You are on page 1of 1

მარიამ ბოლქვაძე

კაზუსი ქირავნობაზე.

მხარეები:

გამქირავებელი - ნინო

დამქირავებელი - გიორგი.

დავის საგანი: ქირავნობის საგნის არასათანადო მოვლა.

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 557 მუხლი -


ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით.

დავის არსი: გიორგი ნინოსთან აფორმებს ქირავნობის ხელშეკრულებას განსაზღვრული


ვადით 1 წლით. განისაზღვრა ქირა 800 ლარის ოდენობით. სსკ-ის 531 მუხლის მიხედვით
ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში
გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. გამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს
გადაუხადოს დათქმული ქირა. ხელშეკრულების თანახმად ნივთი არის უფლებრივად და
ნივთობრივად უნაკლო. ამავე კოდექსის 533 მუხლის თანახმად გამქირავებელმა
დამქირავებელს უნდა გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, რაც
ნათელია აღნიშნულ შემთხვევაში. ნინომ 3 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გიორგი
არასათანადოდ უვლიდა ქირავნობის საგანს, რის შედეგადაც ბინის მდგომარეობა
საგრძნობლად გაუარესდა. მან დაუყოვნებლივ მოსთხოვა გიორგის ბინის განთავისუფლება
და ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 557-ე მუხლის მიხედვით გამქირავებელს შეუძლია
ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი გამქირავებლის გაფრთხილების
მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი
დაზიანების რეალურ საშიშროებას. როგორც ვხედავთ, ნინოს ჯერ გიორგისათვის უნდა
მიეცა გაფრთხილება და თუ იგ ამ გაფრთხილების მიუხედავად მაინც გააგრძელებდა საგნის
არასათანადო მოვლას მხოლოდ მას შემდეგ შეეძლო, რომ მოეთხოვებინა ბინის დატოვება და
ზიანის ანაზღაურება.

დასკვნა: სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე ნინოს უნდა გაეფრთხილებინა


გიორგი და გიორგის უმოქმედობის შემთხვევაში უნდა მოეთხოვებინა ბინის დატოვება და
ზიანის ანაზღაურება.

You might also like