You are on page 1of 2

ხელშეკრულება

ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთის მხრივ, შემდგომში „დამქირავებლად“ წოდებული


ს.გ.___________________პ.ნ. _________________ და მეორეს მხრივ „გამქირავებლად“
წოდებული ს.გ. ____________________ პ.ნ. _________________, ვდებთ ხელშეკრულებას
შემდეგზე:

1.ხელშკრულების საგანი

„გამქირავებელი“ დროებით სარგებლობაში გადასცემს „დამქირავებელს“ თავის


საკუთრებაში არსებულ ფართს, მისაამართი: ქალაქი თბილისი,
____________________________________.ს/კ ____________________ „დამქირავებელი“
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით დროებით სარგებლობაში იღებს აღნიშნულ ფართს
საცხოვრებლად და იხდის ქირას.

2.ხელშეკრულების მოქმედების ვადა

ხელშეკრულების დაწყების ვადა და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება: 2022 წლის __


____________, 202__ წლის ____ ___________.

3. ქირის ღირებულება

ქირის ღირებულების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს ______ ლარს/დოლარს, რომელსაც


„დამქირავებელი“ უხდის „გამქირავებელს“ ყოველი თვის არაუგვიანეს ___ რიცხვამდე.

დამქირავებელი გამქირავებელლს გადასცემს დეპოზიტის სახით თანხას, რომელიც შეადგენს

______ ლარს/დოლარს.

პირველი და _____________ თვის თანხა გადახდილია წინასწარ. დროზე ადრე დაცლის


შემთხვევაში ბოლო თვის თანხა არ ბრუნდება.

4.მხარეთა მოვალეობები

„დამქირავებელი“ იღებს ვალდებულებას, რომ:

ა) ხელშეკრულების ვადის დასრულების დროს „გამქირავებელს“ დაუბრუნოს ფართი


მხოლოდ ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც
გადაეცა იგი „დამქირავებელს“.

ბ) პირადი დაუდევრობით, ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული დაზიანებები


ანაზღაურდება „დამქირავებლის“ მიერ.

გ) „დამქირავებელი“ ვალდებულია გადაიხადოს წყლის, გაზის, ელ. ენერგიის და სხვა


გადასახადები.

დ) „დამქირავებლის“ მიერ ხელშეკრულების ვადამდე ადრე დარღვევის შემთხვევაში იგი


ვალდებულია 14 დღით ადრე ამის შესახებ აცნობოს „გამქირავებელს“.
ე) როგორც, კი მოხდება კომპანიის ინფრომირება ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის
შესახებ, შუამავალი კომპანია ახდენს გამქირავებლისთვის მოიჯარის მოძიებას, გონივრულ
ვადაში.

„გამქირავებელი“ „დამქირავებელი“
______________________ ______________________

5.მხარეთა უფლებები და სადაო საკითხების გადაჭრა

5.1 მხარეები იტოვებენ უფლებას მოსთხოვონ ერთმანეთს ხელშეკრულებით


გათვალიისწინებული პირობების შესრულება.

5.2 მხარეთა შორის წარმოქმნილი სადაო საკითხები გადაიჭრება მოლაპარაკების გზით და


თუ ეს საკითხები არ გადაიჭრება, მაშინ საკითხი მოგვარდება საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე.

5.3 თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე არცერთი მხარე არ განაცხადებს


ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, იგი ავტომატურად ითვლება გაგრძელებულად.

5.4. დამქირავებელს არ აქვს უფლება მოახდინოს ბინის ქვეიჯარით გაცემა, მესამე პირზე.

6. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუ:

6.1 ხელშეკრულება ვადამდე შეწყდება, თუ:

ორივე მხარე შეთნხმდება ხელშეკრულების გაუქმებაზე.

„დამქირავებელი“ განზრახ, ან გაუფრთხილებლად გააუარესებს ქონების მდგომარეობას ამ

შემთხვევაში არ მიიღება ქონების ბუნებრივი ცვეთა.

7. მხარეთა პასუხისმგებლობა

7. ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის, ან არასათანადოდ


შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ეს ხელშეკრულება შესრულებულია ქართულ სამ იდენტურ, თანაბარი იურიდიული ძალის


მქონე ეგზემპლარად, მხარეებისთვის თითო ეგზემპლარად.

„გამქირავებელი“ „დამქირავებელი“

______________________ ______________________

You might also like