You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 17 დეკემბერი, 2015

მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება


1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული
საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში
დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის
დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის
შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით
გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის
გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის
დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი
პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.
4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის
ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება,
მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ
გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


1.მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი ...................................................................... 1
2.ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია.................................................................................... 1
II. გირავნობის საგნის გასხვისება ................................................................................................................. 2
III. გირავნობის საგნის გასხვისების სამართლებრივი შედეგები ............................................................. 2

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის საგნის გასხვისების სამართლებრივ შედეგებს და 1
მათი მიზანია მოგირავნის ინტერესების დაცვა კუთვნილი გირავნობის უფლების
შენარჩუნების დადგენით გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი
შემთხვევებისა.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 2
ივნისის №1826 და 2006 წლის 29 დეკემბრის №4310 კანონებით განხორციელებული

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 17 დეკემბერი, 2015

ცვლილებების შემდეგ მუხლის საბოლოო რედაქცია ჩამოყალიბდა 2013


წლის 24 დეკემბრის №1833 კანონით.

II. გირავნობის საგნის გასხვისება

3 მოძრავი ქონების დაგირავება არ გულისხმობს მის „გაყინვას“, სამოქალაქო ბრუნვიდან


ამოღებას; გირავნობის საგანი შეიძლება მესაკუთრის მიერ თავისუფლად იქნეს
გასხვისებული. სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ძველი რედაქციის
264-ე მუხლის ნორმისაგან განსხვავებით, რომელიც გირავნობის საგანზე გარიგების
დადებისათვის, მათ შორის, - გასხვისებისათვის იმპერატიულად ითხოვდა მოგირავნის
წინასწარ თანხმობას, გირავნობის შესახებ ქვეთავში 2005 წლის 30 ივნისის №1826
კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად გათვალისწინებული ნორმები
გირავნობის საგნის გასხვისებისათვის მოგირავნის თანხმობას აღარ ითვალისწინებს.

III. გირავნობის საგნის გასხვისების სამართლებრივი შედეგები

4 დამგირავებელს შეუძლია თავისი სურვილით გაყიდოს, გააჩუქოს, გაცვალოს ან


სხვაგვარად გაასხვისოს გირავნობის საგანი, თუმცა, შემძენზე გადავა გირავნობით
დატვირთული ნივთი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

- მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში მოგირავნე ან უფლებამოსილი მესამე პირი


გირავნობის საგანს მფლობელობაში გადაცემს შემძენს;
- დამგირავებელი დაგირავებულ ნივთს ასხვისებს თავისი ჩვეულებრივი სამეწარმეო
საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, იცოდა თუ არა შემძენმა
ნივთზე დადგენილი გირავნობის უფლების თაობაზე. თუმცა, ეს წესი არ გამოიყენება,
თუ შემძენი და დამგირავებელი მოქმედებდნენ არაკეთილსინდისიერად. საქართველოს
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, მუხლის მე-4
ნაწილის ნორმის საფუძველზე გირავნობის უფლება თავისთავად არ უქმდება იმ
ფაქტის გამო, რომ დაგირავებული ქონების მესაკუთრე სახელმწიფო ხდება. მე-4 ნაწილი
საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული არ
უნდა ყოფილიყო. აღნიშნულს ცალსახად ადასტურებს 274-ე მუხლის სტრუქტურა,
რომლის 1-ლი ნაწილი ადგენს ზოგად წესს, რომ დაგირავებული ქონების გასხვისებისას
შემძენზე გირავნობით დატვირთული საკუთრება გადადის, ხოლო მე-4 ნაწილი ადგენს
გამონაკლისს ამ წესში. აღნიშნული ნორმა დაუტვირთავი საკუთრების გადაცემის
წინაპირობად კონკრეტულ განსაკუთრებულ შემთხვევას - გირავნობის საგნის
ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისებას ადგენს, რაც სრულიად
სხვა სფეროა, ვიდრე ქონების განაჩენის საფუძველზე სახელწიფოსათვის უსასყიდლოდ
გადაცემა.1

1 სუს 2012 წლის 8 ოქტომბერის #ას-743-699-2012 გადაწყვეტილება.


2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 17 დეკემბერი, 2015

IV. დამგირავებლისა და შემძენის სოლიდარული პასუხისმგებლობა შემძენის


დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში მოგირავნე დაცულია 5


დამგირავებლისა და შემძენის ერთობლივი არაკეთილსინდისიერი მოქმედებებისაგან
იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ ასრულებენ შემძენის დამგირავებლად
რეგისტრაციის კანინისმიერ ვალდებულებას; კანონი ადგენს დამგირავებლისა და
შემძენის სოლიდარულ პასუხისმგებლობას (463) ვალდებულების შეუსრულებლობით
გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

3
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like