You are on page 1of 140

ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

კომენტარის ვერსია 23/03/2016

მუხლი 477. ცნება. შინაარსი

1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს


საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს
საქონელი.

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს


ნაყიდი ქონება.

3. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება


შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. კონკურენცია ................................................................................................................................................ 2
III. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. ნასყიდობისხელშეკრულების არსებითი პირობები ......................................................................... 2
2. ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები ............................................................................... 3
3. ნასყიდობის საგანი ................................................................................................................................. 3
ა) უძრავი ქონება ......................................................................................................................................... 3
ბ) მოძრავი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე ............................................................. 3
4. ნასყიდობის ფასი .................................................................................................................................... 4
5. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ............................................................................................. 6
6. გამყიდველის ვალდებულებები .......................................................................................................... 6
ა) გადაცემის ვალდებულება .................................................................................................................... 6
ბ) საკუთრების უფლების გადაცემა ........................................................................................................ 7
გ) საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულების წარმოშობის მომენტი ............................... 9
დ) ნივთთან დაკავშირებული საბუთები ............................................................................................. 10
7. მყიდველის ვალდებულებები ............................................................................................................ 11
ა) ფასის გადახდის ვალდებულება ....................................................................................................... 11
ბ) მიღების ვალდებულება ...................................................................................................................... 11
8. არაძირითადი ვალდებულებები ........................................................................................................ 12
IV. მტკიცების ტვრთი ..................................................................................................................................... 13

I. ზოგადად

ნასყიდობის ხელშეკრულებას ჯერ კიდევ რომის სამართალში ეჭირა მნიშვნელოვანი 1


ადგილი და მას შემდეგ ნასყიდობის სამართლის განვითარება მნიშვნელოვნად
განაპირობებს სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში სახელშეკრულებო სამართლის
განვითარებას. ნასყიდობის ხელშეკრულება ვალდებულებით-სამართლებრივი
ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი, კლასიკური ტიპია და მასთან დაკავშირებით
წარმოშობილი პრობლემატიკა და განმარტებები აქტუალურია სხვა
ხელშეკრულებებისათვისაც.1

1 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 35


1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კონსესუალური ხელშეკრულება დადებულად


ითვლება 327-ე მუხლის შესაბამისად მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ
დადგენილი ფორმით შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში
შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის.2 ნასყიდობის ხელშეკრულებით
მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, ხოლო სანივთო გარიგებით
ხდება საკუთრების უფლების განკარგვა.

II. კონკურენცია
2 ნორმათა კონკურენციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ნასყიდობის
სამართლის ნორმებიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნების მიმართება სამოქალაქო
კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ შეცილების უფლებასთან. როგორც
წესი, ეს უფლებები მხარეებს ალნტერნატივის სახით შეიძლება ჰქონდეთ. შეცილების
უფლების გამოყენება მიზანშეწონილია გამოირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლების
გამოყენებით სპეციალური სახელშეკრულებო მოწესრიგების ფუნქცია იკარგება, რაც
ცალკეული შემთხვევის შეფასების საფუძველზე უნდა დადგინდეს.3 მაგალითისათვის,
თუ მყიდველი გამოიყენებს შეცილების უფლებას ნივთის თვისებებში შეცდომის გამო,
ასეთი შეცდომის აღმოფხვრა, როგორც წესი, შესაძლებელია დამატებითი შესრულების
მოთხოვნის გზით. თუ მყიდველის ინტერესი უზრუნველყოფილია სახელშეკრულებო
მოთხოვნის დაყენების გზით, ასეთ შემთხვევაში, მას უპირატესობა უნდა მიენიჭოს
მხარეთა შორის ხელშეკრულების შენარჩუნების ინტერესის გათვალისწინებით.

III. შემადგენლობა

1. ნასყიდობისხელშეკრულების არსებითი პირობები


3 ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და
სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც
მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული
ფორმით.
ნასყიდობის ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებულ არსებით პირობებად
განიხილება ნასყიდობის ფასი და ნასყიდობის საგანი. ამასთან განსაზღვრული უნდა
იყოს მხარეები, რომელთაც წარმოეშობათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
უფლება-მოვალეობები.4 გარდა კანონით გათვალისწინებული არსებითი პირობებისა
ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შესაძლებელია ცალკეული პირობა ხელშეკრულების
არსებით პირობად იქცეს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება
327-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები აღნიშნულ
პირობაზე შეთანხმდნენ.

2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის № ას-221-213-2012 გადაწყვეტილება.


3 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 437, Rn. 53
4 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 9.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

2. ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები


ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ასევე აუცილებელია არ არსებობდეს 4
ხელშეკრულების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები - ბათილობის
საფუძვლები. 5

3. ნასყიდობის საგანი

ა) უძრავი ქონება
უძრავ ნივთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და 5
დადებულად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც მხარეთა შორის
დადგენილი ფორმით მოხდება შეთანხმების მიღწევა. ამდენად, მხოლოდ ზეპირი
შეთანხმება უძრავი ნივთის ნასყიდობის არსებით პირობებზე არ ნიშნავს, რომ მხარეთა
შორის ხელშეკრულება დაიდო. ამისათვის 323-ე მუხლის თანახმად აუცილებელია
წერილობითი ხელშეკრულების დადგენილი წესით გაფორმება. საკუთრების უფლების
გადაცემისათვის კი აუცილებელია საჯარო რეესტრში ახალი მესაკუთრის სახელზე
ნივთის რეგისტრაცია.6

ბ) მოძრავი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე


ნასყიდობის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს 6
ნებისმიერი ბრუნვაუნარიანი ქონება, კერძოდ მატერიელური ქონება — ნივთი და
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე — უფლება თუ მოთხოვნა.7

ცხოველი განიხილება ნივთად როგორც ბრუნვაუნარიანი ქონებრივი სიკეთე.8 7

არამატერიალური ქონებას განეკუთვნება მაგალითად პატენტიდან, სასაქოლო 8


ნიშანიდან, საწარმოს სახელწოდებიდან გამომდინარე თუ მათთან დაკავშირებული
ქონებრივი უფლებები. გასათვალისწინებელია, რომ პიროვნულ უფლებებთან
მჭიდროდ დაკავშირებული ქონებრივი „სიკეთეც“ შეიძლება იყოს ნასყიდობის
ხელშეკრულების საგანი, თუმცა არა თავად პიროვნული უფლება.9 კომპიუტერული
პროგრამა, მონაცემთა ბაზა არამატერიალური ქონებრივი სიკეთეა.10 „ნივთად
განიხილება მხოლოდ ის ინფორმაციის მატარებელი, რომელშიც განსხეულებულია

5 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433 Rn. 19.


6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის № ას-1179-1440-09 განჩინება.
7
MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 10; შდრ. ასევე Principles, Definitions and Model Rules of
European Private Law (http://ec.europa.eu/justice/policies/civil/docs/dcfr_outline_edition_en.pdf), IV. A. – 1:101.
8 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 25; შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 90a; შდრ. კერესელიძე,

უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 207; შდრ. ასევე შდრ. ახვლედიანი, ვალდებულების ცალკეული სახეები,
1983, გვ. 13.
9 შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, 191.

10 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 12

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

შესაბამისი ინფორმაცია.“11 არამატერიალურ ქონებაში ექცევა ასევე ელექტროენერგია,


გაზი, წყალი და სხვა თბოენერგია.12 მათზე შესაბამისად ვრცელდება მოძრავი ნივთის
მიმართ მოქმედი წესები.13

9 მომავლი ქონება (მისი ცალკეული ნივთები) შეიძლება 320-ე მუხლით


გათვალისწინებული შეზღუდვის ფარგლებში იყოს ნასყიდობის ხელშეკრულების
საგანი.14 თუ ნასყიდობის საგანი არამატერიალური ქონებირივი სიკეთეა, ის
იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. კერძოდ, ხელშეკრულების საგანი და მისი შინაარსი
დადგენადი უნდა იყოს.15

10 ისეთი სამართლებრივი სიკეთე რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული


ინდივიდთან და მისგან არ იმიჯნება, არ უნდა ჩაითვალოს ბრუნვაუნარიან ნივთად.16
სადავოა, რამდენად შეიძლება ადამიანის სხეულის ნაწილი ნასყიდობის საგნად იქნეს
მიჩნეული, იმ შემთხვევაში თუ ის გამოცალკევებულია ადამიანის სხეულიდან.17

11 ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ნივთი ან ქონებრივი


უფლება, არამედ „მათი ნებისმიერი კომბინაცია“18 მაგალითად საწარმო არის ხშირ
შემთხვევაში როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ნივთებისა და ქონებრივი უფლებების
ერთიანობა, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია.19

12 ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულების სახელწოდება ნასყიდობის


ხელშეკრულების არსეობაზე მიუთითებდეს, თუმცა თავისი შინაარსით ის არ
პასუხობდეს ნასყიდობის ხელშეკრულების წინაპირობეს. მაგალითისათვის,
„სპორტსმენის გამოსყიდვის“ ხელშეკრულება არ განიხილება ნასყიდობის
ხელშეკრულებად 20
ასეთად განხილვის შემთხვევაში ხელშეკრულების საგანი
შესაძლებელია სპორტსმენსა და „დამქრავებელს“ შორის დადებული ხელშეკრულება
იყოს.

4. ნასყიდობის ფასი
13 ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა მხარეთა
შორის ფასზე შეთანხმებაა. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან
გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის საკმარისია მის სასყიდლიანობაზე და

11 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 192 მაგალითად: კომპოზიციის შესრულების, წიგნის
დაბეჭდვის უფლება არამატერიალური ქონებრივი სიკეთეა, ხოლო განსხეულებული „პროდუქტი“, დისკი
რომელზეც ჩაწერილია ფილმი, აუდიოკომპოზიცია კი მატერიალური ქონებაა, ანუ ნივთი.
12 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 13; განსხვავებული მოსაზრება იხ. ახვლედიანი,

ვალდებულების ცალკეული სახეები, 1983, გვ. 13.


13 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 192.

14 იქვე 25, ასევე MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 9, 15.

15 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 17.

16 ადამიანის ორგანოებსა და მის ნეშტთან დაკავშირებით ვრცლად იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები,

2009, გვ. 204.


17 დასაშვებად მიიჩნევა: MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 11; განსხვავებული მოსაზრება

იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 204.


18 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 208.

19 იქვე.

20 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 17.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

არა ზუსტ ფასზე შეთანხმება,21 თუმცა ფასი უნდა იყოს, სულ მცირე, განსაზღვრადი.
კერძოდ, მხარეებმა შეიძლება ღიად დატოვონ ესა თუ ის პირობა, მაგრამ უნდა
შეთანხმდნენ მომავალში მისი განსაზღვრის საშუალებაზე.22

შესაბამისად, ფასი შეიძლება იყოს ზუსტად განსაზღვრული23 ან განსაზღვრადი, თუ 14


მხარეები თანხმდებიან ფასის დადგენის კრიტერიუმებზე სკ-ის 477-ე მუხლის მე-3
ნაწილის შესაბამისად.24 ფასი განსაზღვრადია ასევე, თუ ხელშეკრულების შინაარსიდან
დგინდება მხარეთა ნება, ფასის განსაზღვრა ობიექტური კრიტერიუმებით მოხდეს.25
ასეთ შემთხვევაში ფასი, როგორც წესი, უნდა იყოს საპასუხო შესრულების შესაბამისი. 26

ფასზე შეთანხმება შესაძლებელია შესრულების მომენიტსათვისაც მოხდეს. შესრლების 15


დროს ფასზე შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს კონკლუდენტურადაც, თუ მყიდველი
იხდის განსაზღვრულ ფასს გამყიდველის მიერ შესრულებული ვალდებულების
სანაცვლოდ, გამყიდველი კი შესაბამის ანაზღაურებას იღებს შედავების გარეშე.27

ნასყიდობის ფასი შესაძლებელია იყოს რაიმე ვალდებულების შესრულება, მაგალითად 16


მომსახურების გაწევა, თუ ასეთ შეთანხმებას ხელშეკრულება პირდაპირ
ითვალისწინებს ან მხარეები ამის შესახებ შემდგომ შეთანხმდებიან. საქართველოს
უზენაესი სასამართლო მართებულად განმარტავს, რომ მყიდველის მიერ გამყიდველის
სასარგებლოდ მკურნალობის, კომუნალური გადასახადებისა თუ სხვა ხარჯების გაწევა
თავისთავად არ შეიძლება მიუთითებდეს ნასყიდობის ხელშეკრულებით
განსაზღვრული ფასის გადახდის ვალდებულების შესრულებაზე გარდა იმ
შემთხვევისა, თუ მყიდველის ნება გამოხატულია ან დგინდება სხვაგვარად.28

მიიჩნევა, რომ ნასყიდობის ფასი, (თუ არ არსებობს საპირისპირო შეთანხმება) მოიცავს 17


დღგ-ს. საქართველოს უზენაესი სასამართლო მსჯელობს დღგ-ის ბუნებაზე და
მართებულად მიიჩნევს, რომ დღგ, როგორ არაპირდაპირი გადასახადი, საქონლის
მიმწოდებელს ეკისრება. შესაბამისად, ის გამყდველის ვალდებულებებში შედის და
გასაყიდ ფასში უნდა იყოს ასახული. შესაბამისად, ნასყიდობის ფასის მიღმა დღგ-ის
მოთხოვნა მყიდველისაგან დაუშვებელია,29 თუ აღნიშნულზე წინასწარი შეთანხმება არ
მომხდარა მხარეებს შორის.

21 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012


წლის 30 ოქტომბრის № ას-863-809-2012 განჩინება.
22 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012

წლის 30 ოქტომბრის № ას-863-809-2012 განჩინება.


23 შდრ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის № 2ბ/1312-11 გადაწყვეტილება.

24 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 18.

25 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 91.

26 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 19.

27 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012

წლის 30 ოქტომბრის № ას-863-809-2012 განჩინება.


28 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის N ას-788-842-2011 განჩინება.

29 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლის № ას-592-974-06 განჩინება.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

5. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება


18 გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს მყიდველს ნივთი, რომელიც 487-489-ე მუხლების
შესაბამისად უნაკლოა, ანუ ხელშეკრულების შესაბამისია. ამ თვალსაზრისით იმიჯნება
ინდივიდუალური და გვაროვნული ნივთის გადაცემის ვალდებულება. კერძოდ,
გვაროვნული ნივთის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს
ნებისმიერი უნაკლო ნივთი შეთანხმებული პარტიიდან. ინდივიდუალურად
განსაზღვრული ნივთის შემთხვევაში კი გამყიდველი ვალდებულია გადასცეს
მყიდველს სწორედ ის ნივთი, რომელზედაც მოხდა შეთანხმება. აღნიშნულ გამიჯვნას
ითვალისწინებს 381-ე და 382-ე მუხლები, რაც თავად სახელშეკრულებლო შინაარსის
განსაზღვრის თავისუფლებიდან არის ნაწარმოები და მისი უგულვებელყოფა ვერ
მოხდება.30

6. გამყიდველის ვალდებულებები
19 გამყიდველი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულებით
მყიდველის წინაშე იკისრა შესაბამისი ვალდებულების შესრულება. ასეთად ჩაითვლება
სააღსრულებო ბიუროც, რომელიც წარმოების ფარგლებში აუქცნოზე ასხვისებს
მოვალის ქონებას.31

გამყიდველი პასუხისმგებელია მყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი


ვალდებულების შესრულებისათვის მაშინაც, თუ იგი არაუფლებამოსილი პირია. 32

ა) გადაცემის ვალდებულება
20 გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთი და მასზე საკუთრების
უფლება.33

21 186-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება


ნამდვილი უფლები (მოთხოვნის) საფუძველზე შემძენისათვის ნივთის გადაცემის
გზით. გადაცემა, როგორც წესი, უნდა მოხდეს მყიდველისათვის ნივთის პირდაპირ
მფლობელობაში გადაცემით, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის, მასზე ზემოქმედების
შესაძლებლობის მინიჭებით.34 არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა საკმარისია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით ასეთი დგინდება.35
გამყიდველის მერ მყიდველისათვის ნივთზე არაპირდაპირ მფლობელობის გადაცემის

30 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 30.


31 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის N ას-344-329-2012 განჩინება.
32 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 37.
33
გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება ნასყიდობის
ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, რომელზე შეთანხმების გარეშე ნასყიდობის
ხელშეკრულება ვერ იარსებებს. შდრ. Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,
(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), p. 1276.
34 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 106; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები,
2009, გვ. 228.
35 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 48.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

შემთხვევაში, მან უნდა უზრუნველყოს მყიდველის მიერ ნივთის პირდაპირ


მფლობელობაში მიღების შესაძლებლობა.36

უძრავი ნივთის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მყიდველისათვის 22


უზრუნველყოს უძრავ ნივთზე წვდომა და მისი შესაბამისი დანიშნულებით
გამოყენების შესაძლებლობა.37

გადაცემა და მისი ადგილი განსხვავებულად უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, 23


შესრულება შეთანხმებულია მიტანის, წაღების თუ გაგზავნის ვალდებულებით.38

თუ მხარეები დამატებით არ შეთანხმებულან ივარაუდება, რომ მყიდველმა თავად


უნდა წამოიღოს ნასყიდობის საგანი გამყიდველისაგან. ასეთ შემთხვევაში გამყიდველის
ვალდებულებაა, უზრუნველყოს მყიდველისათვის ნასყიდობის საგანთან წვდომა,
კერძოდ უზრუნველყოს მყიდველისათვის ნივთის წამოღების შესაძლებლობა.39

გამყიდველს, შესაძლებელია, ნივთის გადაცემის ვალდებულება ჰქონდეს არა 24


უშუალოდ მყიდველის, არამედ მესამე პირის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ცხადია, რომ
მესამე პირისათვის გადაცემა საკმარისია, რათა გადაცემის ვალდებულება
შესრულებულად ჩაითვლება.40

ბ) საკუთრების უფლების გადაცემა


განსხვავებულად წესრიგდება საკუთრებისუფლების გადაცემა მოძრავ და უძრავ 25
ნივთებზე, უფლებაზე.

ბ.ა) მოძრავ ნივთზე

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა სკ-ის 186-ე მუხლის თანახმად ხდება 26
მესაკუთრის მიერ ნამდვილი უფლების (მოთხოვნის) საფუძველზე ნივთის გადაცემით.
გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით ნივთზე საკურების უფლების განკარგვა რომ
ნამდვილი იყოს, აუცილებელია მას საფუძვლად ედოს ნამდვილი ვალდებულებით
სამართლებრივი გარიგება ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა. შესაბამისად,
ტერმინი „უფლება“ „მოთხოვნად“ უნდა განიმარტოს, რაც გამორიცხავს გაუგებრობებს
ნორმის განმატებასთან დაკავშირებით.41

36 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 109; Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 34;
გადაცემის ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს ასევე ნივთთან დაკავშირებული დოკუმენტაციის
მყიდველისათვის გადაცემის გზით შდრ. Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,
(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:101, p. 1277.
37 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 50.

38 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 35.

39 მაგალითად გადასცეს მანქანის გასაღები, გადასცეს საწყობის გასაღები სადაც განთავსებულია

ნასყიდობის საგანი და სხვ. შდრ. Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,
(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:201, p. 1284, IV.A.-2:202, 1288.
40 შდრ. Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,
(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:101, p. 1277.
41 ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, დის., გვ. 173.

7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

27 აღნიშნული გამიჯვნა არსებითია 187-ე მუხლთან მიმართებით, რომლიც


ითვალისწინებს საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობას არაუფლებამოსილი
პირის მიერ, რომელსაც არ აქვს ნივთის განკარგვის „უფლება“, თუმცა მის მიერ
განხორციელებული განკარგვა შესაძლოა ნამდვილი იყოს და შემძენი გახდეს
მესაკუთრე 187 I და II ნაწილით გათვალისწინებული წესის გათვალისწინებით.

28 მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის კანონმდებლობა შეიძლება


ადგენდეს დამატებით სპეციალურ წესს. მაგალითისათვის, საქართველოს
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონის 9 -ე მუხლის თანახმად, მექანიკურ
1

სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა „იურიდიულ ძალას


იძენს სსიპ-ში — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში — რეგისტრაციის მომენტიდან.“42 მიუხედავად ნორმის მკაფიო
ფორმულირებისა, სასამართლო განსხვავებულად განმარტავს აღნიშნულ წესს.
სასამართლოს განმარტებით, „ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა
გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის
სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის
განსაზღვრის საკითხი (ანუ კერძო-სამართლებრივი შედეგი — სანივთო უფლების
წარმოშობის მომენტი) უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე
საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.“ შესაბამისად, 2012 წლის 28
მაისს მინდობილობის საფძველზე ავტომანქანის გასხვისებისათვის მისი რეგისტრაცია
სავალდებულოდ არ მიიჩნია.43 სასამართლოს ამგვარი განმარტება სადავოა და არ
გამომდინარეობს საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონის 91-ე მუხლის
ფორმულირებიდან, ვინაიდან ნორმა პირდაპირ მიუთითებს რეგისტრაციის შესაბამის
სამართლებრივ შედგებზე და განსაზღვრავს, რომ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა მის მომსახურების სააგენტოში
რეგისტრაციას უკავშირდება. ნორმის დღევანდელი მკაფიო ფორმულირებისაგან
განსხვავებული იყო მოწესრიგება 1999 წლის 28 მაისის საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების შესახებ კანონის მე-9 მუხლით, რაც რეგისტრაციის მოქმედი წესისაგან
განსხვავებულ მიზნებზე მიუთითებდა.44

ბ.ბ) უძრავი ნივთზე

29 სკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად


აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით
განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

42
04/04/1995 წლის საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონი, საქართველოს 2009
წლის 17 ივლისისკანონი №1544 - სსმ I, №21, 03.08.2009 ცვლილება; შდრ. ასევე მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება N 150, 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-11 მუხლის
მე-5 პუნქტი.
43 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის N ას-503-476-2014 გადაწყვეტილება.

44 ვრცლად იხ. ჩაჩავა, ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, ქართული სამართლის მიმოხილვა,

7/2004-1, გვ. 120 და შემდგომნი.


8
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

წერილობითი გარიგებით შემძენს წარმოეშობა უფლება, მოსთხოვოს გამსხვისებელს


საჯარო რეესტრში მისი უფლების აღრიცხვა.45

თუ გამყიდველი ნებაყოფლობით არ ასრულებს ნივთზე საკუთრების უფლების 30


გადაცემის ვალდებულებას, მყიდველმა სასარჩელო წესით უნდა მოითხოვოს
გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულება (საკუთრების უფლების გადაცემა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით „საჯარო რეესტრში უფლების
რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგების ფორმას და ზეგავლენას არ ახდენს
ხელშეკრულების მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა
და მოვალეობების წარმოშობაზე. უფრო მეტიც, ნამდვილი ნების საფუძველზე
წერილობითი ფორმით დადებული გარიგება საჯარო რეესტრში უფლების აღრიცხვის
საფუძველია. წერილობითი გარიგებით შემძენს წარმოეშობა უფლება, მოსთხოვოს
გამსხვისებელს საჯარო რეესტრში მისი უფლების აღრიცხვა. წერილობით გარიგებად
ჩაითვლება ასევე მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარის შემცველი
მორიგების აქტი, რომელიც ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას შეიცავს.“46

ბ.გ) უფლებაზე

სკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის 31
მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში,
თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს შემძენი.

გ) საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულების წარმოშობის მომენტი


ხელშეკრულებით მხარეები თანხმდენიან მხარეთა ვალდებულების შესრულების 32
დროზე. შესაბამისად გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთი და მასზე
საკუთრების უფლება ხელშეკრულებით დათქმულ დროს. ასეთის არ არსებობის
შემთხვევაში მყიდველს, 365-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია
მოითხოვოს გამყიდველისაგან ვალდებულების შესრულება. გამყიდველი კი
ვალდებულია (და არა უფლებამოსილი, როგორც ეს მუხლშია ჩამოყალიბებული, შდრ.
365-ე მუხლის კომენტ.), მოთხოვნისთანავე გონივრულ ვადაში შეასრულოს ნაკისრი
ვალდებულება.47 გამყიდველი უფლებამოსილია, უარის თქვას ნივთისა და მასზე
საკუთრების უფლების გადაცემაზე 369-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მყიდველს ეკისრება წინმსწრები საპასუხო ვალდებულება, რომელიც
მას ჯერ არ შეუსრულებია. ვალდებულების შესრულებისაგან თავის შეკავების უფლება
გამოირიცხება, თუ გამყიდველმა ხელშეკრულებით იკისრა თავისი ვალდებულების
წინასწარი შესრულება.

45 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის №2ბ/1312-11 გადაწყვეტილება.


46 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის №2ბ/1312-11 გადაწყვეტილება.
47 Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,
(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:202, pp.1288-1290.
9
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

33 პირობადებული საკუთრების შემთხვევაში ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის


ვალდებლება წარმოიშვება მხოლოდ მას შემდეგ რაც მყიდველი სრულად გადაიხდის
შეთანხმებულ საფასურს.(შდრ. სკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)48

დ) ნივთთან დაკავშირებული საბუთები


34 ნივთისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემასთან ერთად, გამყიდველი
ვალდებულია, გადასცეს მყიდველს ნივთთან დაკავშირებული საბუთები
ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მოწესრიგება ეხმიანება ვენის
ნასყიდობის კონვენციის რეგულირებას, კერძოდ 34-ე მუხლს.

35 ნივთთან დაკავშირებულია ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მისი იდენტიფიცირების


ან შემდგომი შეუზღუდავი გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.49 ასეთი
შეიძლება იყოს ნივთის ტექნიკური პასპორტი (მაგ. ავტოსატრანსპორტო საშუალების
შემთხვევაში), ფოსტაში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი,50 მიწოდებისა თუ
გადაზიდვის დამადასტურებელი საბუთი, ხელშეკრულებები, დაზღვევის პოლისი და
სხვა. ნივთთან დაკავშირებულია ასევე ნასყიდობის საგნის წარმოშობის
დამადასტურებელი მოწმობა, სერტიფიკატი, საექსპერტო დასკვნა, საჭირო ქვითარი და
სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე
შეთანხმებულია ან ივარაუდება.51

36 საბუთები ცალკეულ შემთხვევაში მყიდველს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ნივთი


მფლობელობაში, გაასხვისოს ის, წაუყენოს შესაბამისი პრეტენზიები როგორც
უფლებამოსილმა პირმა გადამზიდველს, შემნახველს და სხვა პირებს. შესაბამისად,
დოკუმენტების მიწოდება შეთნახმებულ, ან შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში
შესაბამის, გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს.52

37 ხელშეკრულების შეუსაბამოა დოკუმენტი, თუ ის არ შეიცავს იმ მონაცემებს რაც


ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, ასევე თუ მითითებული ინფორმაცია არაზუსტია
ან არ არის ამომწურავი. ასეთ შემთხვევაში, მყიდველს აქვს ნაკლიანი შესრულების
შესაბამისი მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლება.53

38 ვენის ნასყიდობის სამართალი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც გამყიდველი


მყიდველს აწვდის დოკუმენტებს შეთანხმებულ ვადაზე ადრე. თუ დოკუმენტები
ხელშეკრულების შეუსაბამოა, გამყიდველს შეთანხმებულ ვადამდე უფლება აქვს
განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება და დაზუსტება დოკუმენტებში, ასევე
მიაწოდოს ახალი დოკუმენტები. თუმცა ხარჯები, ისევე როგორც ზიანი, რომელიც

48 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 37.


49 Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,
(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:201, p. 1277.
50 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 113.

51 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 34 CISG, Rn. 3, 4.

52 იქვე, Rn. 5.

53 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 34 CISG, Rn. 7.

10
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

დადგება გამყიდველის მიერ ვადაზე ადრე მიწოდებული დოკუმენტების მიწოდებით,


თავად გამყიდველს ეკისრება.54

საბუთების გადაცემა თავისთავად არ გულისხმობს გამყიდველის მიერ


მყიდველისათვის ნივთისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემას, თუმცა,
ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია ნივთთან დაკავშირებული საბუთების გადაცემა
ასეთ ნებას შეიცავდეს.55 ასეთ შემთხვევაში, ცალკეული გარემოებების
გათვალისწინებით უნდა მოხდეს მხარეთა ნების განმარტება. 56

ნივთთან დაკავშირებული საბუთების გადაცემის ვალდებულება ძირითად


ვალდებულებად განიხილება, თუ საბუთების გადაცემა ნასყიდობის საგნის გადაცემის
აუცილებელი და განუყოფელი წინაპირობაა.57

7. მყიდველის ვალდებულებები

ა) ფასის გადახდის ვალდებულება


ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ნასყიდობის 39
შეთანხმებული ფასი. თუ ფასზე შეთანხმების არარსებობის მიუხედავად დგინდება
მხარეთა ნება ფასზე შეთანხმების გარეშე ხელშეკრულების დადების ნება, ნასყიდობის
ფასი შეიძლება დადგინდეს საბაზრო ფასის, მესამე პირის შეფასების ან სხვა ისეთი
გარემოებების გათვალისწინებით, რაც შესაბამისი იქნება გათვალისწინებული საპასუხო
შესრულების სანაცვლოდ.58

ბ) მიღების ვალდებულება
მყიდველი ვალდებულია, მიიღოს ნივთი და მასზე საკუთრების უფლება. აღნიშნული 40
ვალდებულება გულისხმობს გამყიდველის მიერ შეთავაზებული შესრულების
მიღებას,59 კერძოდ ნასყიდობის საგნის მფლობელობაში და საკუთრებაში მიღებას.
მყიდველი თავისუფლდება მიღების ვალდებულებისაგან მხოლოდ კანონით
გათვალისწინებულ საფუძვლების არსებობისას (ვრცლად იხ. 487-ე მუხლის კომენტ.).
მყიდველის მიერ შესრულების მიღების ვალდებულების „უფლებად“ განმარტება
სადავოა60 თავად 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირების გათვლისწინებით.61

54 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 34 CISG, Rn. 8, 10.


55 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 48.
56 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 113.

57 შდრ. Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,


(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:101, p. 1281, N 14.
58 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 53.

59 ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 111; შდრ. 390 I.

60 ცერცვაძე, წიგნში: ძლიერიშვილი/ცერცვაძე/რობაქიძე/სვანაძე/ცერცვაძე/ჯანაშია, სახელშეკრულებლო

სამართალი, 2014, გვ. 44


61 მყიდველის მიერ შესრულების მიღება ერთ-ერთი ძირითად ვალდებულებად განიხილება, შდრ.

Principles, Definitions and Model Rules of European Private Law,


(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-3:101, pp. 1344, 1345.
11
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

41 მყიდველის მიერ შესრულების მიღების ვალდებულების დარღვევა წარმოშობს


გამყიდველის მიერ მყიდველის მიმართ განხორციელებად მოთხოვნას.62 თუ რა
მოქმედებები უნდა განახორციელოს კონკრეტულად მყიდველმა, დამოკიდებულია
იმაზე, შეთნახმებული შესრულება მიტანის, გაგზავნისა თუ წაღების ვალდებულებას
ითვალსიწინებს.63 ასევე განსხვავებულია მყიდველის ვალდებულება ნივთის
თავისებურების გათვალისწინებით.

42 მყიდველის მიერ მიღების ვალდებულების დარღვევა კრედიტორის მიერ ვადის


გადაცილებას წარმოადგენს და გამყიდველს აქვს სრული უფლება განახორციელოს
ვალდებულების დარღვევის შესაბამისი მეორადი მოთხოვნები.64 ის პასუხისმგებელია
ასევე 393-ე მუხლის შესაბამისად ნივთის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი
ხარჯებისათვის. ამასთანავე, ნივთის შემთხვევითი დაღუპვისა და გაფუჭების რისკი
სწორედ მასზე გადადის.

8. არაძირითადი ვალდებულებები
43 მხარეებს 477-ე მუხლით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებასთან ერთად
ეკისრებათ 316-ე მუხლის შესაბამისი არაძირითადი ვალდებულებები. არაძირითადი
ვალდებულებები უშუალოდ არ არის დაკავშირებული ძირითად ვალდებულებასთან,
თუმცა მისგან გამომდინარეობს. ამ ვალდებულებათა შინაარსის განსაზღვრა
ვალდებულების წარმოშობის მომენტში ხშირად შეუძლებელიცაა და მისი
დაკონკრეტება ვალდებულების განხორციელების პროცესში ხდება.65

44 არაძირითად ვალდებულებები იმიჯნება შესრულებასთან დაკავშირებულ და დაცვითი


„ფუნქციის“ მქონე ვალდებულებებად. მაგალითად, შესრულებასთან დაკავშირებულია
ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის
მიწოდების ვალდებულება (მაგ. ნივთთან დაკავშირებული რისკებისა თუ ეკონომიკური
შესაძლებლობების შესახებ), ასევე მოვალისათვის ვალდებულების შესრულებაში
ხელშეწყობა.66

45 დაცვითი „ფუნქციის“ მქონე ვალდებულების გათვალისწინებით, ხელეკრულების


მხარეები ვალდებულნი არიან, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა
წარმართონ იმგვარად, რომ არ დაუშვან მეორე მხარის უფლებებისა და ინტერესების
ხელყოფა.67 ზოგიერთი მათგანი ნასყიდობის მარეგულირებელ ნორმებში პირდაპირაა
მოწესრიგებული. თუმცა, ასეთი სპეციალური მოწესრიგების არარსებობის მიუხედავად,
ყოველი კონკრეტული ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით

62 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 58-59; შდრ. ასევე Principles, Definitions and Model Rules of European
Private Law, (http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-3:101, p. 1345.
63 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 59.

64 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn. 61.

65 ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, დის., გვ. 136.

66 შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 60, 61.

67 იქვე. გვ. 138.

12
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 6 აპრილი, 2016

განისაზღვრება. ასეთი შეიძლება იყოს ნივთის გარკვეული დროით შენახვის ან


შეფუთვის ვალდებულება.68

IV. მტკიცების ტვრთი


გამყიდველმა უნდა ამტკიცოს მყიდველისათვის ქონებისა69 და დოკუმენტების70 ისევე 46
როგორც მასზე საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი. მყიდველს კი ეკისრება
გამყიდველისთვის შეთანხმებული ფასის გადახდის მტკიცების ტვრთი.71

68 შდრ. მაგ. მე-500, 501-ე მუხლები; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 63.
69 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის № ას-283-267-2011 გადაწყვეტილება;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N ას-341-325-2011 გადაწყვეტილება.
70 Saenger, in Beck OK BGB, Art. 34 CISG, Rn. 7.

71 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის N ას-1255-1184-2012 გადაწყვეტილება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის № ას-283-267-2011 გადაწყვეტილება;


საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N ას-341-325-2011 გადაწყვეტილება.
13
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის,


გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების
დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები —
მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 1

I. ზოგადად

ნორმა გამყიდველსა და მყიდველს შორის შიდა ურთიერთობას აწესრიგებს.1 მუხლი 1


მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებისათვის
აუცილებელ ხარჯებზე ვრცელდება. მოწესრიგება არ მოიცავს ერთ-ერთი მხარის
ინიციატივით მისთვის საჭირო მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა თარჯიმანის,
კონსულტანტის, მაკლერის თუ სხვა დამატებით მომსახურების საფასური.2

მოწესრიგება ეფუძნება ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად მხარემ რომლის


პასუხისმგებლობის სფეროშიც შედის ვალდებულება უნდა იკისროს აღნიშნული
ვალდებულების შესრულების ხარჯებიც.3

ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხარჯების 2


განაწილების ამ ნორმისაგან განსხვავებული პირობებზე.4

II. შემადგენლობა
ხარჯების მოცულობა და ფარგლები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია 3
ვალდებულების შესრულების შესახებ შეთნახმება. ამ თვალსაზრისით უნდა გაიმიჯნოს,
სახეზეა ე. წ. მიტანის, გაგზავნის თუ წამოღების ვალდებულება.5

ხარჯების მიკუთვნება მხარეთა რისკის სფეროში შემავალი ვალდებულებების 4


შესაბამისად ხდება. გამართლებულია, პირმა იკისროს ხარჯები იმ მოქმედებებსა თუ
ვალდებულებებზე, რომელთა შესრულებაზეც თავად არის პასუხისმგებელი.6

ვალდებულების შესრულების ადგილი განსაზღვრავს ხარჯების განაწილების პრინციპს. 5


კერძოდ, მიწოდების ადგილამდე წარმოშობილი ხარჯები, როგორც წესი, გამყიდველს

1 Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 1.


2 შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 1-2.
3 Saenger, in Beck OK BGB, Art. 31 CISG, Rn. 20.
4 Saenger, in Beck OK BGB, Art. 31 CISG, Rn. 20; Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 2.
5 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 198.

6 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 31 CISG, Rn. 24, 25; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn.

3
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

ეკისრება, ხოლო მიწოდების ადგილიდან წარმოშობილი ხარჯი, როგორც წესი,


მყიდველს დაეკისრება.7

6 თუ მიტანის ვალდებულების შესასრულებად ხარჯები გამყიდველს უნდა დაეკისროს,


გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში აღნიშნული, როგორც წესი, მყიდველის
ხარჯზე ხორციელდება. გამიდველმა უნდა იკისროს მხოლოდ გადამზიდველისათვის
მიწოდებისა და შესაბამისი შეფუთვით უზრუნველყოფის ხარჯები.8

7 წამოღების ვალდებულების ფარგლებში გამყიდველმა უნდა მოამზადოს და


გამოაცალკევოს ნივთი და გადადოს წამოღებისათვის მზა მდგომარეობაში.9

8 478-ე მუხლით გათვალისწინებული შეფუთვის ხარჯები გამყიდველს ეკისრება


იმდენად, რამდენადაც შეფუთვა ნივთის გადაცემისათვის აუცილებელია. ასეთად
ჩაითვლება მაგალითად, თუ მყიდველი ნივთის წამოღებას ვერ ახორციელებს სათანადო
შეფუთვის არარსებობის გამო, რომლის გარეშეც მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია
ან სარისკო. გამყიდველმა შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ნივთის წასაღებ
მდგომარეობაში გამოცალკევება, მათ შორის შეუფთვა და იკისროს შესაბამისი
ხარჯები.10

9 მიტანის ვალდებულების შემთხვევაში, გამყიდველი პასუხს აგებს ნივთზე მის


მყიდველისათვის მიწოდებამე და მყიდველის მიერ ნივთის მიღებამდე. შესაბამისად
როგორც ტრანსპრტირების, ასევე შეფუთვის, აწონვის და, მათ შორის, გადმოტვირთვის
ხარჯები სწორედ გამყიდველს ეკისრება. გამყიდველი, როგორც შესრულების ადგილზე
ნივთის გადაცემის მომენტამდე ნივთზე რისკის მატარებელი, თავად არის
პასუხისმგებელი ნებისმიერ ხარჯებისთვის, მათ შორის მესამე პირის მომსახურებით
სარგებლობის, ტვირთის დაზღვევის ხარჯებისათვის.11 478-ე მუხლის ფორმულირება
იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალიწინებული, მიტანის ვალდებულებაზე შეთანხმება გულისხმობს მიტანასთან
დაკავშირებული ხარჯების გამყიდველისათვის მიკუთვნებას.12

10 გაგზავნის ვალდებულება მყიდველის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.13


რისკი მყიდველზე გადადის გამყიდველის მიერ ტრანსპორტირებისთვის გადაცემის
მომენტიდან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველმა ვალდებულების
შესრულებლად „თავისმხრიდან სავალდებულო განახორციელა“.14 კერძოდ,
გამყიდველი პასუხისმგებელია ხარჯებზე, რომელიც გადამზიდველისათვის
ხელშეკრულების შესაბამის მგდომარეობაში ნივთის გადაცემას უზრუნველყოფს.
მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები მყიდველს ეკისრება.

7 Saenger, in Beck OK BGB, Art. 31 CISG, Rn. 20.


8 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 448, Rn. 8.
9 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 31 CISG, Rn. 24; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 4.

10 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 4.

11 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 5.

12 Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 5.

13 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 6.

14 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 198.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

გადაცემისაგან განსხვავებით, მიღების ვალდებულება მყიდველს ეკისრება. 11


შესაბამისად, მასვე დაეკისრება ხარჯები რომლებიც უკავშირდება ნივთის განთავსებას,
დანაწილებას, შენახვას, მათ შორის, შემოწმებას, აწონვასა და გაზომვას.15

გაგზავნის ვალდებულების შეთანხმების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება ნივთის 12


ტრანსპორტირების ხარჯები.16

შესაბამისი შეფუთვის ხარჯები როგორც წესი მყიდველს ეკისრება,17 თუმცა თუ 13


გაგზავნის ვალდებულების ფარგლებში ტრანსპორტირებისათვის საჭიროა ნასყიდობის
საგნის სპეციალური შეფუთვა, გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო
შეფუთვა, თუმცა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება შესაძლოა მყიდველს
დაეკისროს. განსსხვავებულად უნდა შეფასდეს შემთხვევა, თუ თუ გაგზავნის
ვალდებულების შესახებ შეთანხმება და ფასი მოიცავს გამყიდველის მიერ ნასყიდობის
საგნის სპეციალური შეფუთვის ვალდებულებას.

15 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 9.


16 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 448, Rn. 9-11
17 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 6.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის


ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის
აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

I. ზოგადად
ნორმის დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ 1
ხარჯების გადანაწილების ამ ნორმიდან სრულიად განსხვავებულ წესსა და პირობებზე.
მუხლი ძირითადად გამყიდველსა და მყიდველს შორის შიდა ურთიერთობას
აწესრიგებს. თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოწესრიგება
ვრცელდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების, რეგისტრაციისა და ამისათვის
აუცილებელი საბუთების წარდენის ხარჯებზე. ის არ მოიცავს ერთ-ერთი მხარის
ინიციატივით მისთვის საჭირო ან სასურველი მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა
თარჯიმნის, ნოტარიუსის, კონსულტანტის, მაკლერის თუ სხვა მომსახურების
საფასურს.1

II. შედარებითსამართლებრივი კონტექსტი


გერმანული მოწესრიგება უძრავ ქონების გასხვისებასა და საკუთრების უფლების 2
გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას მყიდველს აკისრებს.
გერმანული დოქტრინა მიჯნავს ერთისმხრივ ხარჯებს, რომელიც მყიდველს უნდა
დაეკისროს როგორც საკუთრების უფლების გადაცემასთან მჭიდროდ დაკავშირებული
ხარჯები, მეორესმხრივ კი — ხარჯებს, რომელიც გამყიდველმა უნდა იკისროს. ასეთად
მიიჩნევა ნასყიდობის საგნის უნაკლო მდგომარეობაში გადაცემისათვის აუცილებელი
ხარჯები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სარეგისტრაციო ჩანაწერის გასწორება,
შესაბამისი თანხმობის მოპოვება, (თუ ასეთი საჭიროა) და სხვ.2

III. შემადგენლობა
479-ე მუხლის გაგებით, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯი 3
ხელშეკრულების ნამდვილობის დამოწმების ხარჯებია, ხოლო საკუთრების უფლების
რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯები კი სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის შესაძლებელია ცალკეული შემთხვევის 4


გათვალისწინებით საჭირო იყოს საბუთების მომზადებისათვის საჭირო სხვა ხარჯების
გაღება. ასეთი შესაძლოა იყოს ქონების საკადასტრო აზომვით ნახაზის მომზადების, ან
ფართის გამიჯვნის, დაზუსტების და სხვა მსგავს შემთხვევებისათვის საექსპერტო
დასკვნის მომზადების ხარჯები.3

1 შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 1-2.


2 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 10.
3 Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 4. 8.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

შესაძლებელია აქვე იგულისხმებოდეს სხვა თანამესაკუთრედ რეგისტრირებულ პირთა


თანხმობის მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ხარჯები, რომლის გარეშეც
საკუთრების უფლების გადაცემა ვერ განხორციელდება (შდრ. 312 III).4

5 ხარჯები, რომლებიც არ არის აუცილებელი ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების


გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი
საბუთების წარდგენისათვის, არ შედის მოცემული ნორმის მოწესრიგების სფეროში.5
კერძოდ, მაკლერის, ადვოკატის, ნოტარიუსის და სხვა მომსახურების ხარჯები,
რომლებიც უშუალოდ ხელშეკრულების ნამდვილობისა თუ საკუთრების უფლების
გადაცემის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს, იმ მხარემ უნდა იკისროს,
რომლის სურვილის შესაბამისადაც მოხდა დამატებითი მომსახურების გამოყენება.
ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია მხარეთა შორის განაწილდეს, თუ ამგვარი
მომსახურების მიღება ორივე მხარის ერთობლივი სურვილისა და ინტერესის
შესაბამისად მოხდა.

6 მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ხარჯების განაწილება ამ ნორმისაგან


განსხვავებულად მოხდეს, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა მოხდეს
აღნიშნულზე მითითება.6

4 შდრ. უძრავი ნივთის შეძენის ხარჯებთან დაკავშირებით MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn.
10; მყიდველის ვალდებულებად განიხილება BGH, Urteil vom 11. 6. 2010 - V ZR 85/09 (OLG Düsseldorf)
NJW 2010, 2873; Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 8.
5 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 12.

6 შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 13.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

მუხლი 480. გამყიდველის მოვალეობანი საქონლის გაგზავნისას

1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს


საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც
სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა
შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და, ამასთანავე, გაუგზავნოს
ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი.

2. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები,


რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი
გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის.

3. თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი ტრანსპორტირებისას,


მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა
ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების
გაფორმებისათვის.

I. ზოგადად .............................................................................................................................................................. 1
II. შემადგენლობა ..................................................................................................................................................... 2
1. გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში საჭირო ხელშეკრულებების დადების ვალდებულება ... 3
2. დაზღვევისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ................................................................................. 4
III. მტკიცებისტვირთი .............................................................................................................................................. 6

I. ზოგადად
ნორმა აწესრიგებს გამყიდველის დამატებით ვალდებულებებს მხარეთა შორის ნივთის 1
გაგზავნის ვალდებულების შეთანხმების შემთხვევაში. კერძოდ მუხლის პირველი
ნაწილი ითვალისწინებს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს შეატყობინოს
ნივთის გაგზავნის თაობაზე და გაუგზავნოს მყიდველს ტვირთის დაწვრილებითი
ჩამონათვალი. ასეთი ვალდებულება გამყიდველს ეკისრება, თუ საქონლის
იდენტიფიცირება ამოსაცნობი ნიშნის, დოკუმენტების და სხვა გარემოებების
გათვალისწინებით ცალსახად ვერ ხდება.1

მოწესრიგების მიზანია, გამოირიცხოს გამყიდველის მიერ გარკვეული სპეკულაციები. 2


კერძოდ, ტრანსპორტირებისათვის გადაცემული ნივთის განადგურდებისა თუ
დაზიანდების შემთხვევაში არ მოხდეს გამყიდველის მიერ ამ პროდუქციის მიკუთვნება
ამა თუ იმ ხელშეკრულებაზე, რითაც იგი საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავს და
ნივთის განადგურებისა თუ დაღუპვის რისკს შემძენზე გადაიტანს.2

გამყიდველი, როგორც წესი, საქონელს აგზავნის მყიდველის რისკითა და ხარჯით3 3


თუმცა მას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა მის ძალაუფლების სფეროს

1 Saenger, in Beck OK BGB, Art. 32 CISG, Rn. 1.


2 იქვე.
3 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 22.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

მიკუთვნებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის. მუხლის


მე-2 და მე-3 ნაწილები ითვალისწინებს სწორედ ნივთის გაგზავნის შემთხვევაში
გამყიდველის დამატებით ვალდებულებებს და მათ ფარგლებს ცალკეული შემთხვევის
შესაბამისად.

II. შემადგენლობა
4 გაგზავნის ვალდებულების არსებობისას გამყიდველმა გადამზიდველს უნდა გადასცეს
ნივთი მყიდველისათვის მიწოდების მიზნით.4 თუ საქონლის გაგზავნისათვის საჭიროა
რამდენიმე გადამზიდველის მონაწილეობა, გამყიდველის მიერ პირველ
გადამზიდველზე ნივთის გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გადაცემად,
თუ გამყიდველმა როგორც ნივთის გადაცემა, ასევე მასთან დაკავშირებული
ინტსრუქციები მის შემდგომ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ზედმიწევნით
შეასრულა.5

5 გამყიდველმა ნაკისრი ვალდებულება შესაბამისი პირობებით უნდა შეასრულოს.


კერძოდ, მყიდველისათვის საქონელი ხემისაწვდომი უნდა იყოს. ხელმისაწვდომობა
მოიცავს ნივთის ამოცნობის შესაძლებლობას, რაც მათ შორის მისი სხვა ნივთებიდან
გამოცალკევებასაც გულისხმობს.6

6 საქონლის გადაზიდვისათვის გადაცემის შემდეგ მყიდველზე ნივთის შემთხვევითი


დაღუპვისა თუ დაზიანების რისკი გადავა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქონლის
მიკუთვნება კონკრეტულ ხელშეკრულებაზე შესაძლებელია (მისი
ინდივიდუალიზებით, კონკრეტიზებით თუ სპეციალიზებით). ნივთის კონკრეტულ
7

ხელშეკრულებისადმი კუთვნილება შეიძლება დასტურდებოდეს საქონელზე


განთვასებული ამოსაცნობი ნიშნით, (არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების
საიდენტიფიკაციო მონაცემების, არამედ ყუთების ნომრების მითითებითაც კი),8
გადაზიდვის დოკუმენტებით ან მყიდველისათვის შეტყობინების გზით.9

თუ არ არსებობს ამოცნობის სხვა საშუალება, გამყიდველმა უნდა შეატყობინოს


მყიდველს ტვირთის გაგზავნის შესახებ.

7 არაერთგვაროვანია ვენის ნასყიდობის სამართალში განმარტებები შეტყობინების


სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით პრაქტიკული
მნიშვნელონისაა დისკუსია, რამდენად ვრცელდება შეტყობინების მიმართ გარიგების
ზოგადი წესები; კერძოდ, შეყობინება, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის
მსგავსად, ნამდვილია მისი ადრესატამდე მისვლის თუ მისი გაგზავნის შემდეგ.10

4 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 31 CISG, Rn. 19.


5 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 31 CISG, Rn. 20-21.
6 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 69 CISG, Rn. 14-15.

7 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 4.

8 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 5.

9 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 67 CISG, Rn. 17.

10 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 27 CISG, Rn. 17; MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 6;

Saenger, in Beck OK BGB, Art. 27 CISG, Rn. 10.


2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

ნებისმიერ შემთხვევაში, შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც 8


მყიდველისათვის ნივთის იდენტიფიცირებისა და საკუთარ ხელშეკრულებაზე
მიკუთვნების შესაძლებლობას მისცემს.11

გამყიდველის მიერ ნივთის ამოსაცნობი ნიშნით გამოცალკევება და მყიდველისათვის 9


შეტყობინების დროულად გაგზავნა ხელშეკრულების ძირითადი ვალდებულების
შესრულებასთან პირდაპირ დაკავშირებული ვალდებულებებია, შესაბამისად ამ
ვალდებულებათ არაჯეროვანი შესრულება ძირითადი ვალდებულების დარღვევას
უტოლდება. ამასთან, გამყიდველის აღნიშნულ ვალდებულებათა დარღვევამ შესაძლოა
ნივთზე შემთხვევითი დაღუპვისა თუ განადგურების რისკის გადასვლა მყიდველზე
გამორიცხოს.12

1. გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში საჭირო ხელშეკრულებების დადების


ვალდებულება
ვენის ნასყიდობის კონვენციის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება განსხვავდება 10
480-ე მუხლისაგან. კერძოდ, ვენის ნასყიდობის კონვენციის მოწესრიგების თანახმად,
გამყიდველმა გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში, საქონელი უნდა გადასცეს
შესაბამისი პირობებით გადამზიდველს. ხოლო 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,
თუ გამყიდველი ვალდებულია იზრუნოს გადაზიდვაზე,13 მას დამატებითი
ვალდებულებები ეკისრება. აღნიშნული, გადაზიდვაზე „ზრუნვის“ ვალებულება,
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მხარეთა შორის შეთანხმებას ადგენს
წინაპირობად.14 ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ გაგზავნის ვალდებულება
თავისთავად მოიცავს გამყიდველის ვალდებულებას, იზრუნოს გადაზიდვის
უზრუნველყოფაზე, თავად გაუწიოს ორგანიზება მას.15

სკ-ის მოწესრიგება სწორედ ამ უკანასკნელ პოზიციას მიემხრო და გამყიდველის 11


ვალდებულება გაგზავნის ვალდებულების არსებობისას ავტომატურად გაავრცელა
ტრანსპორტირების ორგანიზებაზეც.16 480-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირების
შესაბამისად, თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს
ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე
გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.

არსებული ფორმულირების გათვალისწინებით, გამყიდველის მიერ საქონლის ჩაბარება 12


გადამზიდველისა თუ ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის გულისხმობს
იურიდიული თუ ფაქტობრივი ზომების ერთობლიობის მიღებას, მათ შორის,

11 Saenger, in Beck OK BGB, Art. 32 CISG, Rn. 5.


12 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 6; შდრ. ასევე Principles, Definitions and Model Rules of
European Private Law (http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf.) IV.A.-2:204, p.
1295.
13 „Hat der Verkäufer für die Beförderung der Ware zu sorgen.“

14 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 9.

15 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 9.

16 შდრ. Principles, Definitions and Model Rules of European Private Law


(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:204, p. 1296.
3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

გადაზიდვის ხელშეკრულების დადებას,17 შესაბამისი დოკუმენტების


გადამზიდველისათვის გადაცემას, თავად ნივთის გადაცემას. აგრეთვე სხვა ისეთი
ზომების მიღებას,18 რომელიც ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით
აუცილებელია რათა ჩაითვალოს, რომ გამყიდველმა თავისმხრივ ყველა აუცილებელი
ზომა მიიღო შესრულების დათქმულ ადგილზე გაგზავნის უზრუნველსაყოფად.

13 ხელშეკრულების დადების დროს გამყიდველმა უნდა გაითვალისწინოს მყიდველის


ინტერესი, დროულად და უსაფრთხოდ მიიღოს საქონელი დათქმულ ადგილას.
შერჩეული ტრასნპორტირების საშუალება, ცალკეული გარემოებების
გათვალისწინებით, შესაბამისი და ადეკვატური უნდა იყოს. ამ თვალისაზრისით
გასათვალისწინებელია საქონლის მალფუჭებადი ხასიათი, შენახვის სპეციალური
პირობები, ტრასპორტირებისათვის შერჩეული უსაფრთხო გზა. ასევე
ტრანსპორტირების ფარგლებში პასუხისმგებლობის მექანზმები. 19 აღნიშნულის
გაუთვალისწინებლობა გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევას უტოლდება20
და მყიდველზე რისკის გადსვლის მომენტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ ამ
ვალდებულების დარღვევის გამო მყიდველი ნივთს არ მიიღებს ან არასათანადო
მდგომარეობაში მიიღებს, შესრულება შესაძლოა არ ჩაითვალოს განხორციელებულად. 21

14 გამყიდველმა არა მხოლოდ უნდა გამოაცალკევოს და წაღებისათვის მოამზადოს


საქონელი, არამედ მიზნობრივად უნდა გადასცეს ტრანსპორტირებაზე უფლებამოსილ
პირს მყიდველისათვის გადაცემის მიზნის დაკონკრეტებით.22 ამასთან, გამყიდველი,
როგორც წესი, პასუხისმგებელია ნივთის სათანადო შეფუთვის უზრუნველყოფაზე.
კერძოდ, საქონელი ტრანსპორტირებისათვის შესაბამისად უნდა იყოს შეფუთული 23
მიუხედავად იმისა, ხარჯები 478-ე მუხლის ფარგლებში მას დაეკისრება თუ შემძენს.

2. დაზღვევისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება


15 დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება, როგორც წესი, გამყიდველს არ ევალება.24
ასეთი ხელშეკრულების დადება დამატებითი ვალდებულებას განეკუთვნება, რომელიც
არ ივარაუდება, თუ მხარეთა შორის ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული, ან
სამეწარმეო ჩვეულებით არ არის დამკვირდებული.25 შესაბამისად, გამყიდველი
ვალდებულია, დააზღვიოს საქონელი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს
ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული ან მყიდველი ამის თაობაზე
დამატებით მითითებებს გასცემს.26

17 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 24.


18 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 14.
19 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 12.

20 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 10.

21 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 13.

22 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 67 CISG, Rn. 9.

23 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 24.

24 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 14.

25 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 21.

26 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 24.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით, შესაძლებელია, აღნიშნული პასუხისმგებლობა 16


დაეკისროს გამყიდველს მაშინაც, თუ საქონლის ტრასნპორტირების ხელშეკრულება არ
ფარავს ტრანსპორტირების ფარგლებში მოსალოდნელ რისკებს.27

თუ გამყიდველი ვალდებულია, დააზღვიოს ნივთი, მან ხელშეკრულების დადების 17


დროს უნდა იხელმძღვანელოს იმავე პრინციპით, როგორც ტრანსპორტირების
ხელშეკრულების დადებისას.28 კერძოდ, მან უნდა შეარჩიოს მყიდველისათვის
შესაბამისი დაცვის გარანტიები საქონლის თვისებების, მარშრუტისა და სხვა
საფრთხეების გათვალისწინებით იმ თანხის ფარგლებში, რომლის გადახდაზედაც
მყიდველმა განაცხადა თანხმობა.

გამყიდველმა უნდა გაითვალისწინოს მყიდველის მითითებები. თუ გამყიდველმა 18


ხელშეკრულებით იკისრა ტრანსპორტირების ხარჯები, მან უნდა გაითვალისწინოს
მყიდველის მითითებები რომელიც ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს (როგორიცაა
დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაზრდილი
ხარჯების ანაზღაურებაზე მყიდველი განაცხადებს თანხმობას.29

ცალკეულ შემთხვევაში, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად, საკმარისი 19


საფუძვლის არსებობისას30 გამყიდველი ვალდებულია, ჰკითხოს მყიდველს, ხომ არ
ისურვებდა საქონლის ტრანსპორტირების დაზღვევას; ეს განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, როდესაც ტრანსპორტირება განსაკუთრებულ რისკებთან არის
დაკავშირებული ნივთის განსაკუთრებული ღირებულების, მისი ტრანსპორტირების
მაღალი რისკების, გადამზიდველის მიერ პასუხისმგებლობის გამორიცხვის ან სხვა
ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც მყიდველისთვის არ არის შეცნობადი.31

გამყიდველის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების არ 20


არსებობის შემთხვევაში მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამყიდველისაგან
მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის
ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

ლიტერატურაში სადავოა საკითხი, მყიდველის მიერ ინფორმაციის მოთხოვნაზე 21


მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის წესები უნდა გავრცელდეს თუ ის ვენის
ნასყიდობის 27-ე და 32-ე I მუხლების განმარტებების მსგავსად განხორციელებულად
ჩაითვალოს მისი გაგზავნის მომენტიდან, რაც ნაკლებად გასაზიარებელია.32 ნებისმიერ
შემთხვევაში, კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, მყიდველი,
რომელიც არ მიიღებს არავითარ გამოხმაურებას მის მიერ გაგზავნილ მოთხოვნაზე,
განმეორებით უნდა მოითხოვოს აღნიშნული.33

27 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 24.


28 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 17.
29 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 23.

30 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 24.

31 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 21.

32 იხ. MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 16.

33 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 16.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

22 მნიშვნელოვანია, რომ გამყიდველი თავის ინიციატივით არ არის ვალდებული


მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია დაზღვევის გასაფორმებლად. გამყიდველი
ვალდებულია, გადასცეს მყიდველს ყველა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია
დაზღვევის ხელშეკრულების გასაფორმებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მყიდველი მოითხოვს ამას.

23 მყიდველის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ


ინფორმაციის მიწოდების დარღვევა/გაჭიანურება არაძირითადი ვალდებულბის
დარღვევაა. შესაბამისად, გამყიდველს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ
ვალდებულების დარღვევის შედეგად მყიდველმა ვერ გააფორმა ან საქონლისათვის
შესაბამისი პირობებით ვერ გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება,34 ტრანსპორტირების
დროს კი ნივთი დაზიანდა ან განადგურდა.

III. მტკიცებისტვირთი
24 მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გაგზავნის ვალდებულება არსებობდა. გამყიდველს
აწევს მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო საქონელი ამოცნობადი;
რამდენად იყო შესაძლებელი მისი მიკუთვნება კონრკეტულ ხელშეკრულებაზე; ასეთის
სადავოობის შემთხვევაში კი — მის მიერ მყიდველისათვის შეტყობინების გაგზავნის
ფაქტი.35

25 გამყიდველმა ასევე უნდა ამტკიცოს, რომ ტრანსპორტირების ორგანიზებასთან


დაკავშირებული ზომები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად უზრუნველყო.36

26 საპირისპიროდ ამისა, მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რამდენად ევალებოდა გამყიდველს


ტრანსპორტირების დაზღვევა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი კვლავ გამყიდველზე
გადავა მტკიცების ტვირთი, რომ მან აღნიშნული კეთილნსიდისიერად და ჯეროვნად
შეასრულა.

27 დაზღვევის უზრუნველყოფის არარსებობის შემთხვევაში, მყიდველმა უნდა ამტკიცოს,


რომ მოითხოვა გამყიდველისაგან სათანადო ინფორმაციის მიწოდება. გამყიდველმა კი
— რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდება მისი მხრიდან ბრალეული დაყოვნების გარეშე
განხორციელდა.

34 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 15.


35 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 18.
36 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 32 CISG, Rn. 19-20.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

მუხლი 481. მიწის ნაკვეთის გამყიდველის ვალდებულებანი

1. მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი


ღონისძიებების გატარებისათვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული ხარჯები, მიუხედავად
გადახდის ვალდებულების წარმოშობის მომენტისა.

2. (ამოღებულია).

I. ზოგადად
მოწესრიგების მიზანია ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულების დადებამდე წარმოიშვა 1
და ნივთის „ათვისებისათვის“ აუცილებელია, გამყიდველს მიეკუთვნოს. ასეთი შეიძლება იყოს
ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მდგომარეობამდე მიყვანისათვის. ნორმა აწესრიგებას გამყიდველსა და მყიდველს შორის შიდა
ურთიეთობას მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მესამე პირებთან ურთიერთობაში ვალდებული
პირი.1

სავარაუდოდ, მოწესრიგება ანალოგიურად უნდა გავრცელდეს მიწის ნაკვეთთან გათანაბრებულ 2


უფლებებზე, უძრავ ქონებაზე,2 მათ შორის შენობა-ნაგებობაზე.3

II. შემადგენლობა
ნაკვეთის ათვისებისა და მსგავს ღონისძიებების გატარებისათვის გაწეულ ხარჯად მიიჩნევა 3
ისეთი ხარჯები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისათვის ნივთის
გამოყენებას შესაძლებელს ხდის. ასეთი შეიძლება იყოს, ცალკეულ შემთხვევაში,
კომუნიკაციების მიყვანა, როგორიცაა ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კანალიზაცია.

ასეთად შეიძლება ჩაითვალოს საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც მყიდველს წარმოეშვა 4


ქონებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებამდე და უნდა დაეკისროს გამყიდველს.
ცალკეულ შემთხვევაში, დასაფიქრებელია, რამდენად მოიცავს მოწესრიგება ვალდებულებებს
რომელთა გათვალისწინებაც და გადამოწმებაც მყიდველს ხელშეკრულების დადებამდე
შეუძლია.4

ასეთი შესაძლოა იყოს ზედამხედველობისა და ექსპლუატაციაში მიღების წესების დარღვევის 5


შედეგად წარმოშობილი ხარჯები; მათ შორის აღნიშნული დარღვევის გამო შესაბამისი საჯარო
უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დაკისრებული ჯარიმა.5 სამშენებლო
ნებართვისა თუ პროექტის დამტკიცების ხარჯები და სხვ.

1 Faust, in Beck OK BGB, § 436, Rn. 7.


2 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 436, Rn. 1.
3 Faust, in Beck OK BGB, § 436, Rn. 11.

4 შდრ. Faust, in Beck OK BGB, § 436, Rn. 8.

5 საქართველოს მთავრობის, დადგენილება, N 57, 2009 წლის 24 მარტი, ქ. თბილისი, მშენებლობის


ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ; პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

ხელშეკრულების დადებამდე გაწეული ხარჯები


6 მოწესრიგების მიზანი ბუნდოვანია მისი სიტყვასიტყვითი განმარტების შემთხვევაში. კერძოდ,
თუ გამყიდველმა ნივთის ათვისებასთან დაკავშრირებული ხარჯები უკვე გაიღო
ხელშეკრულების დადებამდე, ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნული ხარჯების საკითხი
ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ სადავო გახდეს. სადავო შეიძლება გახდეს
აღნიშნული, თუ ხელშეკრულების დადებამდე დაფუძნებული ვალდებულებების საფუძველზე
ხელშეკრულების დადების შემდგომ წარმოიშვა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს სადავო, მყიდველს უნდა დაეკისროს აღნიშნული
ანაზღაურება თუ გამყიდველს. სწორედ აღნიშნულ საკითხის დაზუსტებას უნდა
ემსახურებოდეს 481-ე მუხლი. შესაბამისად, გამყიდველი პასუხს აგებს ხელშეკრულების
დადებამდე დაფუძნებული ვალდებულებებისათვის მიუხედავად იმისა, მათი შესრულების
ვადა დადგა ხელშეკრულების დადებამდე თუ მის მერე.6 თუმცა ნორმა ასევე აზუსტებს, რომ
გამყიდველი არ არის უფლებამოსილი, მყიდველს მოსთხოვოს ის ხარჯები, რომლებიც
გამყიდველს წარმოეშვა და გადაიხადა ხელშეკრულების დადებამდე.

III. სამართლებრივიშედეგი
7 იმ შემთხვევაში, თუ წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების 481-ე მუხლით
გათვალისწინებული შემადგენლობა სახეზეა, მისი ანაზღაურება გამყიდველსა და მყიდველს
შორის შიდა ურთიერთობის გათვალისწინებით გამყიდველს ეკისრება. შესაბამისად,
უმნიშვნელოა მესამე პირებთან ურთიერთობაში ვინ არის ვალდებული პირი. იმ შემთხვევაში,
თუ ვალდებულების შესრულება მესამე პირის მხრიდან მყიდველს დაეკისრა, 481-ე მუხლის
თანახმად, ის უფლებამოსილია, მოითხოვოს გამყიდველისაგან შესაბამისი ხარჯის
ანაზღაურება.7

IV. განსხვავებული შეთანხმება


8 მოწესრიგება დისპოზიციური ხასიათისაა. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხარჯების
განაწილების განსხვავებულ წესზე. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის „ათვისებასთან“
დაკავშირებულ ხარჯებს მყიდველი იკისრებს, სახელშეკრულებო შეთნახმებას უპირატესობა
მიენიჭება 481-ე მუხლის მოწესრიგებასთნ მიმართებით.8

6 Faust, in Beck OK BGB, § 436, Rn. 4.


7 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 436, Rn. 2.
8 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 436, Rn. 7.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა

1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით


დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს


ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან
გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა
გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. გადაცემა ................................................................................................................................................... 2
2. გამონაკლისი კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში .......................................... 2
3. რისკისგადასვლის ფარგლები — ნივთზე შემთხვევითი დაღუპვის რისკი................................. 3
ა) დაღუპვა ................................................................................................................................................... 3
ბ) გაფუჭება .................................................................................................................................................. 3
გ) შემთხვევითობა ...................................................................................................................................... 3
4. გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში რისკის გადასვლის განსხვავებული წესი ................. 4
III. სამართლებრი ვიშედეგი ............................................................................................................................ 6
5. ხელშეკრულებით განსხვავებული წესის შეთანხმება: ..................................................................... 6
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 6

I. ზოგადად

მოწესრიგების მიზანია, განსაზღვროს, როდის გადადის მყიდველზე ნივთის შემთხვევითი 1


დაღუპვისა თუ გაფუჭების რისკი. რისკის გადანაწილების პრინციპი ნივთზე კონტროლის
განხორციელების შესაძლებლობის მიხედვით განისაზღვრება.

მოწესრიგება ვრცელდება ნასყიდობის ნებისმიერ შემთხვევაზე, მოძრავ და უძრავ ნივთებზე და 2


ასევე უფლებაზე თუ ამ უფლების შეძენა ნივთზე მფლობელობის უფლებას წარმოშობს.1

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგულირება, როდესაც საკუთრების უფლების 3


გადაცემა და ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა ერთდროულად არ ხორციელდება.2

გამართლებულია, სწორედ იმ პირმა უნდა იტვირთოს ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან 4


დაზიანების რისკი, რომელიც მასზე ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებს.

ამ პრინციპის გათვალისწინებით, უდავოა, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების 5


ფარგლებში ნივთის გადაცემის შემდეგ ნივთის შემთხვევითი დაღუპვის რისკი სწორედ
მყიდველზე გადადის.3 ეს წესი ვრცელდება, მათ შორის, პირობდებული საკუთრების შესახებ
შეთანხმებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში.4

1 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 4.


2 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 1.
3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის № ას-12-12-2012 გადაწყვეტილება.

4 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 67 CISG, Rn. 22.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

6 გასათვალისწინებელია, რომ რისკის გადასვლის შემდეგ მყიდველი ვალდებულია, შეასრულოს


საპასუხო შესრულება, მათ შორის, მაშინ, თუ არსებობს 482-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული წიპაპირობები.5

II. შემადგენლობა
7 გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის
ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

1. გადაცემა
8 პირველ რიგში ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს რას გულისხმობს
გადაცემა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითისათვის, საინტერესოა გერმანული
განმარტება, რომლის მიხედვითაც გაზის, წყლისა და ელექტროდენის მიწოდებისას გადაცემად
ითვლება მრიცხველზე აღრიცხვა.6

გადაცემის შეფასებისას გასათვალისწინებელია ასევე, სახეზეა წაღების, მიტანის თუ გაგზავნის


ვალდებულება. წაღების ვალდებულების შემთხვევაში გადაცემა განხორციელებულად
ჩაითვლება, როდესაც მყიდველისათვის წასაღებ მდგომარეობაში გამოცალკევეული ნივთის
ჩატვირთვას დაიწყებს მყიდველი.7

9 მიტანის ვალდებულების შემთხვევაში, გადაცემა სახეზეა ტრანსპორტირების დასრულებისა და


მყიდველის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ მიღების შემთხვევაში.8

10 მიტანის ვალდებულება 482-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოწესრიგების სფეროში ექცევა9 და


რისკის გადასვლის მომენტი სრულიად განსხვავდება გაგზავნის ვალდებულების
შემთხვევისაგან.10

11 კერძოდ, თუ მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე მყიდველი გზავნის ნივთს, რისკი


გადასულად უნდა ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც გამყიდველმა გადასცა ნივთი
გადამზიდველს.11

2. გამონაკლისი კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში


12 რისკის გადასვლის მიზნებისათვის კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას გადაცემა
განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს, კერძოდ მყიდველზე ასეთ შემთხვევაში გადავა
შემთხვევითი დაღუპვის რისკი მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივი გადაცემა არ მომხდარა.12
შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იქნება, გადაიხადოს ნივთის ღირებულება სრულად, თუ
ნივთი დაზიანდა ან განადგურდა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით,
შემთხვევითობის საფუძველზე. კრედიტორის მიერ ნივთის ღირებულების გადახდის

5 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 1.


6 Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn. 6.
7 Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn. 6.

8 Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn. 6.

9 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 67 CISG, Rn. 5.

10 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 7.

11 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 4.

12 Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn. 10.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

ვალდებულება, ცხადია, არ წარმოიშობა, თუ სახეზეა მოვალის ბრალი ან მის მიერ


არაძირითადი ვალდებულების დარღვევა, რამაც გამოიწვია ნივთის განადგურება-დაზიანება.13

3. რისკისგადასვლის ფარგლები — ნივთზე შემთხვევითი დაღუპვის რისკი

ა) დაღუპვა
ნივთის დაღუპვა ეკონომიკური გაგებით მოიცავს ნებისმიერ შემთხვევას, რომლის შედეგად 13
მყიდველი ნივთის გამოყენების შესაძლებლობას კარგავს.

ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მათ შორის, თუ ნივთი მოპარულია,14 ან სხვაგვარად ნების


საწინააღმდეგო გავიდა მფლობელობიდან.15 კერძოდ, ნივთი შესაძლოა არ დაღუპულა და არც
დაზიანებულა, მაგრამ მსგავს შემთხვევაზე სასურველია მოცემული შემადგენლობის
ფარგლებში „დაღუპვა“ ფართოდ განიმარტოს მოწესრიგების მიზნის გათვალისწინებით.16

ბ) გაფუჭება
გაფუჭება ეს არის ნივთის სხეულებრივი (ფიზიკური) თვისობრიობის შეცვლა, ხარისხობრივი 14
ღირებულების შემცირება.

გ) შემთხვევითობა
აუცილებელია, სახეზე იყოს შემთხვევითი დაღუპვა ან გაფუჭება. შემთხვევითობა არ 15
გულისხმობს მხოლოდ დაუძლეველ ძალას, არამედ მოიცავს ყველა იმ გარემოებას, რომელიც
არც ერთი მხარის პასუხისმგებლობის ქვეშ არ ექცევა.17

შესაბამისად, შემთხვევითობა გამოირიცხება, თუ ნივთის დაღუპვა ან გაფუჭება ნივთის ნაკლით 16


ან გამყიდველის მიერ სხვა ვალდებულების დარღვევით არის განპირობებული.18

გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევამ (მაგალითად შესაბამისი შეფუთვის პირობების 17


დარღვევა) შესაძლოა გამორიცხოს რისკის გადასვლა მყიდველზე,19 თუ ნივთის დაზიანება ან
განადგურება სწორედ ვალდებულების დარღვევის შედეგად იმ რისკების რეალიზებას მოჰყვა,
რომელიც დაუშვა გამყიდველმა ბრალეულად.

მყიდველისათვის ნივთის გადაცემის მიუხედავად, მასზე არ გადავა შემთხვევითი დაღუპვის 18


რისკი ნივთის მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში.
ასეთ შემთხვევაში, ნივთი მყიდვველზე გადაცემულად ჩაითვლება რისკის გადსვლის
მიზნებისათვის მხოლოდ მყიდველის მიერ ნივთის მოწონების შემთხვევაში.20

13 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 8.


14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 31 მარტის № 3კ\383 გადაწყვეტილება.
15 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 66 CISG, Rn. 6; Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn. 14.

16 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 11; Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, §

446, Rn. 34.


17 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 2.

18 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 1.

19 Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn. 16.

20 BGH, Versäumnisurteil vom 17. 3. 2004 - VIII ZR 265/03 (LG Osnabrück), NJW-RR 2004, 1058; BGH, Urteil

vom 19. 2. 1975 - VIII ZR 175/73 (Oldenburg) NJW 1975, 776.


3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

4. გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში რისკის გადასვლის განსხვავებული წესი


19 თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს
ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან
გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა
გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.

20 მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება, თუ გამყიდველი მყიდველის მოთხოვნით გზავნის


ნივთს სხვა ადგილას „ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“ არაზუსტია.
სასურველია, ნორმა განიმარტოს იმგვარად, რომ ის ერთნაირად გავრცელდეს იმ შემთხვევებზე,
როდესაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით წინასწარ ან შემდგომ მოხდა გაგზავნის შესახებ
შეთანხმება. აქ უმნიშვნელოა, მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ გაგზავნის ვალდებულებაზე
თუ შემდეგ მოხდა ხელშეკრულების მოდიფიცირება დამატებითი პირობით.21

21 482-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს გამონაკლისს ამავე მუხლის 1-ლი ნაწილისაგან.
კერძოდ, გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში, შემთხვევითი დაღუპვის რისკი გადადის
მყიდველზე არა გადაცემის, არამედ უკვე ტრანსპორტირებისათვის გადაცემის მომენტში. ასეთი
მიდგომა აიხსნება იმით, რომ გამყიდველი, ჩვეულებრივ, ვალდებულია გადასცეს მყიდველს
ნივთი მყიდველის მიერ ე. წ. „წამოღების“ ვალდებულების ფარგლებში.

22 შესაბამისად, გამყიდველი, რომელიც მყიდველის სურვილით მზად არის, გაუგზავნოს


მყიდველს ნივთი, არ უნდა აღმოჩნდეს უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის გამყიდველი,
რომელიც მყიდველს გადასცემს ნივთს ადგილზე.22 ანალოგიურია გაგზავნის ვალდებულების
შემთხვევაში რისკის გადასვლის წესი ვენის ნასყიდობის კონვენციის მიხედვით. ასეთი მიდგომა
აიხსნება ასევე იმ გარემოებით, რომ გამყიდველი ნივთის პირველივე გადამზიდველისათვის
გადაცემის მომენტიდან კარგავს ნივთზე კონტროლს (მისი დაცვისა და მასზე
ზედამხედველობის რეალურ შესაძლებლობას). შესაბამისად, მართებულია, რომ რისკი
მყიდველმა იკისროს, ვინაიდან სწორედ მისი სურვილით ხდება ნივთის გაგზავნა.23

23 გადამწყვეტი არგუმენტი, რომელიც აღნიშნულ კონსტრუქციას ამართლებს ის არის, რომ


ტრანსპორტირება შესაბამისი და გამართული მიწოდების რისკ ზრდის, რომელიც
მიზანშეწონილია მყიდველმა იკისროს, ვინაიდან სწორედ მისი ინიციატივით ხდება
ვალდებულების შესრულება ამ გზით.24

24 მყიდველის მოთხოვნა, მხარეთა შეთანხმებად უნდა განიმარტოს მიუხედავად იმისა,


შეთანხმება ხელშეკრულებაში თავიდანვე მოხდა თუ აღნიშნული მოთხოვნა მყიდველმა
შემდეგ წარადგინა. ეს წესი არ გავრცელდება შემთხვევებზე, თუ მყიდველი საკუთარი
ინიციატივით გზავნით ნივთს. კერძოდ, თუ მყიდველის ნება გაგზავნის შესახებ არ არსებობს
და გამყიდველ უფლებამოსილი გარეშე გზავნის ნივთს.25

21 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 7.


22 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 1.
23 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 67 CISG, Rn. 1.

24 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 2.

25 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 8-9.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

მეტიც, გამყიდველის მიერ ნივთის თვითნებური გაგზავნის შემთხვევაში არათუ რისკი არ 25


გადავა მყიდველზე, არამედ მას შესაძლოა, ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, ზიანის
ანაზღაურებაც კი დაეკისროს ვალდებულების დარღვევის გამო.26

ამ შემთხვევაში, გადამზიდველისა თუ გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირისათვის ჩაბარება 26


გულისხმობს გამყიდველის მიერ იურიდიული თუ ფაქტობრივი ზომების ერთობლიობის
მიღებას. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს გამყიდველის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების
დადება, შესაბამისი დოკუმენტების გადამზიდველისათვის გადაცემა, თავად ნივთის გადაცემა
და სხვა ისეთი ზომების მიღება,27 რაც დაადასტურებს, რომ გამყიდველმა თავის მხრიდან
ყველაფერი განახორციელა ვალდებულების შესასრულებლად.28

გამყიდველმა არა მხოლოდ უნდა გამოაცალკევოს და წაღებისათვის მოამზადოს ნივთი, არამედ 27


მიზნობრივად უნდა გადასცეს ტრანსპორტირებაზე უფლებამოსილ პირს მყიდველისათვის
გადაცემის მიზნის დაკონკრეტებით.29

გადამზიდველი ან გადაზიდვაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი 28


გადამზიდველი სატრანსპორტო კომპანია, ისევე როგორც ფოსტა, რკინიგზა და სხვ. რამდენად
გამართლებულია, გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში, გამყიდველთან მჭიდროდ
დაკავშირებული პირები გადაზიდვის შესრულებაზე უფლებამოსილ პირებად ჩაითვალოს ამ
მოწესრიგების მიზნებისათვის, სადავოა. სამსჯელოა, მხარეთა შორის ასეთი შეთანხმების
არსებობა ხომ არ მიუთითებს თავისთავად მიტანის და არა გაგზავნის ვალდებულებაზე
შეთანხმების არსებობას, რაც, 482-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, განსხვავებულ
წესს ადგენს.30 კერძოდ თუ გამყიდველი, რომელიც გადასცემს ნივთს ტრანსპორტირებისათვის
მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირს, ინარჩუნებს ნივთზე კონტროლის განხორციელების
შესაძლებლობას,31 რისკის მყიდველზე გადასვლას არ იქნება გამართლებული. გერმანულ
დოქტრინაში საპირისპირო მოსაზრებაც განიხილება, რომლის თანახმად, გამყიდველის მიერ
საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების
მეშვეობით გაგზავნის განხორციელება არ გამორიცხავს გაგზავნის ვალდებულების შესაბამისად
რისკის მყიდველზე გადასვლის შესაძლებლობას.32

გერმანული მიდგომისაგან განსხვავებით, DCFR-ის განმარტებების თანახმად, უდავოდ 29


მიიჩნევა, რომ გაგაზავნის ვალდებულების შემთხვევისათვის გათვალისწინებული მოწესრიგება
არ უნდა გავრცელდეს შემთხვევებზე, როდესაც გამყიდველი საკუთარ დასაქმებულს ან
სატრანსპორტო საშუალებას იყენებს ნასყიდობის საგნის „გაგზავნისათვის“.33

შეჯამების სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ ნორმის გამოყენების წინაპირობაა მხარეთა 30


შორის ნასყიდობი საგნის გაგზავნის ვალდებულების შესახებ შეთანხმება. შესაბამისად, მხარეთა
შორის გაგზავნის ვალდელბულებაა შეთანხმებული თუ მიტანისა, ხელშეკრულების
განმარტების შედეგად უნდა დადგიდეს. შესაბამისად ის გარემოება, თუ ვინ ახორციელებს

26 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 9.


27 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 14.
28 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 198

29 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 67 CISG, Rn. 2, 9.

30 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 15.

31 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 4.

32 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 9.

33 შდრ. Principles, Definitions and Model Rules of European Private Law


(http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf), IV.A.-2:204, p. 1295.
5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 მარტი, 2016

ტრანსპორტირებას, შესაძლებელია იყოს შეთანხმების არსებობის დადგენის ერთ-ერთი მაგრამ


არა ერთადერთი კრიტერიუმი. შესაბამისად, ეს გარემოება სხვა გარემოებებთან
ერთობლიობაში უნდა გაანალიზდეს ხელშეკრულების განმარტებისას.34

III. სამართლებრი ვიშედეგი


31 რისკის გადასვლის შემდეგ ნივთის დაღუპვა და დაზიანება არ ახდენს ზეგავლენას
გამყიდველის საპასუხო მოთხოვნებზე.35 კერძოდ, ნივთზე რისკის გადასვლის შემდეგ, ნივთის
დაღუპვისა და დაზიანების მიუხედავად, მყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს ნასყიდობის
ფასი.36

5. ხელშეკრულებით განსხვავებული წესის შეთანხმება:


32 რისკის გადასვლის მომენტი შესაძლებელია, ხელშეკრულებით განსხვავებულად
მოწესრიგდეს.37 ასეთი შეთანხმება აშკარად გამოხატული და არაორაზროვანი უნდა იყოს.
შესაბამისად მხოლოდ ის გარემოება, მაგალითად, რომ გამყიდველი კისრულობს გაგზავნის
ხარჯებს, არ მიუთითებს რისკის გადანაწილების შესახებ განსხვავებულ შეთანხმებაზე.38

33 მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს და დაკონკრეტდეს, თუ რა ჩაითვლება


გადაცემად ამ მუხლის მიზნებისათვის. ასეთად, შესაძლოა, მაგალითად, ჩაითვალოს
გამყიდველის მიერ ნივთის მესამე პირზე გადაცემა.39

34 რისკის გადასვლის განსხვავებული წესის შესახებ შეთანხმების დასაშვებობა შეიძლება


შეიზღუდოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით. აღნიშნული გაუმართლებლად
უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მეშვეობით, როდესაც ხდება
გამყიდველის მიერ მომხმარებლისათვის საზიანო, განსხვავებული პირობის გათვალისწინება
გამყიდველის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.40

IV. მტკიცების ტვირთი


35 გამყიდველს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ მან უფლებამოსილ პირს გადასცა შესაბამისი
შესრულება.41 მას ეკისრება ასევე მტიცების ტვირთი გაგზავნის ვალდებულების შეთანხმების
არსებობის შესახებ. გამყიდველმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ამტკიცოს რომ
თავისმხრივ ყველა სავალდებულო ზომა მიიღო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების
მიზნით.42

34 Faust, in Beck OK BGB, § 447, Rn. 7, 9.


35 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 10.
36 Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn. 15; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 11.

37 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 475, Rn. 5.

38 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 67 CISG, Rn. 22.

39 Faust, in Beck OK BGB, § 446, Rn, 8.

40 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 446, Rn. 14.

41 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 447, Rn. 27.

42 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 447, Rn. 75.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

მუხლი 483. საქონლის მიღების ვარაუდი

საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას,


რომელიც მოწმობს მის მიღებას.

I. ზოგადად
მოწესრიგების მიზანია, განისაზღვროს, როდის ჩაითვლება საქონელი მიღებულად. 1
მიღების მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია როგორც ნივთზე რისკის გადასვლის
მომენტის დასადგენად, ასევე, მოვალის მიერ მიღების ვალდებულების არსებობის
შემთხვევაში, მიმღების მიერ ვადის გადაცილების საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
ამასთან, გასთვალისწინებელია 487-ე მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივად და
უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულების ნაწილში იმის დადგენა,
მყიდველი საქონლის მიღებაზე საფუძვლიანი უარის შემთხვევაში კვლავ ინარჩუნებს
უნაკლო ნივთის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას თუ ნივთის
მიღებით ის მეორადი მოთხოვნების განხორციელებით იზღუდება (ვრცლად იხ. 487-ე
მუხლის კომენტ.).

II. შემადგენლობა

გამყიდველის მიერ შეთავაზებული შესრულების მიღებისათვის მყიდველმა ისეთი 2


მოქმედება უნდა შეასრულოს, რომელიც მოწმობს ან დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ
მან შეთავაზებული საქონელი როგორც პრინციპულად შესაბამისი შესრულება ისე
მიიღო.1 შეფასება უნდა მოხდეს ცალკეული შემთხვევის სპეციფიკის და არსებული
გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით.2 გადაცემის მომენტში მყიდველის
მიერ ნაკლის გამო შედავება გამორიცხავს მყიდველის მიერ ნივთის, როგორც
შესაბამისი შესრულების, მიღების დაშვების ვარაუდს.3

მოქმედება, რომელიც მოწმობს ნივთის მიღებას, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს 3


მყიდველის მიერ ნივთით სარგებლობა, მისი გამოყენება, მყიდველის მიერ
ხანგრძილივ დროის განმავლობაში დუმილი და სხვ.4

ცალკეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, იკვეთებოდეს მყიდველის რეალური ნება, 4


მიიღოს შესრულება როგორც ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.5

საქონლის მიღება თავსითავად არ გამორიცხავს ხელშეკრულების შეუსაბამო, ნაკლიანი 5


შესრულების გამო შედავების უფლებას გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნაკლი თვალსაჩინოა
და მყიდველი ისეთ მოქმედებას ახორციელებს, რაც მოწმობს, რომ მან შესრულება
ნაკლის გათვალისწინებით მოიწონა.

1 MüKo/Fetzer, BGB, 7. Aufl., 2016, § 363, Rn. 3.


2 Dernhardt, in Beck OK BGB, § 363, Rn. 5.
3 NJW 2009, 360, BGH, Urteil vom 23. 10. 2008 - VII ZR 64/07 (OLG Saarbrücken).

4 MüKo/Fetzer, BGB, 7. Aufl., 2016, § 363, Rn. 3; Dernhardt, Beckscher onlinekommentar §363, 2013,, aufl. 29, Rn.

5
5 MüKo/Fetzer, BGB, 7. Aufl., 2016, § 363, Rn. 3.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

6 ასე მაგალითად სასამართლომ არ მიიჩნია მიღება განოხრციელებულად საქონლის


მიწოდებისას, როდესაც მყიდველს არცერთი ზედნადები ხელმოწერილი არ ჰქონდა.6

III. სამართლებრივი შედეგი


7 ვრცლად იხ. 487-ე მუხლის კომენტარი.

IV. მტკიცების ტვირთი


8 მოვალეს, როგორც წესი, ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისი შესრულების
შეთავაზების თაობაზე მტკიცების ტვირთი.7 თუმცა ნორმის მიზანი, შესაძლოა,
მტკიცების ტვირთის კრედიტორზე გადატანას ისახავდეს მიზნად, რაც არ იქნება
კრედიტორისათვის არათანაზომიერი ტვირთის დაკისრება. კერძოდ, მყიდველს,
რომელიც იღებს ნივთს როგორც შესრულებას, აქვს შესაძლებლობა, მიღების მომენტში
შეამოწმოს საქონელი და შეუსაბამო შესრულების შემთხვევაში არ მიიღოს იგი. მიღების
შემთხვევაში გამართლებულია მასზე გადავიდეს მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე
რომ შესრულება ხელშეკრულების შეუსაბამოა.8

6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის N ას-1403-1418-2011 გადაწყვეტილება.


7 Dirk, in Staudinger BGB, Buch 2, 16. Aufl., 2011, § 363, Rn. 1.
8 MüKo/Fetzer, BGB, 7. Aufl., 2016, § 363, Rn. 1, 2.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლი 484. ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი

1. ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების


შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს
რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან
ნაწილს არ შეასრულებს.

2. უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. რეალური საშიშროება ............................................................................................................................ 3
2. მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობა ........................................................... 3
3. უფლების განხორციელების გამომრიცხავი გარემოება ................................................................... 4
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 5

I. ზოგადად
მოწესრიგების მიზანია, დაიცვას ხელშემკვრელი მხარის ინტერესი, რომელსაც აქვს 1
საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მეორე მხარე ვერ ან არ შეასრულებს ნაკისრ
ვალდებულებას.1

მოცემულ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების 2


შესრულების ვადა არ დამდგარა. შესაბამისად, მეორე მხარეს აქვს არჩევანი, გამოიყენოს
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ზემოქმედების საშუალება, რათა მხარეს
უბიძგოს ვალდებულების შესრულებისაკენ. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით
მნიშვენლოვანია, თუ იგი დაინტერესებულია, მიიღოს შესრულება.

მოწესრიგება მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფის ხელშეწყობას 3


შეძლებისდაგვარად მცირე დანაკარგებით. ამ თვალსაზრისით, უფლებამოსილი პირი
საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფასთან ერთად, კეთილსინდისიერების
პრინციპის შესაბამისად, ცდილობს, გამორიცხოს იმ ზიანის დადგომა, რომელიც
შესაძლოა წარმოიშვას, თუ იგი შესრულების ვადის დადგომამდე რეაგირებას არ
მოახდენს აღნიშნულზე.

415-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია განახორციელოს 4


შესაბამისი მოქმედებები, რათა შეამციროს მოსალოდნელი ზიანი. შესაბამისად,
ცალკეულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარე შესაძლოა ვალდებულიც იყოს 484-ე
მუხლის საფუძველზე უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე. კერძოდ,
როდესაც ამ მუხლის შემადგენლობა სახეზეა და უფლებამოსილი ხელშემკვრელი
მხარისათვის შეცნობადია, რომ უფლების გამოყენებით მხარე მოსალოდნელი ზიანის
შემცირებას შეძლებს.

1 Lando/Beale, PECL, 2000, Art. 8:105, p. 370.


1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

5 ამგვარად მოწესრიგება ერთგვარ პრევენციულ ზომად უნდა ჩაითვალოს და მოვალის


წინასწარ გაფრთხილებას ისახავს მიზნად. ამასთან, უფლებამოსილი პირის მიერ ამ
უფლების გამოყენება ხელშეკრულების შესრულების ინტერესს ემსახურება, თავიდან
იქნეს აცილებული უფრო მკაცრი ზომები (როგორიცაა, მაგ. ხელშეკრულებაზე უარი)2
მაშინ, როდესაც მოვალეს, შესაძლებელია, შესრულება განეხორციელებინა.

6 მოწესრიგების მიზანია, შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს ხელშეკრულების


შესრულებას, მის შენარჩუნებას იმგვარად, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის
წინაპირობები არ დადგეს.3 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ნორმით
გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი
პირისათვის ვადაში შესრულება არსებითია.4

7 484-ე მუხლი გარკვეულწილად 369-ე მუხლის მოდიფიცირებას/დაკონკრეტებას ახდენს


ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში. კერძოდ, 369-ე მუხლის თანახმად, მხარეს,
რომელსაც ნასყიდობის ხელშეკრულებით აკისრია ვალდებულება, უფლება აქვს, უარი
თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედებების განხორციელებამდე.
თუმცა 484-ე მუხლი 369-ე მუხლისაგან განსხვავებით აფართოვებს მოსალოდნელ
საპასუხო მოქმედებათა ფარგლებს და აკონკრეტებს იმ გარემოებებს, რომელთა
არსებობისას მხარეს აქვს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება.

8 გერმანულ დოქტრინაში უდავოდ მიიჩნევა, რომ აღნიშნული მოწესრიგება


დისპოზიციურია5 და მისგან განსხვავებული შეთანხმება, მათ შორის ხელშეკრულების
სტანდარტული პირობებითაც კი, დასაშვებია.6

II. შემადგენლობა
9 ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია, უარი თქვას თავისი ვალდებულებების
შესრულებაზე ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. უფლება
წარმოიშობა, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს
რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან
ნაწილს არ შეასრულებს. ტერმინი „აღმოჩნდება“-ს გამოყენებით კანონმდებელი
განსაზღვრავს მეორე მხარის მიერ ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილის
შეუსრულებლობის რეალური საშიშროების არსებობის ობიექტურ კრიტერიუმს.
კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ ჩვეულებრ, ობიექტური
თვალსაწიერიდან, რა მომენტიდან იყო შეცნობადი ვალდებულების დარღვევის
საფრთხე. შესაბამისად, უმნიშვნელვოა, აღნიშნული გარემოება არსებობდა თუ არა
ხელშეკრულების დადებამდე, მნიშვნელოვანია, რომ იგი შეცნობადი ობიექტურად
ხელშეკრულების დადების შემდგომ გახდა.7

2 იქვე
3 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 45 CISG, Rn. 12a.
4 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 4.

5 MüKo/ Emmerich, BGB, 7. Aufl., 2016, § 321, Rn. 27.

6 Otto, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2009, § 321, Rn. 5.

7 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 11-12; Schmidt, in Beck OK BGB, § 321, Rn. 5.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

1. რეალური საშიშროება
რეალური საშიშროება სახეზეა, როდესაც მაღალი ალბათობა არსებობს და ის 10
გამყარებულია ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებებით, რომელთა არსებობა
შესრულების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს ან გამორიცხავს. ასეთი შეიძლება
იყოს შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებები როგორიცაა ომი, გაფიცვა,
ბუნებრივი მოვლენები; ასევე, შესაძლებელია, იყოს მოვალის გადახდისუუნარობა,
გაკოტრების წარმოების გახსნა ან მისი ქონებრივი მდგომარეობის სხვაგვარი არსებითი
გაუარესება.8 ამას გარდა, რეალური საშიშროება შესაძლოა დგინდებოდეს მოვალის
მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოსამზადებელ ეტაპზე
განხორციელებული ქმედებებით. ასეთი ცალკეული შემთხვევის სპეციფიკის
გათვალისწინებით, შეიძლება იყოს, მაგალითად, თუ მოვალემ ძირითადი
ვალდებულების შესრულებისათვის უნდა მოიპოვოს სპეციალური ნებართვა,
ლიცენზია რომელსაც გარკვეული დრო და პროცედურები ესაჭიროება და იგი შესაბამის
ორგანოებს დროულად არ მიმართავს; შესრულებისათვის მას კონკრეტული მასალები
სჭირდება, რომელიც გონივრული ვადით ადრე უნდა შეუკვეთოს, რაც არ
ხორციელდება. ასევე თუ მოვალე შეუსაბამო ხარისხისა და თვისობრიობის მასალებს
იყენებს საქონლის შემუშავებისას, ან სხვა საფუძვლით თვალსაჩინოა, რომ
ვალდებულების შესრულება მნისვნელოვანი დარღვევებით განხორციელდება.9
რეალური საშიშროება უდავოდ სახეზეა ასევე, როდესაც მოვალე წინასწარ აცხადებს,
რომ არ აპირებს ვალდებულების შესრულებას.10

გარემოებათა შეფასება უნდა მოხდეს ობიექტური თვალსაწიერიდან, კერძოდ რამდენად 11


შეიძლება ე.წ. „გონიერ მხარეს“ ევარაუდა, რომ მოვალე ვალდებულებას დაარღვევდა.11

2. მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობა


ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ძირითადი, არამედ 12
მასთან დაკავშირებული არაძირითადი ვალდებულების დარღვევაში.12 ამასთანავე
გასათვალისწინებელია, რომ მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის
შეუსრულებლობის შეფასებისას გადამწყვეტია მისი მნიშვნელობის შეფასება
ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით. ვალდებულებათა მნიშვნელობის
შეფასება განისაზღვრება არა მისი მოცულობის, არამედ მხარის ინტერესების
გათვალისწინებით.

უდავოა, რომ ვალდებულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობის


საშიშროება არსებობს, იმავე ხელშეკრულებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომლის
ფარგლებშიც უფლებამოსილი პირი უარს ამბობს თავისი ვალდებულებების
შესრულებაზე.

8 Schmidt, in Beck OK BGB, § 321, Rn. 4; შესრულების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, შდრ.


ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ. 55.
9 Schmidt, in Beck OK BGB, § 321, Rn. 6; MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 8-9

10 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 8-9.

11 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 10.

12 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 1.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

13 369-ე მუხლის თანახმად ვალდებულების შესრულებაზე უარის უფლება გამოირიცხება,


როდესაც მხარე ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
აღნიშული პრინციპი არ მოქმედებს 484-ე მუხლის შემადგენლობის ფარგლებში.
კერძოდ პირს, რომლესაც წინასწარ აქვს შესასრულებელი ვალდებულება, შეუძლია
ისარგებლოს 484-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების შესრულებაზე უარის
უფლებით.13

14 ანალოგიურია მიდგომა ვენის ნასყიდობის სამართალში. კერძოდ უდავოა, რომ


მოწესრიგება უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილ პირს
ვალდებულების წინასწარ შესრულება აკისრია. მიდგომა გამართლებულია, ვინაიდან
სწორედ ასეთ შემთხვებშია 484-ე მუხლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.14 წინასწარ
შესასრულებელი ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, მხარეს, 369-ე მუხლის
თანახმად, ისედაც აქვს საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება.

15 484-ე მუხლის გავრცელება უდავოდ უნდა გამოირიცხოს წინასწარ შესასრულებელ


ვალდებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორედ მხარის მიერ წინასწარ
შესასრულებელი ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ან გავლენა
მოახდინოს მეორე მხარის მიერ ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილის
შეუსრულებლობაზე მომავალში.

3. უფლების განხორციელების გამომრიცხავი გარემოება


16 484-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება — „უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის
უსაფრთხოება უზრუნველყოფილია“ — საკამოდ ბუნდოვანია. შესაბამისად,
მიზანშეწონილია, მისი განამრტება მოხდეს ვენის ნასყიდობის კონვენციის 71-ე მუხლის
მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად.

17 კერძოდ, მოვალემ შეიძლება წარადგინოს ვალდებულების შესრულების


უზრუნვეყოფის საშუალებები, როგორიცაა გარანტია, თავდებობა, გირავნობა, იპოთეკა15
და სხვა. უზრუნველყოფა უნდა იყოს შესრულების ადეკვატური და ფარავდეს შესაძლო
მოსალოდნელ ზიანსაც.16

18 გასათვალისწინებელია, რომ უფლებამოსილი პირი არ არის ვალდებული, მოითხოვოს


მოვალისაგან უზრუნველყოფა. მოვალე თავად უნდა იყოს დაინტერესებული მიიღოს
ზომები, რათა გამორიცხოს უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულებაზე

13 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011


წლის 26 სექტემბრის N ას-1055-1085-2011 განჩინება. დავის ფარგლებში გამყიდველმა დაარღვია
შესრულების ვადები და პირობები, თუმცა ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, მყიდველს კი
ხელშეკრულებით შეთანხმებული ავანსი სრულად არ ჰქონდა გადახდილი რაც სასამართლომ
გამართლებულად მიიჩნია სკ-ის 484-ე მუხლის შესაბამისად.
14 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 6; Magnus, in Staudinger, CISG Art. 71, Rn. 16, 30, 2013

15 Schmidt, in Beck OK BGB, § 321, Rn. 8; შდრ, ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის

ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ. 54.


16 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 21.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

უარის თქმის უფლების გამოყენება.17 ამ მიზნით, შესაძლოა, მოვალემ მოითხოვოს


დამატებითი ვადა, რომელიც გონივრული უნდა იყოს.

მოვალის მიერ შესრულების განზრახვის გაცხადება (declaration of intention to perform) 19


საკმარის უზრუნვეყოფად შეიძლება ჩაითვალოს18 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ვალდებულების შეუსრულებლობის საშიშროების არსებობის ვარაუდის საფუძველი
მოვალის მიერ შესრულებაზე უარი იყო. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის
484-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი უფლება გაქარწყლდება იმ საფუძვლითაც, რომ
აღარ არსებობს გარემოება, რომელსაც იგი ვალდებულების დარღვევის რეალური
საშიშროების წინაპირობად განიხილავდა.

484-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების 20


შესრულებაზე უარის უფლება გამოირიცხება, თუ ადეკვატური უზრუნვეყლოფა
ვალდებულების დარღვევის საფრთხის დადგომის მომენიტსათვის უკვე არსებობს.

საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება ქარწყლდება როგორც 21


მოვალის მიერ უზრუნვეყოფის ადექვატური საშუალების წარდგენით, ასევე
ვალდებულების შესრულებით, იმ გარემოების აღმოფხვრით, რომელიც ვალდებულების
დარღვევის რეალურ საფრთხეს ქმნიდა;19 ასევე ხელშეკრულებაზე უარის
განხორციელებით.20

III. სამართლებრივი შედეგი


ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა არ არის შეზღუდული ვადაში და მისი 22
განხორციელება, არ არის აუცილებელი, საშიშროების შეტყობიდან დაუყოვნებლივ
განხორციელდეს. აღნიშნული უფლების განხორციელება სავალდებულო ფორმას არ
მოითხოვს. ვენის ნასყიდობის კონვენციის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილისაგან განსხვავებით
სკ ასევე არ ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალისათვის ამ მუხლით
გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების ვალდებულებას.21
მიუხედავად ამისა, ასეთი ვალდებულება, შესაძლოა, გამომდინარეობდეს 316-ე მუხლის
შინაარსიდან. შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი განხორციელების
მართლზომიერებისა თუ ნამდვილობისათვის სავალდებულოდ იქნეს მიჩნეული
უფლების გამოყენების შესახებ მეორე მხარისათვის შეტყობინება.22

17 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 20.


18 Lando/Beale, PECL, 2000, Art. 8:105, p. 371.
19 Schmidt, in Beck OK BGB, § 321, Rn. 7.

20 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 24.

21 შდრ. MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 18-19.

22 შდრ. MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 71 CISG, Rn. 13.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლი 485. საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის

თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა


ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ
საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ — მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე
დაიდო.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. გამყიდველის მიერ ერთი და იმავე საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის ...................... 2
2. მფლობელობაში გადაცემა..................................................................................................................... 2
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 3

I. ზოგადად
უპირველესად, დასადგენია ნორმის გამოყენების სფერო. ნორმის ფორმულირების 1
გათვალისწინებით, მოწესრიგება საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებას ეხება და ის,
ვენის ნასყიდობის სამართლის გაგებით („ware“, „good“), მხოლოდ მოძრავ ნივთებს
მოიცავს. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ
საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო
(სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით) მიიჩნევს, რომ ნორმა ვრცელდება
როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ნივთებზე 147-ე მუხლის გაგებით.1 შესაბამისად,
სასამართლო პრაქტიკაში სადავოა საკითხი, 485-ე მუხლი ანალოგიით გავრცელდეს
უძრავ ნივთის ან უფლების ნასყიდობაზე,2 გამოირიცხოს მისი გამოყენება3 თუ
ჩვეულებრივ გავრცელდეს უძრავ ნივთებსა და უფლებაზე დადებულ
ხელშეკრულებებზე.4

მოწესრიგების მიზანი იმ მყიდველის ინტერესების დაცვაა, რომელმაც, გარკვეული 2


ობიექტური კრიტერიუმებით, უპირატესი დაცვის უფლება მოიპოვა. კერძოდ,
კანონმდებელი 485-ე მუხლის შემადგენლობით გამორიცხავს ან ზღუდავს
გამყიდველის ნების თავისუფლებას, ვალდებულება შეასრულოს იმ კრედიტორის
წინაშე, რომელიც მისთვისაა სასურველი ან ხელსაყრელი. ამ შემთხვევაში
კანონმდებელი სწორედ კრედიტორის ინტერესების დაცვას მიიჩნევს უპირატესად.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი არ აწესრიგებს საქონლის რამდენიმეჯერ გაყიდვის 3


შემთხვევას, თუმცა სკ-ის 485-ე მუხლისაგან განსხვავებულია მიდგომა გერმანულ
დოქტრინაში. კერძოდ, თუ გამყიდველი ნივთს რამდენჯერმე ყიდის, გამყიდველი
უფლებამოსილია თავად აირჩიოს, თუ რომელ ხელშეკრულებას შეასრულებს.5 პირველ

1 შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N ას-287-273-2013 გადაწყვეტილება;


ასევე 2012 წლის 3 იანვრის N ას-719-678-2011 გადაწტვეტილება.
2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება.

3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის №3კ-375 გადაწყვეტილება.

4 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N ას-287-273-2013 გადაწყვეტილება.

5 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn, 29.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

შემძენს არ ენიჭება არავითარი უპირატესობა სხვა მყიდველებთან შედარებით.6 უძრავ


ნივთებთან დაკავშირებით, პირველმა მყიდველმა სხვა მყიდველებთან მიმართებით
საკუთარი უფლება წინასწარი რეგისტრაციით უნდა უზრუნველყოს. ასეთ
შემთხვევაში, ცხადია მას მიენიჭება უპირატესობა.

II. შემადგენლობა

1. გამყიდველის მიერ ერთი და იმავე საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის


4 485-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია, სახეზე იყოს ერთი და იმავე ნივთის
ერთი და იმავე გამყიდველის მიერ რამდენჯერმე გაიყიდვის შემთხვევა. აღნიშნული
წინაპირობები კუმულაციურია და ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს
მოწესრიგების გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ ამ საფუძვლით არ გამოიყენა
სააპელაციო სასამართლომ 485-ე მუხლი შემთხვევაზე, როდესაც სახეზე იყო ერთი და
იმავე ნივთის რამდენჯერმე გაყიდვის შემთხვევა, თუმცა გამყიდველი სხვადასხვა
პირი იყო. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ერთი და იმავე უფლების ორჯერ
გასხვისებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ განსახილვევლ შემთხვევაში გამყიდველი არ იყო
ერთი და იგივე პირი.7

2. მფლობელობაში გადაცემა
5 ნორმის თანახმად, უპირატესობა ენიჭება იმ მყიდველს, რომელსაც ნივთი პირველად
გადაეცა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში უმნიშვნელოა, პირმა რომელმაც
პირველად მიიღო ნივთი მფლობელობაში, როდის გააფორმა ხელშეკრულება.

6 სავარაუდოა, რომ მოწესრიგების მიზნის გათვალისწინებით, მფლობელობაში გადაცემა


მხოლოდ პირდაპირ მფლობელობაში გადაცემას უნდა გულისხმობდეს. თუმცა, ასეთ
შემთხვევაში, მოწესრიგება ვიწროდ უნდა განიმარტოს და არ გავრცელდეს
მფლობელობის გადაცემის სხვა შემთხვევებზე.

7 დასაფიქრებელია, უძრავ ნივთებზე ნორმის გავრცელების შემთხვევაში, ნივთის


მფლობელობაში გადაცემა რამდენად წარმოშობს უპირატესობას. მაგალითად, თუ
გამყიდველი დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას ერთი და იმავე საგანზე ორ
სხვადასხვა პირთან, ხოლო მათ შორის ერთ-ერთს გადასცემს ნივთს მფლობელობაში,
მოწესრიგების თანახმად, ამ უკანასკნელს წარმოეშობა ნივთის საკუთრებაში გადაცემის
უპირატესი მოთხოვნა. თუმცა თუ გამყიდველი, ამის მიუხედავად, მეორე შემძენს
გადასცემს საკუთრების უფლებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, უპირატესი
მოთხოვნის მქონე პირი დაკარგავს 485-ე მუხლით შედავების უფლებას.

8 დასაფიქრებელია, როგორ უნდა დადგინდეს ნასყიდობის საგანზე მფლობელობის


გადაცემის ფაქტი, თუ ნასყიდობის საგანი უფლებაა. უფლებაზე მფლობელობის
მოპოვების ერთ-ერთ საშუალებად სასამართლო მართებულად მიიჩნევს უფლების
რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. გასათვალისწინებელია სასამართლოს განმარტება
დავაზე, სადაც პირველ შემძენს უფლება პირველად ჰქონდა დარეგისტრირებული

6 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 73.
7 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება.
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

საჯარო რეესტრში, თუმცა მეორე შენძენს პირველს ჰქონდა მოპოვებული ნივთზე


პირდაპირი მფლობელობა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ წინასწარ რეგისტრაციას
მიანიჭა უპირატესობა ნივთის მფლობელობაში მიღებასთან შედარებით (შდრ. 4.4.).8

გასაზიარებელია მიდგომა, რომლის შესაბამისად, უფლებასა თუ უძრავ ქონებაზე 9


გამყიდველის მიერ რამდენიმე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უპირატესობა
მიენიჭოს მას, ვინც პირველად დარეგისტრირდება მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.9
მიდგომა უნდა გავრცელდეს ასევე იმ შემთხვევებზედაც, როდესაც გამსხვისებელი
არაუფლებამოსილი პირია, მაგრამ შემძენი კეთილსინდისიერია ამ ფაქტის მიმართ.

485-ე მუხლი უპირატესობას ანიჭებს იმ მყიდველს, რომელთანაც ხელშეკრულება 10


უფრო ადრე დაიდო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთზე მფლობელობის გადაცემა
არ მომხდარა.

III. სამართლებრივი შედეგი


485-ე მუხლი ნათლად განსაზღვრავს ნორმის შინაარსს, თუმცა პრაქტიულად როგორ 11
უნდა განხორციელდეს აღნიშნული უფლება, სადავოა. მოწესრიგება მხოლოდ ისეთ
შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც გამყიდველს არც ერთი მყიდველის მიმართ
ვალდებულება არ შეუსრულებია. ასეთ შემთხვევაშიც კი 485-ე მუხლის გამოყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ უპირატესი უფლების მქონე პირი
განახორციელებს საკუთარ უფლებას მოთხოვნის წარდგენისა და დროული
უზრუნველყოფის გზით სასამართლოში.

თუ გამყიდველმა ერთ-ერთ მყიდველს გადასცა ნივთი საკუთრებაში, ასეთ 12


შემთხვევაში 485-ე მუხლის გამოყენება უნდა გამოირიცხოს.10

ამ თვალსაზრისით სამსჯელოა საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომლის 13


თანახმად, 485-ე მუხლი შემძენის ინტერესების დაცვას ემსახურება, თუმცა დაცვას
ექვემდებარება მხოლოდ ის პირები რომლებიც კეთილსინდისიერად გვევლინებიან
აღნიშნულ ურთიერთობაში.11 რამდენად შეიძლება აღნიშნული განმარტების
საფუძველზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ერთ-ერთი შემძენის მიერ საკუთრების
უფლების მოპოვება ნივთზე, მაშინ როდესაც მან იცოდა ან, მოძრავი ნივთის
შემთხვევაში, შეეძლო სცოდნოდა, რომ არსებობდა სხვა უპირატესი უფლების მქონე
შემძენი, სადავოა. 485-ე მუხლის მოწესრიგება ამაგვარი ფართო განმარტების
შესაძლებლობას ნაკლებად ტოვებს.

8 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება.


9 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება
(4.2.).
10 შდრ. Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 73

11 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N ას-287-273-2013 გადაწყვეტილება.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლი 486. გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ

გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ ერთი მხარის მიერ მიწოდების


მხოლოდ ერთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა რეალური
საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების ვალდებულებებიც არ შესრულდება,
მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 1
1. ნაწილ-ნაწილ შესრულება ..................................................................................................................... 1
2. რეალური საშიშროება ............................................................................................................................ 2
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 3

I. ზოგადად
486-ე მუხლი 405-ე მუხლთან ურთიერთკავშირში უნდა განიმარტოს. კერძოდ 405-ე 1
მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, კრედიტორს უფლება
აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ
დაირღვა, მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის
შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. სხვა შემთხვევაში, 486-ე მუხლით
გათვალისწინებული უფლების წარმოშობა უნდა გამოირიცხოს მთლიან
ხელშეკრულებასთნ მიმართებით და გავრცელდეს მხოლოდ ხელშეკრულების ნაწილის
მიმართ.1

486-ე მუხლის გამოყენებისათვის, უპირველესად, დასადგენია, რამდენად 2


ითვალისწინებს სადავო ხელშეკრულება ნაწილ-ნაწილ მიწოდებას. ამასთან —
შესაძლებელია თუ არა შესრულების ბუნებიდან გამომდინარე მისი ნაწილ-ნაწილ
გამოყოფა. ცალკეულ შემთხვევაში, შეფასებას საჭიროებს ასევე, მოცემული ეტაპისათვის
რა ნაწილია შესრულებული და რომელი ვალდებულება არ შესრულდა. ასევე, რა
გარემოებები არსებობს, რომელიც ობიექტურად ქმნის იმის საფრთხეს, რომ დარჩენილი
მიწოდებაც არ შესრულდება. 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების
გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ასევე მთლიანობაში შეფარდება შესრულებულ და
შესასრულებელ ნაწილს შორის, როგორც მოცულობის ასევე მნიშვნელობის
განსაზღვრით.2

II. შემადგენლობა

1. ნაწილ-ნაწილ შესრულება
უპირველესად უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება ნაწილ-ნაწილ საქონლის 3
მიწოდებად.

1 შდრ. Saenger, in Beck OK, Art. 73 CISG, Rn. 4.


2 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2011, Art. 73, Rn. 16.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლის ფორმულირების გათვალისწინებით უდავოა, რომ აღნიშნული წესი


ვრცელდება უშუალოდ საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდების შემთხვევაზე და არა სხვა,
საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა ნაწილობრივ შესრულების
შემთხვევებზე. ნაწილ-ნაწილ საქონლის მიწოდება სახეზეა, თუ შესრულების
ვალდებულება სულ მცირე ორ ნაწილად არის დროში გამიჯნული (დანაწევრებული).3
აღნიშნული შესრულების სახედ, როგორც წესი, მიმდევრობითი მიწოდების ან
განვადების (განწილვადების) შემთხვევებს მოიაზრებენ. თუმცა ნაწილ-ნაწილ
შესასრულებელ ვალდებულებად მიჩნევისათივს არ არის მნიშვნელოვანი, რომ
შესრულება თანაბარ ნაწილებს ან ერთგვაროვან საქონელს უკავშირდებოდეს.4

4 ნაწილ-ნაწილ შესრულების თაობაზე შეთანხმება ხელშეკრულებით უნდა იყოს


გათვალისწინებული.

5 მოწესრიგების ფარგლებში გათვალისწინებული უფლება ვალდებულების დარღვევის


მხოლოდ იმ შემთხვევაზე ვრცელდება, როდესაც ხელშეკრულების ნაწილი არ
სრულდება, რაც ამასთანავე ქმნის შემდგომი ნაწილების შეუსრულებლობის რეალურ
საშიშროებას.5 დამატებით განმარტებას საჭიროებს, რამდენად ფართოდ შეიძლება
განიმარტოს ფორმულირება „როდესაც ხელშეკრულების ნაწილი არ სრულდება.“
კერძოდ, იგი ვრცელდება მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევებზე
თუ შესაძლებელია მისი გამოყენება არაჯეროვანი შესრულების მიმართ.
მაგალითისათვის, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, გამართლებული იყოს 486-ე
მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც
შესრულებული ნაწილი ნაკლიანია (არაჯეროვანია), რაც სამომავლო ვალდებულებების
შეუსრულებლობის (ან არაჯეროვნად შესრულების) საფრთხეს ქმნის. მაგალითად, თუ
გამყიდველმა მყიდველს საქონლის ნაწილი ნაკლიანი მიაწოდა და მან ვერ
უზრუნველყო უნაკლო ნივთის მიწოდება ან ნაკლის გამოსწორება დამატებითი
შესრულების ფარგლებში; ამასთანავე, გარემოებებიდან ირკვევა, რომ არც სამომავლოდ
არის მოსალოდნელი ვითარების ცვლილება.6 ასეთ შემთხვევაში, გამართლებულია,
მყიდველს ჰქონდეს 486-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების განხორციელების
უფლებამოსილება.

2. რეალური საშიშროება
6 ვალდებულების დარღვევა, ამ შემთხვევაში, სამომავლოდ შესასრულებელი
ვალდებულების არსებითი დარღვევის ინდიკატორია.7 ცალკეული შემთხვევის
გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ობიექტურად სარწმუნო
საფუძველი, რომელიც სამომავლო ვალდებულების შესრულების შეფერხებას
განაპირობებს8 ან დიდწილად სავარაუდოს ხდის. მოვალის მიერ ვალდებულების
დარღვევა აუცილებელი წინაპირობაა და უნდა იყოს მოსალოდნელი საშიშროების
შეფასების ძირითადი კრიტერიუმი. გარემოებები, რომლებიც დამოუკიდებლად,

3 Saenger, in Beck OK, Art. 73 CISG, Rn. 3.


4 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 2.
5 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 12.

6 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 15.

7 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 12.

8 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 13.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მოვალის საქმიანობის, სხვა გარემოებების გათვალისწინებით ეჭვქვეშ აყენებს


ვალდებულების შესრულებას, დამოუკიდებლად ვერ გახდება ამ მუხლის გამოყენების
საფუძველი. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა თავისი არსით უნდა ქმნიდეს
მომდევნო ვალდებულებათა დარღვევის რეალურ საფრთხეს.9

ასეთი შესაძლოა იყოს, მაგალითად, თუ გამყიდველი არ ასრულებს ვალდებულების 7


ნაწილს და, ამასთანავე, შემდგომ შესრულებაზე უარს ამბობს;10 ასევე, როდესაც
არაჯეროვანი შესრულების დროს დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული
ვადა უშედეგოდ გადის, ან ამ ვადაში ნაკლის გამოსწორებისა თუ დამატებითი
შესრულებისათვის გამყიდველი მყიდველისაგან დამატებით ანაზღაურებას ითხოვს
წინასწარ.11

რამდენად ქმნის ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა შემდგომი


ვალდებულებების შეუსრულებლობის რეალურ საშიშროებას, დარღვეული და
შესასრულებელი ვალდებულებების ურთიერთმიმართებისა და მთლიანი
ხელშეკრულების ფარგლებში მათი მნიშვნელობის შეფასების საფუძველზე უნდა
მოხდეს.12

III. სამართლებრივი შედეგი


486-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, მხარე 8
უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე 355-ე მუხლით გათვალისწინებული
წესით, კერძოდ მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით. როგორც ცალმხრივი
მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, ის ნამდვილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ,
რაც იგი მიმღების ძალაუფლების სფეროში მოექცევა და მიმღებს მისი გაცნობის
რეალური შესაძლებლობა ექნება.13

გასათვალისწინებელია, რომ, ვენის ნასყიდობის კონვენციის 73-ე მულხისაგან 9


განსხვავებით, სკ მხარეს ანიჭებს მთლიანად ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას
მაშინ, როდესაც კონვენციის ამ მუხლის მე-3 ნაწილი ხელშეკრულებაზე უარის
უფლებას ითვალისწინებს მხოლოდ სამომავლოდ, კერძოდ დარჩენილი შესრულების
ნაწილში.14 აღნიშნული მიდგომა გასაზიარებელია ურთიერთობის სპეციფიკის
გათვალისწინებით. გაუმართლებლად არათანაზომიერი ტვირთი დააწვება მოვალეს,
თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ვალდებულების დარღვევამდე
განხორციელებულ შესრულებებზე უპირობოდ გაავრცელდება. ასეთი მხოლოდ
გამონაკლისის სახით იქნება გამართლებული, რომელიც 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
ბოლო წინადადებით ნათლად არის ჩამოყალიბებული. „ხელშეკრულებაზე სრულად
უარი გამართლებულია ასევე, თუ ვალდებულების დარღვევა არსებითია“, რაც მთლიან
ხელშეკრულებასთან მიმართებით უნდა შეფასდეს. ასე მაგალითად, თუ მიწოდებული

9 შდრ. MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 14.


10 Saenger, in Beck OK, Art. 73 CISG, Rn. 9; MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 16.
11 NJW-RR 1999, 780, SchiedsG Hamburg (freundschaftliche Arbitrage), Schiedsspruch vom 29.12.1998.

12 შდრ. Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2011, Art. 73, Rn. 13.

13 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 246.

14 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 73 CISG, Rn. 17.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

საქონლის 80% თუ ნაკლიანია; ასევე, შერჩევითი შემოწმებისას მნიშვნელოვანი


ოდენობა პროდუქციისა ნაკლის მქონეა და ობიექტურად შეცნობადი არ არის, რომელი
ნაწილია მათ შორის ნაკლიანი.15

15 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 51 II CISG, Rn. 18-19.


4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლი 487. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან


თავისუფალი ნივთი.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შედარებით-სამართლებრივი ანალიზი .................................................................................................. 1
1. ნაკლიანი შესრულების მიღებაზე უარის თქმის უფლება და შესაძლო უპირატესობა .............. 1
2. ნაკლის არსებითობა ............................................................................................................................... 2
3. ნაკლიანი შესრულების მიღებაზე უარის თქმა — ვადის გადაცილება? ....................................... 2

I. ზოგადად
მყიდველისათვის უნაკლო ნივთის გადაცემა გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა. 1
ნორმა 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად
შესრულების დაკონკრეტებაა ნასყიდობის სამართალში. ნივთობრივი და უფლებრივი
ნაკლი დეტალურადაა განმარტებული 488-ე და 489-ე მუხლებში.

გასაანალიზებელია, 487-ე მუხლის მოწესრიგებას აქვს თუ არა გერმანულ სამართალში


დამკვიდრებული დატვირთვა.

II. შედარებით-სამართლებრივი ანალიზი

1. ნაკლიანი შესრულების მიღებაზე უარის თქმის უფლება და შესაძლო


უპირატესობა
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 433-ე პარაგრაფის მე-2 ნაწილი ანალოგიურ 2
მოწესრიგება შეიცავს. გერმანული დოქტრინის თანახმად, მყიდველი, როგორც წესი,
უფლებამოსილია, უარი თქვას ნაკლიანი შესრულების მიღებაზე. თუმცა თუ
კრედიტორი მიიღებს შეთავაზებულ შესრულებას და შემდგომ სადავოდ ხდის
ვალდებულების შესრულებას იმ დასაბუთებით, რომ შესრულება ხელშეკრულების
შეუსაბამო, ნაკლიანია ან არასრულია, ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მას
ეკისრება.1

შესაბამისად, შესაძლებელია მყიდველის მოთხოვნები შესრულების მიღებამდე და მას 3


შემდეგ განსხვავებული იყოს. კერძოდ, თუ პირი არ იღებს შესრულებას იმ
დასაბუთებით, რომ ნივთი ნაკლიანია, ასეთ შემთხვევაში შესრულება სახეზე არ არის2
და მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს კვლავ უნაკლო ვალდებულების შესრულება.
მყიდველის მიერ ნაკლიანი შესრულების მიღებაზე უარი ამასთანავე, შესაძლებელია,
დამატებითი ვადის განსაზღვრად ჩაითვალოს და, დადგენილ ან გონივრულ ვადაში
გამყიდველის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე უარის უფლება
წარმოიშვას.

1 Faust, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 433, Rn. 39.


2 შდრ. მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული
სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 24.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

გერმანული დოქტრინის თანახმად, მყიდველს შესრულების მიღებაზე უარი ანიჭებს 4


უპირატესობას, უარი თქვას ნაკლის გამოსწორებაზე, (განსაკუთრებით თუ მისი
გამოსწორება მხოლოდ შეკეთებით არის შესაძლებელი) და მოითხოვოს ძირითადი
ვალდებულების უნაკლო შესრულება. სხვა შემთხვევაში კი მყიდველი
უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. 3

5 განსხვაებულია მიდგომა, თუ მყიდველი მიიღებს ნაკლიან შესრულებას. ასეთ


შემთხვევაში, მას აქვს ნასყიდობის სამართლით გათვალისწინებული მეორადი
მოთხოვნები, რომლის გათვალისწინებით ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლების
განხორციელებაზე უარის თქმა, როგორც წესი, არ შეუძლია.4

2. ნაკლის არსებითობა
6 გერმანულ სამართალში განხილულია მოსაზრება, რომ შესრულების მიღებაზე უარის
უფლება მყიდველს იმ შემთვევაშიც უნდა ჰქონდეს, თუ ნაკლი უმნიშვნელოა. ასეთი
მიდგომა ნაკლებად გასაზიარებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება მყიდველს უმნიშვნელო ნაკლის შემთხვევაში,
ჩვეულებრივ, არ აქვს.5

7 გასაზიარებელია ვენის ნასყიდობის სამართალში დამკვიდრებული მიდგომები.


კერძოდ, კონვენციის მე-60 მუხლის მიხედვით, მყიდველს ეკისრება ნივთის მიღების
ვალდებულება. მყიდველი, როგორც წესი, უფლებამოსილია, უარი თქვას შესრულების
მიღებაზე სახელშეკრულებო ვალდებულების არსებითად დარღვევის შემთხვევაში.
უმნიშვნელო ვალდებულების დარღვევისას მყიდველი უფლებამოსილი იქნება, უარი
თქვას შესრულების მიღებაზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში,
კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად განმარტების საფუძველზე.6

8 გასათვალისწინებელია ასევე გერმანულ დოქტრინაში დამკვიდრებული მიდგომები


ნაკლიანი შესრულების მიღებაზე უარის თქმის შესაძებლობასთან დაკავშირებით, რაც,
სამართლებრივი შედეგების ჭრილში, უპირატესობას ანიჭებს მყიდველს ნაკლიანი
შესრულების მიღებისა და შემდგომ ნაკლის გამო დავის შემთხვევებისათვის.

3. ნაკლიანი შესრულების მიღებაზე უარის თქმა — ვადის გადაცილება?


9 გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 293-ე პარაგრაფი, სკ-ის 390-ე მუხლის მსგავსად,
ადგენს, რომ კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება სახეზეა, თუ ის არ იღებს მისთვის
შეთავაზებულ შესრულებას. თუმცა, სკ-ისაგან განსხვავებით, 294-ე პარაგრაფი
აზუსტებს, რომ მოვალის მიერ „შეთავაზებული“ შესრულება უნდა იყოს იმ
მდგომარეობაში, როგორც ის უნდა შესრულდეს. საყურადღებოა ასევე, რომ გერმანული

3 Faust, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 433, Rn. 39.


4 შდრ. Faust, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 433, Rn. 41.
5 Faust, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 433, Rn. 41; განსხვავებული მოსაზრება იხ. MüKo/Westermann, BGB, 6.

Aufl., 2012, § 433, Rn. 56; შდრ. სკ-ის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
6 MüKo/Huber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 60 CISG, Rn. 9.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

დოქტრინის თანახმად, მყიდველის (კრედიტორის) მიერ ვადის გადაცილებად არ


ჩაითვლება, თუ ის (მყიდველი) არ იღებს ნაკლიან შესრულებას.7

სკ გერმანულის მსგავს რეგულირებას8 არ შეიცავს. თუმცა, თუ გამყიდველი მყიდველს 10


სთავაზობს 361-ე, 380-ე და 487-489 მუხლების მოთხოვნების შეუსაბამო შესრულებას,
გამართლებულია, მყიდველს ჰქონდეს უფლება, სკ-ის 487-ე და 390-ე მუხლების
განმარტების საფუძველზე, უარი თქვას შესრულების მიღებაზე. მისი ქმედება 390-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად არ უნდა
ჩაითვალოს.

მყიდველის მიერ ნაკლიანი ნივთის მიღების შემთხვვაში, გამყიდველს აქვს 11


უპირატესობა, დამატებითი შესრულების მოთხოვნის შემთხვევაში, თავად აირჩიოს
მისთვის ხელსაყრელი დამატებითი შერულების სახე. კერძოდ, გამყიდველი 490-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გვაროვნული ნივთის ნაკლის შემთხვევაში, თავად
წყვეტს, სურს გამოსწაროსოს ნაკლი თუ ნაკლიანი ნივთი შეცვალოს უნაკლო მივთით.

ამ მიდგომისაგან განსხვავებით, ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, 12


შესაძლებელია, გამართლებული იყოს, მყიდველის მიერ ნაკლიანი ნივთის მიღებაზე
უარის შემთხვევაში, მას, გერმანული მიდგომის მსგავსად, ჰქონდეს უპირატესობა, უარი
თქვას ნაკლის გამოსწორების მოთხოვნაზე და უპირობოდ მოითხოვოს კვლავ უნაკლო
ნივთის გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, მყიდველის ინტერესი უნდა იყოს
დასაბუთებული და გამყიდველის ინტერესების არათანაზომიერ ხელყოფას არ უნდა
იწვევდეს.

თუ გამყიდველი მყიდველს გადასცემს უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლის მქონე 13


ნივთს, მყიდველს, ნაკლიანი შესრულების მიღებაზე უარის თქმასთან ერთად, უფლება
აქვს, უარი თქვას შემხვედრი ვალდებულების შესრულებაზე გამყიდველის მიერ
შესაბამისი შესრულების განხორციელებამდე.9

7 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 3; Faust, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 433, Rn. 40
(აღნიშნული პირდაპირ გამომდინარეობს გსკ-ის 293-ე და 294-ე პარგრაფებიდან).
8 იხ. გსკ-ის 294-ე და 363-ე პარაგრაფები.

9 შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 433, Rn. 56; შდრ. სკ-ის 369-ე მუხლი.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის


წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა
ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

I. ზოგადად
იმისათვის, რომ მყიდველს წარმოშვას გამყიდველის მიმართ მეორადი მოთხოვნები, სახეზე 1
უნდა იყოს გამყიდველის მხრიდან ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევა
შეიძლება გამოიხატოს როგორც ძირითადი, ასევე არაძირითადი ვალდებულების დარღევაში. ეს
შეიძლება იყოს გამყიდველის მიერ პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობა ან
არაჯეროვანი შესრულება, მოვალის მიერ ვადის გადაცილება ან არაძირითადი ვალდებულების
დარღვევა.1

პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება 361-ე მუხლით 2


გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაა, როდესაც შესრულება არ ხორციელდება
ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. არაჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი
გავრცელებული შემთხვევა ნასყიდობის სამართალში სწორედ ნაკლიანი შესრულებაა.2

გამყიდველი, 487-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და 3


უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ძირითადი ვალდებულება
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებით-სამართლებრივი რეფორმის შემდგომ
ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების
დამფუძნებელ ნორმაში იქნა გათვალისწინებული.3 სკ-ში აღნიშნული ვალდებულება 487-ე
მუხლით არის დადგენილი და გამყიდველის მიერ 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების დაკონკრეტებას ახდენს.

487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და 4


უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოა, რამდენად
არსებითია ნაკლი. აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია მხოლოდ ხელშეკრულებიდან
გასვლის მოთხოვნის წარმოშობასთან მიმართებით, ვინაიდან დარღვევის მნიშვნელობა ამ
უფლების წარმოშობას გარკვეულწილად ზღუდავს.4

II. შემადგენლობა

1. ნივთობრივი ნაკლი
488-ე მუხლი ითვალისწინებს ნივთობრივი ნაკლის დეფინიციას, რომელიც გამყიდველის მიერ 5
ძირითადი ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთი სახეა.

1 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 49-50.


2 იქვე. 49-50.
3 იქვე, გვ. 49.

4 შდრ. 405 III; Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 3.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას.


შესაბამისად, უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის მყიდველისათვის
შეთავაზებული/მიწოდებული ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი.
ასეთი შეთანხმების არ არსებობისას უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა შორის
ხელშეკრულებით შეთნახმებული მიზანი. ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში კი
ნივთი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება, რომლის თანახმად იგი ვარგისი უნდა იყოს
ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ სკ-ი ნივთის ნაკლს ორ კატეგორიად ყოფს და მიჯნავს ნივთის
თვისობრიობას ნივთის გამოყენებადობისაგან.5

2. შეთანხმებული ხარისხი
6 488-ე მუხლის თანახმად, ნივთობრივი ნაკლი სახეზეა, თუ მას არ გააჩნია მხარეთა მიერ
შეთანხმებული „ხარისხი“. მართალია კანონმდებელი იყენებს ტერმინს „ხარისხი“, თუმცა ეს
ტერმინი ფართო გაგებით უნდა განიმარტოს და გსკ-ის 434-ე პარაგრაფის მსგავსად მოიცვას
ნივთის „თვისებებიც“.6 შეთანხმებული ხარისხის მქონე ნივთი შესაძლებელია არ იყოს
ყოველთვის შეთანხმებული თვისებების მატარებელი,7 თუმცა ნაკლებად სავარაუდოა,
კანონმდებლის მიზანი აღნიშნული განსხვავების შეგნებული დაშვება ყოფილიყო.

ა. ნივთის ხარისხი (თვისობრიობა)


7 ნივთის თვისობრიობა, არსებული განმარტებების თანახმად, არის ბუნებრივი თვისებების
ერთობლიობა, როგორიცაა მასალა, მდგომარეობა, გამძლეობა, ვარგისიანობის ვადა,
მდებარეობა, მოცულობა/ზომა, ტექნიკური მონაცემები და სხვ.8 ნივთის თვისობრიობად
შეიძლება ასევე ჩაითვალოს ნივთის ფიზიკურ თვისებებთან დაკავშირებული ეკონომიკური,
სოციალური, ფაქტობრივი და სამართლებრივი ფაქტორები.9 ასეთი შეიძლება იყოს, თუ
სატრანსპორტო საშუალება შეთანხმებულზე მეტ საწვავს ხარჯავს, მისი გამოშვების წელი,
გავლილი კილომეტრაჟი ან სხვა მონაცემი არ შეესაბამება შეთანხმებულს.

ასეთად ასევე მიიჩნევა მაგალითად მიწის ნაკვეთზე გარკვეული ტიპის მშენებლობის აკრძალვა
ან სხვა მსგავსი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები,10 თუ ასეთი შეზღუდვა ნივთზე რისკის
გადაცემის მომენტისათვის უკვე არსებობდა.

ბ. შეთანხმების ფორმულირება
8 თუ გამყიდველი ხელშეკრულების დადებისას ნივთის თვისებებს აღწერს და მყიდველი ამის
საფუძველზე იღებს ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილებას, გამყიდველის მიერ

5Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 12.


6ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, ქართული სამართლის
მიმოხილვა, გვ. 49; შდრ. მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში,
ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 31.
7 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 49.

8 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის

მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 9; Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 22.
9 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის

მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 22, 35; Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 22, 27.
10 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის

მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 9.


2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

გაკეთებული განმარტება ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა და შესაბამისი


შეთანხმება თვისობრიობაზე სახეზეა.11

ამა თუ იმ თვისებაზე შეთანხმების არსებობის ვარაუდი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, 9


თუ კონკრეტული გარემოებები უდავოდ იძლევა ვარაუდის საფუძველს.12

მაგალითად, ნაქონი ავტომანქანის შემთხვევაში „სახელოსნოში შემოწმებულია“13 შესაძლოა


განიმარტოს მხარეთა შორის შეთანხმებად, რომლის შესაბამისად ნივთს არ უნდა ჰქონდეს
ისეთი თვისებები, რომელიც სპეციალისტის მიერ შემოწმების შედეგად დადგენადია.14

შეთნამხებულ თვისებად უნდა ჩაითვალოს საცდელი და სამაგალითო (ნასყიდობის 10


ხელშეკრულების დადების დროს ნიმუშის ან სინჯის შესაბამისი) ეგზემპლარების თვისებები,
თუ ასეთი შესაძლებლობა სწორედ შემძენის მიერ ნივთის თვისობრიობის შემოწმებასა და
დაგენას ემსახურება15 და არ ემსახურება მხოლოდ რეკლამირებას.16

შეთანხმება თვისებებზე შესაძლოა გამომდინარეობდეს ასევე წინასახელშეკრულებო 11


მოლაპარაკების სტადიაზე არსებული მიმოწერიდან.

შეთანხმებული თვისება უნდა გაიმიჯნოს ინფორმაციის მიწოდებისაგან. კერძოდ, 12


შეთანხმებულ თვისებად არ უნდა ჩაითვალოს მაგალითად ხელშეკრულების პირობა
„მესაკუთრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა არ არის ნაავარიევი“,
ვინაიდან ასეთი პირობა ინფორმაციის მიწოდებაა და არა შეთანხმება თვისებაზე.17

3. გამოყენებადობა
თვისობირობის ნაკლი იმიჯნება ე. წ. გამოყენებადობის ნაკლისაგან, რომელიც 488-ე მუხლში 13
მე-2 და მე-3 ალტენრატივებით არის გათვალისწინებული.

გამოყენებადობის ნაკლი სახეზეა, როდესაც მხარეთა ინტერესი მიმართულია არა უშუალოდ 14


ნივთის კონკრეტულ თვისებებზე, არამედ მის დანიშნულებაზე. მართალია, ხშირ შემთხვევაში
ნივთის დანიშნულებაზე შეთანხმება გარკვეულ თვისებებზე შეთანხმებას მოიცავს, 18 თუმცა
ასეთი ნაკლი შესაძლოა ნივთის თვისებებს არც უკავშირდებოდეს.19

გამოყენებადობის ნაკლი სახეზეა, როდესაც ნივთი უვარგისია ხელშეკრულებით 15


გათვალისწინებული მიზნის ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ვარგისიანობის ნაკლი
სახეზეა მაშინაც, თუ მისი გამოყენება არათანაზომიერ ხარჯებთან არის დაკავშირებული.20

11 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის


მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 23.
12 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 40.

13 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 12.

14 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 42.

15 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 45; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 16.

16 Beck, CISG, Saenger, Art. 35, Rn. 9; მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ

სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 23.


17 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 42.

18 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 18.

19 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 46.

20 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 32.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

ა) ხარისხზე წინასწარი შეთანხმების არარსებობა


16 იმისათვის, რომ სსკ-ის 488-ე მუხლის მეორე და მესამე ალტერნატივები დადგეს დღის
წესრიგში, აუცილებელია, რომ ნივთის „ხარისხი“ წინასწარ შეთნახმებული არ იყოს.21 წინასწარი
შეთანხმება შესაძლებელია კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით
კონკლუდენტურადაც მოხდეს.22 მყიდველის მიერ ცალმხრივად ჩამოყალიბებული ნივთის
სასრუველი თვისებები შეთანხმებულად უნდა ჩაითვალოს შესაბამისად, თუ გამყიდველი
მყიდველის მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე შესაბამის რეაგირებას ახდენს ან შედავების
გარეშე ღიად დატოვებს აღნიშნულ ნებას.23

17 თუ ხელშეკრულების განმარტების შედეგად დგინდება, რომ მხარეთა შორის მოხდა როგორც


ნივთის თვისებებზე ასევე ხელშეკრულების მიზანზე შეთანხმება და ისინი წინააღმდეგობაში
მოდის ერთმანეთთან, მუხლის ფორმულირების მიხედვით, უპირატესობა ხელშეკრულებით
შეთანხმებულ თვისებებს უნდა მიენიჭოს. თუმცა გასაზიარებელია გერმანული დოქტინაში
არსებული მიდგომა, უპირატესობა მიენიჭოს იმ შეთანხმებას, რომელიც მყიდველის მიერ
უპირატესად იქნა მოთხოვნილი. კერძოდ, თუ მყიდველმა გამყიდველს შეატყობინა რომ სურს
ამა თუ იმ ნივთის შეძენა კონკრეტული მიზნისათვის, გამყიდველმა კი ამის შემდეგ შეურჩია
ნივთი რომლის თვისებებზეც შეთანხმდნენ, უპირატესობა ხელშეკრულების მიზანთან ნივთის
შესაბამისობას მიენიჭება, თუ აღმოჩნდება რომ ნივთი ამ მიზნისათვის ვარგისი არ არის.24

ბ) ნივთის ვარგისიანობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის


18 ხშირ შემთხვევაში, ნივთის გამოყენების მიზანზე შეთანხმება მოიცავს ნივთის თვისებებზე
შეთანხმებასაც. მეორესმხრივ კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზანი
შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი სარგებლობისაგან. შესაბამისად, ხელშეკრულების
პირობის განმარტება უნდა მოხდეს მხარეთა რეალური ნების შესაბამისად. ცალკეულ
შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, მხარეთა შორის შეთანხმებულ თვისებებზე შეთანხმება
მოიცავს ხელშეკრულების შესაბამისი მიზნისათვის ვარგისიანობაზე შეთანხმებასაც თუ
მხოლოდ ერთ-ერთია შეთანხმებული და პრიორიტეტული მყიდველისათვის.25

19 მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების მიზანზე, როგორც წესი, გულისხმობს ნივთის ცალკეულ


თვისებებზე შეთანხმებას, თუმცა თითოეულ მათგანზე დამატებითი შეჯერება საჭირო არ არის,
ვინაიდან ხელშეკრულების მიზანი თავისთავად მოიცავს მათ.26

20 მყიდველის მიერ ხელშეკრულების დადება გარკვეული მიზნით საკმარისი არ არის. მხარეთა


შორის ხელშეკრულების დადებისას აუცილებელია, ნივთის შეძენა კონკრეტული მიზნისათვის
შეთანხმებული იყოს. შეთანხმება არ ივარაუდება მაშინაც, თუ მყიდველმა გამყიდველს აცნობა
ნივთით სარგებლობის მიზანი27 მაგრამ გამყიდველის მხრიდან არც სიტყვიერი, არც
კონკლუდენტური თანხმობა აღნიშნულ პირობაზე არ დგინდება.

21 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 48.


22 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის
მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 10; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 16.
23 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 16.

24 ვრცლად Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 48.

25 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 18.

26 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 18.

27 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 19.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

შეთანხმება შეიძლება მოხდეს როგოც სიტყვიერად, ასევე კონკლუდენტურად. 21


კონკლუდენტური შეთანხმება სახეზეა,28 თუ მხარეთა ნება ობიექტურად შეცნობადია.
სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით მხარეთა სუბიექტური ვარაუდი
კონკლუდენტური შეთანხმების თაობაზე არ არის საკმარისი მხარეთა რეალური შეთანხმების
არსებობის დადგენისათვის.29

თუმცა, ცალკეულ შემთხვვაში, თუ გამყიდველისათვის ცალსახად შეცნობადია ნივთის მიზანი


და ამის გათვალისწინებით სთავაზობს მყიდველს გარკვეულ პროდუქტს, მყიდველი ენდობა რა
გამყიდველის კომპეტენციას,30 იძენს გამყიდველის მიერ შეთავაზებულ ნივთს,
ხელშეკრულების მიზანი შეიძლება შეთანხმებულად ჩაითვლება.

ხელშეკრულების მიზანზე შეთანახმებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, ამა თუ იმ 22


მანქანის თუ დანადგარისათვის კონკრეტული მოდელისა და სერიის მითითებით ნაწილის
შეძენა; მიზანი შესაძლებელია იყოს ასევე ნივთის განსაკუთრებით მაღალი ან დაბალი
ტემპერატურის31 ან კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობა და სხვ.32 შესაძლებელია ასევე,
მხარეთა შორის შეთანხმებული მიზანი არ იყოს ნივთის ჩვეულებრივ სარგებლობისათვის
გამოყენება, მაგალითად ავტომანქანის შეძენა გამოფენის მიზნებისათვის.

ცალკეულ შემთხვევაში, ნივთის მნიშვნელოვნად მაღლი ან დაბალი ფასი თავისთავად 23


მიუთითებს მხარეთა შორის განსაკუთრებული მიზნის შესახებ შეთანხმებაზე,33 თუმცა ის
მხარეთა შეთნახმების არსებობის დადგენის ერთადერთი კრიტერიუმი ვერ იქნება.34

თუ ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგისია, მაგრამ არ 24


არის გამოსადეგი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის, მხარეთა ნება უპირატესია. შესაბამისად,
თუ მხარეთა ნება უდავოა, რომ განსაზღვრული ნივთი მყიდველს მხოლოდ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მიზნისათვის ჭირდება, ის ვარგისი უნდა იყოს სწორედ ამ მიზნისათვის
და აღნიშნულ პირობას უპირატესობა მიენიჭება.35

გ) ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ვარგისი


თუ ნივთი არ არის ჩვეულებრივ მოსალდნელი თვისებების მატარებელი ან არ არის 25
გამოყენებადი ჩვეულერივ მსგავსი ნივთებისათვის დამახასიათებელი სარგებლობისათვის,
სახეზეა ობიექტური ნაკლის შემთხვევა. ეს ალტერნატივა განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ მხარეთა შორის არ არსებობს ნივთის თვისებეზე ან მისი გამოყენების მიზანზე სპეციალური
შეთანხმება,36 რომელიც შესაძლოა ნივთის ჩვეულებრივი სარგებლობის მიზნისათვის

28 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის


მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 24.
29 Saenger, in Beck OK, CISG, Art. 35, Rn. 3.

30 Saenger, in Beck OK, CISG, Art. 35, Rn. 7.

31 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 19.

32 Saenger, in Beck OK, CISG, Art. 35, Rn. 7.

33 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 20.

34 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 16; Kulke, Sittenwidrigkeit und
Beschaffenheitsvereinbarungen bei Internetauktionen, NJW 2012, 2697.
35 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 49.

36 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის

მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 25.


5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

ვარგისიანობას გამორიცხავდეს. ამ შემთხვევაში, შეთანხმებას უპირატესობა ენიჭება და ნაკლის


არსებობას გამორიცხავს.37

26 ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ვარგისია ნივთი, თუ ის შეესაბამება ობიექტურად


გამართლებულ მყიდველის მოლოდინს მსგავსი ტიპის ნივთისაგან.

27 გვაროვნული ნივთის შემთხვევაში, როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ჩვეულებრივი


სარგებლობისათვის ვარგისია ნივთი, თუ ის სულ მცირე საშუალო ხარისხისაა 380-ე მუხლის
შესაბამისად.38

28 რამდენად არის ნივთი ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის, ყოველ კონკრეტულ


შემთხვევაში, ცალკეული გარემოებების შეფასების საფულძველზე უნდა დადგინდეს.
შეფასებისას გასათვალისწინებელია, ნივთი ახალია თუ ნაქონი, მისი წარმოების წელი, მისი
„პრეზენტირება“, წარმოების სახე, სერია, მყიდველის სტატუსი და სხვა გარემოებები.39
გადაწყვეტილებები, აიფონი და ვოლქსვაგენი

4. მყიდველის მოლოდინი
29 გერმანიის სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით, სკ-ი არ ითვალისწინებს ნივთობრივი
ნაკლის განმარტებაში მონტაჟისა თუ მისი ინსტრუქციის ნაკლის შემთხვევას. თუმცა ასეთი
ნაკლი ხელშეკრულებით შეთანხმებული თვისობრიობისა თუ გამოყენოებადობის ნაკლის
განმარტებაში მოიაზრება.

ა) მონტაჟი
30 მონტაჟის ნაკლი, რომელიც ე. წ. „IKEA-Klausel“-ის სახელწოდებითაა ცნობილი ისეთი ტიპის
ხელშეკრულებებისათვისაა დამახასიათებელი, რომლის ფარგლებშიც გამყიდველს აქვს
მიწოდებისა და მონტაჟის ვალდებულება.40 მონტაჟის ნაკლი მხოლოდ იმ შემთხვევაში
განიხილება ნივთობრივ ნაკლად, თუ ის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობაა. მონტაჟი
ფართო გაგებით განიმარტება და მასში მოიაზრება ჩაშენება, აწყობა, ინსტალაცია (მაგ.
კომპიუტერული პროგრამის) და სხვ.41

31 ნაკლიანი შესრულება შესაძლებელია გამოიხატოს ასევე მონტაჟის ინტსრუქციის ნაკლშიც.


კერძოდ, ინსტრუქცია შესაძლებელია ნაკლიანიად ჩაითვალოს, თუ ის სპეციალურ,
მომხმარებლისათვის უცხო ტერმინებს შეიცავს, უცხო ენაზეა ჩამოყალიბებული, არასწორ ან
არასაკმარის მითითებებს შეიცავს და სხვ.42

37 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 24.


38 Saenger, in Beck OK CISG, Art. 35, Rn. 5.
39 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 25.

40 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შმცირების მეორადი

მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008,


გვ. 64; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434, Rn. 39.
41 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 89.

42 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 99.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

ბ) რეკლამა და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია


სკ, გერმანიის სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით, ასევე არ აწესრიგებს ნივთის 32
შეუსაბამობის შემთხვევას რეკლამასა თუ საჯაროდ გაკეთებულ განცახებებში გავრცელებულ
ინფორმაციასთან.43

ინფორმაცია, რომელიც წინასახელშეკრულებო ეტაპზე საჯარო განცხადებებით გაკეთდება 33


ნივთის თვისობრიობასთან და მის გამოყენებადობასთან დაკავშირებით, უშუალო კავშირშია
ძირითად ვალდებულებასთან და ის შესაძლებელია ხელშეკრულების შინაარსად იქნეს
განხილული.44

რეკლამითა თუ საჯარო განმარტებებით მიწოდებული ინფორმაცია ხელშეკრულებით 34


ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ვარგისიანობის პირობის განვრცობად უნდა ჩაითვალოს.
ასეთი ინფორმაცია მყიდველის მოლოდინს ამა თუ იმ ნივთთან დაკავშრებით აზუსტებს, ცვლის
ან ზრდის.45

გამყიდველი არ იბოჭება ნივთის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, გსკ-ის მოწესრიგების 35


გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა არ იცოდა და არ შეიძლება
სცოდნოდა ამის შესახებ; ასევე, თუ აღნიშნული ინფორმაცია გაყიდვის მომენიტსათვის იმავე
საშუალებით შესწორებული იყო, ან თუ გავრცელებულ ინფორმაციას არ შეეძლო ყიდვის
შესახებ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოეხდინა.46

ვენის ნასყიდობის კონვენცია დამატებით შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ნივთი ნაკლის 36


მქონედ უნდა ჩაითვალოს, თუ ნივთი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების, მისი
მიზნისა თუ ჩვეულებრივი სარგებლობისათვის შესაბამისად შეფუთული არ არის.47 ზემოთ
განხილული სპეციალური შემთხვევების მსგავსად, შესაბამისი შეფუთვის ვალდებულება სკ-ის
მოწესრიგების ფარგლებში ხელშეკრულებით შეთანხმებული თვისებების, ნივთის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული თუ ჩვეულებრივი სარგელობისათვის ვარგისიანობის
განმარტებაში უნდა მოექცეს.

5. ნაკლთან გათანაბრებული შემთვევები


488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს 37
ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი
ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს
შესრულებაზე.“

ა) სულ სხვანივთი — ე.წ. „ალიუდი“


ნაკლიან შესრულებად განიხილება გამყიდველის მიერ სულ სხვა ნივთის გადაცემა, იმ 38
ვარაუდით, რომ იგი ვალდებულებას ასრულებს.48 მყიდველი, ცხადია, უფლებამოსილია, არ
მიიღოს შესრულება და კვლავ შეინარჩუნოს პირველადი ვალდებულების შესრულების

43 შდრ. გსკ-ის 434 პარაგრაფი, მე-2 ნაწილი.


44 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 12.
45 მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული სამართლის

მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 25.


46 შდრ. გსკ-ის 434-ე პარაგრაფის 1-ლი ნაწილის მე-3 წინადადება.

47 Saenger, in Beck OK CISG, Art. 35, Rn. 10.

48 შდრ. მესხიშვილი, ნივთობრივი ნაკლის ცნება გერმანულსა და ქართულ სამართალში, ქართული

სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 33; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 434,
Rn. 45; შდრ. MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 35 CISG, Rn. 1, 4.
7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობა იქნება სახეზე. თუ მყიდველი


შესრულებას მიიღებს, მყიდველს ნაკლიანი შესრულების გამო ექნება მეორადი მოთხოვნების
განხორციელების უფლება.

39 ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთის შემთხვვაში, ნივთი „სულ სხვაა“ თუ მიწოდებულ


ნივთს არ გააჩნია ის „იდენტობა“, რომელიც შეთანხმებულია. გვაროვნული ნივთის
შემთხვევაში კი, თუ მიწოდებულ ნივთს არ აქვს ის თვისებები, რომელიც შეთანხმებული
გვაროვნული ნივთისათვისაა დამახასიათებელი.49 დამახასიათებელი თვისება შეიძელება იყოს
ნივთის სერია, მწარმოებელი ქვეყანა და სხვა. გარემოებები რომელიც ნივთს „სულ სხვად“
აქცევს, კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.

40 თუ გამყიდველმა გადასცა მყიდველს სულ სხვა ნივთი შესრულების ვარაუდით და მყიდველმა


შენიშნა, მაგრამ მაინც მიიღო იგი, შესაძლებელია აღნიშნული ჩაითვალოს, როგორც
შესრულების ნაცვლად სხვა ნივთის მიღება 379-ე და 381-ე მუხლის გათვალისწინებით.

ბ) მცირე რაოდენობა
41 მცირე რაოდენობით მიწოდება ნაკლს უთანაბდრდება და მყიდველს უფლება აქვს,
განახორციელოს შესაბამისი მეორადი მოთხოვნები შესაბამისი წინაპირობების
გათვალისწინებით. მოწესრიგება ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ვალდებულება
ერთგვაროვანი ნივთის მიწოდებას ითვალისწინებს და მყიდველს შესაძლოა ჰქონდეს
განსაკუთრებული ინტერესი, შესრულება ერთი მიწოდების „პარტიიდან“ მიიღოს.50

გ) ნაწილის შესრულება
42 ნაწილის შესრულება მაშინ არის სახეზე, როდესაც ხელშეკრულების ფარგლებში
შესასრულებელი ვალდებულება ნაწილ-ნაწილ შესაძელებლია. ასეთად არ განიხილება, თუ
ნასყიდობის საგანი სხვადასხვა ნაწილებისაგან შემდგარი ნივთია. ასეთად ასევე არ უნდა
ჩაითვალოს, თუ ბრუნვაში დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ნივთები
ერთმანეთთანაა დაკავშირებული იმგვარად, რომ ერთ მთლიაობას ქმნის.51

43 ნაწილ-ნაწილ შესასრულებელი ვალდებულების შემცველი ხელშეკრულების ფარგლებში (შდრ.


486-ე მუხლის კომენტ.) გამყიდველის მიერ ნაწილის მიწოდება ნაკლს უთანაბრდება.

დ) შესრულების ნაწილისნაკლი
44 იმ შემთხვევაში თუ ნივთის მიწოდება სრულად ხდება, თუმცა მხოლოდ შესრულების ნაწილია
ნაკლიანი, ის ნაკლად მიიჩნევა, 488-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ნაკლი არსებით გავლენას ახდენს შესრულებაზე.

45 ანალოგიურ გამიჯვნას ვენის ნასიდობის კონვენცია მხოლოდ მთლიანად ხელშეკრულებიდან


გასვლის მოთხოვნის წარმოშობის მიზნებისათვის აკეთებს.52 შესაბამისად, უპირობოდ ნაკლიან
შესრულებად განიხილავს, მათ შორის, შემთხვევას, როდესაც შესრულების ნაწილია ნაკლიანი.53
ბუნებრივია, მყიდველს უნდა ჰქონდეს უმნიშვნელო ნაკლის შემთხვევაშიც გარკვეული
პრეტენზიისა და შესაბამისი მოთხოვნების განხორციელების უფლება. კერძოდ შესრულება
ნაკლიანად უნდა ჩაითვალოს, რათა მყიდველს ჰქონდეს ნაკლის გამო დამატებითი

49 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 104.


50 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 111.
51 Saenger, in Beck OK CISG, Art. 51, Rn. 2.

52 Saenger, in Beck OK CISG, Art. 51, Rn. 5.

53 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 35 CISG, Rn. 8.

8
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

შესრულების, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად ნაკლის


მნიშვნელობისა.54 თუმცა, ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარმოშობის
თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ასევე დადგინდეს, რამდენად არსებით ზეგავლენას ახდენს
ნაკლი ძირითად ვალდებულებაზე (შდრ. 405 III).

488-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლოს გათვალისწინებული დათქმა, სასურველია, სწორედ 405-ე 46
მუხლთან ურთიერთკავშირში და ვენის ნასყიდობის კონვენციის მოწესრიგების
გათვალისწინებით იქნეს განმარტებული. ასეთ შემთხვევაში, თუ შესრულების მხოლოდ
ნაწილია ნაკლიანი, შესრულება ნაკლიანად ჩაითვლება და ვალდებულების დარღვევის გამო
მოთხოვნები მხოლოდ დარღვეული ნაწილის მიმართ წარმოიშობა მისი მნიშვნელობის
შესაბამისად. ხოლო თუ დარღვევა არსებით ზეგავლენას ახდეს მთლიან შესრულებაზე,
მოთხოვნები ნაკლიანი შესრულების გამო (მათ შორის ხელშეკრულებიდან გასვლა) მთლიანად
ხელშეკრულებაზე გავრცელდება.

III. სამართლერივი შედეგი


ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის მიწოდებისა და მყიდველის მიერ ნივთის მიღების 47
შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა 490-ე, 491-ე, 492 და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი
მოთხოვნების განხორციელების უფლება შესაბამისი თანმიმდევრობისა და წინაპირობების
დაცვით. თუმცა მყიდველი ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს ნაკლიანი შესრულება და კვლავ
უნაკლო შესრულება მოითხოვოს (ვრცლად იხ. 486-ე მუხლის კომენტ.).

IV. მტკიცების ტვირთი


იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის არსებობის 48
მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს ნაკლიანი
შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნებს.55 სამომხმარებლო ურთიერთობაში მიიჩნევა,
მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტისათვის
არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირპისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.56

იმ შემთხვევაში თუ მყიდველი არ იღებს ნივთს ხოლო გამყიდველი ნასყიდობის ფასის


გადახდას ითხოვს, როგორ წესი, მასვე ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზებული
ნივთი უნაკლო იყო.57

54 Saenger, in Beck OK CISG, Art. 51, Rn. 5; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 434,
ველი 12.
55Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 434, Rn. 267.
56Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 434, Rn. 270 .
57Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 434, Rn. 266.

9
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 29 მარტი, 2016

მუხლი 489. უფლებრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს


პრეტენზია თავისი უფლებების გამო.

2. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია


არარსებული უფლება.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. უფლებრივი ნაკლი ................................................................................................................................. 2
2. საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, როგორც უფლებრივი ნაკლი .............................................. 4
3. უფლებრივი ნაკლის გამორიცხვა ........................................................................................................ 5
4. უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლს შორის გამიჯვნა სასამართლო პრაქტიკაში .......................... 5
5. უფლებრივი ნაკლის მიღება მყიდველის მიერ ................................................................................. 6
6. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არარსებული უფლება ...................................................... 6
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 7
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 7

I. ზოგადად
487-ე მუხლი ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთობრივად და 1
უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულებას. არსებითი განსხვავება
უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლს შორის სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით
ნაკლის არსებობის მომენტს უკავშირდება. კერძოდ, თუ ნივთობრივი ნაკლი რისკის
გადაცემის მომენიტსათვის უნდა არსებობდეს,1 უფლებრივი ნაკლი საკუთრების
უფლების გადაცემის მომენიტსათვის უნდა დგინდებოდეს. თუმცა მნიშვნელობა არ
აქვს, მოთხოვნების წაყენება მესამე პირების მიერ როდის მოხდება, არსებითია
მოთხოვნათა წარმოშობის საფუძვლები საკუთრების უფლების გადაცემის
მომენიტსათვის არსებობდეს.2

487-ე მუხლის თანახმად, უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება 2


ეკისრება ნებისმიერ, მათ შორის არაუფლებამოსილ გამყიდველსაც (სკ-ის 185-ე, 312-ე
და 187-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ანალოგიური ვალდებულებები
ეკისრება ასევე, აუქციონით განკარგვის შემთხვევაში, აუქციონის მომწყობსა და
მოვალის ქონების გამყიდველს (სააღსრულებო ბიუროს) – მიუხედავად იმისა, იცოდა
თუ არა მან ნაკლის შესახებ.3

1 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 64.


2 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 10.
3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის N ას-344-329-2012.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 29 მარტი, 2016

II. შემადგენლობა

1. უფლებრივი ნაკლი
3 უფლებრივი ნაკლი სახეზეა, როდესაც მესამე პირს რეალური ფაქტობრივად არსებული
უფლება გააჩნია ნივთთან მიმართებით.4 489-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,
ნაკლს ასევე უთანამრდება, როდესაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია
არარსებული უფლება.

4 უფლებრივი ნაკლი საკუთრების უფლების გადაცემის მომენტისათვის უნდა


არსებობდეს.5 მესამე პირის მოთხოვნა შესაძლოა საკუთრების უფლების შემდგომ
წარმოიშვას, თუმცა მისი წარმოშობის საფუძველი საკუთრების უფლების
წარმოშობამდე უნდა არსებობდეს. უფლებრივი ნაკლი განიხილება, როგორც
ობიექტური ნაკლი. ნაკლი სახეზეა მიუხედავად იმისა, მისი არსებობა შემძენს
აბრკოლებს თუ არა მოცემულ მომენტში ცალკეული უფლებების რეალიზებაში.
ამასთანავე უმნიშვნელოა, აპირებს თუ არა მოთხოვნის მფლობელი აღნიშნული
უფლების რეალიზებას, გადამწყვეტია, რომ მას შესაბამისი უფლების განხორციელება
შეუძლია.6 უფლებრივი ნაკლი სახეზეა, შესაბამისად, მაშინაც, თუ ის მესაკუთრეს
კონკრეტული უფლების გამოყენებაში ხელს არ უშლის.7

5 მესამე პირებს, შესაძლებელია, ნივთთან დაკავშირებით ჰქონდეთ განსხვავებული


შინაარსის მოთხოვნის წაყენების უფლება. ასეთი შეიძლება იყოს როგორც სანივთო,
ასევე ვალდებულებით-სამართლებრივი თუ კანონის საფუძველზე წარმოშობილი სხვა
უფლებები. მესამე პირებს ნივთთან დაკავშირებით შესაძლოა ჰქონდეთ უფლებები,
როგორიცაა გირავნობა, იპოთეკა, სერვიტუტი. ასეთად განიხილება ასევე მესამე პირის
თანასაკუთრების უფლება ქონებაზე.8 თუ ნასყიდობის საგანი მესამე პირის საკუთრებაა,
მიიჩნევა, რომ შესრულება არ განხორციელებულა.9

4 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 7.


5 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 5; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის N ას-
1461-1476-2011 გადაწყვეტილება; ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ განიხილა მხარეთა შორის დადებული
ავტომანქანის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლეში საკუთრების უფლების
გადაცემა მხოლოდ ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ავტომანქანა
მყიდველს მხოლოდ მფლობელობაში გადაეცა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღეს მოხდა
ნივთის დაყადაღება, დავის ფარგლებში, სასამართლო მსჯელობს, რამდენად იყო სახეზე უფლებრივი
ნაკლი. საგულისმოა, რომ სასამართლო არ ამახვილებს ყურადღებას ნივთზე ყადაღის დადების
მომენტზე. გაუმართლებელია უფლებრივი ნაკლის არსებობაზე მსჯელობა იმ მომენტამდე, სანამ
საკუთრების უფლების გადაცემის მომენტი არ არის დამდგარი, ვინაიდან უფლებრივი ნაკლის არსებობა
სწორედ საკუთრების უფლების გადაცემის მომეტინსათვის უნდა დადგინდეს. დავის ფარგლებში კი
საკუთრების უფლების გადაცემის მომენტი ჯერ დამდგარი არ იყო.
6 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 7, 12.

7 კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 435, ველი 1.

8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის N ას-53-50-2012 განჩინება.

9 შდრ. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 435, ველი 1.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 29 მარტი, 2016

მესამე პირის უფლება ნივთთან მიმართებით უნდა ჩაითვალოს უფლებრივ ნაკლად, 6


განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის კანონმდებლობით შესაბამისი წესით
რეგისტრაციას არ ექვემდებარება და მიჰყვება ნივთს განკარგვის შემდეგ.10 ასეთი,
მაგალითისათვის, შესაძლებელია იყოს მოსარგებლის მოთხოვნა „საცხოვრებელი
სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარგებლის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ის
რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში, ნივთს მიყვება,11 შესაბამისად,
მოსარგებლის მოთხოვნები ნებისმიერი შემდგომი შემძენის მიმართ არსებობს,
მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა აღნიშნულის შესახებ.12

განსხვავებული სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს იმის გათვალისწინებით, იცოდა 7


შემძენმა აღნიშნული უფლების მქონე პირთა არსებობის შესახებ თუ არა. მყიდველის
მიერ ასეთი უფლების არსებობის შესახებ ცოდნის შემთხვევაში, ცხადია, მყიდველს
გამყიდველისადმი შედავების უფლება არ ექნება ნივთის ნაკლის გამო, ვინაიდან მან
სწორედ ამ უფლების არსებობის გათვალისწინებით შეიძინა ნივთი. თუმცა
განსხვავებული იქნება შედეგი, როდესაც მყიდველმა არ იცოდა მოსარგებლის
არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მყიდველის ინტერესების დაცვა მხოლოდ
უფლებრივი ნაკლის გამო შედავებისა და შესაბამისი მოთხოვნების გამყიდველის
მიმართ წარდგენის გზით იქნება შესაძლებელი.

მესამე პირებს, შესაძლებელია, ასევე ჰქონდეთ ვალდებულებით-სამართლებრივი 8


ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნები, როგორიცაა მაგალითად ქირავნობა ან
იჯარა.13 როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სააპელაციო
სასამართლოსაგან განსხვავებით, მართლებულად განმარტა, იჯარის ხელშეკრულება
წარმოადგენს უფლებრივ ნაკლს,14 მათ შორის მაშინ, თუ ხელშეკრულების ვადა
გათვალისწინებულზე მეტ ხანს გრძელდება ან შეთანხმებული ქირა იმაზე ნაკლებია,
ვიდრე მყიდველისათვის ხელშეკრულების დადებისას იყო ცნობილი და მხარეთა
შორის შეთანხმებული. ასევე, თუ ნივთი მესამე პირის მფლობელობაშია, რომელსაც აქვს

10 შდრ. გურამიშვილი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების


თავისებურებები უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგად წესთან მიმართებით,
სამაგისტრო ნაშრომი, თსუ, 2013, გვ. 26.
11 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის N ას-1151-1296-08 განჩინება, „საკასაციო

პალატა განმარტავს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების


შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება ასევე მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლებამონაცვლეებზე
(განსახილველი კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები).“
12 შდრ. საქართევლოს კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი
ურთიერთობების შესახებ,“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.
13 შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების

მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური


გამოცემა, 2008, გვ. 166-168.
14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 15 ივნისის N 3კ/305-01 გადაწყვეტილება, სუს-მ

მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ უფლებრივი ნაკლი მხოლოდ იმ


შემთხვევაშია, თუ მესამე პირს ნივთზე საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება აქვს, არამედ.
3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 29 მარტი, 2016

ვალდებულებით-სამართლებრივ საფუძველზე ნივთის ფლობის ან დაკავების


უფლება.15

9 უფლებრივი ნაკლი სახეზეა ასევე, თუ მესამე პირებს აქვთ ნასყიდობის საგანთან


მიმართებით არამატერიალური უფლებები, რაც შემძენის მიერ ნივთით სარგებლობას
ზღუდავს.16 ასეთი შესაძლოა იყოს მესამე პირის მიერ ნასყიდობის საგნის შემდგომი
განკარგვის ან სხვაგვარად გამოყენების აკრძალვა თუ შეზღუდვა.17

2. საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, როგორც უფლებრივი ნაკლი


10 საჯარო-სამართლებრივი მოთხოვნები უფლებრივ ნაკლად განიხილება იმ შემთხვევაში,
თუ ისინი უშუალოდ ნივთთან არის დაკავშირებული და, ამასთან, მის თვისობრიობას
არ უკავშირდება.

11 მოთხოვნები, რომელიც იძლევა ნივთის ჩამორთმევის, დაყადაღების,18 ამოღების, მათ


შორის, სარგებლობის (გამოყენების) შეზღუდვის უფლებას, ნივთობრივ ნაკლად
მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს უფლება გამომდინარეობს ნივთის
თვისობრიობიდან. თუ ნივთის ამოღება ან დაყადაღება უსაფრთხოების მიზნების
გათვალისწინებით მოხდა ბაზრიდან19 იმ საფუძვლით, რომ პროდუქტის ხარისხი და
უსაფრთხოება საეჭვოა, ასეთ შემთხვევაში ნივთის ნაკლი თვისობრივია და ნივთობრივ
ნაკლს წარმოადგენს.20 თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის საგანი —
ავტომანქანა, რომელიც ამოღებულ იქნა მფლობელობიდან კომპეტენტური ორგანოების
მიერ, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი, მართებულად მიიჩნია
უფლებრივი ნაკლის მქონედ. თვისობრივი ნაკლი აქ უდავოდ არ იყო სახეზე.21

12 მშენებლობის, განაშენიანებისა ან დაშენების შეზღუდვა, როგორც წესი, ნივთობრივ


ნაკლს წარმოადგენს22 (მაგალითად უკანონო მშენებლობის, მიშენების, მშენებლობის
ნებართვის დარღვევის გამო წარმოშობილი მოთხოვნები, შესაძლოა, უფლებრივ
ნაკლად იქნეს განხილული).23

13 მოთხოვნა, შესაძლებელია, წარმოიშვას ხელშეკრულების, კანონისა თუ სხვა საჯარო


უფლებამოსილების შემცველი აქტის საფუძველზე.24

15 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 435, Rn. 7; Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 14.
16 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 435, Rn. 8; Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 11.
17Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 435, Rn. 18.

18 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის N ას-1461-1476-2011 გადაწყვეტილება.

19 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 18; შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან

გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის


მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 167.
20 შდრ. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 435, ველი 1.

21 შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის N ას-699-656-2012 განჩინება.

22 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, ქართული სამართლის

მიმოხილვა, გვ. 13, სქ. 39.


23 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 19.

24 შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების

მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური


გამოცემა, 2008, გვ. 166-168.
4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 29 მარტი, 2016

3. უფლებრივი ნაკლის გამორიცხვა


გასაზიარებელია გერმანული დოქტრინის მიდგომა, რომლის თანახმად, თუ ნივთზე 14
საკუთრების უფლების გადაცემა საერთოდ არ ხდება, აღნიშნული გამყიდველის
ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობაა და უფლებრივ ნაკლად არ
განიხილება.25

უფლებრივი ნაკლი სახეზე არ არის, თუ მესამე პირის უფლება ქარწყლდება 15


კეთილსინდისიერი შემძენის წესების შესაბამისად.26

უფლებრივი ნაკლი სახეზე არ არის, თუ მესამე პირებს აქვთ აუცილებელი გზით 16


სარგებლობის უფლება ან არსებობს სხვა თმენის ვალდებულება (როგორიცაა მაგ. 175-ე
ან 179-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები), როგორც ზოგადი შეზღუდვა
საკუთრებასთან მიმართებით. უფლებრივი ნაკლის არარსებობა სულაც არ გამორიცხავს
შემძენის შედავების უფლების შესაძლებლობას ნივთობრივი ნაკლის გამო, თუ ნაკლის
არსებობა დგინდება ნივთის თვისობრიობისა თუ გამოყენებადობის კუთხით.27

4. უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლს შორის გამიჯვნა სასამართლო პრაქტიკაში


ხშირ შემთხვევაში რთულდება გამიჯვნა ნივთობრივ და უფლებრივ ნაკლს შორის. 17
თუმცა, აღნიშნული გამიჯვნა, ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, შესაძლოა
გადამწყვეტი იყოს შემთხვევის სწორი კვალიფიკაციისათვის. გამიჯვნა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ნაკლის არსებობის მომენტის შეფასების თვალსაზრისით. ნივთობრივი
ნაკლის არსებობა ნივთზე რისკის გადასვლის მომენტისათვის უნდა დგინდებოდეს,
ხოლო უფლებრივი ნაკლი კი ნივზე საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში უნდა
არსებობდეს.28

მაგალითისათვის, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის 18


ნაკვეთზე გამავალი წყლის მაგისტრალი, მართალია, უდავოდ უშლის ხელს შემძენს
დაგეგმილი მშენებლობის განხორციელებაში, მაგრამ ეს არის ტვირთი, რომელიც
ნივთზე არსებობდა (თვისობრივი ნაკლი) მის შეძენამდე. შესაბამისად, სასამართლომ
განმარტა, რომ შემძენი იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელია, რაც არსებობდა ამ
ნივთზე მის შეძენამდე. მართალია, შემძენს ნივთის თავისუფალი ფლობა და
სარგებლობა ეზღუდება, თუმცა სასამართლოს განმარტებით, ეს კანონისმიერი
შებოჭვის ფარგლებში დასაშვებია და 170-ე და 174-ე მუხლის თანახმად, შემძნეზე
გადადის თმენის ვალდებულებაც. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული
მოსაზრება, რომ მილი, როგორც ხაზობრივი ნაგებობა, რეგისტრირებული უნდა
ყოფილიყო საჯარო რესსტრში, ვინაიდან მილი რეგისტრაციის ვალდებულების
დაწესებამდე იყო აშენებული.29

სასამართლომ მართებულად შეაფასა ნივთი, როგორც უფლებრივი ნაკლისაგან 19


თავისუაფლი მესამე პირთა მოთხოვნების არ არსებობის გამო. თუმცა დასაფიქრებელია,

25 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 15.


26 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 13.
27 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 16.

28 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 435, Rn. 4.

29 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის N ას-1185-1205-2011 გადაწყვეტილება.


5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 29 მარტი, 2016

აღნიშნული დავის ფარგლებში ხომ არ იყო სახეზე ნივთობრივი ნაკლი. განსაკუთრები


იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ შემძენს
მაგისტრალის არსებობით ხელი ეშლებოდა შეძენილი ნივთით გათვალისწინებული
სარგებლობაში. ნივთობრივი ნაკლის არსებობის შეფასების მიზნით, აღნიშნულ დავის
ფარგლებში უნდა გამოკვლეულიყო ნასყიდობის ხელეკრულების შინაარსი. კერძოდ,
არსებობდა თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება ნივთის თვისებებზე ან
ხელშეკრულების მიზანზე (შენობის აშენება ან სხვ.). ასეთის არარსებობის შემთხვევაში
კი — ხომ არ იყო ნივთი ნივთობრივი ნაკლის მქონე, ვინაიდან ის შეთანხმებული ან
ჩვეულებრივი სარგებლობისათვის (ნაკვეთზე შენობის აშენება) ვარგისი არ იყო.

20 თბილისის სააპელაციო სასამართლომ უფლებრივად ნაკლიანად მიიჩნია მიწის


ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო ტყის ფონდს ეკუთვნოდა30 მაშინ, როდესაც ასეთი
შეზღუდვა, როგორც ზოგადი ხასიათის შეზღუდვა, უფლებრივ ნაკლად არ განიხილება
და ნივთობრივ ნაკლს მიეკუთვნება. მოცემული დავის ფარგლებში, ამგვარი შეფასება
არსებითად არ ცვლიდა სამართლებრივ შეფასებას, თუმცა ცალკეული
შემთხვევისათვის, შესაძლოა, გადამწვეტი იყოს. ამავე დავის ფარგლებში სასამართლომ
იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის ბრძანებულებით 20 წლის
ვადით იყო გადაცემული საპატრიარქოზე, რაც სრულიად მართებულად მიიჩნია
უფლებრივად ნაკლიანად ნივთთან დაკავშრებით მესამე პირთა უფლებების არსებობის
გამო.31

5. უფლებრივი ნაკლის მიღება მყიდველის მიერ


21 თუ ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველს გადაეცემა ნივთი მესამე პირების
უფლებებთან (შესაბამის ვალდებულებებთან) ერთად, ის, როგორც წესი, ნასყიდობის
ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულია.32 ცალკეულ შემთხვევაში, უნდა მოხდეს
მხარეთა ნების განმარტება იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რამდენად იყო
ცნობილი ან შეცნობადი შემძენისათვის აღნიშნული ნაკლის არსებობა. სწორედ ამ
გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და მიიჩნია,
რომ ნივთზე მესამე პირის თანასაკუთრება უფლებრივი ნაკლია, მაგრამ თუ შემძენმა
ხელშეკრულების დადების დროს იცოდა აღნიშნული უფლების შესახებ, ის კარგავს
აღნიშნულის გამო შედავების უფლებას.33

6. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არარსებული უფლება


22 489-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო
რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება.“

489-ე მუხლის მე-2 ნაწილი უფლებრივი ნაკლს უთანაბრებს შემთხვევებს, როდესაც


მესამე პირებს რეალურად არ აქვთ ნამდვილი, განხორციელებადი მოთხოვნები.
კერძოდ, როდესაც რეგისტრირებულია უფლება რომელიც რეალურად არ არსებობს და
მისი განხორციელება შემძენის მიმართ შეუძლებელია. ასეთი შემთხვევის უფლებრივ

30 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის N ას-1434-1449-2011 გადაწყვეტილება.


31 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის N 2ბ/4380-10 გადაწყვეტილება.
32 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 21-22.

33 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის N ას-53-50-2012 განჩინება.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 29 მარტი, 2016

ნაკლთან გათანაბრება გამართლებულია, ვინიდან შემძენს, მიუხედავად მისი


არარსებობისა, უზღუდავს შემდგომი გაყიდვის შესაძლებლობას.34 უფლებრივი ნაკლი
სახეზეა მაშინაც, თუ რეგისტრაციის შესწორება თავად მყიდველსაც შეუძლია.35

III. სამართლებრივი შედეგი


უფლებრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მყიდველს გამყიდველის მიმართ აქვს 23
490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების წაყენების
უფლება შესაბამისი დამატებითი წინაპირობების გათვალისწინებით.36 მყიდველს ასევე
უფლება აქვს, უფლებრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში, უარი თქვას ნივთზე
საკუთრების უფლების მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, მას კვლავ აქვს უნაკლო ნივთის
გადაცემის მოთხოვნის უფლება.

IV. მტკიცების ტვირთი


მყიდველს ეკისრება უფლებრივი ნაკლის არ არსებობის მტკიცების ტვირთი ნივთის 24
გადაცემამდე. მიიღო თუ არა მყიდველმა ნივთი, რგოროც შესრულება, დგინდება
საკუთრების უფლების გადაცემის მომენტის შესაბამისად. კერძოდ, ნივთზე
საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ მყიდველს ეკისრება უფლებრივი ნაკლის
არსებობის შესახებ მტკიცების ტვირთი. ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი
მკტიცების ტვირთის მყიდველზე გადასვლისათვის.37

34 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 435, Rn. 11, 12; შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების,
ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში,
ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 167.
35 Faust, in Beck OK BGB, § 435, Rn. 24.

36 შდრ. Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 435, Rn. 53.

37Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 435, Rn. 54.

7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას

1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი,


ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების


ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და
მასალის ღირებულების ხარჯები.

3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის


შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო


ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან
დაბრუნება.

I. ზოგადად ............................................................................................................................................................1
1. დამატებითი შესრულების ადგილი სხვა მეორად მოთხოვნებთან მიმართებით .............................2
2. დამატებითი შესრულების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მეორადი მოთხოვნის მიზანი .3
2. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლები .......................................................................................4
II. შემადგენლობა ...................................................................................................................................................4
1. დამატებითი შესრულების ვალდებულება .............................................................................................. 4
2. ნაკლის გამოსწორების ხარჯების განაწილება .........................................................................................5
3. გამყიდველის მიერ დამატებით შესრულებაზე უარის უფლება ..........................................................7
ა) ზოგადად ........................................................................................................................................................7
ბ) შეუსაბამო ხარჯები......................................................................................................................................8
4. განხორციელება ........................................................................................................................................... 10
5. ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება ................................................................... 10
III. სამართლებრივი შედეგი ................................................................................................................................ 11
IV. მტკიცების ტვირთი ......................................................................................................................................... 12

I. ზოგადად
ნაკლის გამოსწორება ან ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი გამოცვლის მოთხოვნა 1
უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა მეორად მოთხოვნებს შორის. თუმცა
მეორედი მოთხოვნის უფლება ვერ წარმოიშვება მანამ, სანამ არ გამოიკვეთება, რომ
მოვალის მიერ ვალდებულება არ ან ვერ სრულდება.

პირველადი შესრულების მოთხოვნა გამორიცხავს მეორად მოთხოვნებს. შესაბამისად, 2


მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვალდებულებას ხელშეკრულებით
შეთანხმებული პირობების შესაბამისად არ შეასრულებს, კრედიტორს წარმოეშობა
მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლებამოსილება.1

1 შდრ. Westermann, Das neue Kaufrecht, NJW, Heft 4, 2002, S. 248.


1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

3 პირველადი მოთხოვნა მეორადისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი უშუალოდ


ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობს2 და ხელშემკვრელი მხარის პირველად,
მთავარი ინტერესს წარმოადგენს. ამასთან, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დაკონკრეტებულია, რომ „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“ მხოლოდ ასეთი შესრულება
იწვევს ვალდებულების შესრულებით შეწყვეტას.

4 ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველის პირველადი ინტერესია


გამყიდველის მიერ მისთვის ხელშეკრულების შესაბამისი ნასყიდობის საგნის გადაცემა.
კერძოდ, 477-ე მუხლისა და 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ნასყიდობის
ხელშეკრულებით ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი
ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

5 მეორადი მოთხოვნების წარმოშობა დამატებითი წინაპირობების არსებობაზედაც არის


დამოკიდებული, რაც, მაგალითად, ხელშეკრულებიდან გასვლის დროსა როგორც წესი,
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლა იქნება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთნ
მიმართებით კი — ბრალის არსებობა.3

1. დამატებითი შესრულების ადგილი სხვა მეორად მოთხოვნებთან მიმართებით


6 დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი
მოთხოვნაა.4 იგი მოვალისთვის დამატებითი შანსია, „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და
დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი. შესაბამისად, ამ მოთხოვნის უპირატესი
გამოყენება განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით.
მხარეები ხელშეკრულებას ხომ სწორედ შესრულების მიღების მიზნით დებენ.

7 შესაბამისად, თანამედროვე სამართლებრივ სისტემაში, თავისთავად ცხადია,


დამატებითი შესრულების მოწესრიგება და მისთვის უპირატესად მოქმედი მეორადი
მოთხოვნის სტატუსის მინიჭება. აღნიშნულის საერთაშორის დონეზე აღიარების
მაგალითია საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ ვენის
1980 წლის კონვენცია.5

8 დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება საქართველოს


კანონმდებლობაში უდავოდ გამომდინარეობს 490-ე და 405-ე მუხლების
დებულებებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის
განსაზღვრული ვადა უშედეგოდ ჩაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა,

2 Pruetting/Wegen/Weinreich BGB Kommentar, 2006, § 241, Rn. 21.


3 შდრ. ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, დის., გვ. 63,
64.
4Mankowski, Das Zusammenspiel der Nacherfüllung mit den kaufmännischen Untersuchungs- und
Rügeobliegenheit, NJW, Heft 13, 2006, S. 865.
5 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის
ხელშეკრულებათა შესახებ (United Nations Convention on Contracts for the International Sale of Goods, Annex
I of the 1980 Vienna conference, UN Doc. A/CONF.97/19, 1980).
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა,


ფასის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება.6

2. დამატებითი შესრულების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მეორადი


მოთხოვნის მიზანი

405-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ მხარეს წარმოეშვეს დამატებითი 9


შესრულებისაგან განსხვავებული მეორადი მოთხოვნები, აუცილებელია „დამატებით
განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლა“.

აღნიშნული ვადა ნაკლიანი შესრულების დროს სწორედ ნაკლის გამოსწორებას ან მისი


უნაკლოთი შეცვლას ემსახურება.

ვადის განსაზღვრამდე, როგორც წესი, არ წარმოიშობა ხელშეკრულებიდან გასვლისა 10


თუ ფასის შემცირების და შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები.
გამონაკლისი გათვალისწინებულია 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელშიც
ჩამოთვლილი წინაპირობების არსებობისას დამატებითი ვადის დაწესება თუ
დამატებითი შესრულების მოთხოვნის განხორციელება აზრს მოკლებული და,
შესაბამისად, არასავალდებულოა.

შესაბამისად 490-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, როგორც სხვა მეორადი 11


მოთხოვნების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობა, შეიძლება გამოირიცხოს, თუ
სახეზეა 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რომელიც
ვადის განსაზღვრის ვალდებულებას გამორიცხავს.

შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესების თუ დამატებითი შესრულების 12


მოთხოვნის რეალიზების წინაპირობაა, რომ ვალდებულების შესრულება ვადამოსული
იყოს.7 თავად დამატებითი შესრულების ვალდებულება ვადამოსულად ჩაითვლება
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მყიდველი აღნიშნულ მოთხოვნას დააყენებს.8

შესაბამისად, შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესება განსაზღვრავს 13


დამატებითი შესრულების სრულიად კონკრეტულ შინაარსს.9 მაგალითად, მყიდველის
დამატებითი შესრულების მოთხოვნა გამყიდველის მიმართ ვლინდება ან ნაკლის
გამოსწორების, ან ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლის მოთხოვნაში. მათი
სამართლებრივი შედეგი იდენტურია – მყიდველი იღებს უფლებრივად და
ნივთობრივად უნაკლო ნივთს, ანუ ხელშეკრულების შესაბამის შესრულებას. ამ გზით
ხელშეკრულების მიზანი, თუმცა დამატებითი შესრულების მეორადი მოთხოვნის
რეალიზების შემდეგ, მაგრამ მაინც დაკმაყოფილებულია.

6 შდრ. ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, დის., გვ. 65-
67.
7 შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 439, Rn. 6.

8 იქვე.

9 იხ. მაგალითად, MüKo/Ernst, BGB, 6. Aufl., 2012, § 323, Rn. 61.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

2. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლები


14 გერმანულ დოქტრინაში აღიარებულია, რომ დამატებითი შესრულების მოთხოვნა
შეიძლება ინდივიდუალური სახელშეკრულებო შეთანხმებით გამოირიცხოს.10 თუმცა,
ცალკეულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ხელშეკრულების სტანდარტული
პირობებისა და სამომხმარებლო ხელშეკრულებების მიმართ მოქმედი შეზღუდვები.11

დამატებითი შესრულების გამორიცხვის შესახებ სახელშეკრულებო შეთანხმება უდავო


უნდა იყოს. კერძოდ მხარეთა ნება მკაიფოდ და გასაგებად უნდა იყოს
ფორმულირებული და ხელშემკვრელ მხარეთა ნება დამატებითი შესრულების
გამორიცხვის თაობაზე უდავოდ უნდა იყოს შეცნობადი.

15 არ არის გასაზიარებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის


თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა, ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში, ავტომატურა გამორიცხავს დამატებითი შესრულების მოთხოვნის
წარდგენის ვალდებულებას. ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს
ხელშეკრულებიდან და მხარეთა ნების დადგენა მხარეთა შორის ხელშეკრულების
ვადის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაუმართლებელია.12

დამატებითი შესრულების გამორიცხვა დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური


შეთანხმებით. აღნიშნული გამომდინარეობს 348-ემუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან, რომლის
შესაბამისად, ბათილია დებულება, რომლითაც შემთავაზებელი თავისუფლდება
კანონით გათვალისწინებული იმ მოვალეობისაგან, რომ ხელშეკრულების მხარე
გააფრთხილოს ან დაუნიშნოს მას ვადა ვალდებულების შესასრულებლად
(გაფრთხილება ვალდებულების შესრულების შესახებ; ვადის დანიშვნა).

II. შემადგენლობა

1. დამატებითი შესრულების ვალდებულება


16 490-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა,
გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს,
შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.“

17 ნიშანდობლივია, რომ ნაკლის გამოსწორებასა და ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლას


შორის არჩევანის უფლებასთან დაკავშირებით გერმანულ და ქართულ სამართალში
განსხვავებული მიდგომა შეინიშნება.13 კერძოდ, გერმანული რეგულირებისაგან

10 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 439, Rn. 145.


11MüKo/Ernst, BGB, 6. Aufl., 2012, § 439, Rn, 31
12 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2010

წლის 5 მაისის N ბს-1034-992(კ-09) გადაწყვეტილება.


13 დეტალურად იხ. ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ.

41; გერმანულ სამართალთან დაკავშირებით შდრ. Schroeter, das Wahlrecht des Käufers im Rahmen der
Nacherfüllung, NJW, Heft 25, 2006, S. 1761 ff.
4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

განსხვავებით, 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არჩევანის უფლება


გამყიდველს აქვს მინიჭებული.14

მიუხედავად ამისა, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის შემთხვევაში, 18


აღნიშნული არჩევანი აზრს მოკლებულია და მოთხოვნა მხოლოდ ნაკლის
გამოსწორებით უნდა შემოიფარგლოს.15 ეს გამიჯვნა გამომდინარეობს 490-ე მუხლის 1-
ლი ნაწილისა და 381-ე-382-ე მუხლებიდან.

ნაკლის გამოსწორების ვალდებულება, ცხადია, ვრცელდება მხოლოდ უშუალოდ 19


ნასყიდობის საგანზე და ის არ მოიცავს ნაკლიანი ნივთის შედეგად სხვა ნივთებზე
წარმოშობილ ნაკლს (მაგალითისათვის მყიდველმა შეიძინა დამაგრძელებელი,
რომელიც ნაკლიანი აღმოჩნდა, გამოყენების დროს გამოიწვია მოკლე ჩართვა და
გადაიწვა ტელევიზორი რომელიც მასში იყო შეერთებული. ნაკლის გამოსწორება ან
შეცვლა მოხდება დამაგრძელებლისა და არა ტელევიზორის, ამ უკანასკნელზე
შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ზიანის ანაზღაუარება.)16

2. ნაკლის გამოსწორების ხარჯების განაწილება


490-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამყიდველს ეკისრება ნაკლის 20
გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის,
ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.“

გერმანულ დოქრინაში სადავოა საკითხი, აღნიშნული ნორმა ხარჯების მიკუთვნების 21


დამდგენი რეგულირებაა თუ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს.17

ხარჯები, რომელიც ეკისრება გამყიდველს, პირდაპირ არის გათვალისწინებული 22


მუხლის მე-2 ნაწილში და მოიცავს ტრანსპორტირების (ნივთის გამყიდველისათვის
დაბრუნების),18 გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯებს. ამ
ხარჯებში ასევე მოიაზრება ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში ნივთის შემოწმებისა და
ნაკლის მიზეზის დადგენისა თუ გამოსწორებისათვის (ნაწილის გამოცვლის ან
შეკეთების) აუცილებელი ხარჯები.19 ზიანი, რომელიც ნივთის გამოუყენებლობის გამო
წარმოეშვა მყიდველს, ამ მუხლის ფარგლებში არ ანაზღაურდება.20

თუ მყიდველმა თავად გამოასწორა ნივთის ნაკლი, ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს 23
მოითხოვოს გამყიდველის მიერ დაზოგილი ხარჯების ანაზღაურება იმ მოცულობით,
რაც გამყიდველს დაეზოგადა არა იმ მოცულობით, რაც მყიდველმა გაიღო ნაკლის

14 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 51.


15 შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების
მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური
გამოცემა, 2008, გვ. 170.
16 შდრ. Tiedtke/Schmitt, Probleme im Rahmen des kaufrechtlichen Nacherfüllungsanspruchs (Teil II), DStR, Heft

48, 2004, S. 2061.


17 Faust, in Beck OK BGB, § 439 Rn. 21.

18 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 439 Rn. 15.

19 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 439 Rn. 15.

20 შდრ. Faust, in Beck OK BGB, § 439 Rn. 22.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

გამოსწორების მიზნით.21 ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, შესაძლოა


მყიდველის მიერ ნაკლის გამოსწორება საკუთარი რესურსით გაუმართლებელი იყოს,
განსაკუთრებით, თუ ხარჯები, რომელიც მან გაიღო აღემატება გამყიდველის მიერ
დამატებითი შესრულების შემთხვევაში სავარაუდო ხარჯებს.22

24 აღნიშნული მიდგომა გასაზიარებელია განსაკუთრებით 490-ემუხლის მე-3 ნაწილით


გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც გამყიდველს აქვს დამატებით შესრულებაზე
უარის თქმის უფლება, მყიდველი კი თავად ახორციელებს დამატებით შესრულებას და
შემდგომ სურს ხარჯების ანაზღაურება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით.

25 ნაკლის გამოსწორების მიზნით გამყიდველზე გადაცემული ნივთის შემთხვევითი


დაღუპვის რისკი ამ დროის მონაკვეთში გამყიდველზე უნდა გადავიდეს, მიუხედავად
იმისა, რომ აღნიშნულს მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს.23

26 გამყიდველს, როგორც წესი, არა ქვს უფლება, მოითხოვოს მყიდველისაგან დამატებითი


ხარჯები ნაკლის გამოსწორებისა თუ ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლისათვის
მაშინაც, თუ ნივთის ღირებულება დამატებითი შესრულების შედეგად იზრდება.24
მყიდველის თანამონაწილეობა გამართლებულია, თუ ნივთი მყიდველის მიერ
დაზიანდა და გამყიდველის მიერ ნაკლის გამოსწორების ფარგლებში აღნიშნული
დაზიანებაც აღმოიფხვრება. ასევე, თუ მყიდველი დამატებით სარგებელს იღებს,
რომელიც მას ხარჯის სახით უნდა გაეღო (მაგ. ავტომანქანის ზეთის გამოცვლა, რომლის
ვადა ისედაც დამდგარი იყო).25

27 გერმანულ დოქტრინაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ გამყიდველი ვალდებულია


აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც დამატებითი შესრულების მოთხოვნის
წარმოშობის მომენტისათვის არსებობდა.26 დასაფიქრებელია, მაგალითისათვის, თუ
მყიდველმა შეიძინა და დააგო პარკეტი, რომელიც ნაკლიანი აღმოჩნდა, პარკეტის
გამოცვლის და ახლის დაგების ხარჯები გამყიდველს უნდა დაეკისროს დამატებითი
შესრულების ხარჯების ფარგლებში, თუ აღნიშნული მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის ფარგლებში უფრო გამართლებულია?27

28 თუ დამატებით შესრულებას განვიხილავთ როგორც შესრულების მოდიფიცირებულ


ვალდებულებას,28 დასაფიქრებელია, რამდენად გამართლებულია დამატებითი
შესრულების მოთხოვნის ფარგლების ამგვარი განვრცობა.

21 Faust, in Beck OK BGB, § 439 Rn. 21.


22 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 439 Rn. 10, 16.
23 შდრ. Faust, in Beck OK BGB, § 439 Rn. 23.

24 Faust, in Beck OK BGB, § 439 Rn. 24.

25 Mankowski, Nachbesserung und Verbesserung beim Kauf, NJW, Heft 15, 2011, S. 1025, 1027.

26 Faust, in Beck OK BGB, § 439 Rn. 14, 18.

27 NJW 2008, 2837, BGH, Urteil vom 15. 7. 2008 - VIII ZR 211/07 (LG Osnabrück).

28 შდრ. Tiedtke/Schmitt, Probleme im Rahmen des kaufrechtlichen Nacherfüllungsanspruchs (Teil II), DStR, Heft

48, 2004, S. 2061.


6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, დამატებითი შესრულების ხარჯებად უნდა 29


ჩაითვალოს და გამყიდველის მიერ ანაზღაურებას დაექვემდებაროს ჩაშენების,
დემონტაჟის და მონტაჟს და სხვა მსგავსი ხარჯები, თუ ნივთის დამონტაჟება, ჩაშენება
ან მსგავსი ვალდებულება ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა.

3. გამყიდველის მიერ დამატებით შესრულებაზე უარის უფლება

ა) ზოგადად
490-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფორმულირების გათვალისწინებით, გამყიდველს შეუძლია 30
უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
რამდენად არის ხარჯები შეუსაბამოდ დიდი, ცალკეული შემთხვევის
გათვალისწინებით უნდა დადგინდეს.

490-ე მუხლის მე-3 ნაწილი გამყიდველს ათავისუფლებს დამატებითი შესრულების 31


ვალდებულებისაგან, მაშინ როდესაც სახეზეა ნაკლიანი შესრულება, დამატებითი
შესრულება კი მოითხოვს შეუსაბაოდ დიდ ხარჯებს. ასეთ დროს არაჯეროვანი
შესრულება გარდაიქმნება შესრულების შეუძლებლობაში.29 ლიტერატურაში ასეთი
შემთხვევა ასევე მოიხსენიება, როგორ „შესრულების ფაქტობრივად გართულება.“30

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 439-ე პარაგრაფის მე-3 ნაწილისაგან განსხვავებით, სკ 32


არ ითვალისწინებს გამყიდველის მიერ დამატებითი შესრულებისაგან
გათავისუფლების სპეციალურ დათქმას დამატებით შესრულების შეუძლებლობისას.
თუმცა სკ-ის 490-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, ის მით უფრო31 უნდა
გავრცელდეს შემთხვევებზე, როდესაც მყიდველის მიერ დამატებითი შესრულება
შეუძლებელია. დამატებითი შესრულება არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მიზნის მიღწევის საშუალება, და თუ ამ მიზნის მიღწევა უდავოდ შეუძლებელია,
ცხადია, მოთხოვნაც კარგავს დანიშნულებას. ასეთ დროს ხელშეკრულებიდან გასვლა
გამართლებულია.32

შესაბამისად, თუ დამატებითი შესრულების ორივე სახე შეუძლებელია ან 33


არათანაზომიერ ხარჯებს უკავშირდება, გამყიდველი უნდა გათავისუფლდეს
დამატებითი შესრულების ვალდებულებისაგან და მყიდველი უფლებამოსილი იქნება,

29 ბეგიაშვილი, საქართველოს სამართალში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის მოწესრიგების


მიზანშეწონილობა, სამაგისტრო ნაშრომი, თსუ, 2013, გვ. 48;
30 ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 105;
ეკონომიკურად გაუბართლებელი ხარჯებისა და შეუძლებლობისა ურთიერთმიმართებასთან
დაკავშირებით ვრცლად იხ. Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 439, Rn. 108, 109.
31 მით უფრო დასკვნასთან დაკავშირებით ვრცლად იხ. ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების

მეთოდიკა, 2009, გვ. 71.


32 ბეგიაშვილი, საქართველოს სამართალში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის მოწესრიგების

მიზანშეწონილობა, სამაგისტრო ნაშრომი, თსუ, 2013, გვ. 46


7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

დააყენოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის


შემცირება და/ან ზიანის ანაზღაურება.33

34 სასამართლო ნაკლის გამოსწორების მოთხოვნასთან მიმართებით მნიშვნელოვნად


მიიჩნევს დადგინდეს, რამდენად არის შესაძლებელი დამატებითი შესრულება. თუ
არსებობს გამოუსწორებელი ნაკლი ეს შეიძლება იყოს ხელშეკრულებიდან გასვლისა თუ
სხვა, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი. თუცა ცხადია,
თუ ცალკეული შემთხვევის ფარგლებში სასამართლო დაადგენს, რომ დამატებითი
შესრულება შეუძლებელია (მაგ. ნაკლი გამოსწორებას არ ექვემდებარება და არც ნივთის
გამოცვლაა შესაძლებელი), ეს ნაკლის სიმძიმეზე მიუთითებს და ამ მოტივით სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმა აშკარად ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.34

ბ) შეუსაბამო ხარჯები
35 მოთხოვნა გამოირიცხება, თუ შესრულება მოვალის მხრიდან მოითხოვს
არათანაზომიერად დიდ დანახარჯებს (მათ შორის სამუშაოს), რაც, სახელეკრულებო
ურთიერთობის შინაარსისა და კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით,
კრედიტორის შესრულების ინტერესთან მიმართებით შეუსაბამოა.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვალდებულების შესრულება ჯერ კიდევ შესაძლებელია,


მაგრამ კრედიტორისა და მოვალის ინტერესები აშკარად შეუსაბამოა და მოვალისათვის
ამგვარი არათანაზომიერი ტვირთის დაკისრება კეთილსინდისიერებისა და
სამართლიანობის ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგება.35

36 შეუსაბამობა, გერმანული ნასყიდობის სამართლის მიხდვით, შეიძლება იყოს


აბსოლუტური და შეფარდებითი. შეფარდებითი შეუსაბამობა სახეზეა, როდესაც
დამატებითი შესრულების ერთ-ერთი ალტერნატივა (ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი
შეცვლა ან ნაკლის გამოსწორება) მეორესთან შედარებით არსებითად დიდ დანახარჯს
მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს, გერმანულ სამართალში,
უარი თქვას მყიდველის მიერ მოთხოვნილ დამატებითი შესრულების სახეობაზე და
შესთავაზოს სხვა, უფრო შესაბამისი დამატებითი შესრულების სახე.36

37 დისკუსია შეფარდებით შეუსაბამობასთან დაკავშირებით, 490-ე მუხლის 1-ლი ნაწილის


ფორმულირების გათვალისწინებით, აზრს მოკლებულია, ვინაიდან, გერმანული
სამართლისაგან განსხვავებით, ქართულ ნასყიდობის სამართალში დამატებით
შესრულებათა შესაძლებლობებს შორის არჩევანის უფლება გამყიდველს აქვს.
შესაბამისად, ცხადია ის სწორედ დამატებითი შესრულების იმ ალტერნატივას შეარჩევს,
რომელიც მისთვის უპირატესია მეორე ალტერნატივასთან შედარებით და ნაკლებ
დანახარჯს უკავშირდება. ამასთან, ვარაუდი იმისა, რომ გამყიდველი მის მიერ

33 შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების


მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური
გამოცემა, 2008, გვ. 172, 176.
34 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 15 ივნისის N 3კ/305-01 გადაწყვეტილება.

35 ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 105.

36 Faust, in Beck OK BGB, § 439, Rn. 39.

8
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

შერჩეული დამატებითი შესრულებით მართლაც ნაკლისაგან თავისუფალ ნივთის


მიაწოდებას, უფრო დიდია.37

რაც შეეხება გერმანული გაგებით აბსოლუტურ შეუსაბამობას, ეს სწორედ ის შემთხვევა, 38


რაც სკ-ის 490-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეგულირებაში მოიაზრება. კერძოდ, მყიდველის
ინტერესი დამატებითი შესრულების (ორივე ალტერნატივის გათვალისწინებით)
მიმართ შუესაბამოა იმ დანახარჯებთან, რაც გამყიდველის მხრიდან არის საჭირო.

მაგ: გაყიდული ბეჭედი მესაკუთრისათვის გადაცემამდე ზღვაში ჩავარდა და მისი


პოვნისა და ფსკერიდან ამოტანისათვის საჭირო ხარჯები იმდენად მაღალია, რომ
აშკარად შეუსაბამოა კრედიტორის ინტერსთან, მიიღოს შესრულება.38

490-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ ითვალისწინებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა 39


გათვალისწინებით უნდა მოხდეს დანახარჯების შეუსაბამობის დადგენა. შესაბამისად,
დასაფიქრებელია, შეუსაბამობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მხოლოდ
მატერიალური ღირებულება, კერძოდ უნაკლო ნივთის ღირებულება, ნაკლის გამო მისი
ღირებულების შემცირების მოცულობა, ნაკლის მნიშვნელობა თუ მყიდველის
სუბიექტური არაქონებრივი ინტერესიც, რომელიც შესაძლოა ობიექტურად
არათანაზომიერი დანახარჯების გაღებას გამყიდველის მხრიდან ამართლებდეს,
განსაკუთრებით, თუ ამ ნაკლზე პასუხისმგებლობა სწორედ გამყიდველს ეკისრება 39 და
ინტერესიც მისთვის თავიდანვე შეცნობადია.

გერმანულ დოქტრინაში შეუსაბამობის დადგენის სხვადასხვა კრიტერიუმები 40


განიხილება. ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, გამყიდველის მიერ ბრალის გარეშე
პასუხისმგებლობის შემთხვევაში, არათანაზომიერია დამატებითი შესრულების ხარჯი,
რომელიც ნივთის ღირებულების 100%-ზე მეტია. ბრალეული პასუხისმგებლობის
შემთხვევაში კი, თუ დამატებითი ხარჯი ნივთის ღირებულების 130%-ს აღემატება.40
მოვალის ბრალის არსებობამ შესაძლოა გაამკაცროს და პასხისმგებლობის უფრო მაღალი
სტანდარტი დააკისროს შეუსაბამობის დადგენის მიმართ, თუმცა ის არ გამორიცხავს
490-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობების არსებობისას გამყიდველის უფლებას, უარი
თქვას დამატებით შესრულებაზე. მოვალის ბრალეულობა განმსაზღვრელი იქნება
ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის შემოწმების ფარგლებში.41

გამყიდველის ბრალის არარსებობის შემთხვევაში განიხილება ასევე მოსაზრება, რომ 41


დანახარჯების ოდენობა უნაკლო ნივთის ღირებულების 150%-ს ან ნაკლიანი ნივთის
ღირებულების 200%-ს არ უნდა გასცდეს.42 აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს და

37ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, დის., გვ. 51.
38 მსგავსი მაგალითი იხ. ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010,
გვ. 105.
39Faust, in Beck OK BGB, § 439, Rn. 49.
40Huber, Der Nacherfüllungsanspruch im neuen Kaufrecht, NJW, Heft 14, 2002, S. 1004, 1008; ანალოგიურად
იხ. Tiedtke/Schmitt, Probleme im Rahmen des kaufrechtlichen Nacherfüllungsanspruchs (Teil II), DStR, Heft 48,
2004, S. 2063, 2064 f.
41 შდრ. ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 106.

42 Faust, in Beck OK BGB, § 439, Rn. 50 შემდგომი მითითებებით; Bitter/Meidt, Nacherfüllungsrecht und

Nacherfüllungspflicht des Verkäufers im neuen Schuldrecht, ZIP 2001, Heft 48, S. 2114. 2121 f.
9
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

ეყრდნობა გერმანიის უმაღლესი სასამართლო, თუმცა დამატებით მართებულად


მიიჩნევს, რომ შეუსაბამობის დადგენა ცალკეული შემთხვევის სპეციფიკისა და
გარემოებების შეფასების შედეგად უნდა მოხდეს.43

42 კანონმდებელი, 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეს
აძლევს შესაძლებლობას, არ გამოიყენოს დამატებითი შესრულების მოთხოვნა, თუ
აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოჰყვება ან განსაკუთრებული საფუძვლებიდან
გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით ხელშეკრულებიდან
დაუყოვნებლივ გასვლა გამართლებულია. ამ უფლების დაბალანსებას წარმოადგენს
490-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად გამყიდველი თავისუფლდება
დამატებითი შესრულებისაგან რომელიც შეუსაბამო ხარჯებს უკავშირდება
მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი შესრულება მყიდველმა მოითხოვა. სწორედ ამ
თვალსაზრისით სამართლიანად ხდება მხარეთა ინტერესების დაბალანსება რათა
კონკრეტული შემთხვევის ფარგლებში ერთ-ერთ მხარეს არ დააწვეს არათანაზომიერი
ტვირთი.

4. განხორციელება
43 დამატებითი შესრულების მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელია, 490-ე მუხლის
თანახმად, სახეზე იყოს ნაკლიანი შესრულება. ვენის ნასყიდობის კონვენციისაგან
განსხვავებით, არ არის აუცილებელი, ნაკლი არსებითი იყოს44 (კონვენციის 46-ე
მუხლი). დამატებითი შესრულება ხორციელდება გამყიდველისათვის ნაკლზე
მითითებისა და დამატებითი ვადის დაწესების ან გაფრთხილების გზით. ვადა
გონივრული უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება დამატებითი შესრულების
მოთხოვნა განხორციელებულად.45 შესაბამისად, ის წარმოშობს კანონით
გათვალისწინებულ შემდგომ მოთხოვნებს დამატებითი შესრულების
განუხორციელებლობის გამო თუ ასეთი წინაპირობები დაცულია.

5. ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება


44 490-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების
მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია, მყიდველს
მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.

490-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს გამყიდველის უფლებას, დამატებითი


შესრულების შემთხვევაში, მოითხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.
რამდენად აქვს მყიდველს უფლება, გამყიდველს მოსთხოვოს ნაკლიანი ნივთის
მიღება/წაღება, სადავოა. ეს საკითხი შესაძლებელია აქტუალური გახდეს ისეთ
შემთხვევებში, როდესაც მყიდველს აღარ უნდა ნაკლიანი ნივთი, თუმცა ეს ნივთი
გამყიდველისათვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და არ სურს მისი მიღება.
გერმანულ დოქტრინაში ერთიანია პოზიცია, რომ გამყიდველს ნაკლიანი ნივთის

43 შდრ. NJW 2009, BGH, Beschluss vom 14. 1. 2009 - VIII ZR 70/08 (OLG Frankfurt a.M.), 1660, 1661 f.
44 შდრ. ვენის ნასყიდობის კონვენციის 46-ე მუხლი.
45შდრ. ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, დის., გვ. 63,

64; შდრ. კონვენციის 39-ე მუხლი.


10
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მიღების/წაღების ვალდებულება უნდა დაეკისროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც


ნივთი სხვა ნივთის შემადგენელი ნაწილი გახდა.46

გასაანალიზებელია, მყიდველის ვალდებულება მხოლოდ ნაკლიანი ნივთის უკან 45


დაბრუნებაზე ვრცელდება თუ ნივთით მიღებულ სარგებელსა და უპირატესობასაც
მოიცავს. სამომხმარებლო ნასყიდობის შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებულ
დიკსუსიას გერმანულ დოქტრინაში წერტილი დაუსვა და ნივთით მიღებული
სარგელბისა და უპირატესობის მოთხოვნა გამორიცხა გსკ-ის 474-ე პარაგრაფის მე-2
ნაწილის 1-ლმა წინადადებამ. მოწესრიგება თავისმხრივ სამომხმარებლო ნასყიდობის
შესახებ დირექტივისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გავლენით იქნა
მიღებული.47 სამომხმარებლო ურთიერთობებში ნივთის უკან დაბრუნების ფარგლების
შეზღუდვა არ გამორიცხავს არასამომხმარებლო ნასყიდობის შემთხვევაში მოთხოვნის
ფარგლების გავრცელების შესაძლებლობას ნივთის გამოყენებით მიღებულ
სარგებელზე.

რამდენად შეიძლება დადგეს მყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლიანი ნივთის 46


დაზიანების, განადგურების ან ღირებულების შემცირებისათვის, ცალკეული
შემთხვევის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. კერძოდ, გარემოებათა ერთობლიობის
შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს, რამდენად გამართლებულია, მყიდველს
დაეკისროს, ნივთის დაბრუნებასთან ერთად, ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით,
რომლითაც შემცირდა ნივთის ღირებულება. ასეთ შესაძლებლობას გერმანული
დოქტრინა ცალსახად გამორიცხავს სამომხმარებლო ურთიერთობებში, თუ ნივთის
ღირებულების შემცირება ან განადგურება შემთხვევითობის საფუძველზე მოხდა.
შესაბამისად, ნაკლიანი ნივთის დაბრუნების მოთხოვნის შეფასებისას მიზანშეწონილია
ცალკეული შემთხვევის ფარგლებში ნივთის ღირებულების შემცირების
(განადგურების) მიზეზების დადგენა და მყიდველის მიერ ნივთთან მოპყრობის
შეფასება კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით.48

III. სამართლებრივი შედეგი


დამატებითი შესრულების მოთხოვნა გამომრიცხავ კონკურენციას წარმოშობს სხვა 47
მეორად მოთხოვნებთან მიმართებით.49 კერძოდ, თუ დამატებითი შესრულების
მოთხოვნა არ მომხდარა, სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორც წესი, არ წარმოიშობა.50
ხოლო, თუ დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა,
ასეთ შემთხვევაში მყიდველს დამატებითი წინაპირობების გათვალისწინებით

46 Faust, in Beck OK BGB, § 439, Rn. 32.


47 Faust, in Beck OK BGB, § 439, Rn. 33; NJW 2009, 427 BGH, Urteil vom 26.11.2008-VIII ZR 200/05 OLG
Nuernberg; შდრ. ასევე NJW 2008, 1433, Kein Wertersatz für Nutzungen vertragswidrigen Verbrauchsguts –
Quelle AG, Richtlinie 1999/44/EG Art. 3; Looschelders, Vorabentscheidung zur Nutzungsentschädigung bei
Ersatzlieferung, JA, Heft 8-9, 2008, S. 646; EuGH, Urteil vom 17.4.2008, Rs. C-404/06 – Quelle AG/Bundesverband
der Verbraucherzentralen und Verbraucherverbände.
48 Faust, in Beck OK BGB, § 439, Rn. 35.

49Kleine/Scholl, Das Konkurrenzverhältnis primärer und sekundärer Gläubigerrechte bei Pflichtverletzungen im

allgemeinen Schuldrecht, NJW, Heft 48, 2006, S. 3462.


50 Weidenkaff, in Palandt BGB Kommentar, 67. Aufl., 2008, § 437, Rn. 4.

11
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის, ფასის შემცირებისა და შესრულების


ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელნიც, თავის მხრივ,
ალტერნატიულ კონკურენციაში იმყოფებიან ერთმანეთთან.

48 ზიანის ანაზღაურების ცალკეული მოთხოვნა შესაძლებელია წარმოიშვას და


განხორციელდეს დამატებითი შესრულების მოთხოვნასთან ერთად.

49 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, დამატებითი შესრულების


მოთხოვნა მყიდველმა თავად უნდა დააყნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო
ვერ იმსჯელებს აღნიშნულ მთხოვნაზე (მის შესაძლებლობაზე) და ასევე ვერ
დააკისრებს გამყიდველს დამატებითი შესრულების ვალდებულებას.51

IV. მტკიცების ტვირთი


50 დამატებით შესრულების შეუძლებლობისა თუ არათანაზომიერი ხარჯების არსებიბის
შესახებ მტკიცების ტვირთი გამყიდველს ეკისრება.52

51 დამატებითი შესრულების განხორციელების შემდეგ მყიდველის მიერ ნაკლიანი


ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის მისი ღირებულების შემცირების,
დაზიანებისა თუ განადგურების შემთხვევაში მყიდველმა უნდა ამტკიცოს
შემთხვევითობა.

51 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 15 ივნისის N 3კ/305-01 გადაწყვეტილება.


52 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 439, Rn. 28
12
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 491. მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება

1. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე


მუხლის მიხედვით.

2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები .................................................................................... 2
ა. დამატებითი შესრულება ....................................................................................................................... 2
ბ) დამატებით შესრულების მოთხოვნის გამორიცხვა ......................................................................... 3
2. ხელშეკრულებიდან გასვლის გამორიცხვა ......................................................................................... 4
3. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის განხორციელება ........................................................... 5
4. ხარჯების ანაზღაურება ......................................................................................................................... 6
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 6
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 7

I. ზოგადად
491-ე მუხლი ითვალისწინებს მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას 1
ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, სახეზე უნდა იყოს 487-488-ე
მუხლებით გათვალისწინებული ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლი. ამასთან, სკ-ის
405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დამატებითი ვადა (კერძოდ 490-ე მუხლით
გათვალისწინებული დამატებით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა) უშედეგოდ
უნდა იყოს გასული ან არსებობდეს 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
დამატებით ვადის განსაზღვრის გამომრიცხავი საფუძვლები.

შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესების (დამატებითი შესრულების 2


მოთხოვნის რეალიზების) წინაპირობაა თავისმხრივ, რომ ვალდებულების შესრულება
ვადამოსული იყოს,1 გარდა იმ შემთხვევისა, თუ 405-ე მუხლის მე-4 ნაწილის
შესაბამისად, შესრულების ვადის დადგომამდე უდავოა, რომ ვალდებულება არ ან ვერ
შესრულდება, კერძოდ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი.2

491-ე მუხლი ითვალისწინებს ნაკლიანი შესრულების გამო ხელშეკრულებიდან 3


გასვლის უფლებას. მისი განხორციელება 405-ე, 355-ე და 352-ე მუხლების შესაბამისად
უნდა მოხდეს. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება გამოირიცხება, თუ ნაკლი
უმნიშვნელოა, 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

491-ე მუხლი ვრცელდება როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე ნასყიდობის 4


ხელშეკრულების ელემენტების მქონე სხვა ხელშეკრულებების მიმართ.3

1 შდრ. MüKo/Ernst, BGB, 5. Aufl., 2007, § 323, Rn. 46; MüKo/Westermann, BGB, 5. Aufl., 2008, § 439, Rn. 6.
2 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 54-55.
3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის N ას-902-942-2011 გადაწყვეტილება.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

II. შემადგენლობა

1. ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები


5 მუხლში გამოყენებული ტერმინი — ხელშეკრულების მოშლა — ტერმინოლოგიურად
არაზუსტია (ხელშეკრულების მოშლა გრძელვადიანი ხელშეკრულებების მიმართ
გამოიყენება და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება) და
ხელშეკრულებიდან გასვლად უნდა განიმარტოს.4

6 მყიდველს შეუძლია, ნივთის ნაკლის გამო უარი თქვას ხელშეკრულებაზე და


მოითხოვოს განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნება 352-ე მუხლით
დადგენილი წესით.

7 ხელშეკრულებაზე უარი აღმჭურველი უფლებაა, რომლის განხორციელების შედეგად


წარმოიშობა 352-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების
უფლება.

8 ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობისათვის საკმარისია, ნივთი ნაკლიანი


იყოს. უმნიშვნელოა, იცოდა თუ არა გამყიდველმა გაყიდვის მომეტნში ნივთის ნაკლის
შესახებ. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისათვის არც გამყიდველის ბრალია
მოთხოვნის წინაპირობა.5

9 მყიდველი კარგავს ნაკლის გამო შედავების უფლებას, თუ მან იცოდა ნასყიდობის


ხელშეკრულების დადების მომენტში ნაკლის არსებობის შესახებ.6

ა. დამატებითი შესრულება
10 თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს „გამოუსწორებელი ნაკლი ან მყიდველს
უნდა ჰქონდეს ნაკლის გამოსწორების ნაცვლად ხელშეკრულებიდან გასვლის
დასაბუთებული ინტერესი.“7

11 აღნიშნული მსჯელობა იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მყიდველმა, როგორც წესი,


უპირველესად ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა უნდა დააყენოს 490-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის გამოსწორება ან

4 ტერმინოლოგიურ უზუსტობასთან დაკავშირებით ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების


შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 52-53; მაჭარაძე, ხელშეკრულებიდან გასვლა და
ხელშეკრულების მოშლა — განსხვავება და სამართლებრივი შედეგები, ქართული სამართლის
მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 146, 147; ასევე ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების,
ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ.
178; ფიფია, ხელშეკრულებიდან გასვლის კონტინენტურ-ევროპული და ანგლოამერიკული
სამართლებრივი მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები და მათი გავლენა ქართულ სამართალზე,
ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 97.
5 შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის N ას-1434-1449-2011
გადაწყვეტილება.
6 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 52, შემდეგი
მითითებებით; კახაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი I, 2001, მუხ. 490, გვ. 35.
7 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის N 2ბ/4380-10 გადაწყვეტილება.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

ნაკლიანი ნივთის გამოცვლა უნაკლოთი არ ხდება გამყიდველის მიერ, მხოლოდ ამის


შემდეგ ექნება მყიდველს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ნაკლის
გამოსწორების შეუძლებლობა საკმარისია ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის
წარმოშობისათვის, თუ ნივთი ინდივიდუალურად განსაზღვრულია. გვაროვნული
ნივთის შემთხვევაში კვლავ რჩება ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლის
შესაძლებლობა.8

დამატებითი შესრულებისათვის ვადის განსაზღვრის ვალდებულების არსებობისას 12


მნიშვენლოვანია, განსაზღვრული ვადა იყოს გონივრული კონკრეტულ შემთხვევაში
შესარულებელი დამატებით შესრულებისათვის.9 არაგონივრული ვადის განსაზღვრის
შემთხვევაში, ვადის განსაზღვრის წინაპირობა შეიძლება არ ჩაითვალოს დაცულად.

თუ გამყიდველი 490-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უარს ამბობს დამატებით 13


შესრულებაზე ამისათვის საჭირო არათანაზომიერი ხარჯების საფუძვლით,
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება წარმოიშობა.

ბ) დამატებით შესრულების მოთხოვნის გამორიცხვა


490-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი შესრულების მოთხოვნის აუცილებლობის 14
შეფასებისას გასათვალისწინებელია 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც
ითვალისწინებს დამატებითი შესრულების მოთხოვნის გამომრიცხავ საფუძვლებს. ამ
საფუძველთა არსებობისას მყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე
დამატებითი შესრულების მოთხოვნის წინაპირობის დაცვის გარეშე. კერძოდ, თუ
აშკარაა, რომ ვადის განსაზღვრას შედეგი არ ექნება. კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების
მიზნის მიღწევა აშკარაა, რომ ვერ მოხდება. ასეთი შესაძლებელია გამოირიცხოს
როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებისა გამო, მათ შორის მოვალის
ბრალისაგან დამოუკიდებლად.10 თუ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია,
დამატებითი შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ფორმალური იქნებოდა,11 ვინაიდან
აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოყვება.

დამატებითი შესრულების მოთხოვნის ვალდებულება გამოირიცხება ასევე 405-ე 15


მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ვალდებულება არ შესრულდა
ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროს, ხოლო კრედიტორი კი ვალდებულების
დროულ შესრულებას უკავშირებდა შესრულების მიმართ თავის ინტერესს. შესაბამისად
მან დაკარგა შესრულების მიმართ ინტერესი. ასეთი საფუძვლით დამატებითი

8 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი


მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ. 172.
9 შდრ. მაჭარაძე, ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა — ფანსხვავება და
სამართლებრივი შედეგები, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 135, 136.
10 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, ქართული სამართლის

მიმოხილვა, სპეცაური გამოცემა, 2004, გვ. 53; შესრულების შეუძლებლობასთან დაკავშირებით შდრ. ასევე
მაჭარაძე, ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა — ფანსხვავება და სამართლებრივი
შედეგები, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ.
11 ფიფია, ხელშეკრულებიდან გასვლის კონტინენტურ-ევროპული და ანგლოამერიკული სამართლებრივი

მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები და მათი გავლენა ქართულ სამართალზე, ქართული


სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 74.
3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

შესრულების მოთხოვნისაგან მყიდველის გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია


შესაბამისი და გამართლებული, როდესაც მყიდველის მიერ, განსაკუთრებული
ინტერესიდან გამომდინარე, ვადა წინასწარ განსაზღვრული არსებითი წინაპირობაა და
შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.12 შესაძლებელია, ვადა წინასწარ
განსაზღვრული პირობა არ იყოს, მაგრამ გარემოებათა შეფასების შედეგად13 აღნიშნული
უდავო და მეორე მხარისათვის შეცნობადია. თვალსაჩინო მაგალითია საქორწინო კაბის
შეძენა, როდესაც შესრულებას მხოლოდ ქორწილის დღემდე აქვს აზრი
მყიდველისათვის და ამ ვადის გასვლის შემდგომ უდავოა, რომ კრედიტორი ინტერესს
დაკარგავს ხელშეკრულების შესრულების მიმართ.

16 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ასევე დამატებითი


შესრულების ვალდებულების გამომრიცხავ საფუძველს, როდესაც, განსაკუთრებული
საფუძვლებიდან გამომდინარე, მხარეთა ინტერესების შეფასების შედეგად
ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა გამართლებულია.14

2. ხელშეკრულებიდან გასვლის გამორიცხვა


17 ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლა საკმაოდ მკაცრი ღონისძიებაა, მყიდველს
ყოველთვის არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.15 ეს უფლება წარმოიშობა
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევა სერიოზული,16 არსებითია.
405-ე მუხლის მე-3 ნაწილი გამორიცხავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას,
როდესაც ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; კერძოდ, როდესაც სახეზეა ისეთი
ნაკლი, რომელიც გამყიდველს არ აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ შესრულება
მყიდველისათვის ინტერესმოკლებულია.17 ასევე, როდესაც ნაკლის გამოსწორება
უმნიშვნელო დანახარჯებით თავად მყიდველს შეუძლია;18„ვალდებულების დარღვევა
რეალურად და არსებითად უნდა ართმევდეს მხარეს იმას, რასაც ის კანონიერად
მოელის ხელშეკრულებიდან.“19

18 ვალდებულების არსებითი დარღვევის კონცეფცია განსაკუთრებით განვითარებულია


ანგლო-ამერიკულ სამართლებრივ სივრცეში.20 სწორედ ამავე კონცეფციას ეხმიანება

12 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 53.


13 მაჭარაძე, ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა — ფანსხვავება და სამართლებრივი
შედეგები, გვ. 129.
14 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 53.

15 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 54.

16 ფიფია, ხელშეკრულებიდან გასვლის კონტინენტურ-ევროპული და ანგლოამერიკული სამართლებრივი

მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები და მათი გავლენა ქართულ სამართალზე, ქართული


სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 77.
17 მაჭარაძე, ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა — ფანსხვავება და სამართლებრივი

შედეგები, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 129.


18 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი

მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008,


გვ. 182.
19 ფიფია, ხელშეკრულებიდან გასვლის კონტინენტურ-ევროპული და ანგლოამერიკული სამართლებრივი

მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები და მათი გავლენა ქართულ სამართალზე, ქართული


სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 78.
20 იქვე, გვ. 78.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

ვენის ნასყიდობის კონვენციის 49-ე I მუხლის 1-ლი ალტერნატივა, რომლის


შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია,
ვალდებულების დარღვეევა არსებითი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, დაირღვა ძირითადი
თუ არაძირითადი ვალდებულება.21

ხელშეკრულებიდან გასვლა გამოირიცხება ასევე, თუ კრედიტორი მთლიანად ან 19


უმთავრესად არის პასუხისმგებელი ვალდებულების დარღვევისათვის. მაგალითად,
თუ მყიდველი ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებული იყო, გადაეხადა წინასწარ
ავანსი, რაც მან არ შეასრულა; ასევე, თუ გამყიდველმა მყიდველის დათქმულ დროსა და
ადგილას შეთავაზებული შესრულება არ მიიღო ამისათვის კანონით და
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე.

ხელშეკრულებიდან გასვლა გამოირიცხება ასევე, თუ მოვალემ წარადგინა ან


ხელშეკრულებიდან გასვლისთანავე წარადგენს შესაგებელს (შდრ. ვრცლად 405 III
მუხლის კომენტ.).

ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო მართებულად განიხილავს იმ დამატებით


წინაპირობებს, რომელთა არსებობაც გამორიცხავს ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლებას. კერძოდ — როდესაც ხელშეკრულებით გამორიცხულია გამყიდველის
პასუხისმგებლობა და დაცულია 497-ე მუხლი მოთხოვნები; ასევე — თუ მყიდველმა
წინასწარ იცოდა ნაკლის შესახებ22 (494-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).23
მართალია აღნიშნული წინაპირობა ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმაშია
(494) გათვალისწინებული და სისტემური განმარტების მიხედვით ის მხოლოდ ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის გამორციხვას უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა
ფორმულირების ზოგადი ხასიათისა და მოწესრიგების მიზნის გათვალისწინებით, მისი
გამოყენება გამართებულია ნაკლის გამო არსებული სხვა მოთხოვნების მიმართაც.

3. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის განხორციელება


ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება სკ-სი 355-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ 20
ეს არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა რომელიც უნდა
განხორციელდეს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. ის ნამდვილია მას შემდეგ
რაც მეორე მხარეს იგი მიუვა.24

თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, 21


მაშინ 356-ე მუხლის თანახმად ასეთი ვადა შეიძლება უფლებამოსილ პირს მეორე

21 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 65.


22 მესაკუთრემ შეიძინა უძრავი ქონება, რომელშიც სახელმწიფოს ნებართვით შესახლებულები იყვნენ
დევნილები, აღნიშნული გარემოების ცოდნა ართმევს მას გამყიდველის მიმართ ნაკლის გამო შედავების
უფლებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
პალატის 2011 წლის 29 ივლისის N ას-944-982-2011 გადაწყვეტილება; შდრ. ასევე ბაჩიაშვილი,
დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნების
უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 169.
23 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის N 2ბ/4380-10 გადაწყვეტილება.

24 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 246-248.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მხარის მიერ განესაზრვროს. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება გაქარწყლდება, თუ


ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ნების გამოვლენა არ მოხდება შესაბამის ვადაში.25

22 ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც ხორციელდება კანონით დადგენილი წესის


საწინააღმდეგოდ, ბათილია და არ წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს 54-ე
მუხლის შესაბამისად. კერძოდ, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობები არ
არის დაცული (არ არის სახეზე ნაკლიანი შესრულება, დამატებითი გონივრული ვადის
უშედეგოდ გასვლა ან ვადის განსაზღვრის გამომრიცხავი საფუძვლები, ვალდებულების
დარღვევის არსებითობა, ასევე თუ არსებობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის
გამომრიცხავი სხვა საფუძვლები ან ხელშეკრულებიდან გასვლის 355-ე მუხლით
დადგენილი პროცედურა არ არის დაცული). 26

4. ხარჯების ანაზღაურება
23 490-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს
აუნაზღაუროს გაწეული დანახარჯები.

24 მოწესრიგება ვრცელდება ნაკლიანი შესრულების გამო მყიდველის მიერ


ხელშეკრულებიდან გასვლისა და შესაბამისი მოთხოვნების (რესტიტუციის)
განხორციელებისათვის გაწეულ დანახარჯებზე. ანაზღაურებას დაექვემდებარება
მყიდველის მიერ გაწეული ხარჯები, რომელიც, ცალკეული შემთხვევის
გათვალისწინებით, აუცილებელი, თანაზომიერი და შესაბამისია.

III. სამართლებრივი შედეგი


25 ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ნების გამოვლენა „მბოჭავია“, შესაბამისად მისი
განხორციელება კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით
იწვევს ხელშეკრულების „გაუქმებას.“ სახელშეკრულებო ვალდებულებების განახლება
დასაშვებია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ანუ ხელშეკრულების ხელახალი
დადების გზით.27

26 მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ ხელშეკრულების მხარეთა მიერ


განხორციელებული შესრულება უკან უნდა დაბრუნდეს 352-ე მუხლის თანახმად. ჯერ
კიდევ შეუსრულებელი ვალდებულებები კი განხორციელებას აღარ ექვემდებარებიან.28

27 ხელშეკრულებიდან გასვლის გამორიცხვა ან შეზღუდვა ხელშეკრულების


სტანდარტული პირობებით დაუშვებელია 348-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
დასაფიქრებელია, რამდენად დასაშვებია მხარეთა შორის ინდივიდუალური
შეთანხმებით მოხდეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამორიცხვა.

25 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 55.


26 ანალოგიურად შდრ. ვენის ნასყიდობის კონვენციის 26-ე მუხლი.
27 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 66.

28 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი

მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008,


გვ. 184.
6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

IV. მტკიცების ტვირთი


ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლისა და შეტყობინების განხორციელების შესახებ 28
მტკიცების ტვირთი მყიდველს ეკისრება. მყიდველს ეკისრება ასევე დამატებითი
შესრულების მოთხოვნის განხორციელებისა და მისი უშედეგოობის მტკიცების
ტვირთი.29

29 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 440, Rn. 42.


7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 492. ფასის შემცირების მოთხოვნა

თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას


გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც
ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით,
რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. ფასის შემცირების მოთხოვნა ალტერნატიულ კონკურენციაში..................................................... 2
2. მყიდველის მიერ მოთხოვნის არჩევა და ბოჭვის ფარგლები .......................................................... 2
3. 492-ე მუხლში გათვალისწინებული დამატებითი შესრულების მოთხოვნის გამიჯვნა 490-ე
მუხლით გათვალისწინებული უპირატესად გამოსაყენებელი მეორადი მოთხოვნისაგან ............... 3
4. გამოთვლა ................................................................................................................................................. 4
5. ფასის შემცირების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის გამორიცხვის შემთხვევაში.......... 5
5. ფასის შემცირების განხორციელება ..................................................................................................... 6
6. ფასის შემცირების სპეციალური შემთხვევა ....................................................................................... 7
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 7
IV. სახელშეკრულებო გამორიცხვა ................................................................................................................ 8

I. ზოგადად
ფასის შემცირება ხელშეკრულებიდან გასვლის ალტერნატიული მოთხოვნაა, რომელიც 1
ხელშეკრულების შენარჩუნებას ემსახურება მხარეთა ინტერესების დაბალანსების
გზით. ის ხელშეკრულებიდან გასვლასთან შედარებით ნაკლებად მკაცრი საშუალებაა
მყიდველის ინტერესების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევში თუ მყიდველი კვლავ
დაინტერესებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებით და სურს
ხელშეკრულების ძალაში დატოვება, ფასის შემცირება სამართლიანად ახდენს
ხელშეკრულების შინაარსის მისადაგებას არსებულ გარემოებებთან იმ ფარგლებში, რა
ფარგლებშიდაც გამყიდველმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება1
ფინანსური ადაპტაციის გზით.2

ნაკლიანი შესრულების დროს მართებულია მოხდეს მხარეთა ურთიერთსაპასუხო 2


შესრულებათა გათანაბრება ნაკლიანი ნივთის მიწოდებისას ნივთის ფასის შემცირების
გზით.3

ფასის შემცირების მოთხოვნა სსკ-ის 492-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების 3


გასვლის ალტერნატიული მოთხოვნაა.4კერძოდ მყიდველს, რომელსაც სსკ-ის 491-ე, 405-
ე და 352-ე მუხლების შესაბამისად გააჩნია ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა,

1 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 68.


2 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი
მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ. 187.
3 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 67; შდრ. ვენის

ნასყიდობის კონვენციის 50-ე მუხლი.


4 BGH Urteil vom 09.01.2008 – VIII ZR 210/06, JuS, 2008, S. 558.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ფასის შემცირება.5 შესაბამისად, ფასის შემცირების


შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 492-ე, 491-ე, 405-ე მუხლების
ერთობლიობა წარმოადგენს.

4 ფასის შემცირების მოთხოვნა ვრცელდება როგორც უფლებრივ ასევე ნივთობრივ


ნაკლის შემთხვევაზე.6

II. შემადგენლობა

1. ფასის შემცირების მოთხოვნა ალტერნატიულ კონკურენციაში


5 492-ე მუხლი ფასის შემცირების მოთხოვნასთან მიმართებით რამოდენიმე
ალტერნატიულ მოთხოვნას განიხილავს. მას შემდეგ რაც მყიდველის მიერ დამატებით
განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, იგი კვლავ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს
დამატებითი შესრულება. თუ იგი აღნიშნულ მოთხოვნას არ იყენებს და არც 491-ე
მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლების შესაბამისად ხელშეკრულებაზე ამბობს
უარს, ასეთ შემთხვევაში მყიდველს აქვს ფასის შემცირების ალტერნატიული
მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობა.

6 მყიდველის მიერ არჩევანის გაკეთებამდე სახეზეა მოთხოვნების ალტერნატიული


კონკურენცია. ეს „მერყევი მდგომარეობა“ გარკვეული წინაპირობების არსებობისას
უნდა დასრულდეს, რაც ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს.

2. მყიდველის მიერ მოთხოვნის არჩევა და ბოჭვის ფარგლები


7 მოთხოვნათა შორის არჩევანის თავისუფლება შესაძლებელია სხვადასხვა ეტაპზე
შეიზღუდოს. ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს,
ალტერნატიულ მოთხოვნათა შორის არჩევანის თავისუფლება რა მოქმედების
განხორციელების შემდეგ იზღუდება ან გამოირიცხება.

ერთი მხრივ, ეს შესაძლოა იყოს კრედიტორის მიერ განხორციელებული ნამდვილი


ნების გამოვლენა ერთ-ერთი ამ მოთხოვნათაგანის განხორციელების შესახებ,7 ვინაიდან
არჩევანის გაკეთების შემდეგ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის
კონცენტრაცია, როგორც წესი, კრედიტორის მიერ არჩეულ მოთხოვნაზე ხდება.8

მეორე მხრივ, შესაძლოა, გამართებული იყოს მიდგომა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნის


განხორციელებით სხვა ალტერნატიულ კონკურენციაში მყოფი მოთხოვნები მხოლოდ
მაშინ შეიზღუდოს, თუ განხორციელებული მოთხოვნის შესაბამისი მოქმედება
კრედიტორის მხრიდან შესრულდა ან მისი შესრულება დაწყებულია.9 განსხვავებულად
უნდა შეფასდეს დამატებით შესრულების მოთხოვნა, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც,

5 შდრ. Magnus, Staudinger BGB, 2005, CISG, Art. 45, Rn. 23.
6 კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 441, ველი 2.
7Kleine/Scholl, Das Konkurrenzverhältnis primärer und sekundärer Gläubigerrechte bei Pflichtverletzungen im

allgemeinen Schuldrecht, NJW, Heft 48, 2006, S. 3463.


8Langheineken, Anspruch und Einrede nach dem Deutschen Bürgerlichen Gesetzbuch, 1903, S. 195.

9 შდრ. Bressler, Selbstvornahme im „Schwebezustand” nach Ablauf der Nacherfüllungsfrist, NJW, 2004, Heft 47, S.

3382 ff.; შდრ. Kuhlenbeck, Von den Pandekten zum Bürgerlichen Gesetzbuch, 1898, S. 555.
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

როდესაც მხარე ერთხელ განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ კვლავ


დამატებით შესრულებას ითხოვს შესრულების მიმართ არსებული ინტერესის
გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, ცხადია დამატებითი ვადის კვლავ უშედეგოდ
გასვლის შემდეგ, მას კვლავ ექნება ფასის შემცირების, ხელშეკრულებიდან გასვლის ან
შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

8 არჩევანის უფლება, შესაძლებელია, მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში


არსებობდეს. თუმცა, კრედიტორზე ზემოქმედება, რათა მან გამოიყენოს ეს უფლება,
დასაშვებია, თუ აღნიშნულის აუცილებლობა გამართლებული და მიზანშეწონილია
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე.10

აღნიშნული საკითხი ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით ინტერესთა 9


შეფასებისა და თანასწორობის თუ კეთილსინდისიერების პრიცნიპის საფუძველზე
უნდა მოხდეს ისე, რომ ერთი მხრივ დაცული იქნეს კანონმდებლის მიერ მეორადი
მოთხოვნების მოწესრიგების მიზანი, კერძოდ კრედიტორის დაცვა, და, მეორე მხრივ,
აღიკვეთოს აღნიშნული უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა,
კრედიტორის მიერ მოვალის ინტერესების არაკეთილსინდისიერად ხელყოფის გზით.11

3. 492-ე მუხლში გათვალისწინებული დამატებითი შესრულების მოთხოვნის


გამიჯვნა 490-ე მუხლით გათვალისწინებული უპირატესად გამოსაყენებელი
მეორადი მოთხოვნისაგან
მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს დამატებითი შესრულების უპირატესად გამოსაყენებელი 10
მოთხოვნა ამ მუხლში გათვალისწინებლისაგან. ფასის შემცირების მოთხოვნა
წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული
ვადა უშედეგოდ ჩაივლის12 ან არსებობს დამატებით ვადის დაწესები გამომრიცხავი
საფუძვლები (405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).

ასეთ შემთხვევაში, მყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუმცა 11


ის არ კარგავს უფლებას, შესრულებისადმი განსაკუთრებული ინტერესის
გათვალისწინებით, კვლავ მოითხოვოს დამატებითი შესრულება. ხოლო, თუ მყიდველი
არ იყენებს დამატებითი შესრულების მოთხოვნის კიდევ ერთხელ განხორციელების
უფლებას და არც ხელშეკრულებაზე ამბობს უარს, ის უფლებამოსილია მოითხოვოს
ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. ფასის
შემცირება უნდა მოხდეს იმ ნაკლის პროპორციულად რაც დასჭირდებოდა ნაკლის
გასწორებას ან რა ოდენობითაც ამცირებს ნაკლი ნივთის ღირებულებას.13 უმნიშვნელოა,
მყიდველი ნაკლს გამოასწორებს თუ არა.

10 Kleine/Scholl, Das Konkurrenzverhältnis primärer und sekundärer Gläubigerrechte bei Pflichtverletzungen im


allgemeinen Schuldrecht, NJW, Heft 48, 2006, S. 3463.
11 ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, გვ. 69, 70

12კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 441, ველი 2.

13 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი

მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ.186.


3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

4. გამოთვლა
12 შემცირებული ფასის გამოთვლის კრიტერიუმი სკ-ით დადგენილია. ფასის შემცირება
უნდა მოხდეს იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. თუმცა აქვე
კანონმდებელი უთითებს, რომ მხედველობაშია მისაღები ხელშეკრულების დადების
მომენტისათვის არსებული ფასი.

შემცირებული ფასის გამოთვლის მიზნით ნაკლი უნდა შეფასდეს არა მხარეთა მიერ
დავის წარმოშობის შემდეგ მოძიებული და წარმოდგენილი ფასის განმსაზღვრელი
მტკიცებულებებით, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლითაც ნივთის ფასი
განისაზღვრა მისი უნაკლო მდგომარეობის მოლოდინით. მხარეები ნასყიდობის
ხელშეკრულებაში ნივთის ფასის განსაზღვრისას ჩვეულებრივ ითვალისწინებენ ნივთის
ხარისხს, მის თვისებებს, სპეციალურ მახასიათებლებს თუ დანამატს.14

13 როგორც წესი, უნაკლო ნივთის ღირებულების განსაზღვრა ხელშეკრულებით


შეთანხმებული ფასის მიხედვით ხდება, ხოლო შესამცირებელ თანხად კი მიიჩნევა
თანხა, რომელიც ნაკლის აღმოფხვრისთვის არის საჭირო.15

14 გერმანული მოწესრიგების თანახმად, ფასის შემცირება უნდა მოხდეს იმის


გათვალისწინებით, თუ რამდენად შემცირდა ნივთის ღირებულება ნაკლის გამო.
ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია ნალის გამოსწორება არათანაზომიერ ხარჯებს
მოითხოვდეს, თუმცა ნივთის ღირებულება ნაკლის გამო არ იყოს არსებითად
შემცირებული. შესაძლებელია ასევე პირიქით, ნივთის ღირებულება ნაკლის გამო
არსებითად მცირდებოდეს, თუმცა ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო თანხა
მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს ვიდრე თანხა, რომლითაც შემცირდა ნივთის
ღირებულება ნაკლის გამო. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს მყიდველის
ინტერესი (კერძოდ მისი ინტერესია ნაკლის გამოსწორება თუ ნაკლიანი ნივთის
დატოვება) და მოხდეს მყიდველის ინტერესის შეპირპისპირება გამყიდველის
ინტერესთან. სასამართლო, ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, შესაძლოა
გაცდეს ნორმის ფორმულირებას და ფასის შემცირების გამოთვლისას იხელმძღვანელოს
კეთილსინდისიერებისა და მხარეთა თანასწორობისა და ბალანსის შენარჩუნების
ინტერესით.

ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა


აღემატებოდეს ან არსებითად მცირე იყოს საბაზრო ფასთან მიმართებით. ამ ფაქტორის
გათვალისწინებით, საინტერესოა გერმანული მიდგომა ფასის შემცირებასთან
დაკავშირებით, რომელიც ადგენს ფასის შემცირების სპეციალურ ფორმულას. ამ
გაანგარიშების შესაბამისად ნივთის საბაზრო ფასისა და ნივთის ნაკლიან მდომარეობაში
არსებული ღირებულების შეფარდება უნდა მოხდეს სახელშეკრულებო ფასთან. ამ
გზით მიიღწევა მხარეთა შორის ბალანსი იმგვარად, რომ ხელშეკრულებით საწყის
ეტაპზე მხარეთა შორის არსებული გარკვეული შეგნებული და შეთანხმებული
დისბალანსი შენარჩუნებულია.16

14საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის N ას-584-891-09 გადაწყვეტილება.


15კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 441, ველი 3.
16Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 441, Rn. 15.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

უნაკლო ნასყიდობის ნივთის ღირებულება გაყოფილი ნაკლიანი ნივთის ფაქტობრივ 15


ღირებულებაზე ტოლია შეთანხმებული ნასყიდობის ფასი გაყოფილი X (ნასყ. ნივთის
შემცირებული ღირებულებაზე).17 ასეთი მიდგომა გამართლებულია იმ შემთხვევაში,
თუ სახელშეკრულებო ფასი საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია ან არსებითად აღემატება
მას.

5. ფასის შემცირების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის გამორიცხვის შემთხვევაში

492-ე მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება 16


მყიდველს მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობის შემთხვევაში
გააჩნია. მიუხედავად ამისა, გამართლებულია ნორმის ფართოდ განმარტება იმ
შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევის გამო
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება გამოირიცხება. ასეთ დროს, გამართლებულია,
მყიდველს მაინც ჰქონდეს ფასის შემცირების უფლება,18 რადგან ის ნაკლებად მკაცრი და
რადიკალური ზომაა ხელშეკრულებიდან გასვლასთან შედარებით.19

გერმანული მოწესრიგება პირდაპირ მიუთითებს, რომ ვალებულების არაარსებითი 17


დარღვევა, როგორც ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველი საფუძველი, არ
ვრცელდება ფასის შემცირების მოთხოვნის მიმართ. (შდრ. გსკ-ის § 441 I 2, § 323 V 2).20

ფასის შემცირების მოთხოვნა არ შეიძლება ნაკლიანი შესრულების მიღებისთანავე


მყისიერად განხორციელდეს. დამატებითი შესრულების მოთხოვნა აუცილებელი
წინაპირობაა ფასის შემცირებს მოთხოვნისათვის.21 აღნიშნული გამართლებულიცაა,
ვინაიდან გამყიდველისათვის, შესაძლოა, ფასის შემცირებასთან შედარებით,
ფინანსურად მეტად ხელსაყრელი იყოს, შეცვალოს ნაკლიანი ნივთი უნაკლოთი ან
თავად გამოასწოროს ნაკლი. შესაბამისად დამატებითი შესრულების შანსი მან ფასის
შემცირების მოთხოვნის შემთხვევაშიც უნდა მიიღოს.

17კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 441, ველი 3 (მაგ. სარეცხი მანქანა მაღაზიაში
ღირდა 450 ლარი, თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე – 350 ლარზე. მოგვიანებით სარეცხ
მანქანას აღმოაჩნდა ნაკლი და მისი ფაქტობრივი ღირებულება განისაზღვრა 250 ლარით. ზემოაღნიშნულ
ფორმულაში ამ მონაცემების ჩასმის შედეგად მივიღებთ შემდეგ განტოლე-ბას: 450:250=350:X.
შესაბამისად, ნასყიდობის ნივთის შემცირებული ღირებულება (X) = 250 x 350 : 450. სარეცხი მანქანის
შემცირებული ღირებულება იქნება 194,44 ლარი).
18 Magnus, in Staudinger BGB, 2005, CISG, Art. 50, Rn. 13; შდრ. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი,

თარგმანი, § 441, ველი 2.


19Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 441, Rn. 4; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო

კომენტარი, თარგმანი, § 441, ველი 2.


20 იქვე; შდრ. ასევე ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის

შემცირების მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ. 189


21 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 67; შდრ.
MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 50 CISG, Rn. 11; MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 48 CISG, Rn.
19.
5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

5. ფასის შემცირების განხორციელება


18 ფასის შემცირება, ისევე როგორც ხელშეკრულებიდან გასვლა, არის ცალმხრივი
მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც ხორციელდება ხელშეკრულების
მეორე მხარისათვის შეტყობინებით.22 შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც იგი,
51-ე მუხლის შესაბამისად, მიუვა მეორე მხარეს. კერძოდ, როდესაც ნების გამოვლენა
გამომვლენის ძალაუფლების სფეროდან გადადის მიმღების ძალაუფლების სფეროში და
ამ უკანასკნელს აქვს მისი შინაარსის გაცნობის რეალური შესაძლებლობა.23

441-ე მუხლის თანახმად, ფასის შემცირება გამყიდველისათვის ფასის შემცირების


განცხადებით (შეტყობინებით) ხორციელდება. შესაბამისად, ფასის შემცირება,
ხელშეკრულებიდან გასვლის მსგავსად, აღმჭურველი უფლებაა,24 რომელიც
განხორციელებისთანავე წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მისი უკან
გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ 52-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ნების
გამოვლენის მისვლამდე ან მისვლისთანავე.25

19 გერმანული მოწესრიგებისაგან განსხვავებით, 492-ე მუხლი არ ადგენს ფასის


შემცირების მოთხოვნის განხორციელების წესსა და პირობებს. თუმცა ფასის
შემცირების, როგორც ხელშეკრულებიდან გასვლის ალტერნატიული მოთხოვნის
მიმართ, მიზანშეწონილია, გავრცელდეს ხელშეკრულებიდან გასვლის წესები.
შესაბამისად გავრცელდება 355-ე მუხლი ფასის შემცირების მოთხოვნის
განხორციელების მიმართაც. 26

20 როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებული ნების გამოვლენა, ის შესაძლოა


განხორციელდეს კონკლუდენტურად — მოქმედებითაც. მაგალითად, ფასის
შემცირების მოთხოვნის განხორციელების კანონით გათვალისწინებული
წინაპირობების არსებობისას მყიდველი უფლებამოსილია, ფასის გადახდისას
შემცირებული თანხა აღარ გადაიხადოს.27 ასეთ შემთხვევაში, გამყიდველის 477-ე
მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არსებული ფასის გადახდის მოთხოვნა
გაქარწყლებულია მყიდველის მიერ განხორციელებული ფასის შემცირების შესახებ
ნამდვილი ნების გამოვლენით.28

21 ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული მოქმედების (მყიდველის მიერ


საფასურის ნაწილის დაკავება) ფასის შემცირების შესახებ ნების გამოვლენად

22Dernburg, die Schuldverhältnisse nach dem Rechte des Deutschen Reichs und Preussens, 4. Aufl., Band 1,
allgemeine Lehre, 1909, S. 291 ff.
23 იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 246 და შემდგომნი.

24 კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 441, ველი 1.

25 შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 246 და შემდგომნი; იხ. ასევე გერმანულ

დოქტრინასთან დაკავშირებით, მაგალითად, Dernburg, die Schuldverhältnisse nach dem Rechte des
Deutschen Reichs und Preussens, 4. Aufl., Band 1, allgemeine Lehre, 1909, S. 291 ff.
26 BGHUrteil vom 21.12.2005– VIII ZR 49/05, JuS, 2006, S. 653; შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების,

ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში,


2008, გვ. 186
27 MüKo/Westermann, BGB, 5. Aufl., 2008, § 441, Rn. 4 f.

28MüKo/ Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 50 CISG, Rn. 25, 28.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

განმარტება, ცალკეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს. მხედველობაში მიღება, თუ


რამდენად შეცნობადია მყიდველის ნება, განახორციელოს ფასის შემცირება.

სადავოა მოსაზრება, რომლის თანახმად სსკ-ის ფორმულირება იმგვარად უნდა 22


განიმარტოს, რომ ფასის შემცირება მოთხოვნაა, რომელიც მყიდველმა უნდა
განახორციელოს,

6. ფასის შემცირების სპეციალური შემთხვევა


ფასის შემცირების სპეციალურ შემადგენლობას ითვალისწინებს ასევე 493-ე მუხლი, 23
რომლის თანახმად, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის შეთანხმებულზე ნაკლები
ოდენობით საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მყიდველი უფლებამოსილია მიიღოს
ნაწილობრივი შესრულება, მაგრამ მას ფასის შემცირების უფლება აქვს იმ ოდენობით,
რა ოდენობითაც შემცირდა საქონლის ღირებულება ნაკლის გამო (ოდენობის
დანაკლით). ასეთ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, თუ რა ღირებულება გააჩნდა ნივთს
მისი მიწოდების მომენტში და რა ღირებულება ექნებოდა მას, ის რომ უნაკლო და
ხელშეკრულების შესაბამისი ყოფილიყო.29

III. სამართლებრივი შედეგი


ფასის შემცირების უფლების განხორციელებით ხდება სახელშეკრულებო პირობათა 24
მოდიფიცირება იმგვარად, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ შეცვილილი
გარემოებები აისახოს არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე. მხარეთა ინტერესების
დაბალანსების გზით ხდება ხელშეკრულების შენარჩუნება მოდიფიცირებული
პირობებით.30

ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას, ნასყიდობის 25


ხელშეკრულება კი შესაბამისი უფლება-მოვალეობებით რჩება უცვლელი.31 იმ
შემთხვევაში, თუ მყიდველს სრულად აქვს გადახდილი თანხა, იგი უფლებამოსილია
ზედმეტად გადახდილი თანხა მოითხოვოს გამყიდველისაგან შემცირებული ფასის
ოდენობით ხელშეკრულებიდან გასვლის წესების გამოყენებით.32 უსაფუძვლოდ
გადახდილის უკან გამოთხოვა შესაძლებელია უსაფუძვლო გამდიდრების წესების
შესაბამისად იმ დასაბუთებით, რომ ვალდებულება ამ ნაწილში შეწყვეტილია (სკ-ის
976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).33 თუ საფასური ჯერ გადახდილი არ არის, ნასყიდობის
ღირებულებიდან მოხდება შემცირებული ოდენობის გამოკლება.

29 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 56, 67 (ვენის


ნასყიდობის კონვენცია, 50, 1).
30 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის N ას-584-891-09 გადაწყვეტილება.

31 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი

მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ. 191


32 იქვე.

33 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის N ას-584-891-09 გადაწყვეტილება .

7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

26 თუ ნაკლი იმდენად არსებითია, რომ ნივთის საბაზრო ღირებულაბა ნულის ტოლია,


ასეთ შემთხვევაში წყდება მყიდველის ვალდებულება, გადაიხადოს საფასური. ერთი
შეხედვით, ასეთი შედეგი ხელშეკრულებიდან გასვლას უტლოდება,34 თუმცა
სამართლებრივი შედეგი ფასის შემცირების შემთხვევაში გარკვეულწილად
განსხვავებულია. კერძოდ, თუ საქმე ისეთ ნივთს შეეხება, რომელიც მოხმარებადია ან
გამოყენების შედეგად (ნაკლის გამო) განადგურდა, აღარ არსებობს, მყიდველი ფასის
შემცირებით ფასის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება.
ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში კი მყიდველი, 352-ე მუხლის შესაბამისად,
გათავისუფლდება ნივთის ღირებულების გადახდისაგან მხოლოდ ამავე მუხლის მე-4
ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების დაცვით.35

IV. სახელშეკრულებო გამორიცხვა


27 ხელშეკრულებით (ინდივიდუალური შეთანხმებით) მხარეებმა შესაძლებელია
გამორიცხონ ფასის შემცირების მოთხოვნის განხორციელება.36 ფასის შემცირების
უფლების განხორციელების შეზღუდვის ან გამორიცხვის აკრძალვა ხელშეკრულების
სტანდარტული პირობებით არ არის პირდაპირ გათვალისწინებული. მიუხედავად
ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ფასის შემცირება ხელშეკრულებიდან გასვლის
ალტერნატიული მოთხოვნაა, შესაძლებელია 448-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული აკრძალვა ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით
ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამორიცხვის თაობაზე გავრცელდეს ფასის შემცირების
უფლების გამორიხვაზეც.

34 ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი


მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ. 191.
35 Faust, in Beck OK BGB, § 441, Rn. 26.

36 MüKo/Westermann, BGB, 5. Aufl., 2008, § 441, Rn. 20.

8
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 493. უარის უფლება საქონლის მიღებაზე

1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას


მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო
გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის
სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.

2. თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს, მაშინ


მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს
სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც
ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე
გამყიდველის ხარჯზე.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 1
1. მცირე ოდენობით შესრულება.............................................................................................................. 1
2. შეთანხმებულზე მეტი ოდენობით შესრულება ................................................................................ 2

I. ზოგადად
493-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს ფასის შემცირების მოთხოვნის სპეციალურ 1
შემთხვევას იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს, მიუხედავად შეთანხმებულზე ნაკლები
ოდენობით საქონლის მიწოდებისა, აქვს ხელშეკრულების შენარჩუნების ინტერესი.1

შესაბამისად, თუ მყიდველი იღებს შესრულებას ნაკლები ოდენობით, იგი გადაიხდის 2


ნასყიდობის ფასს მიღებული შესრულების პროპორციულად. მიღება გულისხმობს
მყიდველის მიერ ნივთის, როგორც შესრულების მიღებას. კერძოდ მყიდველს, ცხადია,
ამ ეტაპზე შეუძლია, უარი თქვას შესრულების მიღებაზე შესაბამისი წინაპირობების
არსებობისას და მოითხოვოს უნაკლო შესრულება შეთანხმებული ოდენობით.
შეთანხმებულზე მეტი რაოდენობის მიწოდებისას მას ასევე შეუძლია, მიიღოს მხოლოდ
ნაწილი და ზედმეტი ოდენობის მიღებაზე თქვას უარი.

II. შემადგენლობა

1. მცირე ოდენობით შესრულება


488-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი მყიდველს მიაწოდებს საქონელს 3
შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობით, აღნიშნული შესრულება ნივთობრივ ნაკლს
უთანაბრდება. შესაბამისად, მყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას შესრულების
მიღებაზე. თუმცა, ასეთი შესრულების მიღების შემთხვვევაში, მყიდველი

1 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 56; ბაჩიაშვილი,


დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნების
უფლებები ნასყიდობაში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 188.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

უფლებამოსილია, განაოხრციელოს შესაბამისი მეორადი მოთხოვნები, რომელიც


ნივთობრივი ნაკლის შემთხვევაში წარმოეშობა.

4 სასურველია, ამ მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების კონტექსტში გამოყენებული


ტერმინი „მიღება“ ვიწროდ განიმარტოს და მხოლოდ მოწონების, დადასტურების
მნიშვნელობა მიენიჭოს. დადასტურების შესაძლებლობა მყიდველს მხოლოდ მას
შემდეგ ექნება, რაც იგი შეიტყობს ან უნდა შეეტყო, რომ ნივთი შეთანხმებულზე
ნაკლები ოდენობისაა. შესაბამისად, თუ მყიდველი თანახმაა, მიიღოს შეთანხმებულზე
მცირე ოდენობა, მან უნდა გამოხატოს ამის შესახებ ნება. ნება შეიძლება გამოვლენილ
იქნეს მოქმედებით, კონკლუდენტურად. ასეთი შეიძლება იყოს შემცირებული ფასის
გადახდა, ნივთით სარგებლობის დაწყება და სხვ. რამდენად მისაღებია, მოწესრიგების
ფარგლებში მყიდველის დუმილი მიღებად ჩაითვალოს, სადავოა. განსაკუთრებით
მიუღებელია ასეთი განმარტება დაფარული ნაკლის შემთხვევაში, როდესაც ოდენობის
ნაკლი შეცნობადი არ არის.2

5 შესაბამისად, მყიდველმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს ნაკლის გამო


შედავების უფლება, თუ მყიდველისთვის შეცნობადია ოდენობის ნაკლი და ის
თანახმაა, მიიღოს შესრულება მცირე ოდენობით (კერძოდ არ არსებობს სრული
შესრულების მიმართ ან/და შესრულების ერთი პარტიიდან მიღების განსაკუთრებული
ინტერესი3). ასეთ შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების მისადაგება ახალ პირობებზე
და მყიდველი ვალდებული იქნება, გადაიხადოს საფასური მხოლოდ იმ ოდენობის
პროპორციულად, რომელიც მიიღო (შდრ. 492-ე მუხლის კომენტ.).

6 მყიდველი ასევე უფლებამოსილია, მიიღოს ნაწილი, მაგრამ კვლავ მოითხოვოს


დარჩენილი ნაწილის შესრულება ან თავიდანვე უარი თქვას შესრულების მიღებაზე ისე,
თითქოს შესრულება არ განხორციელებულა და კვლავ მოითხოვოს შესრულება.4
შესრულების ფაქტობრივად მიღების შემთხვევაში მისი მოთხოვნები ნაკლიანი
შესრულების გამო მეორადი მოთხოვნებით შემოიფარგლება. კერძოდ, დამატებით
შესრულება, ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება და ზიანის ანაზღაურება,
შესაბამისი წინაპირობების დაცვით, კვლავ მყიდველის განკარგულებაში იქნება.

7 ნაკლები ოდენობით შესრულება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული


ძირითადი ვალდებულების საგანს უკავშირდება და, უზენაესი სასამართლოს
განმარტებით, არ უნდა გავრცელდეს პირგსამტეხლოზე.5

2. შეთანხმებულზე მეტი ოდენობით შესრულება


8 493-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქონლის ოდენობა აღემატება
შეთნახმებულს, მას შეუძლია არ მიიღოს ზედმეტი ოდენობა, ან მიიღოს და გადაიხადოს
შესაბამისი ანაზრაურება.6

2 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 434, Rn. 154.


3 Faust, in Beck OK BGB, § 434, Rn. 111.
4 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, 15. Aufl., 2014, § 434, Rn. 154

5ვრცლად. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა


პალატის 2012 წლის 17 აპრილის N ას-169-163-2012 განჩინება.
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

სადავოა, რა მომენტში უნდა ჩაითვალოს შესრულება მიღებულად. გავრცელებული 9


მოსაზრების თანახმად, უდავოა, რომ მხოლოდ ფაქტობრივ ბატონობაში მიღება სულაც
არ გულისხმობს, რომ მყიდველმა მიიღო შეთანხმებულზე მეტი ოდენობის შესრულება
და ამით დაკარგა შედავების უფლება.7

მოცემული მუხლის მიზნებისათვის, მიღება არ გულისხმობს ნივთის ფაქტორბივ


მფლობელობაში მიღებას.8 ვერც დუმილი ჩაითვლება უპირობოდ ზედმეტი ოდენობით
შესრულების მიღების დასტურად.9

მეტიც, გერმანული დოქოტრინის შესაბამისად, მყიდველი არ არის ვალდებული, 10


გამყიდველს პრეტენზია წაუყენოს ან შეატყობინოს ზედმეტი ოდენობის შესახებ.
შესაბამისად, შეუტყობინებლობა არ ავალდებულებს მას, გადაიხატოს ზედმეტი
ოდენობის საფასური.10 ასეთი ვალდებულება მყიდველს დაეკისრება მხოლოდ იმ
შემთხვევებში, თუ ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, მყიდველის მიერ
განხორციელებულია მოქმედებები, რომელთა საფუძველზედაც კონკლუდენტური
აქცეპტის არსებობა უდავოდ შეცნობადია.11

ცალკეული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს ის გონივრული 11


ვადა, რომლის ფარგლებშიც მყიდველმა შეიტყო და ან უნდა შეეტყო ხელშეკრულებით
შეთანხმებულზე მეტი ოდენობით ნივთის მიღების შესახებ.12 ობიექტური გარემოებების
გათვალისწინებით, მყიდველმა, შესაძლებელია, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ
შეიტყოს ზედმეტი ოდენობით შესრულების ფაქტი და არც ჰქონდეს შეცნობის
რეალური შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, მყიდველი ინარჩუნებს შედავების
უფლებას განუსაზღვრელი ვადით და მიღება (მოწონება) განხორციელებულად არ
ჩაითვლება.13

თუ მყიდველი მიიღებს აღნიშნულ შესრულებას, სახეზეა ხელშეკრულების პირობების 12


შეცვლა.14 მყიდველის მიერ შესრულების ხელშეკრულებით შეთანხმებულზე მეტი
ოდენობით მიღების შემთხვევაში, ის ვალდებული იქნება, გადაიხადოს
ხელშეკრულების შესაბამისი ანაზღაურება და არა ნივთის საბაზრო ღირებულება.15

6 MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 13; შდრ. ბაჩიაშვილი, დამატებითი შესრულების,
ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნების უფლებები ნასყიდობაში, გვ.
166.
7 MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 16-17.

8 შდრ. MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 19.

9 MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 10.

10 MüKo/Westermann, BGB, 6. Auflage, 2012, § 434, Rn. 50.

11 იქვე.

12 MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 17.

13 MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 17.

14 MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 23.

15 MüKo/Huber, BGB, 6. Auflage 2012, Art. 52 CISG, Rn. 25.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი

1. ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით


მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

2. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების


დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. ზოგადად .................................................................................................................................................. 2
2. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ........................................................................................................ 3
ა) შესრულებასთან ერთად ზიანის ანაზღაურება ................................................................................. 3
ბ) შესრულების ნაცლვად ზიანის ანაზღაურება ................................................................................... 4
გ) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება ...................................................... 6
III. სახელშეკრულებო შეთანხმება ................................................................................................................. 6
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 7

I. ზოგადად
491-ე მუხლისაგან განსხვავებით, 494-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის 1
უფრო ფართო საფუძველია. იგი ითვალისწინებს ნასყიდობის ხელშეკრულების
დარღვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, როგორც ნაკლიანი
შესრულების, ასევე ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა პირობის დარღვევის
შემთხვევისათვის.

ზიანის ანაზღაურება, როგორც მეორადი მოთხოვნა, ამ შემთხვევაშიც წარმოიშვება მას 2


შემდეგ, რაც პირველადი მოთხოვნა დარღვეულია. ამასთან, მეორადი მოთხოვნების
წარმოშობა დამატებითი წინაპირობების არსებობაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული,
რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, როგორც წესი, ბრალის არსებობაა.1

494-ე მუხლი მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს არ ადგენს და ის ზიანის


ანაზღაურების ზოგად წესებთან ურთიერთკავშირში უნდა იქნეს განხილული.2

ზიანის ანაზღაურების მიზანია, რომ კრედიტორი ჩააყენოს იმავე მდგომარეობაში, 3


რომელშიც იმყოფებოდა ვალდებულების დარღვევამდე, კერძოდ მოწესრიგება მხარეთა
ინტერესთა დაბალანსებას ისახავს მიზნად და არ ატარებს სადამსჯელო ფუნქციას.3

როგორც წესი, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც უკვე დამდგარი ზიანი, ასევე 4


მიუღებელი შემოსავალი. მოთხოვნის ფარგლები იზღუდება მისი წინასწარ
განჭვრეტადობის შესაძლებლობით4 (შდრ. 412-ე მუხლის კომენტ.). ამასთან,

1MüKo/Kramer, BGB, 5. Aufl., 2006, § 241, Rn. 14.


2ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში. გვ. 74
3 MüKo/Huber, BGB, 5 Aufl., Art. 74 CISG, Rn. 16.

4 MüKo/Huber, BGB, 5 Aufl., Art. 74 CISG, Rn. 17.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირისა და ბრალის დადგენა ცალკეულ ზიანთან


მიმართებით.

5 დამატებითი შესრულების მოთხოვნის წარმატებულობა არ გამორიცხავს ზიანის


ანაზღაურების მოთხოვნას დაგვიანებული შესრულების გამო.5

II. შემადგენლობა

1. ზოგადად
6 ზიანის ანაზღაუარების მოთხოვნა განსხვავდება მისი ურთიერთმიმართებით სხვა
მეორად მოთხოვნებთან. კერძოდ, ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლას,
ფასის შემცირებასა თუ დამატებით შესრულებასთან კომბინირებადი თუ
კუმულირებადია6 და მისი განხორციელება ამ მოთხოვნებთან ერთად, ანუ მათ
პარალელურად არის შესაძლებელი.

7 ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობები დამოკიდებულია ვალდებულების და


მისი დარღვევის სახეზე. შესაბამისად იმიჯნება: ა) შესრულებასთან ერთად ზიანის
ანაზღაურების, ბ) შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურებისა და გ) ვადის
გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები.7

8 ზიანის ანაზღაურება შესრულებასთან ერთად გულისხმობს შემთხვევას, როდესაც


მხარე კვლავ დაინტერესებულია ხელშეკრულების შენარჩუნებით, თუმცა მას ამავე
დროს მიადგა ზიანი, რომლის ანაზღაურების მოთხოვნაც მას სურს. ეს ზიანი, ცხადია,
შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებას არ ემსახურება და თანამდევი ზიანის
ანაზღაურების ფუნქცია აქვს.

9 ამის საწინააღმდეგოდ, შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა


გულისხმობს შესრულების ინტერესის გამორიცხვას. ამ მოთხოვნის არჩევის
შემთხვევაში, მყიდველი კარგავს შესრულების მოთხოვნის უფლებას და მის ნაცვლად
ხდება შესრულების ინტერესის კომპენსაცია ფულადი სახით.8

10 შესრულებასთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია


განხორციელდეს ნებისმიერ სხვა მოთხოვნასთან ერთად, მათ პარალელურად.
შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება კი მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის
პარალელურადაა განხორციელებადი.

11 ეს განპირობებულია იმით, რომ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების


მოთხოვნა, როგორც წესი, ალტერნატიული მოთხოვნაა განმეორებით დამატებით
შესრულების მოთხოვნასა (როდესაც დამატებითი შესრულებისათვის დადგენილი ვადა
გასულია, შდრ. 492) და ფასის შემცირების მოთხოვნსთან მიმართებით.

5 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 64.


6 ბიოლინგი/ ლუტრინგჰაუსი, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ.
30.
7 MüKo/Ernst, BGB, 5. Aufl., 2007, § 280, Rn. 5.

8 MüKo/Ernst, BGB, 5. Aufl., 2007, § 281, Rn. 68.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

შესრულებასთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განხორციელება კი 12


შესაძლებელია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ არსებული
ინტერესის მიუხედავად, სხვა მოთხოვნებთან ერთად შეუზღუდავად. შესაბამისად, იგი,
შესაძლებელია, განხორციელდეს, მათ შორის, დამატებითი შესრულების მოთხოვნის
პარალელურად.9

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, როგორც კომბინირებადი მოთხოვნის, სხვა მეორად 13


მოთხოვნებთან ერთად განხორციელება, ცალკეულ შემთხვევაში, დამოკიდებულია იმის
შეფასებაზე, ხომ არ ფარავს და ამდენად — გამორიცხავს ეს პარალელური მოთხოვნა
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.10

2. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა


494-ე მუხლის თანახმად, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულების სხვა პირობის 14
დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ზოგადი წესებით ხორციელდება, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც მყიდველმა წინასწარ იცოდა ნაკლის შესახებ.

ა) შესრულებასთან ერთად ზიანის ანაზღაურება


შესრულებასთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლოა წარმოიშვას 15
ვალდებულების დარღვევისთანავე.11 ის შეიძლება განხორციელდეს პირველადი
შესრულების, დამატებითი შესრულებისა და ფასის შემცირების მოთხოვნასთან
ერთად.12

მყიდველს, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია ვალდებულების დარღვევის


შედეგად მიადგეს ზიანი, მაგრამ ჰქონდეს ხელშეკრულების შესრულების მიმართ
ინტერესი. სწორედ ამიტომ, გამართლებულია მას წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება მიუხედავად ხელშეკრულების შენარჩუნებისა.

შესრულებასთან ერთად ზიანის ანაზღაურება შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც 16


არაძირითადი (ინფორმირების ვალდებულების დარღვევა, რამაც გამოიწვია ზიანი), ისე
ძირითადი ვალდებულების დაღვევიდან (ნასყიდობის საგნის ნაკლის შედეგად
მყიდველს მიადგა ზიანი). მას აქვს როგორც დამატებითი შესრულების (უნაკლო ნივთის
მიღების), ასევე ზიანის ანაღაურების მოთხოვნის უფლება შესაბამისი წინაპირობების
დაცვით.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სხვა მოთხოვნებთან ერთობლიობაში მხოლოდ იმ 17


ნაწილშია დასაშვები, რასაც პარალელური მოთხოვნა არ ფარავს. მაგალითად, თუ
ნაკლიანი ნივთის მიღებისას ზიანი ის განსხვავებაა რომელიც უნაკლო და ნაკლიანი
ნივთის ღირებულებებს შორის არსებობს, ხოლო მყიდველს აქვს ინტერესი დაიტოვოს
ნივთი შესაბამის ფასად, აღნიშნული განხორციელებადია ფასის შემცირების უფლების

9 MüKo/Ernst, BGB, 5. Aufl., 2007, § 280, Rn. 2; Unberath, in Beck OK BGB, § 280, Rn. 46 ff.
10 ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში. გვ. 68;
MüKo/Huber, BGB, 5 Aufl., Art. 74 CISG, Rn. 7.
11Lorenz, in Beck OK BGB, § 280, Rn. 46.

12Kleine/Scholl, Das Konkurrenzverhältnis primärer und sekundärer Gläubigerrechte bei Pflichtverletzungen im

allgemeinen Schuldrecht, NJW, Heft 48, 2006, S. 3462.


3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

გამოყენებით. ამ უფლების გამოყენების შეთმხვევაში, ზიანის ანაზღაურება


პარალელურად დასაშვები იქნება მხოლოდ, თუ ნაკლიანი მიწოდებით მყიდველს სხვა
ზიანიც მიადგა, რომელიც ფასის შემცირების უფლების განხორციელებით ვერ
იფარება.13 გადაფარვის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეულ
შემთხვევის გათვალისწინებით, მყიდველს შესაძლებელია ინტერესი ჰქონდეს, ფასის
შემცირების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს ან პირიქით, ზიანის
ანაზღაურებაზე მეტად მის ინტერესს ფასის შემცირების მოთხოვნა პასუხობდეს.
მაგალითად, თუ ფასის შემცირების მოთხოვნა ბრალის არსებობას არ ადგენს
წინაპირობად, ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია ბრალის არსებობა.
მეორესმხრივ, ფასის შემცირებით შესაძლებელია მყიდველის ინტერესების
დაბალანსება სრულად ვერ მოხდეს, თუ ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო თანხა
უფრო ნაკლებია, ვიდრე ნივთის შემცირებული ღირებულება, მათ შორის, ფასის
შემცირებით მიღებული ანაზღაურების შესაბამისად ნაკლის გამოსწორების შედეგად.

18 იმ მომენტამდე, სანამ მყიდველი არ ითხოვს შესრულების ნაცვლად ზიანის


ანაზღაურებას, მას აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ვალდებულების
დარღვევის გამო (ნაკლიანი შესრულების, ვადის გადაცილების შემთხვევებში).
მაგალითად, ლეგიტიმურია ზიანის ანაზრაურების მოთხოვნა ვადის გადაცილების გამო
იმ მომენტამდე, სანამ მყიდველი არ განახორციელებს შესრულების ნაცვლად ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნას. შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
განხორციელების შემდეგ ზიანის ანაზღაურების დაანგარიშება შესრულების მიმართ
მყიდველის ინტერესის კომპენსირებით უნდა მოხდეს.

19 შესრულებასთან ერთად ვადის გადაცილებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების


მოთხოვნა ხორციელდება 494-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ალტერნატივისა და
404-ე მუხლის შესაბამისად.

ბ) შესრულების ნაცლვად ზიანის ანაზღაურება


20 შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც წესი, წარმოიშობა
მხოლოდ კრედიტორის მიერ მოვალისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის
უშედეგოდ გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მისი გამოყენების წინაპირობაა, მეორად
მოთხოვნათაგან უპირატესად გამოსაყენებლი, დამატებითი შესრულების მოთხოვნის
უშედეგოდ განხორციელება.14

21 შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლასთან ერთად


არის განხორციელებადი.15 ხელშეკრულებიდან გასვლასთან ერთად ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს 494-ე მუხლის, 407-ე მუხლის,
394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 395-ე მუხლის პირველი ნაწილის კუმულაციის
საფუძველზე.16 ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებიდან გასვლა არ ფარავს

13 შდრ. MüKo/Huber, BGB, 5 Aufl., 2007, Art. 74 CISG, Rn. 13.


14 შდრ. Magnus, in Staudinger BGB, 2005, CISG, Art. 45, Rn. 21 ff.
15 MüKo/Ernst, BGB, 5. Aufl., 2007, § 281, Rn. 11.

16 ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ.

30.
4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

ზიანს, რომელიც მიადგა მყიდველს ვალდებულების დარღვევის შედეგად. გადახდილ


საფასურს შესაბამისად მყიდველი მოითხოვს 352-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო
ზიანის ანაზღაუარებას — 494-ე, 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 395-ე მუხლის
პირველი ნაწილის ერთობლიობით.

შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ვადის გადაცილების 22


შემთხვევაში 394-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს და შესაბამის წინაპირობებს
განსაზღვრავს. მოთხოვნის განხორციელებისათვის აუცილებელია, დამატებითი
შესრულებისათვის განსაზღვრულმა ვადამ უშედეგოდ ჩაიაროს. ამავე მუხლის მე-3
ნაწილი კი ითვალისწინებს დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულების
გამომრიცხავ გარემოებებს. ასეთია, თუ აშკარაა, რომ დამატებით ვადის განსაზღვრას
შედეგი არ მოჰყვება ან, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია
დაუყოვნებლივ ზიანის ანაზღაურება.17

შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიზნად ისახავს, დაფაროს 23


შესრულების მიმართ არსებული მყიდველის ინტერესი სრულად მაშინ, როდესაც
გამყიდველის მიერ შესრულება საბოლოოდ გამოირიცხა და შესრულების მიმართ
არსებული ინტერესის დაკმაყოფილება სხვა გზით უნდა მოხდეს.18 ბუნებრივია, ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა განხორციელებადია მხოლოდ ისეთი მოცულობით, რაც
ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუსციის შედეგად ვერ დაიფარება.19

შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, სანაცვლო 24


ხელშეკრულების დადებით წარმოშობილ ზიანს უკავშირდება. როგორ წესი, სანაცვლო
ხელშეკრულების დადება მყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის
უშედეგოდ გასვლის შემდეგ ხდება.20

ამასთან, გამონაკლისის სახით, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება გამართლებული 25


იყოს ასეთი ხელშეკრულების დადება დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, თუ
არსებობს ვადის განსაზღვრის გამომრიცხავი საფუძვლები და სავარაუდოა, რომ
მოსალოდნელი ზიანი ბევრად მაღალი იქნება ვიდრე ზიანი, რომელიც ჩანაცვლებითი
ხელშეკრულების დადებით დადგება.21 ასეთ შემთხვევაში მყიდველი ორმხრივი
ინტერესის გათვალისწინებით ხელმძღვანელობს, რათა შეამციროს მოსალოდნელი
ზიანი სკ-ის 415-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაგებით.22

სანაცვლო ხელშეკრულებისათვის ზიანის გამოთვლა ხდება იმ განსხვავების 26


დაანგარიშებით, რაც არსებობს არსებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფასსა და

17 შდრ. მაჩალაძე, ზიანის ანაზღაურება ვალდებლების დარღვევისას, ქართული სამართლის მიმოხილვა,


სპეციალური გამოცემა, 2004, გვ. 95
18 Otto, in Staudinger BGB, 14. Aufl., 2014, § 280, Rn. E14.

19 MüKo/Huber, BGB, 5 Aufl., 2007, Art. 74 CISG, Rn. 8.

20 Otto/Schwarze, in Staudinger BGB, 14. Aufl., 2014, § 281, B141.

21 MüKo/Huber, BGB, 5 Aufl., 2007, Art. 74 CISG, Rn. 10.

22 ჩაჩავა, მყიდველის მეორადი უფლებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი, გვ. 70.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

სანაცვლო ხელეკრულებით გადასახდელ ფასს შორის. ეს ცხადია არ გამორიცხავს სხვა


სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მისგან დამოუკიდებლად.23

27 ჩანაცვლებითი ხელშეკრულების დადება მყიდველის მიერ საკუთარ ხარჯზე და


საკუთარ ინტერესებში ხორციელდება იმ რწმენით, რომ ამ ხელშეკრულების დადების
შედეგად წარმოშობილი ზიანი მოვალეს დაეკისრება.24

28 საინტერესოა ვენის ნასყიდობის კონვენციის მიდგომა, რომლის შესაბამისად პირს


ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლოა წარმოეშვას 76-ე მუხლის შესაბამისად,
მიუხედავად იმისა, დადო თუ არა მყიდველმა სანაცვლო ხელშეკრულება. ზიანის
დაანგარიშება მოხდება ხელშეკრულების საგნის საბაზრო ღირებულებასა და
სახელშეკრულებო ფასს შორის არსებული განსხვავების საფუძველზე.25

გ) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება


29 494-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველს არ წარმოეშობა ნივთის ნაკლის
გამო მოთხოვნა, თუ მან ხელშეკრულების დადების მომენტში იცოდა ნაკლის შესახებ.
ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ეჭვქვეშ დგება თავად ნივთის ნაკლის არსებობაც.
კერძოდ, თუ მყიდველმა ხელშეკრულების დადების მომენტში იცოდა ნაკლის შესახებ
და, ამის მიუხედავად, დადო ხელშეკრულება, ივარაუდება, რომ მან ხელშეკრულება
სწორედ ნაკლიანი ნივთის შეძენაზე დადო. კერძოდ, ნივთის მდგომარეობა
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შეთანხმებულ პირობად იქცა მიუხედავად
იმისა, ამ პირობაზე შეთანხმება სიტყვიერად მოხდა თუ კონკლუდენტურად.

30 სასამართლო პრაქტიკაში ეს ნორმა, მისი ზოგადი ფორმულირების გათვალისწინებით,


გამოიყენება „ნაკლიანი შესრულებისას“ სხვა მოთხოვნების გამომრიცხავ საფუძვლადაც
(ხელშეკრულებაზე უარის შემთხვევებში).26

III. სახელშეკრულებო შეთანხმება


31 395-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების გამორიცხვა წინასწარი
სახელშეკრულებო შეთანახმებით დაუშვებელია, თუ სახეზეა გამყიდველის მიერ
ვალდებულების განზრახ დარღვევა. ამასთან, 410-ე მუხლის თანახმად, ზიანის
ანაზღაურებაზე წინასწარ უარის თქმა დასაშვებია, თუ ეს გათვალისწინებულია
კანონით ან მხარეთა შეთნახმებით. 497-ე მუხლი კი ითვალისწინებს ნასყიდობის
სამართალში სპეციალურ წესს, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის შეზღუდვა ან
გამორიცხვა ხელშეკრულებით დასაშვებია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამყიდველი
განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის გამო.

32 ამ მუხლების ურთიერთკავშირში შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: 410-ე


მუხლი იზღუდება 497-ე და 395-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი
პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლებით. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების

23 იქვე.
24 იქვე.
25 იქვე.

26 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის N 2ბ/4380-10 გადაწყვეტილება.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

ვალდებულების გამორიცხვა დასაშვებია ნაკლიანი შესრულების გამო ზიანის


შემთხვევაში, თუ მყიდველი განზრახ არ დუმდა ნივთის ნაკლის გამო. სხვა
ვალდებულებათა დარვევის შემთხვევაში კი ხელშეკრულების თავისუფლება
შეიზღუდება 395-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმგვარად, რომ ზიანის
ანაზღაურების ვალდებულების გამორიცხვა წინასწარ დასაშვებად ჩაითვლება, თუ
გამყიდველის მიერ ვალდებულების განზრახ დარღვევა არ არის სახეზე.

ზიანის ანაზღაურების წინასწარ გამორიცხვასთან დაკავშირებით 33


გასათვალისწინებელია 348-ე მუხლის სპეციალური ბათილობის საფუძვლები
სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან მიმართებით. კერძოდ, 348-ე მუხლის „ვ“
ქვეპუნქტის თანახმად, ბათილია პირობა, რომელიც ზღუდავს ან გამორიცხავს ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ვალდებულების უხეში დაღვევის გამო. ამასთან,
მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ბათილად აცხადებს სტანდარტულ პირობას, რომელიც
ძირითადი ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის
მხარეს უზღუდავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

IV. მტკიცების ტვირთი


მყიდველს ეკისრება ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის, ვალდებულების 34
დარღვევის, ზიანისა და მისი მოცულობის, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობის
მტკიცების ტვირთი.27

მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ შესრულება ვადამოსული იყო, შესრულება არ 35


განხორციელდა, არაჯეროვნად განხორციელდა ან ვადის გადაცილებაა სახეზე. ამასთან,
იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა ნივთი მიიღო, მან უნდა ამტკიცოს ნივთის ნაკლის
არსებობა რისკის გადასვლის მომენტში.28

მოვალეს კი ესკირება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მისი ბრალი სახეზე არ 36
არის.29 ასევე, რომ მან ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა ან სახეზეა არაარსებითი
დარღვევა, ვადის გადაცილებისათვის ის არ იყო პასუხისმგებელი.30

27 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.


61; Otto, in Staudinger BGB, 14. Aufl., 2014, § 280, Rn. F1.
28 Otto/Schwarze, in Staudinger BGB, 14. Aufl., 2014, § 281, Rn. F1, F2.

29 Otto, in Staudinger BGB, 14. Aufl., 2014, § 280, Rn. F2.

30 Otto/Schwarze, in Staudinger BGB, 14. Aufl., 2014, § 281, F4, F5.

7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ

1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი


ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა
ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა
ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

2. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ


მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. მეწარმე მყიდველი .................................................................................................................................. 2
ა. ნასყიდობა ................................................................................................................................................ 2
ბ. მეწარმე .................................................................................................................................................... 2
2. შემოწმების ვალდებულების მიზანი და პროცედურა ..................................................................... 3
ა. შემოწმების ვალდებულება ................................................................................................................... 3
ბ. შემოწმება ................................................................................................................................................. 3
გ. შემოწმების შესაძლებლობა .................................................................................................................. 4
3. ნაკლის სახეობა ....................................................................................................................................... 5
4. შედავების განხორციელება (მყიდველისათვის პრეტენზიის წარდგენა) ..................................... 5
ა. პრეტენზია ................................................................................................................................................ 5
ბ. განხორციელება ...................................................................................................................................... 6
გ. შინაარსი ................................................................................................................................................... 6
დ. შედავების ვადა...................................................................................................................................... 6
5. 495-ე მუხლის გამოყენების გამომრიცხავი საფუძველი .................................................................. 7
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 8
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 8

I. ზოგადად
495-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს 1
ნივთი და ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში (ან იმ ვადაში, რა ვადაშიც შესაძლებელია
მისთვის ცნობილი გამხდარიყო ნაკლის შესახებ) შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ
გამყიდველს. წინააღმდეგ შემთხევაში, იგი კარგავს ნაკლის გამო მეორადი მოთხოვნების
განხორციელების უფლებას. განხილული რეგულირება პირდაპირ განსაზღვრავს მეწარმე
მყიდველის ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, 487-ე-489-ე მუხლების
მოთხოვნების დარღვევის მიუხედავად, არ წარმოიშობა 490-ე და შემდგომი მუხლებით
გათვალისწინებული მოთხოვნები.1

რამდენად გამორიცხავს 495-ე მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობა ზიანის ანაზღაურების 2


მოთხოვნის შესაძლებლობას დელიქტის საფუძველზე, დასაფიქრებელია.

ამ თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები 495-ე მუხლის შემუშავების მიზანი და მისი


ურთიერთმიმართება სსკ-ის სხვა ნორმებთან. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლის
მიზანი სწორედ ნაკლიანი ნივთის მიწოდებისას მეწარმე მყიდველისთვის ნივთის დროული

1 ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში. გვ. 86.


1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

შემოწმებისა და შეტყობინების ვალდებულების დაკისრებაა, ამ უკანასკნელისთვის, სსკ-ის 992-ე


მუხლის შემადგელობის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის დაშვება
გაუმართლებელია. ასეთი მკაცრი მიდგომა შესაძლებელია გამართლებული იყოს, მათ შორის,
ნაკლის შედეგად სხვა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების შემთხვევაში (ე. წ.
„Mangelfolgeschaden“), თუ თანამდევი ზიანი არ დადგებოდა მყიდველის მიერ ნივთის
დროული შემოწმებისა და პრეტენზიის წაყენების შემთხვევაში.2

3 მოწესრიგების მიზანია რისკების თანაბარი გადანაწილება გამყიდველსა და მყიდველს შორის,


ბრუნვის სისწრაფისა და სიმარტივის ხელშეწყობა რომელიც ორივე მხარის ინტერესებშია.3

4 ნორმა დისპოზიციურად უნდა ჩაითვალოს და მხარეები შეიძლება ინდივიდუალური


სახელეკრულებო პირობით შეთნახმდნენ ამ მოწესრიგებისაგან განსხვავებულ, უფრო მკაცრ ან
უფრო ლოიალურ წესებზე.4

II. შემადგენლობა
5 თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის
აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა
ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა
ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

1. მეწარმე მყიდველი

ა. ნასყიდობა
6 ნორმის მიზნის გათვალისწინებით, მოწესრიგება უპირველსად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე
ვრცელდება. თუმცა ნორმა შესაძლებელია გავრცელდეს ნასყიდობის ხელშეკრულების
ელემენტების მქონე მსგავს ურთიერთობაზედაც, როგორიცაა ნარდობა, გაცვლა,5 გვაროვნული
ნივთის სესხის ხელშეკრულება.6

ბ. მეწარმე
7 მუხლის გამოყენების წინაპირობაა, რომ მყიდველი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, რომელიც
მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად ჩაითვლება ასეთად. ნაკლებად მიზანშეწონილია
აღნიშნული გავრცელდეს პირებზე, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ
მეწარმის სტატუსის გარეშე.7 ნორმა ასევე არ უნდა გავრცელდეს თავისუფალი პროფესიის
წარმომადგენლებზე პროფესიული საქმიანობის განხორციელბის ფარგლებში.8 ამ მხრივ
გერმანული დოქტრინა მართებულად მიიჩნევს, რომ ნორმის მკაცრი მოწესრიგების
გათვალისწინებით, მისი განვრცობა და პირთა წრის გაფართოვება გაუმართლებლად დააწვება
ტვირთად ბრუნვის მონაწილეებს.9 შესაბამისად, გამართლებულია ნორმის გამოყენება

2 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2. Aufl. 2009, § 377, Rn. 168, 207-208; ვრცლად იხ.
Westphalen, Jahr-2000-Fehler und deliktische Haftung, DStR, 1998, Heft 44, S. 1722.
33 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 1.

5 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 2.


6 შდრ. მათ შორის BGH NJW 85, 2418, BGH, Urteil vom 27-03-1985 - VIII ZR 75/84 (Hamburg).
7 მაგალითად, არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
8 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2. Aufl. 2009, § 377, Rn. 23.

9 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2. Aufl. 2009, § 377, Rn. 24.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

გამოირიცხოს იმ მყიდველის მიმართ, რომელიც არ არის ამ მუხლით დადგენილი სპეციალური


სუბიექტი.10

2. შემოწმების ვალდებულების მიზანი და პროცედურა


მოწესრიგების თანახმად, მეწარმემ ნივთი უნდა შეამოწმოს დაუყოვნებლივ.11 აქ ერთისმხრივ 8
სამსჯელოა, რამდენად არის შემოწმების ვალდებულება აუცილებელი მოთხოვნა. ამასთანავე
მნიშვნელოვანია, შემოწმების ვალდებულების მომენტის დადგენა.

შემოწმების ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, მეწარმის ინტერესების დაცვას ემსახურება.


მან უნდა შეამოწმოს ნივთი დაუყოვნებლივ, რათა შეამოწმოს შესრულების ხელშეკრულებასთან
შესაბამისობა. შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ის დროულად შეატყობინებს გამყიდველს
ნაკლის თაობაზე და განახორციელებს შესაბამის მოთხოვნებს ნაკლიანი შესრულების გამო.

ა. შემოწმების ვალდებულება
შემოწმების ვალდებულება, უპირველესად, მყიდველის ინტერესშია, ვინაიდან ამ 9
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მან არაპირდაპირ შესაძლოა ნაკლის გამო შედავების
უფლება დაკარგოს.12 თავად შემოწმების ვალდებულების დარღვევა არ იწვევს მყიდველის მიერ
ნაკლის გამო შედავების უფლებას. თუმცა, შემოწმების ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში, მყიდველის მიერ ნაკლის შეუმჩნევლობის შემთხვევაში, მან შეიძლება ასეთი
უფლებები დაკარგოს.

დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება პირდაპირ არ უნდა განიმარტოს და ყოველი 10


კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით შეფასდეს. აღნიშნული შეფასება
დამოკიდებულია როგორც ნივთის თვისებებზე, ასევე რაოდენობაზე, მყიდველის ობიექტურ
შესაძლებლობაზე,13 განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირველი ობიექტური
შესაძლებლობისთანავე შეამოწმოს ნივთი.14 გერმანული დოქტრინის თანახმად, რთული
ტექნიკური დანადგარების მიწოდებისას (რომლის შემოწმებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს),
შემოწმების ვადა შეიძლება ორიდან ხუთ კვირამდე გამართლებულად ჩაითვალოს, მაშინ
როდესაც მალფუჭებად ნივთებთან დაკავშირებით, ნივთის თავისებურების გათვალისწინებით,
მისი შემოწმება პირდაპირი მნიშვენლობით დაუყოვნებლივ,15 4 საათის განმავლობაში16 ან
რამდენიმე დღის ვადაში იყოს აუცილებელი.17 შემთხვევის შეფასებისას გასათვალისწინებელია
ცალკეული შემთხვევის შესაბამისად ხარჯები, ტექნიკური და ორგანიზაციული
შესაძლებლობა. 18

ბ. შემოწმება
შემოწმება ნივთის თავისებურების გათვალისწინებით განსხვავებულად ხდება. ეს შეიძლება 11
იყოს ლაბორატორიული ანალიზი, ექსპერტიზა, დათვალიერება და სხვ. საყოფაცხოვრებო
ნივთებთან დაკავშირებით, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შემთხვევითი შერჩევის

10 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის N ას-902-942-2011 გადაწყვეტილება.


11 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის N ას-1337-1355-2011 გადაწყვეტილება.
12 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 38, Rn. 12-13.

13 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 25.

14 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2. Aufl. 2009, § 377, Rn. 88.

15 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 36.

16 მალფუჭებად ხილთან დაკავშირებით შდრ. Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2. Aufl. 2009, §

377, Rn. 101.


17 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 23.

18 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2. Aufl. 2009, § 377, Rn. 92.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

წესით შემოწმება საკმარისია მისი ვიზუალური დათვალიერების ან დაგემოვნების


საშუალებით.19

12 გერმანული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება,


შემოწმება რამდენადაა შესაბამისი. ასე მაგალითად, სასამართლომ კონსერვების ქილების
მიწოდების შემთხვევაში 2400 დან 5-ის შემთხვევითი შერჩევის გზით შემოწმება საკმარისად
მიიჩნია. 20 000 კომპიუტერის დისკიდან 20-ის შემოწმება კი არასაკმარისად ჩაითვალა.20

13 თუ შემოწმების ფარგლებში გარკვეული ეჭვი ან ეჭვის საფუძველი გაჩნდება, საფუძვლიანი და


დეტალური შემოწმება აუცილებელია.21

გ. შემოწმების შესაძლებლობა
14 იმისათვის, რომ მყიდველს წარმოეშვას მიღებული შესრულების შემოწმების ვალდებულება, მან
ნივთი უნდა მიიღოს ისეთი ფორმით, რომ ჰქონდეს შემოწმების რეალური შესაძლებლობა.
მიწოდება არ უკავშირდება რისკის გადაცემის მომენტს,22 ვინაიდან მოცემული ვალდებულების
რეალიზებისათვის აუცილებელია, მყიდველს ფაქტობრივად ჰქონდეს შესაძლებლობა,
შეამოწმოს შესრულება.

15 მაგალითად, თუ ნივთის გადაცემა დამონტაჟების ვალდებულებით ხდება, მისი მიწოდება


მხოლოდ დამონტაჟების შემდეგ უნდა ჩაითვალოს განხორციელებულად.23 წაღების
ვალდებულების შემთხვევაში, შესრულება მიწოდებულად ჩაითვლება არა მისი
გამოცალკევებისა და წაღებისათვის მომზადების მომენტში, არამედ ფაქტობრივი გადაცემის
შემდეგ24 (ვადის გადაცილება კრეტიდორის მიერ არ უტოლდება მიწოდებას ამ
მიზნებისათვის).25

16 გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში მიწოდება განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს იმ


მომენტში, როდესაც გადამზიდველი შესრულებას გადასცემს მყიდველს, მყიდველის მიერ
დასახელებულ მიღებაზე უფლებამოსილ პირს, ან შეთანხმებულ ადგილას წასაღებად
გამზადებისას, თუ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება არსებობს.26 ნივთი მიწოდებულად
ჩაითვლება, თუ მყიდველი უსაფუძვლოდ არ იღებს შესრულებას.27

17 ობიექტურ გარემოებებთან ერთად შესაძლებელია, შემოწმების შესაძლებლობა მეწარმის


სუბიექტურ მიზეზებს უკავშირდებოდეს და პატივსადები იყოს. ასეთად შეიძლება განხილულ
იქნეს ნივთის მიღებისას თანამიმდევრობით უქმეები, გამყიდველის ხანმოკლე არყოფნა
ადგილზე,28 ან სხვა გონივრული საფუძველი, რომელიც ობიექტურად გაამართლებს შემოწმების
დაყოვნებას.29

19 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 63.


20 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 26.
21 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 26.

22 შდრ. Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 16-17.

23 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 5, 6.

24 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 22.

25 შდრ. BGH NJW 95, 3381, BGH, Urteil vom 11-10-1995 - VIII ZR 151/94 (Bamberg).
26 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 21; Hopt, in Baumbach/Hopt, HGB,
Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 8.
27 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 11.

28 Müller, in Ebenroth/Bojoung/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 107.

29 Müller, in Ebenroth/Bojoung/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 109.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

3. ნაკლის სახეობა
ვინაიდან კანონდებელი არ აკონკრეტებს ნაკლის სახეობას, სავარაუდოა, რომ მოცემულ 18
შემთხვევაში იგულისხმება როგორც უფლებრივი ასევე ნივთბრივი ნაკლი. თუმცა გერმანულ
სამართალში ანალოგიური ფორმულირების მიუხედავად, მიიჩნევა, რომ მოწესრიგება მხოლოდ
ნივთობრივ ნაკლზე ვრცელდება და ნორმის განსხვავებული განმარტება გაუმართლებელია,
ვინაიდან ის შეცვლიდა წლების განმავლობაში ერთგვაროვნად დამკვირებულ პრაქტიკას.30

უფლებრივ ნაკლთან დაკავშირების სპეციალურ მოწესრიგებას შეიცავს ვენის ნასყიდობის 19


კონვენციის 43-ე მუხლი. მოწესრიგების თანახმად მყიდველს არ ევალება ნივთის შემოწმების
ვალდებულება უფლებრივი ნაკლის კონტექსტში. თუმცა იგი ვალდებულია, გამყიდველს
შეატყობინოს და მიუთითოს უფლებრივი ნაკლის აღმოჩენის ან აღმოჩენის შესაძლებლობის
წარმოშობიდან გონივრულ ვადაში. მყიდველი ვალდებულია ასევე, გამყიდველს აცნობოს
მესამე პირთა ვინაობა და წაყენებული მოთხოვნები. შეტყობინების ვალდებულების
დარღვევით მყიდველი კარგავს უფლებრივი ნაკლის გამო შედავების უფლებას.31

რამდენად ჩაითვლება ამ მუხლის მიზნებისათვის არაძირითადი ვალდებულების დარღვევა 20


ნაკლად, სადავოა. გერმანული დოქტრინის თანახმად არაძირითადი ვალდებულება, რომელიც
ძირითადი ვალდებულებასთან დაკავშირებულია, შეიძლება ნაკლს გაუთანაბრდეს.
მაგალითად, თუ არაჯეროვანი შეფუთვა ნივთის ვარგისიანობას განაპირობებს, ის ნაკლად უნდა
ჩაითვალოს. ამის საპირისპიროდ, ნაკლად არ უნდა ჩაითვალოს ისეთი ხასიათის არაძირიადი
ვალდებულების დარღვევა, რომელიც გამყიდველის ძირითადი ვალდებულების შესრულებას
არ უკავშირდება.32

მოცემული წესი ვრცელდება ნაკლთან გათანაბრებულ შემთხვევებზედაც, მათ შორის სულ სხვა 21
ნივთის მიწოდების, ასევე ნივთის ნაკლები რაოდენობით მოწოდების შემთხვევაზეც,33

4. შედავების განხორციელება (მყიდველისათვის პრეტენზიის წარდგენა)

ა. პრეტენზია
შედავება არ არის ნების გამოვლენა, ვინაიდან ორიენტირებულია გამყიდველისათვის 22
ინფორმაციის მიწოდებაზე და ის არ არის უშუალოდ მიმართულია სამართლებრივი შედეგების
წარმოშობისაკენ. შესაბამისად, უმნიშვნელოა მყიდველი შეტყობინებისას ითვალისწინებს თუ
არა იმ შესაძლო მოთხოვნების განხორციელებას, რომელიც მას წარმოეშობა ნაკლიანი
შესრულებიდან.34 მიუხედავად ამისა, იგი განიხილება, როგორც გარიგების მსგავსი ქმედება, და
მის მიმართ მოქმედებს ნების გამოვლენის შესაბამისი წესები.35 შესაბამისად, პრეტენზიის
წარდგენა გერმანული დოქტრინის თანახმად უნდა მოხდეს ქმედუნარიანი ან სულ მცირე
შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიერ. სადავოა, რამდენად არის პრეტენზია

30 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 42.


31 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 43, Rn. 27.
32 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 15.

33 Müller, in Ebenroth/Boujoung/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 35, Hopt, in Baumbach/Hopt, HGB,

Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 16-18.


34 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 122.

35 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 124.

5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მიღებასავალდებულო.36 კერძოდ დასაფიქრებელია, მის მიმართ გავრცელდება 51-ე მუხლის 1-


ლი ნაწილი თუ ის განხორციელებულად ჩაითვლება მისი გაცხადების მომენტიდან.37

ბ. განხორციელება
23 პრეტენზიის განხორციელებისათვის სპეციალური ფორმა გათვალისწინებული არ არის.
შესაბამისად, ჩვეულებრივ დამკვიდრებული კომუნიკაციისათვის მიღებული ნებისმიერი,
სწრაფი და ადეკვატური დანახარჯების შემცველი საშუალების გამოყენება მისაღებია. ასეთი
შეიძლება იყოს, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინება.38 პრეტენზია უნდა განხორციელდეს
მყიდველის (ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის) მიერ გამყიდველის (ან
უფლებამოსილი პირის) მიმართ.39

24 ცალკეულ შემთხვევაში, გამართლებულია, პრეტენზია ჩაითვალოს დროულად და კანონის


შესაბამისად განხორციელებულად, თუ მყიდველი ამისათვის იყენებს ბრუნვაში ჩვეულებრივ
მიღებულ კომუნიკაციის საშუალებებს.40 ასეთი მიდგომა გაუმართლებელია, თუ მყიდველი
არაკეთილსინდისიერია კომუნიკაციის საშუალების არჩევაში (მაგ. იცის რომ გამყიდველი
შვებულებაშია და ის ვერ გაეცნობა აღნიშნულ საფოსტო შეტყობინებას.)41

გ. შინაარსი
25 გამყიდველმა პრეტენზიის წარდგენის ფარგლებში არ უნდა გააკეთოს ნაკლის დეტალური
აღწერა. თუმცა შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს ზოგად პრეტენზიებს. გამყიდველისათვის
შეცნობადი უნდა იყოს, კონკრეტულად რომელ ნივთზე, რომელ პარტიაზე, კონრეტულად რა
ტიპის ნაკლზე აცხადებს მყიდველი პრეტენზიას.42 თუმცა რა უფლებების განხორციელებას
აპირებს იგი, არ უნდა მიეთითოს პრეტენზიაში. 43

დ. შედავების ვადა
26 გერმანული მოწესრიგებისაგან განსხვავებით, ქართველი კანონმდებელი, ერთი შეხედვით,
მიჯნავს ნივთის შემოწმების ვადას შედავების ვადისაგან. კერძოდ, სკ-ის 495-ე მუხლი
ითვალისწინებს მყიდველის მიერ ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულებას, თუმცა
ნაკლის გამო შედავების ვალდებულებას მისი აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში აკისრებს.
ცალკეული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამსჯელოა, როგორ უნდა განიმარტოს
შესაბამისი ვადა.

დ.ა. შემოწმების შედეგად შეცნობადი ნაკლის გამო შედავების ვადა

27 სავარაუდოა, რომ პირველი ალტერნატივა ითვალისწინებს მეწარმის მიერ გულისხმიერი


შემოწმების შედეგად შეცნობადი ნაკლის შემთხვევას.44

36 ვრცლად იხ. Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 136.
37 შდრ. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 32.
38 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn. 51.

39 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 126.

40 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 139.

41 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 40.

42 შდრ. ასევე Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn. 26.

43 NJW 96, 2228; BGH, Urteil vom 14-05-1996 - X ZR 75/94 (Naumburg); Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35,

2012, § 377, Rn. 42, 141.


44 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 118.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

შეცნობადია ნაკლი, რომელიც სამეწარმეო გულისხმიერების გათვალისწინებით მყიდვლის


შესაძლებლობის ფარგლებში დაუყოვნებლივ დადგენადია საგულდაგულო შემოწმების
შედეგად.45

ასეთ შემთხვევაში, შესაბამის ვადად უნდა ჩაითვალოს მყიდველის მიერ პირველი


შესაძლებლობისთანავე შეტყობინება ბრალეული შეფერხების გარეშე.46 სხვაგვარი განმარტების
შემთხვევაში, დაუცველი რჩება ნორმის მიზანი, ხელი შეუწყოს სამეწარმეო ბრუნვის სისწრაფესა
და სიმარტივეს.

ვენის ნასყიდობის კონვენციის განმარტებების ფარგლებში, შესაბამის ვადად, ცალკეული 28


შემთხვევისა და ნივთის თავისებურების გათვალისწინებით, ჩაითვლება 7 დღემდე ვადა,47
მალფუჭებადი ნივთის შემთხვევაში — არაუმეტეს 3 დღისა.48 ვადა, რომელიც ერთი
შემთხვევისათვის შესაბამისია, სხვა შემთხვევის ფარგლებში არსებული ობიექტური
გარემოებების, პერსონალური თავისებურებების, საწარმოს სპეციფიკის,49 ნასყიდობის საგნის
და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ასეთად არ ჩაითვლება. შესაბამისად ვადის
შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულად უნდა შეფასდეს.50

დ.ბ. შედავების ვადა ისეთი ნაკლის არსებობისას, რომლის აღმოჩენაც დაუყოვნებლი


შემოწმების შედეგად შეუძლებელია

თუ ნაკლი მეწარმის მიერ გულისხმიერი დაუყოვნებლივი შემოწმების შედეგად შეცნობადი არ 29


არის, სახეზეა დაფარული ნაკლი. უმნიშვნელოა, მყიდველმა შეამოწმა თუ არა ნივთი, იმ
შემთხვევაში, თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად მისი აღმოჩენა შეუძლებელი იყო.51

დაფარული ნაკლის არსებობისას მყიდველი ვალდებულია, იმ ვადაში წააყენოს პრეტენზია 30


ნაკლის გამო, რომლის განმავლობაშიც მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ნაკლის შესახებ.
შესაბამისად, დაფარული ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველმა პრეტენზია უნდა
წაუყენოს გამყიდველს დაუყოვნებლივ, კერძოდ შესაძლებლობის ფარგლებში ბრალეული
შეფერხების გარეშე.52

5. 495-ე მუხლის გამოყენების გამომრიცხავი საფუძველი


თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ 31
მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

დუმილი ეს არის შეგნებული, კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგო


შეუტყობინებლობა. კერძოდ, შეგნებული დუმილი გულისხმობს გამყიდველის მიერ
მყიდველის შეცდომაში შეყვანას (ნაკლის დამალვას) იმ ვარაუდით, რომ მყიდველი ნაკლს ვერ

45 NJW-RR 99, 565, OLG Köln, Urteil vom 6. 3. 1998 - 19 U 185–97.


46 შდრ. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 20.
47 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn 35-38.

48 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn 39.

49 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn. 44-47.

50 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn. 42, 43.

51 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 38; შდრ. ასევე Müller, in
Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 119
52 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 39.

7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

აღმოაჩენს, თუმცა რომ აღმოეჩინა პრეტენზიას წარაგენდა.53 ამ დროს უმნიშვნელოა, რამდენად


თვალსაჩინო იყო ნაკლი.54

32 გასაზიარებელია გერმანულ დოქტრინაში განხილული მიდგომა, ნაკლის გამო სხვა


სამართლებრივი სიკეთის დაზიანების შემთხვევაში (ე. წ. „Mangelfolgeschaden“), მყიდველმა
შეინარჩუნოს დელიქტის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ სახეზეა
გამყიდველის ბრალი. ასეთი უფლება მყიდველს უნდა ჰქონდეს მიუხედავად იმისა, მყიდველის
მიერ ნაკლის შემოწმებისა და პრეტენზიის წაყენების ვალდებულების გულისხმიერად დაცვის
შემთხვევაში დადგებოდა თუ არა ზიანი.55

III. სამართლებრივი შედეგი


33 თუ მყიდველი დაარღვევს ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას
(მოვალეობას), მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

კანონმდებელი მოცემული მოწესრიგებით გარკვეუქლ ფიქციას უშვებს. კერძოდ, თუ მყიდველი


შესაბამის ვადებში არ წააყენებს პრეტენზიას ნივთის ნაკლის გამო, ივარაუდება, რომ მან ნივთი
მოიწონა. შესაბამისად, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო სახელშეკრულებო მოთხოვნების
წაყენების უფლება. აღნიშნული ვრცელდება ასევე იმ არაძირითად ვალდებულებათა
დარღვევაზე, რომელიც ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულია და ნაკლს უტოლდება.
ვალდებულების დარღვევის სხვა შემთხვევებზე მოთხოვნათა გამორიცხვა არ ვრცელდება.56

34 აღნიშნული მოწესრიგება გერმნაულ სამართალში განიხილება, როგორც სასამართლოს მიერ


საკუთარი ინიციატივით შესამოწმებელი შესაგებელი.57 კერძოდ, მიუხედავად იმისა, მხარე
დააყენებს თუ არა დავის შემთხვევაში შესაგებელს იმის თაობაზე, რომ მყიდველმა დაარღვია
ნივთის შემოწმებისა და პრეტენზიის შესაბამის ვადაში განხორციელების მოვალეობა,
სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულზე და, შესაბამისად, დაადგინოს, რამდენად აქვს
მყიდველს კვლავ ნაკლიანი ნივთის გამო მოთხოვნების წაყენების უფლება.

35 თუ მყიდველმა ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის დარღვევით დაკარგა ნაკლის


გამო შედავების უფლება, ნივთის თვისებებში შეცდომის საფუძვლით შეცილების უფლება (74-ე
მუხლის მე-2 ნაწილი) უდავოდ უნდა გამოირიცხოს. სხვაგვარად მყიდველს ყოველთვის
ექნებოდა აღნიშნულ ნორმაზე გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაც მოწესრიგების მიზანს
შეეწინააღმეგება და კანონმდებლის ნებად ვერ ჩაითვლება.58

IV. მტკიცების ტვირთი


36 მყიდველს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მან ნივთის შემოწმება და ნაკლის
შესახებ პრეტენზია შესაბამის ვადაში და შესაბამისი ფორმით განახორციელა.59 იმ შემთხვევაში,

53 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 53.


54 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 166.
55 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 183; Magnus, in Staudinger BGB, Buch

2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn. 62.


56 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 49.

57 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 45-46; შდრ. ასევე Müller, in
Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 151.
58 Müller, in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, BGB, 2.Aufl. 2009, § 377, Rn. 201.

59 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn. 72.

8
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

თუ ნაკლის გამოვლენა მოგვიანებით მოხდა, მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ სახეზე იყო
დაფარული ნაკლი, რომლის აღმოჩენაც მას გულისხმიერი შემოწმების შედეგად არ შეეძლო.60
სატელეფონო შეტყობინების შემთხვევაში, მყიდველმა უნდა მიუთითოს შეტყობინების
თარიღი, შეტყობინების შინაარსი და მიმღები პირი.61

მყიდველს ეკისრება ასევე 495-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინაპირობების არსებობის 37


დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება. მან უნდა დაასაბუთოს, რა
გარემოებებით დასტურდება გამყიდველის მიერ ნაკლის შესახებ ცოდნისა და მყიდველისათვის
ამის თაობაზე შეგნებულად დამალვის ფაქტი.62

60 Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, Aufl. 35, 2012, § 377, Rn. 55.


61 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 39, Rn. 72.
62 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 40, Rn. 13.

9
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა

თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ


ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

I. ზოგადად
ვარგისიანობის ვადა გარანტიის ერთგვარი სახეა. ეს არის სახელშეკრულებო 1
შეთანხმება, რომელიც მყიდველს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მეტ დაცვის
გარანტიას ანიჭებს და მის უფლებებს აფართოვებს.1 შესაბამისად, ნივთის
ვარგისიანობის ვადის განსაზღვრით არ შეიძლება მყიდველის უფლებრივი
მდგომარეობის გაუარესება.2 ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა ნივთის
თვისებების, მისი ხარისხისა და ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით უნდა
მოხდეს. აღნიშნული მყიდველის ინფორმირებას ახდენს და მის მოლოდინს აზუსტებს
კონკრეტულ ნივთთან მიმართებით.

გარანტიის მიზანსა და დანიშნულებას კარგად წარმოაჩენს, მაგალითისათვის, DSFR-ში


სამომხმარებლო ხელშეკრულებებისათვის გათვალისწინებული მოწესრიგებაც. ის
განსაზღვრავს დამატებითი დაცვის გარანტიებს მომხმარებლისათვის, რათა გარანტიით
არ მოხდეს მისი შეცდომაში შეყვანა. მოგწესრიგების შესაბამისად, გარანტია
აუცილებლად უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ მასში მითითებული პირობები არ
ახდენს ზეგავლენას ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნების წარმოშობაზე. ამასთან ის უნდა ადგენდეს დამატებით გარანტიებსა და
უპირატესობას მყიდველისათვის გამყიდველის მიერ ნაკლიანი შესრულების
შემთხვევაში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან მიმართები.3

II. შემადგენლობა
ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა გამყიდველის მიერ ნივთის თვისებების 2
თაობაზე გარანტიის დაკონკრეტებაა. კერძოდ, გამყიდველი გარანტიას გასცემს ნივთის
თვისებებთან დაკავშირებით გარკვეულ ვადამდე.4 ჩვეულებრივი გარანტიისაგან
განსხვავებით, მოწესრიგების თავისებურება და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობას,
რომ ნივთის თვისებებზე გარანტიას გამყიდველი გასცემს მიუხედავად იმისა, რომ
ნივთის გადაცემის მომენტში ნივთი უნაკლო იყო. თვისობრიობის გარანტიის
შემთხვევაში კი ის ვრცელდება მხოლო იმ შემთხვევებზე, როდესაც ნაკლი რისკის
გადაცემის მომენტში უკვე სახეზე იყო.5

გამყიდველის მიერ ვარგისიანობის ვადის განსაზღვრით გამყიდველი იღებს 3


პასხისმგებლობას, რომ ნივთი გათვალისწინებული ვადის ფარგლებში შეინარჩუნებს
გარკვეულ თვისებებს. თუ ნაკლი ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა, სახეზე იქნება

1 Faust, in Beck OK, BGB, 28. Aufl., 2011, § 443, Rn. 1.


2 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 443, Rn. 19, 20.
3 http://ec.europa.eu/justice/contract/files/european-private-law_en.pdf, IV.A.; 6; 103; p.1433.
4 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 443, Rn. 14.
5 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 443, Rn. 9.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

ვალდებულების დარღვევა.6 ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, იყო თუ არა ნივთი


ნაკლიანი რისკის გადაცემის მომენტში.7

4 ნივთის ვარგისიანობის ვადა არ უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადად. 8 ნივთის


ვარგისიანობის ვადა არსებითად იმიჯნება ხანდაზმულობის ვადისაგან მისი ფუნქციისა
და შინაარსის მიხედვით. კერძოდ, ვარგისიანობის ვადა ეს არის პერიოდი რომლის
განმავლობაშიც უნდა გამოვლინდეს ნაკლი, რათა მყიდველს ჰქონდეს მოთხოვნის
უფლება. ხოლო ხანდაზმულობის ვადა ის პიეროდია, რომლის განმავლობაშიც
მყიდველს აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისი მოთხოვნები.9

5 ვარგისიანობის ვადის ფარგლებში პრობლემურია საკითხი, რომ მყიდველს საგარანტიო


ვადის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, ზემოქმედება განახორციელოს ნივთზე და
ამგვარად გამოიწვიოს საგარანტიო შემთხვევა. შესაბამისად, ვარგისიანობის ვადის
განსაზღვრის ფარგლებში გამყიდველის პასხისმგებლობა არ უნდა გავრცელდეს
ნაკლზე, რომლის წარმოშობაზე გავლენის შესაძლებლობაც გამყიდველს არ ჰქონდა და
რომელიც მყიდველის მიერ შესრულების შესაბამისად განხორციელებასთან
დაკავშირებული არ არის.10 ეს შესაძლებელია იყოს ნაკლი, რომელიც გამყიდველის
პასუხისმგებლობისა (რისკის)11 და ზეგავლენის სფეროში არ ექცევა.12

6 გამორიცხულია გამყიდველის პასუხისმგებლობა საგარანტიო ვადაში გამოვლენილი


ისეთი ნაკლის გამო, რომელიც მყიდველის ბრალეული ქმედების, ნივთისადმი
შეუსაბამო მოპყრობის, ინტსრუქციის წესები დარღვევის ან მესამე პირების, მათ შორის
ცხოველების ზემოქშედების შედეგად გამოვლინდა.13

7 ნივთის ვარგისიანობის განსაზღვრა მყიდველთან ნივთის თვისობრიობაზე შეთანხმებას


გულისხმობს გარკვეული ვადით. ვარიგისიანობის ვადის განსაზღვრის
მიზანშეწონილობა ნივთის ბუნებიდან და თვისობრიობიდან უნდა გამომდინარეობდეს.
გაუმართლებელია, ვარგისიანობის ხელოვნურად მოკლე ვადის მითითებით მოხდეს
მყიდველის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გამორიცხვა.

8 ვარგისიანობის ვადის განსაზღვრის ფარგლებში (საგარანტიო შეთანხმებით)


საკანონმდებლო მოწესრიგების მოდიფიცირება დასაშვებია, თუ ის ნორმის ფუნქციას
ადეკვატურად იცავს. მაგალითად, თუ ნივთის ვარგისიანობის ვადაში გამყიდველი
მყიდველს სთავაზობს უფასოდ ნივთის შეკეთების შესაძლებლობას, ამ უფლებამ
შესაძლოა ჩაანაცვლოს მყიდველის მიერ ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლის
უფლება.14

6 MüKo/Gruber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 36 CISG, Rn. 14, 15.


7 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 443, Rn. 9.
8 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 443, Rn. 22.

9 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 443, Rn. 10.

10 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 443, Rn. 25.

11 MüKo/Gruber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 36 CISG, Rn. 24.

12 NJW 1996, 2504, BGH, Urteil vom 19-06-1996 - VIII ZR 117/95 (Köln).

13 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 443, Rn. 25.

14 იქვე.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

III. სამართლებრივი შედეგი


ვარგისიანობის ვადაში აღმოჩენილი ნაკლის გამო მყიდველს უფლება აქვს, დააყენოს 9
მოთხოვნა როგორც ამ ვადის ფარგლებში, ასევე ამ ვადის გასვლის შემდეგ. კერძოდ,
აღნიშნული მოთხოვნის განხორციელების მიმართ გავრცელდება ხანდაზმულობის
სახელშეკრულებო ვადა. დავის ფარგლებში არსებითი იქნება, მყიდველმა შეძლოს იმ
გარემოების დადასტურება, რომ ნაკლი სწორედ ვარგისიანობის ვადის ფარგლებში
გამომჟღავნდა.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოვლენილი ნაკლის გამო მყიდველის 10


პასუხისმგებლობა არ დგება, თუ ხელშეკრულების საგანი მალფუჭებადი ნივთია და
ნაკლი, რომელიც ვარგისიანობის ვადის ფარგლებში იყო გარანტირებული, სწორედ
ნივთის მალფუჭებად ბუნებას უკავშირდება და გამოვლინდება ამ ვადის გასვლის
შემდეგ.

თუ ნივთის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამომჟღავნდა ნივთის ფარული 11


ნაკლი, მყიდველს კვლავ აქვს მოთხოვნების გამხორციელების უფლება.15 ასეთ
შემთხვევეაში, მან უნდა ამტკიცოს, რომ ნაკლი ნივთზე რისკის გადაცემის
მომენტისათვის უკვე სახეზე იყო.16

IV. მტკიცების ტვირთი


მყიდველს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაომაზე, რომ ნაკლი ნივთის 12
ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა, ასევე იმისა, რომ გამყიდველის მიერ
განსაზღვრული იყო ნივთის ვარგისიანობის შესაბამისი ვადა.17 გარდა ამისა, გერმანულ
სამართალში გამოთქმული პოზიციის თანახმად, მანვე უნდა ამტკიცოს, რომ სახეზეა
ნაკლი, რომელზედაც ვრცელდებოდა ვარგისიანობის ვადის შესახებ გარანტია.18

ამის საპირისპიროდ, საგარანტიო ვადაში გამომჟღავნებული ნაკლის შემთხვევაში,


სწორედ გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ ნივთის ნაკლი მყიდველის ბრალეულმა
ქმედებამ გამოიწვია.19

15 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 36, Rn. 15.
16 MüKo/Gruber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 36 CISG, Rn. 26.
17 MüKo/Gruber, BGB, 6. Aufl., 2012, Art. 36 CISG, Rn. 17.

18 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 443, Rn. 49; MüKo/Gruber, BGB, 6. Aufl.,

2012, Art. 36 CISG, Rn. 23.


19 „სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის
გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლი და იმის
გათვალისწინებით, რომ კონდიციონერები მწყობრიდან გამოვიდა საგარანტიო ვადაში, მიიჩნია, რომ
სწორედ გამყიდველს — შპს „ი-კსს“ უნდა დაემტკიცებინა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მყიდველის
ბრალეულობით.“ დავა დასრულდა მორიგებით, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28
ივლისის N ას-717-676-2011 გადაწყვეტილება.
3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა

ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა


ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი
განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
1. პასუხისმგებლობის გამორიცხვის ფარგლები .................................................................................. 1
2. პასუხისმგებლობის გამორიცხვა ხელშეკრულების სტანდარტული პირობით ......................... 2
3. პასუხისმგებლობის გამორიცხვა წუნდებული პროდუქტის შემთხვევაში ....................................... 3
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 4
1. ზოგადად ................................................................................................................................................. 4
2. გავრცელება ............................................................................................................................................. 5
3. გამომრიცხავი გარემოება ..................................................................................................................... 5
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 6
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 7

I. ზოგადად

1. პასუხისმგებლობის გამორიცხვის ფარგლები


მხარეთა შეთანხმებით შესაძლოა ცალკეული ვალდებულების დარღვევისას სახელშეკრულებო 1
მოთხოვნათა წარმოშობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს. ასეთ შემთხვევაში, პირს, რომლის
უფლებებიც დაირღვა, არ გააჩნია ან შეზღუდული აქვს ვალდებულების დარღვევის გამო
მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლება.

ამის მიუხედავად, ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით, მყიდველს შესაძლოა წარმოეშვას 2


მოთხოვნები სხვა სამართლებრივი საფუძვლებიდან, მაგალითად, დელიქტით
გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძვლის შემადგენლობის წინაპირობების არსებობისას.

რამდენად მოიცავს სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის გამორიცხვა სხვა მოთხოვნის 3


საფუძველთა შემადგენლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობათა გამორიცხვას,
სადავოა. გერმანიის სასამართლო პრაქტიკა ძირითადად ემხრობა პასუხისმგებლობის
გამორიცხვის შესახებ შეთანხმების ვიწრო განმარტებას, რომლის შესაბამისად,
პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ შეთანხმება, როგორც წესი, მხოლოდ კონკრეტულ
სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეზღუდვასა და გამორიცხვაზე ვრცელდება.1

აღნიშნული მოსაზრება გასაზიარებელია იმ შემთხვევბში, როდესაც პასუხისმგებლობის 4


გამორიცხვა შესრულების კონკრეტულ თვისებასა თუ ხარისხს ან ინფორმაციას შეეხება.
ვალდებულების დარღვევა კი ცდება გათვალისწინებულ ფარგლებს.

თუ მხარეთა შორის პასუხისმგებლობის გამორიცხვა ზოგადი ფორმულირებით მოხდა, 5


ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, ხომ არ უნდა განიმარტოს აღნიშნული ფართოდ2 და
გარცელდეს როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერ მოთხოვნებზე.3

1Amsberg, Anspruchskonkurrenz, Cumul und Sameloop, 1994, S. 14; Klein, Konkurrenz und Auslegung, 1997, S.
63, 65.
2Georgiades, Die Anspruchskonkurrenz zum Zivilrecht und Zivilprozeßrecht, 1968, S. 87.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

6 კონკურენციის საკითხი ცალკეული ურთიერთობის სპეციფიკის გათვალიწინებით უნდა


გადაწყდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს თითოეული ნორმის დაცვითი ფუნქცია.4 უნდა
შეფასდეს, რამდენად იყო კანონდებლის ნება, დაეშვა ხელშეკრულების თავისუფლების
შეზღუდვა (სახელშეკრულებო შეთანხმების უგულვებელყოფა) ხელყოფილი სამართლებრივი
სიკეთის დაცვის მიზნით.5 ასეთი შეზღუდვა, როგორც წესი, გამართლებულია, თუ
ხელყოფილია ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე6 ან პიროვნული უფლებები. შესაბამისად,
დელიქტსა და სახელშეკრულებო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს შორის
ალტერნატიული კონკურენცია მხოლოდ გარკვეული დათქმით უნდა მოქმედებდეს.7

7 სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის გამორიცხვა, როგორც წესი, არ გამორიცხავს შეცილების


უფლებას შეცდომით დადებული გარიგების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეცდომა
(შეცილების საფუძველი) ნასყიდობის სწორედ იმ თვისებაში მდგომარეობს, რომლის შესახებ
პასუხისმგებლობაც გამოირიცხა სახელშეკრულებო შეთანხმებით.8

8 პასუხისმგებლობის გამორიცხვა ბათილია ასევე, თუ ის კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება


54-ემუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ
შეთანხმების ბათილობა, ცხადია, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას იმ
შემთხვევაში, თუ 62-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დაიდებოდა მისი ბათილი
ნაწილის გარეშეც.

2. პასუხისმგებლობის გამორიცხვა ხელშეკრულების სტანდარტული პირობით


9 პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების სტანდარტული
პირობის სახით ნამდვილია,9 თუ იგი არ ეწინააღმდეგება 346-ე მუხლით გათვალისწინებულ
„ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს“, ან 347-ე და 348-ე მუხლებით

3 BGH Urteil vom 24.11.1976 – VIII ZR 137/75 (Stuttgart), NJW, 1977, S. 380 f. („...Ob eine solche Freizeichnung
auch Ansprüche aus unerlaubter Handlung, soweit sie mit der mangelhaften Lieferung zusammenhängen, erfaßt,
bemißt sich nach der Auslegung einer derartigen Klausel im Einzelfall... Dabei ist neben dem Gesichtspunkt, daß
Freizeichnungsklauseln – als Ausnahme von der sich aus dem dispositiven Recht ergebenden Haftung –
grundsätzlich eng auszulegen sind, hier zusätzlich zu berücksichtigen, daß nach der sogenannten
„Unklarheitenregel“ verbleibende Zweifel an der Reichweite der in AGB enthaltenen Bestimmungen zu Lasten
desjenigen gehen, der sie aufgestellt hat und sich ihrer bedient.“)
4 შდრ. Bitter/Rauhut, Grundzüge zivilrechtlicher Methodik – Schlüssel zu einer gelungenen Fallbearbeitung, JuS,

2009, Heft 4, S. 295 („ტელეოლოგიური ექსტენცია“).


5 მაგალითად, დაუშვებელია პასუხისმგებლობის გამორიცხვა სამომხმარებლო ხელშეკრულების
ფარგლებში, ვინაიდან მომხარებელთა უფლებების დამცავ რეგულირებათა ერთ-ერთი უმთავრესი
მიზანი სწორედ მომხმარებლის დაცვაა გამოცდილი მეწარმის მიერ საკუთარი მოქმედების
თავისუფლების ბოროტად გამოყენებისაგან. ეს კი ხშირად სწორედ მომხმარებლის მიმართ
საკუთარი პასუხისმგებლობის გამორიცხვაში შეიძლება გამოიხატოს. იხ. დეტალურად BGH Urteil vom
24.11.1976 – VIII ZR 137/75 (Stuttgart), NJW, 1977, S. 380 f.; Schmidt-Salzer, Verbraucherschutz, Produkthaftung,
Umwelthaftung, Unternehmensverantwortung, NJW, 1994, Heft 20, S. 1306.
6 BGH Urteil vom 23.03.1966 – I b ZR 150/63 (Karlsruhe), NJW, 1967, S. 42; Gnos, Anspruchskonkurrenz im

schweizerischen Produktehaftpflichtrecht, 1997, S. 49.


7 ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, გვ. 88.

8 Gnos, Anspruchskonkurrenz im schweizerischen Produktehaftpflichtrecht, 1997, S. 50.

9 იხ. სსკ-ის 342-344-ე მუხლები; Lorenz, Schuldrechtsreform 2002: Problemschwerpunkte drei Jahre danach,

NJW, 2005, Heft 27, S. 1890, 1894.


2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

გათვალისწინებულ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის რომელიმე


სპეციალურ საფუძველს.10

„ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის“ საწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს პირობა, 10


რომელიც ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე უფლებებს იმგვარად ზღუდავს, რომ
ხელშეკრულების მიზნის მიღწევას საფრთხე ექმნება.11 გარდა ამისა, ცხადია, უპირატესად
შესამოწმებელია სტანდარტული პირობების მიმართ მოქმედი ბათილობის სპეციალური
საფუძვლები:

მაგალითისათვის, 348-ე მუხლის „ზ“ ქეპუნქტის შესაბამისად, ბათილია ხელშეკრულების


სტანდარტული პირობა, რომლითაც მხარეს ეზღუდება ან ერთმევა ძირითადი ვალდებულების
დარღვევის გამო ხელშეკრულებაზე უარისა თუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

ასევე 348-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ხელშეკრულების სტანდარტული


პირობის ბათილობის სპეციალური შემთხვევა, რომელიც, კანონისაგან განსხვავებით, ზღუდავს
შემთავაზებლის პასუხისმგებლობას ახალწარმოებული საქონლის მიწოდებისა და სამუშაოების
შესრულებისას ნივთის ნაკლის გამო.12

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებთან ერთად მხარეთა შორის 11


არსებობს ინდივიდუალური შეთანხმება პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე, ამ
უკანასკნელს უპირატესობა მიენიჭება.13 შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს მხოლოდ
ინდივიდუალური შეთანხმების მიმართ გათვალისწინებული შეზღუდვა.14

3. პასუხისმგებლობის გამორიცხვა წუნდებული პროდუქტის შემთხვევაში

1016-ე მუხლის თანახმად, „მწარმოებლის პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტისათვის არ 12


შეიძლება წინასწარ არც გამოირიცხოს და არც შეიზღუდოს. საწინააღმდეგო შეთანხმება
ბათილია.“

ნასყიდობის ხელშეკრულებით ნივთის ნაკლის გამო პასუხისმგებლობის გამორიცხვა


ვრცელდება იმ ნაკლზე, რომელიც მყიდველს ჩვეულებრივი ყურადღების გამოჩენის
შემთხვევაში შეეძლო და უნდა აღმოეჩინა.15

განსხვავებულად წესრიგდება საკითხი, როდესაც საქმე ეხება მწარმოებლის პასუხისმგებლობას 13


მომხარებლის მიმართ. აღნიშნულ ურთიერთობაში პასუხისმგებლობის წინასწარი გამორიცხვა
კანონსაწინააღმდეგო და ბათილია. ეს გამართლებულია იმით, რომ სახელშეკრულებო
თავისუფლება პასუხისმგებლობის გამორიცხვის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოქმედებს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის თანასწორობისა და ინტერესთა თანაფარდობის
შენარჩუნება შესაძლებელია.

10 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის


2006 წლის 14 თებერვლის N ას-992-1245-05 განჩინება და 2005 წლის 5 დეკემბრის N ას-772-1045-05
გადაწყვეტილება.
11Westermann, Das neue Kaufrecht, NJW, Heft 4, 2002, S. 242; შდრ. Brandenburg, Die teleologische Reduktion,

1983, S. 52.
12 Benecke, Gesetzesumgehung im Zivilrecht, 2004, S. 205 ff.

13 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 1.

14 Hampel, Kaufrechtliche Probleme beim Gebrauchtwagenkauf, JuS, 2003, Heft 5, S. 469.

15 Gnos, Anspruchskonkurrenz im schweizerischen Produktehaftpflichtrecht, 1997, S. 43.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

14 მომხმარებელთა უფლებების დაცვა გულისხმობს მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხის


უზრუნვეყოფას, რა ფარგლებშიც გამართლებულია მწარმოებლის უფლებების თანაზომიერი
შეზღუდვა და, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის დაწესება.
შესაბამისად, მწარმოებლისათვის ხელშეკრულებით პასუხისმგებლობის გამორიცხვის
შესაძლებლობის ჩამორთმევა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნვესაყოფად
მიზანშეწონილია და თანაზომიერი.16

15 ამდენად, 497-ემუხლით, პასუხისმგებლობის წინასწარი გამორიცხვის დასაშვებად აღიარების


მიუხედავად, აღნიშნული რეგულირება მომხარებელთა ინტერესების განსაკუთრებული დაცვის
უზრუნვეყოფის მიზნით შემუშავებული საგამონაკლისო მოწესრიგების თანახმად, რიგ
შემთხვევებში გამოირიცხება.17

II. შემადგენლობა

1. ზოგადად
16 497-ე მუხლი ითვალისწინებს გამყიდველის პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით
შეზღუდვისა თუ გამორიცხვის შესაძლებლობას ნაკლიანი ნივთის გაყიდვისას.

პასუხისმგებლობის გამორიცხვა ხელეკრულების თავისუფლების პრინციპის ამ მუხლით


დაშვებულ ფარგლებში ნებადართულია როგორც ზოგადი დათქმით, ასევე შესრულების
კონკრეტულ თვისებას, ხარისხსა თუ ინფორმაციასთან მიმართებით.18

17 პასუხისმგებლობის გამორიცხვა, როგორც წესი, ვრცელდება როგორც თვალსაჩინო, ასევე


დაფარულ ნაკლზე. დასაფიქრებელია, რამდენად გამართლებულია აღნიშნული გავრცელდეს
შემთხვევებზე, როდესაც ნაკლი გამოვლინდა ხელშეკრულების დადების შემდეგ, მაგრამ
მყიდველზე რისკის გადასვლამდე. გერმანული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა ასეთ
შემთხვევებზე პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ შეთნახმების გავრცელებას დასაშვებად
მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულებით პირდაპირ
არის გათვალისწინებული.19

18 ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა მოხდეს შეფასება, დასაშვებია თუ არა


პასუხისმგებლობის გამორიცხვა კონკლუდენტურად ან ფორმულირებით, რომელიც პირდაპირ
არ უთითებს პასუხისმგებლობის გამორიხვას, მაგრამ სავარაუდო მიზანი შეცნობადია (მაგ: „ამ
მდგომარეობაში მისაღებია“ და სხვ.).20

მაგალითისათვის, სახელშეკრულებო პირობა „შეძენილის გაცვლა ან უკან დაბრუნება


დაუშვებელია“ არ უნდა გავრცელდეს ნაკლის გამო ნივთის დაბრუნებისა და, მით უმეტეს,
დამატებითი შესრულების მოხოვნის უფლებაზე და არ უნდა გამორიცხავდეს მათ.21

16Schmidt-Salzer, Verbraucherschutz, Produkthaftung, Umwelthaftung, Unternehmensverantwortung, NJW,


1994, Heft 20, S. 1305; Heinrichs, in Palandt BGB Komm., 67. Aufl., 2008, § 134, Rn. 6 ff.; Gnos,
Anspruchskonkurrenz im schweizerischen Produktehaftpflichtrecht, 1997, S. 49.
17 ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, გვ. 148 და შემდგომნი.

18 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 4 ; NJW 2003, 1316, BGH, Urteil vom 24. 1. 2003 - V ZR

248/02 (Düsseldorf).
19 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 5-7.

20 იქვე.

21 BB 1986, 2279, FHZivR 33 Nr. 3918; Faust, in Beck OK BGB, § 444, Rn. 5.
4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

გასაზიარებელია ასევე გერმანული მიდგომა, რომლის თანახმად პასუხისმგებლობის გამორიხვა


არ უნდა გავრცელდეს ნივთის ნაკლზე, თუ მყიდველმა გასცა ნივთზე გარანტია.22

პასუხისმგებლობის გამორიცხვა, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია დუმილით მოხდეს.


ასეთად არ ჩაითვლება, მაგ., „სპეციალური ფასი“, ფასდაკლების, სალიკვიდაციო თუ სხვა
სპეციალური შეთავაზების შემთხვევა. თუმცა, ნაქონი ავტომანქანის შეძენის შემთხვევაში,
ჩვეულებრივი ცვეთით გამოწვეული შესაძლო ნაკლის შესახებ პასუხისმგებლობის გამორიცხვა
ივარაუდება.23

2. გავრცელება
პასუხისგებლობის გამორიცხვა უნდა ჩაითვალოს შეთანხმებულად, მიუხედავად იმისა, რომ 19
პირდაპირ აღნიშნული მითითებული არ არის, თუ სახელშეკრულებო პირობის შინაარსიდან ეს
გამომდინარეობს. მაგ: „ნაყიდია დათვალიერების შედეგად“; „შემოწმებულია“; ასეთ
შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამორიცხვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ ისეთ ნაკლზე,
რომელიც დათვალიერებისა თუ შემოწმების შედეგად თვალსაჩინო და შეცნობადი იყო.24

თუ პასუხისმგებლობა გამოირიცხა ნასყიდობის საგნის კონკრეტულ თვისებასთან 20


დაკავშირებით, პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ შეთანხმება ნამდვილია, თუმცა ის,
ცხადია, არ მოიცავს ვალდებულების დარღვევას, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ იმ
თვისებას, რომლის თაობაზედაც მოხდა მხარეთა შორის პასუხისმგებლობის გამორიცხვა.

პასუხისმგებლობის გამორიცხვა, რომელიც შეეხება ნივთის კონკრეტულ თვისებებს ან 21


კონკრეტულ პასუხისმგებლობის სახეს, უნდა გავრცელდეს მხოლოდ ნივთის ამ თვისებებისა
თუ პასუხისმგებლობის ნაწილში. ამ პირობის განვრცობა გამყიდველის ნებისმიერი ძირითადი
თუ არაძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობაზე,
ცხადია, გაუმართლებელია.25 არაძირითადი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე
პასუხისმგებლობის გამორიცხვა მისაღებია მხოლოდ, თუ ამის შესახებ პირდაპირ არის
მითითებული ხელშეკრულებაში და ის შეეხება ნივთის ნაკლს.26

ნაკლიანი ნივთის გამოყენების შედეგად წარმოშობილი თანმდევი ზიანისათვის


პასუხისგმებლობის გამორიცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ
პასუხისმგებლობის გამორიხვის შესახებ შეთანხმება ამას უშუალოდ ითვალისწინებს.27

3. გამომრიცხავი გარემოება
ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი, როგორც მხარეთა ინტერესების 22
დაბალანსების მექანიზმი, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ ფარგლებში, თუ
უზრუნველყოფილია ხელშემკვრელ მხარეთა თანასწორობა, ე. წ. შესაძლებლობების
პარიტეტი.28

22 იქვე. NJW, 2007, 1346, BGH, Teilversäumnis- und Schlussurteil vom 29. 11. 2006 - VIII ZR 92/06 (OLG
Oldenburg).
23 NJW, 1982, 1700, BGH, Urteil vom 21-04-1982 - VIII ZR 26/81 (KG).

24 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 7.

25 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 10.

26 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 10.

27 იქვე.

28 „Kraftparität“, იხ. Rittner, Die gestörte Vertragsparität und das Bundesverfassungsgericht, NJW, 1994, Heft 51, S.

3330.
5
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

ამდენად, 497-ემუხლში გამყიდველის პასუხისმგებლობის შეზღუდვა ან გამორიცხვა


დაუშვებლია, „თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ“. ამ შემთხვევაში
სახელშეკრულებო დათქმა ბათილია.

23 ვინაიდან კანონმდებელმა დაუშვა პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ შეთანხმების


შესაძლებლობა, აღნიშნული განხორციელებადი უნდა იყოს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ
დაინტერესებული მხარე ბოროტად იყენებს ასეთ უფლებას. კერძოდ, როდესაც ვალდებულების
დარღვევა უშუალოდ ხელშეკრულების საგნის იმ თვისებებს უკავშირდება, რომელთა
თაობაზედაც მოხდა პასუხისმგებლობის გამორიცხვა და, ამასთან, სახეზეა მოვალის
„განზრახვა“.29

24 მოვალის განზრახვა მოიცავს არა მხოლოდ ნივთის ნაკლის შესახებ ცოდნასა და


შეუტყობინებლობას, არამედ ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების
დარღვევასაც.30 მაგალითად, გადამყიდველმა, რომელმაც პირველადი მყიდველისაგან მიიღო
ინფორმაცია ნივთის თვისებებსა თუ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ ინფორმაციის
მყიდველისათვის მიწოდების დროს აუცილებელია, დააზუსტოს, რომ მისი ცოდნა ნივთის
მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველადი გამყიდველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას
ეყრდნობა და რომ მას თავად არ შეუმოწმებია ნივთი.31

უმნიშვნელო ნაკლის შესახებ გამყიდველმა მყიდველს უნდა შეატყობინოს მხოლოდ იმ


შემთხვევაში, თუ მყიდველი დასვამს შესაბამის შეკითხვებს.32

25 თუ მყიდველმა იკისრა გარანტია და ამასთანავე სახელშეკრულებო შეთანხმებით გამორიცხა


პასუხისმგებლობა, ხელშეკრულების შინაარსის განმარტება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ
გარანტიამ არ დაკარგოს თავისი ფუნქცია. თუ აღმოჩნდება რომ გარანტიისა და
პასუხისმგებლობის გამორიცხვის მოწესრიგების სფერო იდენტურია, გარანტიით
გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები უპირატესობით სარგებლობს.33

III. სამართლებრივი შედეგი


26 497-ემუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის პასუხისმგებლობის გამორიცხვისა თუ შეზღუდვის
შესახებ ინდივიდუალური შეთანხმების შემთხვევაში მყიდველს მოთხოვნების
განხორციელების უფლება გამყიდველის ვალდებულების დარღვევის გამო ეზღუდება ან
ერთმევა შესაბამისი პირობის ფარგლებში. ამ პირობის მიღმა პასუხისმგებლობის გამორიცხვა
ვერ იმოქმედებს. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის გამორიცხვა ბათილია, თუ არსებობს
ბათილობის ზოგადი (მაგალითად, სტანდარტული პირობის მიმართ მოქმედი) ან სპეციალური
საფუძვლები (გამყიდველის განზრახ დუმილი ნივთის ნაკლის გამო).

29 BGH Urteil vom 30.11.1971– VI ZR 100/70 (Stuttgart), NJW, 1972, S. 475; შდრ. ასევე სსკ-ის 395 I; OLG
Stuttgart Urteil vom 08.05.2008 – 13 U 223/07, NJW, 2009, S. 385, მათ შორის მითითებით, რომ გერმანიის
სამოქალაქო კოდექსის 521-ე პარაგრაფის ანალოგიის წესით გავრცელება გამართლებულია ყველა
უსასყიდლო ხელშეკრულებაზე, ასევე, მაგალითად, გამნათხოვრებლის მიმართ.
30 Faust, in Beck OK BGB, § 444, Rn. 8.

31 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 438, Rn. 28, 29; NJW, 2006, 2839, BGH, Urteil vom 7. 6. 2006 - VIII

ZR 209/05 (OLG Schleswig); NJW,1981, 928, BGH, Urteil vom 21-01-1981 - VIII ZR 10/80 (Köln).
32 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 438, Rn. 30

33 შდრ. იქვე. Rn. 21.

6
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

IV. მტკიცების ტვირთი


პასუხისმგებლობის გამორიცხვის მტკიცების ტვირთი გამყიდველს ეკისრება. მყიდველს 27
ეკისრება მტკიცების ტვირთი იმასთან დაკავშირებით, რომ გამყიდველი განზრახ დუმდა
ნივთის ნაკლის გამო.

7
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 498. უფლების ან სხვა ქონების გადასვლა

1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან


სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.

2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების


ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.

3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ


გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად
უნაკლო ნივთი.

I. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 1
1. ნასყიდობის წესების გავრცელება უფლებებსა და სხვა ქონებაზე ................................................. 1
2. ნაკლის თავისებურებები უფლების ნასყიდობის შემთხვევაში ..................................................... 2
3. მყიდველის ვალდებულების თავისებურება უფლების ნასყიდობისას........................................ 3

I. შემადგენლობა

1. ნასყიდობის წესების გავრცელება უფლებებსა და სხვა ქონებაზე

უფლების ნასყიდობის წესები ვრცელდება როგორც ვალდებულებით-სამართლებრივ, 1


ისე სანივთო უფლებებზე, რომელთა განკარგვაც შესაძლებელია.

ყველა უფლება არ არის განკარგვადი. ასეთია ისეთი პიროვნული უფლებები,1 რომელიც


ინდივიდისაგან განუყოფელია როგორიცაა მაგალითად სახელი. ასევე სხვა
პიროვნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული უფლებები და მოთხოვნები.2

ნასყიდობის საგანი შესაძლებელია იყოს ნოუ-ჰაუ, გამოგონება, იდეა,3 ასევე წილი 2


საზოგადოებაში, ან თავად საწარმო.4 მათ შორის შეიძლება იყოს შეზღუდული სანივთო
უფლებები, გირავნობა, იპოთეკა. ასევე სამშენებლო ნებართვიდან წარმოშობილი
უფლება, ფასიანი ქაღალდები განიხილება განკარგვაუნარიან უფლებად.5 ასეთი
შესაძლებელია იყოს გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის სამომავლო უფლებები (320-ე
მუხლის შეზღუდვის დაცვით).6 პრაქტიკაში ხშირია უფლების ნასყიდობა მშენებარე
ობიექტში წილის შეძენის ან წევრობის მინიჭების გზით.7

1 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 453, Rn. 5.


2 Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 3.
3 MüKo/Westermann, BGB, 7. Aufl., 2016, § 453, Rn. 6.

4 Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 25.

5 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 453, Rn. 3.

6შდრ. MüKo/Westermann, BGB, 7. Aufl., 2016, § 453, Rn. 3, 4.

7 MüKo/Westermann, BGB, 7. Aufl., 2016, § 453, Rn. 7.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

3 ცალკეულ შემთხვევაში, უფლება შეიძლება მოიცავდეს მატერიალური და


არამატერიალური სამართლებრივი სიკეთეების ერთობლიობას, როგორიცაა ე. წ.
8

„გუდვილი“,9 ნოუ-ჰაუ, კომერციული საიდუმლო, საქმიანი კავშირები, სახელი და სხვ.10

4 ხელშეკრულება, კერძოდ ხელშემკვრელი მხარის „პოზიცია“ თავისთავად


შესაძლებელია ასევე იყოს ნასყიდობის საგანი. მაგ.: ბინის ან ავტომანქანის ნასყიდობა,
მათ შორის ქირავნობის ხელშეკრულება, გერმანული დოქტრინის თანახმად,
შესაძლებელია ნასყიდობის საგანი იყოს.11 მაგალითისათვის, თუ „ა“-მ (მყიდველმა)
დადო „დ“-სთან (გამყიდველთან) ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის
შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა. „ბ“-ს სურს აღნიშნული ბინის შეძენა დღეს. „ა“ ვერ
გაყიდის ბინას, რადგა ის ჯერ თავად არ არის მესაკუთრე, თუმცა მას შეუძლია გაყიდოს
მასა და „დ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, კერძოდ მოთხოვნები აღნიშნული
ხელშეკრულებიდან.

2. ნაკლის თავისებურებები უფლების ნასყიდობის შემთხვევაში


5 სამართლებრივ სიკეთეთა ერთობლიობის განკარგვის შემთხვევაში სადავოა, ნაკლიანი
შესრულება ყოველ კონკრეტულ საგანთან მიმართებით უნდა შეფასდეს
დამოუკიდებლად თუ ხელშეკრულების საგანთან, როგორც ერთიანობასთან
მიმართებით. გამართლებულია მიდგომა რომლის თანახმად ნასყიდობის საგანი ერთ
მთლიანობად უნდა შეფასდეს, როგორ ფუნქციონირებადი ეკონომიკური ერთიანობა,
რომელიც ერთმანეთთან მჭირდოდ დაკავშირებულია იმგვარად, რომ იზოლირებულად
თითოეული საგნის ნაკლიანობის შეფასება გაუმართლებელია.12 მართებულია მიდგობა,
ამ ერთიანობაში ცალკეულ საგანთან დაკავშირებით არსებული მესამე პირთა
მოთხოვნები (უფლებრივი ნაკლი) მთლიანი ხელშეკრულების საგანთან მიმართებით
ნივთობრივ ნაკლად შეფასდეს, თუ ის ხელშეკრულების საგნის გამოყენებადობასა და
თვისობრიობას ხელყოფს.13

6 უფლება ნაკლიანია, თუ ის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფარგლებში და შესაბამისი


პირობებით არ არსებობს. მაგ. წილის შემთხვევაში, ის უნდა უზრუნველყოფდეს
შეთანხმებულ უფლებებს, როგორიცაა ხმის უფლება, შეთანხმებული მოგების მიღება;
ამასთანავე საზოგადოება არ უნდა იმყოფოდეს ლიკვიდაციის პროცესში.14

7 თუ უფლება არ არსებობს, მისი განკარგვა შეუძლებელია ან ის სხვა პირს ეკუთვნის,


ასეთ შემთხვევაში სახეზეა არა ნაკლიანი შესრულება, არამედ ვალდებულების
შეუსრულებლობა.15

8 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 453, Rn. 83.
9 გუგეშაშვილი, გუდვილი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი და მისი ადგილი
კონკურენტულ ურთიერთობაში, 2013, გვ. 131 და შემდგომნი.
10 Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 25.

11 Matusche-Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 15. Aufl., 2014, § 453, Rn. 4.

12 MüKo/Westermann, BGB, 7. Aufl., 2016, § 453, Rn. 27; Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 27.

13 იქვე.

14 Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 10, 11.

15 Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 12.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

3. მყიდველის ვალდებულების თავისებურება უფლების ნასყიდობისას


477-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს 8
ნასყიდობის საფასური და მიიღოს ნასყიდობის საგანი (განახორციელოს შესაბამისი
თანაქმედება საკუთრების უფლებისა და ნივთის გადაცემის უზრუნველსაყოფად).16

თანაქმედება შეიძლება გამოიხატოს გარკვეული ხარჯების გაწევაშიც, რაც კანონით ან 9


ხელშეკრულებით მყიდველს ეკისრება. მაგალითად, გერმანული მოწესრიგების
თანახმად, უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები (თუ უფლების გადაცემა
მისი რეგისტრაციით ხდება, ხელშეკრულების დამოწმებისა და მისი შესაბამისი წესით
რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯები) გამყიდველს ეკისრება.17

თუმცა გერმანულ ფორმულირება ოდნავ განსხვავებულია, კერძოდ გამყიდველს


ეკისრება უფლების დაფუძნების (წარმოშობის, Begründung) და გადაცემის ხარჯები,
მაშინ როდესაც სკ-ის ფორმულირების თანახმად გამყიდველი უფლების ნამდვილობის
დასაბუთებას და გადაცემის ხარჯებს კისრულობს. ბუნდოვანია, რა შეიძლება
იგულისხმებოდეს ნამდვილობის დასაბუთებაში.

შესაბამისად, მიზანშეწონილია 498-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება სწორედ


გერმანული მოწესრიგების მსგავსად განიმარტოს. კერძოდ, გამყიდველს დაეკისროს არა
უფლების ნამდვილობის დასაბუთება, არამედ ამ უფლების წარმოშობასთან
დაკავშირებული ხარჯები.

უფლების წარმოშობის ხარჯები გადაცემის ხარჯებისაგან იმ შემთხვევაში იმიჯნება, 10


როდესაც მათი გამიჯვნა შესაძლებელი და აუცილებელია, კერძოდ როდესაც ისინი
დამოუკიდებულად ხორციელდება. მაგალითად, თუ ხდება წილის ნაწილის გასხვისება,
უპირველესად უნდა მოხდეს წილის გამოყოფა და მასთან დაკავშირებული ხარჯების
გაღება, ხოლო შემდეგ კი — გადაცემა. ანალოგიურად მაგ. სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაცია თავისთავად არ არის სავალდებულო, მაგრამ იმისათვის რომ შემძენმა ამ
უფლებებით შეუზღუდავი სარგებლობა შეძლოს, აუცილებელია, მის განკარგვამდე ის
რეგისტრირებული იყოს შესაბამისი წესით.18

16 Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 13.


17 Faust, in Beck OK BGB, § 453, Rn. 14.
18 MüKo/Westermann, BGB, 7. Aufl., 2016, § 453, Rn. 15.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 499. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე

თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება


გადაეცემა ყოველ მომდევნო მყიდველს. მყიდველს შეუძლია თავისი უფლებების
ფარგლებში მოთხოვნები წარუდგინოს შესაბამის გამყიდველს ნასყიდობათა ამ რიგში.

I. ზოგადად
მოწესრიგება ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ნივთი რამდენჯერმე იყიდება. 1
კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება ყოველ
მომდევნო მყიდველს გადაეცემა. დასაფიქრებელია, რა იგულისხმება ფორმულირებაში
„ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება.“

შესაძლებელია ტერმინში იგულისხმებოდეს ვალდებულების დარღვევის (ნაკლის


საფუძველზე) საფუძველზე მოთხოვნის წაყენების უფლებები (Gewährleistungsrecht).

უზრუნველმყოფი უფლება ლიტერატურაში განიხილება ასევე, როგორც ნივთთან 2


დაკავშირებული უზრუნველყოფა, რაც ნაკლებად სავარაუდოა იყოს ნაგულისხმები
განსახილველი მოწესრიგების ფარგლებში. მაგალითისათვის განიხილება იპოთეკის
შემთხვევა, როდესაც ნივთზე არსებული ტვირთი ყოველ მომდევნო მყიდველზე გადავა
და თითოეულ მათგანს შედავების უფლება ექნება შესაბამის გამყიდველთან.1

II. შემადგენლობა

1. ზოგადად
ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს 3
ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ
ნივთის ნაკლის გამო შედავების უფლება ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს
მხოლოდ მისი უშუალო ხელშემკვრელი მხარის, გამყიდველის მიმართ აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის საგანი რამდენჯერმე იყიდება, ყოველი მყიდველი 4


უფლებამოსილია ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნები იმ გამყიდველს
წარუდგინოს, რომელიც მისი ხელშეკრულების უშუალო მხარეა. ცხადია, ეს არ
გამორიცხავს მომხმარებლის უფლებას, მოთხოვნები წარუდგინოს მწარმოებელს
არასახელშეკრეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში (შდრ. 1009-1016-ე მუხლები).

1. ნაკლიანი შესრულების შეფასება ცალკეული ხელშეკრულების ფარგლებში


ნივთობრივი ნაკლის შეფასება ყოველი ცალკეული ხელშეკრულების ფარგლებში 5
დამოუკიდებლად უნდა მოხდეს. აქ გასათვალისწინებელია, საბოლოო მყიდველის
მოლოდინი ნივთის მიმართ იყო თუ არა თავდაპირველი ან ერთ-ერთი შუალედური
მყიდველის მიერ განსაზღვრული/გამოწვეული. ასეთი შეიძლება იყოს რეკლამა, საჯარო
ინფორმაციის გავრცელება, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლოა არ მომხდარა
მეწარმესა და შუალედურ მყიდველს შორის ხელშეკრულების დადებისას.

1 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ. 53.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

6 ამ გარემოებების შეფასება მნიშვნელოვნია, რათა დადგინდეს, რამდენად აქვს საბოლოო


გამყიდველს, რომელსაც მყიდველმა წაუყენა მოთხოვნები ნივთის ნაკლის გამო, ამ
მოთხოვნების შესრულების შემდეგ საკუთარი ხელშეკრულების ფარგლებში არსებული
გამყიდველის მიმართ რეგრესის წესით იმავე მოთხოვნების რეალიზების
შესაძლებლობა. თავდაპირველი ან შუალედური გამყიდველი პასუხისმგებელი უნდა
დარჩეს რეგრესის წესით მისი ხელშემკვრელი მხარის მიმართ ნივთის დაპირებული
თვისებების გამო, ვინაიდან საბოლოო მომხმარებლის მიმართ სწორედ მან შექმნა
ნივთთან მიმართებით გარკვეული მოლოდინი.2

7 ასეთ შემთხვევაში, გამყიდველი, რომლის მიმართაც მყიდველმა საფუძვლიანად და


კანონით დადგენილი წესების დაცვით განახორციელა შესაბამისი მოთხოვნები,
უფლებამოსილია, რეგრესის წესით წააყენოს შესაბამისი მოთხოვნები საკუთარი
ხელშემკვრელი მხარისაგან. მაგალითად, თუ მყიდველი ნაკლის გამოსწორებას ან
ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი გამოცვლას ითხოვს, გამყიდველს შეუძლია თავად
გამოცვალოს ან გამოასწოროს ნაკლი და შემდეგ შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს
გამყიდველს.3

2. მოთხოვნათა დამუკიდებლობა ხელშეკრულებათა ჯაჭვში


8 ყოველი ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნები დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს.
მაგალითად, ნივთობრივი ნაკლი შესაძლოა არ არსებობდა ნივზე რისკის გადსვლის
მომენიტსათვის თავდაპირველ გამყიდველსა და მყიდველს შორის. შესაბამისად,
ყოველი შემდგომი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკლის არსებობის მომენტი, მის
შესახებ ინფორმირებულობის, ნივთის შემოწმების ვალდებულების დაცვის (495-ე
მუხლის შესაბამისად), პასუხისმგელობის გამორიცხვის (497-ე მუხლის შესაბამისად)
საკითხი დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს. ერთ-ერთი გამყიდველის მიერ ნივთის
თვისობრიობასა თუ მიზნობირობაზე დამატებითი პირობების შეთანხების
შემთხვევაში, ცხადია, აღნიშნული რისკი და პასუხისმგებლობა მხოლოდ მას უნდა
დაეკისროს და რეგრესის წესით თავდაპირველ ან შუალედურ გამყიდველზე
მიმართვის შესაძლებლობა გამოირიცხება.4

2 შდრ. Faust, in Beck OK BGB, § 478, Rn. 10-11.


3 შდრ. MüKo/Lorenz, BGB, 7. Aufl., 2016, § 478, Rn. 22.
4 MüKo/Lorenz, BGB, 7. Aufl., 2016, § 478, Rn. 23.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება

თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს,


გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს
ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის
ხარჯებს.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ..................................................................... 2
2. გამყიდველის ნივთზე წვდომის შესაძლებლობა .............................................................................. 2
3. შენახვის ვალდებულების ფარგლები ................................................................................................. 3
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 3
4. გამყიდველის პასუხისმგებლობის ფარგლები .................................................................................. 3
5. გამყიდველის მოთხოვნა ....................................................................................................................... 4
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 4

I. ზოგადად
მოწესრიგება ეხმიანება ვენის ნასყიდობის კონვენციის 85-ე მუხლს და მისი მიზანია, 1
განისაზღვროს, ვის ეკისრება ნივთის შენახვის ვალდებულება, როდესაც მყიდველი არ
იღებს ნივთს ან არ იხდის მის ფასს. ასეთ შემთხვევაში, გამართლებულია,
ხელშეკრულების იმ მხარეს დაეკისროს ნივთის შენახვის ვალდებულება, რომელსაც
ფაქტობრივად უფრო მარტივად მიუწვდება ნივთზე ხელი.1 გამყიდველს „ზრუნვის“
ვალდებულება ეკირება მიუხედავად იმისა, რომ ის მზად იყო, ნივთი გადაეცა
მყიდველისათვის. ამის გათვალისწინებით, იგი უფლებამოსილია მყიდველის
ინტერესებში განხორციელებული ქმედებების გამო გაწეული ხარჯები მოითხოვოს
მყიდველისაგან. მყიდველის ინტერესია ნივთის დაცვა დაზიანებისა თუ გაფუჭებისა და
სხვა რისკებისაგან.2

შენახვის ვალდებულება სახელშეკრულებო არაძირითად ვალდებულებათა რიცხვს 2


განეკუთვნება და კეთლისინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა.3 შენახვის
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, გამყიდველი
უფლებამოსილია, დაიტოვოს ნივთი მანამ, სანამ გამყიდველი არ აანაზღაურებს გაწეულ
ხარჯებს.4 გაწეული ხარჯები კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა იყოს
თანაზომიერი და შესაბამისი.5

1 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 1.


2 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 1.
3 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 3.

4 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 1.

5 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 2.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

II. შემადგენლობა

1. მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა


3 ნორმის გამოყენების წინაპირობაა მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა,
რაც შეიძლება გამოიხატოს ნივთის მიღების ან საფასურის გადახდის ვალდებულების
(სრულად ან ნაწილობრივ) დარღვევაში 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.6

უმნიშვნელოა, მყიდველი ნივთის მიღებას აყოვნებს თუ მის მიღებაზე საბოლოოდ


აცხადებს უარს.7 მოწესრიგება ანალოგიურად უნდა გავრცელდეს დამატებითი
შესრულების შემთხვევაზე.8

4 შემადგენლობა ვრცელდება მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულებაზე (ნივთის


მიღებასა თუ ფასის გადახდაზე) უარის თქმის იმ შემთხვევებზე, როდესაც მას ასეთი
უფლებამოსილება კანონის ან ხელეკრულების საფუძველზე არ გააჩნია. ასეთ
შემთხვევაში, რისკი მყიდველზე გადადის, თუმცა მოსალოდნელი ზიანის შემცირების
და მყიდველის ინტერესების დაცვის მიზნით, გამყიდველს ეკისრება ნივზე ზრუნვის
ვალდებულება.9

5 მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულებაზე (ნივთის მიღებასა თუ ფასის


გადახდაზე) უარის თქმის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, რისკი კვლავ
გამყიდველთან რჩება10 და მე-500 მუხლის გავრცელება გაუმართლებელია.

2. გამყიდველის ნივთზე წვდომის შესაძლებლობა


6 გამყიდველისათვის ნივთის შენახვის ვალდებულების დაკისრების აუცილებელი
წინაპირობაა, რომ მას კვლავ უნდა მიუწვდებოდეს ხელი ნივთზე.11 კერძოდ მას ან მის
სამსახურში მყოფ პირებს უნდა ჰქონდეთ ნივთი მფლობელობაში ან, სულ მცირე,
ჰქონდეს ტრასნპროტირებისათვის გადაცემულ ნივთზე წვდომის შესაძლებლობა.12
ასეთი წვდომა, როგორც წესი, გამოირიცხება, თუ გამყიდველმა მყიდველს გადასცა
დოკუმენტები. საპირისპიროდ ამისა, გამყიდველს კვლავ აქვს წვდომა ნივთზე, თუ მან
შესაბამისი დოკუმენტები მხოლოდ გადამზიდველს გადასცა მყიდველისათვის
გადაცემის მიზნით. ამ შემთხვევაში, გამყიდველის წვდომა გამყიდველის მიერ
გადამზიდველის მიმართ არსებული მითითების უფლების არსებობით აიხსნება და
არავის აქვს მეტი ლეგიტიმაცია ნივთთან მიმართებით, ვიდრე თავად გამყიდველს.13

6 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 4.


7 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 4.
8 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 4

9 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 4; განსხვავებული მოსაზრება იხ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016,

Art. 85 CISG, Rn. 6.


10 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 4.

11 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 5.

12 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 3.

13 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 3; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 5.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

3. შენახვის ვალდებულების ფარგლები


შენახვის ვალდებულების ფარგლები უნდა იყოს შესაბამისი და თანაზომიერი, რაც 7
ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. კერძოდ, გამყიდველს
ეკირება არა ყველა შესაძლო ზომის მიღება, არამედ მხოლოდ ისეთი ზომებისა,
რომელთა განხორციელებაც მას გონივრულად შესაძლოა მოეთხოვოს და
ეკონომიკურად გამართლებულად ჩაითვლება.14 გამყიდველის მხრიდან
განსახორციელებელი ზომების შესაბამისობის დადგენა უნდა მოხდეს ნივთის
თვისებების, მოსალოდნელი რისკებისა და ზიანის მოცულობისა თუ შენახვისათვის
საჭირო ხარჯების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე.15

შენახვის ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს ნივთის საწყობში განთავსებას, ან მისი 8


შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურის და სხვა შენახვის პირობების
უზრუნველყოფას.16

თანაზომიერია ხარჯები, რომელთა გაწევაც ნივთის „სუბსტანციისა“ და უსაფრთხოების 9


უზრუნვეყლოფის მიზნითაა აუცილებელი და, ამასთანავე, გათვალისწინებული
დანახარჯების მოცულობა ობიექტური შემფასებლის თვალსაწიერიდან
გამართლებულია მყიდველის ინტერესების დაცვის მიზნით, რომელმაც საბოლოოდ
უნდა იკისროს გაწეული ხარჯები.17

შენახვის ვალდებულება დროში შეზღუდული არ არის და მოქმედებს მანამ, სანამ 10


ხელშეკრულების შემდგომი ბედი არ გამოიკვეთება.18 ეს შეიძლება იყოს
ხელშეკრულებიდან გასვლა ან მყიდველის მიერ ნივთის მიღება.19

გამყიდველის ვალდებულება არსებობს მაშინაც, როდესაც არსებობს რისკი, რომ 11


მყიდველი გაწეულ ხარჯებს ვერ აანაზრაურებს. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა
აღნიშნული ხარჯების ამოღება ნივთის გაყიდვით უნდა მოახდინოს.20

III. სამართლებრივი შედეგი

4. გამყიდველის პასუხისმგებლობის ფარგლები


ვენის ნასყიდობის კონვენციის კომენტარებში ერთიანია პოზიცია, რომ ნივთის შენახვის 12
ვალდებულება არაძირითად ვალდებულებათა რიცხვს განეკუთვნება. შესაბამისად, ამ
ვალდებულების დარღვევა წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს (მეორად
მოთხოვნებს), მათ შორის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას შესაბამისი დამატებითი
წინაპირობების არსებობისას. ამ ვალდებულების დარღვევის საფუძვლით
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, როგორც წესი, გამოირიცხება ვალდებულების

14 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 5.


15 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 5; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 7.
16 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 8.

17 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 6.

18 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 7

19 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 9.

20 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 6.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

დარღვევის არაარსებითობის საფუძვლით.21 თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ამ


ვალდებულების დარღვევის შესაბამისი შედეგებისა და მნიშვნელობის
გათვალისწინებით ხელშეკრულბიდან გასვლა გამართლებული და მიზანშეწონილია.

13 გასათვალისწინებელია, რომ თუ გამყიდველი საკუთარი ვალდებულების


შესასრულებად ისარგებლებს სხვა პირთა მომსახურებით, ის პასუხს აგებს ამ პირთა
მოქმედებებისთვის 396-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული გამართლებულიცაა,
ვინაიდან იმ პირთა შერჩევისა და მათთვის ვალდებულებათა შესრულების
გადაკისრების არჩევანი სწორედ გამყიდველმა გააკეთა და შესაბამისი ტვირთიც თავად
უნდა იკისროს.22

5. გამყიდველის მოთხოვნა
14 გამყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს მყიდველისაგან ნივთის შენახვისათვის
გაწეული შესაბამისი და თანაზომიერი ხარჯები. ასეთი შეიძლება იყოს საწყობის ან სხვა
მესამე პირთა მომსახურება, რომელთა ღირებულებაც შესაბამისია ბაზარზე არსებულ
ფასებთან.23

ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა მიზანშეწონილია, წარმოიშვას მხოლოდ იმ


შემთხვევაში, თუ მყიდველს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის (369-ე
მუხლის შესაბამისად „თავის შეკავების“) უფლებამოსილება არ ჰქონდა. ნაკლებად
გასაზიარებელია, თუმცა ალტენრატივის სახით განიხილება ასევე შესაძლებლობა,
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა გავრცელდეს ნებისმიერ შემთხვევაზე, ხოლო
შემდეგ აღნიშნული ხარჯების გამოქვითვა მოხდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
წარდგენით გამყიდველის მიმართ.24

ნივთის დაკავების უფლება გამყიდველის მიერ გამართლებულია მყიდველის მიერ


ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.25

IV. მტკიცების ტვირთი


15 მყიდველის მიერ ნივთის მიღებისა და ფასის გადახდის ვალდებულების არსებობა
გამყიდველმა უნდა ამტკიცოს,26 რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ასეთი
ვალდებულება უნდა არსებობდეს.27 მყიდველმა თავის მხრივ უნდა ამტკიცოს, რომ
ვალდებულება შეასრულა (თუ ასეთი შემთხვევაა სახეზე), ან — მას არ ჰქონდა
შესრულების ვალდებულება. გამყიდველს ეკისრება ასევე გაწეული ხარჯების
აუცილებლობისა და თანაზომიერების მტკიცების ტვირთი.28

21 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 8; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 11.
22 შდრ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 12.
23 Saenger, Beck OK BGB, Art. 85 CISG, Rn. 9-10.

24 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 13-14.

25 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 15.

26 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 16.

27 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 13-14.

28 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 85 CISG, Rn. 16.

4
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

მუხლი 501. ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ

თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, მაგრამ სურს მართლზომიერად მისი უკან დაბრუნება,


მან უნდა იზრუნოს ნივთის შენახვისათვის; მყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი
მანამდე, ვიდრე გამყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

I. ზოგადად
501-ე მუხლი ითვალისწინებს მყიდველის არაძირითად ვალდებულებას, რომელიც 316- 1
ე მუხლით გათვალისწინებული გულისხმიერების ვალდებულების დაკონკრეტებაა.
მყიდველს ეკისრება ნივთის შენახვის ვალდებულება გამყიდველის ხარჯზე იმ
შემთხვევაში, თუ მას მართლზომიერად სურს მიღებული ნივთის უკან დაბრუნება.

მყიდველისათვის ამ ვალდებულების დაკისრება, მე-500 მუხლის მსგავსად, 2


გამართლებულია, ვინაიდან სწორედ მას აქვს უპირატესი წვდომა ნივთზე.1 ამასთანავე
გამართლებულია, ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს გამყიდველს, ვინაიდან
მყიდველი რომელიც ნივთს ინახავს სწორედ გამიდველის ინტერესებში მოქმედებს; ის
ზრუნავს ნივთის უსაფრთხოებასა და ვარგისიანობის შენარჩუნებაზე.2

II. შემადგენლობა
501-ე მუხლის გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა, რომ მყიდველმა ნივთი უნდა 3
მიიღოს ფაქტობრივად. ნივთის დოკუმენტების მიღება საკმარისი არ არის. (შდრ. 477 II,
ასევე 483-ე მუხლი).3

ამასთანავე მყიდველს უნდა ჰქონდეს ნივთის უკან დაბრუნების ნება და


უფლებამოსილება (რაზედაც მიუთითებს ფორმულირება „სურს მართლზომიერად მისი
უკან დაბრუნება“). ასეთი უფლებამოსილება შეიძლება გამომდინარეობდეს
დამატებითი შესრულების თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების
განხორციელების შედეგად. უფლებამოსილებასთან ერთად მყიდველს უნდა ჰქონდეს
4

ნივთის დაბრუნების ნებაც, რომელიც სასურველია გაცხადებული იყოს გამყიდველის


მიმართ ან მისთვის შეცნობადი იყოს სხვაგვარად.5

მყიდველი ვალდებულია გაიღოს ნივთის შენახვისათვის აუცილებელი ხარჯები, 4


რომელიც თანაზომიერი და შესაბამისია კონრკეტული შემთხვევის, ნასყიდობის საგნის,
მისი შენახვის სპეციფიკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ხარჯების
ანაზღაურების ვალდებულება გამყიდველს ეკისრება. ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის
მიზნით კი მყიდველი უფლებამოსილია, დაიტოვოს ნივთი მანამ, სანამ გამყიდველი არ
აანაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.6

1 შდრ. Saenger, Beck OK BGB, Art. 86 CISG, Rn. 1.


2 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 86 CISG, Rn. 1.
3 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 86 CISG, Rn. 2.

4 Saenger, Beck OK BGB, Art. 86 CISG, Rn. 2; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 86 CISG, Rn. 3.

5 იქვე Saenger, Beck OK BGB, Art. 86 CISG, Rn. 3.

6 შდრ. Saenger, Beck OK BGB, Art. 86 CISG, Rn. 4.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016

5 ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ


მყიდველი მართლზომიერად და ფაქტობრივად დააბრუნებს ნივთს.7 ცხადია, ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ხარჯები მყიდველის მიერ
ფაქტობრივად გაწეულია.8 მოცემული მოწესრიგების ფარგლებში ხარჯების ვიწრო
გაგებით განმარტების შემთხვევაში, მოთხოვნა მხოლოდ ფულად სახსრებზე
გავრცელდება, თუმცა ხარჯები ფართო გაგებით ადამიანურ რესურს, შრომას და
უშუალოდ მყიდველის ან მის სამსახურში მყოფ პირთა მიერ დახარჯულ დროსაც
შეიძლება მოიცავს.

7 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 86 CISG, Rn. 7.


8 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 86 CISG, Rn. 8.
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები

მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე


ნივთი შეინახოს მესამე პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა არათანაზომიერი
ხარჯები.

I. ზოგადად
მოწესრიგება ავსებს და აკონკრეტებს მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ 1
ნივთის შენახვის ვალდებულებას.1 კერძოდ პირი, რომელიც კონკრეტული
შემადგენლობის გათვალისწინებით, ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე
მხარის ხარჯზე შეინახოვს ნივთი მესამე პირის საწობში. ასეთი ხარჯები თანაზომიერია
და დაეკისრება მეორე მხარეს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ვითარების,
პირობებისა და გარემოებების გათვალისწინებით ის შესაბამისია მხარის ინტერესების
დაცვის უზრუნველსაყოფად.

II. შემადგენლობა

1. ზოგადად
მოწესრიგების შესაბამისად, პირი, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, 2
უფლებამოსილია, შეინახოს იგი მესამე პირის საწყობში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
აქედან წარმოშობილი ხარჯები არ იქნება არათანაზომიერი. ცხადია, ხარჯების
არათანაზომიერება თავისთავად არ გამორიცხავდეს ნივთის შენახვის
უფლებამოსილებას, თუმცა, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ხარჯების ანაზღაურების
მოთხოვნის ფარგლები (ოდენობა) ვალდებული პირისაგან.2

2. ხარჯების თანაზომიერება
ხარჯების თანაზომიერება შესაძლებელია ნივთის ღირებულების, თვისებებისა და სხვა 3
ფაქტორების გათვლისიწნებით, თავად მესამე პირის საწობში შენახვის
გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. თუმცა შესაძლოა, თავად გადაწყვეტილება
გამართლებული იყოს, მაგრამ შენახვის ხარჯების ოდენობა იყოს არათანაზომიერი.
ხარჯების ოდენობა თანაზომიერია, თუ ის შეესაბამება მსგავსი მომსახურებისათვის
ჩვეულებრივ გავრცელებულ საბაზრო ღირებულებას.

3. მესამე პირის შერჩევა


მესამე პირის შერჩევა ერთიმხრივ უნდა მოხდეს მომსახურების საფასურის 4
შესაბამისობის გათვალისწინებით. მეორემხრივ კი შერჩეული მესამე პირი შესაბამისი
უნდა იყოს დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად. თუ პირი ვერ უზრუნველყოფს
იმ პირობებს, რაც აუცილებელია ნივთის შესაბამის მდგომარეობაში შესანახად, მხარე,
რომელმაც იგი შეარჩია, პასუხისმგებელი იქნება შუესაბამო არჩევანის გამო

1შდრ. ანალოგიურად MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 2.


2MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 86 CISG, Rn. 2; Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012,
Art. 87, Rn. 3.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

წარმოშობილი ზიანისათვის.3 მხარის პასუხისმგებლობა ნივთის მესამე პირთან


შენახვის შემთხვევაში უპირველესად სწორედ მესამე პირის სწორად და გულისხმიერად
შერჩევაში გამოიხატება. მესამე პირის მიერ შემდგომ ვალდებულების დარღვევა, თუ
აღნიშნული მხარის მიერ წინასწარ შეცნობადი არ იყო, გამორიცხავს მხარის
პასუხისგმებლობას მესამე პირთა ქმედებების გამო.4

5 მესამე პირთან ნივთის შენახვის შემთხვევაში, როგორც წესი, მხარეს არ მოეთხოვება


დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება, გარდა იმ შემთხვვისა თუ ჩვეულებით სხვა
რამე არის დადგენილი. ასეთი მოლოდინი შესაძლებელია გამართლებული იყოს იმ
შემთხვევაში, თუ მესამე პირი (შემნახველი) ხელშეკრულებით გამორიცხავს საკუთარ
პასუხისგმებლობას ნივთის შენახვის განმავლობაში.5 ასეთ შემთხვევაში, დაზღვევის
ხელშეკრულების გაუფორმებლობა შესაძლოა არაძირითადი ვალდებულების
დარღვევად ჩაითვალოს და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც კი დააფუძნოს.6

6 მესამე პირისათვის ნივთის შესანახად გადაცემა, ვენის ნასყიდობის მოწესრიგების


მსგავსად, ქართულ სამართალშიც (434-441-ე მუხლებით გათვალისწინებული
შემთხვევების გარდა) არ ჩაითვლება შესრულებად.7

III. მტკიცების ტვირთი


7 ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრება მე-500 და 501-ე მუხლების
შესაბამისად.8 მესამე პირთან ნივთის შესანახად მიბარების აუცილებლობისა და
გაწეული ხარჯების თანაზომიერების ტვირთი იმ პირს ეკისრება, რომელიც ითხოვს
შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას.9

3 Saenger, Beck OK BGB, Art. 87 CISG, Rn. 3; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 3; Magnus, in
Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87, Rn. 5.
4 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 4

5 Saenger, Beck OK BGB, Art. 87 CISG, Rn. 3; Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87,

Rn. 6.
6 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 3.

7 Saenger, Beck OK BGB, Art. 87 CISG, Rn. 4; Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87,

Rn. 7; განსხვავებული მოწესრიგება იხ. გსკ-ის 378-ე პარაგრაფი.


8 შდრ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 6.

9 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87, Rn. 9.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება

1. მხარეს, რომელიც მე-500–502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით ინახავს


ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე მხარე
აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ მან უნდა
აცნობოს მეორე მხარეს.

2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა,


რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი თანხა კი
უნდა გადასცეს მეორე მხარეს.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 1
1. გამოყენების სფერო ................................................................................................................................ 1
2. ვალდებულების შერულების დაყოვნება ............................................................................................ 2
3. შეტყობინების ვალდებულება .............................................................................................................. 2
4. ნივთის გაყიდვა....................................................................................................................................... 3
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 3

I. ზოგადად
503-ე მუხლი 415-ე მუხლის მე-2 ნაწილის დაკონკრეტებაა. კერძოდ, მისი მიზანია, 1
კონკრეტულ ვითარებაში მოსალოდნელი, უფრო დიდი ოდენობის ზიანის თავიდან
აცილება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარე ვალდებულების შესრულებას
მნიშვნელოვნად აყოვნებს. შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ ნივთის გაყიდვა
გამართლებულია როგორც შემნახველის, ასევე მეორე მხარის ინტერესების
გათვალისწინებით.1

II. შემადგენლობა

1. გამოყენების სფერო
მოწესრიგება ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც მყიდველი არ იღებს შესრულებას ან 2
არ იხდის ნასყიდობის ფასს ან შენახვის ხარჯებს მე-500 მუხლის შესაბამისად; ნორმა
ვრცელდება ასევე შემთხვევებზე, როდესაც გამყიდველი 501-ე მუხლის შესაბამისად
უკან არ იღებს ნივთს ან არ იხდის შენახვის ხარჯებს.2 მოწესრიგების გავრცელება
ანალოგიის წესით გამართლებულად მიიჩნევა ასევე, როდესაც გამყიდველი თანახმაა,
უკან მიიღოს ნივთი, მაგრამ უარს აცხადებს გადახდილი საფასურის უკან
დაბრუნებაზე.3

1 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 1.


2 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 2.
3 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 2.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

2. ვალდებულების შერულების დაყოვნება


3 მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების დაყოვნება უნდა იყოს არსებითი და
გაუმართლებელი. ამ კრიტერიუმის შეფასებისათვის გასათვლისწინებელია როგორც
ვალდებულების შესრულების დაყოვნების ვადა (დრო, ხანგრძლივობა), ასევე
ცალკეული შემთხვევაში არსებული სხვა გარემოებები.4 რამდენად შეიძლება
ობიექტურად გამართლებული იყოს მხარის მიერ ნივთის გაყიდვა, დამოკიდებულია
მის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ოდენობის მიმართებაზე ნივთის ღირებულებასთან.5
ამასთან გასათვალისწინებელია, რამდენად არსებობს დასაბუთებული მოლოდინი, რომ
მეორე მხარე გაწეულ ხარჯებს არ აანაზღაურებს.6 ნივთის გასხვისების უფლება უდავოა,
როდესაც მოვალე საბოლოოდ უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე.7

3. შეტყობინების ვალდებულება
4 მხარე ვალდებულია, ნივთის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება აცნობოს მეორე
მხარეს. მოწესრიგების მიზანია, მეორე მხარეს ჰქონდეს საბოლოო გადწყვეტილების
მიღების შესაძლებლობა, შეასრულოს ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ მას კვლავ
გააჩნია შესრულების ინტერესი.8

5 შეტყობინება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს წარმოეშვა
შესაბამისი ვალდებულება და ვალდებულების შესრულების დაყოვნებაც სახეზეა.9

6 შეტყობინებისათვის სპეციალური ფორმა გათვალისწინებული არ არის. შეტყობინება არ


არის ნების გამოვლენა 50-ე მუხლის გაგებით, კერძოდ ის არ არის მიმართული
უშუალოდ სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.10 ეს არის
პირზე დაკისრებული ინფორმირების ვალდებულების განხორციელება. მიუხედავად
ამისა, მიზანშეწონილია მასზე გავრცელდეს 51-ე მუხლით გათვალისწინებული
მიღებავსავალდებული ნების გამოვლენის მიმართ მოქმედი წესები. კერძოდ,
შეტყობინება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ მიმღებს ჰქონდეს მისი გაცნობის
რეალური შესაძლებლობა. ვენის ნასყიდობის კონვენციის ფარგლებში შეტყობინება
განხორციელებულად ჩაითვლება მისი სათანადო კომუნიკაციის საშუალების
გამოყენებით გაცხადების და არა შეტყობინების მისვლისათანავე.11

7 შეტყობინება უნდა განხორციელდეს დროულად, იმგვარად, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს


რეალური შესაძლებლობა, მოახდიონს შესაბამისი რეაგირება.12

4 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 3.


5 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 3.
6 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 3; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 3.

7 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 3; Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 3.

8 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 4.

9 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 4.

10 ვრცლად იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 236.

11 ვენის ნასყიდობის კონვენციის განმარტებების თანახმად, შეტყობინება არ არის მიღებაავალდებულო


ნების გამოვლენა და მასზე არ უნდა გავრცელდეს მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის წესები.
რამდენად გასაზიარებელია აღნიშნული მიდგომა, სადავოა; Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 4;
Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 88, Rn. 8.
12 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 4.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

თუ მხარე შეტყობინების განხორციელებასთან ერთად მეორე მხარეს განუსაზღვრავს


დამატებით ვადას ვალდებულების შესრულებისათვის, ის ცხადია შებოჭილია ამ ვადის
ფარგლებში, არ გაასხვისოს ნივთი.13

შეტყობინება არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. შესაბამისად, მეორე მხარის უარი 8


ნივთის გაყიდვაზე არ ახდენს ზეგავლენას გაყიდვის უფლებამოსილებაზე. უარი
მხოლოდ იმ შემთხვევაშია გასათვალისწინებელი, თუ ამასთანავე მხარე ასრულებს
საკუთარ ვალდებულებას.14

4. ნივთის გაყიდვა
ნივთის გაყიდვისათვის სპეციალური წესი გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, 9
მისაღებია ნებისმიერი გასხვისება, რომლის საფასურიც ნივთის საბაზრო ღირებულების
ადეკვატურია.15

იმ შემთხვევაში თუ ნივთის გამოსყიდვას თავად გაყიდვაზე უფლებამოსილი პირი 10


ახორციელებს, შესყიდვის ფასის შესაბამისობა განსაკუთრებული გულისყურით უნდა
შემოწმდეს.16

III. სამართლებრივი შედეგი


მხარე, რომელიც მართლზომიერად ყიდის ნივთს, უფლებამოსილია გასხვისების 11
შედეგად მიღებული თანხით უპირატესად დაფაროს ნივთის შენახვისა და გაყიდვის
ხარჯები, დარჩენილი თანხა კი გადასცეს მხარეს.17 დარჩენილი თანხის მხარისათვის
გადაცემის ვალდებულება ვადამოსულია იმ მომენტიდან, როდესაც გამყიდველი
ნასყიდობის ფასს მიიღებს.18

503-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების დარღვევის შემთხვევაში, ნივთის გაყიდვა 12


არამართლზომიერად ჩაითვლება. შესაბამისად, არ წარმოიშობა ის სამართლებრივი
შედეგები, რაც 503-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა გათვალისწინებული. გამყიდველი არ
იქნება უფლებამოსილი, ნივთის გაყიდვის შედეგად მის მიერ გაწეული ხარჯების
დაფარვის მიზნით დაიტოვოს „ნავაჭრის ღირებულება“. ამასთან, შესაძლებელია
წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამყიდველის მიმართ ზოგადი წესების
შესაბამისად. მიუხედავად ამისა, 503-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების დარღვევა
არ ახდენს ზეგავლენას მესამე პირთან დადებული ნასყიდობის ნამდვილობაზე.19

13 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 5.


14 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 6.
15 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 5.

16 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 7.

17 შდრ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 8.

18 შდრ. Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 9.

19 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 4; Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 4.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი

თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი


მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის
დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრებანივთის შენახვა, ვალდებულია იგი
გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

I. ზოგადად
504-ე მუხლი 503-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას განავრცობს და მე-500 და 1
501-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობების არსებობისას ნივთის გაყიდვის
ვალდებულებას აკისრებს მხარეს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი მალფუჭებადია ან მას
გაუფასურება მოელის, ანდა შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

შემადგენლობა არსებითად განსხვავდება სკ-ის 503-ე მუხლით გათვალისწინებული 2


მოწესრიგებისაგან იმით, რომ ნივთის შენახვის ვალდებულების მქონე მხარეს, 504-ე
მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წინაპირობების არსებობისას, აქვს
ნივთის გაყიდვის ვალდებულება და არა მხოლოდ უფლებამოსილება.

II. შემადგენლობა
504-ე მუხლი, ვენის ნასყიდობის კონვენციის 88-ე მუხლის მსგავსად, ითვალისწინებს 3
ალტერნატივებს, როდესაც მხარე ვალდებულია გაყიდოს ნივთი. ასეთი ვალდებულება
წარმოიშობა, თუ ნივთი მალფუჭებადია, ან მისი შენახვა დიდი ხარჯებთან არის
დაკავშირებული. ვენის ნასყიდობის კონვენციისაგან განსხვავებით, 504-ე მუხლი
ითვალისწინებს დამატებით შემთხვევას, როდესაც ნივთს მოელის გაუფასურება.

1. მალფუჭებადი
მალფუჭებად ნივთებში, როგორც წესი, საყოფაცხოვრებო საქონელი მოიზარება.1 4
მალფუჭებადია ნივთი, რომელიც ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, დროის
მოკლე მონაკვეთში ფუჭდება, ანუ კარგავს მის გამოყენებისთვის აუცილებელ
თვისებებს.2 ვენის ნაყიდობის კონვენციის ფარგლებში მხოლოდ ნივთის ეკონომიკური
ღირებულების გაუარესება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნივთი მალფუჭებადად
ჩაითვალოს.3

2. მოსალოდნელი გაუფასურება
ნივთის გაუფასურების მოსალდნელობა, ვენის ნასყიდობის კონვენციისაგან 5
განსხვავებით, დამოუკიდებელ ალტერნატივად განიხილება 504-ე მუხლის
შებადგენლობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნივთის საბაზრო ღირებულება
არსებითად მცირდება. ვენის ნასყიდობის სამართალში ასეთი გარემოების არსებობა
მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სავალდებულო გაყიდვის წინაპირობად, თუ მისი შენახვის

1 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 6.


2 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 10.
3 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 10.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

ხარჯები ცდება მის ღირებულებას.4 ასეთ დათქმას არ ითვალისწინებს 504-ე მუხლი,


შესაბამისად დასაფიქრებელია, როგორ უნდა შეფასდეს ნივთის გაუფასურების
მოლოდინი და რამდენად არსებითი უნდა იყოს ნივთის ღირებულების გაუფასურება,
რომ შემთხვევა 504-ე მუხლის მოწესრიგების ქვეშ მოექცეს. შესაძლებელია,
მიზანშეწონილი იყოს ამ წინაპირობის კონვენციის შესაბამისად განმარტება.

3. შენახვის დიდი ხარჯები


6 „დიდი ხარჯების“ შეფასება ცალკეული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით
უნდა მოხდეს. კერძოდ, დასადგენია, თუ რამდენად თანაზომიერია შენახვის ხარჯები
ნივთის ღირებულებასთან. ხარჯები უდავოდ „დიდად“ ჩაითვლება, როდესაც შენახვის
ხარჯები ნივთის ღირებულას აღემატება.5

7 4. შეტყობინება
მხარეს, 503-ე მუხლისაგან განსხვავებით, არ ეკისრება შეტყობინების ვალდებულება.
მიუხედავად ამისა, ასეთი ვალდებულება, როგორც არაძირითად ვალდებულება, მხარეს
უნდა დაეკისროს ზოგადი წესების შესაბამისად. იგი გამომდინარეობს 316-ე მუხლის მე-
2 ნაწილიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია განსაკუთრებული დამატებითი
დანახარჯის გარეშე.6 ასეთ დათქმას ითვალისწინებს ვენის ნასყიდობის კონვენციის 88-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანხმად, იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, მხარე
ვალდებულია, შეატყობინოს ნივთის გაყიდვის შესახებ მეორე მხარეს. შესაძლებლობის
შეფასება ხორციელდება ნივთის გაფუჭებისა თუ გაუფასურების საფრთხესთან
ურთიერთმიმართებით, ასევე, თუ შეტყობინების განხორციელებით არ წარმოიშობა
დამატებითი არათანაზომიერი ხარჯები.7

5. გაყიდვა
8 გაყიდვის მართლზომიერება ფასდება 503-ე მუხლის მსგავსად. თუმცა, ნივთის
მალფუჭებადობის, გაუფასურებისა თუ ხარჯების გაზრდის რისკის გათვალისწინებით,
504-ე მუხლის მოთხოვნასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით ნივთის
გასხვისება მართლზომიერად და თანაზომერად შეიძლება ჩაითვალოს.8 მხარე
ვალდებულია, არ მოაკლოს ძალისხმევა, გაასხვისოს ნივთი შეძლებისდაგვარად კარგი
პირობებით.9

9 ვენის ნასყიდობის კონვენციით გათვალისწინებული მოწესრიგების თანახმად, მხარე


ვალდებულია, შეეცადოს, მიიღოს ზომები ნივთის გასაყიდად, თუმცა მას პირდაპირი
ვალდებულება არ აკისრია. აღნიშნული გამართლებულია და, შესაბამისად,
სასურველია 504-ე მუხლის ფორმულირება სწორედ ამგვარად განიმარტოს, ვინაიდან
მხარე ვალდებულია, მიიღოს ზომები ნივთის გაყიდვის მიზნით,10 თუმცა ნივთის

4 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 6.


5 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 11.
6 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 12.

7 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 7.

8 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 8.

9იქვე.
10შდრ. ვენის ნასყიდობის კონვენციის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადება „თუ საქონელი
მალფუჭებადია ან თუ მისი შენახვა იწვევს არაგონივრულ ხარჯებს, იმ მხარემ, რომელიც ვალდებულია
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

გაყიდვის ვალდებულება მას არათნაზომიერ რისკად დააწვებოდა. ასეთი მიდგომა


გამართლებულია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული
ვალდებულების დარღვევა შესაბამის მოთხოვნებს წარმოშობს მეორე მხარისათვის.11

III. სამართლებრივი შედეგები


504-ე მუხლი არ ითვალისწინებს სამართლებრივ შედეგებს 504-ე მუხლის 10
წინაპირობების არსებობის ან მისი დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, უნდა
გავრცელდეს 503-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, მხარე რომელიც ვალდებულია
გაასხვისოს ნივთი, უფლებამოსილი იქნება, დაიკმაყოფილოს მიღებული საფასურით
მის მიერ გაღებული ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯები. დარჩენილი თანხა კი
დაუბრუნოს მეორე მხარეს (შდრ. 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტ.).

გაყიდვის ხარჯებში მოიაზრება ნივთის ტრანსპორტირების, შუამავლობის და ნივთის 11


გასხვისებასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ხარჯები.12

მხარის მიერ 504-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 12


შემთხვევაში, ის პასუხს აგებს ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული
ზოგადი წესების შესაბამისად.

შეინახოს საქონელი 85-ე და 86-ე მუხლების შესაბამისად,უნდა განახორციელოს გონივრული


ღონისძიებები მის გასაყიდად.“
11 შდრ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 13.

12 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 16.

3
სოფიო ჩაჩავა

You might also like