You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 278. გირავნობის საგნის რეალიზაციისა და მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის


მოთხოვნის უფლება
გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება
მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში 1
გადმოცემის ან გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლების საფუძველს და
მისი მიზანია მოგირავნის ინტერესების დაცვა ამ უკანასკნელისათვის აღნიშნული
მოთხოვნის უფლების მინიჭებით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია ორჯერ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 2
ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის საბოლოო
რედაქცია ჩამოყალიბდა 2007 წლის 29 ივნისის №5127 კანონით.

II. გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადმოცემის ან გირავნობის საგნის


რეალიზაციის მოთხოვნის უფლების საფუძველი

მუხლის ნორმა ფაქტობრივად წარმოადგენს 254 I მუხლის გაგრძელებას გირავნობის 3


უფლების როგორც საუზრუნველყოფო სანივთო უფლების მთავარი დანიშნულების -
მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე აქცენტის გაკეთებით. კერძოდ,
გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადმოცემის ან გირავნობის საგნის
რეალიზაციის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ
ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას ანუ
ადგილი აქვს ვალდებულების დარღვევას.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like