You are on page 1of 6

კაზუსი 1.

ლევანი თურქეთის ქალაქ იზმირში იმყოფებოდა მივლინებით, სადაც მომხდარი ძლიერი


მიწისძვრის შემდეგ ის გაუჩინარდა. ლევანის 18 წლის შვილმა ნიკამ, ამ ამბიდან 5 თვის
გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს მამის გარდაცვლილად გამოცხადების
მოთხოვნით. მას სურდა მისი მუცლადმყოფი დის დაბადებამდე მოესწრო მამის
გარდაცვალების ფაქტის დადგენა, რათა არ მოსწეოდა სამკვიდრო ქონების მის მომავალ
დასთან გაყოფა, რომელიც მალე დაიბადებოდა.

კითხვები:

არსებობს თუ არა ლევანის გარდაცვლილად გამოცხადების წინაპირობები ? ლევანის


გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში, განიხილება თუ არა მისი ჯერ
არდაბადებული შვილი მის მემკვიდრედ?

კაზუსის ამოხსნა

მოცემული კაზუსის ფაბულის მიხედვით, ლევანი თურქეთის ქალაქ იზიმრში იმყოფებოდა ,


როდესაც მოხდა მიწისძვრა და ის ამ მიწისძვრის შემდეგ გაუჩინარდა ანუ მისი
ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება არანაირი ცნობები , ხოლო მისმა შვილმა
ნიკამ მიმართა სასამართლოს მამის გარდაცვლილად გამოცხადებისთვის.

კითხვა 1-ის ამოხსნა:

“არსებობს თუ არა ლევანის გარდაცვლილად გამოცხადების წინაპირობები ?”

I.ლევანის გარდაცვლილად გამოცხადების საკითხი.

გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხოვაში, ლევანი შეიძლება სასამართლომ


გამოაცხადოს გარდაცვლილად, რადგან იგი გაუჩინარდა მიწისძვრის დროს , რაც
შეიძლება მართლაც რომ მისი გარდაცვალებით იყოს გამოწვეულიყო.

1)სსკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით პირი შეიძლება გარდაცვლილად


გამოცხადებას იმ შემთხოვაში თუ მის საცხოვრებელ ადგილას ამ პირის
ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება ცნობები 5 წლის განმავლობაში , თუმცა იგივე
მუხლის პირველი ნაწილში ვხვდებით გამონაკლისებსაც და ვიგებთ , რომ პირის
გარდაცვალების გამოცხადება შეიძლება იმ შემთხოვაშიც „თუ იგი უგზო-უკვლოდ
დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილის უქადდა , ანდა სავარაუდოა მისი
დაღუპვა რაიმე უბედური შემთხოვის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში
არ მოიპოვება“. ასეთი შემთხვევებად შეგვიძლია მივიჩნიოთ პირის გაუჩინარება
წყალდიდობის,მეწყერის,მიწისძვრის და სხვა ასეთი მოვლენების დროს.

3) აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან ლევანის გაუჩინარების


სავარაუდო ადგილას მოხდა მიწისძვრა, შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ ეს გარემობა მას
სიკვდილს უქადდა და ამიტომაც არარის 5 წლის გასვლა საჭირო და საკმარისია ექვსი
თქვე.
4)თუმცა ნიკამ ამ ამბიდან 5 თვის გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს მამის
გარდაცვლილად გამოცხადების მოთხოვნით. შესაბამისად, თუ ნიკა მიმართავდა
სასამართლოს 6 თვის გასვლის შემდეგ,დაკმაყოფილებული იქნებოდა ყველა
წინაპირობა მამამის გარდაცვლილად გამოცხადებისთვის, მაგრამ რადგან 6 თვე ჯერ არ
არის გასული, არსებული წინაპირობები იქნება არასაკმარისი მამამისის გარდაცვლილად
გამოსაცხადელბლად, რადგნა საჭიროა, რომ შემთხოვიდან მინიმუმ 6 თვე იყოს გასული .

II.საბოლოო შედეგი: ლევანის გარდაცვლილად გამოცხადების ყველა საჭირო


წინაპირობა არ არსებობს.

კითხვა 2-ის ამოხსნა

„ლევანის გარდაცვლილად გამოცხადების შემთხოვაში, განიხილება თუ არა მისი ჯერ


არდაბადებული შვილი მემკვიდრედ?“

I.ლევანის მუცლადმყოფი შვილის მემკვიდრეობის საკითხი

მოცემული კაზუსიდან გამომდინარე, ლევანის გარდაცვლილად გამოცხადების


შემთხოვაში, არსებობდა ალბათობა, რომ მემკვიდრეობა ნიკას დას არ მიეღო , რადგან ის
ჯერ კიდევ მუცლად მყოფი იყო, მაშინ როდესაც მამამისი გამოცხადდებოდა
გარდაცვლილად

1) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველ ნაწილში ვკითხულობთ ,


რომ პირის სამოქალაქო უფლებები წარმოიშობა დაბადების თანავე , თუმცა იგივე მუხლის
მე-2 ნაწილი გვეუბნება, რომ „მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე ;
ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე “

2.როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ შემთხოვაშიც თუ ლევანი გამოცხადდა გარდაცვლილად ,


იმის მიუხედად , რომ ნიკას და ჯერ კიდევ მუცლად მყოფია, სსკ-ის მე-11 მუხლის მე-2
ნაწილის მიხედვით ის მაინც ჩაითვლება მემკვიდრედ, რადგან მემკვიდრეობის უფლება
წარმოიშობა ჩასახვისთანავე.

3.კაზუსის მიხედვით ნიკას არდაბადებული და მალე დაიბადება, ანუ მისი ჩასახვის და


მუცლად მყოფობის ფაქტი უკვე არსებობს.

4.შესაბამისად, ნიკას ჯერ არდაბადებული და უკვე ითვლება მამამისის მემკვიდრედ ,


რადგან მემკვიდრეობის უფლებას პირი იღებს ჩასახვისთანავე .

II.საბოლოო შედეგი: ლევანის გარდაცვლილად გამოცხადების შემთხოვაში, მისი ჯერ


არდაბადებული შვილი განიხილული იქნება მემკვიდრედ.
კაზუსი 2.

17 წლის საბას მშობლებმა დაბადების დღეზე 500 ლარი აჩუქეს. საბამ ამ თანხით დიდი
ხნის ნანატრი ველოსიპედის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც ველოსიპედების მაღაზიაში
შეიძინა 450 ლარად. მან ეს თანხა მაშინვე გადაიხადა მშობლების მიერ ნაჩუქარი ფულით .
მოგვიანებით, როდესაც მშობლებმა ველოსიპედის ნასყიდობის შესახებ შეიტყვეს ,
მიიჩნიეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი იყო მათი
თანხმობა და მოითხოვეს ხელშეკრულების ბათილობა.

კითხვები:

რა სახის ქმედუნარიანობა გააჩნია 17 წლის პირს? ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეეძლო


თუ არა საბას, მშობლების თანხმობის გარეშე დაედო ველოსიპედის ნასყიდობის
ხელშეკრულება?

კაზუსის ამოხსნა

მოცემული კაზუსის ფაბულაში ვხედავთ, რომ 17 წლის საბამ მშობლებისგან საჩუქრად


მიიღო 500 ლარი, ხოლო მან ამ თანხით მაღაზიაში 450 ლარად შეიძინა ველოსიპედი. მან
ეს თანხა მაშინვე, ერთჯერზე გადაიხადა მშობლების მიერ ნაჩუქარი ფულით . ხოლო
როდესაც მშობლებმა ნასყიდობის შესახებ შეიტყვეს, მოითხოვეს ხელშეკრულების
ბათილად ცნობა, რადგან ისინი თვლიან რომ საჭირო იყო მათი თანხმობა.
კითხვა 1-ის ამოხსნა:

„რა სახის ქმედუნარიანობა გააჩნია 17 წლის პირს?

I.საბას ქმედითუნარიანობის სტატუსი.

1. სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „არასრულწლოვანი შვიდიდან


თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონეა“.

2. საბას ასაკი არის 17 წელი. სსკ-ის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით
„სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია“. შესაბამისად, რადგან საბა
ჯერ არ არის 18 წლის ის არასრულწლოვნად ითვლება.

3. არასრულწლოვანი კი სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ითვლება


შეზღუდულ ქმედითუნარიანად თუ მისი ასაკი 7 დან 18 წლამდეა, ხოლო საბას ასაკიც 7-სა
და 18 წელს შორისაა.

4.შესაბამისად, სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბას გააჩნია


შეზღუდული ქმედითუნარიანობა.

II.საბოლოო პასუხი: საბას გააჩნია შეზღუდული ქმედითუნარიანობა.

კითხვა 2-ის ამოხსნა:

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეეძლო თუ არა საბას, მშობლების თანხმობის გარეშე


დაედო ველოსიპედის ნასყიდობის ხელშეკრულება?“

I.მოთხოვნის წარმოშობა

საბას მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ მოთხოვნა, რომ მათი 17 წლის შვილის ნასყიდობის
ხელშეკრულება ჩაითვალოს ბათილად, რადგან სსკ-ის მე-15 და 63-ე მუხლის მიხედვით,
როდესაც შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონე პირი დებს ხელშეკრულებას , ზოგიერთ
შემთხოვაში საჭიროა კანონიერი წარმომადგნელის თანხმობა,ხოლო მათ საბასთვის
არანაირი თანხმობა არ მიუციათ.

1.როგორც ზემოთ აღვნიშნე სსკ-ის მე-14 მუხლის მიხედვით 7 დან 18 წლამდე პირი
ითვლება შეზღუდულ ქმედითუნარიანად.შესაბამისად, 17 წლის საბა არის შეზღუდული
ქმედითუნარიანობის მქონე პირი.

2. სსკ-ის მე-15 მუხლის მიხედვით „შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონე პირის ნების


გამოვლენისას ნამდვილობისთვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობა, გარდა იმ შემთხოვებისა, როდესაც შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონე
პირი გარიგებით იღებს სარგებელს“.

3.სსკ-ის მე-15 მუხლის მიხედვით, საბას ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის არ იყო


საჭირო მშობლების თანხმობა თუ იგი იღებდა სარგებელს და ასევე არ ეკისრებოდა
ვალდებულება.
4.სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით „თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას
(ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, მაშინ
ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი
წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს
სარგებელს.

5.სარგებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ველოსიპედი, რომელიც საბამ მიიღო 450 ლარის


სანაცვლოდ. ხოლო ხელშეკრულება იყო ერთჯერადი ანუ მას თანხის ერთჯერეადად
გადახდის შემდეგ არანაირი ვალდებულება აღარ დაეკისრება , თუმცა აქ საყურადღებოა
ის ფაქტი, რომ საბა ერთჯერადად მაინც ვალდებულია, რომ გადაიხადოს ის მშობლების
ნაჩუქარი 450 ლარი.ხელშეკრულება ორმხრივია, რადგან როგორც მყიდველის, ასევე
გამყიდველის ნებაა გამოვლენილი. შესაბამისად,ასეთ შემთხოვაში მშობლებს
ექნებოდათ უფლება რომ ბათილად ეცნოთ გარიგება, რადგან საბას ერთჯერადად მაინც
დაეკისრა ვალდებულება ,რაც კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის გარეშე არ
შეიძლება და ხელშეკრულება ნამდვილად არ ჩაითვლებოდა, თუმცა საყურადღებოა სსკ -
ის 65-ე მუხლი.

6.სსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით „ხელშეკრულება, რომელიც დადებულია


არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენელის თანხმობის გარეშე , ითვლება
ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომელიც მას გადასცეს
კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან - ამ წარმომადგენლების თანხმობით - მესამე
პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით“.

7.როგორც სსკ-ის 65-ე მუხლში ვხედავთ, საბას აქვს იმ საშუალებების განკარგვა,


რომელიც მას მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა გადასცეს, ან მათი თანხმბოით
მიიღო.

8.ველოსიპედის შეძენისას, საბამ გამოიყენა ის ფული, რომელიც მშობლებმა


დაბადებისდღეზე აჩუქეს. შესაბამისად, ეს ფული შეგვიძლია მივიჩნიოთ „ჯიბის “ ფულად ,
რომლის განკარგვის უფლებაც აქ საბას, რადგან ის მისი კანონიერი
წარმომადგენლებისგან, ამ შემთხოვაში მშობლებისგან , მიიღო

9.ველოსიპედის ყიდვისთვის ის 450 ლარი, რომელიც საბას გააჩნია საკმარისია და


ნასყიდობის ხელშეკრულებისით მასზე დაკისრებულ ერთჯერად ვალდებულებას იმ
ფულით მაშინვე ასრულებს, რომელიც მშობლებისგან მიიღო და სამომავლოდ არ
ეკისრება არანაირი ვალდებულება.

10. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულება


ნადმვილია, რადგან საბამ უბრალოდ განკარგა ის საშუალება(ამ შემთხოვაში კი ფული ),
რომლებიც მას მშობლებმა გადასცეს, ხოლო სსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით მას ამის
სრული უფლება ჰქონდა და არც სამომავლოდ დაეკისრა რამე ვალდებულება.

II.საბოლოო შედეგი:საბას შეეძლო ხელშეკრულების მშობლების თანხმობის გარეშე


დადება.
გიორგი რაქვიაშვილი

You might also like