ შეიცავს საშემოსავლო გადასახადს.

2.ქონების მოვლა
3.1. მოიჯარე ვალდებულია იზრუნოს ქონების სათანადო მოვლისათვის:
3.2. სათანადო მოვლაში იგულისხმება:
 ქონების სისტემური დასუფთავება;
 სანტექნიკის, ელექტროგაყვანილობის გამართულობის უზრუნველყოფა და სათანადო დონეზე
ექსპლუატაცია. ასევე სახანძრო უსაფრთხოების დაცვა და კანალიზაციის მუშა მდგომარეობაში
შენარჩუნება.
4.მხარეთა უფლებები და ვალდებულებები:
4.1. მოიჯარეს უფლება არ აქვს საიჯარო ქონება გადასცეს ქვეიჯარით.
4.2. მეიჯარეს უფლება აქვს:
 პერიოდულად შეამოწმოს იჯარით გაცემული ქონების მდგომარეობა და მოიჯარის მიერ
სარგებლობის მიზნობრიობა;
 მითხოვოს მოიჯარისგან იჯარის გადახდის ვალდებულების სრულყოფილად შესრულება;
 მოიჯარის მიერ ქონების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს მისი
დაუყოვნებლივ შეწყვეტა და წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად დარღვევა;
 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მოიჯარის მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში,
ასევე სხვა პატივსაცემი მიზეზების არსებობისას:
 მოიჯარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ბრალეულად მნიშვნელოვნად
დარღვევისას;
 მოიჯარის მეიჯარეს მიმართ ჩაიდინა ისეთი მართსაწინააღმდეგო ან სხვა მოქმედება, რომელიც
შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას, მოითხოვოს
ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა;
4.3. მოიჯარეს უფლება აქვს:
 წინამდებარე ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ მოსთხოვოს იჯარით
აღებული ქონების დროულად გადაცემა.
 ვადამდე მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ აღნიშნულზე იგი წინასწარ 2
თვით ადრე წერილობით გააფრთხილებს მეიჯარეს და გადაიხდის იჯარის დარჩენილ თანხას.

5.მხარეთა პასუხისმგებლობა:
5.1. მხარეთა შორის უთანხმოებანი, რაც არ არის მოწესრიგებული ამ ხელშეკრულებით, გადაწყდება
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.ხელშეკრულების მოქმედების ვადა:


6.1. ქონების იჯარის ვადა იწყება _ _ /_ _/2020-წლიდან და ძალაშია 11 თვის ვადით.
6.2. თუ ხელშეკრულების ამოწურვამდე 2 თვიტ ადრე მხარეებმა არ შეატყობინეს ერთმანეთს
ხელშეკრულების მოშლის შესახებ, ხელშეკრულება გრძელდება იგივე ვადით და პირობებით.

7.დავათა გადაჭრის წესი


7.1. ამ ხელშეკრულების შესრულების დროს წარმოშობილი დავები და უთანხმოებანი გადაიჭრება
მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

8.დასკვნითი დებულებანი
8.1. ამ ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შედის მხოლოდ იმ პირობით, თუ
ის შესრულებულია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ. ამ ხელშეკრულების
დანართები მის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.
8.2. ეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი
იდენტურია და აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ყოველ მხარეს აქვს ხელშეკრულების ერთი
ეზემპლარი.

9.მხარეთა რეკვიზიტები
„მეიჯარე“
ფ/პ/ აკაკი კურტანიძე (პ/ნ 01001081002)
მისამართი: ქ. თბილისი, ილორის № 25/23
ტელ: 599 995 414
საბანკო ანგარიში:
 საქართველოს ბანკი: GE29BG0000000162055860
 თი-ბი-სი ბანკი: GE97TB7036245061100140

„მოიჯარე“
სახელი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
პ/ნ: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ტელ: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

You might also like