You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების


ვალდებულება
1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის
რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა
მოგირავნეები.
2. (ამოღებულია).
3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების
წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ:
ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური
საფრთხე;
ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია.
4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ
დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა
გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი .......................................................................... 1
2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია.................................................................................... 1
II. გირავნობის საგნის რეალიზაციის წესი მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში ................... 2

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის საგნის რეალიზაციის წესს მფლობელობითი 1
გირავნობის შემთხვევაში და მათი მიზანია დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების
ინტერესების დაცვა რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნისათვის წინასწარი
წერილობითი შეტყობინების წარდგენის ვალდებულების დაკისრებით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 2
ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის ტექსტი
შეცვალა კიდევ ორჯერ: 2006 წლის 29 დეკემბრის №4310 და 2007 წლის 11 მაისის №4744
კანონებით. პირველი კანონით მუხლის მე-2 ნაწილი შეიცვალა და ჩამოყალიბდა
საბოლოო რედაქციით, ხოლო 2007 წლის 11 მაისის კანონით ამოღებულ იქნა მუხლის
მე-2 ნაწილი, რომლის ნორმაც ადგენდა რეგისტრირებული გირავნობის დროს
მოგირავნის ვალდებულებას დამგირავებლისა და წინა მოგირავნეების წერილობითი
გაფრთხილებიდან ერთი კვირის შემდეგ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ
წარედგინა შეტყობინება გირავნობის საგნის რეალიზაციის განზრახვის შესახებ.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

II. გირავნობის საგნის რეალიზაციის წესი მფლობელობითი გირავნობის


შემთხვევაში

3 მოგირავნემ გირავნობის საგნის რეალიზაციამდე 2 კვირით ადრე წერილობითი


შეტყობინებით უნდა გააფრთხილოს რეალიზაციის შესახებ დამგირავებელი და სხვა
მოგირავნეები, თუ გირავნობის საგანი დაგირავებულია რამდენჯერმე. აღნიშნული
წესიდან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, გირავნობის საგნის რეალიზაცია
მოგირავნის მიერ შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების
წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც შემდეგ შემთხვევებში:

- თუ არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური


საფრთხე;
- გირავნობის საგანი მალფუჭებადია.

4 თუ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება


დამგირავებლისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან ნებისმიერ დროს გირავნობის საგნის
რეალიზაციის მომენტამდე, მაშინ მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის
უფლებას (282 IV).

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like