You are on page 1of 4

რეფერატი შესრულებულია სამართლის სკოლისათვის: სანივთო სამართლში

ლექტორი:ანა მაისურაძე

ავტორები:მარიამ გუბელაძე,ჟანა სვანიშვილი,ეთო ფოლოდაშვილი

2019 წელი
კაზუსი N1

2010 წლის 5 იანვარს ნინო 5 წლით სასწავლებლად გაემგზავრა ამერიკაში.გამომდინარე


იქიდან , რომ სახლში მარტო ცხოვრობდა და აღნიშნული ვადით ბინის უპატრონოდ
დატოვება აღელვებდა, მეზობელ ანას გამგზავრებამდე 2 დღით ადრე თავისი ბინის
გასაღები გადასცა, რათა, იმ შემთხვევაში, თუ ბინაში რამე დაზიანდებოდა ანას
შესაძლებლობა ჰქონოდა დროულად მოეხდინა რეაგირება და მომიჯნავედ მცხოვრებ
მეზობლებს არ შექმნოდათ პრობლემა ან არ დაზიანებოდათ საცხოვრებელი.
მეზობლების საუბარს ყური მოჰკრა გვერძე ოთახში მყოფმა გიორგიმ, რომელიც ანასთან
სტუმრად იმყოფებოდა. 2010 წლის 10 იანვარს გიორგიმ ანასგან უჩუმრად შეაღწია ნინოს
ბინაში და იქიდან წამოიღო ნინოს კუთვნილი ველოსიპედი, რომელიც იმავე დღესვე
მიჰყიდა თავის ნაცნობს ზურას 800 ლარად (ზეპირი ნასყიდობის საფუძველზე). 2015
წლის მარტში, ნინო დაბრუნდა საქართველოში. აღმოაჩინა რომ მისი ველოსიპედი აღარ
იყო ბინაში, კითხვით მიმართა ანას რომელმაც მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.
მეორე დილით ნინო მეგობართან ერთად ტბაზე სეირნობდა, სადაც სრულიად
შემთხვევით თავის ველოსიპედზე ამხედრებული ზურა დაინახა. დათვალიერების
შედეგად, დარწმუნდა, რომ ველოსიპედი მისი იყო , ზურასგან მოითხოვა მისი
დაუყოვნებლივ დაბრუნება. აღნიშნულზე ზურამ უარი განუცხადა და განმარტა, რომ
იგი მის საკუთრებას წარმოადგენდა , ვინაიდან დაახლოებით 5 წის წინ 800 ლარად
შეიძინა გიორგისგან. აპრილს ნინომ საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი ზურას
წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა 2010 წლის 10 იანვარს გიორგისა და ზურას შორის
დადებული ზეპირი ხელშეკრულების ბათილობა და მისი ველოსიპედის დაბრუნება.
აღნიშნულზე ზურამ წარადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთიტა, რომ ის
წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს და შესაბამისად არ იყო ვალდებული
დაებრუნებინა სადავო ნივთი. აქვს თუ არა ნინოს ზურასგან ნივთის გამოთხოვის
უფლება?

ჰიპოტეზა: ნინოს შეიძლება ჰქონდეს ზურასგან ნივთის გამოთხოვის უფლება


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს
შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად გიორგის და ზურას
შორის დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ზურა
ველოსიპედის მფლობელი გახდა, თუმცა არა კანონიერი, რადგან ნივთი გიორგისაც არ
ეკუთვნოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად
მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი
უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

ზურა კეთილსინდისიერი შემძენია, რადგან მან არ იცოდა ნივთის შესახებ.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლოს თანახმად შემძენი ხდება ნივთის
მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი,
თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გაცემამდე. შესაბამისად ზურა
ინფორმირებული არ იყო რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალი არ მიუძღვის ნივთის უკანონოდ
დაუფლებაში.

ზურა ნივთს 5 წლის განმავლობაში ფლობდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე


მუხლის თანახმად თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად
ფლობს, როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას. (საკუთრების
შეძენა ხანდაზმულობით). შესაბამისად ზურა ნივთის მფლობელია, რადგან ნინო ნივთის
გამოთხოვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ცდილობს.
მოთხოვნის არსებობა და მოთხოვნის განხორციელებადობა:

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების და გამოყენებული მუხლების ანალიზი არ გვაძლევს


მოთხოვნის არსებობას და მსჯელობის საშუალებას.

დასკვნა: ანას არ აქვს უფლება ზურასგან მოითხოვოს ნივთის დაბრუნება


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად. რადგან ნივთი უკვე
ზურას მფლობელობაშია ნივთის ხანდაზმულობით მოპოვების ვადა გასულია და ნინოს
არ აქვს დამამტკიცებელი საბუთები, რომ წლების წინ ველოსიპედი მისი იყო.

გამოყენებული ლიტერატურა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

You might also like