You are on page 1of 3

საგანი: სანივთო სამართალი

ლექტორი: გიორგი ამირანაშვილი

სტუდენტი: ველიხან გაბრიელიან

პირადი ნომერი: 07001053152

1 კაზუსი

ავთო საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერია. საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულმა, წლებია,


რაც, ფაქტობრივად, უნივერსიტეტში დაიწყო ცხოვრება, სადაც ახალი თეორიების
შექმნის იმედით დღეებსა და ღამეებს ბიბლიოთეკაში ატარებს. ამის გამო,
თანამშრომლებმა მას �უნივერსიტეტის ბინადარიც“ კი შეარქვეს. მაგრამ პროფესიის
სიყვარული ამის ერთადერთი მიზეზი არ არის – ავთოს, ამავე დროს, თავისი სახლის
ბნელი სხვენიდან გამოსული უცნაური ხმაურისაც ეშინია და ამიტომ არიდებს თავს
იქ დაბრუნებას. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვეტს ის, ერთხელ და სამუდამოდ
მოიშოროს თავიდან საკუთარი სახლი, მაგრამ საჯარო რეესტრში მისული შეიტყობს,
რომ ბინა, რომელიც ოდესღაც მის სახელზე იყო რეგისტრირებული, დიდი ხანია, მას
აღარ ეკუთვნის. როგორც ირკვევა, ახლა ეს ქონება მისი თანამშრომელი ბაჩოს
სახელზეა რეგისტრირებული. აღმოჩნდა, რომ წელიწადნახევრის წინ ბაჩოს საჯარო
რეესტრში გაყალბებული დოკუმენტები წარუდგენია და ამ გზით
დაურეგისტრირებია საკუთარ სახელზე ავთოს კუთვნილი ქონება. ბაჩოს უკვე
დადებული აქვს ავთოს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე გუგასთან ნასყიდობის
ხელშეკრულება, რომელიც, მართალია, წერილობითი ფორმითაა შედგენილი, მაგრამ
ნოტარიალურად არ არის დამოწმებული. ავთო სასწრაფოდ შეიტანს სარჩელს
სასამართლოში ბაჩოს წინააღმდეგ და ითხოვს რეესტრში მესაკუთრედ აღდგენას,
თუმცა გუგას არაფერს ეტყვის ამასთან დაკავშირებით. ამასობაში, ბაჩო
გადაუფორმებს გუგას ქონებას.

1. დაკარგა თუ არა ავთომ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე?

2. რამდენად გახდება გუგა უძრავი ნივთის მესაკუთრე?

პასუხი

1) კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე გარკვევით ჩანს რომ უძრავ ნივთზე


საკუთრების უფლება ავთომ დაკარგა არამართლზომიერად, მისმა თანამშრომელმა
გაყალბებული დოკუმენტების წარდგენით საჯარო რეესტრში მოახდინა ავთოს
კუთვნილი ქონება საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა. შესაბამისად ვადგენთ რომ
საკუთრების უფლება ავთომ არამართლზომიერად დაკარგა და მას ეს უფლება ჯერ
კიდევ გააჩნია.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ავთოს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება უძრავ ნივთძე,


ხოლო გუგა ვერ იქნება უძრავი ნივთის მესაკუთრე.

2) კაზუსიდან გამომდინარე ჩანს რომ ავთოს თანამშრომელმა ვინმე გუგასთან დადო


ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით იყო
შედგენილი,მაგრამ ნოტარიულად არ იყო დამოწმებული რაც შემდეგ სისრულეში
მოიყვანეს. გუგა ამ შემთხვევაში გვევლინება კეთილსინდისიერ შემძენად 187 -ე
მუხლის საფუძველზე თუმცა კაზუსში არ ჩანს გუგამ იცოდა თუ არა იმის შესახებ
რომ ქონება არამართლზომიერ საკუთრებაში იყო, აქ უნდა ვივვარაუდოთ რო ის
მოქმედებდა კეთილსინდისიერად, მაგრამ მიუხედავად 187ე მუხლის 1 ნაწილის,
თანახმად შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო
ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა,
რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა
არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. 187-ე მუხლის 2 ნაწილი გვაძლევს განმარტებას
თუ როდის კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე. სწორედ
187ე მუხლის 2 ნაწილის დათქმა გვაქ სახეზე. შესაბამისად გუგა უძრავი ნივთის
მესაკუთრე ვერ გახდება.

დასკვნა: ავთოს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. გუგა ვერ იქნება
უძრავი ნივთის მესაკუთრე.

კაზუსი 2

ანდრომ ბადრისგან ზაფხულში აიღო სესხი და რეგისტრირებული გირავნობით


დატვირთა ავტომანქანა, რომელსაც ზამთარში მას გადასცემდა გიგლა იმ ვალის
დასაფარად, რომელიც მართებდა ანდროს მიმართ. მოგვიანებით, იგივე ავტომანქანა
ანდრომ რეგისტრირებული გირავნობით დატვირთა კლასელის მიერ ბანკისაგან
აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში,
ბანკის პირადი მოვალე არის ანდროს კლასელი, ხოლო თავად ანდრო არის
სამომავლო ქონების დამგირავებელი მესამე პირი. იმავდროულად, გიგლამ
აღნიშნული ავტომანქანა, ვიდრე მას გადასცემდა ანდროს, ასევე რეგისტრირებული
გირავნობით დააგირავა ნათესავისგან აღებული სესხის უზრუნველსაყოფად.
შემოდგომაზე, შეთანხმებისამებრ, ანდროს საკუთრებაში გადაეცა ავტომანქანა.
სამივე დამგირავებლის მხრიდან ვალის გადაუხდელობის გამო დადგა ქონების
რეალიზაციის საკითხი.

1. პირველად რომელი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება?


2. დარჩენილი მოგირავნეებიდან რომელ მოგირავნეს აქვს უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება?

პასუხი
ჰიპოთეზა: შესაძლოა პირველი გიგლას მოთხოვნა დაკმაყოფილდეს დარჩენილი
მოგირავნეებიდან უპირატესის დაკმაყოფილების უფლება კი ანდროს ჰქონდეს.

კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ჩანს რომ სახეზე გვაქს საგნის დაგირავება რამდენჯერმე
და გირავნობის უფლებათა რიგითობა. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე
დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ
წარდგენის დროის შესაბამისად, მუხლი 267.1. ანუ ის რომ ნივთი რამდენჯერმა იქნა
დაგირავებული ამ ნაწილში რამე დარღვევა არ იკვეთება ხოლო რაც შეეხება რიგითობას,
როგორც წეღან ვახსენე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი
სარეგისტრაციოს წარდგენის დროის შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის 2 ნაწილში საქმე
გვაქვს სამომავლო ქონებასთან სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ვადგენთ რომ მოცემულ
ნაწილში პირველად გიგლას მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა რომელმაც აღნიშნული
ავტომანქანა ვიხრე მას გადასცემდა ანდროს ასევე რეგისტრირებული გირავნობით
დააგირავა ნათესასვისგან აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. სსკ-ს 276ე მუხლი გვაძლევს
მოგირავნის დაკმაყოფილების განმარტებას.დარჩენილი მოგირავნეებიდან უპირატესის
დაკმაყოფილების უფლება აქვს ანდროს 276ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე.

დასკვნა: პირველი გიგლას მოთხოვნა დაკმაყოფილდება. დარჩენილი მოგირავნეებიდან


უპირატესის დაკმაყოფილების უფლება აქვს ანდროს.

1. პირველად რომელი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება?

კაზუსის შინაარსის მიხედვით პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდება ნათესავს 267-ე


მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. ხოლო მოგირავნეებიდან უპირატესი უფლება აქვს
დაკმაყოფილების ბადრის 267-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

You might also like