You are on page 1of 5

დავალების ხელშეკრულება 05/29/2022

კონტრაქტის ნომერი: 1313137

ქ.თბილისი

1. მხარეები:

 ერთი მხრივ, სს ,,დაზღვევა შენიჭირიმე“(შემდეგში ,,მარწმუნებელი,“


საიდენტიფიკაციო ნომერი 986438729), წარმოდგენილი მისი დირექტორის
მიერ(ჯაყო ჯივაშვილი პ.ნ.-03036903303) და, მეორე მხრივ, თეიმურაზ
ხევისთავი (შემდეგში ,,რწმუნებული“, პ.ნ.-00115050198, მისამართი-
ქ.თბილისი, ნაშინდარის #3) ვდებთ წინამდებარე დავალების
ხელშეკრულებას.
 ,,მარწმინებელი“ და ,,რწმუნებული“ შემდგომში მოხსენიებულნი,
როგორც ,,მხარეები“.

2. ხელშეკრულების საგანი:

 რწმუნებული კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს მისთვის


დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება
მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
 აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის დავალებულ მოქმედებაში
იგულისხმება დაზღვევის ხელშეკრულების დადება, შეცვლა, მოშლა,
გაგარძელება.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები:

 მარწმუნებელი ვალდებულია:
ა) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რწმუნებულს გადაუხადოს ამ
ხელშეკრულებით დადგენილი საფასური;
ბ) მიაწოდოს რწმუნებულს ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა ამ უკანასკნელმა
ჯეროვნად და ნაკლები დანახარჯებით შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
გ) აანაზღაუროს აუცილებელი ხარჯები, რომლებიც წარმოეშვა რწმუნებულს
მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების
შესრულებისას;
დ) არ გაახმაუროს ინფორმაცია რწმუნებულის პროფესიულ
საქმიანობასთანდაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც რწმუნებულს
პატივსადები ინტერესი გააჩნია.
 მარწმუნებლი უფლებამოსილია:
ა) მისცეს რწმუნებულს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები,
რომლებიც დაკავშირებულია დავალების დროში სწრაფ, ნაკლები
დანახარჯებით შესრულებასთან;
ბ) მოსთხოვოს რწმუნებულს ანგარიში, ხარჯები შესრულებული და მიმდინარე
მოქმედებებისა;
გ) მოსთხოვოს რწმუნებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი
შესრუოლების შემთხვევაში, გავიდეს ხელშეკრულებიდან.
 რწმუნებული ვალდებულია:
ა) შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გასაზღვრული ვალდებულებები
მარწმუნებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) თავად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები და არ გადაანდოს იგი
მესამე პირებს;
გ) შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. თუ რწმუნებული თვლის, რომ
მარწმუნებლისათვის მეტად მომგებიანი მისივე მითითებებიდან გადახვევა
იქნება, ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მარწმუნებელს. თვითნებური
მოქმედების უფლება რწმუნებულს არ გააჩნია. ხოლო თუ სახეზეა
ფორსმაჟორი და დაყოვნებამ მარწმუნებელი შეიძლება არსებითად დააზიანოს,
რწმუნებული მოქმედებს თავისი მიხედულებით და დაუყოვნებლივ(პირველი
შესაძლებლობისთანავე) ატყობინებს რწმუნებულს;
დ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების, მოშლის, შეცვლისა თუ
გაგრძელების შემთხვევაში, იმოქმედოს რწმუნებულის საუკეთესო
ინტერესებიდან გამომდინარე;
ე) წარადგინოს ყოველთვიური ანგარიში მის მიერ შესრულებულ
ვალდებულებებთან დაკავშირებით. მარწმუნებლის მოთხოვნის შემთხვევაში
კი დაუყოვნებლივ განახორციელოს აღნიშნული;
ვ) არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა
მარწმუნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით და რომლის გახმაურებამაც
შესაძლოა არსებითი ზიანი მიაყენოს მარწმუნებლის ინტერესებსა და იმიჯს
ბაზარზე;
ზ) თუ რწმუნებულს მიადგა ზიანი მარწმუნებლის მითითებების
შესრულებისას და მის გამოწვევაში თავად რწმუნებულს ბრალი არ მიუძღვის,
ეს უკანასკნელი უნდა აანაზღაუროს მარწმუნებელმა;
თ) უფლებამოსილებაში ცვლილებები დაუყოვნებლივ შეატყობინოს მესამე
პირებს;
ი) მისთვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები გადასცეს
მზღვეველს(მარწმუნებელს);
კ) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება გადასცეს
დამზღვევს/დაზღვეულს/მოსარგებლეს;
ლ) შეატყობინოს მარწმუნებელს დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთნ,
შეცვლასთან, მოშლასთან, გაგრძელებასთან დაკავშირებული ყველა
მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მისთვისაა ცნობილი.
 რწმუნებული უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ყოველთვიური ანაზღურება;
ბ) მოსთხოვოს მარწმუნებელს აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება;
გ) მოსთხოვოს მარწმუნებელს მისი მითითებების შედეგად მიყენებული
ზიანის ანაზაურება.

4. დაზღვევის აგენტის ანაზღაურება

 დაზღვევის აგენტის(რწმუნებულის) ანაზღაურებად განისაზღვროს 3450 ლარი


ყოველი თვის 28 რიცხვში.
 გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა

 ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვროს 3 წელი;


 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე;
 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია ნებისმიერი დროს, თუკი
კონტრაჰენტი მეორე მხარეს აცნობებს აღნიშნულის შესახებ 7 დღით ადრე.
 ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტამდე არსებული ყველა
ვალდებულება უნდა შესრულდეს, დაწყებული მოქმედებები კი უნდა
დასრულდეს;
 თუ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს მარწმუნებელი, რწმუნებულს
მიეცემა მიმდინარე თვის ანაზღაურება;
 თუ ხელშეკრულება ცალმხრივად წყდება რწმუნებულის მიერ, მას
აუნაზღაურდება დასასრულებელ მოქმედებასთან დაკავშრებით გასაწევი
ხარჯები.

6. პასუხიმგებლობისაგან გათავისუფლება

 მხარე თვისუფლდება დაკისრებული ვალდებულებისაგან დაუძლეველი


ძალის(ფორსმაჟორის) შემთხვევაში, თუკი აღნიშნული იწვევს ვალდებულების
შეუსრულებლობას/არაჯეროვან შესრულებას;
 მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაუძლეველი ძალის შემთხვევის
დადგომისას პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეორე მხარეს ფორს-
მაჟორული სიტუაციის შესახებ.

7.ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტა

 წინამდებარე დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ


კანონმდებლობად, მხარეთა შეთანხმებით, აღიარებულია საქართველოს
ეროვნული კანონმდებლობა.
 მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: მხარეთა შორის დავის არსებობის
შემთხვევაში, ამ დავას განიხილავს სასამართლო.

8. დასკვნითი დებულებები

 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ, თანაბარი იურიდიული


ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული გადაეცემა
მხარეებს;
 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება ურთიერთშეთნხმებით,
წერილობითი ფორმით ახალი ხელშეკრულების დადებით;
 სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს შეუძლიათ
გააგრძელონ მოცემული ხელშეკრულება ან დადონ ახალი;
 ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა, არ გამოიწვევს ამ
ხელშეკრულების, პუნქტის ან რომელიმე ქვეპუნქტის ავტომატურ
ბათილობას, თუკი ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილს გარეშეც
შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების დადება ამ უკანასკნელის
მიზნის გათვალისწინებით;
 ურთიერთობები, რომელიც არ არის რეგულირებული ამ
ხელშეკრულებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

მხარეთა რეკვიზიტები
 მარწმუნებელი:
სადაზღვევო კომპანია სს ,,დაზღვევა შენიჭირიმე“
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ.#24ბ;
ტელეფონი: 032 2 422 222;
ელ-ფოსტა: shenidazghveva@gmail.com;
საკონტაქტო პირი: ჯაყო ჯივაშვილი
 რწმუნებული:
თეიმურაზ ხევისთავი (პ.ნ.00115050198);
მისამართი-ქ.თბილისი, ნაშინდარის #3
ტელეფონი: 557407771;
ელ-ფოსტა: khevistavi77@gmail.com
 მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ერთმანეთს
მითითებული რეკვიზიტების ცვლილების შესახებ.

მარწმუნებელი : რწმუნებული:

სს ,,დაზღვევა შენიჭირიმე“ თეიმურაზ ხევისთავი

ხელმოწერა: ხელმოწერა:

You might also like